განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2018
საქმის ნომერი
330100116001371338
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დავით კაპანაძე

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატები - ს--------------------------------------–---–-

 

ბრალდებულები:

ს------------------- - დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ.ბ------–-----–----–-----------, ბ--------ში, ამჟამად ძებნილი

 

ფ--–-----------–---- - დაბადებული 1----–-–----------------, სომხეთის მოქალაქე, პასპორტის #A--------, ნასამართლობის არმქონე, ამჟამად ძებნილი

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2016 წლის თებერვალის თვეში ვ-–------------------, ე-–-----------------მა, ა--------–------მა და ნ-----–---------–---–---–მა განიზრახეს მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის (ალკოჰოლური სასმელის) აქციზური მარკის გარეშე შენახვა და რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ვ-–----------------ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა მის ნაცნობებს - ს-------------------სა და ფ--–-----------–---ს და სთხოვა ალკოჰოლური სასმელის ს-------------------–------- შემოტანა. ე-–-----------------მა, ა--------–------მა და ნ-----–---------–---–---–მა მოიძიეს უაქციზო ალკოჰოლური სასმელის მყიდველი.

 

2015 წლის 4 თებერვალს, შეთანხმებისამებრ, ს-------------------მ და ფ--–-----------–---მა თბილისის ტერიტორიაზე გადაზიდეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 200 ბოთლი მარკირებას დაქვემდებარებული, ს--------- წარმოების ალკოჰოლური სასმელი ,,ა----------‘ და იმავე დღეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 16000 ლარად გაასაღეს ღონისძიებაში ჩართულ პირზე.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის თებერვლის თვეში ვ-–----------------ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ს-------------------ს და სთხოვა ალკოჰოლური სასმელის ს-------------------–------- შემოტანა. შეთანხმდნენ 200 ბოთლ ს--------- წარმოების ალკოჰოლურ სასმელ ,,ა---------ს‘‘ შემოტანაზე, რომლის თითო ბოთლის რეალიზაცია უნდა განხორციელებულიყო 40 ლარად, ჯამში 8000 ლარად.

 

2----–-–---- თებერვალს, შეთანხმებისამებრ, ს-------------------მ და ფ--–-----------–---მა თბილისის ტერიტორიაზე გადაზიდეს 200 ბოთლი ს--------- წარმოების, უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ,,ა----------‘, რაც იმავე დღეს გაასაღეს ე-–-----------------ზე, ა--------–------სა და ნ-----–---------–---–---–ზე, რომლებმაც, თავის მხრივ, მითითებული საქონელი გაასაღეს ოპერატიულ ღონისძიებაში ჩართულ პირზე.

 

აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა, პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.

 

მოწმე ნ-----–---------–---–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მან გაიცნო ზ-----------–-----–---–-, რომელიც დაინტერესებული იყო კონიაკის რეალიზაციით. აღნიშნულის თაობაზე დაუკავშირდა ა--------–------ს, რომელმაც სთხოვა, გაეცნო მისთვის აღნიშნული პირი. მეორე დღეს ზ----- შეახვედრა ა--------–------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შესთავაზა 1993 წელს გამოშვებული, ს--------- წარმოების კონიაკი ,,ა----------‘ 80 ლარად. ნახეს კონიაკი, ზ-----ს მოეწონა და უთხრა, რომ ბევრის აღების სურვილი ჰქონდა. რამდენიმე დღეში კონიაკი შემოიტანეს და მანქანით მიიტანეს ა--------–------ის სახლში. კონიაკი მიიტანა ვ-–------------------, ს-------------------სა და ფ--–-----------–---თან ერთად, რომლებიც პირველად იმ დღეს ნახა. ვ-–------------------გან იცის, რომ კონიაკი ს------------ შემოიტანეს ს-------------------მ და ფ--–-----------–---მა. ზ-----ს (რომელსაც თან ახლდა მისთვის უცნობი ბიჭი) შეხვდა ო--------–-–- და მიიყვანა ა--------–------ის სახლში. გასინჯეს კონიაკი და გადააწყვეს ზ-----ს მანქანაში. ამ დროს მივიდნენ პოლიციელები და დააკავეს. ეზოში შეკრებილ ხალხს პოლიციამ მოუწოდა, გასულიყვნენ ეზოდან, რა დროსაც, როგორც შემდეგ გაიგო, ს------------------- და ფ--–-----------–---- გაიპარნენ.

 

მოწმე ზ-----------–-----–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ნ-----–---------–---–---–მა, ე-–-----------------მა და მესამე პიროვნებამ (რომლის სახელი და გვარი ვერ გაიხსენა) შესთავაზეს ძვირადღირებული სასმელის შემოტანა ს------------, თითო ბოთლის 80 ლარად შესყიდვის პირობით. ნ-----–---------–---–---–მა ნიმუშად გადასცა ერთი ბოთლი ,,ა---------ს‘‘ მარკის კონიაკი, თან უთხრა, რომ შეეძლოთ 200 ასეთი ბოთლის შემოტანა ს------------. რამდენადაც 200 ბოთლი უაქციზო სასმელის შემოტანა სისხლის სამართლის დანაშაული იყო, აცნობა გამომძიებელ ი-–-----–----ს. ამის შემდეგ დაურეკა ნ-----–---------–---–---–მა და დაუსახელა ო--------–-–- ადგილი, სადაც კონიაკი იქნებოდა. შესახვედრად წავიდა მ-----–----------- ერთად, სადაც დახვდათ ნ-----–---------–---–---–ი და ე-–-----------------ი, რომელთაც უთხრეს, რომ უაქციზო კონიაკი იყო ი---–-, მ----–---ს ქუჩაზე, მესამე პიროვნების სახლში, ,,B---ს‘‘ მარკის ავტომანქანაში. მითითებულ მისამართზე, ეზოში დაიწყეს მანქანიდან კონიაკის ბოთლების გადმოტვირთვა, რომელიც, როგორც თქვეს, ს------------ გადმოიტანეს. უთხრა, რომ თან ჰქონდა საქონლის საფასურის მხოლოდ ნაწილი - 10000 ლარი, 6000 ლარს ახლობელი მიუტანდა. ამის შემდეგ შევიდა პოლიცია და დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. უაქციზო კონიაკებთან დაკავშირებით, მითითებული სამი პიროვნების გარდა, სხვასთან საუბარი არ ჰქონია, არც მათ უხსენებიათ სხვა პირები მასთან.

 

მოწმე ვ-–------------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, დაურეკა ე-–-----------------მა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა კონიაკის ჩამოტანა. ვინაიდან მეგობრობდა ს-------------------სთან, დაურეკა ს-------–- და ჰკითხა, შეეძლო თუ არა კონიაკის ჩამოტანა, რაზეც მან უპასუხა, რომ შეეძლო. ერთი ბოთლი ნიმუშიც გამოუგზავნეს ს------------ სამარშრუტო ტაქსით, გამოატანეს მძღოლს, რაც გადასცა ე-–------ს. რამდენიმე დღეში დაურეკა მან და უთხრა, რომ მყიდველს ჰქონდა 200 ბოთლი კონიაკის შეძენის სურვილი და თითო ბოთლში 80 ლარს გადაიხდიდა, საიდანაც 40 ლარი ხვდებოდათ თვითონ, ს-------------------სა და ფ--–-----------–---ს, ანუ ე-–------ს და სხვებს მისგან 40 ლარად უნდა ეყიდათ. ისევ დაურეკა ს-------------------ს ს-------–-, შეუკვეთა 200 ბოთლის ჩამოტანა, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. ს------------ უაქციზო კონიაკი ჩამოიტანეს ს-------------------მ და ფ--–-----------–---მა 2----–-–---- თებერვალს და მიიტანეს მასთან სახლში, ტ-------------ში. აღნიშნული კონიაკი, 10 ყუთი, გადაიტანა თავის მანქანაში. შემდეგ, ს-------------------სა და ფ--–-----------–---ტან ერთად, შეხვდა ე-–------ს და წავიდნენ ა--------–------ის სახლში. ყუთები გადააწყვეს შავი ფერის ,,ჰ--------ს‘‘ მარკის ავტომანქანაში, რა დროსაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს. კონიაკის რეალიზაციის მომენტში ს-------------------სა და ფ--–-----------–---ს დატოვებული ჰქონდათ ტერიტორია. ადგილზე იყვნენ თვითონ, ე-–-----------------ი, ა--------–------ი და ნ---, რომლის გვარი არ ახსოვს. გამოძიების პროცესში მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო როგორც ს------------------, ისე - ფ--–-----------–----.

 

2016 წლის 5 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ვ-–------------------ წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან #1-ზე ამოიცნო ს-------------------, სახის მოყვანილობით, მუქი ხშირი თმითა და თვალების მუქი ფერით.

 

იმავე თარიღის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ვ-–------------------ #3 ფოტოსურათზე ამოიცნო ფ--–-----------–----, სახის მოყვანილობითა და ნაკვთებით, მუქი ფერის ხშირი თმითა და არახშირი წვერით.

 

მოწმე ა--------–------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ნ-----–---------–---–---–მა ჰკითხა, შეეძლო თუ არა გასაყიდად კონიაკის შოვნა. დაუკავშირდა ვ-–----------------ს და მის მიერ ნიმუშად გადაცემული ერთი ცალი ,,ა---------ს‘‘ მარკის უაქციზო კონიაკი გასასინჯად მიუტანეს ნ-----–----ს, რომელმაც უთხრა, რომ აიღებდნენ 200 ბოთლს. შეთანხმდნენ, რომ ნ---ს ნაცნობ ზ-----ს თითო ბოთლს მიჰყიდდნენ 80 ლარად, საიდანაც ვ-–------------------ იქნებოდა 40 ლარი. იცის, რომ ეს კონიაკები ს------------ უნდა ჩამოეტანა ს-------------------ს. რამდენიმე დღეში 200 ბოთლი უაქციზო კონიაკი ვ----მ, ს-------------------მ და ფ--–-----------–---მა მიიტანეს ,,B---ს‘‘ მარკის ავტომანქანით მისი სახლის ეზოში. ამ დროს მივიდნენ ნ-----–----ი და ზ-----ც, ასევე, იყო მესამე პიროვნება, რომლის სახელი არ იცის. გადააწყვეს ერთი მანქანიდან მეორეში, რა დროსაც ს------------------- და ფ--–-----------–----ც იქ იყვნენ. საქონელი სულ 16000 ლარის იყო, მაგრამ ზ-----მ უთხრა, რომ ჰქონდა 10000 ლარი და გადიოდნენ დანარჩენი 6000 ლარის მოსატანად, რა დროსაც ეზოში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები. შეეშინდა და სახლში შევარდა, სადაც მოხდა მისი დაკავება. ამ დროს ს------------------- და ფ--–-----------–---- უკვე ადგილზე აღარ იყვნენ. გამოძიების დროს მიიღო მონაწილება ამოცნობაში.

 

2016 წლის 9 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ა--------–------მა წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან #3-ზე ამოიცნო ს-------------------, სახის მოყვანილობით, თმებით და წარბების მოყვანილობით.

 

იმავე თარიღის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ა--------–------მა, ასევე, ამოიცნო ფ--–-----------–----, შავი ფერის თმით, წაწვეტებული ცხვირით, წარბებით, წარბებს შორის დაშორებითა და სახის ოვალური მოყვანილობით.

 

მოწმე ე-–-----------------მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ნ---მ და ზ-----მ მის მეგობარ ა--------–------ს სთხოვეს კონიაკების შოვნა, რასთან დაკავშირებითაც დაურეკეს ვ-–----------------ს, რომელმაც უთხრა, რომ ს--------- წარმოების ,,ა---------ს‘‘ მარკის უაქციზო კონიაკს ჩამოუტანდნენ ს------------. მან ნიმუშად გადასცა ერთი ბოთლი, რაც, სავარაუდოდ, ს-------------------მ და ფ--–-----------–---მა გამოუგზავნეს ს------------. ეს კონიაკი მისცა ნ---ს, ნ---მ კი - ზ-----ს. შემდეგ მოილაპარაკეს და შეუკვეთეს 200 ბოთლის ჩამოტანა, რომლის თითო ბოთლში ზ----- 80 ლარს გადაიხდიდა, საიდანაც ვ----ს (ვ-–----------------ს) მისცემდნენ 40 ლარს. 2----–-–---- თებერვალს დაურეკა ვ----მ და აცნობა, რომ უკვე ჩამოუტანეს კონიაკები ს------- და ფ--–---- და დაკავშირებოდნენ კლიენტს. კონიაკი მიიტანეს ვ----მ, ს------------------მ და ფ--–-----------–---მა ა--------–------თან. ეზოში ორი მანქანა იყო, ერთი ვ----სი, სადაც კონიაკი ელაგა, მეორე მყიდველის - ზ-----სი, რომელიც შემდგომში თანამშრომელი აღმოჩნდა. ს-------------------სთან და ფ--–-----------–---თან კავშირი ჰქონდათ ვ----ს მეშვეობით, ხოლო ის თავის წილად აღებულ ფულს როგორ გაანაწილებდა, არ იცის. ვინაიდან კონიაკის საფასურის ნაწილი ჰქონდათ, ნაწილის მოსატანად უნდა გაჰყოლოდა ზ-----ს, რა დროსაც ეზოში შევიდა პოლიცია და დააკავეს. მისი ინფორმაციით, უაქციზო კონიაკების ყიდვით ზ----- დაინტერესდა ნ---სთან, რაც ნ---მ უთხრა არამს. მონაწილება მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო ს------------------, რომელსაც დიდი ხანია იცნობს, ასევე, ფ--–-----------–----, რომელიც იმ დღეს პირველად ნახა, მაგრამ მისი ამოცნობა არ გასჭირვებია.

 

2016 წლის 9 მარტის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ე-–-----------------მა ამოიცნო ს------------------, სახის მოყვანილობით, თმებით, სახის სხვა ნაკვთებით. მოწმის განმარტებით, ს-------------------ს რამდენჯერმე შეხვედრია და მისი ამოცნობა სირთულეს არ წარმოადგენდა.

 

იმავე თარიღის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ე-–-----------------მა ამოიცნო ფ--–-----------–----, სახის მოყვანილობით, თმის ფერით, წაწვეტებული ცხვირითა და წარბებით.

 

ფ----------------------- საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, მოწმე ი-–-----–----- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მის მოვალეობაში შედის შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მიღებული ინფორმაციის დამუშავება. 2016 წლის თებერვლის თვის დასაწყისში მისმა ნაცნობმა, მეგობარმა ზურაბ ა---–-----–---–მა უთხრა, რომ გაიცნო სამი ადამიანი - ნ-----–---------–---–---–ი, ა--------–------ი და ე-–-----------------ი, რომლებმაც გადასცეს ერთი ბოთლი ს--------- წარმოების კონიაკი ,,ა----------‘, ქართული აქციზური მარკის გარეშე, რომლებიც, როგორც ახსოვს, კვლავ დაუკავშირდნენ ზ-----ბს და უთხრეს, რომ აპირებდნენ ს------------ შემოტანილი ანალოგიური კონიაკის 200 ბოთლის რეალიზაციას და, თუ სურვილი ჰქონდა, მიაწვდიდნენ 80 ლარად, რაც შემდგომ თვითონ ფასნამატით შეეძლო გაეყიდა. მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკით მიმართა ხელმძღავნელობას და დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც, როგორც მისთვისაა ცნობილი, მოხდა რეალიზაციაში მონაწილე პირთა დაკავება.

 

ამავე სამსახურის გამომძიებლის, მოწმე დ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის თებერვლის თვეში, გამომძიებელ ი-–-----–----- პატაკის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. ინფორმაციის თანახმად, კონკრეტული პირთა ჯგუფი აპირებდა საქართველოში უაქციზო ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციას, რის თაობაზეც ი-–-----–----ს აცნობა ზ-----ბ ა---–-----–---–მა. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ხსენებული პირი, რომელიც, თავის მხრივ, იცნობდა სავარაუდო რეალიზაციაში მონაწილე პირებს. ჩაატარეს ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც ნებაყოფლობით ჩაერთო ზ-----------–-----–---–- და გამოვლინდა ნ-----–---------–---–---–ის, ა--------–------ისა და ე-–-----------------ის მიერ 200 ბოთლი ს--------- წარმოების უაქციზო კონიაკ ,,ა---------ს‘‘ რეალიზაციის ფაქტი ზ-----ბ ა---–-----–---–ზე. შესაბამისად, მოხდა მონაწილე პირთა დაკავება ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციის მომენტში. მიღებული ინფორმაციით, დანაშაულში ფიგურირებდა მხოლოდ სამი პიროვნება: ნ-----–---------–---–---–ი, ა--------–------ი და ე-–-----------------ი. შემდგომში დაკავებულების გამოკითხვით გამოიკვეთა, რომ ეს ალკოჰოლური სასმელი ს-------------------–------- შემოიტანეს ს-------------------მ და ფ--–-----------–---მა, რის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები მათ მიმართაც. ს-------------------- და ფ--–-----------–---- ფარული საგამოძიები მოქმედების მიმდინარეობისას ნამდვილად იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე, მაგრამ იმ ეტაპზე არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია მათ შესახებ. დადგინდა, რომ ხსენებული პირები მათი გამოვლენის დროს უკვე აღარ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ახსოვს, საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემებში დაფიქსირებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე მათი ერთად შემოსვლა და გასვლა. შესაბამისად, ჩაატარეს ფოტოსურათით ამოცნობები, რა დროსაც დაკავებულმა პირებმა ამოიცნეს ს------------------- და ფ--–-----------–----.

 

2----–-–---- თებერვლის დათვალიერების ოქმით, გამომძიებლის მიერ, ზ-----------–-----–---–-ს მონაწილებით, დათვალიერდა მის მიერ წარდგენილი ერთი ცალი ბოთლი, რომელში მოთავსებულია ნარინჯისფერი სითხე. ბოთლზე დაკრულ ყვითელი ფერის ეტიკეტზე იკითხება რ------– ენაზე შესრულებული წარწერა: ,,A----------------------‘‘. ბოთლს აქვს ყვითელი ფერის მეტალის თავსახური და დაკრულია აქციზური მარკა, რ------–ი წარწერით: ,,А----------------------------------‘‘.

 

იმავე თარიღის დათვალიერების ოქმით, გამომძიებლის მიერ, ზ-----------–-----–---–-ს მონაწილებით, ასევე, დათვალიერდა მის მიერ წარდგენილი 200 ერთეული ბოთლი, რომელშიც მოთავსებულია ნარინჯისფერი სითხე. ბოთლზე დაკრულ ყვითელი ფერის ეტიკეტზე იკითხება რ------– ენაზე შესრულებული წარწერა: ,,A----------------------‘‘. ბოთლს აქვს ყვითელი ფერის მეტალის თავსახური, რაზეც დაკრულია აქციზური მარკა, რ------–ი წარწერით: ,,А----------------------------------‘‘.

 

2016 წლის 5 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, გამოძიების მიერ ნ-----–---------–---–---–ისგან, ე-–-----------------ისგან, ვ-–------------------გან და ა--------–------ისგან შეძენილი საქონელის (მარკირების თანახმად ,,APMЯHСКИЙ КОНЬЯК АРАРАТ В-------------‘‘, ტევადობა 0,5 ლიტრი, სიმაგრე 40%) მთლიანი საბაზრო ღირებულება 200 ერთეულ ბოთლზე ექსპერტიზის ჩატარების დროის მდგომარეობით შეადგენს 16000 ლარს, რაც ერთეულ ბოთლზე შეადგენს 80 ლარს.

 

დასკვნაში მითითებულია, რომ ჩატარებული კვლევის შედეგად ადგილობრივ ბაზარზე ვერ იქნა მოძიებული მონაცემები კვლევის ობიექტების ანალოგიური დასახელების, მარკირების და ანალოგიური მახასიათებლების მქონე საქონლის ყიდვა/გაყიდვის ან შეთავაზების შესახებ. ასევე, ვერ იქნა მოძიებული მონაცემები მსგავსი ან იდენტური საქონლის ყიდვა/გაყიდვის ან შეთავაზების შესახებ. შეფასების ობიექტების ეტიკეტებზე დატანილი მწარმოებლის ,,Е-------------------------‘‘ ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია აწარმოებს ალკოჰოლურ სასმელებს, კონიაკებს დასახელებით ,,A-----‘‘, ასევე, მოცემულია სხვადასხვა პერიოდისთვის პროდუქციის (ბოთლის, ეტიკეტის) ვიზუალური სახეცვლილება. ვებ-გვერდზე არ არის შეფასების ობიექტების ანალოგიური ეტიკეტის და ბოთლის მქონე პროდუქციის შესახებ მონაცემები, თუმცა, სხვა ინტერნეტ-გვერდებზე არსებული ინფორმაციის თანახმად, გამოსაკვლევი საქონლის გარეგნულად ნაწილობრივ მსგავსი ალკოჰოლური სასმელები წარმოადგენენ გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩამოსხმულ კონიაკს. სასაქონლო კვლევით ვერ იქნა დადგენილი, ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტები წარმოადგენენ თუ არა ორიგინალ პროდუქციას. ვინაიდან კვლევით ვერ იქნა მოძიებული მონაცემები შეფასების ობიექტის ღირებულების შესახებ, შეფასების ობიექტების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას ექსპერტი დაეყრდნო სისხლის სამართლის #9---------- საქმეზე დადგენილებაში მითითებულ მონაცემებს, რომ ერთეული ბოთლი შეძენილია 80 ლარად.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–---------–-----, რომელმაც განმარტა, რომ წარდგენილი კონიაკის საბაზრო ღირებულების დასადგენად ადგილობრივ ბაზარზე ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია, მათ შორის, ფასი ანალოგიური საქონლის რეალიზაციის ანუ ყიდვა-გაყიდვის შესახებ, ეძებდა სავაჭრო ობიექტებში, მარკეტები, სუპერმარკეტებში, ყველგან, სადაც საქონლის რეალიზება ხდება, ასევე, ვერ მოიძია მწარმოებლის საიტზეც, თუმცა ინფორმაცია იყო სხვა საიტებზე ანალოგიური ეტიკეტის, ტევადობის ბოთლებზე, სადაც მითითებული იყო, რომ ეს არის გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩამოსხმული, ს--------- წარმოების კონიაკი. შესაბამისად, საბაზრო ფასის დადგენისთვის დაეყრდნო იმ მონაცემებს, რომლებიც დადგენილებაში იყო მითითებული, რა ფასადაც მოხდა ამ საქონლის შესყიდვა. ეს იყო ერთადერთი გარიგების აქტი, რომელიც ამ ტიპის საქონელზე იყო დადებული იმ მომენტში. შესაბამისად, ფასი დადგინდა გარიგების მიხედვით და საერთო ღირებულებამ შეადგინა 16000 ლარი. მოწმემ განმარტა, რომ შეფასების მეთოდები რეგულირდება შეფასების საერთო სტანდარტებით, სადაც არის მითითებული ის კრიტერიუმები და ფაქტორები, რის მიხედვითაც ხდება შეფასება. არ არსებობს ნორმატიული აქტი საბაზრო ღირებულების განსაზღვრისათვის. არის შეფასების სტანდარტები, სადაც სხვა მეთოდებს შორის გარიგების ფასი წარმოადგენს ერთ-ერთ მაჩვენებელს, რის მიხედვითაც შეიძლება დადგენილ იქნეს საბაზრო ღირებულება, რასაც მოცემული კვლევისას ჰქონდა ადგილი.

 

2016 წლის 9 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებულ იქნა ვ-–------------------ ,,ipon 6‘‘ მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებულია მ----------- ბარათი ნომრით 5-----------. ტელეფონში შემავალი და გამავალი ზარების დათვალიერებისას 2----–-–---- თებერვალს, 1---- წუთზე, ფიქსირდება გამავალი ზარი ტელეფონის ნომრიდან 5-----------, რომელიც ტელეფონში დაფიქსირებულია როგორც SE---------, რომლითაც, მისივე განმარტებით, უკავშირდებოდა ს------------------. საუბრის ხანგრძლივობაა 27 წამი. იმავე ნომერზე 1---- საათზე განხორციელებულია გამავალი ზარი, რა დროსაც საუბარი გაგრძელდა 40 წამი. ხოლო 1---- საათზე გამავალი ზარის დროს საუბრის ხანგრძლივობაა 2 წუთი. 14:50 საათზე იმავე ნომერზე განხორციელდა ზარი, საუბრის 1 წუთის ხანგრძლივობით. ტელეფონის შემავალი და გამავალი ზარების დათვალიერებისას დაფიქსირდა ტელეფონის ნომერი 5-----------, რომელიც ტელეფონში დაფიქსირებულია, როგორც ,,E-------‘‘. ვ-–------------------ განმარტებით, აღნიშნული ტელეფონის ნომრით უკავშირდებოდა ე-–-----------------ი. 2----–-–---- თებერვალს, 1---- საათზე, 5----------- ნომრიდან დაფიქსირებულია შემომავალი ზარი, რა დროსაც საუბრის ხანრძლივობა შეადგენს 2 წუთს. იმავე ნომერზე 1---- საათზე დაფიქსირებულია გამავალი ზარი, საუბრის ხანგრძლივობაა 29 წამი. 1---- საათზე დაფიქსირებულია გამავალი ზარი, საუბრის ხანგრძლივობაა 15 წამი. 1---- და 1---- საათზე იმავე ნომრიდან დაფიქსირებულია შემომავალი ზარები, რა დროსაც საუბრის ხანგრძლივობამ შეადგინა 3-3 წუთი. 2----–-–---- თებერვალს, 1---- საათზე, დაფიქსირებულია გამავალი ზარი, რა დროსაც საუბრის ხანგრძლივობა შეადგენს 1 წუთს. აღნიშნული სატელეფონო ზარებით დასტურდება 2----–-–---- თებერვალს ვ-–------------------ კავშირი ს-------------------სა და ე-–---------------------.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება.

 

მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულებაა ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი ან სხვა ობიექტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

მტკიცებულებების მეშვეობით, სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის ბრძანებულებით ,,საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ‘‘ აიკრძალა ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოება, იმპორტირება და რეალიზაცია აქციზური მარკების გარეშე. აქციზი წარმოადგენს გადასახადის გადახდის ნიშანს, რომლის არგამოყენება უმოქმედობით გადასახადისათვის თავის არიდებაა. აღნიშნული ქმედებით ქვეყანა კარგავს საბიუჯეტო შემოსავალს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება სერგეი არჯვანიძისა და ფ--–-----------–----ს დანაშაულებრივი ქმედება - ჯგუფურად ჩადენილი, დიდი ოდენობით უაქციზო კონიაკის შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა.

 

მოწმე ვ-–----------------ი, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ამ კონკრეტული დანაშაულისათვის, ს--------- წარმოების კონიაკ ,,ა---------ს‘‘ საქართველოში შემოტანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურანტია. სწორედ ის იყო უშუალო კავშირში ს-------------------სთან. გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, ე-–-----------------ი, ზ-----ბ ა---–-----–---–თან მოლაპარაკებისთანავე, დაუკავშირდა ვ-–----------------ს, რომელიც, თავის მხრივ, უაქციზო კონიაკით მყიდველის დაინტერესებისთანავე, დაუკავშირდა ს-------–-, მეგობარ ს-------------------ს, რომელმაც დარეკვიდან მალევე გამოუგზავნა მას ერთი ბოთლი ,,ა---------ს‘‘ მარკის უაქციზო კონიაკი ნიმუშად, სამარშრუტო ტაქსის მძღოლის მეშვეობით. ს------------------ის მიერ ნიმუშად გამოგზავნილი კონიაკის 2----–-–---- თებერვალს ზ-----------–-----–---–-სგან ამოღებულ 200 ბოთლ კონიაკთან იდენტურობა დადასტურებულია დათვალიერების ოქმებითა და ექსპერტიზის დასკვნით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ, ის გარემოება, პირველად დავით ა---–-----–---–მა გამოხატა დაინტერესება უაქციზო კონიაკის რეალიზაციით, თუ ეს ნ-----–---------–---–---–მა შესთავაზა მას, არ არის განმსაზღვრელი ს------------------ისა და ფ--–-----------–----ს ქმედებებთან მიმართებაში, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში, რაც გამოიხატა დანაშაულის ამსრულებელ სხვა პირებთან კავშირში მყოფი ვ-–------------------თვის უაქციზო სასმელის მიწოდებასა და, მასთან ერთად, აღნიშნული სასმელის რეალიზაციაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო კატეგორიულად ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას ზ-----------–-----–---–-ს მხრიდან ბრალდებულების დანაშაულის ჩადენაზე პროვოცირების შესახებ ს-------------------სა და ფ--–-----------–---თან მიმართებაში, რამდენადაც ზ-----------–-----–---–- საერთოდ არ იცნობდა მათ, ისევე, როგორც არ იცნობდა ვ-–----------------ს და მათ მიმართ მას არც რაიმე სახის შეთავაზება გაუკეთებია და არც მოლაპარაკებები უწარმოებია მათთან.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ, თუნდაც ზ-----------–-----–---–-ს მხრიდან გამოხატული ინტერესის შემთხვევაში, მისი მხრიდან, გარდა ერთჯერადი შეთავაზებისა, რაიმე სახის დაძალებას დანაშაულში მონაწილე არცერთი პირის მიმართ ადგილი არ ჰქონია, აღნიშნულ გარემოებაზე აპელირება არ მოუხდენია სასამართლოში დაკითხულ არცერთ მოწმეს, რომლებიც უკვე მსჯავრდებული არიან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მით უფრო, აღნიშნულს ვერ ექნებოდა ადგილი ბრალდებულების - ს------------------ისა და ფ--–-----------–----ს მიმართ, რომლებსაც ზ-----------–-----–---–- საერთოდ არ იცნობდა და არც მათი როლის შესახებ იყო ცნობილი მისთვის, სანამ არ მოხდა დანაშაულის მონაწილე სხვა პირთა დაკავება უაქციზო კონიაკის მასზე რეალიზაციის მომენტში.

 

დადგენილია, რომ ზ-----------–-----–---–-ს მიერ ძვირადღირებული კონიაკების რეალიზაციით დაინტერესების შემდგომ უაქციზო სიგარეტები საქართველოში უნდა შემოეტანა ს------------------ს. აღნიშნული ფაქტი, გარდა მოწმე ვ-–------------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებისა, დადასტურებულია სასამართლოში დაკითხული თითქმის ყველა მოწმის ჩვენებით, რომელთა თანახმადაც, მათთვის ცნობილი იყო, რომ ვ-–------------------ მეშვეობით ხორციელდებოდა კონიაკების ს------------ შემოტანა, ამავდროულად, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია ამოღებული კონიაკების საგამოძიებო მოქმედებაში ჩართულ პირზე რეალიზაციის დროს ბრალდებულების - ს------------------ისა და ფ--–-----------–----ს შემთხვევის ადგილზე ყოფნა. კეროდ, მოწმე ნ-----–---------–---–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ა--------–------თან ავტომანქანით კონიაკის მიტანისას იქ იმყოფებოდნენ ს------------------- და ფ--–-----------–----, რომლებმაც, როგორც ვ-–------------------ განაცხადა, შემოიტანეს აღნიშნული კონიაკი ს------------. ბრალდებულების - ს------------------ისა და ფ--–-----------–----ს ა--------–------ის ეზოში ყოფნის ფაქტი დაადასტურეს, ასევე, მოწმეებმა: ა--------–------მა, ე-–-----------------მა და, რა თქმა უნდა, თავად მოწმე ვ-–------------------, რომელთან ერთადაც მივიდნენ აღნიშნული პირები ა--------–------ის სახლში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ა--------–------მა, რომელიც, ზ-----------–-----–---–-ს მხრიდან დაინტერესებისთანავე, ე-–--------------------- ერთად, აგვარებდა უაქციზო კონიაკის რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, რომ ეს კონიაკები ვ---- სააკოვისთვის ს------------ უნდა მიეწოდებინა ს-------------------ს.

 

მოწმე ვ-–------------------ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ ს-------------------მ და ფ--–-----------–---მა უაქციზო კონიაკი მას მიუტანეს სახლში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ტ-------------ში, აღნიშნული კონიაკი გადაიტანეს მის მანქანაში, ხოლო შემდეგ ო--------–-–-, რესტორან ,,კ--–----თან‘‘, შეხვდნენ ე-–-----------------ს და ა--------–------ის სახლში წავიდნენ ს-------------------სთან და ფ--–-----------–---თან ერთად.

 

მოწმეების - ნ-----–---------–---–---–ის, ვ-–------------------ა და ა--------–------ის ჩვენებები სრულ თანხვედრაშია მოწმე ე-–-----------------ის ჩვენებასთან, რომელმაც განაცხადა, რომ ვ-–----------------ი დაჰპირდა მათ უაქციზო კონიაკის მიწოდებას, რომელიც უნდა ჩამოეტანათ ს------------, რაც განხორციელდა 2----–-–---- თებერვალს, კონიაკი მიიტანეს ს-------------------მ, ფ--–-----------–---მა და ვ---- სააკოვმა, ამ უკანასკნლის ავტომანქანით.

 

ს------------------ის დანაშაულებრივ კავშირს ვ-–----------------თან, რომელმაც, ს-------------------სა და ფ--–-----------–---თან ერთად, მიიტანა მ----–---ს ქ.#10ა-ში უაქციზო კონიაკი, ადასტურებს ს------------------ს არაერთჯერადი სატელეფონო კავშირი ვ-–----------------თან უშუალოდ დანაშულის ჩადენის დღეს - 2----–-–---- თებერვალს. კერძოდ, ვ-–------------------ ტელეფონის ნომერზე 5-----------, 1---- საათზე, დაფიქსირებულია 27 წამიანი შემავალი ზარი ტელეფონის ნომრიდან 5-----------, კონტაქტის სახელით - SE---------, რომლითაც უკავშირდებოდა ს-------------------. იმავე დღეს მათ შორის სატელეფონო საუბრები განხორციელდა რამდენჯერმე. კერძოდ, 1---- საათზე მათ შორის განხორციელებული საუბარის ხანგრძლოვობაა 40 წამი, 1---- საათზე - 2 წუთი, ხოლო 14:50 საათზე - 1 წუთი. იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიერ შემთხვევის ადგილზე გამოცხადება, რასაც მაშინვე მოჰყვა დაკავების ღონისძიებები, განხორციელდა 19:00 საათის შემდეგ, შესაბამისად, სახეზეა ს------------------სა და ვ-–------------------ კომუნ---ცია ერთმანეთთან შეხვედრამდე. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მათ შორის განხორციელებულ პირველ სატელეფონო კავშირზე, რომელიც განხორციელდა 1---- საათზე, მალევე მას შემდეგ, რაც 10:00 საათზე ს-------------------მ და ფ--–-----------–---მა გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ნინოწმინდის გამშვები პუნქტიდან.

 

საგულისხმოა, რომ ბრალდებულებს - ს-------------------სა და ფ--–-----------–---ს ბრალი არ აქვთ წარდგენილი უაქციზო კონიაკის საქართველოში შემოტანაზე, რამდენადაც ბრალდების მხარეს ამ მხრივ არ ჰქონდა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თუმცა ის ფაქტი, რომ ს-------------------მ და ფ--–-----------–---მა, მას შემდეგ, რაც გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, იმავე დღეს საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვა ავტომანქანით თბილისში და მისი მიტანა ჯერ მოწმე ვ-–----------------თან, ხოლო შემდეგ, ამ უკანასკნელთან ერთად, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან, უტყუარადაა დადასტურებული ზემოთ განხილული მტკიცებულებებით.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულთა მიერ საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემებზე, რომელშიც დაფიქსირებულია ს------------------სა და ფ--–-----------–----ს საქართველოში შემოსვლა და გასვლა. მონაცემების თანახმად, ფ--–-----------–---- და ს------------------- საქართველოში შემოვიდნენ ნინოწმინდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 2----–-–---- თებერვალს, 10:00 საათზე, გასვლა კი ორივე მათგანს უფიქსირდება იმავე დღეს, სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, თითო წუთიანი ინტერვალით, კერძოდ, ს------------------- გასულია 22:38 საათზე, ფ--–-----------–---- კი - 22:39 საათზე. ეს გარემოება ცხადყოფს, რომ მათ დანაშაულის ჩადენისთანავე დატოვეს საქართველო, რაც, თავის მხრივ, სრულ თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან, რომ მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, ისინი აღარ უნახავთ. აღნიშნული გარემოება ადასტურებს მათ მიერ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ფაქტს, რამდენადაც გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული როგორც მათი საქართველოში ერთდროულად შემოსვლისა და გასვლის ფაქტი, ასევე, მათი ერთად ყოფნის ფაქტი დანაშაულის ჩადენის ადგილას.

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------- გამამტყუნებელი განაჩენი ვ-–------------------, ა--------–------ისა და ე-–-----------------ის მიმართ და ამავე სასამართლოს 2----–-–---------–---- გამამატყუნებელი განაჩენი ნ-----–---------–---–---–ის მიმართ (რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული) ადასტურებს სწორედ ამ კონკრეტული დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ფაქტს, სადაც დანაშაულის თანამონაწილეებად, ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან ერთად, დასახელებული არიან, ასევე, ს------------------- და ფ--–-----------–----.

 

დაცვის მხარის მიერ აპელირება მოხდა იმ გარემოებაზე, რომ დანაშაულის საგანი - უაქციზო კონიაკი საქმეზე დამაგრებულია მოწმის მიერ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის შედეგად და არა - ამოღების წესით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონიაკის ამოღება მოხდა გამომძიებელ დ----------------ს მიერ მოწმე ზ-----------–-----–---–-ს გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ამ უკანაკნელისვე მონაწილებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - კონიაკების დათვალიერების შედეგად, თავდაპირველად - ნიმუშის, შემდეგ კი - 200 ბოთლის.

 

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლი ითვალისწინებს დათვალიერების დროს საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღების შესაძლებლობას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. მართალია, დათვალიერების დროს გამომძიებლის მიერ ამოღებული საგნის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნების აღწერის შემდგომ არ იქნა მითითებული მისი შემდგომი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზით ამოღებული კონიაკის ღირებულება დადგენილ იქნა რეალიზატორებსა და მყიდველს შორის დადებული ზეპირი გარიგების ფასის გათვალისწინებით, აღნიშნულ გარემოებას მოცემულ შემთხვევაში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო შეცვლის შესახებ სასამართლოს არ აქვს ეჭვები, მით უფრო, მაშინ, როდესაც ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამოღებული კონიაკის საბოლოო რეალიზაცია მოახდინა ოპერატიულ ღონისძიებაში ჩართულ პირზე, გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და არცერთ მათგანს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ამოღებული და გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულებებისა და მათ მიერ რეალიზებული კონიაკების იდენტურობა.

 

ამასთან, მითითებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების ავთენტიკურობა შემოწმებულია ალბათობის მაღალი ხარისხისთვის აუცილებელი სამართლებრივი სტანდარტით, რა დროსაც წინასასამართლო სხდომაზე, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვისას, დაცვის მხარის მიერ ნივთიერი მტკიცებულებების - ამოღებული კონიაკების კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა და ეს საკითხი მათ მიერ გაცხადდა მხოლოდ დასკვნით სიტყვაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე გვაქვს ჯგუფური დანაშაული, რომელიც მიმართულია სამეწარმეო და ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, კერძოდ, სახეზეა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, რომლის მიზანს გასაღება წარმოადგენდა, რაც, თავის თავში, მოიაზრებს ასეთი საქონლის შენახვას, მით უფრო, როდესაც სახეზეა რეალიზაციის ფაქტი.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ხუთი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ასეთი საქონლის ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით.

 

აღსანიშნავია, რომ ჩატარებულმა სასაქონლო ექსპერტიზამ საქონლის ღირებულება (200 ბოთლის - 16000 ლარი), ბაზარზე ანალოგის არარსებობის გამო, დაადგინა მხარეთა შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომელიც შედგა ზ-----ბ ა---–-----–---–სა და ნ-----–---------–---–---–ს შორის, რითაც ბრალდების მხარემ, ასევე, იხელმძღვანელა ბრალდებულების - ს------------------ისა და ფ--–-----------–----ს მიმართ დანაშაულის ერთ-ერთი დამამძიმებელი ნიშნის განსაზღვრისას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ს------------------ისა და ფ--–-----------–----ს თანამონაწილეობა და მათი დანაშაულებრივი კავშირი, გარდა ვ-–------------------ა, არ დგინდება დანაშაულში მონაწილე სხვა არცერთ პირთან, რამდენადაც არც ს------------------- და არც ფ--–-----------–---- მონაწილებას არ ღებულობდა მოლაპარაკებებში კონიაკის შესყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის, ფასთან მიმართებით. მართალია, ს------------------- და ფ--–-----------–---- ფაქტობრივად იმყოფებოდნენ მ----–---ს ქუჩაზე, ა--------–------ის სახლში, თუმცა დანაშაულის ჯგუფის სხვა წევრებთან საუბარში მათ მონაწილება არ მიუღიათ.

 

მოწმე ნ-----–---------–---–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, როდესაც ადგილზე ერთმანეთში საუბრობდნენ, მათ საუბარში ს------------------- და ფ--–-----------–---- არ ჩარეულან და ისინი ახლოსაც არ მისულან მათთან, ხოლო მოწმე ე-–-----------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, მათ ვ----სთან (იგულისხმება ვ-–----------------ი) ჰქონდათ საქმე და ბოთლზე 40 ლარი უნდა მიეცათ, ა-----------სა და კ-------–--ნთან მათ საქმე არ ჰქონიათ და მხოლოდ ვ----სთან ჰქონდათ კავშირი. თავად ვ-–------------------ ჩვენების თანახმად კი, რეალიზებული კონიაკის თითოეულ ბოთლში ე-–-----------------ისა და ჯგუფის სხვა წევრებისგან უნდა აეღო 40 ლარი, რომელიც უნდა განაწილებულიყო მას, ს-------------------სა და ფ--–-----------–---ს შორის.

 

ამდენად, მტკიცებულებათა გამოკვლევისას ნათლად გამოიკვეთა, რომ ს------------------სა და ფ--–-----------–---ს, ვ-–------------------ გარდა, არცერთ მათგანთან კონიაკის რეალიზაციის თაობაზე კონტაქტი არ ჰქონიათ და მათთან არანაირ მოლაპარაკებებში მონაწილება არ მიუღიათ, ისინი არ ფიგურირებენ არც ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმში, ფაქტობრივად ახლოსაც არ მისულან მყიდველთან ადგილზე კონიაკის მიტანის შემდეგ, რის გამოც ზოგიერთი პირისთვის შეუმჩნეველიც კი იყო მათი იქ ყოფნა. მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად არ გამოკვეთილა ისეთი გარემოება და ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ს-------------------მ და ფ--–-----------–---მა იცოდნენ იმის თაობაზე, რომ ე-–-----------------ს და სხვებს მყიდველისთვის კონიაკი 80 ლარის საფასურად უნდა გადაეცათ. ასეთ პირობებში მათი დაკავშირება ე-–---------------------, ა--------–------თან და ნ-----–---------–---–---–თან და მათთან შეთანხმებით ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვასა და რეალიზაციაში დადანაშაულება საფუძველს მოკლებულია და გამორიცხავს ს------------------ისა და ფ--–-----------–----ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვას, შენახვასა და რეალიზაციას ჯგუფურად.

 

ამასთან, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ გამორიცხავს ს------------------ისა და ფ--–-----------–----ს მიერ დანაშაულის ვ-–----------------თან ერთად ჩადენას. ზემოთ განხილული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულების კავშირი ვ-–----------------თან, მათ მიერ უაქციზო კონიაკის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე და კონიაკის აქციზის გარეშე რეალიზაცია, ვ-–----------------თან ერთად. ამავდროულად, რამდენადაც ვ-–------------------ ჩვენების თანახმად, ის, ს-------------------სა და ფ--–-----------–---თან ერთად უაქციზო კონიაკის რეალიზების შედეგად თითო ბოთლში იღებდა 40 ლარს, შესაბამისად, 200 ბოთლის საფასურად მისაღები თანხა წარმოადგენდა 8000 ლარს, რაც მოიცავს აქციზური მარკის დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვას, შენახვას და რეალიზაციას დიდი ოდენობის ფარგლებში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ს------------------ისა და ფ--–-----------–----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებზე.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზითა და შეფასებით, უტყუარად დასტურდება, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ჯგუფი ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ს------------------ისა და ფ--–-----------–----ს სახით, რომელშიც, მათთან ერთად ჩართული იყო ვ-–----------------ი.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან/და დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე პირადი ინტერესი ამოძრავებდა, მიეცა მამხილებელი ჩვენება რომელიმე ბრალდებულის წინააღმდეგ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, §68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, §32).

 

ამდენად, სასამართლომ, მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს------------------ისა და ფ--–-----------–----ს მიერ დანაშაულის ჩადენას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ს------------------ემ და ფ--–-----------–---მა ჯგუფურად ჩაიდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით, კონიაკის შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია, თითოეულ მათგანს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულებს - ს------------------ესა და ფ--–-----------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიემებლი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის ქმედების შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო, აგრეთვე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ს------------------ისა და ფ--–-----------–----ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც ბრალდებულთა პიროვნებას, ასევე, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და შედეგს.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების - 201 ბოთლი უაქციზო კონიაკის ბედის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით, რომლის შესაბამისადაც მითითებული კონიაკები უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ს------------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტზე.

 

ს------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნააწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ს-------------------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

 

ს------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ფ--–-----------–----ს ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტზე.

 

ფ--–-----------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ფ--–-----------–---ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

 

ფ--–-----------–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 201 (ორას ერთი) ბოთლი უაქციზო კონიაკი განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მსჯავრდებულებს, რომელთა მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მათ დაუსწრებლად, უფლება აქვთ, განაჩენი გაასაჩივრონ 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებულები ითხოვენ სააპელაციო საჩივრის განხილვას მათი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე