განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
120100118002679364
დავის ტიპი
178 3 დ , 178 3 გ , 178 3 ბ , 178 3 ა , 177 3 გ , 177 3 ბ , 177 3 ა , 177 2 ა
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2679364-1/393-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

30 მაისი 2019 წელი ქ. ა---––---

 

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-

დაცვის მხარე: ბრალდებული – ა------------------ ( დაბ.2---------–, რეგისტრირებული რ------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები ა---––--------------------–---–-----–-- )

ს--------------–---( დაბ.1---------– პ/ნ 0----------; რეგისტირებული და მცხოვრები ქ------–----------–---–--------)

ადვოკატი - ნ------------------–---–---–--–----------–---

თარჯიმანი-ლ---------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, მე-3 ნაწილის ,,ა,, ,,ბ,, ,,გ,, პუნქტებითა და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,, ,,ბ,, ,,გ,, ,,დ,, პუნქტებით.

 

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 09 სექტემბერს ქ-------–--–---------–---–--------------–- მცხოვრები ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევი ს---------------–---- და ა---––---- რაიონის სოფელ წ---–-----–-–ი მცხოვრები ასევე ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევი ა------------------ი და წინასწარ შეთანხმებით ქ------––---–---------- ქუჩაზე მდებარე საბარგო სადგურის ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად დაეუფლნენ „ს----------–---------------“ კუთვნილ 100 ლარის ღირებულების ლითონის ნივთებს, (სკამის ფეხებს) რომელიც ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტში და აღებული თანხა გამოიყენეს პირადი დანიშნულებისამებრ, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------------- მიადგა 100 ლარის ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით.

 

1.1. 2018 წლის 09 სექტემბერს ა---––---- რაიონის სოფელ წ---–-----–-–ი მცხოვრები ასევე ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევი ა------------------ი და ქ-------–--–---------–---–--------------–- მცხოვრები ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევი ს---------------–---- წინასწარ შეთანხმებით ქ------––---–---------- ქუჩაზე მდებარე საბარგო სადგურის ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად დაეუფლნენ „ს----------–---------------“ კუთვნილ 100 ლარის ღირებულების ლითონის ნივთებს, (სკამის ფეხებს) რომელიც ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტში და აღებული თანხა გამოიყენეს პირადი დანიშნულებისამებრ, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------------- მიადგა 100 ლარის ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით.

 

2. სასამართლომ დადგინა:

2018 წლის 09 სექტემბერს ქ.თ---–--–-, მ-----–---–-ს ქუ-------ში მცხოვრები ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევი ს--------------–---ია და ა---––---- რაიონის სოფელ წ---–-----–-–ი მცხოვრები ასევე ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევი ა------------------ი და წინასწარ შეთანხმებით ქ------––---–-------------------ის ეზოდან მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად დაუფლებოდნენ ს--------------------- კუთვნილ 450 ლარის ღირებულების ორ ცალ ლითონის კონსტრუქციის კარებებს, რომელიც ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტში და აღებული თანხა გამოიყენეს პირადი დანიშნულებისამებრ. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ს------ ჩ----------ს მიადგა 450 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა„ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით.

 

2.1. 2018 წლის 09 სექტემბერს ა---––---- რაიონის სოფელ წ---–-----–-–ი მცხოვრები ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევი ა------------------ი და ქ. თ---–--–-, მ-----–---–-ს ქუ-------ში მცხოვრები ასევე ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევი ს--------------–---ი წინასწარ შეთანხმებით ქ------––---–-------------------ის ეზოდან მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად დაუფლებოდნენ ს--------------------- კუთვნილ 450 ლარის ღირებულების ორ ცალ ლითონის კონსტრუქციის კარებებს, რომელიც ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტში და აღებული თანხა გამოიყენეს პირადი დანიშნულებისამებრ. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ს------ ჩ----------ს მიადგა 450 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა„ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით.

 

მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ რომ ა------------------მა და ს--------------–---მა ჩაიდინეს სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი არაერთგზის.

 

ა---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის რ--------- სადგურის უფროსი, ჰქონდათ პარკში დასადგმელი ხის სკამები ლითონის ფეხებით, ეს ,,რეიკები“ რომ დალპა, ფეხები რომ არ დაკარგულიყო დაასაწყობა დასასვენებელი სახლის კარების წინ. 8 სექტემბერს შეამოწმა და იყო ადგილზე, მერე 2 დღე ყურადღება აღარ მიუქცევია და 10-ში რომ ნახა აღარ იყო კარებთან, მიმართა პოლიციას, აღნიშნული სკამის ფეხები აწერია თითოეული 20-20 ლარად თითო, ამიტომ ორგანიზაციამ 40 ლარის ზარალი განიცადა. მოწმემ იფიქრა რომ ჯართში ჩააბარებდნენ რკინის ფეხებს, ახლოს არის 2 მიმღები პუნქტი და იქ ვერ აღმოაჩინა, მერე მიმართა პოლიციას მათ იპოვეს და მერე ამოიცნო, რომ სწორედ მათი სკამის ფეხები იყო, პასუხისმგებელი პირია და მათთან ტენდერის გარეშე არ ხდება არაფრი და ტენდერი, რომ გამოცხადეს შესაძლებელია აღნიშნულის პირობებში აღნიშნული სკამის ფეხებიც აღმოჩნდეს.

 

მოწმე რ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ჯართის მიმღებ პუნქტში ს--------------–---ი და ა------------------ი მივიდნენ მასთან, მიუტანეს ჯართი-127 კილოგრამი, ჯართის ღირებულება გადაუხადა კილოგრამში 47 თეთრი. სპეციალურ ჟურნალში უნდა გაეტარებინა მაგრამ სიჩქარეში გადაავიწყდა. 2018 წლის 8 სექტემბერს ანალოგიურად მიუტანეს იმავე პირებმა ჯართი და მაშინ გაატარა ჟურნალში ს--------------–---ის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. ა------------------ის სახელი და გვარი არ გაუტარებია, ზეპირად დაამახსოვრდა. ფული 47 ლარი ს--------------–---ს გადასცა. მ--------იც იქვე იდგა. პირველ დღეს მიუტანეს 4 ცალი სკამის ფეხი და 2 ცალი რკინის კარები. ტაქსით იყვნენ მისულები- ო---–------------ით, ვარდისფერი იყო. ლითონების ჩამოტვირთვაში მძღოლი მონაწილეობას არ იღებდა, არ ეხმარებოდა, ხმაც არ ამოუღია, უბრალოდ გადმოვიდა მანქანიდან და გვერდზე იდგა. ს--------------–---მა და ა------------------მა ჩამოტვირთეს. ფული გადააწოდა ს--------------–---ს, პირადობა ვისზეც გაატარა, ისიც შესასვლელ კარებთან, მან შემდეგ გადააწოდა ა------------------ს.

 

მოწმე მ----------–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 სექტემბერს იყო სახლში და დაუკავშირდა ა------------------ი ტელეფონზე, რომ ესაჭიროებოდა ტაქსის მომსახურება, უთხრა ადგილი, სადაც უნდა მისულიყო და მივიდა აფთიაქის წინ ბაზართან. როდესაც მივიდა ჩასხდნენ მანქანაში ა------------------ი და ს--------------–---ი და დაიწყო მოძრაობა ი---- ქუჩისკენ და განაგრძო გზა ა--------ის მითითებით ბაზრის უკან ი---- ქუჩისკენ, შესახვევი იყო სადაც შეუხვია, შემდეგ კიდევ შესახვევი იყო და იქ გააჩერა მანქანა, გადავიდნენ და გამოიტანეს ორი ლითონის კარები პატარა მოცულობის და ჩადეს საბარგულში, ჩასხდნენ და განაგრძო სვლა. გადასვლიდან დაახლოებით 2 წუთში მიიტანეს მანქანასთან კარებები. მ----------–-----–---–მა ჰკითხა მათ ვისი იყო აღნიშნული კარებები და ს------მა და ა--------მა უთხრეს, რომ მათი იყო. შემდეგ განაგრძო გზა ა--------ის მითითებით ტ--------ენ. ძ---–-------–---- გზა სადაც იყო ადრე, მანდ გავიდა პირდაპირ, დიდი მოედანი იყო მოსატრიალებელი, მან მოატრიალა და იქვე ახლოს გააჩერა მანქანა შენობის წინ, რადგან შენობასთან მისვლა მანქანით შეუძლებელი იყო, გადავიდნენ კიდევ და 2 ლითონის ფეხი მოიტანეს, ჩადეს საბარგულში და განაგრძეს გზა. ამის შემდეგ სვლა განაგრძო ა---–---–---- გზატკეცილისკენ ა--------ის მითითებით, იქ შევიდნენ ლითონის მიმღებ პუნქტში, მ----------–-----–---–ი ამ დროს მანქანაში იყო, დაელაპარაკნენ იქ ვინც იბარებს ლითონს, გადაიტანეს ლითონები მანქანის საბარგულიდან, შემდეგ მან გაიყვანა მანქანა იმ ადგილიდან და გაჩერდა გზაზე, დაელოდა მათ, შემდეგ ა--------ამ გადაუხადა ტაქსის მომსახურების 10 ლარი და ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩერა მანქანა, ჩავიდნენ და მას შემდეგ აღარ უნახავს.

 

2018 წლის 10 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ა---––---–----------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გ--------- ქუჩაზე და წარმოადგენს რ--------- სალოკომოტივო ბრიგადების მოსასვენებლ ადგილს, რომელიც არის ორ სართულიანი კაპიტალური შენობა-ნაგებობა. აღნიშნული შენობის გარშემო ტერიტორია არ არის შემოღობილი, შენობას დასავლეთით ესაზღვრება გ--------- ქუჩის მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზა, ჩრდილოეთით და სამხრეთით ესაზღვრება ქ. ა---––---- რ--------- საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო აღმოსავლეთით ესაზღვრება რ--------- სალოკომოტივო ბრიგადის მოსასვენებელი შენობის ეზო, რომელიც ასევე შემოღობილი არ არის, აღნიშნულ შენობას გ--------- ქუჩის მხრიდან გააჩნია ცენტრალური შესასვლელი კარები, რომლის მარჯვენა სამხრეთ მხარეს ექსპერტის მიერ დაინომრა N1-ით, ის ადგილი, სადაც სალოკომოტივო ბრიგადის მოსასვენებელი შენობის კედელზე მიყუდებული იყო ქუჩებში და ეზოებში მოსათავსებელი რკინის მასალით დამზადებული სკამის ფეხები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საქმისათვის მქონე ნივთი ან საგანი ამოღებული ვერ იქნა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღბული იქნა ფოტო სურათები.( ტ.1.ს.ფ.16-30)

 

2018 წლის 10 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ რ------------------აგან შსს ა---––---- რაიონული სამმართველოს გამომძიებელ ლ-–---------–---–ის მიერ ამოღებული იქნა 4 ცალი სკამის ლითონის ფეხი.( ტ.1. ს.ფ.36-46)

 

2018 წლის 10 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ რ------------------აგან შსს ა---––---- რაიონული სამმართველოს გამომძიებელს ლ-–---------–---–ის მიერ ამოღებული იქნა შავი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი(. ტ.1. ს.ფ.54-61)

 

2018 წლის 11 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ადგილზე შემოწმებული იქნა მ----------–-----–---–ის ჩვენება, მან მიუთითა ქ-----––---–ი, კ--------- ქუჩაზე ძველი ბაზრის ტერიტორიაზე სადაც გააჩერა ავტომანქანა და ა------------------მა და ს--------------–---მა საბარგულში ჩაალაგეს 2 ცალი ლითონის კარი, აღნიშნულის შემდეგ მ----------–-----–---–მა მიუთითა ადგილი ქ-----––---, ტ------ ქუჩაზე რ--------- სადგურის ორსართულიან შენობაზე სადაც გააჩერა ავტომანქანა და ს--------------–---მა და ა------------------მა ავტომანქანის საბარგულში ჩადეს ლითონის 4 ცალი სკამი ფეხი. ამის შემდეგ მ----------–-----–---–მა მიუთითა ადგილი შენობის შესასვლელთან საიდანაც აიღეს აღნიშნული ლითონის დეტალები და ჩაალაგეს ავტომანქანაში, ამის შემდეგ მოწმემ მიუთითა ა---–---–---- გზატკეცილისაკენ არსებული შავი ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტზე სადაც მიიტანა აღნიშნული ლითონის დეტალები და სადაც ჩააბარეს ა------------------მა და ს--------------–---მა.( ტ.1.ს.ფ.75-83)

 

2018 წლის 11 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმებით ა---------------–---–მა ამოიცნო თავისი კუთვნილი ნივთები, რომლებიც მოპარეს 2018 წლის 08 სექტემბრიდან 10 სექტემბრის შუალედში,ქ-----––---–ი რ--------- სადგურიდან.( ტ.1.ს.ფ.106-113)

 

2018 წლის 19 სექტემბრის საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N------ დასკვნით, ერთი ცალი, სკამის სხმული, სადგამი ფეხის, ზომით: სიმაღლე-75 სმ, წინა და უკანა ფეხებს შორის მანძილით-30 სმ, საცალო საორიენტაციო ღირებულება ( მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) შეესაბამება 25 ლარს, შესაბამისად 4 ცალი ( 2 წყვილი) ანალოგიური სკამის სხმული, სადგამი ფეხის ღირებულება მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) შეესაბამება -100 ლარს. ( ტ.1.ს.ფ. 117-121)

 

ს------ ჩ----------ის ჩვენებით დადგენილია ზაფხულის პერიოდში აკეთებდა რემონტს და ეს ნივთები გამოიტანა და დატოვა გარეთ, დივანიც ქონდა გამოტანილი და კარებიც, გაათავისუფლა ადგილი, სათავსო არ აქვს და გარეთ კედლის გვერდზე დადებული ჰქონდა ღია ეზოში ღობე არ აქვს. 10 სექტემბერს დილით დაინახა, რომ შიფრები გადაწყობილი იყო არადა მას დაფარებული ჰქონდა, რომ ნახა ორი კარები არ იყო ამის შემდეგ მიმართა პოლიციას. პოლიციაში რომ გამოიძახეს იქ იყო რამდენიმე კარებები და მათ შორის ამოიცნო თავისი კარები საკეტით, მოფარებულში ჰქონდა ეს კარებები, იქ მისი მანქანაც დგას შიფრები ოთხივე მხრიდან დაწყობილი ჰქონდა, მძიმე კარებები იყო იმიტომ რომ კომუნისტების დროს სქელი ჟეშტით არის გაკეთებული, რემონტს რომ აკეთებდა იძულებული იყო ყველაფერი გარეთ დაეწყო მარტო ეგ კი არა დივანი, საწოლიც და ტელევიზორიც გარეთ ჰქონდა. ა---––--- ისეთი ტერიტორია იყო საერთოდ არასდროს არაფერი არ იკარგებოდა და სულ ღია კარებში ეძინა, კარი დაახლოებით მეტრ ნახევარი იქნებოდა, ,,უგოლნიკებით ჩასაკეტი ქონდა ძირზე რომ იკეტება, საკეტი ძველებური ეყენა ადრინდელი. კრასკა გადამძვრალი ქონდა. კარების ქურდობით მას მიადგა 450 ლარის ზიანი.

 

გამომძიებელ ლ------------ს ჩვენებით დადგენილია,რომ მუშაობს ა---––---- რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 11 სექტემბერს მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ა---––---ში მდებარე რ--------- სადგურიდან მოპარული 4 ცალი სკამის ფეხი და ქალაქ ა---––---ში ი---- ქ--------–- მცხოვრები ს------ ჩ----------ის კუთვნილი 2 ცალი რკინის კონსტრუქციის კარებები. 2018 წლის 9 სექტემბერს ა---––---ში დ--------–---–-ს ქ---------–- მცხოვრებმა მ----------–-----–--–-ა მიატანინა ა---––---ში ა---–---–---- გზადკეცილზე მდებარე საჯართე მიმღებ პუნქტში ა------------------ს და ს--------------–---ს, მისივე კუთვნილი ავტომანქანით ო---–-----------------თი, აღნიშნული ინფორმაცია მის მიერ დაუყოვნებლივ იქნა გადაცემული ხელმძღვანელობასთან. მის მიერ არ მომხდარა სხვა საგამოძიებო მონაწილეობა, ინფორმაციის მიღების შემდეგ მოწმე მ----------–-----–---–ი გადამოწმებული იქნა მას შემდეგაც ფაქტის მაქსიმალური რეალიზაციისათვის. ოპერატიულად გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა კ--–-----–---–- არ შეხვედრია. პირადად მ----------–-----–---–თან არანაირი საუბარი არ ჰქონია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აღნიშნული ინფორმაცია მის მიერ ოპერატიულად იქნა გადამოწმებული ოპერატიულად.

 

2018 წლის 10 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-----––---–ი ი---- ქ---------–- მდებარე ს------ ჩ----------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტეროტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მივდივართ ი---- ქუჩის ცენტრალური საავტომობილო გზით, რომელიც დაფარულია ასფალტის საფარით, შემთხვევის ადგილზე გვხვდება ერთ სართულიანი ავტოფარეხი, რომლის გვერდზე დასაწყობებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო მასალები, ავტოფარეხის გვერდით დაინიშნა ის ადგილი სადაც ეწყო 2 ცალი ლითონის კარი.(ტ.1. ს.ფ.142-152)

 

2018 წლის 10 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღება ჩატარდა რ---------------------- და ამოღებული იქნა 2 ცალი ლითონის კარი, რომელიც არის მოყავისფრო ფერის და ზედაპირი დაფარულია კოროზიით.( ტ.1.ს.ფ.158-172)

 

2018 წლის 11 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე შემოწმდა მ----------–-----–---–ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა ქ-----––---–ი ი----ა და მ-----–-–---–-- ქუჩის კვეთაზე, სადაც გააჩერა მანქანა, ხოლო შემდგომ მიუთითა ადგილი საიდანაც ა------------------მა და ს--------------–---მა აიღეს და მანქანის საბარგულში ჩადეს ლითონის 2 ცალი კარი, შემდგომ მიუთითა მ-----–-–---–-- ქუჩა საიდანაც დატოვა ადგილი, ხოლო შემდეგ ო-----–----- ქუჩა საიდანაც გამოვიდა კ--------- ქუჩაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ხოლო შემდგომ მიუთითა შენობა რომლის გვერდზეც გააჩერა ა/მანქანა, შემდგომ მიუთითა ადგილზე საიდანაც ა------------------მა და ს--------------–---მა აიღეს 4 ცალი ლითონის სკამის ფეხი, ამის შემდეგ მიუთითა ა---–---–---- გზატკეცილზე მდებარე ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტზე სადაც ა------------------მა და ს--------------–---მა ჩააბარეს 2 ცალი ლითონის კარი და 4 ცალი ლითონის სკამის ფეხი( ტ.1.ს.ფ.207-210)

 

2018 წლის 11 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმიებთ ს------ ჩ----------მა ამოიცნო ლითონის 2 ცალი კარი, თავისი ფორმით, ფერით, რომელიც კარს მიღებული აქვს კოროზირების შედეგად, უკანა მხარეს 3 ადგილას დამაგრებულია ე.წ რეიკებით კარზე არსებული 6 ცალი ნახვრეტით დასაკიდი ე.წ პედალით.( ტ.1.ს.ფ.214-217)

 

2018 წლის 12 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ რ----------------ემ ამოსაცნობად წარდგენილ 3 პიროვნებაში ამოიცნო ა------------------ი, რომელიც ს--------------–---თან ერთად მივიდა მასთან და ჩააბარა ჯართში 4 ცალი ლითონის სკამის ფეხი და 2 ცალი ლითონის კარი.( ტ.1.ს.ფ.229-234)

 

2018 წლის 13 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით დადგენილია რომ სს,,ს----------–---------------“ წარმომადგენელი ა---------------–---–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის,,ა“ და ბ“ქ/პ-ებით.

 

2018 წლის 13 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით დადგენილია რომ ს------ ჩ----------ი ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ა“ და მესამე ნაწილის,,ა“ და ბ“ქ/პ-ებით.

 

3.სასამართლომ დაადგინა

2018 წლის 31 აგვისტოდან 07 სექტემბრის პერიოდში ა---––---- რაიონის სოფელ წ---–-----–-–ი მცხოვრებმა ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევმა ა-------- მ--------მა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეაღწია ქ. ა---––---ში თ------–---–---------------–- მცხოვრებ ი-----------–---- საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა ორ ცალ სამსუნგისა და ვერტექსის ფირმის მობილურ ტელეფონებს, საწოლის თეთრეულს, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, ბეჭდებს, საყურეებს, სხვადასხვა სახის ბიჟუტერიას, სპირტიან სასმელებს, თმის საკრეჭ ელექტრო მანქანას, შაქრის საზომ აპარატს, ბავშვის სათამაშოებს, ხელჩანთებს, და სხვადასხვა ნივთებს, რითაც დაზარალებულ ი-----------–---- მიადგა 3600 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი-----------–---- მიადგა 3600 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის,,ბ" და ,,გ“ პუნქტით.

 

მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ რომ ა------------------მა ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

გ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მეუღლესთან, შვილებთან და სიდედრთან ერთად იყო თ---–--–- წასული, ჩამოვიდნენ და დახვდათ კარი ღია, სახლი იყო არეული, შემდეგ აღმოაჩინეს რაც იყო უკვე დაკარგული, სახლი დახვდათ არეულ მდგომარეობაში. გ---------------- არ ასულა პირველი სახლში, სახლში თავიდან ავიდნენ მისი მეუღლე და სიდედრი, რომლებმაც დაუძახეს, რომ კარები იყო ღია. პოლიციაში დარეკა სიდედრმა, შემდეგ მივიდა ადგილზე პოლიცია, პოლიციელებმა აიღეს ანაბეჭდები და ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებას. გ---------------- დათვალიერების პროცესში ბინაში იმყოფებოდა, გვიანი იყო, მეუღლე და ბავშვები წაიყვანეს მეზობლებმა და სახლში იყო დარჩენილი მხოლოდ გ----------------. სახლში თბილისიდან დაბრუნდნენ 7 სექტემბერს და საცხოვრებელი სახლის კარები დახვდათ ღია. შემდეგ დარეკეს პოლიციელებმა რომ ამოეცნოთ ნივთები, გ----------------ს ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია, ამოცნობაში მონაწილეობა მიიღო გ----------------ს მეუღლემ ი-----------–--ემ. მისმა მეუღლემ მონაწილეობა მიიღო ტელეფონების და ბროშის ამოცნობაში. გ---------------- არ იცნობს არც ა------------------ს და არც ს--------------–---ს. ბინაში არის ისეთი ნივთები, რომლებიც არის ძვირადღირებული და არ წაუღიათ, მაგალითად ციფრული კამერა, ვიდეოკამერა, ნოუთბუქი. კომპიუტერი თავის ადგილზე იდო, ციფრული კამერა მაგიდაზე ეგდო.

 

ი-----------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ არ იცნობს ბრალდებულებს ს--------------–---ს და ა------------------ს. არის დაზარალებული მისი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა ნივთების ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ი-----------–--ე სახლში თ------–---–ის ქუჩაზე ცხოვრობს მეუღლესთან, ორ შვილთან და დედამთილთან ერთად. წავიდნენ თ---–--–- ი-----------–--ე, მისი მეუღლე, ორი შვილი და დედამისი 31 აგვისტოს და ჩამოვიდნენ 7-ში ა---––---ში, თ------–---–ის N--–-----------– ბინაში, მოარგო კარებს გასაღები და გაიღო კარები, როდესაც მივიდნენ სახლში არეულობა იყო, ყველაფერი იყო ძირს დაყრილი, მატრასები აყრილი იყო, ყველაფერი ამოტრიალებული, ყველა ოთახი იყო არეული სამზარეულოს გარდა. გასაღები შეარჭო კარებში და გაიღო კარები მაშინვე გასაღების გადაუტრიალებლად, კარები იყო ღია. კარი რომ გაიღო თავისით იყვირა ი-----------–--ემ, რადგან მისი ოჯახის წევრები იმ დროს კიბეებზე მოდიოდნენ, შევიდა შემდეგ მისი მეუღლე და დედამისი, გადახედეს რომ იყო არეულობა, ხელი არაფრისთვის არ მოუკიდიათ და დარეკეს პოლიციაში. რომლებიც მივიდნენ შემდეგ ადგილზე და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ადგილზე პოლიცია, მეორე დღეს როდესაც შევიდნენ უნდა ენახათ რა იყო წაღებული, კარადა რომ შეამოწმა იქ არ დახვდა ქურქები, აღარ იყო მისი ჩანთები, დედამისის ვერცხლეულობა, სასმელები და ბევრი წვრილმანი ნივთები, რომელიც შემდეგ აღმოაჩინეს რომ წაღებული იყო. წვრილმანებში იგულისხმება თმის საკრეჭი, პოლაროიდის აპარატი, ქურთუკები, ტელეფონები, ბავშვის გასართობი ნივთები, მისი ბიჟუტერია. ი-----------–---- თქმით პოლიციამ დათვალა ზიანი და ეს თანხა შეადგენდა 3600 ლარს. როდესაც წავიდნენ 31-ში სახლიდან, დარწმუნებულია ი-----------–--ე რომ კარები კარგად იყო დაკეტილი, რადგან დედამისმა დაკეტა და თვითონაც იქვე იყო. ამის შემდეგ ისინი არ მიბრუნებულან უკან სახლში რაიმეს შემოწმების მიზნით. პოლიციელები როდესაც მივიდნენ ადგილზე ისინი სახლში შევიდნენ სახლის მეპატრონის თანხმობის საფუძველზე, დათვალიერებაში არ მიუღია მონაწილეობა ი-----------–----, მათ დაათვალიერეს მთელი სახლი, აიღეს ანაბეჭდები, შიგნით რა ხდებოდა არ იცის, რადგან ოჯახის წევრები არ იყვნენ დათვალიერების პროცესში შიგნით, გარეთ იყვნენ სადარბაზოში. ი-----------–---- თქმით, მთელი სახლი მოთეთრებული იყო, რაც ნიშნავს რომ ანაბეჭდები აიღეს ექსპერტებმა. აღნიშნული ბინის გასაღები აქვთ მხოლოდ ოჯახის წევრებს, სხვა გარეშე პირს არავის არ ჰქონდა მათი სახლის გასაღები. საკეტი დაზიანებული არ ყოფილა, ჩვეულებრივად იკეტებოდა და იღებოდა. მეორე- მესამე დღეს უკვე პოლიციელებმა დაიწყეს რეკვა აღნიშნულ პირებთან და აჩვენებდნენ ნივთებს, თუმცა ეს ნივთები მათი არ იყო, შემდეგ ამოიცნეს 2 ტელეფონი და ბროში. დარწმუნებულია რომ ეს ტელეფონი მათი იყო, რადგან ერთი ,,სამსუნგი“-ს ფირმის წითელი ფერის ტელეფონი არის მამამისის, რომელშიც რუსული ნომრები იდო, მეორე იყო მისი შვილის ტელეფონი, რომელშიც იყო მისი შვილის კარტა. მხოლოდ ეს ნივთები ამოიცნო. პოლიციას ჰკითხეს თუ სად მოძებნეს ეს ნივთები, მაგრამ მათ არ უთხრეს ამის შესახებ ინფორმაცია. ა------------------ის სახელი და გვარი ი-----------–---- საერთოდ არც გაუგია. აზუსტებს, რომ დაუზიანებელი იყო საკეტი, გასაღები მოარგო საკეტს, მაგრამ ღია იყო დატოვებული. გასაღები არ დაუკარგავთ არასდროს, რა რაოდენობის გასაღებიც ჰქონდათ იმავე რაოდენობის აქვთ ახლაც. ი-----------–--ემ ამოიცნო პატარა ბიჟუტერიები, რომელიც ღირებული არ იყო, მაგიდაზე იყო წასაღებად გამზადებული ვიდეოკამერა და ციფრული აპარატი საკმაოდ ძვირადღირებული, ასევე სასანთლე და მსგავსი ნივთები, რომელიც ჩანთაში იყო ჩადებული.

 

მ------------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ წასული იყვნენ თ---–--–- მთელი ოჯახი, 31 აგვისტოს წავიდნენ და 7 სექტემბერს დაბრუნდნენ სახლში, როდესაც სახლში მივიდნენ კარები თვითონ გაიღო, დარეკა მაშინვე პოლიციაში, მოვიდნენ, დაათვალიერეს, შემდეგ მათ დაუძახეს, რომ შევიდნენ ყველაფერი იყო ძირს დაყრილი, შკაფში აღარაფერი არ იყო, ყველაფერი იყო წაღებული, ნივთები ძირს ეყარა. მის შვილს საძინებელში ჰქონდა შუბა, რომელიც წაღებული იყო, ხელჩანთები დაახლოებით 10 ცალი, ქონდათ ცეფები, საყურეები, ბეჭდები, ეს ყველაფერი წაღებული იყო. წაღებული იყო 12 დოლარი-ორი ცალი ორ დოლარიანი და ერთ დოლარიანები. სასმელებიც წაღებული იყო და კიდევ იყო და კიდევ სხვა ნივთებიც წაღებული იყო. მოვიდა პოლიცია და დაახლოებით 1 საათი ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს.

 

2018 წლის 08 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-----––---–ი თ------–---–ის ქ----–----------- 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში და წარმოადგენს N1 სადარბაზოს მეორე სართულზე მდებარე მ------------–---- საცხოვრებელ ბინას, აღნიშნულ ბინის შესასვლელი კარი არის ერთ ფრთიანი რკინის კონსტრუქციის, შესასვლელი კარიდან ვხვდებით პატარა ზომის კორიდორში, აღნიშნული კორიდორიდან პირდაპირ შევდივართ მისაღებ ოთახში სადაც განლაგებულია მაგიდა თავისივე სკამებით, ე.წ,,სერვანდი“ ასევე სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთები, აღნიშნულ ოთახში სერვანდიდან და ტანსაცმლის კარადიდან გადმოყრილი და მიმობნეულია საოჯახო ნივთები, აღნიშნული ოთახიდან მარჯვენა მხარეს გავდივართ საძინებელ ოთახში, სადაც შეიმჩნევა არეულობის კვალი და დათვალიერებით ჩანს, რომ აღნიშნულ ოთახში არსებულ საწოლზე მიმოფანტულია კარადიდან გადმოყრილი ტანსაცმელი და სხვადასხვა საოჯახო ნივთები, აღნიშნულ ოთახში არსებული ტუმბოზე დევს ხის ე.წ. ზარდახშა და წნევის საზომი აპარატის მოსათავსებელი ტყავის ჩიხოლი, მეორე საძინებელ ოთახში შესასვლელი კარიდან იატაკზე შეიმჩნევა მიწიანი ნაფეხური, ტანსაცმლის კარადიდან გადმოყრილია ტანსაცმელი და ასევე სხვა საოჯახო ნივთები რომლებიც მიმობნეულია იატაკზე. აღნიშნული ოთახიდან გავდივართ ლოჯში, სადაც კედელში ჩამაგრებული კარადა არის გამოღებული და შეიმჩნევა არეულობის კვალი.( ტ.2. ს.ფ.6-52)

 

2018 წლის 11 სექტემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ სს 0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვლები, რომელებიც ამოღებული იქნა ი-----------–---- სახლიდან ( კვალი N1; კვალი N2; კვალი N3; კვალი N4; კვალი N5; კვალი N6 და კვალი N7) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია,იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვლებიდან :

კვალი N1 იდენტურია ა------------------ის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის.

კვალი N2 იდენტურია ა------------------ის მარჯვენა ხელის გულის ანაბეჭდის ფრაგმენტის.(ტ.2.ს.ფ.244-257)

 

2018 წლის 12 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ ი-----------–--ემ ამოიცნო მობილური ტელეფონი- ფორმით, ფერით, ფირმით-VERTEX, ვერცხლისფერი 2 სიმ ბარათით, სავი ეკრანით და ვერცხლისფერი კორპუსით შავი ფერის კნოპკებით ზედ თეთრი ფერის წარწერებით, როგორც ციფრებით ასევე რუსული და ინგლისური ასოებით, რომელშიც მოთავსებულია ბილაინის ქსელის სიმბარათი.

 

ი-----------–--ემ ამოიცნო მობილური ტელეფონი- ფორმით, ფერით, ფირმით-სამსუნგი შავი ფერის კორპუსით,წითელი ფერის ე.წ კანტით, სახურავის შიდა მხარეს მწვანე ფერის წარწერით BAMBUK, რომელიც არის სიმბარათის გარეშე, კნოპკებით და ზედ თეთრად შესრულებული წარწერებით როგორც ციფრებით ასევე რუსული და ინგლისური ასოებით.

 

ი-----------–--ემ ამოიცნო საყურე ფორმით, ფერით, ჩამოსაკიდი რგოლით, რომელსაც არ უკეთია სამაგრი, რომელსაც შუაში აქვს მოზრდილი ზომის შავი ფერის თვალი, ხოლო გარშემო რამდენიმე თეთრი ფერის თვლებით.

 

ი-----------–--ემ ამოიცნო საყურე ფორმით, ფერით რომელიც ნივთს მწვანე და ოქროსფერში, უკანა მხარეს ყურში გასაკეთებელი ნემსით თავისივე სამაგრით, ასევე კორპუსით, რომელიც აქვს მცირედით გადაცვეთილი ( ტ.2. ს.ფ.7-14)

 

2018 წლის 10 სექტემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საკეტი მექანიზმის გულას თავისავე გასაღებთან ერთად ზედაპირებზე ექსპლუატაციური ცვეთის გარდა, სხვა რაიმე სახის დაზიანების კვალი არ აღენიშნება.

ექსპეტრიზაზე წარმოდგენილი საკეტი მექანიზმის გულა მუშაობს გამართულად და ირებოდა თავისივე ან ანალოგიური წესით დამზადებული გასაღებით, წარმოდგენილი გასაღები არის გულას გასაღების ქარხნული ანალოგი.( ტ.3. ს.ფ.119-124)

 

2018 წლის 13 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით ი-----------–--ე ცნობილი იქნა დაზარალებულად 177-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ა“, მესამე ნაწილის,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პ-ებით.

 

4. სასამართლომ დაადგინა

 

4.1. 2018 წლის 02 სექტემბერს ა---––---- რაიონის სოფ.წ---–-----–-–ი მცხოვრებმა ქურდობის ჩადენისათვის ნასამართლევმა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა------------------მა ღამის საათებში დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ა---––---- რაიონის სოფ.პ--------------–- მცხოვრებ რ-------------------- საცხოვრებელ სახლში, ხელის დარტყმით სახისა და თავის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება და აშაკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა 60 ლარის ოდენობის ფულადი თანხა, საპენსიო ბარათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ოქროსფერი ჯაჭვი,ჯვარი და სხვადასხვა აქსესუარები.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის., დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 178- ე მუხლის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ ქ/პ-ებით.

 

მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ რომ ა------------------მა ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.

 

ა-------------–----- ჩვენებით დადგენილია, რომ ღამის 4 საათზე გაიღვიძა რომ ბავშვებისთვის დაეფარებინა საბანი, ტელეფონს რომ შეხედა დაინახა, რომ დარეკილი ჰქონდა ლ-----, გადაურეკა ლ-----, რომელმაც უთხრა ა------ რომ მასთან გადასულიყო სასწრაფოდ მის სახლში და რომ გაქურდეს რ------- და იყო მასთან სახლში გამოქცეული ღამის პერანგით. როდესაც გადავიდა ა------ რ-------ს გალურჯებული ჰქონდა ხელები და სკოჩი ჰქონდა შემოხვეული ყელზე. პირდაპირ დაურეკა პოლიციას. შემდეგ პოლიცია მივიდა ლ----- სახლში. რ-------ს სახე ჰქონდა სისხლიანი, ხელები დალურჯებული, ყელზე ჰქონდა სკოჩი შემოხვეული, შემდეგ რ-------მ მოიხსნა თავად სკოჩი და ძირს დააგდო. სანამ პოლიციაში დარეკავდა ა------ ის შეეკითხა რ-------ს თუ რა მოხდა, რ-------მ უპასუხა, რომ ღამე როდესაც ეძინა ორი ადამიანი შევიდა მის სახლში, დაუწყეს ცემა, შემდეგ როდესაც გაითიშა შევიდნენ გვერდზე ოთახში, ხოლო როდესაც გონზე მოვიდა შემოსასვლელი კარიდან გამოიქცა გარეთ, ლ--------------- სახლის გვერდზე არის ეკლესია, იქ წავიდა, იქვე არის ლ----- სახლი და როდესაც დაინახა რ-------მ რომ იქ შუქი ენთო დაუკაკუნა კარებზე და მასთან შევიდა. რ-------მ უთხრა ა------ რომ მის სახლში შევიდა ორი ბიჭი, ერთი იყო მაღალი, მეორე იყო ცოტა დაბალი, ერთმანეთში არ ლაპარაკობდნენ, მინიშნებებით აგებინებდნენ სად უნდა შესულიყვნენ და რა უნდა გაეკეთებინათ, უთხრა რომ მოპარეს პირადობა, საპენსიო ბარათი და ფულადი თანხა რ-------ს ცხვირზე ჰქონდა სისხლი, ხელები ჰქონდა გალურჯებული და ყელი ჰქონდა გალურჯებული, ასევე პერანგზე ცოტა სისხლი ჰქონდა. რ------- როდესაც ნახა ა------- ის იყო ფეხშიშველი და ღამის პერანგით.

 

რ------- მ------------ ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მარტო, 2018 წლის 02 სექტემბერს იწვა და ეძინა და რომ გაეღვიძა სახლში ვიღაცეები დადიოდნენ, ზუსტად ვერ ასახელებს მაგრამ ფიქრობს რომ 2 პირი იყო. ერთმა პიროვნებამ რამდენჯერმე დაარტყა მერე დაანებეს თავი და წავიდნენ. ფული მეორე ოთახში ჰქონდა, შევიდნენ ლოგინში ედო ეს ფული 60 ლარი და იქიდან ამოიღეს, ისინი მეორე ოთახში, რომ შევიდნენ თვითონ სახლიდან გამოიქცა და მეზობელთან მივიდა. სახეზე არ დაუნახავს ეს პიროვნებები რადგან ბნელოდა ღამე იყო 3-4 საათი. მოწმე განმარტავს რომ თავს ცნობს დაზარალებულად მიაყენეს ფიზიკური ტკივილი და წაიღეს თანხა. სახლიდან რომ გაიქცა ფეხშიშველა იყო რადგან ჩაცმის დრო არ იყო მხოლოდ გაქცეულიყო იმას ფიქრობდა. ფანჯრის შუშა ქონდათ ამოღებული და ეგრეთ წოდებული ლომი გამოიყენეს ერთი კარებზე იყო მიდგმული და მეორეთი გატეხილი ქონდათ. სახლში რომ დაბრუნდა სხვა არაფერი არ დაუნახავს, მეორე დღეს ეზოში ვედროში ნახა თავისი ოქროსფერი ყელსაბამი და ჯვარი ცეპით ვედროში ჩადგებული.

 

2018 წლის 02 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ა---––---- რაიონის ს---------––- და წარმოადგენს რ------- მ------------ საცხოვრებელი სახლს და ეზოს,სადაც მივდივართ სოფელი პ---------------- ცენტრალური მოასფალტებული გზიდან ხელმარცხნივ მდებარე მოლურჯოფერის ორფრთიანი ჭიშკარის მეშვეობით, სადაც ბეტონის საფარიანი გზით შევდივართ ეზოში სადაც დგას ერთსართულიანი ბელეტაჟის ტიპის სახლი, რომელსაც აქვს ორი შესასვლელი ერთი ცენტრალური,სახლის შუა ნაწილიდან,ხოლო მეორე სახლის დასავლეთ ნაწილიდან.ცენტრალური კარი არის ორფრთიანი,ხის ნაკეთობის,რომლის მეშვეობითაც შევდივართ დერეფანში, დერეფნიდან ხელმარჯვნივ მდებარეობს პატარა საძინებელი ოთახი, სადაც აღმოჩენილი იქნა იატაკზე სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქა და გამჭვირვალე წებოვანი ლენტი ე.წ. სკოჩი,მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა დაინომრა №1-ით,დაფიქსირდა და ამოღებული იქნა ბამბისჩხირების მეშვეობით,რომელიც შეიფუთა ერთ პაკეტად,ხოლო წებოვანი ლენტი დაინომრა №2-ით დაფიქსირდა და ამოღებული იქნა,რომელიც(დაინომრა) დაილუქა ერთ სპეც პაკეტში.ამის შემდეგ დერეფნის ბოლოში მდებარე სასტუმრო ოთახში მდებარე რკინის საწოლის ლეიბიდან და ლეიბის გადასაკრავიდან, რომელიც იყო არეული, აღებული იქნა სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ ქილაში,ხოლო ქილა ასევე დაილუქა ერთ სპეც პაკეტში.აღნიშნული ადგილი დაინომრა №3-ით,ამის შემდეგ დერეფნიდან ხელმარცხნივ მდებარე საძინებელ ოთახში მდებარე საწოლზე მდებარე ლეიბიდან და ლეიბის გადასაკრავიდან, რომელიც არის არეული, აღებული იქნა სუნის ნიმუში, აღნიშნული ადგილი დაინომრა №4-ით,რომელიც დაილუქა ერთ ქილაში, რომელიც ასევე დაილუქა ერთ სპეც პაკეტში.ამის შემდეგ სასტუმრო ოთახში ტანსაცმლის კარადიდან,რომელიც დაინომრა №5-ით,ასევე იგივე ოთახში შესასვლელი კარიდან მარჯვნივ მდებარე კარადის სახელურიდან რომელიც დაინომრა №6-ით და დერეფნის მარცხნივ მდებარე საძინებელ ოთახში მდებარე კარადის სახელურიდან ასევე აღებული იქნა ანაწმენდი, რომელიც დაინომრა, აღნიშნული სამი ანაწმენდი დაილუქა ერთ სპეც პაკეტში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს დაქტილოსკოპიური ფხვნილებით დამუშავებული იქნა საძინებელში მდგარი კარადა და სასტუმრო ოთახში მდგარი კარადები, რა დროსაც სასტუმრო ოთახში შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ მდებარე კარადის უკიდურესი მარცხენა კარის ზედაპირიდან დაფიქსირებული და ამოღებული იქნა სამი თითის კვალი, რომელიც გადატანილი იქნა სამ დაქტილოფირზე,ასევე აღნიშნული ოთახში კარიდან ხელმარჯვნივ მდგარი კარადიდან უჯრის ზედაპირიდან დაფიქსირებული და ამოღებული იქნა ერთი თითის კვალი, რომელიც გადატანილი იქნა ერთ დაქტილოფირზე. აღნიშნული თითის კვლები დალუქული იქნა ერთ სპეც პაკეტში.ამის შემდეგ დათვალიერბული იქნა აღნიშნული სახლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია,რა დროსაც სახლიდან, სამხრეთის მხარეს ბოსტანს გასდევს ბილიკი, სადაც ღობე საკმაოდ დაბალია, რომელიც არის ქვით ნაშენი და ზემოდან პარალელურად გასდევს მავთული ხლართი, აღნიშნული ღობის გარეთ დაფიქსირებული იქნა დანა ქარქაშით, რომელიც არის შავი ფერის. აღნიშნულ დანას პირზე ტარის მხარეს აქვს ამოტვიფრული წარწერა ციფრებით „------,აღნიშნული დანა ამოღებული იქნა და დაილუქა ერთ სპეც პაკეტში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სახლს ორი შესასვლელი აქვს, მეორე შესასვლელი,რომელიც მდებარეობს სახლიდან დასავლეთის მხარეს არის ერთფრთიანი ხის კარი, რომლის მეშვეობითაც შევდივართ სამზარეულოში, სამზარეულოს ფანჯრის მინა არის გატეხილი, რომლის ნაწილიც ფანჯარასთანავე დევს, რომელიც დამუშავდა დაქტილოფირით, მაგრამ თითის კვლები ამოღებული ვერ იქნა. აღნიშნულ ფანჯარასთან დაფიქსირებული იქნა კოროზირებული მასიურო მოგრძო რკინის ძელაკი ე.წ. „არმატურა“, საიდანაც აღებული იქნა ანაწმენდი, რომელიც დაილუქა ერთ სპეც პაკეტში, აღნიშნული ადგილი დაინომრა №9-ით,აღნიშნული რკინის ძელაკი ამოღებული იქნა და დაილუქა. ასევე მეორე შესასვლელთან კიბის ძირში ვედროსთან დაფიქსირებული იქნა სიგარეტის ნამწვი, რომელიც ამოღებული იქნა და დაილუქა ერთ სპეც პაკეტში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სხვა შესაძლო მტკიცებულება ამოღებული ვერ იქნა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული იქნა ფოტო სურათები, რომლებიც ფოტო ცხრილის სახით თან ერთვის ოქმს.

 

2018 წლის 02 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ ლ-–---------–---–ის მიერ ს-----------–- ლ----------------- ჩატარდა ამოღება, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იატაკზე ნანახი და ამოღებული იქნა წებოვანი ლენტის ფრაგმენტი, ნახმარ მდგომარეობაში, რომელიც არის გამჭვირვალე და ზედ აღენიშნება თმის ღერები.( ტ.3.ს.ფ. 169-177).

 

2018 წლის 03 სექტემბრის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად რ------- მ------------ სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია, რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.( ტ.3. ს.ფ.201-203)

 

2018 წლის 13 სექტემბრის ობიექტის( საგნის) ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ რ------- მ------------ ამოიცნო:

მისი კუთვნილი სალოცავი ყელსაბამი ამოიცნო ჯვარის ფერით, უკანა მხარეს დაზიანებებით და ცისფერი მძივებით, ასევე ჯვარზე გამოსახულია ჯვარცმა.

 

ყელსაბამი მწვანე ფერის მძივებით, ხატით, რომელსაც ამძვრალი აქვს გამოსახულება, ასევე ვერცხლისფერი ჯვრით და ძაფით, რომლითაც დამაგრებული იყო ხატები ყელსაბამზე.

 

ყელსაბამი-ოქროსფერი ჯვრით, გადაბმული ძაფით, ოქროსფერი ხატით და შავი ფერის მძივებით. ( ტ.4. ს.ფ.93-104)

 

2018 წლის 12 სექტემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა---––---- რაიონის სოფ.პ--------------–- მცხოვრები რ------- მ------------ მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტთან დაკავშირებთ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ა------------------ისაგან და ს--------------–---ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.( ტ.4.ს.ფ.109-112)

 

2018 წლის 03 ოქტომბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

-პაკეტში,წარწერით: „...N1 ნიშნულიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა...“ მოთავსებულ ჩხირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს,რომელიც ეკუთვნის რ------------------- (ობ. N18; პაკეტი,წარწერით: „...რ------------------ს ნერწყვის ნიმუში...“);

-პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები N5.N6.N7 ნიშნულიდან...“ მოთავსებულ:

ანაწმენდებზე სასტუმრო ოთახში არსებული კომოდის სახელურებიდან, N5 ნიშნულიდან (ობ. N3) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა. ობ. N2-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, ეკუთვნის მდედრობითი სქესის სულ მცირე ორ პირს. ობ. N2-ის პროფილის ერთი წილი და ობ. N3-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ------------------- (ობ. N18).

ანაწმენდებზე საძინებელში არსებული შკაფის სახელურებიდან, N7 ნიშნულიდან (ობ.N4), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;

-პაკეტში, წარწერით: „...N9 ნიშნულიდან რკინის ძელაკიდან აღებული ანაწმენდი...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ------------------- (ობ.N18);

-პაკეტში, წარწერით: „...N10 ნიშნულიდან ამოღებული სიგარეტის ნამწვი...“ მოთავსებულ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ.N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა------------------ს (ობ.N16; პაკეტი, წარწერით: „...ა------------------ის ნერწყვის ნიმუში...“);

-პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები დანიდან, დანის შალითიდან, წებოვანი ლენტის ფრაგმენტებიდან და თმისმაგვარი ღერები...“ მოთავსებულ:

ანაწმენდზე დანის პირიდან (ობ.N7) და დანის სახელურიდან (ობ.N8), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;

ანაწმენდებზე დანის შალითადან არსებული ბიომასალის (ობ.N9) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი განსხვავდება ს--------------–---ის (ობ.N15; პაკეტი, წარწერით: „...ს--------------–---ის ნერწყვის ნიმუში...“), ა------------------ისა (ობ.N16) და ა--------------–----- (ობ.N17; პაკეტი, წარწერით: „...ა--------------–----- ნერწყვის ნიმუში...“)

გენეტიკური პროფილებისაგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს. ობ.N9-ის პროფილის მინორულ წილში, ს--------------–---ის (ობ.N15), ა------------------ის (ობ.N16), ა--------------–-----ა (ობ.N17) და რ-------------------- (ობ.N18) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

ანაწმენდებზე წებოვანი ლენტი I-დან (ობ.N10) და წებოვანი ლენტი II-დან (ობ.N11) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის რ------------------- (ობ.N18);

ადამიანის თმის ღერების (ობ.N12,13) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ------------------- (ობ.N18);

-პაკეტში, დალუქული „პაკეტებისათვის N------- ლუქით, მოთავსებულ მეტალის ძელზე არსებული ბიომასალის (ობ.N14) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის რ------------------- (ობ.N18), მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

სეებ-ის ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით, ობ.N9-ის გენეტიკური პროფილის იდენტიფიკაცია ვერ მოხდა.( ტ.4. ს.ფ.126-136)

 

2018 წლის 05 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 02 სექტემბერს შემთხვევის ადგილიდან N4 ნიშნულიდან აღებული სუნის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტში, აღნიშნული ნივთმტკიცება გადაადგილებისას დაზიანდა და მასში მოთავსებული ქილა გატყდა, ხოლო პაკეტი გაიხსნა, რომელიც წებოვანი ლენტით დაილუქა, რათა სუნის კვალი არ გამქრალიყო, პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა გატეხილი ქილა ლუქის ნომრით N32 და პაკეტში მობნეული სუნის ნახშირი, რომელიც კვლავ დაილუქა ერთ ქილად ლუქის ნომრით N32 და მოთავსდა ერთ პაკეტში.( ტ.4.ს.ფ.1-7)

 

2018 წლის 05 სექტემბერს დღის საათებში ბუნებრივი განათების პირობებში, ყოველგვარი იძულების გარეშე, ა------------------ისაგან მარჯვენა ფეხიდან, სპორტული ფეხსაცმლიდან აღებული იქნა სუნის ნიმუში.( ტ.4.ს.ფ.10-11)

 

გ------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ არის ძარცვის საქმეზე გამომძიებელი, პროკურორთან ერთად დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი. ასევე მოწმის სახით გამოკითხული იქნენ ა------------------ი და ს--------------–---ი, რომელთაგან მათი ნებიდან გამომდინარე აღებული იქნა სუნის ნიმუშები, ასევე ნერწყვის ნიმუში, ასევე დანიშნული იყო ბიოლოგიური და ოდოროლოგიური ქსპერტიზა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები და შედარებული იქნა სუნის ნიმუშებს, ასევე მოწმის სახით გამოკითხა რ------- მ----------ი, რომელთანაც ჩაატარეს ნივთების ამოცნობა, იქნა დაზარალებულად ცნობილი გ------------------- მიერ, ასევე ა------------------ს წარუდგინა ბრალი. პროკურორთან ერთად დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, თავიდანვე ჩაერთო გამოძიებაში, გამოკითხა ინიციატორი, შემდეგ მოხდა შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ა---––---- რაიონ სოფელ პ--------------–-, რ------- მ------------ საცხოვრებელი სახლი და მისი ეზო, სადაც დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი ექსპერტების მონაწილეობით, ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილიდან სხვადასხვა ნივთმტკიცებები, რკინის ძელაკი, დანა თავისი ჩასადებით, სუნის ნიმუშები კი კონკრეტულად ამოღებული იქნა საძინებელი ოთახიდან აწეული ლეიბის პირებიდან, რომელიც აღებული იქნა ექსპერტ კინოლოგის მიერ, მოთავსდა სპეციალურ ქილაში და დაილუქა, დალუქული კიდევ დაილუქა ექსპერტების მიერ კიდევ ერთ პაკეტში, ერთ-ერთი სუნის ნიმუში დაზიანდა და გადაილუქა ხელახდა, პაკეტის მთლიანობა არ იყო დარღვეული, მხოლოდ ქილა დაზიანდა. სპეციალური ქილიდან რომელშიც მოხდა სუნის ნიმუშის აღება პაკეტიდან არ იყო გამოსული ნიმუში, რომელიც ექსპერტების მონაწილეობით გადალუქეს ხელახლა და მოათავსეს სპეციალურ ქილაში. სუნი რომ დაკარგულიყო ამის შანსი არ არსებობდა. ექსპერტ კინოლოგმა დაასკვნა რომ მისი ფერმენტულობა არ იყო დარღვეული და ვარაუდობდნენ რომ ექსპერტიზისათვის იქნებოდა ვარგისი, გადაილუქა ხელახლა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დათვალიერების ოქმშიც აღნიშნულია, რომ იყო ჩამსხვრეული ერთი შესასვლელი კარის ანუ ოთახის მინა, ოთახებში შევიდნენ, სადაც გადმოყრილი იყო კარადებიდან ტანსაცმელი, ასევე არეული იყო საძინებლებში ლოგინები, ლეიბები, საბნები, რომლებიც ამოტრიალებული იყო. როდესაც მივიდა ადგილზე გ------------------, დაზარალებული იყო ძალიან აღელვებული, შეშინებული, მან თანხმობა განაცხადა, რომ დათვალიერება მომხდარიყო მისი ხელმძღვანელობით. სიგარეტის ნამწვის ამოღებასთან დაკავშირებით გ------------------ აღნიშნავს, რომ შესასვლელ კარებთან იყო ნაგვის ურნა და აღნიშნული ურნის კედელთან აღმოაჩინეს სიგარეტის ნამწვი და ვინაიდან აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა რ------- მ--------------ა სხვა არავინ არ ცხოვრობდა აღნიშნული სიგარეტის ნამწვი ექსპერტების მიერ იქნა ამოღებული და დალუქული. დათვალიერებისას ადგილზე იმყოფებოდა თავად გ------------------, ასევე ექსპერტ კრიმინალისტები, კინოლოგ ექსპერტი და ერთი გამომძიებელი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე სახლის მეპატრონემ განაცხადა წერილობითი თანხმობა და დაათვალიერეს მისი ეზო, რ------- მ----------ი თავად ესწრებოდა დათვალიერების პროცესს და აძლევდა მითითებებს, სავარაუდოდ იმ მომენტში როდესაც სიგარეტის ნამწვი აღმოაჩინეს რ------- მ----------იც იქ იქნებოდა.

გ-----------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურში უფროსი ექსპერტად. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამოძახებით ა---––---- რაიონ ს------–-------–-, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, დააფიქსირეს, ამოიღეს ნივთმტკიცებები ანუ სისხლის მაგვარი ლაქები, ანაწმენდები, ხელის კვლები, ერთი ცალი დანა აღმოჩენილი იქნა და დალუქული, სიგარეტის ნამწვი და რკინის ძელაკი. ეს ყველაფერი დააფიქსირეს და დალუქეს შესაბამის პაკეტებში. მეორე შემთხვევაზე თ------–---–ის ქუჩაზე როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე ბინაში დაათვალიერეს, დაასურათეს და იქაც ამოიღეს ანაწმენდები და თითის კვლები, რომელიც დაასურათეს და იგივენაირად დალუქეს პაკეტებში. მესამე ადგილზე გ-----------------–---–- იყო ს------–-------–- მეზობელთან იქაც ამოიღეს წებოვანი ლენტი და ისიც დალუქეს. ს------–-------–- შემთხვევის ადგილი იყო ეზო შემოღობილი კაპიტალურად და პატარა ერთსართულიანი სახლი, ბინის მეპატრონე ქალბატონი იმ დროს ბინაში იყო როდესაც მივიდნენ ადგილზე, ყველა მოქმედებას დათვალიერება იყო ეს თუ ნიმუშის აღება მასში მონაწილეობას იღებდა ბინის მეპატრონე, ყველა მოქმედებას ესწრებოდა ის, თითის ანაბეჭდები ამოღებული იქნა მისაღები ოთახში არსებული ,,შკაფიდან“, ანაბეჭდი აიღეს ასევე საწოლის თავებიდან და სახელურებიდან, სიგარეტის ნამწვი იყო გარეთ კარებთან, დანა იყო ეზოს გარეთ აღმოჩენილი, ძელაკი იყო კარებთან მიყუდებული. მას რაიმე დასკვნა არ აქვს გაცემული. მის მიერ არ ყოფილა შესრულებული ექსპერტ კინოლოგის მოვალეობები, ექსპერტს მხოლოდ შეუძლია კინოლოგი როდესაც აიღებს სუნის ნიმუშს, სუნის ნიმუში პაკეტებში დალუქოს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას პირველი შედის ექსპერტ კინოლოგი თავისი ძაღლით, პირველი შედის კინოლოგი და შემდეგ შედიან ექსპერტ გამომძიებლები. ს------–-------–-, ასევე ა---––---ში თ------–---–ის ქუჩაზე ადგილის დათვალიერებისას პირველი შევიდა კინოლოგი, ხოლო შემდეგ შევიდნენ გამომძიებლები და დაიწყეს მუშაობა. სუნის ნიმუშის პაკეტი მას არ დაულუქავს, დალუქა სხვა გამომძიებელმა. გამომძიებელი მხოლოდ სპეციალურ პაკეტში ათავსებს კინოლოგის მიერ დალუქულ და პაკეტში მოთავსებულ ქილას, ათავსებენ პოლიეთილენის პარკში, რომელიც კარგად იხურება. სიგარეტის ნამწვი აღმოაჩინა პოლიციელმა, შესასვლელ კარებთან მარცხენა მხარეს იყო ნაგვის ურნა და იმასთან იყო, ურნა იყო ლითონის და მის გვერდზე იყო სიგარეტის ნამწვი.

 

ნ----------–--------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ა---––---- საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურში, კინილოგ-ექსპერტად. გამოძახებული იყო შემთხვევაზე ს------–-------–-, მისვლისთანავე პირველ რიგში შემოწმდა ადგილი დაცული იყო თუ არა, შემდეგ შეუდგა თავის საქმიანობას. იყო ორი ოთახი, დიდი ,,ზალა“, გასაგები იყო რომ სუნი აღარ ამოვიდოდა და სუნი აიღეს მათ თვითონ დაზარალებულის მითითებული ადგილიდან. საწოლის ქვეშ ქალბატონი ინახავდა პირადობის მოწმობას, პირადობა ამოღებული იყო და გადაგდებული იყო მაგიდაზე, სუნი დარჩენილი იყო პირადობაზე, სუნის კვალი აიღეს, დალუქეს და ჩააბარეს გამომძიებელს. ადგილზე მისვლისას სახლი დახვდათ არეულ მდგომარეობაში, ქალი იყო შეშინებული, უცნაურად იქცეოდა. ნ----------–--------- საექსპერტო საქმანობა დაიწყო პირველმა და მას შემდეგ განხორციელდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე პირველი შედის კინოლოგ-ექსპერტი. არის სპეციალური ქილები, რომელშიც მოთავსებულია სპეციალური ნახშირი, რომელიც ისრუტავს სუნს, დაახლოებით 15-20 წუთში სუნი იქნება აღებული, შემდეგ ხდება მისი ქილაში დალუქვა, შემდეგ ილუქება ცელოფანში, იწერება ოქმი და ბარდება გამომძიებელს. ეს არის სპეციალური ნახშირი, რომელიც მზადდება სპეციალურად. დალუქული მიდის ექსპერტთან. როდესაც მან თავისი საქმე დაასრულა და ექსპერტები შევიდნენ დაბეჭდილი ქილა, დალუქული და შევსებული, გამომძიებელმა და ნ----------–--------- მოაწერეს ხელი, ცელოფანი გაუცურდა ხელიდან და დავარდა ძირს, მის უკან მოდიოდა გამომძიებელი, რომ მიიხედა უკან ხელში ჰქონდა აწეული, ქილა რომ გატყდა, მან დააზიანა ცელოფანი, იბნეოდა ნახშირი და სუნი რომ არ დაკარგულიყო მაშინვე გადაახვიეს და იძულებულები იყვნენ, რომ შენობაში ჩაეტანათ, შედგა აქტი, მოათავსეს ახალ ქილაში, დაიბეჭდა, დაილუქა და ამით დასრულდა ნ----------–--------- მოქმედება. რომ დაბრუნებულიყვნენ ადგილზე და ხელახლა აეღოთ სუნის ნიმუში აზრი არ ჰქონდა, რადგან ა-–--------- შემდეგ ადგილზე შევიდნენ ექსპერტები და სუნის აღება შეუძლებელი იქნებოდა. გატეხილი ქილა მაშინვე დალუქა, ქილამ დააზიანა ცელოფანი, ნახშირს აქვს უნარი დიდხანს შეინარჩუნოს სუნი, რადგანაც დაილუქა და მერე ხელახლა ახალ ქილაში მოთავსდა არ დაკარგავდა სუნს, ჩვეულებრივად შესაძლებელი იქნებოდა სუნის ნიმუშის გამოყენება. ნახშირი თუ დიდხანს იქნებოდა აღნიშნულ მდგომარეობაში ის აღარ გამოდგებოდა ექსპერტიზისათვის. ბრალდებული მ--------ისგან სუნის ნიმუში აიღო 3-ჯერ. ორმა ადამიანმაც რომ მოკიდოს ხელი რაიმე ნივთს, სუნის ნაწილაკები მაინც რჩება ნივთზე და ნახშირი აიღებს ორივე ადამიანის სუნს.

 

ნ--------–------ ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს შეადგინა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ გ------------------- მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა ბიოლოგიური, წარმოდგენილი იყო კვლევაზე პაკეტები, დადგენილებაში დასმული იყო შეკითხვები, რომლითაც იხელმძღვანელა ნ--------–----ემ, პაკეტები იყო დალუქულ მდგომარეობაში, მის მიერ მომზადდა ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, პაკეტში მოთავსებული იყო სისხლის მაგვარი ლაქა, რომლითაც იხელმძღვანელა და ბიოლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანლიზით დადგინდა: N1 ნიშნულიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა მოთავსებულ ჩხირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობიექტი N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის რ------- მ----------ს, პაკეტში წარმოდგენილი ანაწმენდები N5, N6, N7 ნიშნულებიდან ანაწმენდებზე სასტუმრო ოთახში არსებული კომოდის სახელურებიდან N5 ნიშნულიდან (ობ.N2) და სასტუმრო ოთახში არსებული სერვანდის სახელურებიდან, N6 ნიშნულიდან (ობ.N3) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა, ობიექტი N2-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, ეკუთვნის მდედრობითი სქესის სულ მცირე ორ პირს. ობ. N2-ის პროფილის ერთი წილი და ობ.N3-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ------- მ----------ს (ობ.N18); ანაწმენდებზე საძინებელში არსებული შკაფის სახელურებიდან, N7 ნიშნულიდან (ობ.N4), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით N9 ნიშნულიდან რკინის ზელაკიდან აღებული ანაწმენდი მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ------- მ----------ს; პაკეტში წარწერით N10 ნიშნულიდან ამოღებული სიგარეტის ნამწვი მოთავსებულ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ.N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა------------------ს (ობ.N16. პაკეტი წარწერით: ა------------------ის ნერწყვის ნიმუში); პაკეტში წარწერით: ანაწმენდები დანიდან, დანის შალითიდან, წებოვანი ლენტის ფრაგმენტებიდან და თმისმაგვარი ღერები მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ.N7) და დანის სახელურიდან (ობ.N8), გენოტიპირებისთვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა: ანაწმენდებზე დანის შალითადან არსებული ბიომასალის (ობ.N9) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი განსხვავდება ს--------------–---ის (ობ.N15), პაკეტი წარწერით: ს--------------–---ის ნერწყვის ნიმუში, ა------------------ისა (ობ.N16) და ა--------------–----- (ობ.N7); პაკეტი წარწერით: ა--------------–----- ნერწყვის ნიმუში, გენეტიკური პროფილებისაგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს. ობ. N9-ის პროფილის მინორულ წილში, ს------ ს--------------–---ის (ობ.N15) , ა------------------ის (ობ.16), ა--------------–-----ა (ობ.N217) და რ------- მ----------- (ობ.N18) გენეტიკური ტანამონაწილეობა არ ვლინდება. ანაწმენდებზე წებოვანი ლენტი 1-დან და წებოვანი ლენტი 2-დან არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის რ------- მ----------ს. ადამიანის თმის ღერების გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ------- მ----------ს. პაკეტში, დალუქული პაკეტებისთვის N-------–--ქით მოთავსებულ მეტალის ძელზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის რ------- მ----------ს, მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და გენეტიკური ინენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. სეებ-ის ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ-ს მონაცემთა ბაზის გამოყენებით ობ.N9-ის გენეტიკური პროფილის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. გენეტიკური პროფილის დადგენისას არაა ცდომილება, ეს ეყრდნობა სტატისტიკურ გამოთვლებს, არის კატეგორიული. საკვლევ ობიექტებზე მთლიანობა არ იყო დარღვეული. თითოეული ადამიანის გენეტიკური მასალა არის უნიკალური, შესაბამისად ის ვერ იქნება სხვა ადამიანის გენეტიკური მასალის იდენტური. კვლევისათვის არ აქვს მნიშვნელობა თუ როდისაა სიგარეტი მოწეული, გენეტიკური კვლევისათვის თუ ვარგისია მასალა, მაშინ ტარდება კვლევა. საკვლევ ობიექტზე თუ არის ბიომასალა, ნებისმიერ ადგილას იქნება კვლევადი, შესაბამისად გადატანის დროს ის არ კარგავს უნიკალურ თვისებებს, რაც კვლევისთვისაა საჭირო.

 

მ------------------ ჩვენებით დადგენილია, რომ საქმეზე იქნა დანიშნული ოდოროლოგიური ექსპერტიზა, წარმოდგენილი იყო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ოდოროლოგუირი ექსპერტიზა, წარმოდგენილი იყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რ------- მ----------- მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტი. ამასთან დაკავშირებით ამოღებული სუნის კვალი მოთავსებული იქნა 2 ცალი ცალ-ცალკე იქნა მინის ქილებში, დასმული იყო შეკითხვა: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში იყო თუ არა მოწმეების ა------------------ის და ს--------------–---ის სუნის იდენტური, ასევე ს--------------–---ის სუნის ნიმუში. მ---------------------- წარმოდგენილი იყო საკვლევი ობიექტის სუნის კვალის ნიმუშები, რომლებიც მოთავსებული იყო სპეციალურ ქილებში, მათი მთლიანობა არ იყო დარღვეული, არც ქილის არც თავსახურის მთლიანობა არ იყო დარღვეული.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ლ--------------- ჩვენება, მისი გამოკითხვის ოქმის თანახმად რ------- მ----------ი ცხოვრობს მის მეზობლად მარტო შვილები რ------–- ჰყავს, 2018 წლის 02 სექტემბერს იქნებოდა დაახლოებით 02:30 საათი რა დროსაც მისი სახლის ფანჯარაზე ვიღაც აკაკუნებდა, მიხვდა რომ მისი მეზობელი იქნებოდა, ადგა კარი გაუღო და დაინახა რ------- მ----------ი, საღამურით ფეხშიშველი იდგა, რომელმაც უთხრა რომ ახრჩობდნენ და გამოიქცა, შეიყვანა სახლში, ყბა დასიებული ჰქონდა სახეზე და ხელებზე დაზიანებები აღენიშნებოდა, მან უთხრა მოწმეს რომ სახლში 2 უცნობი შეუვარდა ურტყამდნენ და ახრჩობდნენ, შემდეგ წებოვანი ლენტი შემოუხვევიათ ყელზე სახეზე, მძარცველები სხვა ოთახში გასულან და მასაც დრო უხელთია და გაქცეულა. მან წებოვანი ლენტი მოიხსნა და პირველ სართულზე დატოვა, ამის შემდეგ მოწმემ დაურეკა ა-------------–---- მოუყვა მომხდარის შესახებ და დახმარება სთხოვა, ა-------------–---- მივიდა მათთან და დარეკა პოლიციაში. რ-------მ უთხრა მოწმეს რომ მძარცველების სახე არ დაუნახავს რადგან სიბნელე იყო. ( ტ.6. ს.ფ.137-138)

 

2018 წლის 10 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით რ------ მ----------ი ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ ქ/პ-ებით.

 

გამომძიებელ დ---------–------ ჩვენებით დადგენილია, რომ ა--------------–-----თვის სუნის ნიმუში აქვს აღებული და გამოკითხული ყავს მოწმის სახით. ანუ ინფორმაცია არსებობდა რომ მაგასაც შეიძლებოდა ჩაედინა დანაშაული ასევე ინფორმაციული პატაკი აქვს დაწერილი ერთ-ერთ საქმესთან ბინის გაქურდვის საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა იქნა ჩატარებული ს--------------–---ის და მ--------ის ბინებში და ამოღებული ნივთებთან დაკავშირებით დაწერა პატაკი რომ ამათ სახლებიდან იქნა ესადა ეს ნივთები ამოღებული და რომელიმე გამომძიებლის წარმოებაში არსებულ საქმეებზე ხომ არ ფიგურურებდა ეს ნივთები. გამომძიებელმა ჩაატარა ს--------------–---ის და ა------------------ის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკები, იმათ ამოიღეს ის ნივთები, შემდგომ ამ ნივთებთან დაკავშირებით დაწერა პატაკი რომ იყო ასეთი საქმე ნ---------------–---- ბინის გაქურდვასთან დაკავშირებით არსებობდა ინფორმაცია რომ სავარაუდოდ ს--------------–---მა და ა------------------მა გაქურდეს აღნიშნული ბინა რის საფუძველზეც გაჩხრეკილი იქნა მათი საცხოვრებელი სახლები, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, რაც საქმეში ფიგურირებდა, სასმელები, საათები იყო სამკაულები, სხვადასხვა ნივთები. აღნიშნულ ნივთებზე დაწერა პატაკი ხელმძღვანელს მიმართა, რომ მის საქმეებში იქნა ესა და ეს ნივთები ამოღებული და რადგან ჩადენილი იყო კიდევ სხვადახვა ნივთის ქურდობები ,ძარცვა, რომელიმე საქმეში ხომ არ ფიგურირებდა ეს კონკრეტული ნივთები, ამის შემდეგ აღმოჩნდა თ------–---–ის ბინის გაქურდვის საქმეზე იყო რამდენიმე ნივთი ს------–-------–- მომხარი ძარცვის საქმესთან დაკავშირებით იყო რამოდენიმე ნივთი და ეს ნივთები გადასცა გამომძიებლებს. კონკრეტულად იმ საქმესთან დაკავშირებით მე რომელი ბინის ქურდობაც ჰქონდა მას დაზარალებულის ნ--------------–---- მხრიდან ამოცნობილი არ ყოფილა ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები და ეს ნივთები სხვა გამომძიებლებს გადასცა. სასმელები იყო ალკოჰოლური, სამკაულები იყო სხვადასხვა ნაკეთობები, კრიალოსნები საათები და მეტი არ მახსოვს, მ------–---–- გადასცა სამკაულები და გ---------- კრიალოსნები ჯვრებთან ერთად, წერილობით მოხდა ნივთების გადაცემა.

 

2018 წლის 12 სექტემბრის გამომძიებელ დ---------–------ პატაკით დადგენილია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში მიღებული ინფორმაციის თანახმად ჩ-----–---- კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს ქ. თ---–--–- მ-----–---–-ს ქ---------–- მცხოვრებმა ს--------------–---მა და ა---––---- რაიონის სოფელ წ---–-----–-–ი მცხოვრებმა ა------------------მა, რის საფუძველზეც ხსენებული პირების საცხოვრებელ სახლებში 2018 წლის 10 სექტემბერს ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა და ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახელების ნივთები.

 

ა------------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა:

 

1. ოთხი ცალი მაჯის საათი მათგან 1) ყავისფერი ტყავის სამაჯურით ოქროსფერი შესაკრავით FRANCH MULLER-ის ფირმის. 2) ვერცხლისფერი ლითონის სამაჯურით SEIKO 3) ვერცხლისფერი ოქროსფერ ციფერბლატიანი, მინა გაბზარული "GITIZEN'"-ის ფირმის 4) ვერცხლისფერი ვერცხლისფერი სამაჯურით და ციფერბლატით FANAMIN ფირმის, საათები არის არამუშა მდგომარეობაში რომლებიც დაილუქა.

 

2. 1) გულსაბნევი გაწყობილი მწვანე და ოქროს ფერებში, შვლის ნუკრის გამოსახულებით, 2) ღუზის ფორმის ვერცხლისფერი საყურე, პ)ვერცხლის ფერი ცეპის შესაკრავი,4) ოქროს ფერი საყურის ჩამოსაკიდი. 5) მწვანე და წითელ ფერში გაწყობილი მარწყვის ფორმის საყურე, 6) 30 ცალი მცირე ზომის სამკაულის თვლები და სამაგრები აღნიშნული ნივთები Nანახი იქნა მისაღები ოთახის მარცხენა მხარეს არსებულ ოთახში მდგარი საწოლის ლეიბის ქვეშ რომელიც დაილუქა

 

3. მისაღები ოთახის მარცხენა მხარეს არსებულ საძინებელ ოთახში მდგარ ბავშვის საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი იქნა 3 ცალი გულზე ჩამოსაკიდი მძივი, რომელთაგან 1) ერთი მძივი არის ცისფერი თვლებით აბრეშუმის ძაფზე აწყობილი, ბოლოში მოთეთრო მოყვითალო ფერის ჯვარით რომელიც არის პლასტმასის იესო ქრისტეს გამოსახულებით, 2) მძივი არის მოვარდისფერო ფერის თვლებით აწყობილი, რომელთა შორის ოთხი ცალი თვალი არის შავი ფერის,მძივებს შორის დაყოლებულია ოქროსფერი იესო ქრისტეს გამოსახულებიანი ჯვარით და ოვალური ფორმის ხვთიშობლის მედალიონით ძაფზე ასხმული, 3)მომწვანო ფერის მძივი აწყობილი მომწვანო ფერის თვლებით ძაფზე აწყობილი ვერცხლისფერი იესო ერისტეს გამოსახულების ჯვარით, რგოლებათ შეკრული მედალიონით და მხვთიშობლის ვერცხლისფერი მედალიონით სამივე მძივი დაილუქა ერთ ფუთად.

 

4.მისაღები ოთახის მარცხენა მხარეს არსებული საძინებელი ოთახის ფანჯრის რაფაზე ნანახი იქნა 3 ცალი ქაღალდის ნაჭერში გახვეული მცენარეული მასა თვისი მარცვლებით რომლებიც დაილუქა ერთ ფუთად ლურჯი ფერის დახვრეტილ მათთან ერთად არსებულ

ბოთლის თავსახურთან ერთად დაილუქა.

5. ორი ცალი მობილური ტელეფონი რომელთაგან ერთი არის სამსუნგის ფირმის შავი ფერის წითელი ფერის ე.წ კანტით, სახურავის შიდა მხარეს მწვანე ფერის წარწერით BAMBUKI იმეი კოდით 3-------------- სიმბარათის გარეშე. მეორე არის ვერცხლისფერი VERTEX-ის ფირმის იმეი კოდით 3------------------------------- რომლეშიდაც მოთავსებულია ბილაინის ქსელის სიმბარათი. აღნიშნული ტელეფონები ნანახი იქნა მისაღები ოთახის მარცხენა მხარეს არსებულ საძინებელ ოთახში საწოლის ლეიბის ქვეშ ტელეფონები დაილუქა 1 ფუთად.

 

ს--------------–---ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა:

 

1. ,„GRUMI“-ის ფირმის ოთხ ვარსკვლავიანი ერთი (1) ცალი კონიაკი შეფუთვის გარეშე, NOY-ის ფირმის სამ (3) ვარსკვლავიანი კონიანი წარწერით 1877 ,,ARSPEL” თავისივე ჩასადები პარკით და მუყაოს ყუთით წარწერით ,NOY და ,ARSPEL, აღნიშნულ ყუთში წანახი იქნა ოქროსფერი და შავი ფერის ერთმანეთზე გადაბმული ცეპი მრგვალი ფორმის ოქროსფერი რგოლებითა და ყვავილების ფორმის შავი ფერის პლასმასებით. რომელსაც მიბმული აქვს ოთხკუთხედი ვერცხლის ფერი მუყაოს ქაღალდი (საკიდი), აღნიშნულ ოთახში ბავშვის საწოლის ლეიბის დასაფენზე ნანახი იქნა ე.წ ნათლობის ცეპი და ჯვარი, ორი ცალი ჯვარი ერთი ცალი ბეჭედი ცისფერი თვლით, ორი ცალი ვერცხლის ფერი არასრული საყურე და ერთი ცალი ცალი ვერცხლის ფერი საყურე. აღნიშნულ ოთახში, ასევე ბავშვის საწოლის პირველ უჯრაში ნანახი იქნა მუყაოს კოლოფი წარწერით ,PARIS რომელშიც დევს ქალის ოქროსფერი ყელსაბამი ზედ მიმაგრებული მუყაოს ქაღალდით, აღნიშნულ უჯრაში ასევე დევს ყავისფერი კოლოფი წარწერით ,, IRISgold “რომელშიც დევს ოქროსფერი ხრახნიანი ბეჭედი. ამოღებული წივთები დაილუქა სამ (3) ფუთად

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ პირად შემადგენლობას გააცნოთ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების აღწერილობა იმ მიზნით, რომ ხომ არ ფიგურირებს ხსენებული ნივთები რომელიმე სისხლის სამართლის საქმეში.( ტ.4.ს.ფ.83-84)

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მოქალაქე რ-------------------- ძარცვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებისას შემთხვევის ადგილიდან - რ-------------------- საცხოვრებელი ბინიდან 2018 წლის 2 სექტემბერს ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები. ამის შემდეგ სუნის ნიმუში აღებული იქნა მოწმის სახით გამოკითხული ა-------- ს------ის ძე მ--------ისაგან 2018 წლის 3 სექტემბერს.

ამის შემდეგ გამომძიებელ გ-------------------, მონაწილე პირების ნ----------–--------- და ფ------------------- მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილიდან 2018 წლის 2 სექტემბერს აღებული სუნის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტში. ოქმის შინაარსიდან გამომდინარე ,,აღნიშნული ნივთმტკიცება გადაადგილებისას დაზიანდა და მასში მოთავსებული ქილა გატყდა, ხოლო პაკეტი გაიხსნა, რომელიც წებოვნი ლენტით დაილუქა, რათა სუნის კვალი არ გამქრალიყო. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა გატეხილი ქილა ლუქის N32 და მოთავსდა ერთ პაკეტში და დაილუქა ერთად.''

ამასთანავე გადაუდებელი აუცილებლობის გამო ნიმუშის აღების დადგენილების საფუძველზე კვლავ იქნა აღებული სუნის ნიმუში ა-------- ს------ის ძე მ--------ისაგან 2018 წლის 5 სექტემბერს. საქმეში არსებული, გამომძიებელ გ------------------- მიერ შედგენილი 2018 წლის 04 სექტემბერს ოქმის თანახმად ,,ა------------------ისაგან 2018 წლის 03 სექტემბერს აღებული იქნა სუნის ნიმუში მოთვსებული ერთ ქილაში ლუქის ნომრით N32 დაზიანდა, რის გამოც ექსპერტიზის ჩასატარებლად უვარგისი გახდა.'' წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი მესამე მუხლის 23-ე პუნატის თანახმად მტკიცებულება არის ,,კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით".

 

ამავე კოდექსის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

ამავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

 

ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, მხარის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოვლენას.

 

ამავე კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნიმუშის აღება ტარდება მხარის მიერ. მხარეს უფლება აქვს, აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის თვისებების ამსახველი ნიმუში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს დარღვევა არ არსებობს და ჩატარებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას მტკიცებულებათა გამოცვლის თაობაზე აღნიშნული ეჭვის უარყოფილია სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მითითებული საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა ჩვენებებით.

 

ასევე სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ არსებული შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუშის გახსნა და დათვალიერება მოხდა სსს. კოდექსის უხეში დარღვევით, რადგან უნდა მომხდარიყო საპროცესო მოქმედება ამოღება, ვინაიდან თავიდან ცნობილი იყო, რომ პაკეტის გახსნის შედეგად ნივთმტკიცება უნდა ამოღებულიყო და შემდეგ და შემდეგ უნდა დალუქულიყო, რადგან მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულება ამოღებული იყო მოცემული სისხლის სამართლის სამართლის ფარგლებში და ერთვოდა სისხლის სამართლის საქმეს და მოხდა მხოლოდ გამომძიებლის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა და დალუქვა ექსპერტთა: ნ----------–--------- და ფ------------------- მონაწილეობით, რა დროსაც დამატებით საგამოძიებო მოქმედების ამოღების ჩატარების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დალუქვის მიზნით იმავე სისხლის სამართლის ფარგლებში მის საგამოძიებო მოქმედებით ამოღებას, რადგან მტკიცებულება უკვე ამოღებული იყო და ერთვოდა სისხლის სამართლის საქმეს , ვინაი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

 

ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში არ მოიპოვება სოფელ წ---–-----–-–ი ა------------------ის საცხოვრებელი სახლის 2018 წლის 10 სექტემბრის ჩხრეკის ოქმი და დადგენილება, რის გამოც აღნიშნული წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილის დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

 

მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 12 სექტემბრის გამომძიებელ დ---------–------ პატაკით დადგენილია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში მიღებული ინფორმაციის თანახმად ნ--------------–---- კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს ქ. თ---–--–- მ-----–---–-ს ქ---------–- მცხოვრებმა ს--------------–---მა და ა---––---- რაიონის სოფელ წ---–-----–-–ი მცხოვრებმა ა------------------მა, რის საფუძველზეც ხსენებული პირების საცხოვრებელ სახლებში 2018 წლის 10 სექტემბერს ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა და

ა------------------ის ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახელების ნივთები.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა დ---------–-----, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკა და პატაკის კანონიერება. ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ დაცვის მხარის შ--–----------–--ის მიერ წარმოდგენილი ს------ ა-–----------- გამოკითხვის ოქმით, რომელიც არის ა------------------ის ბაბუა დადგენილია, მის სახლში ა--------ის საძინებლიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნივთები, რომელიც დ---------–-----მ წარადგინა პატაკით მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში.

 

საქართველო სისხლის საპროცესო კოდექსის მეცხრე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

 

რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეცხრე მუხლის თანახმად სისხლის სამართლის საქმის, როგორც გამოძიება, ასევე სასამართლო განხილვა მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრიციპით დაცვით და მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღნიშნულ ნივთები ამოღებულია იქნა სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკის შედეგად ს------ ა-–----------- სახლში ა------------------ის საძინებლიდან, რაც დადასტურებულია თვით დაცვის მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებით ს------ ა-–----------- გამოკითხვის ოქმით, ამიტომ დაცვის მხარე ვალდებული იყო წარმოედგინა აღნიშნული გარემოებათა გამაქარწყლებელი მტკიცებულება, რომ ჩხრეკა იყო უკანონო, ჩატარდა პროცესუალური ნორმების დარღვევით და მხოლოდ ს------ ა-–----------- გამოკითხვის ოქმში მითითება, რომ ,,პოლიციის თანამშრომელმა შეაჩერა და უთხრა რუსულად, შენ გაჩერდი აქ მჭირდები“ ვერ გახდება მისი არ გაზიარების საფუძველი, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულია წარმოდგენილი ნივთების მოპოვების და საქმეზე დართვის კანონიერება, შესაბამისად სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების დროს, რაიმე ეჭვი აღნიშნული მტკიცებულებათა კანონიერებაზე სახეზე არ არის.

 

ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიცია, რომ ბრალდების მხარემ უდავოდ მიიჩნია დაცვის მხარის მტკიცებულებები მათ შორის ს------ ა-–----------- ჩვენება, რომელიც სასამართლომ აღარ დაკითხა სასამართლო სხდომაზე, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან და მოცემულ შემთხვევაში წინასასამართლო სხდომაზე ს------ ა-–---------ს გამოკითხვის ოქმი წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა უდავო მტკიცებულებად.

 

ასევე სასამართლო ვერ გაზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება დაეკითხა რ------- მ----------ი პირდაპირი დაკითხვის წესით, ვინაიდან ბრალდების მხარეს ჰყავდა მითითებული დასაკითხ პირთა სიაში, პირდაპირი დაკითხვის საშაუალება შეუზღუდა სასამართლომ, რადგან დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო მტკიცებულება.

 

ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 244-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირდაპირ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელმაც დასაკითხი მოწმე გამოიძახა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად პირდაპირი დაკითხვისას დაუშვებელია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა. მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მიმანიშნებელი შეკითხვის განრიდების ან/და ასეთი შეკითხვისა და მასზე პასუხის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.

 

ამავე კოდექსის მუხლი 245-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ჯვარედინ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელსაც დასაკითხი მოწმე არ გამოუძახებია. ჯვარედინი დაკითხვისას დასაშვებია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა.

 

შესაბამისად დაცვის მხარე არ ყოფილა შეზღუდული რ------- მ------------ სასამართლოში დაკითხვისას მისთვის შეკითხვევის დასმით, უფრო მეტიც მას შეეძლო მიმანიშნებელი შეკითხვების დასმაც და რ------- მ------------ განეორებით დაკითხვის შემთხვევაში, როგორც დაცვის მოწმის სახეზე იქნებოდა მოწმის მხარეთა მიერ არაპირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა, არამედ დამატებით-განმეორებით დაკითხვა, რასაც საქართველოს სისხლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს.

 

სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ა------------------ის და ს--------------–---ის მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნეობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ა------------------მა და ს--------------–---მა ჩაიდინეს სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით (სკამის ფეხებს ქურდობის ეპიზოდი) და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა„ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით. (რკინის კარები ქურდობის ეპიზოდი), ასევე ა------------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის,,ბ" და ,,გ“ პუნქტით ( ბინის ქურდობის ეპიზოდი) და ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის., დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 178- ე მუხლის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ ქ/პ-ებით.(რ------- მ----------ი ძარცვის ეპიზოდი)

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა მატერიალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია შედეგის დადგომა. ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას.

იმის დასადგენად, ა------------------ი და ს--------------–---ი ნამდვილად დაეუფლნენ თუ არა სს,,ს----------–---------------ა“ და ს------ ჩ----------ის ნივთებს, ასევე ა------------------ი ი-----------–---- ნივთებს მნიშვნელოვანია მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

 

ა---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის რ--------- სადგურის უფროსი, ჰქონდათ პარკში დასადგმელი ხის სკამები ლითონის ფეხებით, ეს ,,რეიკები“ რომ დალპა ფეხები რომ არ დაკარგულიყო დაასაწყობა დასასვენებელი სახლის კარების წინ. 8 სექტემბერს შეამოწმა და იყო ადგილზე, მერე 2 დღე ყურადღება აღარ მიუქცევია და 10-ში რომ ნახა აღარ იყო კარებთან.

 

მოწმე რ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ჯართის მიმღებ პუნქტში ს--------------–---ი და ა------------------ი მივიდნენ მასთან, მიუტანეს ჯართი-127 კილოგრამი, ჯართის ღირებულება გადაუხადა კილოგრამში 47 თეთრი. სპეციალურ ჟურნალში უნდა გაეტარებინა მაგრამ სიჩქარეში გადაავიწყდა. 2018 წლის 8 სექტემბერს ანალოგიურად მიუტანეს იმავე პირებმა ჯართი და მაშინ გაატარა ჟურნალში ს--------------–---ის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. ა------------------ის სახელი და გვარი არ გაუტარებია, ზეპირად დაამახსოვრდა. ფული 47 ლარი ს--------------–---ს გადასცა. მ--------იც იქვე იდგა. ტაქსით იყვნენ მოსულები. პირველ დღეს მიუტანეს 4 ცალი სკამის ფეხი და 2 ცალი რკინის კარები. ტაქსით იყვნენ მისულები- ო---–------------ით, ვარდისფერი იყო. ლითონების ჩამოტვირთვაში მძღოლი მონაწილეობას არ იღებდა, არ ეხმარებოდა, ხმაც არ ამოუღია, უბრალოდ გადმოვიდა მანქანიდან და გვერდზე იდგა. ს--------------–---მა და ა------------------მა ჩამოტვირთეს. ფული გადააწოდა ს--------------–---ს, პირადობა ვისზეც გაატარა, ისიც შესასვლელ კარებთან, მან შემდეგ გადააწოდა ა------------------ს.

 

მოწმე მ----------–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 სექტემბერს იყო სახლში და დაუკავშირდა ა------------------ი ტელეფონზე, რომ ესაჭიროებოდა ტაქსის მომსახურება, უთხრა ადგილი, სადაც უნდა მისულიყო და მივიდა აფთიაქის წინ ბაზართან. როდესაც მივიდა ჩასხდნენ მანქანაში ა------------------ი და ს--------------–---ი და დაიწყო მოძრაობა ი---- ქუჩისკენ და განაგრძო გზა ა--------ის მითითებით ბაზრის უკან ი---- ქუჩისკენ, შესახვევი იყო სადაც შეუხვია, შემდეგ კიდევ შესახვევი იყო და იქ გააჩერა მანქანა, გადავიდნენ და გამოიტანეს ორი ლითონის კარები პატარა მოცულობის და ჩადეს საბარგულში, ჩასხდნენ და განაგრძო სვლა. გადასვლიდან დაახლოებით 2 წუთში მიიტანეს მანქანასთან კარებები. მ----------–-----–---–მა ჰკითხა მათ ვისი იყო აღნიშნული კარებები და ს------მა და ა--------მა უთხრეს, რომ მათი იყო. შემდეგ განაგრძო გზა ა--------ის მითითებით ტ--------ენ. ძ---–-------–---- გზა სადაც იყო ადრე მანდ გავიდა პირდაპირ, დიდი მოედანი იყო მოსატრიალებელი, მან მოატრიალა და იქვე ახლოს გააჩერა მანქანა შენობის წინ, რადგან შენობასთან მისვლა მანქანით შეუძლებელი იყო, გადავიდნენ კიდევ და 4 ლითონის ფეხი მოიტანეს, ჩადეს საბარგულში და განაგრძეს გზა. ამის შემდეგ სვლა განაგრძო ა---–---–---- გზატკეცილისკენ ა--------ის მითითებით, იქ შევიდნენ ლითონის მიმღებ პუნქტში, მ----------–-----–---–ი ამ დროს მანქანაში იყო, დაელაპარაკნენ იქ ვინც იბარებს ლითონს, გადაიტანეს ლითონები მანქანის საბარგულიდან, შემდეგ მან გაიყვანა მანქანა იმ ადგილიდან და გაჩერდა გზაზე, დაელოდა მათ, შემდეგ ა--------ამ გადაუხადა ტაქსის მომსახურების 10 ლარი და ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩერა მანქანა, ჩავიდნენ და მას შემდეგ აღარ უნახავს.

2018 წლის 11 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმებით ა---------------–---–მა ამოიცნო თავისი კუთვნილი ნივთები, რომლებიც მოპარეს 2018 წლის 08 სექტემბრიდან 10 სექტემბრის შუალედში,ქ-----––---–ი რ--------- სადგურიდან.

 

2018 წლის 19 სექტემბრის საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N------ დასკვნით, ერთი ცალი, სკამის სხმული, სადგამი ფეხის, ზომით: სიმაღლე-75 სმ, წინა და უკანა ფეხებს შორის მანძილით-30 სმ, საცალო საორიენტაციო ღირებულება ( მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) შეესაბამება 25 ლარს, შესაბამისად 4 ცალი ( 2 წყვილი) ანალოგიური სკამის სხმული, სადგამი ფეხის ღირებულება მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) შეესაბამება -100 ლარს.

 

ს------ ჩ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზაფხულის პერიოდში აკეთებდა რემონტს და ეს ნივთები გამოიტანა და დატოვა გარეთ, დივანიც მონდა გამოტანილი და კარებიც, გაათავისუფლა ადგილი, სათავსო არ აქვს და გარეთ კედლის გვერდზე დადებული ჰქონდა ღია ეზოში ღობე არ აქვს. 10 სექტემბერს დილით დაინახა, რომ შიფრები გადაწყობილი იყო არადა მას დაფარებული ჰქონდა, რომ ნახა ორი კარები არ იყო ამის შემდეგ მიმართა პოლიციას. აღნიშნული ქურდობით მიადგა 450 ლარის ზიანი.

 

2018 წლის 10 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღება ჩატარდა რ---------------------- და ამოღებული იქნა 2 ცალი ლითონის კარი, რომელიც არის მოყავისფრო ფერის და ზედაპირი დაფარულია კოროზიით.

 

2018 წლის 11 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმებთ ს------ ჩ----------მა ამოიცნო ლითონის 2 ცალი კარი, თავისი ფორმით, ფერით, რომელიც კარს მიღებული აქვს კოროზირების შედეგად, უკანა მხარეს 3 ადგილას დამაგრებულია ე.წ რეიკებით კარზე არსებული 6 ცალი ნახვრეტით დასაკიდი ე.წ პედალით.

 

2018 წლის 12 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ რ----------------ემ ამოსაცნობად წარდგენილ 3 პიროვნებაში ამოიცნო ა------------------ი, რომელიც ს--------------–---თან ერთად მივიდა მასთან და ჩააბარა ჯართში 4 ცალი ლითონის სკამის ფეხი და 2 ცალი ლითონის კარი.

 

2018 წლის 11 სექტემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N----------------- დადგენილია, რომ სს 0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვლები, რომლებიც ამოღებულია ი-----------–---- სახლიდან ( კვალი N1; კვალი N2; კვალი N3; კვალი N4; კვალი N5; კვალი N6 და კვალი N7) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია,იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვლებიდან :

კვალი N1 იდენტურია ა------------------ის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის.

კვალი N2 იდენტურია ა------------------ის მარჯვენა ხელის გულის ანაბეჭდის ფრაგმენტის.

 

2018 წლის 12 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ ი-----------–--ემ ამოიცნო მობილური ტელეფონი- ფორმით, ფერით, ფირმით-VERTEX, ვერცხლისფერი 2 სიმ ბარათით, სავი ეკრანით და ვერცხლისფერი კორპუსით შავი ფერის კნოპკებით ზედ თეთრი ფერის წარწერებით, როგორც ციფრებით ასევე რუსული და ინგლისური ასოებით, რომელშიც მოთავსებულია ბილაინის ქსელის სიმბარათი.

 

ი-----------–--ემ ამოიცნო მობილური ტელეფონი- ფორმით, ფერით, ფირმით-სამსუნგი შავი ფერის კორპუსით,წითელი ფერის ე.წ კანტით, სახურავის შიდა მხარეს მწვანე ფერის წარწერით BAMBUK, რომელიც არის სიმბარათის გარეშე, კნოპკებით და ზედ თეთრად შესრულებული წარწერებით როგორც ციფრებით ასევე რუსული და ინგლისური ასოებით.

 

ი-----------–--ემ ამოიცნო საყურე ფორმით, ფერით, ჩამოსაკიდი რგოლით, რომელსაც არ უკეთია სამაგრი, რომელსაც შუაში აქვს მოზრდილი ზომის შავი ფერის თვალი, ხოლო გარშემო რამდენიმე თეთრი ფერის თვლებით.

 

ი-----------–--ემ ამოიცნო საყურე ფორმით, ფერით რომელიც ნივთს მწვანე და ოქროსფერში, უკანა მხარეს ყურში გასაკეთებელი ნემსით თავისივე სამაგრით, ასევე კორპუსით, რომელიც აქვს მცირედით გადაცვეთილი.

 

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი

 

მიზანი, როგორც ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტი, პირის ცნობიერებაში არსებულ სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს, რის გამოც მისი დადგენა შეუძლებელია მანამ, სანამ ობიექტურად არ გამოიხატება რაიმე ქმედებაში. მოცემულ შემთხვევაშიც მიზნის არსებობა-არარსებობა უნდა დადგინდეს ჩადენილი ქმედების დეტალების დადგენით.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ ა------------------ი და ს--------------–---ი დაეუფლნენ სს,,ს----------–---------------ა და ს------ ჩ----------ის და ი-----------–---- კუთვნილ ნივთებს.

იმისათვის, რომ დადგინდეს, ბრალდებულის ქმედება შეიძლება თუ არა შეფასდეს, როგორც ქურდობა, აუცილებელია ქმედება შეიცავდეს დანაშაულის ობიექტურ და სუბიექტურ შემადგენლობას. ბრალდებულის ქმედების შესაბამისობა ქურდობის ობიექტურ შემადგენლობასთან საქმის მასალებით დადგენილ იქნა. რაც შეეხება სუბიექტურ შემადგენლობას, ის მოიცავს განზრახვას. უფრო მეტიც, კანონმდებელი მოითხოვს კონკრეტული მიზნის - მისაკუთრების მიზნის - არსებობას. ნივთების დაუფლება, აღნიშნული ნივთებისთვის სხვა ადგილის მიჩენა მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ბრალდებულს ამოძრავებდა მესაკუთრის მფლობელობიდან აღნიშნული ნივთების გამოსვლისა და მის მფლობელობაში გადასვლის მიზანი, რათა მომავალში მას შეძლებოდა გარკვეული სარგებელი მიეღო აღნიშნული ნივთებისგან.

სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ - ამის უფლების გარეშე - ეუფლება სხვის მოძრავ ნივთს; ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ასეთი შედეგის დადგომა.

 

ბინაში უკანონო შეღწევა

 

მოწმე ი-----------–---- ჩვენების თანახმად, გასაღები შეარჭო კარებში და გაიღო კარები მაშინვე გასაღების გადაუტრიალებლად, კარები იყო ღია. 2018 წლის 10 სექტემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საკეტი მექანიზმის გულას თავისავე გასაღებთან ერთად ზედაპირებზე ექსპლუატაციური ცვეთის გარდა, სხვა რაიმე სახის დაზიანების კვალი არ აღენიშნება.

ექსპეტრიზაზე წარმოდგენილი საკეტი მექანიზმის გულა მუშაობს გამართულად და ირებოდა თავისივე ან ანალოგიური წესით დამზადებული გასაღებით, წარმოდგენილი გასაღები არის გულას გასაღების ქარხნული ანალოგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის. იგი ორობიექტიანი დანაშაულია და მისი დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთან, დამნაშავე აცნობიერებს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად, იმის განსასაზღვრად, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. განსახილველი ქმედება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

იმის დასადგენად, ა------------------მა ჩიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანია მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

 

რ------- მ------------ ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მარტო, 2018 წლის 02 სექტემბერს იწვა და ეძინა და რომ გაეღვიძა სახლში ვიღაცეები დადიოდნენ, ზუსტად ვერ ასახელებს მაგრამ ფიქრობს რომ 2 პირი იყო. ერთმა პიროვნებამ რამდენჯერმე დაარტყა მერე დაანებეს თავი და წავიდნენ. ფული მეორე ოთახში ჰქონდა, შევიდნენ ლოგინში ედო ეს ფული 60 ლარი და იქიდან ამოიღეს, ისინი მეორე ოთახში რომ შევიდნენ თვითონ სახლიდან გამოიქცა და მეზობელთან მივიდა. სახეზე არ დაუნახავს ეს პიროვნებები რადგან ბნელოდა ღამე იყო 3-4 საათი. მოწმე განმარტავს რომ თავს ცნობს დაზარალებულად მიაყენეს ფიზიკური ტკივილი და წაიღეს თანხა. სახლიდან რომ გაიქცა ფეხშიშველა იყო რადგან ჩაცმის დრო არ იყო მხოლოდ გაქცეულიყო იმას ფიქრობდა. ფანჯრის შუშა ქონდათ ამოღებული და ეგრეთ წოდებული ლომი გამოიყენეს ერთი კარებზე იყო მიდგმული და მეორეთი გატეხილი ქონდათ.

 

2018 წლის 02 სექტემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ ლ-–---------–---–ის მიერ ს-----------–- ლ----------------- ჩატარდა ამოღება, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იატაკზე ნანახი და ამოღებული იქნა წებოვანი ლენტის ფრაგმენტი, ნახმარ მდგომარეობაში, რომელიც არის გამჭვირვალე და ზედ აღენიშნება თმის ღერები.

 

2018 წლის 03 სექტემბრის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად რ------- მ------------ სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

2018 წლის 13 სექტემბრის ობიექტის( საგნის) ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ რ------- მ------------ ამოიცნო:

მისი კუთვნილი სალოცავი ყელსაბამი ამოიცნო ჯვარის ფერით, უკანა მხარეს დაზიანებებით და ცისფერი მძივებით, ასევე ჯვარზე გამოსახულია ჯვარცმა.

 

ყელსაბამი მწვანე ფერის მძივებით, ხატით, რომელსაც ამძვრალი აქვს გამოსახულება, ასევე ვერცხლისფერი ჯვრით და ძაფით რომლითაც დამაგრებული იყო ხატები ყელსაბამზე.

 

ყელსაბამი-ოქროსფერი ჯვრით, გადაბმული ძაფით, ოქროსფერი ხატით და შავი ფერის მძივებით.

 

2018 წლის 12 სექტემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა---––---- რაიონის სოფ.პ--------------–- მცხოვრები რ------- მ------------ მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტთან დაკავშირებთ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ა------------------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

 

2018 წლის 03 ოქტომბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

-პაკეტში, წარწერით: „...N10 ნიშნულიდან ამოღებული სიგარეტის ნამწვი...“ მოთავსებულ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ.N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა------------------ს (ობ.N16; პაკეტი, წარწერით: „...ა------------------ის ნერწყვის ნიმუში...“);

ანაწმენდებზე დანის შალითადან არსებული ბიომასალის (ობ.N9) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი განსხვავდება ს--------------–---ის (ობ.N15; პაკეტი, წარწერით: „...ს--------------–---ის ნერწყვის ნიმუში...“), ა------------------ისა (ობ.N16) და ა--------------–----- (ობ.N17; პაკეტი, წარწერით: „...ა--------------–----- ნერწყვის ნიმუში...“)

 

გამომძიებელ დ---------–------ ჩვენებით დადგენილია, რომ ერთ-ერთ საქმესთან ბინის გაქურდვის საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა იქნა ჩატარებული ს--------------–---ის და მ--------ის ბინებში და ამოღებული ნივთებთან დაკავშირებით დაწერა პატაკი რომ ამათ სახლებიდან რა ნივთები იქნა ამოღებული და რომელიმე გამომძიებლის წარმოებაში არსებულ საქმეებზე ხომ არ ფიგურურებდა ეს ნივთები. გამომძიებელმა ჩაატარა ს--------------–---ის და ა------------------ის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკები იმათ ამოიღეს ის ნივთები, შემდგომ ამ ნივთებთან დაკავშირებით დაწერა პატაკი რომ იყო ასეთი საქმე ნ---------------–---- ბინის გაქურდვასთან დაკავშირებით არსებობდა ინფორმაცია რომ სავარაუდოდ ს--------------–---მა და ა------------------მა გაქურდეს აღნიშნული ბინა რის საფუძველზეც გაჩხრეკილი იქნა მათი საცხოვრებელი სახლები, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, რაც საქმეში ფიგურირებდა, სასმელები იყო საათები იყო სამკაულები, სხვადასხვა ნივთები. აღნიშნულ ნივთებზე მოწმემ პატაკი დაწერა ხელმძღვანელს მიმართა რომ მის საქმეებში იქნა ესა და ეს ნივთები ამოღებული და რადგან ჩადენილი იყო კიდე სხვადახვა ნივთის ქურდობები ძარცვა, რომელიმე საქმეში ხომ არ ფიგურირებდა ესა და ეს კონკრეტული ნივთები ასე ვთქვათ ბინიდან წაღებული ანუ ნაძარცვი ნივთები ხომ არ იყო. ამის შემდეგ აღმოჩნდა თ------–---–ის ბინის გაქურდვის საქმეზე იყო რამდენიმე ნივთი ს------–-------–- მომხარი ძარცვის საქმესთან დაკავშირებით იყო რამოდენიმე ნივთი და ეს ნივთები გადასცა გამომძიებლებს. კონკრეტულად იმ საქმესთან დაკავშირებით მე რომელი ბინის ქურდობაც ჰქონდა მას დაზარალებულის ნ--------------–---- მხრიდან ამოცნობილი არ ყოფილა ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები და ეს ნივთები სხვა გამომძიებლებს გადასცა. სასმელები იყო ალკოჰოლური, სამკაულები იყო სხვადასხვა ნაკეთობები, კრიალოსნები საათები და მეტი არ მახსოვს, მ------–---–- გადასცა სამკაულები და გ---------- კრიალოსნები ჯვრებთან ერთად. წერილობით მოხდა ნივთების გადაცემა.

 

ბრალდებულმა ა------------------მა და ს--------------–---მა გამოიყენეს მისთვის კანონით მინიჭებული დუმილი უფლება.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები: ა------------------ის და ს--------------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის არაერთგზისობა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა------------------ს და ს--------------–---ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა------------------ის და ს--------------–---ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ნივთიერი მტკიცებულება:

წებოვანი ლენტის ფრაგმენტები, სუნის ნიმუშები, თითის კვლები, სიგარეტის ნამწვი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4 ცალი სკამის ფეხი, 2 ცალი ლითონის კარი, დანა, 2 ცალი მობილური ტელეფონი, 1 ცალი გულსაბნევი, 1 ცალი საყურე, სხვადასხვა დასახელების საიუველირო ნაკეთობები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, რომლის შესრულება დაევალოს შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოს.

ერთი ცალი დივიდი დისკი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------------------( დაბ.2---------–) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით (სკამის ფეხებს ქურდობის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლისა და 2 თვის ვადით.

 

2. ა------------------( დაბ.2---------–) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის (რკინის კარები ქურდობის ეპიზოდი) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლისა და 2 თვის ვადით..

 

3. ა------------------( დაბ.2---------–) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ( ბინის ქურდობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლისა და 2 თვის ვადით.

 

4. ა------------------( დაბ.2---------–) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (რ------- მ------------ ძარცვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 2 თვის ვადით. წელი.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ, ა------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 2 თვის ვადით.

 

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ა------------------ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით..

 

7. გაუქმდეს ა---––---- 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.

 

8. ა------------------ს დანიშნული სასჯელის 5 (ხუთი) წლისა და 02 (ორი) თვის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 12 სექტემბრიდან.

 

9. ა------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

10. ს--------------–---( პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სკამის რკინის ფეხების ქურდობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით.

 

11. ს--------------–---( პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (რკინის კარები ქურდობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლისა და 2 თვის ვადით.

 

12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთი სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, ს--------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლისა და 2 (ორი)თვის ვადით.

 

13. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ა---––---- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ს------ არაქელიანს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით.

 

14. გაუქმდეს ა---––---- 2017 წლის 06 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.

 

15. ს--------------–---ს დანიშნული სასჯელის 4(ოთხი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 12 სექტემბრიდან.

 

ს--------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

16. ნივთიერი მტკიცებულება:

 

წებოვანი ლენტის ფრაგმენტები, სუნის ნიმუშები, თითის კვლები, სიგარეტის ნამწვი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4 ცალი სკამის ფეხი, 2 ცალი ლითონის კარი, დანა, 2 ცალი მობილური ტელეფონი, 1 ცალი გულსაბნევი, 1 ცალი საყურე, სხვადასხვა დასახელების საიუველირო ნაკეთობები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, რომლის შესრულება დაევალოს შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოს.

ერთი ცალი დივიდი დისკი შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

17. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

18. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––---- რაიონული სასამართლოს (მის: ქ-----––---, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია