განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-29-2018 წელი
№080100116002250741
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
23 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – გ------- გ----------ის,ადვოკატის – კ------- გ--–-----ის,მსჯავრდებულის – ლ--–- ს---–-------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ლ--–- ს---–-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ლ--–- ს---–-------ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ქ. ქ-------–---–--------------------ში, მსჯავრდებულია ქუთა-ისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და შეფარდებული აქვს ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.
aRwerilobiTi nawili:
ლ--–- ს---–-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩა-იდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰ-ყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ( ორი ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ლ--–- ს---–-------ემ, 2016 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე, ქ. ქ-------–------------–---–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარა-კების შედეგად, ცემა დედა-შვილი მ--------- და მ------- მ----–--------ეები, რა დროსაც, ორივე დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცდა ფიზიკური ტკივილი, დაზა-რალებულ მ------- მ----–--------ეს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯან-მრთელობის მოუშლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ--–- ს---–-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მოსამართლემ უპირობოდ გაიზირა ბრალდების მოწმეების – ერთი ოჯახის წევრების დედა-შვილის ჩვენებები, რომლებიც აშკარად გამოხატავენ პირად დაინტერესებას, იძლევიან ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, აქვთ აშკარა მოტივი და მიზანი და მოქმედებენ შეთანხმებულად. ამასთან მოსამართლე არ იზიარებს დაცვის მხარის მოწმეების ობიექტურ და თანმიმდევრულ ჩვენებებს, რომლებიც მისი შვილის გარდა, ნამდვილად არ არიან მისი მეგობრები და რომლებსაც მისი დახმარება სურდათ. სასამართლომ არასრულწლოვანი მოწმე ლ-–- კ-----–---ი მისი შვილის კ------------- ს---–-------ის ახლო მეგობრალდ შერაცხა, რაც ტყუილია. ლ-–-ს ოჯახი მათ მეზობლად ცხოვრობს და ერთმანეთთან ნორმალური მეზობლური ურთიერთობა აქვთ. სწორედ ლ-–- კ-----–---მა დაადასტურა თავის ჩვენებაში, რომ მას (ლ. ს---–-------ეს) ქვები და ქოთნები არ შეუყრია სახლში და არ ჩაუმსხვრევია ფანჯრის მინები, არამედ განრის-ხებულმა და გაცოფებულმა მ------- მ----–--------ემ ჩაამსხვრია მინები ქვებით და შე-უყარა სახლში იქვე, გარეთ, კიბის საფეხურებზე შემოწყობილი ყვავილიანი ქოთნები. დაზარალებულებს ბოლომდე მხარი მათი ოჯახის წევრმა მ----- მ----–--------ემაც არ აუბა და მიუხელდავად იმისა, რომ მოვლენების განვითარების ადგილას იყო სასამარ-თლოში აჩვენა, რომ არ ახსოვდა რა ხდებოდა და ვინ რას მოქმედებდა. განაჩენში საერ-თოდ არ ასახულა მისი ჩვენების ის ნაწილი, როდესაც მან თავისი დის შესახებ თქვა, რომ „მ------- იყო ძალიან გაღიზიანებული, რადგან რამოდენიმე დღის წინ ჩვილი დაეღუპა... კ-----სკენ გაიწია, დარტყმა უნდოდა, მაგრამ დედაჩემი ჩადგა შუაში, მ--------ს ვერ აკავებდა... კ----- გავიდა...“ სასამართლომ მტკიცებულებების ცალმხრივი და არაობიექტური შეფასებით დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი და ფაქტიურად დაუშ-ვებელ მტკიცებულებებს უწოდა ერთმანეთთან შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულე-ბათა ერთობლიობა. არც გამოძიება, და შემდგომში არც მოსამართლე, არ დაინტერესდა მის მიერ მიღებული სხეულის დაზიანებებით და განცდილი ტკივილებით, როგორც ფიზიკური ისე სულიერი, რადგან ადამიანებმა, რომლებისთვისაც არაერთხელ გაუწ-ვდია დახმარების ხელი, რომლებისთვისაც (საუბარია დებზე) მისი ოჯახი თითქმის თავშესაფარი იყო, მიუვარდნენ ოჯახში, მიაყენეს შეურაცხყოფა და ცემეს. ობიექტური პირი ნამდვილად დაინტერესდებოდა მის სხეულზე არსებული დაზიანებების სიმ-რავლით, ხოლო „დაზარალებულებს“, თუ არ ჩავთვლით მ------- მ----–----–--ის შუბ-ლზე არსებულ უმნიშვნელო ნაკაწრს, სხვა დაზიანება არ ჰქონია. რეალურად დაზარა-ლებულებს სურდათ კ-----ს პროვოცირება და როდესაც ეს არ გამოუვიდათ, მთელი აგრესია მ------- მ----–--------ემ გადმოიტანა მასზე (ლ. ს---–-------ეზე). მ-------მ მხო-ლოდ სასამართლოში განაცხადა, რომ კ-----ს თმებში მოქაჩა, რაც გამოძიებაში არ თქვა. სასამართლოსათვის არგუმენტირებული აღმოჩნდა პროკურორის განცხადება, რომ ეს ციცქნა გოგონა როგორ გალახავდა ამოდენა კაცს, მაგრამ საუბარია თმებში და დუბ-ლიონკის საყელოში წვდომაზე და მუხლითა და ხელებით დარტყმების მიყენებაზე, რაც ნამდვილად არ არის დამოკიდებული ადამიანის აღნაგობაზე, მითუმეტეს რომ მ------- იყო განრისხებული, წინა დღეებში მიღებული ძლიერი სულიერი ტრავმის შემდეგ უფ-რო მეტად გაღიზიანებული და მისი მხრიდან კ-----სათვის გრძელ თმებში და საყელოში წვდომა და დარტყმის მიყენება სწორედ რომ არგუმენტირებული იყო და დადას-ტურებულია მტკიცებულებებით. დედას - მ--------- მ----–--------ეს საერთოდ არ უთ-ქვამს მ-------ს მიერ კ-----სთვის თუნდაც თმებში მოქაჩვაზე. ამის შემდეგ მოსამართლე კიდევ დაცვის მოწმეების ჩვენებების სანდოობაზე საუბრობს და ბრმად იზიარებს ბრალდების მიერ მოყვანილი მოწმეების ჩვენებებს. უსაფუძვლოა და არაარგუმენტი-რებული ექსპერტიზის დასკვნების მოსამართლისეული შეფასებაც. მართალია სხეულის დაზიანების ფაქტი დადასტურებულია ექსპერტის მიერ, მაგრამ თუ როგორ ან/და რა ვითარებაში მიიღო პირმა დაზიანება, ამის გამოკვლევის გარეშე, დაუშვებელია ბრალე-ულობაზე საუბარი. მოსამართლემ არ შეაფასა მოწმე ლ-–- კ-----–---ის ჩვენება იმის თა-ობაზე, რომ მან მ------- მ----–--------ე მიწაზე (უფრო სწორად მრავალი წლის წინ დას-ხმულ და უკვე დაზიანებულ ბეტონზე) დამხობილ მდგომარეობაში დაინახა, რომ მ--------ს დედამისი აწვა ზემოდან და ცდილობდა მის დაკავებას, მაგრამ ვერ აკავებდა. იქნებ მ-------მ დაზიანება სწორედ მაშინ მიიღო და არა მისგან (ლ. ს---–-------ისაგან). განა-ჩენში არსადაა მის მიმართ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შეფასება, რომლის თა-ნახმად ყველაზე მეტი დაზიანება მას ჰქონდა მიღებული და რამოდენიმე საათის შემ-დეგაც კი ექსპერტთან ტკივილებს უჩიოდა. რატომ უნდა ჩაემსხვრია მას თავისი სახლის მინები და დაემტვრია ყვავილებიანი ქოთნები, რომლებსაც დიდი სიხარულითა და სიყ-ვარულით უვლიდა. საერთოდ ალოგიკურია დაზარალებულების მიერ მიცემული ჩვე-ნებები, რადგან მათი განმარტებით მან სრულიად უმიზეზოდ დაუწყო მათ ცემა და შეუ-რაცყოფის მიყენება.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ლ--–- ს---–-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს კ------- გ--–-----ეს, რომლებიც ითხოვენ ლ--–- ს---–-------ის მიმართ გამამართ-ლებელი განაჩენის გამოტანას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ გ------- გ----------ეს, რომელიც გასაჩივრე-ბულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკ-მაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა მ------- მ----–--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვე-ვის დღეს, 2016 წლის 22 ნოემბერს, ბრალდებულ ლ--–- ს---–-------ის მხრიდან, ადგი-ლი ჰქონდა, როგორც მასზე, ასევე, მის დედაზე მ--------- მ----–--------ეზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და ფიზიკურ ზემოქმედების ფაქტს. კერძოდ, ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ მიაყენა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 2012 წლი-დან ქ. ქ-------–------------–---–ის ქუჩაზე ცხოვრების პერიოდში იყო ლ--–- ს---–--------ის მეზობელი. მოწმის განმარტებით, ლ--–- ს---–-------ის შვილმა კ------------- ს----–-------ემ, მისი დედისგან, მ--------- მ----–--------ისგან, ისესხა 300 აშშ დოლარი რო-მელიც 2 დღეში უნდა დაებრუნებინა. გადიოდა დღეები და იგი ვალს არ აბრუნებდა. რის გამოც, დედამისი დაელაპარაკა ლ--–- ს---–-------ეს და სთხოვა დალაპარაკებოდა მის შვილს და თანხა დაებრუნებინა. ამ საუბრიდან 2 დღეში კ----- ს---–-------ემ და-იბარა დედამისი სახლში ფულის მისაცემად, მაგრამ როდესაც სახლში მივიდნენ ამ უკა-ნასკნელმა უთხრა მათ, რომ ჯერ ფული არ ქონდა და ვერ მისცემდა და როცა ექნებოდა მაშინ დაუბრუნებდა ვალს. რის გამოც, ჰკითხა მან კ------------- ს---–-------ეს, თუ რო-დის ექნებოდა თანხა, რომ დაებრუნებინა ვალი, რაზედაც კ-------------მ უპასუხა, რომ „შენ არ გელაპარაკები შვილ მკვდარი დედა ხარო“. ამაზე გაღიზიანდა და კ-------------ს თმებში მოქაჩა. მალევე კ------------- დედამისმა გააპარა სახლის უკანა კარებიდან, რის შემდეგაც ლ--–- ს---–-------ემ მათ მიმართ დაიწყო აგრესიული მოქმედება. აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, როგორ მას, ასევე, დედამისს - მ--------- მ----–--------ეს. ხელით იწევდა მისკენ, ხელებსა და ფეხებს ურტყამდა მას და დედამისს, რომელიც, ეფა-რებოდა მას. იგი გახდა ცუდად, რის გამოც, დარეკა პოლიციაში. ამ დროს ლ--–- ს---–--------ემ დაიწყო ქვებისა და ქოთნების შეყრა საცხოვრებელ სახლში. ალბათ იმ მიზნით რომ შემდგომ მათთვის დაებრალებინა იგი. ლ--–- ს---–-------ის მხრიდან განხორციე-ლებული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ცემისაგან იყო დალურჯე-ბული და დაბეჟილი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა მ--------- მ----–--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ოჯახ-თან ერთად ცხოვრობდა ლ--–- ს---–-------ის მეზობლად. იგი საზღვარგარეთ მუშაობს და ერთხელ, როდესაც ჩამოვიდა, გაიცნო ლ--–- ს---–-------ე. მისმა შვილმა 21 ნოემ-ბერს გაიკეთა ოპერაცია, მეორე დღეს კ------------- ს---–-------ემ სთხოვა ფულის სეს-ხება და იქვე უთხრა, რომ ნამდვილად დაუბრუნებდა თანხას, მაგრამ გავიდა გარკვე-ული დრო და კ-------------მ ფული არ დაუბრუნა, უკავშირდებოდა მას, მაგრამ ტელე-ფონს კ-------------ს ძმა იღებდა. მივიდა კ-------------ს დედასთან, ლ--–- ს---–--------ესთან და სთხოვა დალაპარაკებოდა მის შვილს თანხის დაბრუნებაზე. ორი დღის შემდეგ დაურეკა კ------------- ს---–-------ემ და დაიბარა იგი დედამისის ლ--–- ს---–--------ის სახლში და უთხრა, რომ დაუბრუნებდა თანხას. როდესაც მათთან მივიდა სახლში მათ თან ახლდნენ მისი შვილები მ------- და მ----- მ----–--------ეები. როდესაც სახლში მივიდნენ იქ დახვდათ ლ--–- ს---–-------ე, მისი შვილი კ------------- ს---–--------ე და ამ უკანასკნელის მეგობარი. სახლში საუბრის დროს კ------------- ს---–--------ემ უთხრა მათ, რომ ფული არ ჰქონდა და როცა ექნებოდა მაშინ დაუბრუნებდა. ამის შემდეგ ლ--–- ს---–-------ემ მისი შვილი კ------------- და ამ უკანასკნელის მეგობარი გააპარა სახლიდან, ხოლო თავად ლ--–- ს---–-------ემ დაუწყო მათ ლანძღვა. ურტყამდა ხელებს და ფეხებს, როგორც მას, ასევე, მის შვილს მ------- მ----–--------ეს. თავად კი ეფარებოდა მის შვილს, რადგანაც იგი ოთხი დღის ნაოპერაციები იყო. აღნიშნულის შე-დეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულზე აღენიშნებოდა დაჟეჟილობები. ამ დროს მისი მეორე შვილი მ----- მ----–--------ე გარეთ იყო და მას არ შეეძლო ჩარეუ-ლიყო დაპირისპირებაში. იმ დროს როდესაც მისმა შვილმა მ-------მ პოლიციაში დარეკა ლ--–- ს---–-------ემ დაიწყო ქოთნებისა და ქვების შეყრა საცხოვრებელ სახლში და ყვი-როდა „ნახეთ რას შვებიანო“ განმარტავს, რომ მის შვილს მ------- მ----–--------ეს კ----- ს---–-------ისთვის რაიმე ზიანი არ მიუყენებია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ----- მ----–--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დაზარალებული მ-------- მ----–--------ე არის მისი და, ხოლო მ--------- მ----–--------ე კი არის მისი დედა. დაახლოებით ოთხი წელია, რაც ლ--–- ს---–-------ის ოჯახს იცნობს, ისინი მ--------–----–ის ქუჩაზე იყვნენ მეზობლები ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. როდესაც მისი და გათხოვდა, პრობლემები შეექმნა მის მეუღლესთან, რის გამოც დახმარება სთხოვა ლ--–- ს---–-------ის შვილს კ------------- ს---–-------ეს, რომელიც დაეხმარა მას მეუღლეზე გასესხებული ფულადი თანხის ამოღებაში, საიდანაც თანხის გარკვეული ნაწილი წაიღო კ------------- ს---–-------ემ, რადგანაც განაცხადა რომ „საქმიდან გამომდინარე მერ-გებაო“. ამის შემდეგ კ------------- ს---–-------ემ სთხოვა მის დედას მ--------- მ----–---------ეს ესესხებინა რამდენიმე დღით ფული. თავად კ------------- ს---–-------ემ და-ურეკა მის დედას და დაიბარა მასთან სახლში, რათა ესაუბრათ ვალის შესახებ. როდესაც სახლში მივიდნენ კ-------------მ უთხრა მათ, რომ ფული ამ ეტაპზე არ ქონდა და ნელ-ნელა დაუბრუნებდა. საუბრის დროს სახლში იყვნენ ლ--–- ს---–-------ე მისი შვილი კ------------- ს---–-------ე, რომელსაც ახლდა მეგობარი, ხოლო მის დედას მ--------- მ----–--------ეს ახლდნენ თვითონ და მისი და მ------- მ----–--------ე. როდესაც მისი და მ------- მ----–--------ე შეეკითხა კ------------- ს---–-------ეს თუ როდის დაუბრუნებდა თანხას, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ „მე შვილ მკვდარ გამწარებულ ქალს არ ველაპა-რაკებიო“, რაზედაც მისი და და კ------------- შელაპარაკდნენ. ამის შემდეგ კ--------------მ და მისმა მეგობარმა დატოვეს საცხოვრებელი სახლი. ამ დროს თვითონაც გამოვ-იდა სახლიდან და დადგა საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან ისე, რომ მის დას, დედა-მისს და ლ--–- ს---–-------ეს ვერ ხედავდა, მაგრამ ესმოდა მათი ყვირილის ხმა. ამის შემდეგ მათთან მივიდა პოლიცია. მან არ იცის და არც დაუნახავს თუ ვინ ჩაამტვრია საცხოვრებელი სახლის ფანჯარა, იგი იყო ძალიან აღელვებული და ყურადღება არ მიუქცევია. ჩხუბის გამო იგი ტიროდა და ცუდად იყო. განმარტავს, რომ მის დას მ------- მ----–--------ეს კ----- ს---–-------ისათვის ხელი არ დაურტყამს, განმარტავს, რომ კ----- ს---–-------ეს ნასესხები ფულადი თანხა დღემდე არ დაუბრუნებია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე პ----- ხ----–--ს ჩვენებით დადგეენილია, რომ არის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმარ-თველოს პოლიციის 1-ელი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 2016 წლის 22 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ მეზობლურ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი მ--------–---–ის ქუჩაზე. სწორედ ამ დღეს იყო მორიგე. მასთან ერთად იყო მორიგე გა-მომძიებელი მ--–---- ბ----–--ე. ღამის საათები იყო, როდესაც მ--–---- ბ----–--ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე მ--------–---–--------------ში, ლ--–- ს---–--------ის საცხოვრებელ სახლში. ბინაში შევიდნენ ჭიშკრიდან, დაათვალიერა შემთხვე-ვის ადგილი, სადაც იყო ორსართულიანი სახლი. სახლის მარცხენა მხარეს მინები იყო ჩამსხვრეული. ამის შემდეგ შევიდნენ საცხოვრებელ სახლში, სადაც ექსპერტებთან ერ-თად ამოიღო ორი ცალი საშუალო ზომის ქვა, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, როგორც ნივთმტკიცება. განმარტავს, რომ სწორედ ლ--–- ს---–-------ის თანხ-მობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც, ლ--–- ს---–-------ემ განმარტა, რომ მეზობელმა ესროლა ეს ორი ქვა, რომელმაც ფანჯარა ჩაუმტვრია. განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი იყო მ--–---- ბ----–--ე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ--–---- ბ----–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქმესთან დაკავშირებით მის მიერ დაიკითხული იქნენ დაზარალებულები მ------- და მ--------- მ----–---------ეები, რომლებსაც შემდგომ გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ასევე ბრალი წარუდგინა ლ--–- ს---–-------ეს და დაკითხა ბრალდებულად. შემთხვე-ვის ადგილის დათვალიერების ოქმის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე, დაკი-თხა მოწმეები და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ლ--–- ს---–-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდ-გენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და აჩვენა, რომ ქ. ქ-------–------------–----–ის ქუჩაზე ცხოვრების დროს, გაიცნო მათ მეზობლად მცხოვრები მ------- და მ----- მ----–--------ეები, რომლებიც იყვნენ 18-19 წლის. ხოლო მათი დედა - მ--------- მ----–---------ე, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობდა, მოგვიანებით გაიცნო. იგი რამდენჯერმე ყავს ნახული. მათ მეზობლად მცხოვრებ მ----- და მ------- მ----–--------ეებს ეხმარებო-და. შემთხვევის დღეს 2016 წლის 22 ნოემბერს, მუშაობდა ბაზრობაზე. დაახლოებით 7 სააათზე დაბრუნდა სახლში. რა დროსაც სახლში დახვდა მისი შვილი მეგობართან ერ-თად. მისმა შვილმა კ----- ს---–-------ემ უთხრა, რომ ერთი თვის უკან ფული გამოართვა მ--------- მ----–--------ეს, რომელიც 5 რიცხვში უნდა მიეცა და ამ საკითხზე დალაპარა-კება სურდათ მ----–--------ეებს. მისი შვილის ვალის შესახებ შემთხვევამდე სამი დღით ადრე შეიტყო დედა-შვილი მ----–--------ეებისგან, რომელთაც უთხრეს, რომ მის შვილს დაბადების დღისთვის უსესხებია მათგან 600 ლარი. სახლში ყოფნის დროს მისმა შვილ-მა რამდენჯერმე დაურეკა მათ, რომ მისულიყვნენ სახლში, რადგანაც დრო არ ჰქონდათ და ბავშვი ყავდათ წასაყვანი ა----–-----–ის ქუჩაზე. მათთან მივიდა დედა მ--------- მ----–--------ე ორ შვილთან - მ------- და მ----- მ----–--------ესთან ერთად. ისინი შე-ვიდნენ სატუმრო ოთახში და დაილაპარაკეს ვალის დაბრუნების შესახებ, მისი შვილი დაპირდა მათ, რომ ვალს დაუბრუნებდა. ისინი ადგნენ და გარეთ გამოვიდნენ, ჭიშ-კრამდე მისვლამდე მ------- მ----–--------ემ მოუბრუნდა მის შვილს კ----- ს---–-------ეს და ,,ეტაკა თმებში და ამოარტყა წიხლი“ რასაც საერთოდ არ მოელოდნენ მ------- მ-----–--------ე ჩავარდა ,,ისტერიკაში“ და დაუწყო მათ ლანძღვა რის გამოც თვითონაც ლან-ძღვით უპასუხა მას. დედამისი მ--------- მ----–--------ე წელში ავლებდა ხელს მ-------ს და ექაჩებოდა, ცდილობდა მის გაჩერებას, ხოლო მისი და მ----- ეხვეწებოდა მათ, რომ წასულიყვნენ. ამის მიუხედავათ მ------- მ----–--------ემ დაავლო ქვებს ხელი და დაიწყო სროლა სახლის მიმართულებით. მან უთხრა შვილს კ-----------ს და მის მეგობარს, რომ წასულიყვნენ. მ-------მ ქვების სროლის შედეგად ჩაამსხვრია მინები და ქვები შეყარა სახლში. მ--------- მ----–--------ემ წაიყვანა მისი შვილი, ბოლოს მოვიდა პოლიციაც. მ--------- მ----–--------ე და მ----- მ----–--------ე არ მონაწილეობდნენ, ისინი ცდილობ-დნენ მ------- მ----–--------ის დაწყნარებას. ბრალდებულის განმარტებით მას არავის-თვის რაიმე სახის ზიანი არ მიუყენებია. როდესაც მის შვილს - კ----- ს---–-------ეს ხელი დაარტყა მ------- მ----–--------ემ, კ-----მ ხელები გაშალა და თქვა ,, ვერ დაგარტყამ ქალი ხარო “ და გაერიდა კონფლიქტის ადგილს. პოლიცია მისი თანდასწრებით გამოი-ძახა მ------- მ----–--------ემ. განმარტავს, რომ მისი მოსაზრებით მათ სურდათ მისი შვი-ლის კ------------- ს---–-------ის დაჭერა და ასე ამიტომ მოიქცნენ. ითხოვს გამართლე-ბას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ------- ბ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მის მეგობარ კ------------- ს---–-------ესთან ერთად, რა დროსაც, ამ უკა-ნასკნელს დაურეკეს მევალეებმა, რომლებსაც უნდოდა მისი ნახვა. კ-------------მ სთხო-ვა გაყოლოდა დედამისის, ლ--–- ს---–-------ის სახლში, სადაც მევალეებს უნდა შეხ-ვედროდა, რაზეც თანხმობა განუცხადა და გაჰყვა მას. როდესაც მივიდნენ სახლში მათ-თან მოვიდნენ მევალეები დედა და ორი ქალიშვილი. საუბარმა გასტანა დაახლოებით 5-10 წუთი. კ-------------მ მევალეებს უთხრა, რომ არ ქონდა ფული და ვერ შეძლებდა შე-პირებულ ვადაში თანხის დაბრუნებას და დაპირდა მათ, რომ რამდენიმე დღეში გაუს-ტუმრებდა ვალს. ერთ-ერთი გოგონა პირდაპირ აგრესიით წამოვიდა კ-------------საკენ. დაიწყო ყვირილი, „უკმეხი“ საუბარი, კ-------------ს უხერხულ ადგილში ამოარტყა ფე-ხი, რაზედაც კ-------------მ უთხრა „რას აკეთებ, როგორ იქცევიო.“ მოწმის განმარ-ტებით ამ გოგოსთან მივიდა ლ--–- ს---–-------ე და შეეცადა მის დამშვიდებას, მაგრამ ამაოდ, ეს გოგო „დაემხო ძირს და არ ჩერდებოდა.“ ამის შემდეგ ლ--–- ს---–-------ემ მას და მის შვილს კ-------------ს სთხოვა სახლის დატოვება, ალბათ ფიქრობდა რომ ეს გოგონა მათი წასვლის შემდეგ დამშვიდდებოდა. დაუჯერეს ლ--–- ს---–-------ეს და წა-მოვიდნენ სახლიდან და გზაში ესმოდა ამ გოგონას „წივილ-კივილი“. განმარტავს, რომ მეორე და, რომელიც მათ ახლდათ, მშვიდად იდგა და არც ჩარეულა კონფლიქტში. იმ დროს, როდესაც ლ--–- ს---–-------ის სახლში იმყოფებოდა, ლ--–- ს---–-------ის მხრი-დან ვინმეს მიმართ, რაიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ქონია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე კ------------- ს---–-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მოვალეები იყვ-ნენ მისი მეზობლები და მათთან კარგი ურთიერთობა ქონდათ, როგორც მას, ასევე, მის დედას - ლ--–- ს---–-------ეს. რაც შეეხება შემთხვევის დღეს, როდესაც მათთან სახლში მივიდნენ მ--------- მ----–--------ე და მისი შვილები და ითხოვდნენ ვალის დაბრუნე-ბას, დედამისს ლ--–- ს---–-------ეს მისი სახლში ყოფნის დროს არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავისთვის. განმარტავს, რომ სახლში ყოფნის დროს მ-------- მ----–--------ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ მისთვის არაფერი არ უთქვამს. ამის შემდეგ დედამისის ლ--–- ს---–-------ის თხოვნის საფუძველზე დატოვა სახლი და მეტი არაფერი იცის.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
არასრულწლოვანმა მოწმე ლ-–- კ-----–---მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დაახ-ლოებით 4 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს ლ--–- ს---–-------ის მეზობლად და ახ-ლოს იცნობს, როგორც ლ--–- ს---–-------ეს, ასევე, მისი ოჯახის წევრებს. ლ--–- ს---–--------ის შვილი კ------------- ს---–-------ე არის მისი ახლო მეგობარი, შემთხვევის დღეს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში და გარეთ იყო გამოსული სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც, ლ--–- ს---–-------ის სახლიდან გაიგონა „წივილ-კივილის ხმა“. იგი შევიდა ლ--–- ს---–-------ის სახლში, სადაც ნახა, რომ მ------- მ----–--------ე იწვა ძირს და მას დედამისი აწვა ზემოდან და აკავებდა, მაგრამ მ------- არ ემორჩილებოდა დედამისს. მან კითხა მ-------ს თუ რა ხდებოდა, რაზედაც მ-------მ უპასუხა, რომ „თავი გამანებე შენ ვინ გკითხავსო“. ამ დროს ლ--–- ს---–-------ე იდგა სახლის შესასვლელ კარებთან. განმარტავს, რომ მ------- მ----–--------ემ ჩაამტვრია ლ--–- ს---–-------ეს სახლის ფანჯარა. ლ--–- ს---–-------ე მას კარების შიგნიდან ელაპარაკებოდა. მ------- მ----–--------ემ დარეკა პოლიციაში და მალე მოვიდა პატრული. განმარტავს, რომ ლ--–- ს---–-------ეს ვინმესთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ ამბობდა „თავი დამა-ნებეთო“.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №---------- დასკვნის თა-ნახმად, „23.11.2016 წ. 00:58-01:05 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ------- მ----–--------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნე-ბოდა დაზიანება ნაჭდევის სახით, ... განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრ-თელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითი-თებულ თარიღს“.
საქმეში არსებული, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №---------- დასკვნის თ-ანახმად, „23.11.2016 წ. 01:07-01:13 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ---------- მ----–--------ეს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანი-კური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.
საქმეში არსებული, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №---------- დასკვნის თა-ნახმად, 23.11.2016 წ. 00:31-00:40 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ--–- ს---–-------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშ-ნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით,... გავითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგ-ვი საგნის (საგნების ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგე-ბიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექს-პერტმა გ-- გ----------ემ, მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ მის მიერ გაცე-მული იქნა სამი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №--------- ლ--–- ს---–-------ის, №--------- დასკვნა მ------- მ----–--------ის მიმართ და №--------- დასკვნა მ--------- მ----–--------ის მიმართ. დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ დასკვნები მის მიერ გაცემული იქნა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
საქმეში არსებული №------- შეტყობინებით დადასტურებულია, რომ ელსმენის საშუა-ლებით საპატრულო სამსახურის ეკიპაჟმა პოლიციის მთავარ სამმართველოს მორიგეს აცნობა, რომ ქ. ქ-------–------------–---–-------------ში მ------- მ----–--------ეს მეზობ-ლებმა ლ--–- და კ----- ს---–-------ეებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხ-ყოფა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, სსსკ-ის 125-ე მუხლის შესაბამისად, გა-მომძიებლის მიერ, მესაკუთრის თანხმობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ლ---–- ს---–-------ის საცხოვრებელი სახლი, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ორი ცალი ქვა და დასურათდა შემთხვევის ადგილი.
სააპელაციო პალატამ გააანალიზა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ლ--–- ს---–-------ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს რა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს”, განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება უნდა გამომ-დინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთდაკავშირებული დასკვნე-ბიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძ-ლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას. (ადამიანის უფლებათა ევროპ-ული სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Fyodorov and Fiodo-rova v.Ukraine M39220/03).
ცემა - განზრახი დანაშაულია და აუცილებელია რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმე-დებდეს პირდაპირი განზრახვით. ამასთან, ქმედების კვალიფიკაციისათვის სავალდე-ბულოა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა.
ბრალდების მხარის მიერ ლ--–- ს---------ის ბრალის მადასტურებლად წარმოდგნილია შემდეგი მტკიცებულებები: მ-------, მ--------- და მ----- მ----–--------ეების ჩვენებები, პოლიციის თანამშრომლების - პ----- ხ----–--ს და მ--–---- ბ----–--ის ჩვენებები, შემ-თხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მ------- მ----–--------ის სასამართლო-სამედი-ცინო ექსპერტიზის დასკვნა.
დაცვის მხარის მტკიცებულებებს კი წარმოადგენს ლ--–- ს---–-------ის, კ------------- ს---–-------ის, გ------- ბ-------–---–ის, ლ-–- კ-----–---ის ჩვენებები და ლ--–- ს---–--------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
სააპელაციო პალატამ გააანალიზა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარ-მოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება ლ--–- ს----–-------ის მიერ მ--------- და მ------- მ----–--------ეების ცემის ფაქტი.
იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კ------------- ს---–-------ეს ჰქონდა მ--------- მ----–---------ის ვალი, დათქმულ დროს ვერ დაუბუნა თანხა და მ----–--------ეები ამ თანხის დაბუნებასთან დაკავშირებით მივიდნენ სასაუბროდ კ------------- ს---–-------ესთან, სადავო არაა და ორივე მხარე ადასტურებს.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქ-მით დასტურდება, რომ ლ--–- ს---–-------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა ორი ქვა და ჩამსხვრეულია ფანჯრის მინა.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ ბრალდების და დაცვის მოწმეებს.
მ--------- და მ------- მ----–--------ეები აჩვენებენ, რომ ლ--–- მ----–--------ემ თვითონ შეყარა ქვები სახლში და იძახდა „ნახეთ რა გიქნათო“.
ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ლ--–- ს---–-------ე თავის ჩვენებაში და განმარ-ტავს, რომ მ------- მ----–--------ე იყო ისტერიკაში. დედამისი მ--------- მ----–--------ე წელში ავლებდა ხელს და ექაჩებოდა, ცდილობდა მის გაჩერებას, ხოლო მისი და - მ----- ეხვეწებოდა რომ წასულიყვნენ. მ-------მ დაიწყო ქვების სროლა სახლის მიმართუ-ლებით. ქვების სროლის შედეგად ჩაიმსხვრია მინები და ქვები შეიყარა სახლში.
ლ--–- ს---–-------ის ჩვენებას ადასტურებს არასრულწლოვანი მოწმე ლ-–- კ-----–---ი, რომელიც შემთხვევით შეესწრო ამ ფაქტს. იგი განმარტავს, რომ როდესაც გაიგონა ყვი-რილის ხმა და შევიდა ლ--–- ს---–-------ის ეზოში, დაინახა, რომ მ------- მ----–--------ე იწვა ძირს, მას დედამისი აწვა ზემოდან და აკავებდა, მაგრამ მ------- არ ემორჩილე-ბოდა დედამისს. როდესაც ჰკითხა მ-------ს თუ რა ხდებოდა, მ-------მ უპასუხა: „თავი გამა-ნებე შენ ვინ გკითხავსო“. ამ დროს ლ--–- ს---–-------ე იდგა სახლის შესასვლელ კარებ-თან. მ------- მ----–--------ემ ჩაამტვრია ლ--–- ს---–-------ის სახლის ფანჯარა. ლ--–- ს---–-------ე მას კარების შიგნიდან ელაპარაკებოდა. მხოლოდ იმას ამბობდა „თავი დამანებეთო“.
მ----- მ----–--------ეს, როგორც თავად განმარტავს, არ დაუნახავს ვინ ჩაამტვრია ფან-ჯრის მინა და ვინ ისროლა ქვები.
რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, ისინი არ არიან შემთხვევის უშუ-ალო თვითმხილველნი და ისინი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ შეტყობინების მი-ღების შემდეგ და აღწერენ მხოლოდ იმას, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები იყო მათ მიერ ჩატარებული.
რაც შეეხება ლ--–- ს---–-------ის სახლში განვითარებულ მოვლენებს, ამ გარემოებებსაც სხვადასხვაგვარად აღწერენ ბრალდების და დაცვის მოწმეები:
მ------- და მ--------- მ----–--------ეები თავიანთ ჩვენებებში ადასტურებენ რომ ლ--–- ს---–-------ე გახდა აგრესიული, დაუწყო მათ ლანძღვა და ხელებით და ფეხებით ცემა. თუმცა მათი ჩვენებები განსხვავდება კიდეც ერთმანეთისაგან, კერძოდ“:
მ------- მ----–--------ემ განმარტა, რომ როდესაც კ------------- ს---–-------ეს ჰკითხა თუ როდის ექნებოდა თანხა, რომ დაებრუნებინა ვალი, კ-------------მ უპასუხა, რომ „შენ არ გელაპარაკები შვილ მკვდარი დედა ხარო“. ამაზე გაღიზიანდა იგი და კ-------------ს თმებში მოქაჩა, მალევე კ------------- დედამისმა გააპარა სახლის უკანა კარებიდან, რის შემდეგაც ლ--–- ს---–-------ემ მათ მიმართ დაიწყო აგრესიული მოქმედება. აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, როგორ მას, ასევე, დედამისს, მ--------- მ----–--------ეს. ხე-ლით იწევდა მისკენ, ხელებსა და ფეხებს ურტყამდა მას და დედამისს.
მ--------- მ----–--------ე თავის ჩვენებაში არ უთითებს მისი შვილის მიერ კ--------------სათვის თმებში მოქაჩვის შესახებ. განმარტავს, რომ კ------------- ს---–-------ემ უთხრა მათ, რომ ფული არ ჰქონდა და როცა ექნებოდა მაშინ დაუბრუნებდა. ამის შემ-დეგ ლ--–- ს---–-------ემ მისი შვილი კ------------- და ამ უკანასკნელის მეგობარი გა-აპარა სახლიდან, ხოლო თავად ლ--–- ს---–-------ემ დაუწყო მათ ლანძღვა. ურტყამდა ხელებს და ფეხებს, როგორც მას, ასევე, მის შვილს - მ------- მ----–--------ეს. თავად კი ეფარებოდა მის შვილს, რადგანაც იგი ოთხი დღის ნაოპერაციები იყო. აღნიშნულის შე-დეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულზე აღენიშნებოდა დაჟეჟილობები.
სულ სხვაგვარად აღწერს იგივე ფაქტს ლ--–- ს---–-------ე. მან აჩვენა, რომ: მას შემდეგ, რაც შეთანხმდნენ ფულთან დაკავშირებით, მ------- და მ--------- მ----–--------ეები ადგნენ და გარეთ გამოვიდნენ. ჭიშკრამდე მისვლამდე მ------- მ----–--------ემ მოუბ-რუნდა მის შვილს კ----- ს---–-------ეს და „ეტაკა თმებში და ამოარტყა წიხლი“ რასაც საერთოდ არ მოელოდნენ. მ------- მ----–--------ე ჩავარდა „ისტერიკაში“ და დაუწყო მათ ლანძღვა, რის გამოც თვითონაც ლანძღვით უპასუხა მას. დედამისი მ--------- მაღლაფე-რიძე წელში ავლებდა ხელს მას და ექაჩებოდა ცდილობდა მის გაჩერებას ხოლო მისი და მ----- ეხვეწებოდა მათ, რომ წასულიყვნენ. ამის მიუხედავათ მ------- მ----–--------ემ დაავლო ქვებს ხელი და დაიწყო სროლა სახლის მიმართულებით, მან უთხრა მის შვილს - კ-------------ს და მის მეგობარს, რომ წასულიყვნენ. მ-------მ ქვების სროლის შედე-გად ჩაამსხვრია მინები და ქვები შეყარა სახლში.
ლ--–- ს---–-------ის ჩვენებას ადასტურებს მისი შვილი - კ------------- ს---–-------ე, რომელიც განმარტავს, რომ დედამისს - ლ--–- ს---–-------ეს მისი სახლში ყოფნის დროს არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავისთვის. მ------- მ-----–--------ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ მისთვის არაფერი არ უთქვამს. დედის, ლ--–- ს---–-------ის თხოვნით დატოვა სახლი და გავიდა.
ლ--–- ს---–-------ისა და კ------------- ს---–-------ის ჩვენებებს ადასტურებს შემთხვე-ვის თვითმხილველი მოწმე, კ------------- ს---–-------ის მეგობარი - გ------- ბ--------–---–ი. მისი ჩვენებით დასტურდება, რომ კ-------------სთან მოვიდნენ მევალეები - დედა და ორი ქალიშვილი. საუბარმა გასტანა დაახლოებით 5-10 წუთი. კ------------- ბ-------–---–მა მევალეებს უთხრა, რომ არ ქონდა ფული და ვერ შეძლებდა შეპირებულ ვადაში თანხის დაბრუნებას. დაპირდა მათ, რომ რამდენიმე დღეში გაუსტუმრებდა ვალს. ერთ-ერთი გოგონა პირდაპირ აგრესიით წამოვიდა კ-------------საკენ. დაიწყო ყვირილი, „უკმეხი“ საუბარი. კ-------------ს უხერხულ ადგილში ამოარტყა ფეხი, რა-ზედაც კ-------------მ უთხრა „რას აკეთებ, როგორ იქცევიო.“ ამ გოგოსთან მივიდა ლ--–- ს---–-------ე და შეეცადა მის დამშვიდებას, მაგრამ ამაოდ, ეს გოგო „დაემხო ძირს და არ ჩერდებოდა.“ ამის შემდეგ ლ--–- ს---–-------ემ მას და მის შვილს კ-------------ს სთხოვა სახლის დატოვება, ალბათ ფიქრობდა რომ ეს გოგონა მათი წასვლის შემდეგ დამშვიდდებოდა. დაუჯერეს ლ--–- ს---–-------ეს და წამოვიდნენ სახლიდან.
გ------- ბ-------–---–ი რომ ამ შემთხევის თვითმხილველია, დასტურდება როგორც კ------------- და ლ--–- ს---–-------ეების ჩვენებებით, ასევე მ--------- მ----–--------ისა და მ----- მ----–--------ის ჩვენებებით.
რაც შეეხება მ------- მ----–--------ის სასამართო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც წარმოდგენილია ბრალდების მხარის მიერ, ადასტურებს მხოლოდ იმ გა-რემოებას, რომ მ------- მ----–--------ეს შემოწმებისას აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ნაჭდევის სახით.
ამდენად, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთგამომრი-ცხავი ჩვენებების საფუძველზე უტყუარად ვერ დასტურდება ლ--–- ს---–-------ის მიერ მ--------- და მ------- მ----–--------ეების ცემის ფაქტი. არც მ------- მ----–--------ის სასა-მართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს ლ--–- ს---–-------ის ბრა-ლის მადასტურებელ მტკიცებულებას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ სასამარლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა ლ--–- ს---–-------ესაც, რომალსაც ასევე აღენიშნებოდა მსუ-ბუქი ხარისხის დაზიანებები ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში და რომელ დაზი-ანებებზეც ლ--–- ს---–-------ე თავის მხრივ განმარტავს, რომ ისინი მიაყენა მ------- მ----–--------ემ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გო-ნივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულება-თა ერთობლიობაში იგულისხმება სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებუ-ლების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მო-ცემულ საქმეზე არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებუ-ლებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ--–- ს---–-------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი ლ--–- ს---–-------ის მიმართ.
ლ--–- ს---–-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარ-დგენილ ბრალდებებში.
ლ--–- ს---–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გა-უსვლელობასა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
გამართლებულ ლ--–- ს---–-------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთმტკიცება – ქვა, რომელიც ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში, განად-გურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili