განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
330100115786152
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

გამოძიების--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - დ-------------–---–-

 

დაცვის მხარე

დამცველი - დ------------–---–-

ბრალდებული - გ------- გ-------ს ძე ჯ------ე, დაბადებული - 1--- წლის 7----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ნ--–------ს ქუჩა N---- კორპუსი N-, ბინა N-1-ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები (ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2015 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, თბილისში, ვ-–----–----–-ს გ-------ი N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ჯ------ე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა და რკინის ძალაყინის გამოყენებით, შპს ,,უ---ს’’ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან შეეცადა ფარულად დაუფლებოდა 299 ლარს.

სასამართლომ დაადგინა:

 

2015 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, თბილისში, ვ-–----–----–-ს გ-------ი N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა და რკინის ძალაყინის გამოყენებით, შპს ,,უ---ს’’ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა 299 ლარს.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2015 წლის 24 მარტს, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-ს გ-------ი N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ჯ------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა და რკინის ძალაყინის გამოყენებით, შპს ,,უ---ს’’ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 299 ლარის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მცდელობის ფაქტი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა ბრალდებულ გ------- ჯ------ის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობას.

მოწმის სტატუსით დაკითხული ბრალდებულის გ------- ჯ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 24 აპრილს დაახლოებით ღამის 2:00 საათზე სოციალურ ქსელ „------------ საშუალებით დაუკავშირდა მის მეგობარ მ----- კ-----–--ს. შეთანხმდნენ, რომ მივიდოდა მასთან და მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. შემთხვევის დროს ცხოვრობდა ქ. თბილისში, ნ--–------ს ქუჩა N----ში, მის სახლთან ახლოს მდებარეობს სუპერმარკეტი ფ-------, სახლიდან გამოსვლის შემდეგ შეიარა სუპერმარკეტში, შეიძინა ლუ--- და მივიდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-ს მ--- კვარტალში, მეგობარ - მ----- კ-----–--სთან, სადაც მ-----ი დახვდა დედათან - ნ-----–- გ--–-----სთან ერთად. მ-----ისთან ერთად მიირთვა ალკოჰოლური სასმელი, საიდანაც წამოვიდა 4:30 საათზე. გზად შეიარა სუპერმარკეტ ფ-------ში, სადაც შეხვდა მეგობრებს ც---- წ---–-----ს და გ---–- მ----–----–--ეს. 4:50 საათამდე ესაუბრა ც----- წ---–-----ს, შეიძინა ლუ--- და დატოვა მაღაზიის ტერიტორია. მაღაზიიდან გამოვლის შემგომ აპირებდა სახლში წასვლას, თუმცა ვინაიდან მშობლებთან ჰქონდა კონფლიქტი და არ უნდოდა სახლში მისვლა ჩამოჯდა კორპუსებს შორის მდებარე ბოძზე და მიირთმევდა ლუდს. ვინაიდან ნასვამ მდგომარეობაში იყო მოეძინა, დარტყმის ხმა არ გაუგია, თუმცა გაიგონა საპატრულო პოლიციის მისვლის და ნაბიჯების ხმა. აღნიშნულის შემდეგ მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები მ-----– ძ---–--ე და ი-----–- ს----------ძე, რომლებმაც დააკავეს ბრალდებულის სახით.

ბრალდებულ გ------- ჯ------ის ჩვენება მეგობართან სტუმრად მისვლის, სუპერმარკეტ ფ-------ში ორჯერ შესვლის და ლუ---ს შეძენის ნაწილში დადასტურდა დაცვის მხარის მოწმეთა: ნ-----–- გ--–-----ს, გ---–- მ----–----–--ის და ც---- წ---–-----ის ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ბრალდებული შემთხვევის დროს იმყოფებოდა მათთან ერთად.

მოწმის სახით დაკითხული ს--–---ე ც-------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ შემთხვევის დროს ცხოვრობდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-ს გ-------ი N---ში მე-7 სართულზე. 2015 წლის 24 მარტს დაახლოებით 3:00 საათზე გაიგონა რკინის რკინაზე დარტყმის ხმა, რაც გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. გადაიხედა აივნიდან და დაინახა ორი დაახლოებით 20-25 წლის ბიჭი, რომლებიც რკინის ძალაყინის გამოყენებით ცდილობდნენ ჩასარიცხი აპარატის გატეხვას. აღნიშნულ პირებს მოუწოდა, რომ შეეწყვიტათ ჩასარიცხი აპარატის დაზიანების მცდელობა და წასულიყვნენ, თუმცა მათ ჟესტიკულაციით ანიშნეს, რომ შესულიყო სახლში და გააგრძელეს ჩასარიცხი აპარატის დაზიანება. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია მისი გაღიზიანება, რის გამოც დარეკა 1---–- და განაცხადა, მომხდარის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ გაიგონა საპატრულო პოლიციის მანქანის სირენის ხმა, მაგრამ გარეთ არ გაუხედავს და შესაბამისად მისთვის ცნობილი არ არის როგორ განვითარდა მოვლენები.

მოწმის სახით დაკითხული ბ------ კ--–---ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს ვ---------------–--ს სამმართველოს პ---–-–-------------------–---–- ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის 23-24 მარტს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით დილის 6:00 საათზე რაციით მიიღო შეტყობინება, რომ ორი პირი ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-ს გ-------ზე N---- „ა“ კორპუსთან მდებარე ჩასარიცხ აპარატში არსებულ თანხას. აღნიშნულის თაობაზე აცნობა ხელმძღვანელობას და ორ თანამშრომელს - ი-----–- ს----------ძეს და მ-----– ძ---–--ეს.

მოწმის სახით დაკითხული მ-----– ძ---–--ის ჩვენების მიხედვით: მუშაობს შსს ვ---------------–--ს სამმართველოს პ---–-–-------------------–---–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის 23 მარტს 10:00 საათიდან იმყოფებოდა მორიგე ჯგუფში თანამშრომელ ი-----–- ს----------ძესთან ერთად. 3:00 საათიდან 5:00 საათამდე დროის შუალედში მანქანით მოძრაობდნენ ქ. თბილისში, ვ-–----–----–-ს მ-----------------------–ში, რა დროსაც მორიგემ გადასცა შეტყობინება, რომ ქ. თბილისში, ვ-–----–----–-ს გ-------ი N---ის მოპირდაპირე მხარეს ცდილობდნენ თ------------------- და ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას. ვინაიდან ახლოს იყვნენ აღნიშნულ ობიექტთან დაახლოებით ერთ წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც დაინახეს, რომ ორი მამ---ცი იდგა ჩასარიცხ აპარატთან, მათ შორის ერთ-ერთს ხელში ეჭირა რკინის ძალაყინი და ტეხავდა ჩასარიცხ აპარატს, მეორე პირი იდგა აღნიშნულ პირთან ზურგით, რომელიც იყურებოდა ზემოთ მხარეს. აპირებდნენ აღნიშნულ პირებთან მისვლას, რა დროსაც გამოჩნდა საპატრულო პოლიციის მანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა ციმციმები. აღნიშნულის დანახვაზე ორივე პირი გაიქცა, ერთ-ერთი გაიქცა ვ-–----–----–-ს ზემოთ მხარეს, რომელსაც არავინ დადევნებია, ხოლო მეორე ქვემოთ მხარეს. ვინაიდან დანაშაულის იარაღი ჰქონდა გ------- ჯ------ეს, სწორედ მისი მისამართით განახორციელეს დევნა, რომელმაც მათ დანახვაზე რკინის ძალაყინი გადააგდო ჩასარიცხი აპარატიდან დაახლოებით 15 მეტრში. ჩასარიცხი აპარატიდან დაახლოებით 30 მეტრში დააკავა გ------- ჯ------ე, რომელსაც ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა პირადი ნივთები. მის მიერ შედგენილი იქნა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რის შემდგომ გ------- ჯ------ე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. შემთხვევის ადგილზე რამდენ ხანში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ან/და ბრალდებულის განყოფილებაში გადაყვანის შემდგომ შემთხვევის ადგილზე დარჩა თუ არა პოლიციის თანამშრომელი არ ახსოვს.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- ს----------ძემ და დამატებით განმარტა, რომ მუშაობს შსს ვ---------------–--ს სამმართველოს პ---–-–-------------------–---–-. შემთხვევის ღამეს მორიგეობდა მ-----– ძ---–--ესთან ერთად, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ ქ. თბილისში, ვ-–----–----–-ს მ-------------–ში. შეტყობინების შესვლის შემდგომ მანქანით მივიდნენ ადგილზე, დაახლოებით 100 მეტრში კორპუსის კუთხეში უკანა მხარეს გააჩერეს მანქანა და შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ფეხით. თვალთახედვის არიდან არ დაუკარგავთ ბრალდებული შესაბამისად სწორედ ის პირი დააკავეს ვინც ჩასარიცხ აპარატს ტეხდა. შეუძლებელია მხოლოდ ერთი პოლიციის თანამშრომლის მიერ ბრალდებულის დაკავება, აქედან გამომდინარე აირჩიეს ის პირი, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის იარაღი ეჭირა ხელში და ტეხავდა ჩასარიცხ აპარატს. შემთხვევის ადგილზე განყოფილებიდან სხვა თანამშრომლები მივიდნენ თუ არა, ან ჩაატარეს თუ არა რაიმე საგამოძიებო მოქმედებები არ იცის სავარაუდოდ მივიდოდნენ და ჩაატარებდნენ. ბრალდებული დაკავების დროს არ იჯდა, იგი გარბოდა, რომლის მიმართ განახორციელეს დევნა და დააკავეს.

მოწმის სახით დაკითხული მ------- დ-------ის ჩვენებით დადგინდა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა თ-----------------–------------–-- პოზიციაზე. მუშაობას იწყებდა 8:30 საათიდან 9:00 საათამდე და ემზადებოდა სამსახურში წასასვლელად. სწორედ ამ დროს დაუკავშირდა ჯ--------------------ე, რომელმაც უთხრა, რომ გატეხილი იყო შპს ,,უ---ს’’ ჩასარიცხი აპარატი და სთხოვა მაღაზიაში მისვლა. მას მიაკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა და მიიყვანეს სამსახურში, ადგილზე მისვლისას ნახა, რომ დაზიანებული იყო შპს ,,უ---ს’’ ჩასარიცხი აპარატი. პოლიციის თანამშრომლის თხოვნით დაუკავშირდა მაღაზიის მეპატრონეს, რომელსაც აცნობა მომხდარის შესახებ, მას გაესაუბრა პოლიციის თანამშრომელი და სთხოვა მისულიყო შემთხვევის ადგილზე, რომელიც მივიდა ნახევარი საათის შემდეგ.

შეტყობინების ფაქტი დაადასტურა ჩასარიცხი აპარატის მესაკუთრემ ტ------– ფ---–----–---–-ა და განმარტა, რომ ქ. თბილისში, ვ-–----–----–-ს გ-------ი N---ში დამონტაჟებული ჰქონდა შპს „უ---ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. 2015 წლის 24 მარტს დილით დაუკავშირდა გამყიდველი, რომელმაც აცნობა ჩასარიცხი აპარატის დაზიანების შესახებ. ასევე, ესაუბრა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც სთხოვა შემთხვევის ადგილზე მისვლა. ადგილზე მივიდა ნახევარი საათის შემდეგ, რა დროსაც ჩასარიცხი აპარატი შეფუთული იყო პოლიეთილენის პაკეტში, რომელიც იყო გაწითლებული, სავარაუდოდ ანაბეჭდების აღების მიზნით. გარედან შეხედა და დაინახა, რომ ჩასარიცხ აპარატს დაზიანებული ჰქონდა ქვედა მხარეს მდებარე ქაღალდის და ხურდის ჩასაყრელი ადგილი. თანხას ამოწმებდა ელექტრონულად სპეციალური პროგრამის საშუალებით, შესაბამისად შემთხვევის დროს აპარატში იყო 300 ლარამდე თანხა. მას არავისთვის მიუცია უფლება, რომ მისულიყო აპარატთან და წაეღო მისი კუთვნილი თანხა.

მოწმის სახით დაკითხული ზ------ ბ------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--ს სამმართველოს პ---–-–-------------------–---–- უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზები, მოწმის სახით დაკითხა ბ------ კ--–---ი, ს--–---ე ც-------–---–ი, დაზარალებულის წარმომადგენელი, რომელსაც გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, გ------- ჯ------ემ გამოიყენა დუმილის უფლება, რის გამოც დაიკითხა მოგვიანებით, რომელსაც გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გ------- ჯ------ის დედას შეატყობინა დაკავების შესახებ.

მოწმის სახით დაკითხული მ------ ნ-------ძის ჩვენებით დადგინდა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ვ---------------–--ს სამმართველოს პ---–-–-------------------------–-- თანამდებობაზე. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გადაგზავნილი იქნა შემთხვევის ღამეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის კამერის ჩანაწერი, რომელზეც ასახული იყო გ------- ჯ------ის დაკავების შემდგომი დრო. ვინაიდან ვიდეო ჩანაწერი არ შეიცავდა ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შესახებ, არ ჩათვალა საჭიროდ ჩანაწერის დაცვის მხარისათვის გადაცემა. მისივე განმარტებით, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები შეამოწმეს, თუმცა მათზე დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა და შესაბამისად არ მომხდარა მათი ამოღება.

მოწმის სახით დაკითხული გ------ მ---–--ის ჩვენებით დადგინდა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ვ---------------–--ს პ---–-–-------------------–---–- დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ ექსპერტების და მესაკუთრის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ქ. თბილისი, ვ-–----–----–-ს გ------- N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შემთხვევის ადგილი. ექსპერტების მიერ დამუშავებული იქნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელსაც ეტყობოდა ზემოქმედების კვალი, რის შედეგად კარები იყო დეფორმირებული. დათვალიერების დასრულების შემდგომ ამოღებული იქნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ხოლო სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა რკინის ნაჭერი. მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული და მოწმეები.

2015 წლის 24 მარტის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ------- ჯ------ის პირადი ჩხრეკისას შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა „სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3--------------, მასში მოთავსებული „---–------ სიმ ბარათით, ასევე მისი მარცხენა ხელის მაჯიდან შავი ტყავის სამაჯური, ოქროსფერი მაჯის საათი წარწერით ,,FITRON’’. შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული გ------- ჯ------ის პირადობის მოწმობით, მეტრომანი და ლ--------------- პლასტიკური ბარათები. „---–------ ერთი ცალი სიმბარათი, ფულადი თანხა 95 თეთრის ოდენობით, კერძოდ: 4 ცალი 20 თეთრიანი, ერთი ცალი 10 თეთრიანი და ერთი ცალი 5 თეთრიანი რკინის მონეტები. ასევე, მისი ტანიდან ამოღებულ იქნა მუქი ლურჯი ფერის მოკლე უმკლავო ე.წ „დუტის“ ქურთუკი, რომელიც შიდა მხარეს იყო დასვრილ მდგომარეობაში, ხოლო იარლიყზე აღენიშნება წარწერა ,,VERDA’’. აღნიშნულ ოქმში მითითებულია, რომ ბრალდებულმა გ------- ჯ------ემ პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე დააპირა მიმალვა.

2015 წლის 24 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა წ. თბილისი, ვ-–----–----–-ს გ-------ი N---ის მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგად ამოღებულ იქნა 1 ცალი რკინის ნაჭერი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.

2015 წლის 26 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის N6---- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს ,,უ---ს’’ კუთვნილი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულებით გათვალიწინებით შეადგენს 140 (ას ორმოცი) ლარს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ნ--- ქ-------ამ.

2015 წლის 31 მარტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N3------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ჩასარიცხ აპარატს აღენიშნება დაზიანებები ნაკაწრების, ნაჭდევების და დეფორმაციის სახით, ასევე გატეხილი აქვს ქაღალდის კუპიურის მიმმართველი პანელი, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს ექსპერტიზაზე წარდგენილი არმატურის ნაჭერი.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- შ----–----ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევი ობიექტი არ იყო დალუქულ მდგომარეობაში, სავარაუდოდ იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციის განყოფილებაში ინახებოდა.

2015 წლის 31 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N1-----. დასკვნით დადგენილია, რომ ლითონის ღეროს ზედაპირზე არსებული ლურჯი და თეთრი ფერის საღებავის დანაშრევებს და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებულ ლურჯი და თეთრი ფერის საღებავის ნიმუშებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ს------- ე-----მ.

2015 წლის 8 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N1------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ქურთუკზე რკინის (II) მეტალიზაციის კვლები არ დაფიქსირდა.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მ--- ფ-–---–-----მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ რკინის მეტალზე ხელის მოკიდების შემდეგ გადადის რკინის მეტალიზაციის კვალი. საგნის ხელში ჭერა წარმოადგენს მჭიდრო კავშირს, იმ მეტალის ჭერა, რომელიც წარდგენილი იყო გამოსაკვლევად საჭიროებდა ძალისხმევას შესაბამისად მჭიდრო კავშირი იქნებოდა და თუკი ბრალდებულს იგი ხელში ეკავა და შემდეგ ჩამოისვამდა ხელს ტანსაცმელზე გადავიდოდა კვალი. მისივე განმარტებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო მხოლოდ ბრალდებულის კუთვნილი ქურთუკი, ხელის ანაწმენდები გამოკვლევაზე წარდგენილი არ ყოფილა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ჯ------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ მის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულებები, იმის შესახებ რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად და არასრულყოფილად, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არათუ დადასტურდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება, არამედ უმეტეს შემთხვევაში მტკიცებულებები ეწინააღმდეგებიან პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს.

კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული, რომ გ------- ჯ------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. ამდენად, გ------- ჯ------ე უნდა გამართლდეს.

ბრალდების მხარემ სასამართლოს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებად წარუდგინა მოწმეების - ი-----–- ს----------ძის, მ-----– ძ---–--ის, ს--–---ე ც-------–---–ის, ტ------– ფ---–----–---–ის, ბ------ კ--–---ის, ზ------ ბ------–---–ის, მ------ ნ-------ძის, გ------ მ---–--ის, ნ--- ქ-------ას, ლ---- შ----–----ის, ს------- ე-----ს და მ--- ფ-–---–-----ის ჩვენებები და სასაქონლო, ტრასოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმე ი-----–- ს----------ძის ჩვენებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ მან და მისმა მეწყვილემ მანქანა გააჩერეს კორპუსის კუთხეში, რის შემდეგ ფეხით გადაადგილდებოდნენ სავარაუდო დამნაშავე პირებთან მიახლოების მიზნით. თუმცა საპატრულო პოლიციის ციმციმას დანახვაზე დანაშაულის ჩამდენი პირები გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთი გაიქცა პატრულის მანქანის მიმართულებით. მ-----– ძ---–--ის ჩვენებით პირი, რომლის მიმართ არ განუხორციელებიათ დევნა გაიქცა ვ-–----–----–-ს გ-------ის მიმართულებით, ხოლო ი-----–- ს----------ძის ჩვენებით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა სწორედ ვ-–----–----–-ს გ-------ის მხრიდან. შესაბამისად თუკი მათი ჩვენებები სიმართლეს შეესაბამება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უნდა შეემჩნიათ აღნიშნული პირი, მითუმეტეს, რომ ისინი ინფორმირებული იყვნენ დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

ი-----–- ს----------ძემ და მ-----– ძ---–--ემ დაადასტურეს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ საპატრულო პოლიციის მანქანის ციმციმას დანახვის შემდგომ, რაც წინააღმდეგობაში მოდის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან, სადაც მითითებულია, რომ გ------- ჯ------ე პოლიციის თანამშრომელთა დანახვის შემდეგ ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე არალოგიკურია დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირი გაიქცეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიმართულებით.

პოლიციის მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებთ, სასამართლო იხსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90). მოცემულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები არამცთუ გამყარებული არაა სხვა მტკიცებულებებით, არამედ წინააღმდეგობაში მოდის სხვა მოწმეების ჩვენებებთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაცვის მხარემ განცხადებით მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა შემთხვევის ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გადაღებული ვიდეომასალა. აღნიშნულის პასუხად 2015 წლის 30 ივლისის თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--ს სამმართველოს პ---–-–-------------------–---- უფროსის მოადგილე მ------ ნ-------ძის წერილით დგინდება, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გ------- ჯ------ის დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვინაიდან ისინი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ ბრალდებულის დაკავების შემდგომ. მიუხედავად აღნიშნულისა გადამოწმებული იქნა შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა ჩანაწერი არ მოიცავს ინფორმაციას გ------- ჯ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის მცდელობისა და მისი დაკავების შესახებ. აღნიშნული წერილით ირკვევა, რომ მათ მიერ გადამოწმებული იქნა შემთხვევის ადგილზე მდებარე ყველა ობიექტი, რომლებზეც ვიდეოკამერები არ ფიქსირდება. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქმეში წარმოდგენილ ფ-------ს გ-------–----------------- წერილთან, რომელშიც მითითებულია, რომ ვიდეოჩანაწერის გადაცემა ვერ მოხდა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ჩანაწერი ინახება ორი დღის განმავლობაში, ხოლო ჩანაწერის მოთხოვნის დროს გასული იყო 11 დღე, შესაბამისად ჩანაწერი აღარ ინახებოდა მათთან. ზემოთაღნიშნული გარემოება ასევე ეწინააღმდეგება დაკავების ოქმში მითითებულ გარემოებებს, სადაც მითითებულია, რომ ბრალდებულის დაკავება და პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა 05:16 საათიდან - 05:50 საათამდე, შესაბამისად გაუგებარია, თუკი 35 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრალდებულის დაკავება, როგორ არ დააფიქსირა საპატრულო პოლიციის ვიდეოკამერამ დაკავების ფაქტი. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარე ვალდებულია დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები. შესაბამისად აღნიშნულ ნორმის გათვალისწინებით დარღვეულია დაცვის მხარის უფლება მიეღო და დაეთვალიერებინა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გადაღებული ვიდეო ჩანაწერი.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. საქმეში წარმოდგენილ 2015 წლის 24 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დგინდება, რომ დაზარალებულის ტ------– ფ---–----–---–ის მონაწილეობით და თანხმობით შემთხვევის ადგილი დათვალიერებული იქნა 06:35 საათიდან - 08:25 საათამდე დროის შუალედში, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი ცალი რკინის ნაჭერი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ მაღაზიის გამყიდველმა მ------- დ-------ემ განმარტა, რომ იგი შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს პოლიციის თანამშრომლებმა დაახლოებით 08:10 საათისთვის, რის შემდეგ პოლიციის თანამშრომელი მისივე ტელეფონით დაუკავშირდა დაზარალებულ ტ------– ფ---–----–---–ს და სთხოვა მისვლა, რომელიც დაახლოებით 30 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე. ახსოვს, რომ ჩასარიცხ აპარატს ჰქონდა პოლიციის ლენტი შემოვლებული. ნახევარი საათით დაგვიანების ფაქტი დაადასტურა დაზარალებულმა ტ------– ფ---–----–---–-ა და განმარტა, რომ მისი მისვლისას მისი კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი იყო დალუქული, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერი ლაქები, სავარაუდოდ ანაბეჭდების აღების მიზნით. დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ექსპერტების მიერ დაქტილოსკოპიური ფხვნილით დამუშავებული იქნა ჩასარიცხი აპარატი. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შემთხვევის ადგილი დათვალიერებული იქნა დაზარალებულის მისვლამდე, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად სავალდებულოა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაზარალებულის თანხმობა, ან/და სასამართლოს განჩინება.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე გამოკვლეულ ხელწერილზე, რომლითაც დადგინდა, რომ დაზარალებულმა ტ------– ფ---–----–---–-ა 2015 წლის 26 მარტს ჩაიბარა მისი კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალი მასში მოთავსებული თანხით. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ჩატარებულია 2015 წლის 31 მარტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე არ არის დაცული საპროცესო ნორმები, ვინაიდან ექსპერტიზები ჩატარდა მას შემდეგ რაც დაზარალებულს უკვე ჩაბარებული ჰქონდა გამოსაკვლევი ნივთი. ლუქის არარსებობის თაობაზე აღნიშნულია როგორც ტრასოლოგიურ N3-------, ისე ქიმიურ ექსპერტიზის N1----- დასკვნებში, თუმცა ექსპერტების ს------- ე-----ს და ლ---- შ----–----ის ჩვენებებით მათ მიერ ექსპერტიზის ჩატარების დროს საკვლევი ობიექტი არ იყო დალუქული სახით წარდგენილი.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე გამოკვლეულ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაზე 1-------. რომლის მიხედვით გ------- ჯ------ის ქურთუკზე რკინის (II) მეტალიზაციის კვლები არ დაფიქსირდა, ხოლო ექსპერტის მ--- ფ-–---–-----ის ჩვენებით იმ შემთხვევაში თუ რკინასთან შემხებლობაში მყოფ პირი გაიხდიდა ამავე ხელებით მაგ. ე.წ „დუტის“ ჟილეტს ალბათობის მაღალი ხარისხით გახდის მეთოდიდან გამომდინარე ქურთუკზე გადავიდოდა რკინის მეტალიზაციის კვალი. ამასთან იმ შემთხვევაში თუ პირისგან აღებული იქნებოდა ხელის ანაწმენდები დადგინდებოდა მისი შემხებლობა რკინის საგანთან. თუმცა ბრალდებულისგან აღებული ნიმუშები ექსპერტიზაზე წარდგენილი არ ყოფილა.

შესაბამისად ზემოთაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით: შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მეტალის საგანზე ჩატარებული დასკვნით არ დადგინდა, გ------- ჯ------ის მასთან შემხებლობის ფაქტი. ასევე არ დადასტურდა ფაქტი, რომ ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის დროს ხელზე ეკეთა ხელთათმანი, რაც გამორიცხავდა კვალის დარჩენის ალბათობას. ბრალდების მხარეს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია მიკრონაწილაკების ექსპერტიზა, ბრალდებულისგან არ არის აღებული ხელის კვალი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ გ------- ჯ------ის მიერ დანაშაულის საგანთან შემხებლობის ფაქტს. ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია თუნდაც ერთი ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაადასტურებდა გ------- ჯ------ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ან/და დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა ამოღებული და წარმოდგენილი ვიდეოკამერის ჩანაწერი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ შეძლო მხოლოდ იმ გარემოების დადასტურება, რომ ადგილი ჰქონდა ქურდობის მცდელობის ფაქტს, თუმცა ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ქურდობის მცდელობის ფაქტს ადგილი ჰქონდა სწორედ ბრალდებულ გ------- ჯ------ის მიერ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე - ს--–---ე ც-------–---–მა დაინახა ორი პირი, როგორ აზიანებდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატს თუმცა მათი ამოცნობა არ შეუძლია, შესაბამისად მის მიერ დადასტურდა მხოლოდ ქურდობის მცდელობის ფაქტი და არა ბრალდებულის ქურდობის ფაქტთან შემხებლობა. მოწმე ტ------– ფ---–----–---–ი არ არის ფაქტის თვითმხილველი მოწმე და ქურდობის მცდელობის ფაქტის შესახებ გაიგო გადმოცემით. მოწმეთა: ბ------ კ--–---ის, ზ------ ბ------–---–ის, მ------ ნ-------ძის და გ------ მ---–--ის ჩვენებებით დადასტურდა მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა. მოწმეთა: ნ--- ქ-------ას, ლ---- შ----–----ის, ს------- ე-----ს და მ--- ფ-–---–-----ის ჩვენებებით დადასტურდა მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში არიან ირიბი მოწმეები.

საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ს--–---ე ც-------–---–ის, ტ------– ფ---–----–---–ის, ბ------ კ--–---ის, ზ------ ბ------–---–ის, მ------ ნ-------ძის, გ------ მ---–--ის, ნ--- ქ-------ას, ლ---- შ----–----ის, ს------- ე-----ს და მ--- ფ-–---–-----ის ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ გ------- ჯ------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა მხოლოდ ის გარემოება, რომ ორი პირი ცდილობდა ჩასარიცხი აპარატის დაზიანებას და მასში არსებული ფულადი თანხის ფარულად დაუფლებას, ხოლო ვინ ცდილობდა თანხის ფარულად დაუფლებად დაუდგენელია. შესაბამისად, ბრალდებული ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მ--- მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელ----ტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, სასაქონლო, ტრასოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით) ვერ დადასტურდა ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნის და დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ამასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ მისი ფუნქცია არაა, გამოთქვას მოსაზრება მტკიცებულების რელ----ტურობასა თუ პირის ბრალეულობასა თუ უდანაშაულობაზე (პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia), განაცხადი no. 26853/04, 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 188). მიუხედავად ამისა, პოპოვის საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ მაინც გამოთქვა მოსაზრება იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლებზეც ეროვნულმა სასამართლომ მსჯავრდება დააფუძნა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯავრდება ემყარებოდა შემდეგ მტკიცებულებებს: გვამის დათვალიერების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ვინმე ბ-ნი X-ის კომპიუტერისა და დისკეტების შემოწმების ოქმებს, ბრალდებულის პირადი ნივთების დათვალიერების ოქმებს, ინტერნეტ პროვაიდერის წერილებს და ა.შ. ევროპული სასამართლოს თქმით, ეროვნულ სასამართლოს არ აუხსნია, თუ რანაირად ამტკიცებდა ეს მრავალრიცხვოვანი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობას, ან საერთოდ, რა შემხებლობა ჰქონდა მათ საქმესთან. ცხადია, გვამის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები რელ----ტური იყო, მაგრამ ისინი მხოლოდ ადასტურებდა პირის გარდაცვალებას. ზემოაღნიშნული მსჯელობის შედეგად, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მ--- მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას (გადაწყვეტილების პუნქტები 181 და 189).

შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულ გ------- ჯ------ესთან მიმართებაში პროკურატურამ ვერ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუ---დან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუ---. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ------- ჯ------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

-გ------- ჯ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ლურჯი ფერის ე.წ „დუტის“ ქურთუკი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--ს სამმართველოს მ-----------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს გ------- ჯ------ეს;

-შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ლითონის ძალაყინი და -სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საღებავის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--ს სამმართველოს მ-----------------–---–-- უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

-შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, შეზღუდვების გარეშე უნდა დაუბრუნდეს ტ------– ფ---–----–---–ს.

-CD-R დისკი მასზე არსებული ფოტოსურათებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-268-ე, 270-271-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ჯ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

2. გ------- ჯ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

3. ნივთმტკიცება:

-გ------- ჯ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ლურჯი ფერის ე.წ „დუტის“ ქურთუკი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--ს სამმართველოს მ-----------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს გ------- ჯ------ეს;

-შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ლითონის ძალაყინი და -სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საღებავის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ---------------–--ს სამმართველოს მ-----------------–---–-- განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

-შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს ტ------– ფ---–----–---–ს.

-CD-R დისკი მასზე არსებული ფოტოსურათებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

4. განემარტოს გამართლებულს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი