განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2018
საქმის ნომერი
330100117002069492
ინსტანცია
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002069492

საქმე #1ბ/344-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ---------------–--ის

მსჯავრდებულის: ი-----------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №008220717009), ი-----------–--ის, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), დაოჯახებულის, ნასამართლევის, უმაღლესი განათლების მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---–--–-------------------------–-, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული ქმეედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 22 ივლისს, ქ-------–--–---–--–-------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი-----------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - თ--–----------–--ეს, კერძოდ, ფეხი დაარტყა მას სახის არეში, რამაც თ--–----------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

გარდა აღნიშნულისა, ი-----------–--ემ უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში არაერთხელ მიაყენა დედას - თ--–----------–--ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა მისი დამცირება, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს. აღნიშნულმა ქმედებებმა თ--–----------–--ის ტანჯვა გამოიწვია.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 22 ივლისს, ქ-------–--–---–--–-------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი-----------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - თ--–----------–--ეს, კერძოდ, ფეხი დაარტყა მას სახის არეში, რამაც თ--–----------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით:

 

ი-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ი-----------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ი-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 ივლისიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ---------------–--ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში აპელანტმა მოითხოვა ი-----------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ზომის გამკაცრების თვალსაზრისით. ასევე, ი-----------–--ის დამნაშავედ ცნობა თ--–----------–--ის მიმართ განხორციელებულ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ი-----------–--ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში ი-----------–--ის მიერ დედის, თ--–----------–--ის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია. სააპელაციო პალატა, პროკურორის პოზიციიიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს განიხილოს და შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მსჯავრდებულ ი-----------–--ის დედა - დაზარალებული თ--–----------–--ე, რომლის განმარტებით, ცხოვრებს ი-----------–--ესთან ერთად, რომელიც ძალიან ხშირად, სავარაუდოდ, ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მის (დაზარალებულის) მიმართ გამოხატავდა აგრესიას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ამტვრევდა ნივთებს, რაც მას (დაზარალებულს) აყენებდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და სულიერ ტანჯვას. დაზარალებულის განმარტებით, 2017 წლის 21 ივლისს, მასსა და ი-----------–--ეს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ი-------–--ის ქმედებები იყო უკონტროლო და საშიში, მან (დაზარალებულმა) გამოიძახა საპატრულო პოლიცია. 2017 წლის 22 ივლისს, დილის საათებში, ი-----------–--ე კვლავ მივიდა მასთან (დაზარალებულთან) სახლში ტანსაცმლის წასაღებად და სთხოვდა შიგნით შეშვებას. ვინაიდან მას (დაზარალებულს) ჰქონდა შვილის მხრიდან ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, უთხრა ი-----------–--ეს, რომ სახლში შესვლას შეძლებდა მხოლოდ პოლიციის თანხლებით. დაზარალებულის განმარტებით, ამ საუბრიდან მალევე საძინებელი ოთახიდან გისოსების ბრახუნის ხმა შემოესმა, გავიდა ოთახში და დაინახა, რომ მისი შვილი მესამე სართულის აივნიდან ცდილობდა ბინაში შესვლას. შიშის ნიადაგზე გისოსი ჩაკეტა. გაბრაზებულმა ი-----------–--ემ გისოსებში ფეხი შეყო და სახეში წიხლი დაარტყა, რა დროსაც იგი (თ--–----------–--ე) აივანზე დაეცა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა აღნიშნა - ჰქონდა შიში, რომ ი-------–--ე ბინაში შესვლას შეძლებდა, რის გამოც გარეთ გაიქცა. მომხდარი შეატყობინა სამართალდამცველებს და საპატრულო პოლიციის მოსვლას გვერდით სადარბაზოში დაელოდა. მოწმის სახით დაკითხული თ-------------–-–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილესთან გ-----------------ესთან ერთად გამოცხადდა, თბილისში, ცინცაძის ქუჩა №43ბ, ბინა №6-ში. მისამართზე მისვლისას, სადარბაზოში, მათ დახვდათ მოქალაქე თ--–----------–--ე, რომელიც იყო აღელვებული და განუმარტა მათ, რომ მისმა შვილმა - ი-----------–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კონკრეტულად კი წიხლი ჩაარტყა სახის არეში. მოწმის განმარტებით, დაზარალებულს ვიზუალურად ეტყობოდა დაზიანებები დალურჯების სახით. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დაზარალებულის თხოვნით, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. გ-----------------ემ დაზარალებულის მითითებით დააკავა ი-----------–--ე, რომელიც დაკავების შემდეგაც იყო აგრესიული და არ მშვიდდებოდა. იგივე გარემოებები დასტურდება მოწმე გ-----------------ის ჩვენებით. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებთან სრულ შესაბამისობაშია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსი ექიმის თ---------–---ს ჩვენება, რომლის თანახმად, 2017 წლის 22 ივლისს, ცემის ფაქტზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა ქ-------–--–---–--–-------------------------–-. ადგილზე მისვლისას დახვდა ქალბატონი თ--–----------–--ე, რომელმაც განაცხადა, რომ შვილმა, ი-----------–--ემ ოჯახური კონფლიქტის დროს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, თ--–----------–--ეს აღენიშნებოდა მარცხენა თვალის არეში სიწითლე და უჩიოდა ტკივილს. იყო აღგზნებული და აღელვებული. პაციენტის გადმოცემით, შვილმა ფეხი სახის არეში ჩაარტყა, რის შედეგადაც იატაკზე დაეცა. პაციენტს სხვა გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დაზარალებულს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, რომელმაც ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 22 ივლისს, გამომძიებელ ნინო ნარიმანიძის მიერ, ექსპერტების: თეიმურაზ რეხვიაშვილისა და ნანი ნარიმანიძის. აგრეთვე თ--–----------–--ის მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი (თ. თხელიძის საცხოვრებელი სახლი), მდებარე: ქ-------–--–---–--–-------------------------–- (მესამე სართული), რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა ი-------–--ის მიერ ჩამსხვრეულ ფანჯრისა და კარის მინაზე, აგრეთვე, მაცივარზე არსებულ დაზიანებებზე. (იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოცხრილი).

 

ის გარემოება, რომ თ--–----------–--ეს ი-----------–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ნ----------------მ და შემთხევის ადგილის დათვალიერბაში მონაწილე ექსპერტმა ნ---------------მ. აღნიშნულ მოწმეთა განმარტებით, მათ დაზარალებულმა განუცხადა, რომ შვილის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. როგორც ადრე, ისე შემთხვევის დღეს, ბრალდებულმა დაამტვრია საოჯახო ნივთები და დალეწა მინები.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო №183 ბარათით ირკვევა, რომ 2017 წლის 22 ივლისს, პაციენტ თ--–----------–--ეს აღენიშნებოდა მარცხენა თვალბუდის არეში ტკივილი, სიწითლე, იგი აღგზნებული და აფორიაქებულია, პაციენტის განმარტებით, შვილმა ფეხი ჩაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც დაეცა, თუმცა სხვა დაზიანება არ მიუღია.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №004415117 დასკვნით დადგენილია, რომ სამედიცინო დოკუმენტის (სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №183 (დათარიღებული 22.07.2017-ით, ასლი - დამოწმებული არ არის ბეჭდით)) მონაცემების თანახმად: მოქალაქე თ--–----------–--ეს სამედიცინო დახმარება გაეწია 22.07.2017-ს და დაუდგინდა დიაგნოზი: ქუთუთოსა და პერიოკულური მიდამოს სხვა ზედაპირული ტრავმები. ესენციური ჰიპერტენზია. სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას. სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული - დიაგნოზი დაუზუსტებელია, ამდენად, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის განსაზღვრისას მას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ზ---------------–-–---–მა.

 

ზემოაღნიშნული და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-----------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენის დადგენისას სასამართლომ თანამიმდევრობით გადასაწყვეტ საკითხებს შორის პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. მოცემულ შემთხვევაში ი-----------–--ეს ბრალად შერაცხული ჰქონდა, რომ მან თ--–----------–--ის მიმართ განხორციელა სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია. სააპელაციო პალატამ განიხილა და გაანალიზა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული აღნიშნული გარემოება უტყუარად არ იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. აღნიშნულის შესახებ მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, - დაზარალებულის ჩვენება იქნა წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებას, გამომძიებელმა ნ----------------მ და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტმა ნ---------------მ აღნიშნეს, რომ, როგორც მათ დაზარალებულმა განუცხადა, მის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. პალატა მიუთითებს, რომ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებები, საქართველოს სსსკ–ის 76–ე მუხლის რეგულაციებიდან გამომდინარე, არის ირიბი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან (რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას), გამომდინარე საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი).

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ნაწილში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ი-----------–--ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

სააპელაციო პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ი-----------–--ისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვერ დაეთანხმება. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა მსჯავრდებულ ი-----------–--ის პიროვნება, მის მიერ ჩადენილ დანაშაულის ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი-----------–--ისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ის გარემოება, რომ იგი არის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, ასევე გათვალისწინებულ იქნა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა საბოლოო სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ ი-----------–--ისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული იქნება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ი-----------–--ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი ი-----------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ი-----------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ი-----------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

ი-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2017 წლის 22 ივლისიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე