განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 180100116002314193
საქმე №1ბ/171-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავა----ნმა
მა----მ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: გ-------------–---–ის და გ--------–--–----–------ს
ადვოკატების: ო-–------------ და ლ---–--------------–-ს
მონაწილეობით,ში-----------–---------–-----------------------–--- პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რ---------–-----ის (მონაწილეობის გარეშე) მიმართ, დაბადებული: 19---–-–------------- საქართველოს მოქალაქე, (პ/№0----------), დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: დ--–-----------------------–---------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------–--------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, რ---------–-----ე ცნობილ იქნა უდანაშულოდ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა,რ---------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
რ---------–-----ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 9 ნოემბერს, ღამით ქალაქ დ--–---–----–----–----–--------ში მდებარე, ვ--–------------ის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამ უკანასკნელს რ---------–-----ემ ხელი ორჯერ ჩაარტყა თავის არეში, რის შემდეგაც ვ--–------------ე დაეცა იატაკზე. ცემის შედეგად ვ--–------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
მასვე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 13 იანვარს ქ--–-------–---–----–----–----–------------ რ---------–-----ემ თავის ყოფილ მეუღლეს მ-----------–----ს განზრახ დაატაკა ავტომანქანა, რითაცამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ში-----------–---------–-----------------------–--- პროკურატურის განყოფილების პროკურორმა გ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და რ---------–-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, ზემოაღნიშნული განაჩენი ნაწილობრივ არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და არაკანონიერი, რადგან ბრალდების მხარის მოწმეების, დაზარალებულების ჩვენებებით და საქმეზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ---------–-----ის მიერ მ-----------–----ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტი, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ რეალურად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რომელიც ეფუძნება თავად რ---------–-----ის და ორი სუბიექტური მოწმის ჩვენებებს, რომელიც არსებითად განსხვავდებოდა დაზარალებულისა და მოწმე ვ--–------------ის ჩვენებებისაგან.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა მ-----------–----მა დისტანციური დაკითხვის დროს განმარტა, რომ რ---------–-----ე მისი ყოფილი მეუღლეა. სისტემატური ოჯახური კონფლიქტებისა და მეუღლის მხრიდან ძალადობის გამო, ისინი 2014 წელს განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ რ---------–-----ეს მის საცხოვრებელ სახლში დატოვებული ჰქონდა თაფლის კონიაკი, რომლის წაღებაც მოისურვა 2016 წლის 13 იანვარს, მაგრამ იგი ვერ შეძლებდა მის ტელეფონზე დარეკვას, რამდენადაც დაბლოკილი ჰქონდა მისი ტელეფონის ნომერი. ამიტომ რ---------–-----ე ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლის მამიდაშვილს - თ-------------ეს, რათა რ----- ხ--–-----ისთვის ეზოდან ქუჩაში გაეწოდებინა კონიაკი. შემდეგ რ-----იმ მეილზეც მისწერა, რომ ჭიშკართან ელოდებოდა და გაეწოდებინა მისთვის კონიაკი. ამ დროს მან მოძებნა კონიაკი, იფიქრა გააწოდებდა მას და სახლში შებრუნდებოდა. როდესაც ეზოდან გავიდა, ბნელოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაინახა, რომ იქვე ქუჩაში ძრავადაქოქილ მდგომარეობაში იდგა ,---------------–---- მარკის ავტომანქანა, საჭესთან კი იჯდა ყოფილი მეუღლე - რ---------–-----ე და მანქანაში სხვა არავინ არ მჯდარა. ამ დროს მოულოდნელად რ---------–-----ემ მანქანა დაძრა და ფეხებზე შეაჯახა, შემდეგ მომენტალურად უკან დახია ავტომანქანა და სწრაფად, ხელახლა გააქანა მისკენ ისე, რომ მას სახლისკენ გაქცევის და თავის შველის საშუალება მოუსპო. დაზარალებულის თქმით, ტკივილთან ერთად მან განიცადა ძლიერი შიში და იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში. ბოთლის გარდა სხვა რაიმე საგანი ხელში არ სჭერია და არ გამორიცხა, რომ ბოთლით მას შესაძლოა წინა საქარე მინა დაეზიანებინა, მაგრამ ავტომანქანის კორპუსის გვერდებზე არანაირი დაზიანება მას არ მიუყენებია. ავტომანქანის კორპუსზე, მარჯვენა გვერდზე განთავსებული სარკე რ---------–-----ემ ისე მაგრად მიაბჯინა მას მკერდზე, რომ სუნთქვა უჭირდა. რ---------–-----ე შემთხვევის ადგილიდან ისე გაიქცა, რომ მის დასახმარებლად ზომები არ მიუღია. დაზარალებულის განმარტებით, ამ ფაქტს დედამისიც შეესწრო. მოგვიანებით კი - მეზობლებიც. გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ვ--–------------ემ დისტანციური დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, ქ-----–--------–----–----–------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა შვილთან-მ-----------–----თან ერთად. საღამოს მე----ს ტელეფონით დაუკავშირდა ბიძაშვილი თე--------------ე, რომელსაც მე---------ს უთქვამს, რომ თე-----------ს დაურეკავს რ---------–-----ეს და დაუბარებია, რომ საღამოს მე----ს რ----- ხ--–-----ისათვის სახლიდან ქუჩაში გაეტანა თაფლის არაყი. ეს არაყი რ-----ის სახლში მიუტანია მე----სთან თანაცხოვრების დროს და იმ საღამოს უნდოდა მისი წაღება. იმავე საღამოს, მ-----------–----მა გაუტანა გადანახული არაყი ყოფილ მეუღლეს, თავად მე----ს უკან გაყვა და კარგად გაარჩია, რომ ეზოსთან მართლაც რ---------–-----ე იყო მისული ვერცხლისფერი ავტომანქანით - ის იჯდა საჭესთან და მანქანა დაქოქილ მდგომარეობაში იყო. უცებ რ---------–-----ემ ავტომანქანა გააქანა და შეაჯახა მე----ს, რომელიც მოაყოლა ავტომანქანის წინა კორპუსსა და სახლის ეზოს ღობეს შორის, რომლის ქვედა ნაწილი ბეტონირებულია, ზედა ნაწილი კი მავთულბადითაა მოპირკეთებული, შეჯახებისთანავე რ-----იმ ავტომანქანა ისევ უკან დახია და რამდენიმე მეტრის დაცილების შემდეგ კვლავ მე----სკენ გააქანა და შეაჯახა მას. მეორე შეჯახების შემდეგ რ---------–-----ემ ავტომანქანა კვლავ უკან წაიყვანა და შემდეგ მან საშველად მეზობლებს დაუძახა, თუმცა მაშინვე არავინ გამოხმაურებია. მომხდარის გამო, მე---- განიცდიდა ძლიერ ტკივილს და იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში. მისივე განმარტებით, რ---------–-----ის გარდა მანქანაში სხვა არავინ დაუნახავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულმა რ---------–-----ემ განმარტა, რომ 2016 წლის 13 იანვარს იმყოფებოდა დ--–-----------------------–-------------–-- დის ოჯახში, რა დროსაც ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს გასულიყვნენ მისი და მ-----------–----ის გარდაცვლილი საერთო შვილის - მა----მ ხ--–-----ის საფლავზე, სადაც წაეღოთ საფრანგეთიდან ჩამოტანილი და იმჟამად მ-----------–----ის საცხოვრებელ სახლში შენახული სასმელი. ვინაიდან მ-----------–----სა და მას შორის ურთიერთობა იყო დაძაბული, მ-----------–----ის მამიდაშვილს - თე--------------ეს ტელეფონით დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ მ-----------–----ისთვის ეცნობებინა, რომ რ---------–-----ე მის საცხოვრებელ სახლში - ქ-----–---–-- მხოლოდ საფრანგეთიდან ჩამოტანილი სასმელის ასაღებად მივიდოდა. იმავე საღამოს, სო-------------------- გაემგზავრნენ ქალაქ დ--–---–- და შებინდებისას მივიდნენ მ-----------–----ის საცხოვრებელ სახლთან ,,-------------- მარკის ავტომანქანით, ს---------------------. საჭესთან იჯდა მისი ძმა - რ----- ხ--–-----ე, მძღოლის გვერდით კი -დისშვილი - დ--------------–---–ი, ხოლო თავად იჯდა უკანა სავარძელზე. ავტომანქანა რ----- ხ--–-----ემ გააჩერა მ-----------–----ისა და ვ--–------------ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის მახლობლად. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ მოულოდნელად ჭიშკრიდან გამოვარდა მ-----------–----ი, რომელმაც მათ ავტომანქანას ბოთლი ესროლა. მანვე ნაჯახი, რომელიც მეორე ხელში ეჭირა, რამდენჯერმე გამეტებით დაარტყა ავტომანქანის კორპუსს და საქარე მინას. ამის შემდეგ, მ-----------–----ი შებრუნდა სახლში ისე, რომ მოულოდნელობისა და დაბნეულობისგან ავტომანქანაში მსხდომებმა არათუ ავტომანქანის შეჯახება, პასუხის გაცემაც ვერ მოასწრეს. ამის შემდეგ, მან თანმხლებ პირებთან ერთად, დატოვა მ-----------–----ის სახლის მიმდებარე ტერიტორია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა რ----- ხ--–-----ემ და დ--------------–---–მა, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ ეზოდან მ-----------–----ის გარდა სხვა არავინ გამოსულა და მომხდარ ფაქტს ვ--–------------ე არ შესწრებია.
პალატა აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, როდესაც ფაქტის შემსწრე მოწმეები არსებითად განსხვავებულად აღწერენ ფაქტობრივ გარემოებებს და ამასთან, სახეზეა როგორც სხეულზე, ისე ავტომანქანაზე მიყენებული დაზიანებები, სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექსპერტიზის დასკვნებს, რომელსაც აპელანტი სააპელაციო საჩივარში გვერდს უვლის.
2016 წლის 19 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ჯ-------------–---’’ დ--–----- მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-- -ის მიხედვით, მ-----------–----ს 2016 წლის 13 იანვარს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა დიაგნოზი; მარჯვენა ტერფის ზედაზედაპირის და მარჯვენა მუხლის მიდამოს ზედაპირული ჭრილობები, ექსკორაციები, დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
2016 წლის 23 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით. შპს ,,ჯ-------------–---’’ დ--–----- მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-- -ის მიხედვით, მ-----------–----ს 2016 წლის 13 იანვარს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ტერფის ზედა ზედაპირის და მარჯვენა მუხლის მიდამოს ზედაპირული ჭრილობები, ექსკორაციები. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 05.02.2016 წლით დათარიღებული სამედიცინო ცენტრ ,,-------–------------’’-ში ნაწარმოები მუხლის სახსრის გამოკვლევის პასუხის მონაცემით (ექიმი რადიოლოგი ნი-------------) მ-----------–----ს აღენიშნებოდა მარჯვენა ტერფ-ზურგის ზედაპირიდან კვლევისას წინა ტერფის მე-2 ძვლის პროქსიმალურ საპროექციო არეში მედიალური სოლისებრი ძვლის ძვლოვანი კიდისმცირედი დეფორმაცია, რაც ცდომის გარეშე მოტეხილობის შემდგომ მდგომარეობაზე მიუთითებს ინტრაოსალური კორძით, მარჯვენა მუხლის სახსრის მედიალურად არსებული მყესების ნაწილობრივი გაგლეჯა. მედიალური კოლატერალური იოგის პროტსიმალურ მიდამოში ზედაპირული შრის გაგლეჯა, ღრმა შრის მთლიანობის შენარჩუნებით, მუხლქვეშა ფოსოს კვლევით უკანა ჯვარედინი იოგის დაზიანება, სრული გაგლეჯა არ აისახება. ექსპერტიზის ფარგლებში მ-----------–----ი პირადად გამოკვლეულ იქნა და მისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლა კლინიკა ნ--------------–--- ორთოპედიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ლუ-----------------, რომელმაც დაადგინა: მოქ. მ-----------–----ს დღეის მდგომარეობით ძვლოვან-სახსროვანი სისტემის ტრავმული დაზიანება არ აღენიშნება. მარჯვენა მუხლის სახსრის მრტ კვლევაში არსებული დიაგნოზი; მარჯვენა მუხლის სახსრის - ბურსიტი M71.8 ქონდრომალაცია M 22.4 სინოვიტი M65.8 მიეკუთვნება სახსრის ქრონიკულად მიმდინარე დეგენერაციულ-დისტროფიულ დაავადებათა კლინიკურ გამოვლინებას და არ არის კავშირში 13.01.2016-ში მიღებულ ტრავმასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ-----------–----ის სხეულზე არსებული დაზიანებები (მარჯვენა ტერფის ზედა ზედაპირის და მარჯვენა მუხლის მიდამოს ზედაპირული ჭრილობები, ექსკორაციები,) განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა თ---------- ქ----–--ემ, რომელმაც დაკითხვის დროს არ გამორიცხა, რომ ზედაპირული ჭრილობები და ექსკორაციები მ-----------–----ს შესაძლოა მიეღო როგორც ავტომანქანის შეჯახებით, ასევე, საკუთარი სიმაღლიდან ვარდნითაც.
შემთხვევის დღეს, დაზარალებულის დაცემის ფაქტზე, თავის ჩვენებაში მიუთითებს რ---------–-----ეც და თავად დაზარალებულიც.
დაზარალებულ მ-----------–----ის ჩვენებასთან წინააღმდეგობაში მოდის სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის წინა საქარე და წინა მარჯვენა კარის მინაზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედებით, ხოლო მასზე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის დამახასიათებელი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა. ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ლ---------------მ, რომელმაც განმარტა, რომ ის დაზიანებები, რა დაზიანებებიც გამოსაკვლევად წარდგენილ ავტომანქანის წინა ნაწილზე და საქარე მინაზე იქნა ნანახი, ადამიანზე არანაკლებ 4-ჯერად შეჯახებას შეეძლო გამოეწვია. ხოლო ის დაზიანება, რა დაზიანებაც გამოსაკვლევად წარდგენილ ავტომანქანის მარჯვენა კარის გვერდით საქარე მინაზე იქნა ნანახი, შესაძლოა გამოეწვია მოძრაობაში მყოფ ქვეითს – მინაზე შეჯახებისას ანდა მოცურებულ მდგომარეობაში მყოფ ავტომანქანას - ქვეითზე მინით შეჯახებით
2016 წლის 18 თებერვლის კომპლექსური ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მ-----------–----ის ტანსაცმლის და ერთი წყვილი ჩუსტის ზედაპირზე რაიმე სახის საღებავის კვალი არ აღინიშნება. ტანსაცმლიდან და ერთი წყვილი ჩუსტიდან მექანიკური გზით ამოღებულ მიკრონაწილაკებს შორის ავტომანქანის ლაქ-საღებავის მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. მ-----------–----ის ტანსაცმლის და მარცხენა ჩუსტის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა, არ აღინიშნება. მ-----------–----ის მარჯვენა ჩუსტის ზედაპირზე არსებული დაზიანება ნაკერის განარღვევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე საქმის
დაადასტურა ექსპერტმა თ--------ემ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ჩუსტზე არსებული დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს ნივთის უხეშად ხმარებითაც.
პალატა აანალიზებს რა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ რ---------–-----ის ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებისა და ისეთი ექსპერტიზის დასკვნების პირობებში, რომლებითაც უტყუარად ვერ დგინდება დაზარალებულ მ-----------–----ის სხეულზე არსებული დაზიანებების მიყენების მექანიზმი, პალატა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, უტყუარად დაასაბუთოს რ---------–-----ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,120 მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევა მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც პირის მსჯავრდების საფუძველი ვერ გახდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ში-----------–---------–-----------------------–--- პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3.რ---------–-----ე ცნობილ იქნეს უდანაშულოდ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4. რ---------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი)ლარის ოდენობით.
5. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს დ--–----- რაიონულ სააღსრულებო ბიუროს.
6. საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- მ-----------–----ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მ–----------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- მ-----------–----ის მიერ წარმოდგენილი ბოთლი, რომელიც ინახება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მ–----------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს;
- ორი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავა----ნი