განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
330100118002364955
ინსტანცია
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002364955

საქმე #1ბ/646-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ი-----–-----------ს, ლ-------------ის

ადვოკატების: გ------------------ის, გ---------------ის

მსჯავრდებულის: მ------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), მ------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------------–------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,126-ე მუხლის I2 ნაწილით;

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

მ------------–---–ი სისტემატურად ძალადობდა და სცემდა მის ყოფილ მეუღლეს - შ----------------–--ეს, კერძოდ:

 

2017 წლის 14 ოქტომბერს, ქ-------–--–-------–-------------------ში მდებარე ბინაში, შ----------------–--ეს მისმა ყოფილმა მეუღლემ - მ------------–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენჯერმე ჩაარტყა თავში მუშტი.

2018 წლის იანვარში, ქ-------–--–-------–-------------------ში მდებარე ბინაში, მ------------–---–მა მის ყოფილ მეუღლეს - შ----------------–--ეს რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ხელი.

2018 წლის 11 თებერვალს, ქ-------–--–-------–-------------------ში მდებარე ბინაში, მ------------–---–მა მის ყოფილ მეუღლეს - შ----------------–--ეს ესროლა სკამი, რომელიც ამ უკანასკნელს მოხვდა მარჯვენა ფეხის წვივის მიდამოში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, შ----------------–--ე განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ასევე, მ------------–---–მა, 2016 წლიდან დღემდე, არაერთხელ მიაყენა მის მეუღლეს - შ----------------–--ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია შ----------------–--ის ტანჯვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით:

 

მ------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხა 111 მუხლზე მითითება და მ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლებით აღკვეთა.

 

მ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 თებერვლიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–-----------მ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა მ------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მ------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 126-ე მუხლის I2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და აღნიშნული დანაშაულების ჩადენისათვის დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულ მ------------–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსსკ–ის 260–ე მუხლის მიხედვით, განაჩენის დადგენისას სასამართლომ თანამიმდევრობით უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება....

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მ------------–---–ი და შ----------------–--ე არ უნდა ჩაითვალონ ოჯახის წევრებად. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად სხვა პირებთან ერთად მიჩნეულია: მეუღლე, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, ნებისმიერი სხვა პირი, რომელთანაც მუდმივად ეწევა ან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ, მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებზე, კერძოდ: მოწმის სახით გამოკითხული ე--------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი შვილი - შ----------------–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ------------–---–თან, რომლისგანაც ჰყავს ერთი შვილი - ე---------------–--ე. მ------------–---–ი და მისი შვილი, - შ----------------–--ე ერთად ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. საგულისხმოა ნეიტრალური მოწმის, ე-–------–--ის გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემობებიც, სადაც ის აღნიშნავს, რომ არის შ----------------–--ის მეზობელი, 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე შემოესმა შ----------------–--ის განწირული ხმა. მოწმის განმარტებით, იგი მივიდა შ-------ს სახლში, სადაც შ-------სგან შეიტყო, რომ მას (შ----------------–--ეს) ყოფილმა მეუღლემ, - მ------------–---–მა სკამი ესროლა, ასევე აგინა და მიაყენა შეურაცხყოფა. მოწმემ აღნიშნა, რომ იგი არაერთხელ შესწრებია შ-------ს ოჯახში ჩხუბს ასევე ხშირად სმენია, რომ შ----------------–--ეს მეუღლე თანაცხოვრებისა და განშორების შემდეგაც არაერთხელ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. თავად შ----------------–--ემ გამოკითხვის დროს სხვა გარემოებებთან ერთად აღნიშნა, რომ მ------------–---–თან ერთად დაახლოებით ორ წელიწად-ნახევარი ცხოვრობდა და ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მ------------–---–თან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა შვილი, - ე---------------–--ე. მოწმე გ----------------–--ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ იგი არის შ----------------–--ის შვილი. შ----------------–--ე და მ------------–---–ი ცხოვრობდნენ ერთად და შეეძინათ შვილი, - ე--------------–--ე. მისივე განმარტებით, შ----------------–--ის და მ------------–---–ის დაშორება განაპირობა მ------------–---–ის სიმთვრალემ. მოწმის განმარტებით, მ------------–---–ი დედამისთან თანაცხოვრების პერიოდში არაერთხელ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და შ----------------–--ეს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ზემოაღნიშნული ურთიერთშეთანხმებული და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ------------–---–ი და შ----------------–--ე გარკვეული პერიოდის, - მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ისინი ეწეოდნენ ოჯახურ ცხოვრებას, ერთიან საოჯახო მეურნეობას. სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველგვარი კრიტიკისა და საქმეში არსებული, პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების გარეშე, რატომ გაიზიარა სასამართლო სხდომაზე მ------------–---–ის მიერ მიცემული განმარტება, რომ, თითქოს, შ----------------–--ესთან არც ბავშვის გაჩენამდე და არც ბავშვის დაბადების შემდგომ არ უცხოვრია და ისინი ყოველთვის ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ზემოაღნიშნულისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის I2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მ------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებული დაზარალებულს ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს მ------------–---–ის მიერ ჩადენილი, საქართელოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილის გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ მ------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ------------–---–ისათვის საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის I2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენში მ------------–---–ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება, მ------------–---–ის ქმედებები უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის I2 ნაწილით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენში მ------------–---–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

მ------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

მ------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის I2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

მ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 11 თებერვლიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სკამი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებაში, დაუბრუნდეს დაზარალებულ შ----------------–--ეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ დისკზე, შენახულ იქნას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე