განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2018
საქმის ნომერი
190100118002288537
ინსტანცია
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002288537

საქმე №1ბ/492-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-----------------ის

გამართლებულის: დ-------------–---–ის

ადვოკატის: ნ--------–---–-------ის

 

მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე რუსთავის რაიონული პროკურატრის პროკურორ ნ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0102110118002) დ-------------–---–ის მიმართ. დ--------------–---–ი დაბადებულია 1--- წლის 29 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ფ-------–------------------------------–--

 

წარდგენილი ბრალდება: საქართველოს 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდებით დ----- ქ------–---–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

დ-------------–---–მა 1978 წლის 25 თებერვალს შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შედეგად მიიღო მართვის მოწმობა А-- N---------- „C“ კატეგორიით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებით, რომელშიც დაუდგენელი პირის მიერ ყალბად იქნა მითითებული „B“ კატეგორიით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება. მან აღნიშნული ყალბი მართვის მოწმობა 2017 წლის 29 დეკემბერს წარადგინა (გამოიყენა) სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში და მოითხოვა მითითებულ მძღოლის მოწმობაში აღნიშნული, მათ შორის ყალბი „B“ კატეგორიით ახალი მართვის მოწმობის გაცემა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განაჩენით დ-------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------------ემ.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა დ-------------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, როგორც შესავალ, ისე დასკვნით სიტყვებში პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

დაცვის მხარემ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა დ-------------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი დ-------------–---–ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სსსკ–ის 260–ე მუხლის მიხედვით განაჩენის დადგენისას სასამართლომ თანმიმდევრობით უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება...

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან იმ მტკიცებულებათა გამოკლებით, რომლებიც მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს, გამოკვლეული იქნა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1, რომლის მიხედვით სისხლის სამართლის №012110118002 საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 11 იანვარს დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბარათი შედგენილია გამომძიებელ ი-–--------------ს მიერ. ბარათის მიხედვით, 2017 წლის 29 დეკემბერს დ--------------–---–მა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში წარადგინა მძღოლის მართვის მოწმობა სერიით А-- N-------, კატეგორიით ,,B” ,,C” და მოითხოვა მისი შეცვლა იმავე ,,B” ,,C” კატეგორიებით. სააგენტოში არსებული მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის მიხედვით დ--------------–---–ზე გაცემულია მძღოლის მოწმობა სერიით А-- N--------, კატეგორიით ,,C”. შესაბამისად, მართვის მოწმობაში აღნიშნული ,,B” კატეგორიის ნამდვილობამ გამოიწვია ეჭვი. მოწმის სახით დაიკითხა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელი ი-–------------ა, რომელმაც დაკითხვისას აჩვენა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან შემოსული მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება დ-------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. გამოძიების პროცესში მოწმის სახით გამოკითხა დ----- ქ------–---–ი, რომელმაც გამომძიებელს წარუდგინა მძღოლის საგამოცდო ბარათი, რაც დაურთო საქმეს, დ--------------–---–ის კუთვნილ მართვის მოწმობაზე დანიშნა ტექნიკური ექსპერტიზა, მოწმის სახით გამოკითხა მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი გ---------------- და ჩაატარა საქმეზე საჭირო პროცესულაური მოქმედებები კანონის მოთხოვნათა დაცვით. ასევე მოწმის სახით დაიკითხა გ--------------ა, რომელიც იკავებდა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ც--------–---------------------------------–--------------------–-----------------–--------------------–------------–-----------------–-------------------------------------------------ს. მოწმემ დაკითხვისას აჩვენა, რომ სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბერს მიმართა მოქალაქე დ----------------–---–მა და მოითხოვა მოძველებული ნიმუშის მართვის მოწმობის შეცვლა. მართვის მოწმობების გაცემის რეესტრში გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ დ----- ქ------–---–ზე გაცემული იყო მხოლოდ ,,C“ კატეგორიის მართვის მოწმობა და მას არ ჰქონდა მინიჭებული ,,B“ ,,C“ კატეგორიები, როგორც ეს მითითებული იყო მის მიერ წარდგენილ მართვის მოწმობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დ-------------–---–ის მიერ წარდგენილ მართვის მოწმობაში იკვეთებოდა სიყალბის ნიშნები, მასალები გადააგზავნა საგამოძიებო ორგანოში. მოწმის განმარტებით, მისთვის ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანება, რომლის 44-ე მუხლის თანახმად მართვის მოწმობის გაცემა და აღრიცხვა ხორციელდება მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის მიხედვით, შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება რეესტრის მონაცემებს. მართვის უფლების კატეგორიები კი განსაზღვრულია 1968 წლის 8 ნოემბრის ვენის კონვენციით, რომლის მონაწილე ქვეყნები იღებდნენ ვალდებულებას, საგზაო მოძრაობის წესები მოეყვანათ კონვენციასთან შესაბამისობაში. მოწმის განმარტებით თუ პირზე ,,C“ კატეგორიის მართვის მოწმობა გაცემული იქნებოდა კანონიერად, დამატებით ,,B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად დასჭირდებოდა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარება. რაც შეეხება მართვის მოწმობების გაცემის რეესტრს, მოწმემ მიუთითა, რომ რეესტრი დგებოდა შესაბამისი ავტოინსპექციის მიერ და მასში აღინიშნებოდა მართვის მოწმობის სერია, ნომერი და მინიჭებული მართვის უფლების კატეგორია. დღეს მოქმედი მომსახურების სააგენტო შეიქმნა 2007 წლის 1 თებერვალს და ძველი მართვის მოწმობის გაცემის რეესტრები ინახება მათთან. დ-------------–---–ს რომ ჩაებარებინა სხვა კატეგორიის გამოცდა, ეს აუცილებლად აღინიშნებოდა შესაბამის რეესტრში. „დოსააფის“ მიერ მესამე კლასის მინიჭებასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მესამე კლასი მოიცავდა ,,B“ ,,C“ კატეგორიებს, მაგრამ გადამწყვეტი იქნებოდა, თუ რა კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცა მასზე. რაც შეეხება უშუალოდ მესამე კლასს, მომზადების კურსი შეიცავდა ,,B“ და ,,C“ კატეგორიებს, მაგრამ დ-------------–---–ს დოკუმენტების მიხედვით ჩაბარებული აქვს მხოლოდ ,,C“ კატეგორიისთვის გათვალისწინებული გამოცდა. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2017 წლის 29 დეკემბრის (MIA 9 17 03151529) სსიპ საქართველოს შ-------------------------------–--------–-----------------------------–------------------–--------------------–-----------------------–--------------–--------------------–--------------------------------- პოლიციის პოლკოვნიკ გ--------------ას, საქართველოს შსს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროს თ--------–---–----სადმი გაგზავნილი წერილობითი მიმართვის თანახმად: 2017 წლის 29 დეკემბერს სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის თეორიული გამოცდის განყოფილებას მიმართა დ----- ქ------–---–მა, რომელმაც წარადგინა 1978 წლის 25 თებერვალს გაცემული მძღოლის მოწმობა სერიით А-- N-------, კატეგორიით ,,B” ,,C” და მოითხოვა მისი შეცვლა იმავე ,,B” ,,C” კატეგორიებით. სააგენტოში არსებული მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის მიხედვით დ----- ქ------–---–ზე გაცემულია მძღოლის მოწმობა სერიით А-- N--------, კატეგორიით ,,C”. ვინაიდან, მართვის მოწმობაში აღნიშნული ,,B” კატეგორიის ნამდვილობამ გამოიწვია ეჭვი, შემდგომი რეაგირებისათვის მიმართა საგამოძიებო ორგანოს. მიმართვას დანართის სახით ერთვის მძღოლის მოწმობა, პირადობის მოწმობის ასლი, დ- ქ------–---–ის განცხადება, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის ასლი.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოქვეყნებული დ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად დ-------------–---–მა 1978 წელს თბილისში, ,,დოსააფის“ ავტოსკოლაში გაიარა მართვის მოწმობის მიღების კურსი, რის შემდეგაც მან ჩააბარა გამოცდები შესაბამის სამსახურში და აიღო მართვის მოწმობა ,,C” კატეგორიით, თუმცა მართვის მოწმობის აღების დროს მას ჩაუწერეს ,,B” კატეგორიაც ისე, რომ არ ჩაუბარებია შესაბამისი გამოცდები აღნიშნული კატეგორიისათვის. 2017 წლის 29 დეკემბერს მივიდა მომსახურების სააგენტოში, წარადგინა კუთვნილი მართვის მოწმობა სერიით А-- N------- ,,B” ,,C” კატეგორიებით და მოითხოვა მისი შეცვლა იმავე ,,B” და ,,C” კატეგორიებით. მას გამოცდები კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ჩაბარებული და გავლილი ჰქონდა ,,C” კატეგორიისათვის. ,,B” კატეგორიისათვის გამოცდები არ ჩაუბარებია და მის მართვის მოწმობაში შეტანილი იყო არასწორი, ყალბი მონაცემები ,,B” კატეგორიასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დ-------------–---–ის მიერ წარდგენილი 1978 წლის 20 თებერვლით დათარიღებული საგამოცდო ბარათის თანახმად დ--------------–---–ს ჩაბარებული აქვს გამოცდა „C “ კატეგორიაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-------------–---–მა განმარტა, რომ არასოდეს ჰყოლია საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ შეხებაც კი არ ჰქონია მასთან, მაგრამ ვინაიდან 29 დეკემბერს აქვს დაბადების დღე, გადაწყვიტა მცირედი საჩუქარი გაეკეთებინა საკუთარი თავისთვის. შესაბამისად 2017 წლის 29 დეკემბერს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ძველი მართვის მოწმობის ახლით შეცვლა. მართვის მოწმობის და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად დ-------------–---–ზე იმავე დღეს არ მოხდა მართვის მოწმობის შეცვლა, ვინაიდან აუხსნეს, რომ რაღაც შეუსაბამობას ჰქონდა ადგილი და საკითხი საჭიროებდა დაზუსტებას. გარკვეული დროის შემდეგ მართვის მოწმობის საკითხში გარკვევის მიზნით მას დაურეკა გამომძიებელმა ვინმე ი-–--- და სთხოვა ქ. რუსთავის პოლიციაში გამოცხადება. თხოვნის შესაბამისად ის და მისი ცოლის ძმა - ნ--------------ა გამოცხადდნენ ქ. რუსთავის პოლიციაში, სადაც დ----- ქ------–---–ი შეიყვანეს სამუშაო ოთახში, ხოლო ნ-------- მ----- ელოდებოდა გარეთ. გამომძიებელთან საუბარისას დ-------------–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მიერ შესაცვლელად წარდგენილი მართვის მოწმობა იყო გაყალბებული, ვინაიდან სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის თანახმად მასზე გაცემული იყო მხოლოდ „C“ კატეგორიის ავტომანქანების მართვის მოწმობა, ხოლო მის მიერ წარდგენილი მართვის მოწმობა „C“ კატეგორიას მიკუთვნებული ავტომანქანების მართვის უფლების გარდა ითვალისწინებდა ნებართვას „B“ კატეგორიების ავტომანქანების მართვაზე, რაც მიანიშნებდა დოკუმენტის სიყალბეზე. დ-------------–---–მა გამომძიებელს აუხსნა, რომ მასთან ერთად მართვის მოწმობის მისაღებად გათვალისწინებული სასწავლო კურსი გაიარა დაახლოებით 300-მა მსმენელმა და გამოდიოდა, რომ ყველას მართვის მოწმობა იყო გაყალბებული. მისი არგუმენტები გამომძიებელმა არ გაიზირა და სხვა თანამშრომელიც აგრძელებდა მის დარწმუნებას, რომ ყალბი დოკუმენტის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ დ-------------–---–მა გამომძიებლის მიერ მიწოდებულ ფურცელზე მისივე მითითებით დაწერა ტექსტი და მოაწერა ხელი, თუმცა რა ეწერა ფურცელზე და რას ადასტურებდა ხელმოწერით, არ გაცნობია, ვინაიდან პოლიციის თანამშრომლისგან მიიღო დაპირება, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. გამომძიებელთან დ-------------–---–ის აღნიშნული შეხვედრის ფაქტს და შეხვედრის მიზეზებს ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული ნ---------------ა, რომელმაც განმარტა, რომ მასთან სტუმრად მყოფი დ--------------–---–ი სოფელ ა---------დან ჩაიყვანა ქ. რუსთავში და მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში, სადაც პოლიციის თანამშრომელმა, რომლის ვინაობაც მისთვის უცნობია, დ-------------–---–ი შეიყვანა სამუშაო ოთახში, ხოლო ნ--------------ა ელოდებოდა გარეთ. გარკვეული დროის შემდეგ პოლიციელის სამუშაო ოთახიდან გამოსულმა დ-------------–---–მა, რომელსაც ეტყობოდა აღელვება, სთხოვა ნ--------------ა პოლიციელის ოთახში შეყოლა, ვინაიდან თვითონ ვერ გაიგო, რას ედავებოდნენ. პოლიციელის ოთახში ერთად შესვლისას პოლიციელმა აუხსნა, რომ დ-------------–---–ს გაყალბებული ჰქონდა მართვის მოწმობა, რაც ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ფულად ჯარიმას ან განრიდებასო. პოლიციის თანამშრომელისთვის ახსნის მიუხედავად, რომ მართვის მოწმობის აღებიდან 40 წელია გასული და რა დროს მართვის მოწმობის გაყალბებაზე იყო საუბარი, პოლიციის თანამშრომელმა ისევ გაუმეორა, რომ კანონის თანახმად ეს იყო სამართალდარღვევა და დ-------------–---–ს დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა. მოწმის განმარტებით ამ საუბრის შემდეგ ის გამოვიდა სამუშაო ოთახიდან, ხოლო დ-------------–---–ი დარჩა ოთახში. გარკვეული დროის შემდეგ პოლიციელის სამუშაო ოთახიდან გამოსული დ-------------–---–ისგან გაიგო, რომ რაღაც დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომლის შინაარსს მართალია არ გაცნობია, თუმცა პოლიციელისგან მიიღო დაპირება, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მოწმის განმარტებით მოგვიანებით გაიგო, რომ დ--------------–---–ს ხელი მოუწერია ჩვენებისთვის, რომლითაც თითქოსდა აღიარებდა დანაშაულის ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხული იქნენ ნ------------------–--ე და გ-------------–---–ი. მოწმეებმა დაადასტურეს დ-------------–---–ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც უთითებდა ქ. თბილისში, ბაგების დასახლებაში მდებარე ავტოსკოლაში 6 თვიანი სასწავლო კურსის გავლასთან დაკავშირებით, რომლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ჩაბარებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდით შეეძლოთ აეღოთ ავტომანქანის მართვის უფლება ორივე კატეგორიაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებების მიხედვით: 2017 წლის 29 დეკემბრის სსიპ ს----------–----–-------------------------------–--------–-----------------------------–-------------------–------------------–------------------------–------------–---------------------–--------------------------------- პოლიციის პოლკოვნიკის გ--------------ას სახელზე გაკეთებული განცხადებით, დ-------------–---–ი ითხოვს მისი კუთვნილი მართვის მოწმობის, სერიით А-- N------- ,,B” და ,,C” კატეგორიებით შეცვლას. 2017 წლის 29 დეკემბრის N1-------- ქვითრის მიხედვით, დ----- ქ------–---–ს სს ,,ლიბერთი ბანკში“ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის ასაღებად გადახდილი აქვს 15 (თხუთმეტი) ლარი და 01(ერთი) ლარი ბანკის მომსახურეობის საკომისიო, ჯამში 16 (თექვსმეტი) ლარი. შპს ,,---–------------ მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს გაცემული (ფორმა N-------------- ცნობით დ-------------–---–ი ვარგისია ,,B” ,,C” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად- 2018 წლის 31 იანვრის 4----------------- სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ დ--------------–---–ის სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის და არც ყოფილა. 2018 წლის 25 იანვრის N 1----- საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ს---------–---------------------–---------------–----------------–---------------ს ა------------ს წერილის მიხედვით დ-------------–---–ზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევები არ ფიქსირდება.

 

დ--------------–---–ის სახელზე გაცემული N 3------ სამხედრო მოწმობით დადგენილია, რომ დ----- გ-------ს ძე ქ------–---–ი 1978 წლის 07 მაისის გაწვეული იქნა სამხედრო სამსახურში და 1980 წლის 17 მაისს სსრკ თავდაცვის სამინისტროს 1980 წლის 23 მარტის N-- ბრძანებით დათხოვნილია თადარიგში საქართველოს სსრ თბილისის მთავარ სამხედრო კომისარიატში. N3----- მოწმობის თანახმად, დ-------------–---–ი 1977 წლის 28 სექტემბრიდან 1978 წლის 17 თებერვლამდე სწავლობდა არმიის, ავიაციის და ფლოტის ხელშემწყობი ნებაყოფლობითი საზოგადოების (დოსააფის) ქ. თბილისის ავტოსკოლაში მე-3 კლასის ავტომობილის მძღოლის მომზადების პროგრამაზე. რაც წარმატებით ჩააბარა და მენიჭა მე-3 კლასის ავტომობილის მძღოლის კვალიფიკაცია. ამავე მოწმობის მიხედვით 1978 წლის 25 თებერვალს დ-------------–---–ზე გაიცა А-- N------ მართვის მოწმობა მე-3 კლასით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებით, რაც დადასტურებულია უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

 

საქმეში წარმოდგენილი დ--------------–---–ზე გაცემული А-- N-------- მართვის მოწმობის მიხედვით (რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ), 1978 წლის 25 თებერვალს დ--------------–---–ზე სახელმწიფო ავტოინსპექციის მიერ გაიცა მართვის მოწმობა, რომლითაც მიენიჭა უფლება, მართოს „B“ და „C“ კატეგორიას მიკუთვნებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. დ--------------–---–ზე გაცემული N8----- გაფრთხილების ტალონის მიხედვით, 1978 წლის 25 თებერვალს დ----- ქ------–---–ზე გაიცა სახელმწიფო ავტოინსპექციის მიერ გაფორმებული А-- N-------- მართვის მოწმობის სავალდებულოდ თანმხლები გაფრთხილების ტალონი „B“ და „C“ კატეგორიას მიკუთვნებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მართვის უფლებით.

 

საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 15 თებერვლის N7------ დასკვნით, რომელის სისწორეც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ: დ-------------–---–ის სახელზე გაცემული А-- N------- მართვის მოწმობის ბლანკი დამზადებულია სტამბური წესით და აქვს ნამდვილი დოკუმენტის მახასიათებლები. მართვის მოწმობაზე არსებული ბეჭედისა და შტამპების ანაბეჭდები დატანილია ფაბრიკული წარმოების წესის დაცვით დამზადებული ბეჭდითა და შტამპებით. დოკუმენტის გრაფაში ,,Председатель комиссии“ არსებული ხელმოწერა დატანილია საწერი საშუალებით. მართვის მოწმობაში ცვლილებები არ აღინიშნება. მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის მიხედვით, 1978 წლის 22 თებერვალს დ-------------–---–ს გადაეცა N А-- N------- სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა და N 8----- გაფრთხილების ტალონი, განკუთვნილი „C“ კატეგორიით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

 

წარდგენილი ბრალდებით, 1978 წლის 25 თებერვალს შებამისი გამოცდის ჩაბარების შედეგად დ-------------–---–მა მიიღო მართვის მოწმობა А-- №------, რომლითაც მიეცა უფლება ემართა ,,C“ კატეგორიით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, აღნიშნულ მართვის მოწმობაში დაუდგენელი პირის მიერ ყალბად მითითებული იქნა ,,B” კატეგორია. საქმეზე წარმოდგენილი საგამოცდო ფურცლით დასტურდება, რომ დ-------------–---–მა გაიარა სწავლების კურსი ,,C“ კატეგორიის პროგრამით და ექვემდებარება გამოცდის გავლას მოწმობის მიღების მიზნით მხოლოდ ,,C” კატეგორიაზე. დადგენილი წესის თანახმად, აღნიშნული საგამოცდო ბარათი ინახება მძღოლთან, რომელიც უნდა წარადგინოს მომსახურეობის სააგენტოში მართვის მოწმობის შეცვლის ან მიღებისთვის. ასევე წარმოდგენილი მართვის მოწმობის გაცემის რეესტრით დადასტურებულია, რომ დ-------------–---–ზე გაცემულია მართვის მოწმობა ,,C” კატეგორიით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებით. საგამოცდო ფურცლის მიღებას ხელისმოწერით ადასტურებს დ-------------–---–ი. ხელმოწერა რომ ნამდვილად დ-------------–---–ისაა და არ არის გაყალბებული, თვით დ-------------–---–მა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით. აღნიშნულით დასტურდება, რომ დ-------------–---–თან ინახებოდა საგამოცდო ფურცელი და იცოდა, რომ სწორედ ეს ფურცელი უნდა წარედგინა ახალი მართვის მოწმობის ასაღებად- მიუხედავად ამისა, 2017 წლის 29 დეკემბერს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოში დ-------------–---–მა წარადგინა მართვის მოწმობა, რომელშიც მითითებული იყო ,,C“ კატეგორიასთან ერთად ,,B” კატეგორია. ამასთან, სააგენტოს მიმართა წერილობითი განცხადებით, რათა მასზე გაეცა ,,C“ და ,,B” კატეგორიაზე ახალი მართვის მოწმობა.(იხ. განცხადება საქმეში).

 

პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომელიც საფუძვლად დაედო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. განაჩენში მითითებულია, რომ მართვის მოწმობისა და გაფრთხილების ტალონის გაცემის რეესტრის მონაცემების უტყუარობაში ეჭვის შეტანის უპირობო საფუძველს წარმოადგენს ის, რომ რეესტრის ჩანაწერის თანახმად მართვის მოწმობა და გაფრთხილების ტალონი გაცემული იქნა 1978 წლის 22 თებერვალს, მაშინ როდესაც მართვის მოწმობა და გაფრთხილების ტალონი შექმნილია 1978 წლის 25 თებერვალს. ამასთან, ხაზგასმულია იმაზე, რომ 1978 წლის 25 თებერვალი იყო შაბათი დღე.

 

გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებულია მსჯელობა, რომ საბოლოო დოკუმენტად მიიჩნეოდა მართვის მოწმობა თანმხლები გაფრთხილების ტალონით. საგამოცდო ფურცელი მხოლოდ წარმოადგენდა დოკუმენტს, რომელიც ადასტურებდა ფაქტს, თუ კონკრეტულად რომელი კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად ჩააბარა პირმა გამოცდა. განაჩენით მიჩნეულია, რომ დ-------------–---–ს არ ჰქონდა გაცნობიერებული მისი მხრიდან ყალბი მონაცემის შემცველი დოკუმენტის ფლობის და გამოყენების ფაქტი, არ აქვს დადასტურებული რომელი ტიპის - მსუბუქი თუ სატვირთო ა/მანქანით ჩააბარა პრაქტიკული გამოცდა და ასევე არ არის დადგენილი, ვინ, რა ვითარებაში და დ-------------–---–ის რა სახის მონაწილეობით შეიტანა 1978 წელს დ-------------–---–ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობაში ,,B” კატეგორიის სატრანსპორო საშუალების მართვის უფლების აღმნიშვნელი ნიშანი, რის გამოც არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა დ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის და ვერ გამორიცხავს დ-------------–---–ის კანონიერ ნდობას მასზე გაცემული მართვის მოწმობასა და გაფრთხილების ტალონში მითითებული მონაცემებისადმი.

 

აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მართვის მოწმობის და გაფრთხილების ტალონის გაცემის რეესტრში და თვით ამ მართვის მოწმობასა და გაფრთხილების ტალონში მათი გაცემის სხვადასხვა თარიღების დაფიქსირება მითითებული უზუსტობის შინაარსიდან გამომდინარე არ წარმოადგენს რეესტრის მონაცემების უტყუარობაში ეჭვის შეტანის უპირობო საფუძველს. გასათვალისწინებელია, რომ რეესტრი შეიცავს ინფორმაციას მართვის მოწმობის მიმღები პირის ვინაობის, დაბადების წლის, ადგილის, მისამართის შესახებ, ასევე მითითებულია მართვის მოწმობის გაცემის ოქმის ნომერი, მართვის უფლების კატეგორია, მართვის მოწმობის და გაფრთხილების ტალონის ნომერი, სერია და მიმღების ხელმოწერა. რეესტრში შეტანილია ინფორმაცია შსს-ში საი- შს სამმართველოს მიერ გაცემული ყველა მართვის მოწმობისა და მისი მიმღები პირის შესახებ. ამასთან, თითოეული მიმღები რეესტრშივე ხელმოწერით ადასტურებს მაღთვის მოწმობისა და გაფრთხილების ტალონის მიღების ფაქტს. რეესტრის წარმოდგენილი ფრაგმენტი შეიცავს ინფორმაციას 12 პირზე მართვის მოწმობისა და გაფრთხილების ტალონის გაცემის შესახებ (169-დან 180-ის ჩათვლით, რომელთა შორის დ-------------–---–ი 173-ეა). რეესტრში მხოლოდ ერთ ადგილასაა მითითებული გაცემის თარიღი, რომელიც დასმულია პირველივე გრაფაში (169-ე პირის გასწვრივ) და უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ეხება ყველა დანარჩენი მართვის მოწმობის გაცემას, ვინაიდან მართვის მოწმობის გაცემის ოქმის ნომერიც ყველას აქვს ერთიდაიგივე -19.

 

ამრიგად, რეესტრში შეტანილი ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მართვის მოწმობის მიმღებ პირს ხელმოწერის დასმისას საშუალება ეძლეოდა გაცნობოდა როგორც პირად დემოგრაფიულ მონაცემებს, ასევე გაცემული მართვის მოწმობის, გაფრთხილების ტალონის ნომრებს და მინიჭებულ კატეგორიას, შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა, რომ ერთ ადგილას (და არა თითოეული მოწმობის გასწვრივ) გაცემის თარიღის არასწორად მითითება წარმაოდგენს რეესტრში შეტანილ დანარჩენ ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველს. მასალებით ვერ დგინდება, განსხვავებული თარიღებიდან რომელი არ არის სწორი. რეესტრში მითითებული თუ მართვის მოწმობაში დაფიქსირებული. გასაჩივრებულ განაჩენში ხაზგასმა გაკეთებულია იმაზე, რომ უშუალოდ მართვის მოწმობასა და გაფრთხილების ტალონში მითითებული თარიღი -1978 წლის 25 თებერვალი შაბათია (ე.ი იმ პერიოდისათვის არასამუშაო დღე). ეს გარემოება კი წარმოადგენს სწორედ მართვის მოწმობის და არა მისი გაცემის რეესტრის მონაცემების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, ვინაიდან რეესტრში დაფიქსირებული თარიღი -1978 წლის 22 თებერვალი წარმოადგენდა სამუშაო დღეს - ოთხშაბათს.

 

პალატა არ იზიარებს იმას, რომ დ-------------–---–ს არ ჰქონდა გაცნობიერებული ყალბი მონაცემების შემცველი დოკუმენტის ფლობის და გამოყენების ფაქტი და გააჩნდა მათში მითითებული ინფორმაციისადმი კანონიერი ნდობა. დ-------------–---–მა გამოძიებას ნებაყოფლობით წარუდგინა საგამოცდო ფურცელი, რომელში მითითებული ინფორმაციით მან სწავლება გაიარა ,,C“ კატეგორიის პროგრამით. კატეგორიის გრაფაშიც მინიშნებულია ასევე კატეგორია ,,C“. ამდენად, დ-------------–---–ის ხელთ იმყოფებოდა სხვადასხვა შინაარსის დოკუმნეტები - ერთის მხრივ საგამოცდო ბარათი, სადაც მითითებული იყო ,,C“ კატეგორია და მეორე მხრივ მართვის მოწმობა და გაფრთხილების ტალონი ,,B” და ,,C“ კატეგორიის მითითებით. სასამართლო სხდომაზე დ-------------–---–მა დაადასტურა, რომ მართვის მოწმობის მიღებაზე რეესტრში შესრულებული ხელმოწერა რუსულ ენაზე მას ეკუთვნის, რეესტრში კი ასევე მითითებული იყო კატეგორია ,,C“. ამდენად, მისთვის სავსებით ნათელი იყო, რომ მართვის მოწმობაში და გაფრთხილების ტალონში ,,B” კატეგორიის მითითების საფუძველი არ არსებობდა და მიუხედავად ამისა სწორედ ისინი წარადგინა სააგენტოში და განცხადებით ,,B” და ,,C“ კატეგორიებით მოითხოვა ახალი მართვის მოწმობის გაცემა. ეს კი მიუთითებს პროკურორის რეპლიკაში გამოთქმული შეფასების საფუძვლიანობაზე, რომ დ-------------–---–ი მართვის მოწმობის წარდგენით ცდილობდა ახალი მოწმობის აღებას ,,B” და ,,C“ კატეგორიებით და იმედოვნებდა, რომ ბაზაში ინფორმაცია ვერ გადამოწმდებოდა ხანგრძლივი პერიოდის გავლის გამო. სწორედ ეს ქმედება წარმოადგენს დ-------------–---–ის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებას.

 

დაცვის მხარის მოსაზრებით, არ არის დადასტურებული, რომ დ-------------–---–მა პრაქტიკული გამოცდა ჩააბარა სატვირთო ავტომობილით. მძღოლის საგამოცდო ბარათით კი დგინდება, რომ დ-------------–---–მა სწავლება გაიარა სწორედ ,,C“ კატეგორიის პროგრამით. თვით მართვის მოწმობაში კი ,,C“ კატეგორიის გრაფაში განმარტებულია, რომ იგი ეხება 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის სატვირთო ავტომობილებს. თვით დ-------------–---–მა ჩვენებაში მიუთითა, რომ დოსააფმა მართვის კურსები გაატარა საბჭოთა არმიის საჭიროებისათვის და შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში იყო სწორედ სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

 

აღნიშნულით უდავოდ დასტურდება, რომ დ-------------–---–მა სწავლება გაიარა და პრაქტიკული გამოცდა ჩააბარა სწორედ სატვირთო ავტომობილით. დაცვას კი არ წარმოუდგენია აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება.

 

დ-------------–---–ის ჩვენება, თითქოს მას მართვის მოწმობა გადაეცა სამხედრო ნაწილში, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამით იგი ცდილობს გამორიცხოს, რომ რაიმე ფორმით მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო მართვის მოწმობაში შეტანილი ინფორმაცია. რეესტრის მონაცემებით კი მან პირადად ჩაიბარა მართვის მოწმობა 1978 წლის თებერვალში. როგორც აღინიშნა ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა დ-------------–---–მა.

 

გასათვალისწინებელია, რომ დ-------------–---–მა წინასწარი გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ მართვის მოწმობის გაცემისას იცოდა, რომ მასში არასწორად იქნა შეტანილი ინფორმაცია ,,B” კატეგორიის მინიჭების შესახებ. აღნიშნული ჩვენება მისი სასამართლოში გამოქვეყნების გამო წარმოადგენს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებას საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის საფუძველზე.

 

ასევე დაუსაბუთებელია დ-------------–---–ის ჩვენება, რომ უცნობია გამოკითხვის ოქმის შინაარსი, ვინაიდან წერდა პოლიციელის კარნახით. იგი თვითონვე ადასტურებს, რომ ოქმის შედგენამდე პოლიციელმა განუმარტა მის ქმედებაში ყალბი დოკუმენტის გამოყენების შესახებ. ეს გარემოება დაადასტურა ნ-------- მ-------აც, რომელიც დ-------------–---–ს ახლდა პოლიციაში.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ-

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

პალატის აზრით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ-------------–---–ის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რაც დადასტურებულია სწორედ იმ გარემოებით, რომ მან სააგენტოში წარადგინა მართვის მოწმობა, სადაც გაყალბებული იყო ,,B” კატეგორიით მართვის უფლების მინიჭება და არა საგამოცდო ფურცელი, რომელშიც ნებადართული ჰქონდა მხოლოდ ,,C” კატეგორიით მართვის უფლება. ასევე, სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომელშიც მოითხოვა ორივე კატეგორიაზე მართვის ახალი მოწმობის გაცემა, მაშინ როცა საგამოცდო ფურცლით მხოლოდ ,,C” კატეგორიაზე მართვის უფლების მინიჭების შესახებ ინფორმირებული იყო. აღნიშნული კი გვაძლევს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას.

 

რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სსკ–ის 53–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ-------------–---–ს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რომლის ოდენობაც უნდა დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–2 ნაწილის რეგულაცია და 362–ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია იძლევა იმის საფუძველს, რომ მოცემულ შემთხვევაში დ-------------–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმის მინიმალურ ოდენობაზე – 2 000 ლარზე – ნაკლები ოდენობა. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები დ-------------–---–ს არ გააჩნია.

 

რაც შეეხება საქმეზე დართულ ნივთმტკიცებას, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საქმეზე დართული მართვის მოწმობა (პაკეტის ნომერი F---------) უნდა განადგურდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გამამართლებელი განაჩენი დ-------------–---–ის მიმართ უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გამამართლებელი განაჩენი დ-------------–---–ის მიმართ.

 

დ-------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

საქმეზე დართული ნივთმტკიცება - მართვის მოწმობა (პაკეტის ნომერი F---------) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე