განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100117002001586, №1/ბ-132-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თო------ ტყ---–--ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - რა--- რა----------ი, დაბადებული 1----–-–-----------, ირ---- რესპუბლიკის მოქალაქე, მოწმობის პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ი---------–-------------------------–------------------------------------------------------------------–------------------–---------------–-------------------------------–-----------------------------.
ადვოკატები: მე---- მა----–--ე, ზუ---- რა--–---–ი;
თარჯიმანი - სა--------------------ი;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა).
სასჯელი:
7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
მსჯავრდებულ რა--- რა----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მე---- მა----–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ რა--- რა----------ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარემ დამატებით განმარტა, რომ სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს რა--- რა----------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებაზე. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:
§ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოსამართლემ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, განაჩენი დააყრდნო მხოლოდ დაზარალებულის ცრუ ჩვენებას და უგულებელყო თავად რა--- რა----------ის ჩვენება, რომელსაც ასევე გააჩნდა დაზიანება.
§ მო------- ჰ--------–---- პო----ის სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიყენებული ჭრილობების შედეგად არ დაზიანებულა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები, რის შედეგადაც შესაძლებელი იყო დამდგარიყო სიკვდილი. მხოლოდ ჭრილობების რაოდენობა კი არ უნდა გამხდარიყო განზრახვის დამადასტურებელი.
§ საგულისხმოა, რომ რა--- რა----------ისაც სწორედ იმ დანით აქვს მიყენებული ჭრილობები, რომლითაც დაზარალებულს. მას შ---- პო----ი სწორედ ამ დანით დაესხა თავს, რომელიც წაართვა რა--- რა----------იმ და იმავე დანით მიაყენა ჭრილობები თავდამსხმელს, თავად კი სწორედ დანის წართმევისას მიიღო ხელზე დიდი ზომის დაზიანება. განაჩენით არ იქნა დადგენილი, თუ რატომ გამოირიცხა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის, ან მისი ფარგლების გადაცილების არსებობა.
§ საქმის განხილვის ფარგლებში ვერ დადგინდა ქმედების ჩადენის მოტივი და მიზანი. ორივე მხარე უთითებს, რომ მას დანა პირველად დაარტყა მოწინააღმდეგემ, თუმცა ვერც ერთი უთითებს თუ რატომ შეიძლებოდა მეორე მხარეს გასჩენოდა მისთვის დანის დარტყმის განზრახვა. შესაბამისად საქმეში მოიპოვება მხოლოდ ორი ადამიანის ერთმანეთის საპირისპირო ჩვენება. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რა--- რა----------ის მიერ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ან განზრახ მკვლელობის მცდელობის განზრახვას, ხოლო ეჭვი, რომელიც არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
§ ბრალდების მხარის განმარტებით, რა--- რა----------იმ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან ხელზე ჰქონდა დიდი ჭრილობა. აპელანტის განმარტებით კი, რა--- რა----------ი არის ცაცია და მას თავდაცვისას დაზიანება მიადგა მარჯვენა ხელზე და არა მარცხენა ხელზე.
▪ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ რა--- რა----------ი მარჯვენა ხელზე არსებული დაზიანების მიუხედავად არ განიცდიდა რაიმე სახის განსაკუთრებულ სისუსტეს ან ჯანმრთელობის მოშლას. ამასთან, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ დაზარალებული იყო ძალიან სუსტად და იგი ნელა ჩადიოდა კიბეებზე, ხოლო რა--- რა----------ი ამ დროს იდგა ოთახში და მოგვიანებით ჩავიდა ეზოში. შესაბამისად ცხადია, რომ იგი დაზარალებულს არ გაკიდებია, თუმცა მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა.
▪ საქმეზე არ ჩატარებულა სრულყოფილი გამოძიება. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან ბინის მეპატრონედ მიჩნეულ იქნა მ--–-----------ა, რომელსაც იმ პერიოდში გაქირავებული ჰქონდა ბინა და იქ არსებული ნივთების მესაკუთრე ან მფლობელი თავად არ იყო. მ--–-----------ას განმარტებით, ბინა იკეტებოდა ორი გასაღებით და მას ჰქონდა მხოლოდ ერთი - ქვედა საკეტის გასაღები, მეორე გასაღები კი ჰქონდა მხოლოდ დამქირავებელს. შესაბამისად ბინის დათვალიერება და დათვალიერების შედეგად ნივთების ამოღება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
▪ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მასუკი მოლდავეთის წინააღმდეგ“ განაცხადა, რომ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას წარმოადგენს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ემყარება მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას და პროკურატურას არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობას. იგივე საქმეში სასამართლომ განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულება ნათლად უნდა ასახავდეს გარემოებას, თუ რამ მიიყვანა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ განსასჯელმა ჩაიდინა მის მიმართ ინკრიმინირებული ქმედება (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, რა--- რა----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 16:25 საათზე, ქ.თბილისი, ვ---------–-------------------------------–----------------------------ში არსებულ რა--- რა----------ის საცხოვრებელ სახლში, რა--- რა----------იმ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თავის ნაცნობ მო------- ჰ--------–---- პო----ის განზრახ მოკვლის მიზნით, მუცლისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა დანა, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა მო------- ჰ--------–---- პო----ის გადარჩენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, რა--- რა----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის და 6 თვის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა მო------- ჰ--------–---- პო----მა განმარტა, რომ 2016 წლის 06 აგვისტოს სამუშაოდ ჩამოვიდა საქართველოში და ცხოვრობდა ჰოსტელში. მოგვიანებით ბინა იქირავა ვარკეთილის მასივში და გადაწყვიტა მისი გაქირავება. ინტერნეტში განთავსებული განცხადების საფუძველზე დაუკავშირდა რა--- რა----------ი, რომელსაც მეუღლესთან ერთად შეხვდა მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“, ბინის მეპატრონის თხოვნით თავად დაათვალიერებინა ბინა და გადასცა ბინის გასაღები. რა--- რა----------იმ გადაუხადა ბინის ქირა და დარჩა ბინაში საცხოვრებლად. მოგვიანებით კვლავ დაუკავშირდა რა--- რა----------ი და სთხოვა დახმარება ბინადრობის საბუთის ასაღებად საჭირო საბუთების მომზადებაში და სხვა რელიგიურ მიმდევრობაზე გადასვლაში, რის სანაცვლოდაც გადაუხდიდა 2000 ლარს, რომლის ნაწილი - 1000 ლარი თავიდანვე გადაუხადა. იგი შეთანხმებისამებრ ეხმარებოდა რა--- რა----------ის სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში. 2017 წლის 13 აპრილს, შუადღის საათებში მივიდა რა--- რა----------ისთან სახლში, რომელმაც უთხრა, რომ იყო გასაუბრებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სა---ისტროში და ლეპტოპის საშუალებით მოასმენინა გასაუბრების ჩანაწერი. ჩანაწერის მოსმენისას რა--- რა----------ი ოთახში დადიოდა. რამდენიმე წუთში მას რა--- რა----------იმ მარცხენა მხარეს უკნიდან დაარტყა ხანჯალი. მან სცადა შეტრიალება, თუმცა რა--- რა----------იმ კვლავ დაარტყა რამდენჯერმე უკნიდან, რის გამოც წაიქცა. შეძლო რა--- რა----------ისკენ შეტრიალება და ფეხზე წამოდგომა. ამ დროს რა--- რა----------იმ კვლავ დაარტყა ხანჯალი მარცხენა მხარეს იღლიის სიმაღლეზე. მან შეძლო დაეჭირა რა--- რა----------ის ხელი და წაერთმია მისთვის ხანჯალი. წააქცია რა---ი, მისი მარცხენა ხელი ამოიდო იღლიაში, ხოლო ორი თითი მოკიდა ხანჯლის პირს, რის გამოც გადაეჭრა თითები. ამ ჭიდილის დროს თავად რა--- რა----------ისაც დაუზიანდა თითები. აღნიშნული გრძელდებოდა დაახლოებით 10-15 წამი. იგი ყვიროდა ხმამაღლა და ითხოვდა დახმარებას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ რა--- რა----------ის სურდა მისი მოკვლა. ეს უკანასკნელი ეუბნებოდა ,,მოიცადე, მოიცადე, ყველაფერი მალე დამთავრდებაო“. მან გასწია კარის ურდული და გაიქცა სახლიდან, ხანჯალი კი გადააგდო სადარბაზოს ფანჯრიდან. იგი კვლავ განაგრძობდა ყვირილს და ითხოვდა დახმარებას, რა დროსაც ფანჯრებიდან იყურებოდნენ ადამიანები, მათი ნაწილი კი იკრიბებოდა ეზოში. სადარბაზოს კიბეებზე ჩასვლისას მას უკან მისდევდა რა--- რა----------ი. სადარბაზოდან გასვლის შემდეგ აიღო ძირს დაგდებული ხანჯალი, რომელიც გამოართვა უცხო პირმა და გადააგდო მოშორებით. ამ დროს ეზოში შეკრებილებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რა დროსაც დაკარგა გონება. მას დღეის მდგომარეობითაც აქვს ცუდი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა--- რა----------ის მისთვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, ვ---------–-------------------------------–----------------------------–-------------------------------–------------ში. სადარბაზოს წინ ბეტონის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ხოლო სადარბაზოს შესასვლელთან, ასფალტის ზედაპირზე დევს შავი ფერის დანა, რომელზეც აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. სადარბაზოში შესასვლელიდან მე-3 სართულზე ასასვლელ ბეტონის კიბეებზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც მიემართება ხსენებული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე ბინა N11-ის მიმართულებით. ბინის შესასვლელის იატაკზე, სამზარეულო ოთახის იატაკზე, მისაღები ოთახის იატაკზე და ამავე ოთახის დასავლეთის მხარეს მდებარე კედლის ზედაპირზე და ოთახის ჭერზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. მითითებული ადგილებიდან ექსპერტების მიერ საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად აღებულ იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები. ბინიდან ასევე ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაფხეკები, ერთი ცალი მინის ბოთლი, მასში არსებული სითხით და ორი ცალი ჭიქა, ,,კაპიშონიანი“ ზედა და შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით, ფურცელი მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი ცალი კეპი მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი ცალი მომცრო ზომის გასაღები მოწითალო ფერის ლაქებით, მომცრო ზომის ჭიქებიდან - სითხის ნიმუშები, ასევე ამოღებული იქნა დაქტილოფირები, ხელის და სუნის კვალის ნიმუშები, ხოლო სადარბაზოს შესასვლელი გზის სავალი ნაწილის ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა დანა მოწითალო ლაქებით. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ---------------------------------------მ დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა და დაადასტურეს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ასევე მოწმე მ--–-----------ა. მისი ჩვენებით საკუთრებაში აქვს ქ.თბილისი, ვ---------–------------------------------–-------------------–--------------------, რომელიც გაქირავებული ჰქონდა ირანელ მოქალაქე - რა---ზე, რომელსაც არ იცნობს, რადგან ძირითადად ეკონტაქტებოდა მაკლერებს. იგივე ბინა მანამდე გაქირავებული ჰქონდა მო------- ჰ--------–---- პო----იზე, რომელიც ერთხელ ჰყავდა ნანახი. სწორედ ამ პირმა მიიყვანა მასთან რა--- რა----------ი, როგორც დამქირავებელი. 2017 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა, რომ მის ბინაში ორმა ირანელმა დაჭრეს ერთმანეთი. მან გამომძიებლებს მისცა ბინის დათვალიერების ნებართვა. ბინის დათვალიერებას ესწრებოდა თავადაც და ნახა, რომ გამომძიებლებმა დალუქეს გარკვეული ნივთები, რის შემდეგაც ლუქებს მოაწერა ხელი. დათვალიერებისას ბინაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით სისხლის კვალი. იქვე ეწყო ბოთლი და ჭიქები, რაც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ დაჭრილი პირები სვამდნენ სასმელს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 მაისის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მო------- ჰ--------–---- პო----ი მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოთავსდა კლინიკაში 2017 წლის 13 აპრილს, სადაც დაუდგინდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები /სწორი კიდეებით/, დიდი ბადექონის დაზიანება, წვრილი ნაწლავის დაზიანება, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანება, ჰემოპერიტონიუმი, ვრცელი რეტროპერიტონიალური ჰემატომა, მარცხენა თირკმლის დაზიანება. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. მარჯვენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობები. ნაკვეთი ჭრილობები განვითარებული არიან რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით, ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით. ღრუში შემავალი ჭრილობები /ჭრილობა/ ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ყველა სხვა დაზიანება როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად აღებული ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაკითხვისას დადასტურებული აქვს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-ქირურგს ზ------------ს.
მოწმე სუ-----------------ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ვ---------–-------------------------------–------------------ში, მე-4 სართულზე. 2017 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე სამსახურიდან დაბრუნდა სახლში, რა დროსაც მისმა დამ - კა------------------მა გაიგო ხმაური და გავიდა სადარბაზოში. რამდენიმე წუთში თავადაც გავიდა სადარბაზოში და დაინახა, რომ მესამე სართულზე იწვა მამაკაცი, მეორე მამაკაცი კი იდგა მუხლებზე და თითქოს „ექაჩებოდნენ“ ერთმანეთს. კიბის ბოლოს დაგდებული იყო დანა. ფეხსაცმლის ჩასაცმელად შებრუნდა სახლში, რა დროსაც ეზოდან მოესმა ყვირილი, ეზოში ჩასულმა კი დაინახა, რომ დაზარალებულს, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ჯინსი, ხელში ეკავა დანა, რომელსაც ეტყობოდა სისხლის კვალი. დაზარალებული ყვიროდა და ითხოვდა შველას და პოლიციის გამოძახებას. მან ინგლისურად მიმართა დაზარალებულს და თხოვა დანა დაეგდო ძირს, თუმცა მიხვდა, რომ მამაკაცს არ ესმოდა მისი, ამიტომ ხელით ანიშნა. მამაკაცმა დანა დააგდო ძირს და თავადაც წაიქცა. მას შეეშინდა, დაზარალებულს დანა მისთვის არ დაერტყა, ამიტომ დანა აიღო და გადააგდო. დანა იყო დაახლოებით ორმოცი სანტიმეტრის სიგრძის, მუქი ფერის ტარით. დაზარალებულმა მაისური აიწია და აჩვენა ჭრილობები. დაჭრილს ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში, ასევე, დიდი ჭრილობა ჰქონდა ქვემოთ, მარცხენა მხარეს გულთან, ზურგის ქვედა ნაწილში და ბეჭზე. იმისთვის, რომ არ დაეგვიანა სასწრაფო დახმარებას, თავად გაიქცა ახლოს მდებარე სასწრაფო დახმარების შენობისკენ, სადაც მუშაობდა მეზობელი, რომელსაც უთხრა, რომ ადამიანები იცლებოდნენ სისხლისგან. იგი მეზობელთან და ექიმებთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანით მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ექიმებმა სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს დაჭრილს. ამის შემდეგ ადგილზე მივიდა შეკრებილი ადამიანების მიერ გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. იქვე იდგა რა--- რა----------იც, რომელმაც აჩვენა დაზიანებული ხელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ასევე კა------------------ი. მისი ჩვენების თანახმად, 2017 წლის 13 აპრილს, იმყოფებოდა სახლში ქ.თბილისი, ვ---------–-------------------------------–------------------------------ში, რა დროსაც გაიგო ხმაური და გავიდა სადარბაზოში. მესამე სართულის დერეფანში დაინახა მო------- ჰ--------–---- პო----ი, რომელსაც მოსდიოდა სისხლი და ნელა ჩადიოდა კიბეებზე. ეს ფაქტი დაინახა მისმა ძმამაც - სუ-----------------მა, რომელმაც ჩაირბინა დაჭრილის დასახმარებლად. ამის შემდეგ მან ჯერ სადარბაზოს ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა, რომ დაზარალებულს ხელში ეკავა დანა და ინგლისურად ითხოვდა შველას, შემდეგ კი, სხვა პირებთან ერთად გავიდა გარეთ. სუ-----------------მა დაზარალებულს უთხრა, დაეგდო დანა, რაც შეასრულა კიდეც დაზარალებულმა. მოწმის განმარტებით, რა--- რა----------ი დაინახა სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლის შემდეგ. იგი დაზარალებულის ჩასვლიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ჩავიდა ეზოში და მას მარჯვენა ხელი ჰქონდა სისხლიანი, რომელიც ეჭირა მარცხენა ხელით.
მოწმე ვა-–-----------------ის განმარტებით, დაზარალებული ორჯერ ჰყავს ნანახი კორპუსში, რომელიც მესამე სართულზე მდებარე ბინაში რჩებოდა ხოლმე. 2017 წლის 13 აპრილს ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც გაიგო ყვირილი. იგი სწრაფად მივიდა კორპუსთან და დაინახა, რომ დაზარალებული იწვა ძირს და ხელში ეკავა დანა, რომელიც აიღო სუ-----------------მა და გადააგდო. დაახლოებით 10 წუთში დაინახა, რომ კორპუსიდან გამოვიდა რა--- რა----------ი, რომელსაც ეცვა მწვანე ზედა. დაზარალებულს მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობები. დაახლოებით 10-15 წუთში სუ-----------------მა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა სასწრაფო დახმარება. ადგილზე ასევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლებიც.
მოწმე იზ---–----–---–---–ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ.თბილისი, ვ---------–-------------------------------–------------------ში. 2017 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 16:00 სათიდან 16:30 საათამდე პერიოდში გაიგო ხმაური. გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა ხალხმრავლობა, ხოლო მამაკაცი, რომელიც ჩარბოდა ქვემოთ, მოგვიანებით იწვა ძირს და ითხოვდა შველას. მეორე მამაკაცი, რომელსაც ერთი ხელით ეკავა თავისივე მეორე ხელი, მიჰყვებოდა ხსენებულ მამაკაცს. მას დაუკაკუნეს ფანჯარაზე და თხოვეს მიეცა ნაჭერი, რათა დაჭრილისთვის შეეხვიათ ხელი. ეზოში შენიშნა მეზობელი სუ-----, რომელმაც ტელეფონით გამოიძახა სასწრაფო დახმარების სამსახური. ფანჯრიდან ასევე დაინახა, როგორ მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და წაიყვანა დაჭრილები, თუმცა იმ დროს გარეთ არ გასულა.
მოწმე ან-----------–---–მა, რომელიც ასევე ცხოვრობს ქ.თბილისი, ვ---------–-------------------------------–-------- კორპუსში, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, რა--- რა----------ის ბინიდან გაიგო ჩხუბის და ყვირილის ხმა. გავიდა სადარბაზოში, რომლის მესამე სართულზე დაინახა ორი დაჭრილი ადამიანი, რომელთაგან ერთი, რომელსაც ეცვა მწვანე ფერის მაისური, დაჭრილი იყო მარცხენა ხელში და მარჯვენა ხელით ეჭირა დაჭრილი ხელი, ხოლო მეორე მუცლის არეში და უყვიროდნენ ერთმანეთს, თუმცა შინაარსი არ ესმოდა. დაზარალებული ინგლისურად ითხოვდა შველას. სახლში შებრუნდა, ხოლო გამოსვლის დროს აღნიშნული პირები აღარ დახვდნენ. სადაბრაზოს ფანჯრიდან კი დაინახა შეკრებილი ხალხი ქვემოთ, სადაც მოგვიანებით თვითონაც ჩავიდა.
დაკავების ოქმის თანახმად, რა--- რა----------ი დაკავებულია 2017 წლის 14 აპრილს, 23:11 საათზე ქ.თბილისში, წი------–------------ში მდებარე შ------------–------------------------ პალატაში. მას დაკავების მომენტში მარჯვენა ხელზე აღენიშნებოდა დაზიანება, ხოლო მარცხენა ხელზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაწიბურები, რომელიც მისი განმარტებით, მიიღო დაკავებამდე.
ამოღების ოქმებით დგინდება, რომ 2017 წლის 14 აპრილს ქ.თბილისში, წი------–------------ში მდებარე მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის ექთნის თანაშემწე ნა------–--------სგან ამოღებული იქნა მო------- ჰ--------–---- პო----ის ნივთები და ტანსაცმელი. ამავე დღეს, ქ.თბილისში, წი------–---------ში მდებარე შ------------–----------------ში“ მა---–---–------სგან ამოღებული იქნა რა--- რა----------ის კუთვნილი ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა.
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა: ნ------------–---–----------------------–---–----------–--------–--------------------------------------------------------------------------------–----------------–---–-------.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 მაისის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, რა--- რა----------ი მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით იტარებდა სტაციონარულ მკურნალობას 13.04.17 წლიდან 19.04.17 წლის ჩათვლით შ------------–---–------------------------ში“, სადაც აღმოუჩინეს დახმარება და დაუსვეს დიაგნოზი: მარჯვენა მტევნის გულის ნაკვეთი ჭრილობა, მომხრელი კუნთების მყესების მრავლობითი ტრამვა, ნერვების მრავლობითი ტრამვა, მტევნის დაზიანება, სისხლძარღვების მრავლობითი ტრამვა, მტევნის დაზიანება. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. აღნიშნული დასკვნის სისწორე, დაკითხვისას დადასტურებული აქვს შ------------–----–-----------------------ოს“ ქირურგს გ-------------------ეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ------–--–----–---–მა დაადასტურა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 08 დეკემბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნის შინაარსი და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, წარმოადგენს სამონადირეო დანიშნულების დანას და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ, ცალმხრივლესილი პირის მქონე ცივ იარაღთა კატეგორიას. მო------- ჰ--------–---- პო----ის ტანსაცმლიდან (ჯემპრი, ჯინსის შარვალი, კუბოკრული შარვალი, ქვედა საცვალი - ტრუსი, ერთი წყვილი წინდა, ქამარი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი), მხოლოდ ჯემპრზე, შარვლებზე და ტრუსზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე, არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით: ბრტყელი, მჩხვლეტავ-მჭრელი, პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივლისის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ:
• პაკეტში, წარწერით ,,ობ. N3 – 1 ცალი დანა მასზე არსებული მოწითალო ლაქებით ამოღებული სადარბაზოს შესასვლელში გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ზედაპირი“ მოთავსებული დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N1-ის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N1-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და რა--- რა----------ის (ობ. N42, პაკეტი, წარწერით: ,,რა--- რა----------ის სისხლის...“), მეორე წილი და მო------- ჰ--------–---- პო----ის (ობ. N43, პაკეტი, წარწერით: ,,მო------- ჰ--------–---- პო----ის სისხლი...“) გენეტიკური პროფილები იდენტურია. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N2-ის გენეტიკური პროფილები იდენტურია. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N2-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და მო------- ჰ--------–---- პო----ის (ობ. N43) გენეტიკური პროფილები იდენტურია 15 STR ლოკუსით. ობ. N2-ის პროფილში რა--- რა----------ის (ობ. N42) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა.
• პაკეტში, წარწერით: ,,1 ცალი დანის ქარქაშის მაგვარი საგანი მოწითალო ლაქებით და მასში მოთავსებული სალესი ქვის მაგვარი საგნით ამოღებული ბინის მისაღებში განთავსებული კარადიდან“ მოთავსებულ ქარქაშზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N3-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და რა--- რა----------ის (ობ. N42), მეორე წილი და მო------- ჰ------- შ---- პო----ის (ობ. N43) გენეტიკური პროფილები იდენტურია.
• პაკეტში, წარწერით: ,,რა--- რა----------ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N4, 5), მთლიანობადარღვეულ მაისურზე (ობ. N6, 7) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. N8, 9) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N4, 5, 7-9-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რა--- რა----------ის (ობ. N42). ობ. N6-ის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N6-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და რა--- რა----------ის (ობ. N42), მეორე წილი და მო------- ჰ--------–---- პო----ის (ობ. N43) გენეტიკური პროფილები იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ წყვილ წინდაზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.
• პაკეტში, წარწერით: ,,შ---- პო----ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ ორ ცალ შარვალზე (ობ. N10, 10ა, 12, 13), მთლიანობადარღვეულ ჯემპრზე (ობ. N11), ქვედა საცვალზე (ობ. N14), ქამარზე (ობ. N15) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. N16, 17) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N10, 10ა, 11, 12, 14, 15, 17-ის გენეტიკური პროფილი და მო------- ჰ--------–---- პო----ის (ობ. N43) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N13,16-ის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N13, 16-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და რა--- რა----------ის (ობ. N42), მეორე წილი და მო------- ჰ--------–---- პო----ის (ობ. N43) გენეტიკური პროფილები იდენტურია. ამავე პაკეტში წყვილ წინდაზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.
• პაკეტში წარწერით ,,1 ცალი შარვალი 1 ცალი მაისური და 1 ცალი ე.წ. კაპიუშონიანი სპორტული ზედა მათზე არსებული მოწითალო ლაქებით ამოღებული ბინის მისაღებ ოთახში ტახტის ზედაპირიდან“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N18, 19) და ჟაკეტზე (ობ. N20, 21) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მო------- ჰ--------–---- პო----ის (ობ. N43). ამავე პაკეტში მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N22) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რა--- რა----------ის (ობ. N42).
• პაკეტში, წარწერით ,,1 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი მათზე არსებული მოწითალო ლაქებით ამოღებული შესასვლელში არსებული კარადიდან“ მოთავსებულ ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N23, 24) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მო------- ჰ--------–---- პო----ის (ობ. N43).
• პაკეტში, წარწერით ,,1 ცალი მცირე ზომის გასაღები მოწითალო ლაქებით ამოღებული ბინის მისაღებ ოთახში სარკიანი მაგიდის შუაში არსებული დიდი ზომის უჯრიდან“ მოთავსებულ გასაღებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N25) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რა--- რა----------ის (ობ. N42).
• პაკეტში, წარწერით ,,1 ცალი ფურცელი მოწითალო ლაქებით და წარწერებით ამოღებული ბინის მისაღებ ოთახში მაგიდიდან“ მოთავსებულ ფურცელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N26) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მო------- ჰ--------–---- პო----ის (ობ. N43).
• პაკეტში, წარწერით: ,,1 ცალი კეპი მოწითალო ლაქებით ამოღებული ბინის მისაღებ ოთახში იატაკიდან“ მოთავსებულ ქუდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N27) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რა--- რა----------ის (ობ. N42); პაკეტში, წარწერით ,,ობ N1, ობ N2, ობ N4, ობ N5, ობ N6, ობ N7, ობ N8, ობ N9, ობ N10, ობ N13, ობ N14, ობ N15 მოწითალო ლაქის ანაწმენდები ობ N11 და ობ N12 მოწითალო მასის ანაფხეკები“ მოთავსებულ დოლბანდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N28-36, 39-41) და მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N37, 38) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N28-34, 36-38, 41-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რა--- რა----------ის (ობ. N42). ობ. N35, 39-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მო------- ჰ--------–---- პო----ის (ობ. N43). ობ. N40-ის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N40-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და რა--- რა----------ის (ობ. N42) მეორე წილი და მო------- ჰ--------–---- პო----ის (ობ. N43) გენეტიკური პროფილები იდენტურია. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ია------–-------ამ.
რა--- რა----------იმ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დაზარალებულის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. შემთხვევის დღეს მო------- ჰ--------–---- პო----მა დანით განახორციელა მასზე თავდასხმა. იგი ცდილობდა დაზარალებულის მოგერიებას, რის შედეგადაც მო------- ჰ--------–---- პო----ს მიაყენა სხეულის დაზიანებები, ხოლო თავად ამის გამო დაუზიანდა ხელი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც რა--- რა----------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამასთან, ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. რაც შეეხება მოტივის დაუდგენლობას, ასევე არ წარმოადგენს სავალდებულო გარემოებას მკველობის ბრალდების დასადასტურებლად.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2017 წლის 13 აპრილს, ქ.თბილისი, ვ---------–-------------------------------–----------------------------ში მდებარე რა--- რა----------ის მიერ ნაქირავებ სახლში, ამ უკანასკნელთან ერთად იმყოფებოდა მო------- ჰ--------–---- პო----ი, რომელსაც რა--- რა----------იმ დანით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. როგორც მო------- ჰ--------–---- პო----ი, ისე რა--- რა----------ი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მითითებულ დროს სახლში სხვა პირი არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ბრალდების მხარე ვერ წარმოადგენდა შემთხვევის თვითმხილველ მოწმეს და სასამართლო შეაფასებს დაზარალებულის და რა--- რა----------ის ჩვენებებს, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
დაზარალებულმა სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 13 აპრილს, რა--- რა----------ის სახლში ყოფნისას, ამ უკანასკნელმა მოულოდნელად, მარცხენა მხარეს უკნიდან დაარტყა ხანჯალი. მან სცადა შეტრიალება, თუმცა რა--- რა----------იმ კვლავ დაარტყა რამდენჯერმე უკნიდან, რის გამოც წაიქცა. შეძლო რა--- რა----------ისკენ შეტრიალება და ფეხზე წამოდგომა. ამ დროს რა--- რა----------იმ კვლავ დაარტყა ხანჯალი მარცხენა მხარეს იღლიის სიმაღლეზე. რა---ი ეუბნებოდა მოეცადა, რადგან ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. მან შეძლო დაეჭირა რა--- რა----------ის ხელი და წაერთმია მისთვის ხანჯალი. წააქცია რა---ი, მისი მარცხენა ხელი ამოიდო იღლიაში, ხოლო ორი თითი მოკიდა ხანჯლის პირს, რის გამოც გადაეჭრა თითები. ამ ჭიდილის დროს თავად რა--- რა----------ისაც დაუზიანდა თითები. ყვიროდა ხმამაღლა და ითხოვდა დახმარებას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ რა--- რა----------ის სურდა მისი მოკვლა. შემდეგ გასწია კარის ურდული და გაიქცა სახლიდან, ხანჯალი კი გადააგდო სადარბაზოს ფანჯრიდან.
დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ პო----ის დაზიანებები მიაყენა რა--- რა----------იმ, თუმცა, არა მოკვლის განზრახვით, არამედ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფმა. რა--- რა----------იმ დანის დარტყმის ინიციატორად დაასახელა მო------- ჰ--------–---- პო----ი და აღნიშნა, რომ დანით თავს დაესხა დაზარალებული, რომელსაც დანა წაართვა და შემდეგ ძიძგილაობისას და ჭიდაობისას მიაყენა მას დაზიანებები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, უნდა დადგინდეს შემდეგი:
1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;
2. ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს;
3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი;
4. თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).
ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მო------- ჰ--------–---- პო----ს დაუდგინდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები /სწორი კიდეებით/, დიდი ბადექონის დაზიანება, წვრილი ნაწლავის დაზიანება, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანება, ჰემოპერიტონეუმი, ვრცელი რეტროპერიტონეალური ჰემატომა, მარცხენა თირკმლის დაზიანება. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. მარჯვენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობები. რა--- რა----------ის კი აღენიშნებოდა მარჯვენა მტევნის გულის ნაკვეთი ჭრილობა, მომხრელი კუნთების მყესების მრავლობითი ტრამვა, ნერვების მრავლობითი ტრამვა, მტევნის დაზიანება, სისხლძარღვების მრავლობითი ტრამვა, მტევნის დაზიანება. დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ რა--- რა----------ის ასევე მიყებული აქვს ჭრილობა ხელის მტევანზე სწორედ ამ დანით, ვერ გახდება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ყოფნის დადასტურების საფუძველი.
პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სხვა პირობების არსებობასთან ერთად, აუცილებელი მოგერიების დროს თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, უნდა შეფასდეს რა--- რა----------ის ბრალდებულის სახით სასამართლოში დაკითხვისას მიცემული ჩვენებაც, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მან პო----ის წაართვა დანა, ხოლო შემდეგ, ვინაიდან დაზარალებული უტევდა და ცდილობდა მისთვის დანის წართმევას, ამ ჭიდაობაში და ძიძგილაობაში, შემთხვევით დანა შევიდა დაზარალებულის სხეულში. ამის შემდეგ დაზარალებული კვლავ ცდილობდა დანის წართმევას და კიდევ წავიდა მისი მიმართულებით, ჭიდაობაში წაიქცნენ. მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ როგორმე კარამდე მისულიყო. როგორც იქნა მოახერხა კარის გაღება, ხოლო გასვლისას დანა ჩააგდო ქვემოთ. რა--- რა----------ის ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას, რადგან, პალატის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მო------- ჰ--------–---- პო----ის მიყენებული ჰქონდა სხეულის მრავლობითი ჭრილობები, რომელთაგან მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო დანარჩენი ჭრილობები მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.
მოცემულ შემთხვევაში არსებული მოცემულობა, რა--- რა----------ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ წარმოადგენს აუცილებელ მოგერიებას. გასათვალისწინებელია, რომ დანა იყო რა--- რა----------ის ხელში, ხოლო მო------- ჰ--------–---- პო----ის სხვა რაიმე ბასრი საგანი თუ ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. შესაბამისად, იმაზე აპელირება, რომ რა--- რა----------ი იცავდა თავს, არის დაუსაბუთებელი. ამასთან, რა--- რა----------ის ჩვენება არ შეესაბამება მოცემულ რეალობას. კერძოდ, ჭრილობების ლოკალიზაცია და ხარისხი დადგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნებით, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის რა--- რა----------ის ჩვენებასთან. დანის ქნევა მოსაგერიებლად და შემავალი ჭრილობების მიყენება, ვერ შეფასდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნად. ფაქტი, რომ რა--- რა----------ის მიღებული აქვს მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ვერ გახდება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ყოფნის დადასტურების საფუძველი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ახსნა დაზიანების მიყენების გარემოება.
გასათვალისწინებელია როგორც ჭრილობების მიმართულებები, ისე დანის სიგრძე. მო------- ჰ--------–---- პო----ის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაოდენობა, ლოკალიზაცია, ხარისხი, თავად რა--- რა----------ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი მეტყველებს განზრახვაზე და არა თავდაცვით მოტივირებულ მოქმედებაზე. შესაბამისად უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოს რა--- რა----------ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ასევე იმსჯელა მკვლელობის განზრახვის არარსებობაზე და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ გაიზიარებდა დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებს, სასამართლოს ემსჯელა მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, რომელსაც მკვლელობის მცდელობისაგან განასხვავებს განზრახვის მიმართულება, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის უზენაესი სასამართლო განაჩენი საქმეზე N227აპ-16).
მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენის საშუალებას წარმოადგენს სამონადირეო დანიშნულების დანა, რომლის სიგრძე იყო 29,7 სმ., ხოლო პირის სიგრძე 17 სმ. როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულს სხეულზე მიყენებული ჰქონდა რამდენიმე დაზიანება, მათ შორის შემავალი ჭრილობები მუცლის ღრუში.
როგორც დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, მან რა--- რა----------ის მიერ დაზიანებების მიყენების შემდეგ შეძლო მისთვის დანის წართმევა, მოახერხა კარის გაღება და სადარბაზოში გასვლა, სადაც ყვიროდა და ითხოვდა შველას. ის ფაქტი, რომ დაზარალებული სადარბაზოში ყვირიოდა და ითხოვდა დახმარებას, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით. მოწმე კა------------------მა აღნიშნა, რომ მას მოესმა „ყმუილის და ღმუილის“ მსგავსი ხმა, რის გამოც გავიდა სადარბაზოში და ნახა კედელზე მიყუდებული დაზარალებული. მოწმეთა განმარტებებით, დაზარალებული მო------- ჰ--------–---- პო----ი იყო დაჭრილი და დასუსტებული. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა იმავე კორპუსის მეოთხე სართულზე მცხოვრებმა მოწმე სუ-----------------მა კი განმარტა, რომ სადარბაზოში ხმაურზე გასვლისას დაინახა, რომ ერთი მამაკაცი (დაზარალებული) იწვა ძირს სადარბაზოს მესამე სართულზე, მეორე პირი კი (ბრალდებული) მასთან ახლოს იდგა მუხლებზე და თითქოს „ექაჩებოდნენ“ ერთმანეთს. ამ დროს დანა ეგდო ქვემოთ, კიბის ბოლოს.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ რა--- რა----------ის სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, რაც იმითაც დასტურდება, რომ არ გაეკიდა პო----ის.
მტკიცებულებებით დადგენილია, რომ რა--- რა----------ი მართლაც არ გაკიდებია დაზარალებულს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, როდესაც დაზარალებული გამოვიდა სადარბაზოში და ითხოვდა შველას, ხმაურზე გავიდნენ მეზობლები. პალატას მიაჩნია, რომ მეზობლების ჩართულობამ და მათმა მზადყოფნამ დახმარებოდნენ ადამიანს, რომელიც ითხოვდა შველას, დააბრკოლა რა--- რა----------ი სისრულეში მოეყვანა განზრახვა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მას უკვე არ ჰქონდა დანა და ამასთან ხელზე მიღებული ჰქონდა ჭრილობა. მოწმე სუ-----------------მა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც დაინახა მესამე სართულის სადარბაზოში მყოფი პირები, შებრუნდა სახლში ფეხსაცმლის ჩასაცმელად. დაახლოებით ერთ წუთში ჩავიდა ქვემოთ, თუმცა მესამე სართულის სადარბაზოში არც ერთი პირი არ დახვდა. ამასთან, ხმაურის და სისხლის კვალის მიხედვით მიხვდა, რომ დაჭრილი ქვემოთ ჩადიოდა, ხოლო მეორე პირი (ბრალდებული) იმყოფებოდა სახლში, ერთი ხელი ეჭირა მეორე ხელით და „დაბნეულივით“ იყო. აღნიშნული არგუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ რა--- რა----------ის ხელი შეუშალა არაერთმა გარემოებამ. ის ფაქტი, რომ რა--- რ---------ი რამდენიმე წუთის შემდეგ ჩავიდა ეზოში და შემდეგ არ გაიქცა, არ მიუთითებს განზრახვის არარსებობაზე. როგორც აღინიშნა, განზრახვაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ რა--- რა----------იმ სამონადირეო დანიშნულების დანით არაერთი ჭრილობა მიაყენა პო----ის. რაც შეეხება დაცვის მხარის იმ არგუმენტს, რომ არ დაზიანებულა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები, რის შედეგადაც შესაძლებელი იყო დამდგარიყო სიკვდილი და მხოლოდ ჭრილობების რაოდენობა არ უნდა გამხდარიყო განზრახვის დამადასტურებელი, პალატა ვერ მიიჩნევს დასაბუთებულად. მოცემულ შემთხვევაში, მო------- ჰ--------–---- პო----ს დაუდგინდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები /სწორი კიდეებით/, დიდი ბადექონის დაზიანება, წვრილი ნაწლავის დაზიანება, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანება, ჰემოპერიტონეუმი, ვრცელი რეტროპერიტონეალური ჰემატომა, მარცხენა თირკმლის დაზიანება. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. მარჯვენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობები. ამასთან, ღრუში შემავალი ჭრილობები /ჭრილობა/ ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ყველა სხვა დაზიანება როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად აღებული ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. დაცვის მხარეს არ განუმარტავს, თუ რა დაზიანება უნდა მიეღო დაზარალებულს, რომ ჩათვლილიყო სიცოცხლისთვის სახიფათოდ, რადგან, ამ მოცემულობით და ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით, მხოლოდ დროულმა სამედიცინო ჩარევამ უზრუნველყო მისი სიცოცხლის გადარჩენა.
აღსანიშნავია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დარღვეული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი. მოცემულ შემთხვევაში დათვალიერება ჩატარდა მესაკუთრის - მ--–-----------ას თანხმობით და ის არგუმენტი, რომ რა--- რა----------ის, როგორც ბინის დამქირავებელს, არ განუცხადებია თანხმობა დათვალიერებაზე, დარღვევას არ წარმოადგენს. პალატას ასევე არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო მოქმედების ოქმების და ექსპერტთა დასკვნების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში მონაწილე სხვა პირების ან ექსპერტების მხრიდან.
სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ რა--- რა----------იმ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რის გამოც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რა--- რა----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მე---- მა----–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი.
რა--- რა----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა რა--- რა----------ის დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 14 აპრილიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები და ანაფხეკები საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, დანა, დანის ქარქაში, სითხის ნიმუშები, ხელის კვლები, რა--- რა----------ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუში და სისხლის ნიმუში, მო------- ჰ--------–---- პო----ისგან აღებული სისხლის ნიმუში - განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მინის ბოთლი ორ ჭიქასთან ერთად, პნევმატური პისტოლეტი, პისტოლეტის ყუთი, ლეპტოპი, ტანსაცმელი, პლასტიკური ბარათი, ერთი ცალი ფურცელი, საქაღალდე მასში მოთავსებული დოკუმენტებით, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, კეპი, ფოტოაპარატი, გასაღები, ბინის კარის გასაღები, საუნივერსიტეტო საავადმყოფოდან ამოღებული მო------- ჰ--------–---- პო----ის კუთვნილი ტანსაცმელი, საფულე მასში მოთავსებული პირადი ნივთებით, ფულადი თანხით და მის სახელზე გაცემული საიდენტიფიკაციო მოწმობით, შპ-----------–-----------------დან“ ამოღებული რა--- რა----------ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები (მობილური ტელეფონები, და ფულადი თანხა) - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
მურმან ისაევი