განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-179-2019წ.
(050100117001791034)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- შ--------ს ძე ს------ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–----- დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები თბილისი, ბ--------------------------------.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ს------მ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2013 წლის 9 სექტემბრის ძალაში შესული განაჩენით პირობით მსჯავრდებული გ------- ს------, რომელსაც "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2016 წლის 15 დეკემბერს, ლანჩხუთის მ----–----–-------- სოფელ ლ---–- კვლავ მართავდა "ვ---–---"-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით U--------.
ო-----------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით გ------- ს------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, გ------- ს------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ------- ს------ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ჯარიმას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატა წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 სექტემბრის განაჩენით, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 7 (შვიდი) დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ------- ს------ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) დღე-ღამის ვადით.
გ------- ს------ დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან.
გ------- ს------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ო-----------ს რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ო-----------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენში და გ------- ს------ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ ის გარემოება, რომ გ------- ს------ს ბრალდება წარდგენილი აქვს სასამართლო აქტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 02 წლამდე ვადით, მიუხედავად დანაშაულის ფაქტზე წასწრებისა სასამართლოში არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. სასამართლომ ასევე არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, ის რომ გ------- ს------მ არ გაკეთა რა სათანადო დასკვნები წარსული ცხოვრებიდან პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ იცოდა აკრძალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული. გ.ს------ არ არის კანონმორჩილი პირი და მიდრეკილა განზრახი დანაშაულის ჩადენისაკენ.
აპელანტი - მსჯავრდებული გ------- ს------ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ--–- შ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ო-----------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაქმებას და გ------- ს------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ან ალტერნატიულ სასჯელს ჯარიმას 2000 ლარის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლას. შემდეგ გაარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო, უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი. გ------- ს------ ნამდვილად იჯდა ავტომანქანაში, თუმცა არა მძღოლის ადგილას, არამედ მძღოლის უკანა სავარძელზე. მანქანას მართავდა მძღოლი მ-----– ხ--------ი, რომელიც სპეციალურად ჰყავდა გ------- ს------ს დაქირავებული 2 მიზეზის გამო: ერთი, რომ მას დროებით ჩამორთმეული ჰქონდა მართვის მოწმობა და მეორეც, ჩამორთმეულიც რომ არ ჰქონოდა, მას ახალი გაკეთებული ჰქონდა მარჯვენა ხელზე მყესების აღდგენის ნეიროქირურგიული ოპერაცია, მარჯვენა ხელი ჰქონდა მთლიანად შეხვეულ მდგომარეობაში, რის გამოც შეუძლებელი იყო ამ ხელით რაიმე მანევრის შესრულება, სწორედ ამის გამო იჯდა გ------- ს------ ავტომანქანაში მძღოლის უკანა სავარძელზე, რომ მისთვის თუნდაც მანქანის კარის გაღება და დახურვა ყოფილიყო ადვილი და თან მოძრაობის დროს მარცხენა ხელით უფრო მყარად შეძლებდა თავის დამაგრებას მანქანაში. გარდა ამისა საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ დაადასტურებდა იმ ფაქტს ნამდვილად იჯდა თუ არა გ------- ს------ საჭესთან, მაშინ როდესაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს არ უნდა გაჭირვებოდათ ამ მტკიცებულებების შეგროვება. საქმეში დარჩა დაინტერესებული ორი პოლიციელის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, რომლებსაც ემყარება გამამტყუნებელი განაჩენი. საქმეში არსებული ვერცერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს უტყუარად იმ გარემოებას, რომ გ------- ს------ 2016 წლის 15 დეკემბერს მართავდა ავტომანქანას.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- ს------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულ პატრულ-ინსპექტორ გ-- ჩ-------–--ლის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 15 დეკემბერს, მეწყვილე დ----- ყ---–-----თან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 16:30 საათზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, შეაჩერეს ავტომანქანა ,,ვ---–---“. ავტომანქანას მართავდა გ------- ს------, რომელმაც ვერ წარადგინა მართვის მოწმობა, რაც აცნობეს ხელმძღვანელობას. ბაზაში გადაამოწმეს პიროვნების ვინაობა და ნახეს ფოტოსურათიანი მონაცემი, სადაც გამოჩნდა, რომ გ------- ს------ს აკრძალული ქონდა ავტომანქანის მართვა. მისი ჩვენებით, გ------- ს------ განმარტავდა, რომ არ იცოდა აკრძალული თუ ქონდა ავტომანქანის მართვა, რადგან როდესაც ციხიდან გამოვიდა ეგონა, რომ უფლებები აღუდგა. გ-- ჩ-------–--ლის განმარტებით პირადად დაინახა, რომ გ------- ს------ იჯდა ავტომანქანის საჭესთან. გ------- ს------ს სახელი და გვარი არ დაუმალავს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მართვის მოწმობაზე პრობლემა არ ექნებოდა. მისი განმარტებით, გ------- ს------ს არ იცნობდა და პირველად შეხვდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. გ-- ჩ-------–--ლმა ასევე განმარტა, რომ გ------- ს------სთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა პიროვნება, რომელიც არ შეუმოწმებიათ, რადგან არ დაინტერესებულან მისით.
მოწმის სახით დაკითხულ პატრულ-ინსპექტორ დ----- ყ---–----- ჩვენების თანახმად, 2016 წლის 15 დეკემბერს, მეწყვილე გ-- ჩ-------–--ლთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სოფელ ლ---–-, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის შეაჩერეს ავტომანქანა. თავად მივიდა ავტომანქანასთან, რომლის საჭესთან იმყოფებოდა და რომელსაც მართავდა გ------- ს------. გადამოწმებისას დადგინდა, რომ გ------- ს------ს, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, აკრძალული ქონდა მართვის უფლება 60 თვით. მისი ჩვენებით გ------- ს------ გაიცნო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დ----- ყ---–----- ჩვენებით, შეჩერების შემდეგ თავად მივიდა ავტომანქანის მძღოლთან, წარუდგინა მას თავისი ვინაობა, აუხსნა დარღვევის არსი და მოთხოვა საბუთები. საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთი, რა დროსაც გ------- ს------მ მოიხადა ბოდიში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის. სპეციალურ ბაზაში გადაამოწმეს გ------- ს------ს ვინაობა და ნახეს, რომ გ------- ს------ს აკრძალული ქონდა ავტომანქანის მართვა. გ-------მ კვლავ ითხოვა პატიება. გადაამოწმა მიღებული ინფორმაცია ანალიტიკურ ცენტრში, გ------- ს------ დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გ------------------------------–----------------------------–-----------------–-------------------------- დაადასტურა, რომ გ------- ს------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
გ------- ს------მ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანით მიდიოდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით. მუშაობს კომპანიაში რომელიც დაკავებულია წყლის ფილტრაციით და სხვადასხვა მოწყობილობები მიქონდა ბათუმში. ავტომანქანის საჭესთან იჯდა მისი თანამშრომელი მ-–-, რომელიც იყო მძღოლი. პოლიციის მიერ გაჩერების დროს, საჭესთან თავად არ იჯდა, რადგან ხელზე ქონდა გიფსი დადებული და მანქანას მართავდა მისი თანამშრომელი.
2016 წლის 15 დეკემბრის N ა------------ ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს 16:45 საათზე, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლ---–-, მოძრაობის წესების დარღვევისათვის შეჩერებულ იქნა ვ---–---ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით U--------, რომელსაც მართავდა გ------- ს------ (დაბადების თარიღი 2--------- წ. მცხოვრები თბილისი ბ-------------------------, პირადი ნომერი 0----------). მძღოლის მონაცემთა ბაზაში გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ პიროვნებას 0--------- წლიდან სასამართლო განაჩენით აკრძალული აქვს მართვის უფლება 60 (სამოცი) თვის ვადით, სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნული პიროვნება საფუძვლიანი ვარაუდით გადაყვანილ იქნა ო-----------ს ნ-------–-----------------–- გადამოწმების მიზნით. ოქმი ხელმოწერილია ოქმის შემდგენის და დაკავებულის მიერ. ოქმის შენიშვნის გრაფაში შენიშვნა არ არის მითითებული.
2016 წლის 15 დეკემბრის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმით N ა–----------, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, გასასინჯი პირი, გ------- ს------, მართავდა ავტომობილს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლ---–-, რომელსაც სასამართლო განაჩენით 0--------- წლიდან 60 (სამოცი) თვის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნული პიროვნება დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით ნ-------–-----------------–- გადასამოწმებლად. ოქმი ხელმოწერილია ოქმის შემდგენის და გასასინჯი პირის მიერ. ოქმის შენიშვნის გრაფაში შენიშვნა არ არის დაფიქსირებული.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ს----------------------–---------------------------------–--------- შემოწმების ჯგუფის (ო-----------) ექსპერტის მიერ გაცემული N 9----- დასკვნით, გ------- ს------ს შემოწმების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დადგინდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 სექტემბრის განაჩენით, გ------- ს------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ- ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და სხვა უფლებები. მსჯავრდებულ გ------- ს------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 6 სექტემბრიდან.
გ------- ს------ს სახელზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით N 8--------------, ირკვევა, რომ გ------- ს------მ ავერსის კლინიკას მიმართა 2016 წლის 6 ოქტომბერს, სტაციონარში მოთავსდა 2016 წლის 8 ნოემბერს, საიდანაც გაეწერა 2016 წლის 10 ნოემბერს.
2017 წლის 6 მარტის ცნობით დადგენილია, რომ გ------- ს------ მუშაობს შპს "N-----------"-ში გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას, საპროცესო კანონმდებლობის ისეთ დარღვევებს, რაც გავლენას იქონიებდა საქმის საბოლოო შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------- ს------ს მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი სხვა მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებებიც, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარეს გ------- ს------ს უდანაშაულობის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაზეც სასამართლო იმსჯელებდა, წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ს------მ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა და გასაჩივრებული განაჩენით მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გ------- ს------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობს.
მსჯავრდებულ გ------- ს------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ------- ს------ს მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ გ------- ს------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--–- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ------- ს------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, გ------- ს------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ------- ს------ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ჯარიმას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 სექტემბრის განაჩენით, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 7 (შვიდი) დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ------- ს------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) დღე-ღამის ვადით.
გ------- ს------ დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან.
გაუქმდეს გ------- ს------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გ------- ს------ს (პ/ნ 0----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული მ--- ს------ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი ბ-----------------------ში, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - თბილისი კ----------------------------------–-----------------------–-------------------------------------- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე