განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2019
საქმის ნომერი
200100118002739559
ინსტანცია
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2-----------------

საქმე №1ბ/126-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ე---------------------–ის მიმართ - დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–---------------------–-----------–ა, - დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ე---------------------–ის მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.

თელავის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით ე---------------------–ი ცნობილ იქნა ადმნისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით გათავლისწინებული ქმედებისათვის.

ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, 2018 წლის 25 სექტემბერს, შუადღის საათებში, თელავის რაიონის სოფელ ს--------ს მიმდებარედ, მდინარეების სტორისა და ალაზნის შესართავთან, მდინარის კალაპოტიდან ე---------------------–იმ უკანონოდ მოიპოვა წიაღისეული, კერძოდ ინეტრული მასალა ლამი, 0,5მ3 მოცულობის, რითაც გარემოს მიადგა 200,5 ლარის ოდენობის ზიანი. უკანონოდ მოპოვებული მასალა ე---------------------–ის განთავსებული ჰქონდა მის მფლობელობაში არსებულ „კამაზის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით B--------, ავტომანქანაზე. წიაღისეულის მოპოვების დროს ე---------------------–ი გამოვლენილი იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ე---------------------–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძველზე მითითებით, რომ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი, ვერ იქნება შემაკავებელი და იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც აპელანტს გაუხდია სადაოდ. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოღების ოქმით; ექსპერიმენტის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, სადაო არ გამხდარა და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციად იქნა ცნობილი.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ე---------------------–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. როდესაც მოთხოვნა მიმართულია სასჯელის დამძიმების კუთხით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს - იყო თუ არა წარსულში კონფლიქტში კანონთან; განიცდის თუ არა ჩადენილს და აქვს თუ არა მონანიების განცდა; როგორ ხასიათდება იგი და სხვა. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებებლი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ე---------------------–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რისი დამძიმების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ე---------------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

 

ე---------------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ავტომანქანა „კამაზი“, სახელმწიფო ნომრით B--------, მასზე განთავსებული ლამით და ორი ცალი ნიჩაბი, რაც ხელწერილით ჩაბარდა ალიარ ისკანდარ ოღლის, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. კაპანაძე