განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/196-18
(№012020318004)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ანა ადეიშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული კ---------------ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-------------------------–--–----------–----------
ადვოკატი: იზოლდა მელიქიშვილი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1 პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2014 წლიდან თ------------–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კ---------------თან, რომელთანაც ჰყავს 2 წლის შვილი, ნ-----–----------ი. 2017 წლის იანვრის თვეში ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდგომ შეთანხმდნენ ბავშვის ნახვის პირობებთან დაკავშირებით. 2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე ქ.რუსთავი, ი-–----------–ის ქუჩაზე მდებარე ს--–---–------------------------------------------------–------–---–-------------------ის ს----------–-------- შენობაში შეხვდნენ ერთმანეთს თ------------–--ე და მისი ყოფილი მეუღლე, კ---------------ი ამ უკანასკნელის განცხადების საფუძველზე, სადაც იმასთან დაკავშირებით, თუ ბავშვი ვისთან უნდა ყოფილიყო, მოუხდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც კ---------------მა თ------------–--ეს თავში ხელის დარტყმით და ფეხით ქვემო კიდურის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2014 წლიდან თ------------–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კ---------------თან, რომელთანაც ჰყავს 2 წლის შვილი, ნ-----–----------ი. 2017 წლის იანვრის თვეში ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდგომ შეთანხმდნენ ბავშვის ნახვის პირობებთან დაკავშირებით. 2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე ქ.რუსთავი, ი-–----------–ის ქუჩაზე მდებარე ს--–---–------------------------------------------------–------–---–-------------------ის ს----------–-------- შენობაში შეხვდნენ ერთმანეთს თ------------–--ე და მისი ყოფილი მეუღლე, კ---------------ი ამ უკანასკნელის განცხადების საფუძველზე, სადაც იმასთან დაკავშირებით, თუ ბავშვი ვისთან უნდა ყოფილიყო, მოუხდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც კ---------------მა თ------------–--ეს ფეხით ქვემო კიდურის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ბრალდებულმა კ---------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2014 წელს იქორწინა თ------------–--ეზე, ჰყავთ შვილი ნ-----–---------ი. 2017 წლის იანვრის თვეში დაშორდნენ ერთმანეთს. კონფლიქტის მიზეზი ძირითადად იყო დედის მიერ ბავშვზე არასათანადო მოპყრობა და ძალადობა. ს--–---–------------------------------ოში დაიბარეს ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრისთვის. თ----ას სურდა, რომ ბავშვი მასთან ყოფილიყო, რადგან ამბობდა, რომ ვერ უზრუნველყოფდა მას. შემთხვევამდე იგი სოფელში გაემგზავრა და ბავშვი დაუტოვა, რომ დაბრუნდა მიყვნას სთხოვდა, სააგენტოში ჩხუბის მიზეზიც მათი შვილი იყო, ნ-----–ის ცხვირი ჰქონდა დაზიანებული, სოციალურმა მუშაკმა ჰკითხა თუ სად დაიზიანა და თ----ამ პასუხის გამო ბავშვს ეჩხუბა, იტყუებაო. ამის გამო მან შენიშვნა მისცა სოციალურ მუშაკს, რომ დედის საქციელზე რეაგირება არ მოახდინა, შემდეგ ისინი სასაუბროდ შევიდნენ ცარიელ ოთაში, სოციალური მუშაკი გავიდა და თ----ასთან საუბარი რამდენიმე წამს გაგრძელდა, ხმამაღალი საუბარი ჰქონდათ რომ ამ ვითარებამ ბავშვზე ცუდად იმოქმედა, თუმცა მისთვის არ დაურტყამს. ოთახიდან მალევე გამოვიდა და კიბეზე ჩასვლისას გაიგონა, რომ თ----ამ პოლიციაში დარეკა და უკან მობრუნდა. მას ცინიკურად ესაუბრა ერთ-ერთი თანამშრომელი და ამის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სოციალურ მუშაკებსაც და პოლიციის თანამშრომლებსაც.
დაზარალებულმა თ------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი ყოფილი მეუღლეა და ჰყავთ საერთო შვილი. განქორწინების შემდეგ ბავშვი მასთან ცხოვრობს და მამას შეთანხმების საფუძველზე მიჰყავს ხოლმე თავისთან. შემთხვევის წინა დღეს ბავშვი მამასთან იყო, კ---ს სურდა, რომ მისთვის მეურვეობა ჩამოერთმიათ, ყოფილა შემთხვევები რომ ბავშვს არ აბრუნდებდა. კ---მ განცხადებით მიმართა ს--–---–-------------ოს თითქოს დედა ძალადობდა ბავშვზე და ვითარების გასარკვევად სოციალური მუშაკი ჩაერთო, შემთხვევის დღეს დაბარებული იყვნენ სააგენტოში, სადაც კ---მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ისინი მოსალაპარაკებლად ოთახში მარტო იმყოფებოდნენ, ბრალდებული უყვიროდა, შემდეგ ხელი გაარტყა, აიცილა და ოდნავ მოხვდა შუბლის არეში, მერე ფეხი მოარტყა ფეხის უკანა მხარეს და განიცადა ტკივილი. დარტყმის ფაქტს არცერთი სოციალური მუშაკი არ შესწრებია, ქ------------–---–ი ამ დროს ოთახში არ იმყოფებოდა, ყვირილზე ერთ-ერთი თანამშრომელი შემოვიდა და კ---ს სიმშვიდისკენ მოუწოდა. პოლიციას მან შეატყობინა და როდესაც ისინი მოვიდნენ კ--- მათაც აყენებდა შეურაცხყოფას. კონფლიქტების გამო გაცემულია შემაკავებელი ორდერები, რომელიც მან გამომძიებელს წარუდგინა. კ--- მზრუნველი მამაა, მისი ოჯახის წევრებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ქ-------------–------–---–-------------ოს თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს კ---------------სა და თ------------–--ეს შორის მომხდარი კონფლიქტი. კერძოდ:
მოწმე ლ--–-------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ქ-------------–------–---–-------------ოში, უფროსის მოადგილედ. დაახლოებით 2018 წლის 2 თებერვალს, საგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ დედის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი და ეს საქმე სოციალურ მუშაკს ქ------------–---–ს დააწერა შესასრულებლად. იგი შეხვდა ბავშვის მშობლებს და ცდილობდა ვითარებაში გარკვევას. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა იყო 2 მარტს. შეხვედრა მიმდინარეობდა სოციალური მუშაკებისთვის განკუთვნილ საერთო სამუშაო ოთახში და ვინაიდან კ---------------სა და თ------------–--ეს შორის ხმამაღალი საუბარი წარიმართა, ყველა მოუწოდებდა მათ სიმშვიდისკენ. კ---------------ი ხმამაღლა საუბრობდა, ჩხუბობდა, ყველას მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა, თანამშრომლების მიმართ ჰქონდა ღირსების შემლახავი დამოკიდებულება, ამ ყველაფერს ესწრებოდა ბავშვიც, რომელიც ტიროდა. მითითებაზე, რომ ბავშვი ტიროდა და შეეწყვიტა ჩხუბი, მან ჩართო მობილური ტელეფონის ფანარი და ხან ბავშს აჭყიტებდა თვალში, ხან მას, ცრემლები სად მოდისო. ეს უსიამოვნო ვითარება დაახლოებით 2-3 საათის მანძილზე გაგრძელდა. რაღაც პერიოდში ფსიქოლოგის ოთახში შევიდნენ, რომ ქ-------ი ცალკე გასაუბრებოდა, მალევე ოთახიდან თ----ას ყვირილი გაიგონა, იგი გამოვარდა და ყვიროდა დამარტყაო. თავად ოთხში არ იმყოფებოდა და არ დაუნახავს ნამდვილად დაარტყა თუ არა კ---მ დაზარალებულს. ქ------------–---–ი ამ ამბამდე ერთი თვით ადრე მუშაობდა ამ ოჯახთან და მისი ინფორმაციით დავა ყველაფერზე ჰქონდათ, მთავარი ბრალდება ის იყო, რომ დედა ძალადობდა ბავშვზე. კ---ბერი ამბობდა, რომ ბავშვს შუბლის არეში ჰქონდა სილურჯე და დედამ დაარტყა, მაგრამ ეს ძალადობა არ დასტურდებოდა. დაზარალებულის მხრიდან ძალადობის პროვოცირებას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე ქ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ს--–---–------------------------------ოში. კ---------------მა მიმართა მათ სამსახურს, რომ მისი ყოფილი მეუღლე, თ------------–--ე ძალადობდა მცირეწლოვან ბავშვზე და ვითარებაში გარკვევის მიზნით დაიწყო საქმის შესწავლა. შემთხვევის დღეს ორივე მხარე დაიბარა სააგენტოში, სადაც ბრალდებული თ----ას და ყველა სოციალურ მუშაკს ესაუბრებოდა ხმამაღლი ტონით. კ---ს რამდენჯერმე სთხოვეს, რომ დამშვიდებულიყო და ბავშვის თვალწინ მორიდებოდა კონფლიქტს, თუმცა არ ითვალისწინებდა. როდესაც ისინი ფსიქოლოგის ოთახში შეიყვანეს, ბრალდებული მალევე გამოვიდა, ხოლო თ----ა ამბობდა დამარტყაო. ოჯახთან მუშაობის დროს ბავშვზე ძალადობრივი ქმედებები დედის მხრიდან არ გამოკვეთილა. დედა-შვილს შორის ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებაა. თ----ა ამბობდა, რომ დაშორების შემდეგ ყოფილი მეუღლე ემუქრებოდა, რომ ბავშვს მაინც წაართმევდა. დარტყმის ფაქტი მას არ დაუნახავს.
მოწმე ი----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ს--–---–------------------------------ოში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. მიმდინარე წლის 2 მარტს დაახლოებით 17 საათიდან 17:30 საათამდე იდგა დერეფანში, რა დროსაც ოთახის კარი გაიღო და დაინახა, რომ მამაკაცი ჩამოდიოდა ბავშვთან ერთად, ხოლო მეუღლე სთხოვდა, რომ დაბრუნებულიყო. მამაკაცი აგრესიული იყო როგორც მეუღლის, ისე თანამშრომლების მიმართ. ამ კონფლიქტურ სიტუაციას ბავშვი მოარიდეს და როდესაც ბრალდებული და ქალბატონი ოთახში მარტო დარჩნენ, იგი გამოვარდა ოთახიდან და ამბობდა დამარტყაო.
მოწმე პ------–------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ს--–---–------------------------------ოში იურისტად. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სამსახურში და მისთვის ცნობილი იყო, რომ ქ------------–---–ს შეხვედრა ჰქონდა ბავშთან და მის მშობლებთან, იგი შეესწრო, რომ ბრალდებული ხმამაღლა საუბრობდა და ოთახიდან ქალბატონი გამოვიდა, რომელიც ამბობდა, რომ დაარტყა მეუღლემ.
მოწმე ა-----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში, პატრულ-ინსპექტორად. 2018 წლის 2 მარტს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და მიიღო შეტყობინება, რომ ც----------–ის ქუჩაზე მდებარე ს--–---–-------------------–-----აში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. შემთხვევის ადგილზე დახვდა კ---------------ი, მისი მეუღლე და სოციალური მუშაკები. კ---------------ი შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, მას მოუწოდებდნენ რომ დამშვიდებულიყო და ამაზე უფრო გამოხატავდა აგრესიას, მათაც მიაყენა შეურაცხყოფა, ამის გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
მოწმეებმა ხ-------------ემ და ნ--------–----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარეს რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შედეგად შედგენილი დოკუმენტების სისწორე.
მოწმე რ----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს რუსთავის საქალაქო სამმართველოში უბნის ინპექტორ-გამომძიებელად, 2018 წლის 2 მარტს იმყოფებოდა მეგობრობის გამზირზე თანამშრომელ თ--------------–---–თან ერთად და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. რუსთავის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ც----------–ის ქუჩაზე ს--–---–--------------ოს შენობაში მოქალაქეს მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. როდესაც მივიდნენ ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და ბრალდებულს სთხოვდნენ დამშვიდებულიყო. იგი თ------------–--ის მიმართ გამოხატავდა აგრესიას და იგინებოდა. ასევე პოლიციელების მიმართაც აგრესიული იყო. დაზარალებულმა განუმარტა მათ, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხყოფა,ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ--------------–---–მა.
2018 წლის 6 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: თ------------–--ეს ობიექტური შემოწმებით ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
2017 წლის 25 იანვარს, 2017 წლის 4 ოქტომბერს და 2018 წლის 2 მარტს კ---------------ის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერები, მისი ყოფილი მეუღლის - თ------------–--ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალდობის ფაქტზე.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფოებმა უნდა „უზრუნველყონ“ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ამ ფორმულირებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი განიმარტა ისე, რომ იგი სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ ასევე პოზიტიურ ვალდებულებას. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან (ნეგატიური ვალდებულება), არამედ ასევე უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა, მათ შორის მესამე მხარის (ფიზიკური და იურიდიული პირები) მიერ დარღვევის შემთხვევაში (პოზიტიური ვალდებულება). თუ ევროპულ კონვენციაში განმტკიცებული უფლებები დაირღვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს დარღვეული უფლებების ეფექტიანი დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება პასუხისმგებლობის საკითხი თავად სახელმწიფოსი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა.
სახელმწიფო ვალდებულია გამოძიოს ქალთა მიმართ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და ოჯახში ძალადობის ფაქტები, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს დროული და ეფექტიანი. გამოძიების ეფექტურობა გულისხმობს დამოუკიდებელ, მიუკერძოებულ, დროულ და დაზარალებულის საკმარის ჩართულობას. საქმეში Opuz v. Turkey სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს უუნარობა დაეცვა ქალები ოჯახში ძალადობისაგან, არღვევს კანონის წინაშე ქალთა თანასწორუფლებიანობას, აგრეთვე აღრვევს მათ უფლებას ისარგებლონ კანონის დაცვის თანაბარი მექანიზმებით.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას, იწვევს ქცევით და ემოციურ პრობლემებს. ტრამვული სტრესის რეაქციებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.
ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის განცდის გარკვევას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით - ე.წ. სუბიექტური ტესტით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა - ე.წ. ობიექტური ტესტით. სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს დაზარალებულის განმარტებით და თავად უნდა შეაფასოს განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით და ინტენსივობით გამოიწვევდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.
რაც შეეხება წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების პროცესში მათი უტყუარობისა და დამაჯერებლობის ხარისხს, დაცვის მხარის არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარ კონფლიქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საქმეზე მოწმედ დაიკითხა დაზარალებული, რომელმაც არ ისარგებლა უფლებით ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის თაობაზე და მისცა სასამართლოს სრულყოფილი ჩვენება. მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ ს--–---–-------------ოში კ--- გ--------ან შეხვედრისას მან დაარტყა ხელი, რომელიც აიცილა და მოხვდა მსუბუქად, შემდეგ კი ფეხი დაარტყა ფეხის უკანა მხარეს. სასამართლო არ აქვს დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი და ამასთან მიაჩნია, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები დასტურდება შემდეგი გარემოებებით:
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ს--–---–--------------ოს ყველა ის თანამშრომელი, რომელიც კ---------------სა და თ------------–--ეს შორის მომხდარ კონფლიქტს შეესწრო, დაიკითხა სასამართლო სხდომაზე და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ იმ ოთახში სადაც ისინი ისხდნენ, იმყოფებოდა ბრალდებულიც, რომელიც გამოირჩეოდა ისეთი აგრესიით, რომ ერთი მხრივ ისინი მოუწოდებდნენ სიმშვიდისკენ და მეორე მხრივ, იმის გამო, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა მცირეწლოვანი შვილი და ბავშვი ტიროდა, ქ------------–---–მა მშობლებს შესთავაზა გასულიყვნენ ფსიქოლოგის ოთახში და ბავშვს გარიდებოდნენ. ანუ ამ გარემოებებით დგინდება, რომ თ------------–--ისა და კ---------------ის ცალკე ოთახში შეყვანა განაპირობა კ---------------ის აგრესიულმა ქცევამ. გარდა აღნიშნულისა, მითითებული მოწმეები ადასტურებენ თ------------–--ის ჩვენებას და მის ქცევას ძალადობის შემდეგ და უთითებენ, რომ დაზარალებული დაინახეს, როდესაც ოთხიდან გამოვარდა და ამბობდა კ---მ დამარტყაო. ბრალდებულის აგრესიულ და შეურაცხმყოფელ ქცევაზე ისაუბრეს ასევე პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც კ---------------ი მათდამი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე, მათი დამაჯერებლობის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კ---------------მა თ------------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ბრალდების მხარე დადგენილებაში უთითებს, რომ კ---------------მა თ------------–--ეს ჯერ თავში ხელი დაარტყა და შემდეგ ქვედა კიდურზე ფეხი, თუმცა თ------------–--ემ განმარტა, რომ მოქნეული ხელი აიცილა და მსუბუქად მოხვდა შუბლის არეში, რაც სასამართლოს უქმნის საფუძველს, რომ კ---------------ს ბრალად უნდა შეერაცხოს მხოლოდ ფეხის დარტყმა, ვინაიდან არც ობიექტური და არც სუბიექტური კრიტერიუმებით არ დგინდება, რომ ხელის მსუბუქად მოხვედრით თ------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კ---------------ის ფეხის დარტყმამ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც ადასტურებს დაზარალებული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
კ---------------ს ისეთი ხასიათი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსივობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში კ---------------ის მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი და არაერთხელ იქნა მიღებული ზომები შემაკავებელი ორდერის დამტკიცების სახით, რაც მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე მიუთითებს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი არის ბავშვთან ურთიერთობის სურვილი და არ არის უსაფუძვლო ეჭვიანობა ან გენდერული ნიშნით თ------------–--ის დისკრიმინაცია, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126.1-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კ---------------ის მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, რაც უზრუნვეყოფს ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.
7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
კ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა კ---------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 08 მარტიდან.
3. კ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქართველოს სსსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, საინფორმაციო პორტალ „ინფო რუსთავიდან“ მოწოდებული ინფორმაცია (ვიდეომასალა) ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე