განაჩენი

სისხლის სამართლის 21.08.2018
საქმის ნომერი
020100118002569245
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
21.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020100118002569245 (1/404-17)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

21 აგვისტო, 2--- წელი ქ. ზ---------

 

ზ---------ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლი-------–-ა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ფე----------------–----------------------ძე, დაბადებული 197- წლის 2------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №19--------0, მისამართი: ქ. ზუ-----------------–---–-----------3, საშუალო განათლების მქონე, და-----------–ი, ნასამართლობის არმქონე.

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ქმედების შემადგენლობა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

ფე-----------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ქალ-------------–-------------------–---–--------------ში მცხოვრებ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ--–--------–---–--სა და ფე-----------------------ეს შორის, ამ უკანასკნელის ეჭვიანობის საფუძველზე, 2--- წლის დასაწყისიდან შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, რა დროსაც ფე-----------------------ემ გინების სახით რამოდენიმეჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ--–--------–---–--ს. 2--- წლის 18 ივნისს, დაახლოებით 0- საათზე, ქ------------–-- დავ------------–---–-----------3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფე-----------------------ემ, რომელიც სისტემატიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს - ლ--–--------–---–--ს, კვლავ ეჭვიანობის საფუძველზე შეაგინა მას და ყელის არეში მოუჭირა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

დაცვის მხარის პოზიცია

 

ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მხარეთა მონაწილეობით საქმის განხილვით, პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფე------------------------ე უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლოს მიერ არასაკმარისად მიჩნეული მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარებოდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება:

 

-დადგენილია, რომ ფე-----------------------ის მიმართ 1--------- წელს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას საფუძვლად დაედო მიღებული ინფორმაცია მასზედ, რომ ფე-----------------------ემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ--–--------–---–--ს (ს.ფ. 1-2, 57);

 

-აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე - ქ. ზუ------–-----------–---–-----------3-ში გავიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები (ს.ფ. 10-40);

 

-1--------- წელს სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლის მიერ გამოიკითხა ლ--–--------–---–--, რომელმაც განმარტა, რომ 1--------- წელს მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, რასაც არავინ შესწრებია. შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მან უთხრა, რომ მისმა მეუღლემ ფე-----------------------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც იგი იყო აფექტურ მდგომარეობაში და ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს, მისთვის ფ---------------- ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ფიზიკური სახის დაზიანება არ მიუღია, იმ დროს, როცა იგი მეუღლესთან კამათობდა, განერიდა იქაურობას და ჩაიკეტა სხვა ოთახში.

 

გამოკითხვისას ლ--–--------–---–--მ დამატებით აღნიშნა, რომ მეუღლესთან კონფლიქტი აქვს დაახლოებით 6 თვეა ეჭვიანობის ნიადაგზე, რაც გამოიხატება მხოლოდ კამათში და ბრალდებულის მხრიდან ლ--–--------–---–--ს მისამართით გინებაში.

 

მსგავსი ჩვენება მისცა დაზარალებულად ცნობილმა ლ--–--------–---–--მ გამომძიებელს 19.06.2--- წელს და აღნიშნა, რომ თავისი მეუღლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია (ს.ფ. 32, 65);

 

-1--------- წლის და 19.06.2--- წლის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ფე-----------------------ემ უარყო მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ მას მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა (ს.ფ. 41, 72);

 

-სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხა ბრალდებულისა და დაზარალებულის ოჯახის ახლობლები (ნათესავები) მ-----–--------------, ან--------–---–-ა და მო------------ძე, რომლებიც ადასტურებენ მეუღლეებს ფე-----------------------ესა და ლ--–--------–---–--ს შორის კონფლიქტს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების სახით, თუმცა უარყოფენ ბრალდებულის ფე-----------------------ის მხრიდან დაზარალებულად ცნობილი მეუღლის - ლ--–--------–---–--ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს (ს.ფ. 45, 49, 58);

 

-საქმეში წარმოდგენილია შემთხვევის ადგილზე გასული საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადაღებული ვ-------------, რომლითაც უტყუარად არ დასტურდება ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტი (იხ. დისკი).

 

სამართლებრივი შეფასება, ასევე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.0-.2014); Scoppola v. Italy (17.0-.200-); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ფე-----------------------ისათვის 19.06.2--- წელს წარდგენილი ბრალდება გამოიხატა იმაში, რომ ქ--–-------------–-, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ--–--------–---–--სა და ფე-----------------------ეს შორის, ამ უკანასკნელის ეჭვიანობის საფუძველზე, 2--- წლის დასაწყისიდან შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, რა დროსაც ფე-----------------------ემ გინების სახით რამოდენიმეჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ--–--------–---–--ს, ხოლო 2--- წლის 18 ივნისს, დაახლოებით 0- საათზე, ქ------------–-- დავ------------–---–-----------3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფე-----------------------ემ, რომელიც სისტემატიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს - ლ--–--------–---–--ს, კვლავ ეჭვიანობის საფუძველზე შეაგინა მას და ყელის არეში მოუჭირა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით ყურადსაღებია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობა ნიშნავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

მაშასადამე, ბრალდების მხარის პოზიცია მდგომარეობს შემდეგში: პირველი, ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი პირის მიმართ განახორციელა სისტემატიური შეურაცხყოფა და მეორე, ფიზიკურად იძალადა დაზარალებულად ცნობილი პირის მიმართ, რასაც შედეგად მოჰყვა ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, სახელდობრ, ბრალდებულ ფე-----------------------ის, დაზარალებულად ცნობილი ლ--–--------–---–--ს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების, ასევე, ან--------–---–-ას, მ-----–---------------, მო------------ძის გამოკითხვის ოქმებით და ვ-------------თ (დისკით) დადგენილია, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულად ცნობილ ლ--–--------–---–--ს შორის ნამდვილად ჰქონდა ადგილი კონფლიქტს, კერძოდ, ბრალდებული ლ--–--------–---–--ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის არსებობისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას (ფსიქოლოგიური და ფიზიკური), შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და ან/და ტანჯვას, მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა სისტემატიური შეურაცხყოფისაგან ან/და კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ტკივილი/ტანჯვა, აუცილებელია ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი იქნეს ამაზე მიმანიშნებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი, ანუ უტყუარი მტკიცებულებები. ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი დაზარალებულად ცნობილი პირის მიმართ, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს, მაგრამ აუცილებელია აღნიშნული დასტურდებოდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. სწორედ სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპი უზრუნველყოფს ობიექტურ განხილვის შედეგად დასაბუთებული განაჩენის მიღებას. ამ კუთხით, ასევე ყურადსაღებია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის დებულება, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში ასრებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ფე-----------------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭება არ ნიშნავს სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებისას მათ განხილვაზე და შინაარსობრივ შესწავლაზე უარის თქმას, არამედ ისინი მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლევის გარეშეა მიღებული.

 

საქმეზე არსებული და პრეიუდიციულად მიჩნეული არცერთი მტკიცებულება პირდაპირ არ მიუთითებს ფე-----------------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე. რაც შეეხება ბრალდებულის სასამართლოს სხდომაზე აღიარებას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აჩენს მხოლოდ ვარაუდს ფ---------------- ბრალეულობის შესახებ, ნებისმიერი ვარაუდი კი წარმოადგენს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის უპირობო საფუძველს. უფრო მეტიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოძიების ეტაპზე ბრალდებულმა უარყო მისი მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი, რასაც ეთანხმება თავად დაზარალებულიც, რომელიც შესაბამისად განმარტავს, რომ მას ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, ასევე, არც მორალური შეურაცხყოფა მიუღია. აღსანიშნავია, რომ 1--------- წელს მეუღლეებს შორის ბრალდების დადგენილებაში მითითებული მოვლენების შემსწრე არავინ ყოფილა და სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც ბრალდების დადგენილების შესაბამისად მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულად ცნობილი პირის მიმართ ფიზიკურ შემხებლობაზე და ამით გამოწვეულ ფიზიკურ ტკივილზე, ბრალდებულის მხარეს საქმეზე არ წარმოუდგენია. სიტყვიერი შეურაცხყოფით კი გაუგებარია პირმა, როგორ შეიძლება განიცადოს ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხს წარმოადგენს პირის დამნაშავედ ცნობისათვის უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების არარსებობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ფე-----------------------ის ბრალეულობაში. ვინაიდან ასეთი მტკიცებულებების საქმეში არ მოიპოვება, ბრალდებული ფე-----------------------ე უნდა გამართლდეს.

 

ყადაღა და სხვა საკითხები:

 

ფე------------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს, ასევე გაუქმებას ექვემდებარება გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაზე ყადაღა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი:

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 25-ე ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება არის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების (განაჩენის) კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი D--------ი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს ამავე საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ფე------------------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ფე------------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

გირაოს უზრუნველსაყოფად ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------------ განჩინებით 5------------–--–- დაყადაღებულ თე----------------ა (პირადი №1----------) და მა-----------ის (პირადი №-----------) თანასაკუთრებაში არსებულ, ზუგდი----------------------–------–--------------------------ის (საკადასტრო კოდი №4-.0-.4--1--) 5-----–----- ღირებულების წილს მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების (განაჩენის) კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-D--------ი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს ამავე საქმის შენახვის ვადით;

 

გამართლებულ ფე------------------------ეს განემარტოს ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზ---------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა