განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119003009665
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/298-19 31 ივლისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი რ-----------–--
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ლ----------------------–------------------–-------–-–-------------------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–-------–--------------–------–---------------------------------------------------–---------
2.1.1. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტები
ქმედების შემადგენლობა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის
2.1.2. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები
ქმედების შემადგენლობა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის
2.2 ადვოკატი ი-------–---–-
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
I. ქურდობა სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის დამნაშავედ ცნობილმა და გამოსაცდელი ვადის პირობებში მყოფმა ლ---------–---მა 2017 წლის მაისში ფიზიკური ძალის გამოყენებით ფანჯრის მინის ჩამტვრევის შედეგად უკანონოდ შეაღწია მესტიის რაიონის სოფელ ზედა ლუჰაში მდებარე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სამღვდლო შესამოსელს, პირსახოცს, ჯვარზე დაკრულ თვლებს და შესაწირ ყუთზე დაკრულ ჯვარს, რამაც 70 ლარის ზიანი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ა) სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
ის, რომ ბრალდებული 2017 წლის მაისი თვეში ფარულად დაეუფლა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში ნივთებს, აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების - ე-----–--–--–----, ლ----–--–---ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ლ---------–---- 2017 წლის მაისი თვეში ფარულად დაეუფლა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში არსებულ ნივთებს.
2.2. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა წარდგენილი ქმედებების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდაოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში, ის რომ ბრალდებულ ლ---------–---ს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში ნივთების ფარული დაუფლებისას ამოძრავებდა ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების - ე-----–--–--–----, ლ----–--–---ს, გ---–---–-------ს, გ--------–---–---------ს, ლ-–--–--–-----------------–---–-------------–--------–------------------------------------–---------–-----------------–----ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულს სხვისი ნივთების ფარული დაუფლებისას ამოძრავებდა ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
2.3. სადგომში უკანონო შეღწევა
ბრალდებულმა ეკლესიაში უნებართვოდ, ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე, მინის დამსხვრევის გზით, ე.ი. უკანონოდ რომ შეაღწია, მხარეთა მიერ დავის საგანს არ წარმოადგენს და პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ე-----–--–--–----, ლ----–--–---ს, გ------–------ს გამოკითვხის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმით, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში, რაც წარმოადგენს სადგომს.
2.4. არაერთგზის
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახამდ, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
მოცემულ შემთხვევაში როგორც უდად ცნობილი საქმის მასალებიდან დგინდება, ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით. ვინაიდან ლ---------–----ს გამოსაცდელი ვადა გადიოდა 2018 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო მის მიერ ახალი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი იყო 2017 წლის მაისის თვეში, ლ---------–---- ჯერ კიდევ იყო ნასამართლევი.
მოცემულ შემთხვევაში ის, რომ ბრალდებული ლ---------–---- ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და მან ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა არაერთგზის, მხარეთა მიერ დავის საგანს არ წარმოადგენს და პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით, ნასამართლობის ცნობით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებული ქურდობის ჩადენის დროს იყო ქურდობისთვის ნასამართლევი პირი, ე.ი. მან ქურდობა ჩაიდინა არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ ლ---------–---მა ჩაიდინა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის ლ---------–----ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ლ---------–---- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ლ---------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
ლ---------–----ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ ქმედებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საზოგადოების წევრების მხრიდან განსაკუთრებით პატივსადებ, მორიდებითი და მოწიწებითი დამოკიდებულების ობიექტის, რელიგიური დაწესებულების მიმართ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ეკლესიისა და სასულიერო პირის საკუთრების უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (ღამის საათებში, ფიზიკური ძალის გამოყენებით ფანჯრის მინის ჩამტვრევის შედეგად ნივთების ფარული დაუფლება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (70 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის, ასევე საზოგადოების წევრების აღშფოთების გამოწვევა), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
აქვე სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ნასამართლობა სსკ-ის 177 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შემადგენლობის კონსტიტუციური ნიშანია, სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იგივე გარემოება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილება და სასჯელის ზომაზე ვერ იქონიებს გავლენას მისი დამძიმების კუთხით, თუმცა სასჯელის დამძიმების კუთხით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, რადგან გამოსაცდელი ვადა არის არა მხოლოდ ნასამართლობის აღმნიშვნელი, არამედ ბრალდებულზე გაძლიერებული მეთვალყურეობისა და კონტროლის პერიოდი, რა დროსაც ბრალდებულს ეკისრება გარკვეული მოვალეობები, მას ევალება, იყოს განსაკუთრებულად პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა სწორედ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება. აღსანიშნავია ასევე, რომ ბრალდებულმა ქმდება ჩაიდინა რელიგიური დაწესებულების წინააღმდეგ, რაც უკავშირდება საზოგადოების წევრების განსაკუთრებულ აღშფოთებას, ვინაიდან ეხება მათ მიერ წმინდად მიჩნეული, სალოცავად განკუთვნილი ადგილის შებღალვას, რაც ასევე ამძიმებს პასუხისმგებლობას.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალურთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
სსსკ–ის 79–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია ჯვარი, დანა, ჭიქა, ყუთი, ლითონის ნაკეთობები, ჯვრის თვალი, რომლებიც უნდა დაბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო მინის ნატეხები, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ რაიმე ღირებულება, უნდა განადგურდეს. რაც შეეხება ხელის კვლებისა და ნერწყვის ნიმუშებს, ისინი უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
II. ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისიწინებული დანაშაულისთვის დამნაშავედ ცნობილმა და გამოსაცდელი ვადის პირობებში მყოფმა ლებან ვიბლიანმა 2018 წლის აპრილში ფიზიკური ძალის გამოყენებით კარის შემტვრევის შედეგად უკანონოდ შეაღწია მესტიის რაიონის სოფელ ლახამურაში მდებარე ვ----------------ს საცხოვრებლ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ძველებური წარმოების აუდიო პატეფონს, მუსიკალურ ფირფიტებს, ფეხსაცმელს, სურათს, არაყს, დააზიანა ფანჯრის მინა და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, რამაც 1690 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
ის, რომ ბრალდებული 2018 წლის აპრილის თვეში ფარულად დაეუფლა ვ----------------ს კუთვნილ ნივთებს, აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის, მოწმე ვ----------------ს გამოკითხვის ოქმებით, ნიმუშის აღების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღებული ნივთებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ლ---------–---- 2018 წლის აპრილის თვეში ფარულად დაეუფლა ვ----------------ს კუთვნილ ნივთებს.
2.2. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
ის, რომ ბრალდებულ ლ---------–---ს ვ----------------ს კუთვნილი ნივთების ფარული დაუფლებისას ამოძრავებდა ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. ბრალდებულის, მოწმე ვ----------------ს გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულს დაზარალებულის კუთვნილი ნივთების ფარული დაუფლებისას ამოძრავებდა ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
2.3. რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ მითითებულია მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარზე ზემოთ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ზიანის ფულადი გამოხატულება არ უნდა იყოს იმაზე მეტი, რაც გათვალისწინებულია ,,დიდ ოდენობაში’’ და დაკონკრეტებულია ქურობის მუხლის შენიშვნის პირველ პუნქტში. მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედებებმა სათითაოდ რომ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. ბრალდებულის, მოწმე ვ----------------ს გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის ქმედებებით დაზარალებულს მიადგა მნიშნელოვანი ზიანი.
2.4. ბინაში უკანონო შეღწევა
ბინა ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად. ბინის შემადგენელი ნაწილებია ქონების შესანახად ან ადამიანთა სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გამოყოფილი სათავსები.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ, ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე, კარის შემტვრევით, ე.ი. უკანონოდ რომ შეაღწია, მხარეთა მიერ დავის საგანს არ წარმოადგენს და პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია ვ----------------ს საცხოვრებელ სახლში.
2.5. არაერთგზის
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახამდ, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უდავოდ ცნობილი საქმის მასალებიდან დგინდება, ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით. ვინაიდან ლ---------–----ს გამოსაცდელი ვადა გადიოდა 2018 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო მის მიერ ახალი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი იყო 2018 წლის მაისის თვეში, როცა ლ---------–---- იყო ნასამართლევი.
ის, რომ ბრალდებული ლ---------–---- ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და მან ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა არაერთგზის, მხარეთა მიერ დავის საგანს არ წარმოადგენს და პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით, ნასამართლობის ცნობით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებული, ქურდობის ჩადენის დროს იყო ქურდობისთვის ნასამართლევი პირი, ე.ი. მან ქურდობა ჩაიდინა არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ ლ---------–---მა ჩაიდინა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მესამე ნაწილის ,,ბ’’ და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ლ---------–----ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მესამე ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ლ---------–---- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ლ---------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
ლ---------–----ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ ქმედებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის პერიოდში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (კერძო საკუთრების უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (ღამის საათებში, ფიზიკური ძალის გამოყენებით კარის შემტვრევის შედეგად ნივთების ფარული დაუფლება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მესამე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
აქვე სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ნასამართლობა სსკ-ის 177 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შემადგენლობის კონსტიტუციური ნიშანია, სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იგივე გარემოება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილება და სასჯელის ზომაზე ვერ იქონიებს გავლენას მისი დამძიმების კუთხით, თუმცა სასჯელის დამძიმების კუთხით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, რადგან გამოსაცდელი ვადა არის არა მხოლოდ ნასამართლობის აღმნიშვნელი, არამედ ბრალდებულზე გაძლიერებული მეთვალყურეობისა და კონტროლის პერიოდი, რა დროსაც ბრალდებულს ეკისრება გარკვეული მოვალეობები, მას ევალება, იყოს განსაკუთრებულად პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული, არ დაარღვიოს კანონი. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა სწორედ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, რაც ამძიმებს მის პასუხისმგებლობას.
განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალურთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა.
ამასთან, ვინაიდან ჩადენილია 2 დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ქმედება და არსებობს რეციდივი, სასჯელის ზომის განსაზღვრა უნდა მოხდეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. ამასთან, ამის აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მიზანშეუწონლობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად რეციდივისა, სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ლ---------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო მსჯავრდებულმა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ახალი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებულს სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით გამოსაცდელი ვადა გასულია, ხოლო პირობითი მსჯავრის მოხდისას პრობაციის ბიუროს მიერ დადგენილი ვალდებულებების დარღვევა არ ფიქსირდება. ამ გარემოების გათვალისწინების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის გაუქმების შემდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შთანქმის პრინციპი, ვინაიდან სასჯელთა შეკრება არ არის აუცილებელი სასჯელის მიზნების მიღწევისათვის.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდებულის დაკავების მომენტიდან.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია ჭიქა, კარის საკეტი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს; სიგარეტის ნამწვი, რასაც რაიმე ღირებულება არ გააჩნია და უნდა განადგურდეს; ხელის კვლები, ნერწყვის ნიმუშები, რაც უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ---------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით ლ---------–----სთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდეს.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ლ---------–---ს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
ლ---------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 20 აპრილიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებები: ჭიქები, კარის საკეტი, ჯვარი, დანა, რკინის ყუთი, ლითონის ნაკეთობები, ჯვრიდან ამოღებული თვალი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; მინის ნატეხები, სიგარეტის ნამწვები განადგურდეს; ხელის კვლები, ნერწყვის ნიმუშები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია