განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100119002910769
N1/116-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15.05.2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივა-- მარიამ გამგებელი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე
ადვოკატი - ნ------- ც--–-ძე
ბრალდებული - ი----- შ-------ს ძე გ--------, დაბადებული 197- წლის 2- დ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------, კ---------------------------.
კვალიფიკაცია
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის იანვრის თვეში, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ--–-------–-----------------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ი----- გ-------მა, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, არასრულწლოვა-- შვილების - 13 წლის ა-- გ--------ს და 10 წლის გ------- გ--------ს თანდასწრებით, მეუღლეს - მ--------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენიმეჯერ ხელი დაარტყა თავის არეში და ერთხელ მოქაჩა თმები, რის შედეგადაც მ--------------–---–მა გა--ცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 2------------–ს, დაახლოებით 16:00 საათზე და 21:30 საათზე, ქ--–-------–-----------------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი----- გ-------მა, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, არასრულწლოვა-- შვილის - 10 წლის გ------- გ--------ს თანდასწრებით, მეუღლეს - მ--------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში და ერთხელ ხელ-ფეხი დაარტყა ტა--ს არეში, რის შედეგადაც მ--------------–---–მა გა--ცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2019 წლის 2------------–ს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ--–-------–-----------------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი----- გ--------, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მეუღლეს - მ--------------–---–ს, ხანჯლის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ--------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში.
1.4. 2019 წლის 2------------–ს ი----- გ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდისათვის) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი----- გ-------- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდისათვის) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. სასამართლოს გადაწყვეტილება ი----- გ--------ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რის გამოც ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.
2.3. ადამია--ს უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
2.4. სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოს მიერ არასაკმარისად მიჩნეული მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება და რომელთა ერთობლიობაც საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი----- გ--------ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ
3.1. დაზარალებულმა - მ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს (მეუღლეს).
3.2. არასრულწლოვა-- მოწმეების - ა-- გ--------ს და გ------- გ--------ს საპროცესო წარმომადგენელმა - ნ-----------------, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უარი განაცხადა არასრულწლოვნების დაკითხვაზე, რის გამოც მათ სასამართლოში ჩვენება არ მიუციათ. ნ---------------ის განმარტებით, არასრულწლოვნებს არ სურდათ ჩვენების მიცემა მამის წინააღმდეგ, ამასთან, მათი ასაკის და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო სხდომაზე მათი დაკითხვა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
3.3. პროკურორის გადაწყვეტილებით, ბრალდებული - ი----- გ--------, როგორც ბრალდების მხარის მოწმე, სასამართლო სხდომაზე არ დაიკითხა.
3.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენილია, რომ 2019 წლის 2------------–ს, 15:05 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის, მ--------------–---–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექა--კურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულმა - მ--------------–---–მა და არასრულწლოვანმა მოწმეებმა - ა-- გ-------მა და გ------- გ-------მა უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე, რითაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში დაფიქსირებული ინფორმაცია ი----- გ--------ს მიერ მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა.
3.5 მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება, გარდა ზემოაღნიშნული პირების გამოკითხვის ოქმების (ჩვენებების), პირის ბრალდების შესახებ დადგენილების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა, სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.6 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 7--ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
3.7 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 7--ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლია-- სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
3.8. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას, საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, გარდა, სსიპ „112“-დან არასრულწლოვან გ------- გ--------ს შეტყობინების აუდიო ჩანაწერის გამოთხოვისა, რასაც მიეცემა ცალკე სამართლებრივი შეფასება.
3.9. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს აზრით, ი----- გ--------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობითაც. მხოლოდ არასრულწლოვან გ------- გ--------ს მიერ სსიპ „112“-ზე განხორციელებული შეტყობინება მის მშობლებს შორის სავარაუდო კონფლიქტის შესახებ, ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების - ზ------------–---–-- და ბ---------–--–---–-- უდავო გამოკითხვის ოქმები, რომელთა ერთობლიობითაც დადგენილია, რომ ი----- გ-------- დაკავებულ იქნა სსიპ „112“-ში შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ოთხ საათში, ქ--–-------–-, მისი საცხოვრებელ სახლში, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მ--------------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი ვერ დადასტურდა, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რადგან, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტუდება ჰქონდა თუ არა ადგილი ი----- გ--------ს მხრიდან ძალადობისა თუ მუქარის ჩადენის ფაქტებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. ადამია--ს უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამია-- აღჭურვილია საქმის სამართლია-- განხილვის უფლებით.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა--სათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტა--ლია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
4.6. საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ სამართლია-- სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.
4.7. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამია--ს უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვა-- ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
4.8. გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს ან გამოიკვლიოს რომელიმე მტკიცებულება.
4.9 მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ი----- გ--------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. სასამართლო ბრალდების მხარის არგუმენტებს ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 და 24-ე ნაწილების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სწორედ დაზარალებული - მ--------------–---–ი, მისი არასრულწოვა-- შვილები - ა-- და გ------- გ-------ები არიან პირები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ი----- გ--------ს ბრალეულობის შესახებ. დაზარალებულმა (ბრალდებულის მეუღლე) და არასრულწლოვანმა მოწმეებმა (ბრალდებულის შვილები) სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ ავტონომიურ მნიშვნელობას კი განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მშობელი, მეუღლე და შვილი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულის მეუღლემ - მ--------------–---–მა და მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა - ა-- და გ------- გ-------ებმა ისარგებლეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ი----- გ--------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაზე.
4.10. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მართალია, სსიპ „112“-ში მიღებული შეტყობინებით, ირკვევა, რომ შესაძლოა მეუღლეებს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტის ფაქტს, თუმცა, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტურდება კონკრეტული გარემოებები, თუ რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული კონფლიქტი, განახორციელა თუ არა ი----- გ-------მა ფიზიკური ძალადობა მ--------------–---–ის მიმართ და გა--ცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი, რომ აღარაფერი ვთქვათ სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე, რომლის დასამტკიცებლად სასამართლოში ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი.
4.11. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მუქარის, როგორც ადამია--ს უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის ისეთ სავალდებულო ელემენტზე, როგორიცაა დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ მუქარის არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. მუქარის დროს ადამიანზე ხდება ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით, რამდენადაც ფსიქოლოგიური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ფაქტის თვითმხილველი თუ დანაშაულის შემდეგ დაზარალებულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, რამდენადაც სასიცოცხლოდ აუცილებელია უტყუარად დადგინდეს მუქარის რეალურობის სწორედ დაზარალებულის მიერ აღქმის ფაქტი.
4.12. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება კონკრეტული გარემოებები, ჰქონდა თუ რა საერთოდ ადგილი ი----- გ--------ს მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს და გა--ცადა თუ არა მ--------------–---–მა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში.
4.13. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ სხვადასხვა პირთა მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას ი----- გ--------ს შესაძლო ბრალეულობის შესახებ, სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს და განაჩენის დადგენისას ვერ გამოიყენებს, რადგან მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს. მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან არც ერთი არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რომელთა ერთობლიობა ობიექტურ პირს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის შესახებ. კანონიერი, დასაბუთებული და სამართლია-- განაჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუციური არსის ამგვარი გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობის თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა--ს შესაძლებლობას.
4.14. ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განმარტებით (სისხლის სამართლის N440აპ-14 საქმე), რომლის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას მტკიცებულების სახით გამოიყენოს ირიბი ჩვენება: „51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ არ იმსჯელა 76–ე მუხლის მესამე ნაწილზე (საკანონმდებლო რედაქციის შეცვლის გამო), მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილებიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა--ს შესაძლებლობას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ირიბი ჩვენება მტკიცებულების სახით მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მომავალში არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.“
4.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია სამართლებრივი შეფასება მისცეს პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სხვა მოწმეთა ჩვენებებს თუ წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი არ არის ი----- გ--------ს მსჯავრდებისათვის. უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების არასაკმარისობა კი საფუძველს აცლის გამამატყუნებელი განაჩენისათვის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
4.16. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართლებრივი შეფასება მისცეს დეტექტივ-გამომძიებელ ლ-------------–---–ის სამსახურებრივი ბარათით სსიპ „112“-დან არასრულწლოვან გ------- გ--------ს შეტყობინების აუდიო ჩანაწერის გამოთხოვის საკითხს.
4.17. თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი ადამია--ს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, თუმცა, აღნიშნული ფუნდამენტური უფლება აბსოლუტური არ არის. მისი შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
4.18. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას განამტკიცებს ადამია--ს უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
4.19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგა--, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას.
4.20. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ საქართველოს შსს კასპის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა - ლ-------------–---–მა 2019 წლის 1---------ს სამსახურებრივი ბარათით (წერილობითი მიმართვით) საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გამოითხოვა გ------- გ--------ს მიერ „112“-ზე 2019 წლის 2------------–ს გაკეთებული შეტყობინების აუდიო ჩანაწერი. მეორე დღეს, აღნიშნული სამმართველოს უფროსმა, ასევე წერილობითი მიმართვით, გამომძიებელს გადაუგზავნა შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, ე.წ. „მიბმულ ფაილად“, რომელიც გამომძიებელმა გადაიტანა სდ დისკზე, დალუქა და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს.
4.21. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა გამომძიებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სსიპ „112“-ის კომპიუტერულ სისტემაში დაცული კომპიუტერული მონაცემის - შეტყობინების აუდიო ჩანაწერის მოპოვების და საპროცესო დამაგრების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი, რაც, საერთო ჯამში, საფუძველს აცლის აღნიშნული ქმედების კანონიერებას მთლიანობაში და ქმნის ამ ფორმით მოპოვებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის წინაპირობას.
4.22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვა-- ინფორმაცია ან დოკუმენეტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართლოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.
4.22. რაც შეეხება კომპიუტერულ სისტემასა და მონაცემს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 27-ე ნაწილის მიხედვით, კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექა--ზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექა--ზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი). ამავე მუხლის 28-ე ნაწილით, კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.
4.23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულად დადგენილია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-ე-14310-ე მუხლების დებულებები. შესაბამისად, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებისას უფლებამოსილმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-ე მუხლით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრინციპებით.
4.24. მოცემულ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა, რომ სსიპ „112“-ში გაკეთებული შეტყობინების აუდიო ჩანაწერი წარმოადგენს კომპიტერულ სისტემაში დაცულ კომპიუტერულ მონაცემს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუშვებელი იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1432-ე-14310 -ე მუხლების დებულებების გარდა, სხვა საშუალებით აუდიო ჩანაწერის გამოთხოვა/მოპოვება.
4.25. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების (საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნორმატიული შინაარსი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ანალოგიურ მიდგომაზე მიუთითებს. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-10-15 პუნქტების თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვა-- ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით“. მე-4 ნაწილი კი ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432–14310 მუხლებით განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ადგენენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების პრინციპებსა და პროცედურას. სსსკ-ის 136-ე მუხლი მოთავსებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 თავში, რომელიც საგამოძიებო მოქმედებათა ზოგადი რეგულირებიდან გამოყოფს სპეციალურ ობიექტს - კომპიუტერულ მონაცემებს და ითვალისწინებს მოწესრიგების განსხვავებულ წესებს. აღნიშნულს უკავშირდება სსსკ-ის 136-ე მუხლით განსაზღვრული წესიც, რომელიც „კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში“ განთავსებული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის სუბიექტად ითვალისწინებს მხოლოდ პროკურორს. რეგულაცია მართალია პირდაპირ არ უთითებს დაცვის მხარისათვის ხსენებული შუამდგომლობის დაყენების შეზღუდვის შესახებ, თუმცა კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების სპეციალური სუბიექტის ამომწურავად განსაზღვრით ცალსახად უსვამს ხაზს კანონმდებლის ნებას აღნიშნული უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭების და დაცვის მხარის რეგულირებიდან გამორიცხვის შესახებ. გასათვალისწინებელია ამავე კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილიც, რომელიც ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საპროცესო ინსტრუმენტზე ავრცელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის განსაზღვრულ წესებს. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედება ვრცელდება კომპიუტერული წესით შენახულ ნებისმიერ მონაცემზე რომელიც ხასიათდება რელევანტურობით და ეხება სსსკ მე-3 მუხლის 23-ე ნაწილში მითითებულ საკითხებს. შესაბამისად, კანონმდებლობა სპეციალურ მოწესრიგებას ადგენს რა „კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში“ განთავსებულ მტკიცებულებათა სასამართლო წესით გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს უზღუდავს ხსენებული შუამდგომლობის დაყენების უფლებას ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებული საქმის განხილვისას კომპიუტერული წესით შენახული ნებისმიერი მონაცემის (მათ შორის საჯარო ინფორმაციის) მიმართ“.
4.2-. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება მოხდეს, ამდენად, უდავოა, რომ ასეთ შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შესახებ არსებული საპროცესო ნორმები.
4.27. სასამართლო განმარტავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით და ადამია--ს უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებაში ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში და დადგენილი წესით. იმისათვის, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება ჩაითვალოს „კანონის შესაბამისად“, შეზღუდვას უნდა გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, კანონი უნდა იყოს საკმარისად ზუსტი და შეიცავდეს საჯარო ხელისუფლების თვითნებობისაგან დაცვის მექა--ზმს.
4.28. საქმეში „გილა-- და ქუინტონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №4158/05“, ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს რომ „ფრაზა „კანონის შესაბამისად“ მოითხოვს სადავო ზომას ჰქონდეს გარკვეული საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში და ასევე შეთავსებადი იყოს კანონის უზენაესობის პრინციპთან, რაც პირდაპირაა მოცემული კონვენციის პრეამბულაში და მე-8 მუხლის საგნისა და მიზნისგან განუყოფელია. ამდენად, კანონი უნდა იყოს სათანადოდ ხელმისაწვდომი და წინასწარ განჭვრეტადი, ანუ, ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით, რომ პირს შეეძლოს, საჭიროების შემთხვევაში სათანადო კონსულტაციით, საკუთარი ქცევის რეგულირება. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა იყოს სამართლებრივი დაცვის მექა--ზმი კონვენციით გარანტირებულ უფლებებში საჯარო ხელისუფლების მხრიდან ჩარევის წინააღმდეგ. საკითხებში, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, კანონის უზენაესობის, კონვენციით დაცული დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის, საწინააღმდეგო იქნებოდა, რომ აღმასრულებლისთვის მიცემული სამართლებრივი დისკრეცია გამოხატული ყოფილიყო შეუზღუდავი უფლებამოსილებით. აქედან გამომდინარე, კანონში საკმარისი სიცხადით უნდა იყოს მითითებული უფლებამოსილი ორგანოებისთვის მინიჭებული ნებისმიერი ამგვარი დისკრეციის ფარგლები და მისი განხორციელების ფორმა. სიზუსტის ხარისხი, რაც საჭიროა ეროვნული კანონმდებლობისთვის (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ითვალისწინებს ყველა შემთხვევას), მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განსახილველი დოკუმენტის შინაარსზე, სფეროზე, რომელსაც ის მოიცავს და მისი ადრესატების რაოდენობასა და სტატუსზე“.
4.29. საქმეზე P.G. and J.H. v. the United Kingdom სასამართლომ აღნიშნა, რომ „კანონთან შესაბამისობა“ ორ იმპერატივს მოიცავს. პირველ რიგში, სადავო ღონისძიებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში; შემდეგ გა--ხილება კანონის ხარისხი, რაც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ცხადად ფორმულირებული, რათა პირმა წინასწარ შეძლოს თავისი ქმედების შესაძლო შედეგის განჭვრეტა; ასევე, დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობის ზოგადი პრინციპი“.
4.30. საქმეზე Malone v. the United Kingdom, სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ „ფრაზა „კანონთან შესაბამისი“ არ გულისხმობს მხოლოდ შიდა სამართალს, იგი გულისხმობს ასევე ზოგად პრინციპებსაც. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს საჯარო ხელისუფლების თვითნებობისგან დაცვის სამართლებრივი საშუალებები. თვითნებობის რისკი უფრო მაღალია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება თავის უფლებამოსილებებს ფარულად ახორციელებს. ამგვარად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტექსტში კანონის განჭვრეტადობის მნიშვნელობა განსხვავებულია, ვიდრე სხვა შემთხვევაში ინდივიდების ქმედებების დარეგულირებისას. კანონი საკმარისად ზუსტად უნდა აყალიბებდეს ტერმინებს, რომლებითაც იგი მოქალაქეებს კონკრეტულად მიუთითებს იმ გარემოებებსა და პირობებზე, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილები არიან მიმართონ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაში საიდუმლო და პოტენციურად სახიფათო შეზღუდვას“.
4.31. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს, საქმეზე Shimovolos v. Russia სასამართლომ დაადგინა, რომ „კანონი, რომელიც უშვებს საგამოძიებო მოქმედებებს, უნდა მოიცავდეს „დაშვებული ზომების ხასიათს, შინაარსსა და ხანგრძლივობას, მათი მიღების საფუძვლებს, მათ განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოებისა და პირების ჩამონათვალს და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებას“, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება.
4.32. ამდენად, სახელმწიფოს ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის და ადამია--ს უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურია და მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო თვითნებურად არ უნდა ჩაერიოს ამ უფლებებში, გარდა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამასთან, აღნიშნული ნორმები ითვალისწინებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც, რაც მდგომარეობს ადეკვატური ღონისძიებების განხორციელებაში პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად.
4.33. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისამართლებრივი დევნა ხორციელდება მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის გამო, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედება ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ფაქტზე.
4.34. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაცია გამოძიების მიერ შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1432-ე-14310-ე მუხლების შესაბამისად. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ფაქტზე, ბრალდების მხარეს კანონი აძლევდა საშუალებას, აუდიოჩანაწერში ასახული ინფორმაცია მოეპოვებინა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე და 12--ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ანუ დაეთვალიერებინა საქმისათვის მნიშვნელოვა-- ინფორმაციის შემცველი აუდიოჩანაწერი და დათვალიერების ოქმის შედგენით შეექმნა ერთი კონკრეტული მტკიცებულება - დაედგინა შემთხვევის ვითარება, გაერკვია დანაშაულის ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი ან ჩანაწერში ასახული ინფორმაცია იყო თუ არა კავშირში სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან. რაც შეეხება აუდიოჩანაწერის, როგორც კომპიუტერული მონაცემის წერილობითი მიმართვით გამოთხოვას სსიპ „112“-დან, მის გადმოგზავნას, აუდიოჩანაწერის გადატანას სდ დისკზე და ამ ფორმით კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის ამოღებას, აღნიშნული მოქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც არავითარ გამონაკლისს არ ითვალისწინებს. კომპიუტერული მონაცემის ამ გზით მოპოვება შეიძლება ჩაითვალოს ადამია--ს პირადი ცხოვრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად, რადგან აღნიშნული ასევე არ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებიდან, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
4.35. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსამართლის განჩინების გარეშე, მესაკუთრის (მფლობელის) წინაწარი წერილობითი თანხმობით, დათვალიერების წარმოება შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე-12--ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაწესს, თუმცა, აუდიო ჩანაწერის, როგორც კომპიუტერული მონაცემის წერილობითი მიმართვით გამოთხოვა, სსიპ „112“-დან მის გადმოგზავნა, აუდიო ჩანაწერის გადატანა სდ დისკზე და ამ ფორმით კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემის ამოღება ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
4.36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დეტექტივ -გამომძიებელ ლ-------------–---–ის 2019 წლის 1---------ს მიმართვა საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის სახელზე, 2019 წლის 14 მარტის საქართველოს შსს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსის მომართვა თანდართული აუდიო ჩანაწერის ამსახველი ფაილით და აუდიო ჩანაწერის ამსახველი სდ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუშვებელ მტკიცებულებებად უნდა იქნეს ცნობილი.
4.37. ამდენად, გორის რაიონულმა სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგა-- შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი----- გ-------- უნდა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის 12-1-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის იანვრის ეპიზოდი), 12-1-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზია--.
4.38. ი----- გ--------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. გონივრული ეჭვი კი, რომელიც ლოგიკურად წარმოიშვა საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.39. აქვე სასამართლო იხსენებს ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას, საქმეზე „ვასილიოს სტავროპოულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, „როგორც კი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში, ეს გამართლება ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძვლითაც რომ იყოს დადგენილი, დაუშვებელია ბრალეულობის მიმართ ეჭვის გამოხატვა, რაც მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუთავსებელია უდანაშაულობის პრეზუმფციასთან... სასამართლოს მიაჩნია, რომ „in dubio pro reo” პრინციპის შესაბამისად, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის განსაკუთრებული ასპექტია, არ უნდა არსებობდეს არანაირი თვისობრივი სხვაობა მტკიცებულებათა არარსებობის საფუძველზე გათავისუფლებასა და უდანაშაულობის დადგენის შედეგად გათავისუფლებას შორის, როდესაც პირის უდანაშაულობის მიმართ არავითარი ეჭვი არ არსებობს. სინამდვილეში, გამამართლებელი გადაწყვეტილებები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება დასაბუთებით, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე წარმოადგენს, პირიქით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამამართლებელ განაჩენს პატივი უნდა სცეს ხელისუფლების ყველა შტომ.“
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-2-0-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი----- გ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის იანვრის ეპიზოდი), 12-1-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2. ი----- გ--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. ი----- გ-------ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზია--.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა და ჭიქის ნამსხვრევები განადგურდეს;
· საქმეზე დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობილი, საინფორმაციო ცენტრ „112“-დან გამოთხოვილი, აუდიოჩანაწერი „სდ“ დისკით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე