განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003190479
საქმე №1ბ/1964-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ნადეჟდა მარანელის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: რ--------- ლ----ის
მსჯავრდებულის: გ-- ბ--–--–---–ის
ადვოკატის: ა-–---ი მ--------ის
მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ--------- ლ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ-- ბ--–--–---–ის მიმართ.
გ-- გ-------- ძე ბ--–--–---–ი დაბადებულია 1-----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–---------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ------------------------–------------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში გ-- ბ--–--–---–მა ძმის ი----- ბ--–--–---–ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ი----- ბ--–--–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით გ-- ბ--–--–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ--------- ლ----ემ.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გ-- ბ--–--–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას როგორც შესავალ, ისე დასკვნით სიტყვებში პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიუთითა, რომ მსჯავრდებულის პიროვნებისა და დაზარალებულთან მისი კონფლიქტური ურთიერთობის გათვალისწინებით კვლავ მაღალია ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რის გამოც მიიჩნევს, რომ პირობითი მსჯავრი არ იქნება ეფექტური საშუალება დანაშაულის პრევენციის მიზნის მისაღწევად.
დაცვის მხარემ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა გ-- ბ--–--–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში.
საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსსკ–ის 260–ე მუხლის მიხედვით განაჩენის დადგენისას სასამართლომ თანმიმდევრობით უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება, უნდა დაისაჯოს თუ არა ბრალდებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის, რა სასჯელი უნდა დაენიშნოს ბრალდებულს და რა ზომის, უნდა მოიხადოს თუ არა ბრალდებულმა დანიშნული სასჯელი...
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს გ-- ბ--–--–---–მა თავი მთლაინად ცნო დამნაშავად წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც საქრთველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. გ-- ბ--–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, საცხოვრებელი სახლის, ეზოს, დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით - თოფით, ვაზნებითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
პალატის აზრით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ-- ბ--–--–---–ის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არგუმენტირებულად მიიჩნევს ბრალდების მხარის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქონებრივ დავასთან დაკავშირებული უთანხმოება კვლავაც წარმოადგენს მათ შორის ურთიერთობის გამწვავებისა და ამ ფონზე ახალი დანაშაულის ჩადენის გამოწვევ გარემოებას. ამგვარ მსჯელობას ვერ აბათილებს დაცვის მხარის მიერ დასახელებული გარემოება (რაც ბრალდების მხარემაც დაადასტურა) იმის შესახებ, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბერს მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება ნიშნავდეს დავას დასრულებულად, მხარეებს შორის ერთმანეთის მიმართ ქონებრივ პრეტენზიებს კი - ამოწურულად. დაცვის მიერ წარმოდგენილი არგუმენტი გასათვალისწინებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავა მორიგებით რომ დასრულებულიყო, რაც მათ შერიგებაზე და ურთიერთთანხმობის მიღწევაზე მიუთითებდა.
ამდენად, ცალსახაა, რომ მხარეთა შორის გამწვავებული ურთიერთობა, რაც დანაშაულის გამომწვევი მიზეზი გახდა, კვლავ სახეზეა.
მიუხედავად აღნიშნულისა, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ მოცემულ შემთხვევაში პრევენციის ერთადერთი საშუალებას წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის რეალური მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ მსჯავრდებულმა დანიშნული სასჯელის ნაწილი რეალურად მოიხადა 2019 წლის 11 აგვისტოდან 2019 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით - თითქმის ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში და ამ ხნის მანძილზე ჰქონდა საკმარისი დრო, დაფიქრებულიყო მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, გამოეტანა სათანადო დასკვნები ასეთი ქმედების მიუღებლობის შესახებ. პალატა მხედველობაში იღებს იმასაც, რომ პატიმრობიდან განთავისუფლებიდან - 2019 წლის 3 ოქტომბრიდან დღემდე ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ურთიერთობის მორიგ გამწვავებას, რაც სააპელაციო სხდომაზე დაადასტურა პროკურორმა, რომელმაც განმარტა, რომ ასეთი სახის შეტყობინება ამ ხნის მანძილზე არ დაფიქსირებულა. ეს კი მიუთითებს გამოყენებული პირობითი მსჯავრის ეფექტურობაზე - იმაზე, რომ მსჯავრდებულს ბოლომდე აქვს გაცნობიერებული პირობითი მსჯავრით დადგენილი რეჟიმის დარღვევის ან ახალი დანაშაულის ჩადენის სამართლებრივი შედეგი - დანიშნული თავისუფლების აღკვეთის რეალური მოხდა და ავლენს კანონმორჩილ ხასიათს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა ზემოაღნიშნულ ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომლის ჩადენასაც მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს. ამასთან, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტის გამწვავებას ადგილი არ ჰქონია.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზენებს, პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ გ-- ბ--–--–---–ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ გ-- ბ--–--–---–ის მიმართ დანიშნულმა მსუბუქმა სასჯელმა შეიძლება, შექმნას ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ვინაიდან ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია და არც მყარი არგუმენტები დაუსახელებია. როგორც აღინიშნა, გ-- ბ--–--–---–მა როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება რაიმე ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც მიუთითებდა პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე და იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის ამგავრი ფორმით მოხდით შეუძლებელი იქნება სასჯელის ზოგადი მიზნების მიღწევა.
პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, გ-- ბ--–--–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში და არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. პალატას მიჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ-- ბ--–--–---–ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენამდე არ ყოფილა ნასამართლევი, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა. პალატა ითვალისწინებს, რომ თავისუფლების სახით განსაზღვრული სასჯელიდან გარკვეული ნაწილი მსჯავრდებულმა რეალურად მოიხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც სავსებით საკმარისია სასჯელის მიზნების მიღწევისათვის. სასჯელის რეალურად მოხდის პერიოდის განმავლობაში მსჯავრდებულს საკმარისი დრო ჰქონდა, გაეცნობიერებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების მიუღებლობა, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგები და გამოეტანა სათანადო დასკვნები. პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები კი საკმარისი შემაკავებელი ფაქტორია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციისათვის.
ამიტომ პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირობითი მსჯავრით შესაძლოა, მიღწეული იქნას ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზანი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულთან მსჯავრდებულის კონფლიქტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება და მათ შორის სამოქალაქო დავა ჯერაც არ დასრულებულა, პალატა მიიჩნევს, რომ პირობითი მსჯავრით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა უნდა გახანგრძლივდეს ორ წლამდე, რაც მეტ გარანტიას შექმნის იმისთვის, რომ მსჯავრდებულმა აღარ ჩაიდინოს ახალი დანაშაული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-- ბ--–--–---–ისთვის დანიშნული სასჯელი უნდა გამკაცრდეს, პალატა ნაწილობრივ იზიარებს და მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით უნდა გახანგრძლივდეს გამოსაცდელი ვადა, რათა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების შიშმა უზრუნველყოს მჯავრდებულის ქცევა, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს მართლწესრიგის დაცვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ--------- ლ----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გ-- ბ--–--–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ--------- ლ----ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში გ-- ბ--–--–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება;
გ-- ბ--–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ-- ბ--–--–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
პირობით მსჯავრდებულ გ-- ბ--–--–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ-- ბ--–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გ-- ბ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 11 აგვისტოდან 2019 წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: თოფი, ვაზნების ქამარი და 12 ვაზნა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე