განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-318-2018 წელი
№820100117002124378
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
29 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – რ----- ბ---–----ის,ადვოკატის – ი-----–- შ-----–--ს,თარჯიმნების – ტ------- ა---–---ის, ლ------ შ----------ს,მსჯავრდებულის – შ--- ა------–---ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა შ--- ა------–---ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
შ--- ა------–---ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს,საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ქ. ქ------–---–--------------–-------------------ში, მსჯავრდე-ბულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით და-ნაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვე-თა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალე-ბის მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯე-ტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პა-სიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფ-ლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევტული სა-ქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმო-მადგენლობის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
შ--- ა------–---ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის;
– განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკა-ნონო შემოტანისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
შ--- ა------–---მა თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუა-ლება „ბუპრენორფინი“ წონით – 0,5306 გრამი და უკანონოდ შეინახა კუთვნილ ავტომან-ქანა „ოპელ კორსას“ სახ. №--------- ჭერში არსებულ ლუქში, რის შემდეგაც 2017 წლის 19 აგვისტოს, 20:38 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში მდებარე საბაჟო გამ-ტარ პუნქტ „სარფის“ გავლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. 2017 წლის 19 აგ-ვისტოს სარფის საბაჟო გამტარი პუნქტის მებაჟე ოფიცრების მიერ, ავტომანქანა „ოპელ კორსა“ სახ. №--------- დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ნარკო-ტიკული საშუალება ბუპრენორფინი წონით – 0,5306 გრამი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ--- ა------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატ-მა პ----- ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს შ--- ა------–---ის მი-მართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გამოძიებასა და სასამართლოს არ გამოუკვლევია თუ რა მოხდა თურქეთის რესპუბ-ლიკაში მისი ე--------- კ---------თან ერთად ყოფნის დროს. ნარკოტიკთან შეხება საერ-თოდ არ ჰქონია.
ე--------- კ---------ი ავტომანქანაში მარტო ორჯერ დარჩა. ის ასევე ვერ მიხვდა ე--------- კ---------მა საერთოდ რატომ წაიყვანა თურქეთში და რა საქმე ჰქონდა ტრაპზონში.
ფაქტია, რომ ე--------- კ---------ის მიერ მოხდა მისი გამოყენება და სწორედ ე--------- კ---------მა დამალა ნარკოტიკი მის ავტომანქანაში.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ შ--- ა------–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი-----–- შ-----–--ს, რომლებიც ითხოვენ შ--- ა------–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
– პროკურორ რ----- ბ---–----ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიე-რად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლ--–-დ დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟის ბ------ ბ------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 19 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე თურქეთის რეს-პუბლიკიდან შემოვიდა „ოპელ კორსას“ მარკის, სახ. №--------- ავტომანქანა, რო-მელსაც მართავდა მესაკუთრე შ--- ა------–---ი. მასთან გასაუბრების დროს შეატყო, რომ შ--- ა------–---ი რაღაცაზე ნერვიულობდა და იყო შეშინებული და მას, როგორც პროფე-სიონალ მებაჟეს, გაუჩნდა ეჭვი, რომ შ--- ა------–---ს თან ჰქონდა აკრძალული ნივთი, ამიტომ მოახდინა ავტომანქანის დეტალური შემოწმება. შემოწმებისას ავტომანქანის სალონში, ლუქსა და საფარს შორის არსებულ სიცარიელეში, აღმოაჩინა დამალული აბე-ბი და ფხვნილი. მოწმის განმარტებით, შ--- ა------–---მა სთხოვა დახმარებოდა და მომხდარი პოლიციისთვის არ ეცნობებინა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ე--------- კ---------მა კატეგორიულად უარყო შ--- ა------–---ის კუთვნილ ავტო-მანქანაში აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირი და განმარტა, რომ შ--- ა------–---ი არის მისი მეგობარი და ნათესავი და 2017 წლის 19 აგვისტოს შ--- ა-------–---მა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დაზიანებული ავტომანქანის ნაწილის შესა-კეთებლად ავტომანქანით ნამდვილად წაიყვანა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ტრაბ-ზონში და მისი განმარტებით იგი ავტომანქანაში მარტო არ დარჩენილა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2017 წლის 19 აგვისტოს სატრანსპორტო საშუალების დათვალიერე-ბის აქტის თანახმად ავტომანქანა „ოპელ კორსაში“ სახ. №---------, რომელსაც მართავ-და შ--- ა------–---ი, აღმოჩნდა აბები და ფხვნილი.
2017 წის 20 აგვისტოს №----- დასკვნით დასტურდება, რომ შ--- ა------–---ის ავტო-მანქანიდან ამოღებული, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქარხნული დამზადების ნიშნის მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 64 ცალი ტაბლეტი, თეთრი ფერის ერთი ცალი ტაბლეტი ჩამონატეხით, თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი საერთო წო-ნით - 26,5309 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0,5306 გრამის ოდენობით.
მოწმე ბ---- ს-----------–---–ის ჩვენების თანახმად, მან გამოიკვლია და 2017 წლის 20 აგვისტოს გასცა ექსპერტიზის №----- დასკვნა, რომლის თანახმად, შ--- ა------–---ის კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებული და ექსპერტიზაზე წარდგენილი ქარხნული დამზადების ნიშნის მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 64 ცლი ტაბლეტი, თეთრი ფერის ერთი ცალი ტაბლეტი ჩამონატეხით, თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, საერთო წონით - 26,5309 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორ-ფინს 0,5306 გრამის ოდენობით.
მოწმის, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ჯ------- ბ--–--ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 19 აგვისტოს მიიღო შეტყობინება, რომ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსულ შ--- ა------–----ს ავტომანქანაში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც მოახსენა ხელმძღვანელო-ბას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ--–- დ-------ის ჩვენების თანახმად, ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად შ--- ა------–---ს ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმა-რების ფაქტი არ დაუდგინდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გააანალიზა რა საქმეში არსებული, ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა არ იზიარებს შ--- ა------–---ის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან და-კავშირებით, რომ ნარკოტიკული საშუალების თაობაზე მან არაფერი იცის და ის არ შეუ-ნახავს ავტომანქანაში.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახთ დაკითხული მებაჟე ოფიც-რის - ბ------ ბ------ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ საბაჟო შემოწმებისას შ--- ა------–---ს ეტყობოდა შიში და ნერვიულობა და სწორედ მისმა ქცევამ გამოიწვია ავ-ტომანქანის შემოწმების აუცილებლობა. რომ შ--- ა------–---მა სთხოვა მას, რომ არ შე-ეტყობინებინა მომხდარი პოლიციისათვის და ისე მოეგვარებინათ საქმე.
დადგენილია, რომ ავტომანქანის მესაკუთრე არის შ--- ა------–---ი და სწორედ ის მარ-თავდა ავტომანქანას.
ე--------- კ---------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ეს უკანასკნელი ავტომანქანაში მარ-ტო არ დარჩენილა, შესაბამისად ვერ მოახერხებდა ნარკოტიკული საშუალების დამალ-ვას ავტომანქანაში ისე, რომ ეს ფაქტი შეუმჩნეველი ყოფილიყო შ--- ა------–---ისათვის. მითუფრო, რომ ნარკოტიკული საშუალება აღმოჩენილი იქნა ავტომანქანის ლუქში, მისი საცავის ქვეშ.
ამდენად, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ--- ა------–---მა თურქეთიდან საქართველოში შემოიტანა 64 ცალი ტაბლეტი, თეთრი ფერის ერთი ცალი ტაბლეტი ჩამონატეხით, თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, საერთო წონით - 26,5309 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0,5306 გრამის ოდენობით.
ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №10 რეგისტრაციით და 0,5306 გრამი „ბუპრენორ-ფინი“ წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნე-ბართვას.
შ--- ა------–---ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორ-ფინის“ შეძენისა და შენახვის თაობაზე.
საქმეში არსებული, 2017 წლის 20 აგვისტოს №--------------- შემოსავლების სამსახუ-რის წერილის თანახმად 2017 წლის 19 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარ-ფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა „ოპელის“ მარ-კის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. №---------, რომელსაც მართავდა საქართვე-ლოს მოქალაქე შ--- ა------–---ი.
საქმეში არსებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალი-ტიკურ დეპარტამენტში დაცული ელექტრონული ბაზის თანახმად შ--- ა------–---მა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფი“ გადმოკვეთა – შემოსვლა 19.08.2017 წელი 20:38 საათი.
ამრიგად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას შ--- ა------–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაო-ბაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ შ--- ა-------–---ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მის მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი შ--- ა------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
შ--- ა------–---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
შ--- ა------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შ--- ა------–---ს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის მე-3 ნაწილის საფუძველზე 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობ-რივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელი-სუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩა-მოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის და-ფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მსჯავრდებულ შ--- ა------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
შ--- ა------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 19 აგვისტოდან.
ნივთიერი მტკიცებულება – ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ 0,5306 გრამი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებ-ლად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe