განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002420048
საქმე №1ბ/1619-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ------------–---–ის
ადვოკატის: მ------------–---–ის
მსჯავრდებულის: მ------------–-----------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ისა და მსჯავრდებულ მ------------–-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ------------–-----------ს, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ხ-----------------------–----–------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბრალდების კვალიფიკაცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------------–-----------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით, მ------------–----------- ქ-------–--–---–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - კ-–-------–-----------ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, მრავალჯერადად ხელისა და ფეხის გამოყენებით აყენებდა დარტყმებს სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------------–-----------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით, მ------------–----------- ქ-------–--–---–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, თავის 10 წლის შვილიშვილს - თ----------------–---–ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, მრავალჯერადად ხელისა და ფეხის გამოყენებით აყენებდა დარტყმებს სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------------–-----------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით მ------------–----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 სექტემბრიდან - 2017 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.
იმყოფებოდა რა პირობითი მსჯავრის პირობებში, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით, მ------------–----------- სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - კ-–-------–-----------ს, რითაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------------–-----------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
იმყოფებოდა რა პირობითი მსჯავრის პირობებში, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით, მ------------–----------- სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან მცხოვრებ 10 წლის შვილიშვილს - თ----------------–---–ს, რითაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------------–-----------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით, მ------------–----------- ქ-------–--–---–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, თავის 10 წლის შვილიშვილს - თ----------------–---–ს და მეუღლეს - კ-–-------–-----------ს სისტემატურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ამასთან, ამ უკანასკნელს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით იმ შემთხვევაში, თუ კ-–-------–----------- დაუკავშირდებოდა სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტის შეტყობინების მიზნით. დაზარალებული კ-–-------–----------- მ------------–-----------ს მუქარას რეალურად აღიქვამდა და ეშინოდა მისი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:
მ------------–-----------ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება (დაზარალებულ თ----------------–---–ის ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილი.
მ------------–-----------ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება (დაზარალებულ კ-–-------–-----------ს ეპიზოდი), როგორც ზედმეტად წარდგენილი.
მ------------–----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით, დაზარალებულ თ----------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ------------–----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით, დაზარალებულ კ-–-------–-----------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ------------–----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით, მ------------–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მ------------–-----------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, მ------------–-----------ს საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ მ------------–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა, აგრეთვე, მსჯავრდებულ მ------------–-----------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა - სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მ------------–-----------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციისა და სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტთან, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებთან და 111,151-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ბრალდების თითოეულ ეპიზოდში მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვდა განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, თუმცა, აღნიშნულის გარდა, სააპელაციო პალატის სხდომაზე დასკვნით სიტყვაში დაცვის მხარემ, აგრეთვე, საბოლოო სიტყვაში მსჯავრდებულმა მ------------–-----------მ აღნიშნა, რომ მას არ ჩაუდენია არც მეუღლისა და არც არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა და ბრალდების ამ ეპიზოდებში თავს არ ცნობს დამნაშავედ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ მ------------–-----------ს ადვოკატის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ მ------------–-----------ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსსკ–ის 260–ე მუხლის მიხედვით, განაჩენის დადგენისას სასამართლოს თანმიმდევრობით უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, არის თუა არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება....
როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში არ დაეთანხმა ბრალდების კვალიფიკაციას მ------------–-----------ს მიერ მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, განხორციელებული სისტემატური ძალადობრივი ქმედებების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ და ბრალდების ეს ეპიზოდები მიიჩნია, როგორც ზედმეტად წარდგენილად. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში მიუთითა შემდეგი: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს როგორც ერთჯერადად განხორციელებულ ძალადობას, ისე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობასაც, მაგალითად, თუ ქმარმა ერთჯერადად იძალადა მეუღლეზე (დაარტყა ხელი), მისი ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ-ის 1261-ე მუხლით, ასევე თუ ქმარი სისტემატურად ძალადობს მეუღლეზე (სცემს ყოველდღიურად), მისი ქმედებაც დაკვალიფიცირდება ამ მუხლით, ოღონდ არა ცალ-ცალკე ეპიზოდებად, არამედ ერთიან დანაშაულად, რადგან სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს მათ შორის სისტემატურად განხორციელებულ ძალადობრივ აქტებსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ერთჯერადად განხორციელებული ძალადობა ამ მუხლით ისჯება, ხოლო მრავალჯერ განხორციელებული ძალადობა კი არა, რაც არასწორი იქნება. მოცემულ შემთხვევაში მ------------–-----------ს მხრიდან მეუღლისა და შვილიშვილის მიმართ 2017 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით განხორციელებული სისტემატური ძალადობა და 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა/დამცირება, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ერთიანი განგრძობადი დანაშაულის ალტერნატიულ ქმედებებს და მისი დაკვალიფიცირება უნდა მომხდარიყო ერთი მუხლით (1261-ე მუხლით) და არა ორი დამოუკიდებელი მუხლით (111,126-ე მუხლით სისტემატური ფიზიკური ძალადობის გამო და 1261-ე მუხლით სისტემატური შეურაცხყოფის გამო), როგორც მოცემულ შემთხვევაში მოხდა. შესაბამისად, დაზარალებულ თ----------------–---–ის შემთხვევაში დამატებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო დაზარალებულ კ-–-------–-----------ს შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით კვალიფიკაცია არის ზედმეტი, რის გამოც მ------------–-----------ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი, შესაბამისად, დაზარალებულ თ----------------–---–ის მიმართ სახეზე იქნება მხოლოდ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო დაზარალებულ კ-–-------–-----------ს მიმართ - 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომელთა ჩადენა უტყუარად დასტურდება საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღნიშნულ მსჯელობას ვერ დაეთანხმება. პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად და შესაბამისად, დასჯად ქმედებებად გამოაცხადა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, მაგრამ არ უნდა მოჰყვეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული მუხლის დისპოზიციის საკანონმდებლო კონსტრუქციის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ ქმედების სისტემატურობასთან დაკავშირებით კანონმდებელმა აქცენტი გააკეთა მხოლოდ შეურაცხყოფაზე, შანტაჟსა და დამცირებაზე და არა ძალადობაზე. ამდენად, დაუშვებელია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურად განხორციელებული ძალადობა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
სააპელაციო პალატა არასრულწლოვანი დაზარალებულის თ----------------–---–ის გამოძიებაში გამოკითხვისას მიცემული ჩვენების (უდავო მტკიცებულება) შეფასებისას აცხადებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (არასრულწლოვანი თ----------------–---–ის მიმართ სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდი) აღნიშნული დაზარალებულის ჩვენება მ------------–-----------ს ბრალეულობის დამადასტურებელი ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი). რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით (მეუღლის - კ-–-------–-----------ს მიმართ სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდი) ბრალდებას, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქმეში არ მოიპოვება და შესაბამისად, არც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვლეულა ბრალდების ამ ეპიზოდში მსჯავრდებულ მ------------–-----------ს ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მ------------–-----------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, აგრეთვე, როგორც ზემოთ აღინიშნა, მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ მას არ ჩაუდენია არც მეუღლისა და არც არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა. რაც შეეხება დაზარალებულ კ-–-------–-----------ს და მოწმეებს - ქ------------–-----------სა და ზ-------–-----------ს, სასამართლო სხდომაზე მათ გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მათ ახლო ნათესავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა კ-–-------–-----------მ (მსჯავრდებულის მეუღლე) და მოწმეებმა - ქ------------–-----------მ და ზ-------–-----------მ (მსჯავრდებულის შვილები) გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცენ ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მათ ან მათ ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე და შვილი. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ მ------------–-----------ს მეუღლემ და შვილებმა ისარგებლეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებული და მოწმეები არიან მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირები, რომლებსაც, შესაძლოა, სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი მ------------–-----------ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ. რაც შეეხება საქმეში არსებულ, მოწმე ზ---------------------ის (დაზარალებულ კ-–-------–-----------ს და) გამოძიებაში გამოკითხვისას მიცემული ჩვენებას (უდავო მტკიცებულება), აღნიშნული მოწმე მიუთითებს მხოლოდ მ------------–-----------ს მხრიდან მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რომლის შემსწრე ყოფილა სამჯერ მაინც, ხოლო მსჯავრდებულის მიერ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას იგი (მოწმე) არ შესწრებია (იხ. მოწმე ზ---------------------ის გამოკითხვის ოქმი, ს.ფ. 27-29).
რაც შეეხება სასამართლოში მოწმედ დაკითხული მ-----------ის (თბილისის პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკი), ნ-----------–-–---–ის, შ--------------–-–---–ისა და ნ------------ის (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვისცენტრის სოციალური მუშაკები) ჩვენებებს, აღნიშნული მოწმეების მიერ გადმოცემული ინფორმაციის შეფასებისას სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება მ------------–-----------ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი და 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად მ------------–-----------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ------------–-----------მ ჩაიდინა მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ 2017 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ მ------------–-----------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
იმავდროულად, მსჯავრდებულ მ------------–-----------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია როგორც სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის აღიარებით, ისე საქმეში არსებული მტკიცებულებებით - დაზარალებულ თ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ზ---------------------ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, მ------------–-----------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა მ------------–-----------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ მ------------–-----------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მ------------–-----------ს მიმართ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების, აგრეთვე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, მ------------–-----------ს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ------------–-----------სთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მ------------–-----------სთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში მ------------–-----------ს მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ მ------------–-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში მ------------–-----------ს მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
მ------------–----------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანი თ----------------–---–ის მიმართ სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდი), წარდგენილ ბრალდებაში;
მ------------–----------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით (კ-–-------–-----------ს მიმართ სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდი), წარდგენილ ბრალდებაში;
მ------------–----------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით, დაზარალებულ თ----------------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მ------------–----------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით, დაზარალებულ კ-–-------–-----------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მ------------–----------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით, მ------------–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მ------------–-----------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, მ------------–-----------ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ მ------------–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 მარტიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე