განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001951446
საქმე №1ბ/247-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ვახტანგ ლობჟა--ძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ვ----–------------
ადვოკატის: ა-–--------------
მონაწილეობით,გამართლებულის: ნ-------------–---–ის (მონაწილეობის გარეშე)
ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვ----–------------ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ნ-------------–---–ის, დ----------–--------–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #5----------), ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–------------–-------–-------------–-, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გამოძიებაში ნ-------------–---–ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება.
აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
ნ-------------–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 16 კალიბრის გლუვლულია--, ორლულია--, სანადირო თოფის მოდელი ,,Т-----“, ნომრით 7----, რომლის კონსტრუქციაშიც შეტა--ლია ცვლილება (დამოკლებული აქვს ორივე ლულა და კონდახი), რის გამოც იგი წარმოდგენილი სახით არის ე.წ. გადაჭრილი თოფი და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგ----იას, ვარგისია სროლისათვის. აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს ნ-------------–---–ი 2017 წლის 1 მაისს ქ-------–--–---------------------------------–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ, პირადად ატარებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით:
ნ-------------–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.
ნ-------------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ვ----–----------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ნ-------------–---–ის მიმართ გამოტა--ლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, კერძოდ, ნ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულება--, შეაფასა თითოეული მათგა-- საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებელ ვ----–------------ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი გამართლებულ ნ-------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი გა--ხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ძირითად არგუმენტებზე.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა იმგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ნ-------------–---–ის ბრალეულობაში, დაცვის მხარის მოწმეებს ჰქონდათ ინტერესი, რადგან ისინი ნ-------------–---–ის ახლობლები არიან, ბრალდების მხარის მოწმეებს, - თბილისის პოლიციის თანამშრომლებს კი ნ-------------–---–თან შეხება არ ჰქონიათ, მათ ნ-------------–---–ის მიმართ ინტერესი არ აქვთ, თავის მხრივ მათი ჩვნებები წარმოადგენს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთანავე, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა, რა მიზნით იმყოფებოდა ნ-------------–---–ი თბილისში, არ იქნა დადგენილი, ნ-------------–---–ს ჰყავდა თუ არა თანამზრახველი, გეგმავდა თუ არა იგი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენას და სხვა, რადგან აღნიშნული სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით არის გამოსაძიებელი, ბრალდების მხარემ კი ნ-------------–---–ისათვის ბრალის წაყენების დროს იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლისათვის საჭირო სტანდარტით.
სააპელაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას მიაპყრობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებს, რომლითაც ბრალდება შეეცადა დაედასტურებინა ნ-------------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ხოლო შემდეგ გა--ხილავს დაცვის მხარის მტკიცებულებებს.
საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა გ---------------–---–მა აღნიშნა, რომ 2017 წლის მაისში, საღამოს საათებში, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ნ-------------–---–ზე, რომელიც უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, დ-----------------------------––--------------------- და თან უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. მოწმის განმარტებით, მიღებული ინფორმაცია ხელმძღვანელობას პატაკით აცნობა. მოწმე ო------------–მა განმარტა, რომ 2017 წლის 1 მაისს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მ-----–-------–---–თან და ი-----–--------–---სთან ერთად მივიდა ქ. თბილისში, დ-----------------------------––---------------------, სადაც დახვდათ ნ-------------–---–ი, რომელიც იქ მარტო იმყოფებოდა. მათ (მოწმემ და მისმა თანხმლებმა პოლიციის თანამშრომლებმა) ნ-------------–---–ს წარუდგინეს თავი, განუცხადეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, უნდა ჩატარებულიყო მისი (ბ----–---–-ს) პირადი ჩხრეკა და თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ფლობდა, ნებაყოფლობით წარედგინა მათთვის. აღნიშნულზე ნ-------------–---–მა მათ (პოლიციის თანამშრომლებს) განუცხადა, რომ თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. ნ-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას, მისი შარვლის მარჯვენა მხრიდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. მათ (პოლიციის თანამშრომლებმა) ნ-------------–---–ი ადგილზევე დააკავეს ბრალდებულის სახით და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ნ-------------–---–ს ეცვა ჯინსის შარვალი და მუქი ფერის ზედა. მოწმე ო------------–ის განმარტებით, ის (მოწმე) ქ. გ----ში არ იმყოფებოდა და ნ-------------–---–ი იქ არ დაუკავებიათ. იგივე გარემოებები დაადასტურეს ნ-------------–---–ის პირადი ჩხრეკის ჩატარებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა, მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–-------–---–მა და ი-----–--------–---მ.
ნ-------------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ნ-------------–---–ს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ქ-------–--–---------------------------------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნ-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას, მისი მარჯვენა მენჯის მხრიდან ამოღებული იქნა გადაჭრილი სანადირო თოფის მსგავსი საგა--, რომელსაც გააჩნია ე.წ. ,,ორი ლულა“. მარცხენა ლულაში მოთავსებული იყო სანადირო თოფის ვაზნის მსგავსი საგა--, რომელიც განმუხტვის მიზნით ამოღებული იქნა ლულიდან. აღნიშნულ სანადირო თოფს, რომელიც არის გადაჭრილი, სახელურებზე აქვს დახვეული შავი ფერის მწებავი ლენტი. გადაჭრილი სანადირო თოფის მსგავსი საგა-- ნ-------------–---–ს ლულის მხრიდან ჩადებული ჰქონდა მარჯვენა მენჯის და შარვლის საქამრეს შორის, რომლის ზედა ნაწილზე გარედან მოფარებული ჰქონდა ტანთმოსილი მუქი ფერის ქურთუკი. ნ-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას, მისი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა ორი ლარისა და ოცდაათი თეთრის ოდენობით და ხის ნაკეთობა, ე.წ. ,,კრიალოსა--“. ამოღებული ნივთები დაილუქა. ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, სს N0----------- საქმეზე გამოკვლეული: 1.2. ობიექტი N7---- თავდაპირველი წესით იყო ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის გლუვლულია--, ორლულია--, სანადირო თოფის მოდელი Т-----“. კონსტრუქციაში შეტა--ლი ცვლილების გამო (დამოკლებული აქვს ორივე ლულა და კონდახი) იგი წარმოდგენილი სახით არის ე.წ. გადაჭრილი თოფი. მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგ----იას და ვარგისია სროლისათვის. ერთი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის გლუვლულია-- სანადირო თოფებისათვის განკუთვნილი ვაზნა, დამუხტული N11 საფანტით. მიეკუთვნება გლუვლულიან, სანადირო თოფებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალათა კატეგ----იას და ვარგისია გამოსაყენებლად. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------–----მ. ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,...ნ-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული გადაჭრილი სანადირო თოფის მსგავსი საგა-- და ვაზნის მსგავსი საგა--...“ მოთავსებულ თოფის მსგავს საგანზე (ობ. N---) და ვაზნის მსგავს საგანზე (ობ. 4) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ნ-------------–---–ის (ობ. N5; პაკეტი, წარწერით: ....ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებული ნოდარი ბესიკის ძე ბ----–---–-ს...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----------–---–მა.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, დაიკითხა ნ-------------–---–ი, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და აღნიშნა, რომ 2017 წლის 1 მაისს, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში, ქ. გ----ში, ქ--------–-------–-------ში. დაახლოებით 12:00 საათზე, ბებიას გამოართვა ფული ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი და სახლიდან სიგარეტის საყიდლად გავიდა. ქუჩაში გასვლისას ათ-თხუთმეტ მეტრში დაინახა შავი ფერის ავტომანქანა, რომელშიც პოლიციის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. ნ-------------–---–ის განმარტებით, იგი იცნობს იმ პოლიციელებს, ისინი მას დაჭერით ემუქრებოდნენ. როდესაც ის (ბ----–---–-) მანქანას მიუახლოვდა, მანქა--დან პოლიციის ორი თანამშრომელი გადმოვიდა, ორივეს სამსახურეობრივი ფორმა ეცვა. ნ-------------–---–მა აღნიშნა, რომ იგი ორივე პოლიციელმა დაიჭირა, რა დროსაც მათ შეუერთდა მეორე ავტომანქანა, რომლიდანაც ასევე პოლიციის თანამშრომლები გადმოვიდნენ. იგი (ნ-------------–---–ი) პოლიციის თანამშრომლებმა ძალით ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს. ნ-------------–---–მა აღნიშნა, რომ მანქანაში საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა, აღნიშნული დროის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები ეკითხებოდნენ, სად ჰქონდა იარაღი, რაზეც პასუხობდა, რომ იარაღი არ ჰქონდა. შემდეგ მათთან მივიდა თეთრი ფერის ავტომანქანა, სადაც იგი (ნ-------------–---–ი) გადასვეს და დაადეს ხელბორკილები, თავი ქვევით ჩააწევინეს, მიიყვანეს თბილისში, კორპუსებთან, სადაც უფროსის მოადგილემ მიიტანა პოლიეთილენის პარკით ცეცხლსასროლი იარაღი და სთხოვდა, რომ ეღიარებინა ცეცხლსასროლი იარაღის ბაღში პოვნა. მან ყოველგვარ აღიარებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის (ნ-------------–---–ი) გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, რომელიც იყო დიდი შენობა, დაახლოებით ათ სართულამდე, სადაც ჩაუდეს ე.წ. ,,აბრეზი“. იმ დროს, როდესაც მას ხელბორკილები ედო, ტყვია კისერზე გადაატარეს (წაუსვეს), ხოლო იარაღი შარვალში ჩაუდეს. ,,აბრეზი” ჩაუდეს შარვლის შუაში, უფრო მარცხენა მხარეს. შარვალზე არც ქამარი და არც რაიმე სახის სამაგრი არ ჰქონდა გაკეთებული და თუ შარვალში ,,აბრეზს” ჩაიდებდა, მუხლებამდე ჩაუვიდოდა და გადაადგილება გაუჭირდებოდა, ფაქტიურად ვერ ივლიდა. მოწმე მ--–------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-------------–---–ს იცნობს, იგი მისი მეზობელია. 2017 წლის 1 მაისს იმყოფებოდა ქ. გ----ში, მისი საცხოვრებელი სახლის წინ. დაახლოებით 17:00-18:00 საათზე, შენიშნა პოლიციის ავტომანქანები, რაზეც მისმა მდგმურმა დ-----------–-–---–მა უთხრა: ,,პოლიციის მანქანები დაახლოებით სამი საათია დგანან, ალბათ ვიღაცის აყვანას აპირებენო“. ქუჩაზე, ნომერ ორმოცდაცხრასთან იდგა მუქი ფერის ავტომანქანა. დაახლოებით 22:00-23:00 საათზე, იგი (მოწმე) კვლავ გამოვიდა სახლიდან და პოლიციის ის მანქანა ისევ შენიშნა. იგი (მოწმე) იმყოფებოდა მეზობლებთან, - დ-----------–-–---–თან და ზ-------------–---–თან ერთად და საუბრობდა. მან და მისმა თანხმლებმა პირებმა ასევე შენიშნეს ქუჩის ბოლოში მდგარი ვერცხლისფერი ავტომანქანა. რამდენიმე ხანში სახლიდან გამოვიდა მისი მეზობელი ნ-------------–---–ი, რომელმაც გაიარა დაახლოებით ოცდაათი მეტრი, რა დროსაც მასთან მივარდა ორმოცდაცხრა ნომერთან მდგარი მანქანა, მასთან მივიდა ასევე ქუჩის ბოლოში მდგარი ვერცხლისფერი მანქანა. მანქანებიდან გადმოვიდა სამი-ოთხი პირი, რომლებსაც ქურთუკებზე ეწერა პოლიცია. მათ ნ-------------–---–ს დაუწყეს საუბარი, შემდეგ მოკიდეს ხელი, ჩასვეს მანქანაში და ქალაქის მიმართლებით წავიდნენ. მოწმის განმარტებით, მან ვერ დაინახა პოლიციის თანამშრომელთა სახეები, მაგრამ დაინახა მათ ტანსაცმელზე პოლიციის წარწერა. იქ მდგომი ავტომანქანების მინები იყო ჩამუქებული. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---------------–---–მა აღნიშნა, რომ 2017 წლის 1 მაისს იმყოფებოდა ქალაქ გ----ში. დაახლოებით 23:00-24:00 საათზე, როდესაც იგი ბ----------–---–თან სახლში მიდიოდა, კიბეებზე შეხვდა მისი მეზობელი, - ნ-------------–---–ი, რომელსაც მიესალმა. როდესაც სახლში ავიდა, დაახლოებით ორ წუთში შემოესმა ხმაური. ნ-------------–---–ის ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ ნ-------------–---–ი პოლიციის თანამშრომლებმა ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. მანვე განმარტა, რომ, ვიდრე ბ----------–---–თან სახლში მივიდოდა, ორმოცდაცხრა ნომერ სახლთან შენიშნა მანქანა, რომელსაც დამუქებული მინები ჰქონდა. ა-- ბ----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მაისს იმყოფებოდა სახლში, ქალაქ გ----ში. მასთან ერთად სახლში იმყოფებოდა ნ-------------–---–ი, რომელიც დაახლოებით თორმეტ საათზე სახლიდან სიგარეტის საყიდლად გავიდა. მას (მოწმეს) შემოესმა ხმაური, ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, რომ ნ-------------–---–ს პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები მოუწოდებდნენ მანქანაში ჩამჯდარიყო. ნ-------------–---–ი ეკითხებოდა, რა უნდოდათ მისგან, პოლიციელები კი ნ-------------–---–ს აჩქარებდნენ მანქანაში ჩაჯდომას. როგ----ც მან (მოწმემ) დაინახა, პოლიციელები ორი ავტომანქა--თ იყვნენ, ერთი ავტომანქანა იყო მუქი ფერის, ხოლო მეორე - ღია ფერის. ნ-------------–---–ს პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები ხელის მოკიდებით და ძალდატანებით სვამდნენ მანქანაში. ნ-------------–---–ი პოლიციელებმა მუქი ფერის ავტომანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. მან (მოწმემ) ცოტა ხანში შეიტყო, რომ ნ-------------–---–ი იმყოფებოდა თბილისში და დაკავებული იყო ბრალდებულის სახით. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა რ---------------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ 2017 წლის 1 მაისს, როდესაც ნ-------------–---–ი მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად გავიდა, მან მისცა ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენის დადგენისას სასამართლომ თანამიმდევრობით გადასაწყვეტ საკითხებს შორის პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
ადამია--ს უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად გა--ხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასა-- გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა იმგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ნ-------------–---–ის ბრალეულობაში. პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, რომ მართალია, გამოძიებამ ვერ დაადგინა, რა მიზნით იმყოფებოდა ნ-------------–---–ი თბილისში, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველი, გეგმავდა თუ არა იგი რაიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენას და სხვა, რადგან აღნიშნული სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით არის გამოსაძიებელი, ბრალდების მხარემ ნ-------------–---–ისათვის ბრალის წაყენების დროს იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლისათვის საჭირო სტანდარტით.
სააპელაციო პალატა აფასებს რა ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ერთის მხრივ სახეზეა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც განმარტავენ, რომ ნ-------------–---–ის დაკავება მოხდა ქ-------–--–----------------–------------------–-------------------––-----–---------------------- მიდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო მეორეს მხრივ წარმოდგენილია დაცვის მხარის მოწმეთა თანმიმდევრული ჩვენებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ ნ-------------–---–ის ქალაქ გ----ში, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის უსაფუძვლოდ დაკავებას. სხვა, მესამე შუალედური და ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა ბრალდების მხარის პოზიციას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, არ არსებობს. ბრალდების მხარის წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების დროს უდავოდ არსებობს ეჭვი, რომელიც საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უნდა გადაწყდეს ნ-------------–---–ის სასარგებლოდ. ამასთანავე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოში მტკიცებულებათა წარდგენა მხარეთა კომპეტენციაა. მოცემულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გასარკვევად და თავიანთი პოზიციის დასასაბუთებლად ბრალდების მხარეს შეეძლო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით მოეპოვებინა რელევანტური მტკიცებულებები, კერძოდ, მაგალითისთვის, წარმოედგინა ვიდეო ჩანაწერი (საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქ-------–--–-----------------–- განთავსებულია არაერთი ობიექტი, - ბანკი, აფთიაქი და სხვა, სადაც დამონტაჟებულია ვიდეო კამერები ან/და თავად უზრუნველყოთ ნ-------------–---–ის დაკავების ვიდეოგადაღება), რომლითაც თავდაპირველად დადასტურდებოდა ნ-------------–---–ის ქ. თ---–--–----------------–---------------------ში ყოფნის ფაქტი, ასევე, ვიდეო ჩანაწერი უტყუარობისა და სანდოობის თვალსაზრისით უფრო სარწმუნოს გახდიდა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს და თავის მხრივ გააბათილებდა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი გამოძიებას (გამომძიებელს) ავალდებულებს, რომ გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ვითარებაში, როდესაც დაცვის მხარის მიერ სადავოდ იყო გამხდარი ნ-------------–---–ის დაკავების ადგილი, დრო, ვითარება, ცეცხლსასროლი იარაღის ქონა, გამოძიების მიერ დაიკითხა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები - გ---------------–---–ი, რომელმაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია და პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს ნ-------------–---–ი და ჩაატარეს მისი პირადი ჩხრეკა. სააპელაციო სასამართლო მოიშველიებს ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა-მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელის ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომომდინარე, არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირისპირო არგუმენტების შეფასების გარეშე. საყურადღებოა, ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე ,,მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, სადაც სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებასთან მიმართებაში მიუთითა, რომ ეროვნული ორგანოების მხრიდან, ადგილი ჰქონდა გარკვეულწილად, არაერთგვაროვან მიდგომას და რომ ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. იგივე გარემოებები იქნა დადგენილი საქმეზე Antipenkov v. Russia, no. 33470/03, §69, 15 October 2009 და Ognyanova and Choban v. Bulgaria, no. 46317/99, §99, 23 February 2006.
რაც შეეხება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო სადავოდ არ მიიჩნევს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებებს, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე ბრალდებულ ნ-------------–---–ის გენეტიკური თანამონაწილეობა გამოვლინდა, თუმცა იმ ბუნდოვანებებისა და საეჭვო გარემოებების არსებობის ფონზე (მხედველობაშია ნ-------------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის გარემოებები), რომლებიც მტკიცებულებათა გამოკვლევის და შეფასების დროს გამოვლინდა, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა გამოსაკვლევ ობიექტზე (თოფი, ვაზნა) ნ-------------–---–ის გენეტიკური პროფილი, აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა არ გამორიცხავს მოვლენათა ისეთ განვითარებას, როგ----ც ნ-------------–---–მა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში მიუთითა,სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგ----იის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმე არ იქნა გამოძიებული ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამია--ს უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვა-- ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი, საკმარისად ნათელი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ნ-------------–---–მა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ნ-------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ნ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი გამართლებულ ნ-------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვ----–------------ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი ნ-------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ნ-------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;
გამართლებულ ნ-------------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზია--ს ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
გადაჭრილი თოფი - გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს;
ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე