განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117001840630
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/180-17 5 თებერვალი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორები: ე---–------------------–--------–------------–-------------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული მ--------–-----------------------------–-------–-–----------------------------–----------–---------------------------------------–-------------------------------–-----–----–----------–-------------------------–--------------------------–--------------------–-----------------–------------------------------------------------------------
2.1.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: ქურდობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: ქურდობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.2. ა---------- ი-----–-------------------–--------
2.3. ბრალდებული მ---------------------------------------------–-------–-–---------------–--------------–----------–---------------------------------------–-------------------------------–-----–----–----------–-------------------------–-----------------–--–--------------------------–-------------–-------------------------------------------------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: ქურდობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2.4. ა---------- ი-----–------------
2.5. ბრალდებული ი-----–--------–--------------------------------–-------–-–-----------–--------------–----------–---------------------------------------–-------------------------------–-----–----–----------–--------–-----------------------------------------–----------------.
2.5.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: ქურდობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2.5.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: ქურდობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2.6. ა---------- ი-----–------------, მ----------–----–---
2.7. ბრალდებული მ----------–------------------------------–-------–-–----------------–--------------–----------–---------------------------------------–--------------------------------–-----–----–----------–--------–-------------------------–---–----------------–------------------------------------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: ქურდობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2.8. ა---------- თ---------- ქა-–----
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
2.1.1; 2.3; 2.5.1 - 201--–-–-ს ნ--------- თვეში შპს ,,--–-----–---------“-ს საზღვაო ხაზი ,,E--------“-ის კუთვნილი ორი ცალი კონტეინერით ა------------------------–---დან საქართველოს გავლით ი----–-ის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 48 ტონა დარჩეული თხილის გული. 201--–-–-ს 4 ნოემბერს აღნიშნული კონტეინერები შეტანილ იქნა ქ. ფ----–ი, ლ------ას ქუჩაზე მდებარე შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალზე, რაც ცნობილი გახდა მ----------------თვის, ი-----–---------------თვის და მ-----------------თვის.
ზემოაღნიშნულმა პირებმა განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ კონტეინერში მოთავსებულ თხილის გულს.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 201--–-–-ს 6----------ს, ღამის საათებში ზემოხსენებული თხილის გულის შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალიდან ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანამდე მ--------------- წინასწარი შეთანხმებით ი-----–---------------თან, მ---------------სთან და სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად, მისი მართვის ქვეშ მყოფი „ს-----“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანაზე მოთავსებული ნომერ E----------- კონტეინერიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით - 211200 აშშ დოლარის, ანუ 517 287 ლარის ღირებულების 24 ტონა დარჩეული თხილის გულს.
რამდენიმე დღის შემდეგ, ი-----–--------------- დავალებით მ---------------ამ რ-------–-----–--ას მართვის ქვეშ მყოფი „მ----------“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანით 12 ტონა თხილის გული გადაიტანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯ---–----ში და 168 000 ლარად მიჰყიდა ვ--–--------------ას.
2.1.2; 2.5.2; 2.7 - 20-- წლის ნ--------- თვეში შპს ,,--–-----–---------“-ს, საზღვაო ხაზი ,,E--------“-ის კუთვნილი კონტეინერით ა------------------------–---დან საქართველოს გავლით ი----–-ის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 24 ტონა დარჩეული თხილის გული. 201--–-–-ს 8 ნოემბერს აღნიშნული კონტეინერები შეტანილ იქნა ქ. ფ----–ი, ლ------ას ქუჩაზე მდებარე შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალზე, რაც ცნობილი გახდა მ----------------თვის, ი-----–---------------თვის და მ-------------ისთვის.
ზემოაღნიშნულმა პირებმა განიზრახეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ კონტეინერში მოთავსებულ თხილის გულს.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 201--–-–-ს 1-----------ს, ღამის საათებში, ზემოხსენებული თხილის გულის შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალიდან ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანამდე, მ--------------- წინასწარი შეთანხმებით ი-----–---------------თან, მ--------------სთან და სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად, მ-------------ის მართვის ქვეშ მყოფი „მ----“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანაზე მოთავსებული ნომერ E---------- კონტეინერიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით - 211200 აშშ დოლარის, ანუ 525 655.68 ლარის ღირებულების 24 ტონა დარჩეული თხილის გულს.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
კომპანია „ფ---------“ კომპანია „ა--------“-სგან იყიდა დარჩეული თხილის გული, რომელიც უნდა გაგზავნილიყო ა-------------დან ი----–-აში. კომპანია „ა--------სთან“ მოლაპარაკების შედეგად 201--–-–-ს ნ--------- თვეში შპს ,,--–-----–---------“-ს საზღვაო ხაზი ,,E--------“-ის კუთვნილი კონტეინერებით ა-------------დან საქართველოს გავლით ი----–-აში გადაჰქონდა დარჩეული თხილის გული. ამ გადაზიდვის ფარგლებში თხილის გული კონტეინერებით შემოტანილ იქნა საქართველოში და 201--–-–-ს ნ--------- თვეში განთავსდა ქ. ფ----–ი, ლ------ას ქუჩაზე მდებარე შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალზე, სადაც ლუქი გაიხსნა, სავსე კონტეინერები შემოწმდა კომპანიის წარმომადგენლის მიერ და კვლავ დაილუქა, რის შემდეგაც ისინი განთავსდა ტერმინალის ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა ნავსადგურში მის გადაზიდვამდე.
201--–-–-ს 8 ნოემბერს მ---------------მ „ს-----ს“ მარკის სატვირთო ავტომანქანით კონტეინერი N E----------- 23:13 საათზე გაიტანა ტერმინალიდან და 02:15 საათზე - ნავსადგურში არსებული ერთსაათიანი შესვენების დასრულებისა და მისი რიგის მოსვლის შემდეგ - შეიტანა ნავსადგურში, სადაც ის დაიტვირთა საზღვაო კონტეინერმზიდ M------ზე. აღნიშნული კონტეინერმზიდი გავიდა ნავსადგურიდან ს----------ის მიმართულებით, სადაც უნდა მომხდარიყო ტვირთის გადატანა სხვა ტვირთმზიდზე, რომლის მეშვეობითაც კონტეინერი უნდა ჩასულიყო ი----–-ის ქალაქ გ-----ში, ხოლო გ----ის პორტიდან უნდა გადატანილიყო ქალაქ ტ---------აში. გადაზიდვის დასრულების შემდეგ კომპანია „ფ--------დან“ მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ კონტეინერი მათთან მივიდა ცარიელი.
ი----–-აში გადასაზიდი თხილის გულის შესახებ ინფორმაცია მიიღეს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდნენ მას და დახმარება სთხოვეს მძღოლ მ--------------ს. კერძოდ, მ--------------ს, რომელსაც ხელშეკრულებით ევალებოდა, სატვირთო ავტომანქანით თხილის გულით სავსე კონტეინერი ტერმინალიდან პირდაპირ ნავსადგურში მიეტანა, დანაშაულებრივი შეთანხმების მიხედვით, კონტეინერი უნდა გადაეტანა სხვა მიმართულებით და ავტომანქანა გადაეცა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებისთვის, რომლებიც ლუქის დაუზიანებლად დაცლიდნენ კონტეინერს და მალევე ცარიელ მდგომარეობაში დაუბრუნებდნენ მ--------------ს, რომელსაც ცარიელი კონტეინერი უნდა მიეტანა ნავსადგურში, სადაც ის მოთავსდებოდა საზღვაო ტვირთმზიდზე. მ--------------ს დაპირდნენ დახმარების სანაცვლოდ ფულად თანხას.
201--–-–-ს 1-----------ს მ--------------მ „მ----“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანით კონტეინერი N E-----------ში მოთავსებული 24 ტონა თხილის გული 21:51 საათზე გაიტანა ტერმინალიდან წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, სადაც ავტომანქანა გარკვეული პერიოდით გადასცა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს - წინასწარი შეთანხმებისამებრ, დაეხმარა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს 211200 აშშ დოლარის, ანუ 525 655.68 ლარის ღირებულების 24 ტონა დარჩეული თხილის გულის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებაში. მ-------------ის მონაწილეობის გარეშე მოხდა ლუქის დაუზიანებლად კონტეინერის გახსნა, თხილის გულისგან მისი დაცლა და კონტეინერის დაუზიანებლად კვლავ მ-------------ისთვის დაბრუნება. ცარიელი კონტეინერი მ--------------მ 23:13 საათზე მიიტანა ნავსადგურში, სადაც ტვირთის წონის მზომი ამწის მეშვეობით თითქმის ცარიელი კონტეინერი დატვირთულ იქნა საზღვაო კონტეინერმზიდ ,,E---------“-ზე ი----–-აში გადაზიდვის მიზნით. ტვირთის ი----–-აში ჩასვლის შემდეგ კომპანია ფ--------დან მოვიდა ცნობა, რომ კონტეინერი ი----–-აში ჩავიდა ცარიელი.
მ---------------ამ, იცოდა რა, რომ თხილის გული იყო დანაშაულებრივად მოპოვებული, 201--–-–-ს 2-----------ს სატვირთო ავტომანქანით მიატანინა 11536 კგ. თხილის გული და გაასაღა ვ--–--------------იაზე 130000 ლარად, რაც შემდეგ ვ--–--------------იამ მიჰყიდა ბ------------–---ს, ხოლო ბ------------–---ისგან ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
მოწმე ზ-------------ას ჩვენებით ირკვევა, რომ ა-–----------------- ითხოვდა „ევ---------ს“ კონტეინერში არსებული თხილის გულის სინჯის შემოწმებას. აღნიშნული კონტეინერი ა-------------დან ი----–-აში მიდიოდა. კონტეინერი დალუქული იყო. მისცა ქ. ფ-----, ლ------ას ქუჩაზე არსებული ტერმინალის ტერიტორიაზე კონტეინერის გახსნის უფლება. 201--–-–-ს 4 ნოემბერს ვიდეოსათვალთვალო კამერების მეთვალყურეობის ქვეშ კონტეინერის გახსნისას აღმოჩნდა, რომ კონტეინერში მოთავსებული იყო ნაჭუჭგაცლილი თხილი ერთტონიანი ტომრებით. კონტეინერიდან 6 კგ თხილი ამოიღეს სულ. თითო ტომრიდან მცირე რაოდენობა ამოჰქონდათ. ტომრის შუა ნაწილიდან იღებდნენ თხილს სპეციალური ხელსაწყოთი. 24 ტომარა იყო კონტეინერში, რაც სიგრძეშიც და სიგანეშიც ავსებდა კონტეინერს. ყველა ტომრიდან ამოიღეს მცირე ოდენობით თხილი. ტომრები თხილით იყო სავსე. ბიჭები ზემოთ ტომრებზე დადიოდნენ. სინჯის აღების პროცედურის დასრულების შემდეგ ხელახალა ლუქები დაადეს კონტეინერს. ამ პროცესში ა-–----------------- და ა--------------ია მონაწილეობდნენ. კონტეინერზე დაედო როგორც ხაზის, ასევე საბაჟო ლუქები. ეჭვი რომ შეეტანა ტვირთის და----–-სზე, აწონიდნენ კონტეინერს და გადაამოწმებდნენ, მაგრამ ეჭვი არ შეპარვია. შპს „კ-----------დან“ პორტამდე 15-20 წუთის გზაა ავტომანქანით. ლუქის დაზიანების გარეშე კონტეინერში შესვლა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუკი კარებს მთლიანად მოხსნი მარყუჟებიდან. გახსნამდე კონტეინერი რამდენიმე დღის შესული იქნებოდა ტერმინალის ტერიტორიაზე. იქიდან ის ნავსადგურში უნდა გადატანილიყო.
მოწმე გ-------–-–----ას ჩვენებით დადგენილია, რომ 201--–-–-ს 9 ნოემბერს მ----–---–თან, ა-–----------------თან, ი-–---------------ასა და 2 მუშასთან ერთად მიიღო მონაწილეობა ა-------------დან შემოსული, ი----–-აში გასაგზავნად გამზადებული „ევ---------ს“ 40 ფუთიანი მაცივარ-კონტეინერის სათვალთვალო ვიდეოკამერის ქვეშ გახსნაში, როცა აიღეს თხილის სინჯები. ტომრებს თხილი არ აკლდა. სინჯები აიღეს ყველა ტომრიდან. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ კონტეინერს ი-–------------–--მ ევ---------ს ხაზის ლუქი დაადო. ნავსადგურიდან ტერმინალამდე 5-6 კმ იქნება. კონტეინერში 1 ტონიანი ტომრები იყო თხილის გულით სავსე.
მოწმე დ------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ არის კომპანია „ფ--------ს“ შვილობილი კომპანია „ა---------------ს“ დროებითი ლაბორანტი, ამოწმებს თხილის სინჯებს ლაბორატორიაში. 201--–-–-ს 4 ნოემბერს ტერიმალის ტერიტორიაზე კონტეინერში შევიდა, ნიმუშები აიღეს მან და გ--–-----------მ ყველა ტომრიდან. 24 ტომარა იყო კონტეინერში. ე.წ. „შტირით“ ამოიღეს სინჯები. 4 ნოემბერს 2 კონტეინერიდან აიღო სინჯი. 9 ნოემბერსაც იგივე გააკეთა. ქართული თხილი არ იყო, ა-------------დან შემოდიოდა ეს თხილი. ზომით, სისქით, გემოვნებით განსხვავდება ქართული თხილი ა---------------–-სგან. ა-–-----------------სგან იცის, რომ ა-------------დან იყო ეს თხილი. ყველა ტომარა სავსე იყო. საქართველოშიც შეიძლება ა---------------–- თხილის მოყვანა, რადგან ის საქართველოშიც მოდის.
მოწმე გ--–-----–--ას ჩვენების თანახმად, კონტეინერებიდან თხილის სინჯები აიღეს 201--–-–-ს 4 ნოემბერს და 9 ნოემბერს. პროცედურა შემდეგნაირია: ამწე სატვირთოდან იღებს კონტეინერებს, დებს სპეციალურ ადგილზე და იხსნება კონტეინერი. მებაჟე ხსნის მას. ყველა ტომრიდან აიღეს სინჯები ე.წ. „შტირით“. 2 კონტეინერი იყო ორივე დღეს. ა-------------დან შემოჰქონდათ მაშინ კომპანია ა-------- ფირმის თხილი და მიდიოდა კომპანია ფ--------ში. ა-–-----------------სგან გაიგო მოგვიანებით, რომ კონტეინერებიდან 1 ცარიელი აღმოჩნდა ი----–-აში.
მოწმე ა-–-----------------ს ჩვენების მიხედვით, 201--–-–-ს 2 ნოემბერს მიიღო ინფორმაცია, რომ ა-------------დან მოდიოდა ა-------- ქარხნის ტვირთი. დაწერა განცხადება, 4 ნოემბერს გახსნა კონტეინერის ლუქი, აიღო სინჯები და ანალიზები შედეგებზე გააგზავნა ლ------------ში. საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. ეჭვი რომ შეპარვოდა ლუქში, არ გახსნიდა კონტეინერს. კონტეინერებში მაშინ შედის, თუ ბიჭებს ეჭვი გაუჩნდებათ და ეტყვიან. სხვა დროს არ შედის კონტეინერში. 1 ტომარაც რომ აკლდეს, გარედანაც ჩანს. იმ დღეს კონტეინერში არ შესულა, რადგან ეჭვი არ წარმოშობილა. ხარისხის დადასტურების მერე აგზავნის ტვირთს ი----–-აში. კომპანია ფ--------ს მოთხოვნაა, 2 % სიდამპლის დასაშვებობა. თუ ამას სცილდება, უბრუნებენ ნედლეულს მომწოდებელს, მაგრამ ჯერ ასეთი შემთხვევა არ ჰქონიათ. ამოწმებენ ასევე ფიზიკურ პარამეტრებს - არ უნდა იყოს ტყუპი, დანაოჭებული, დაზიანებული, მწერით დაზიანებული და სხვა. ყველაფერზე პარამეტრები აქვთ. არ არსებობს აპარატი, რომელიც დაადგენს თხილის ჯიშს. ეს შეიძლება მხოლოდ ადამიანის განათლებით და გამოცდილებით. ფ-------- ყიდულობს მხოლოდ ა----–-ის და ა-------- ჯიშს. პირველი არის მეგრული, მეორე - ა---------------–-. ეს ორი თხილი იცის, სხვა თხილები არ იცის, მაგრამ ა---------------–-ს გარჩევა შეუძლია ქართულისგან. აზრებაიჯანული არის პატარა კალიბრის, თხელი კანით, გაჭრისას სავსეა. ქართულს გაჭრისას ჩაღრმავება აქვს. ა---------------–- არ არის დაზიანებული მწერის მიერ. გემოც სხვანაირი აქვს. კანი აზერბაიჯანულს არ სცილდება მარტივად, ნაკლებცხიმიანია.თხილის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა, დ-------ას ქუჩაზე. ის ადგილი დალუქული იყო. გაიხსნა ლუქები, შევიდნენ, აიღეს თხილის ნაწილი. 100 %-ით ა---------------–- თხილი იყო. დაათვალიერა გარედან, გატეხა, გასინჯა და დარწმუნდა, რომ ა---------------–- თხილი იყო. 9 ნოემბერს კონტეინერი გახსნეს. იგივე კომპანიის თხილი იყო იქაც. ქ. გ-----ს პორტში უნდა შესულიყო ტვირთი, რომელიც ცარიელი ჩავიდა. 4 ნოემბერს 24 ტონა არ ჩავიდა, 9 ნოემბერსაც იგივე მოხდა. ა------- ჯიშის თხილი საქართველოშიც შეიძლება დარგა, კახეთში მოდის. სხვა კუთხის თხილი არ იცის და შეიძლება გავდეს კიდეც ა-------- თხილს. ქ. გ----იდან ქ. ტ---------აში გადის ტვირთი. გამომძიებელს არ უთქვამს, დათვალიერებული თხილი თქვენთვის მოპარული თხილიაო, თორემ შეამოწმებდა ლაბორატორიაში. 1 კონტეინერი ცარიელი ჩავიდა, 1 - დაზიანებული. ეს გაირკვა გ-----ში. 48 ტონა თხილი არ ჩავიდა ი----–-აში.
მოწმე ი-–---------------ას ჩვენებით ირკვევა, რომ 201--–-–-ს 8 ნოემბერს შპს ,,--–-----–---------“-მ ა------------------------–---დან ქ.ფ----–ი გადმოზიდა და იმავე დღეს შპს „კ-----------------“-ს ტერმინალზე დაასაწყობა საზღვაო ხაზ ,,E--------“-ის კუთვნილი ერთი ცალი E---------- ნომრის მქონე კონტეინერი, რომელშიც დოკუმენტაციის მიხედვით ჩატვირთული იყო ა---------------–--------------------’’-ს კუთვნილი 24 ტონა თხილის გული. 201--–-–-ს 9 ნოემბერს კომპანიაში გამოცხადდა ზემოთაღნიშნული ტვირთის მიმღები ი----–-ური კომპანია ,,F-----“-ს შვილობილი კომპანია შპს „ა--------------“-ს წარმომადგენელი ა-–-----------------, რათა შპს „კ-----------------“-ს ტერმინალზე მოეხდინა აღნიშნული კონტეინერის გახსნა და თხილის გულის სინჯის აღება. ვინაიდან ტვირთის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი იყო შპს „გლ-----–---------“, როგორც ამ კომპანიის წარმომადგენელი, ხელმძღვანელების დავალებით წავიდა შპს „კ-----------------“-ს ტერმინალზე, რათა მონაწილეობა მიეღო კონტეინერის გახსნაში და შემდეგ დაედო ახალი ლუქი. კონტეინერის გახსნას მასთან ერთად ასევე ესწრებოდა შპს „კ-----------------“-ს წარმომადგენლი რ----- მ----–---–ი, შპს „ა--------------“-ს წარმომადგენელი ა-–----------------- ორ მუშასთან ერთად და მებაჟე ოფიცერი გ------------–--–-----. კონტეინერების გახსნამდე შეამოწმა ლუქები, რომელთა მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ასევე შეამოწმე ლუქებისა და კონტეინერის ნომრები და ისინი შეესაბამებოდნენ დოკუმენტაციაში მითითებულ ნომრებს. ამის შემდეგ მოხდა კონტეინერის გახსნა, სადაც მოთავსებული იყო დარჩეული თხილის გულით სავსე 1 ტონიანი 24 ცალი თეთრი ფერის ტომარა. ა-–-----------------ს მითითებით კონტეინერში შევიდა მის მიერ მოყვანილი ორი მუშა, რომლებმაც ტომრებიდან ამოიღეს საერთო ჯამში 6 კგ. თხილის სინჯი. შემდეგ დაკეტეს კონტეინერის კარი და დაადეს შპს „E--------“-ის ლუქი, ხოლო მებაჟე ოფიცერმა დაადო საბაჟოს ლუქი, რაზეც შპს ,,კ-----------------“-ს წარმომადგენლის რ----- მ----–---–ის მიერ შედგენილ იქნა სათანადო აქტი და კონტეინერი ისევ დასაწყობებულ იქნა ტერმინალის ტერიტორიაზე. 201--–-–-ს 1-----------ს ფ-----ს საზღვაო ნავსადგურის მე-14 ნავმისადგომთან ჩამოდგა საზღვაო ხაზ ,,E--------“-ის კუთვნილი კონტეინერმზიდი გემი სახელწოდებით ,,E---------“. შპს „გლ-----–---------“-მ ქვეკონტრაქტორ კომპანია შპს ,,ე-–---------“-ს შეუკვეთა უნაგირა საწევარა ავტომანქანები, რათა სხვადასხვა ტერმინალებიდან მოეხდინა ფ-----ს საზღვაო ნავსადგურის მე-14 ნავმისადგომამდე კონტეინერების გადაზიდვა. იმავე დღეს დარჩეული თხილის გულით სავსე კონტეინერი შპს ,,ე-–---------“-ს მიერ დაქირავებული უნაგირა საწევარა ავტომანქანით რომლის სახ. ნომერია T------, ხოლო მისაბმელის ნიმერი D----, 21:51 საათზე გატანილ იქნა საბაჟო ტერმინალ შპს ,,კ-----------------“-ს ტერიტორიიდან და ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანილია 23:13 საათზე, საიდანაც შემდეგ საზღვაო ხაზ ,,E--------“-ის კუთვნილი ტვირთმზიდ გემით გადაზიდულ იქნა ი----–-ის ქალაქ ტ---------ამდე. 201--–-–-ს 12 ნოემბერს ი----–-იდან დაუკავშირდნენ შპს „გლ-----–---------“-ს ხელმძღვანელობას და შეატყობინეს, რომ ი----–-ის ქალაქ ტ---------აში გახსნილ იქნა მათ მიერ გაგზავნილი კონტეინერი, რომელიც აღმოჩნდა ცარიელი. ტვირთი მოპარულია საბაჟო ტერმინალ ,,კ-----------------“-დან გატანის შემდეგ ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში მიტანამდე. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ტერმინალიდან ნავსადგურამდე იქნება 7-8 კმ. საბაჟო ტერმინალ ,,კ-----------------“-დან ფ-----ს საზღვაო ნავსადგურამდე ტვირთის გადაზიდვასათვის საჭიროა დაახლოებით 15-20 წუთი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კონტეინერი ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანილია 1 საათსა და 22 წუთში. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ 201--–-–-ს 1-----------ს E---------- ნომრის მქონე კონტეინერითან ერთად იმავე პერიოდში, იმავე გემზე დასატვირთად უნაგირა საწევარა ავტომანქანებით ტერმინალ „კ-----------------“-დან „ფ-----ს საზღვაო ნავსადგურამდე“ გადაზიდულ იქნა სხვა კონტეინერებიც, რომელთა შორის იყო ისეთი კონტეინერი, რომელიც ტერმინალიდან გატანილ იქნა თხილის გულით დატვირთულ E---------- ნომრის მქონე კონტეინერის გატანის შემდეგ და ფ-----ს საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე შეტანილია ზემოთ აღნიშნული კონტეინერის შეტანამდე. იმ დღეს მათი ყველა კონტეინერი გადაამოწმეს. ზოგი 10 წუთში იყო მისული, ზოგი - ნახევარ საათში. ყველაზე დიდი დრო - 1 სთ. და 22 წთ. დასჭირდა ამ კონტეინერის გადაზიდვას. შეიძლება ტვირთი მოპარულია სხვა ადგილას. მძღოლს დამკვეთთან აქვს ურთიერთობა და არა მათთან. ნავსადგურის შესასვლელთან მანქანების რიგია. რიგების გამო გვიან გასული ავტომანქანა შეიძლება უფრო ადრე შევიდეს, ვიდრე ადრე გამოსული. ნავსადგურში ამოწმებენ ლუქს. თუ დარღვევა იქნება, საბაჟო და ნავსადგური მიიღებს ზომებს. სავსე კონტეინერები ცალკე იდება გემზე, ცარიელი - ცალკე. მისმა ფირმამ ჩამოიტანა ტვირთი ა-------------დან, მაგრამ მერე ევერგრინს შეუკვეთეს გადაზიდვა, რადგან მათ მეტი არ შეეძლოთ. მძღოლებიც შპს „ე-----------“ დაიქირავა და ი----–-აში თვითონ წაიღო.
201--–-–-ს 4 ნოემბერს შედგენილი საქონლის გადატვირთვის აქტის თანახმად, რომელიც შედგენილია შპს „კ---------ფ-----“-ს საწყობში, კონტეინერი E----------- გაიხსნა და თვალიერების მიზნით დაილუქა საბაჟო ლუქით. ექსპორტიორი - L---------------------, ბ----, ა-------------, იმპორტიორი - L------------------, S--------------------------, ი----–-ა, სატრანსპორტო საშუალება - სატ/ს-----, 24 ტომარა, კონტეინერი E----------, თხილი ნაჭუჭგაცლილი, საერთაშორისო გადაზიდვა, დ----------–---–-, პ/ნ 5--------------.1------ წელი. დანიშნულების ორგანო და ქვეყანა ფ-----ს გსც.
კონტეინერების ელექტრონული აღრიცხვის ფორმის მიხედვით, კონტეინერის N - E----------, კონტეინერის ტიპი - 4---, გემის ვიზიტის N - B-------, თარიღი და დრო, რეგისტრაცია - 0--------- 10:41:52, გაშვება - 0--------- 00:13:31, გამოცხადება - 0--------- 02:15:36, დახურვა - 0--------- 08:24:22, მიმართულება- გასვლა, წონა - 24060, დანიშნულების ადგილი - კ-----------------, ლუქის N - G-------, E---------, ავტომანქანის N - K------------.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეომასალის თანახმად, 201--–-–-ს 06----------ს 12:04:48 საათზე ამწე მეოთხე მწკრივში მესამე იარუსიდან აიღებს ნომერ E---------- თხილის გულით დატვირთულ მაცივარ კონტეინერს, რომელსაც წაიღებს მარჯვნივ და დადებს უნაგირა საწევარას მისაბმელზე, 12:08:55 საათზე დაიძრება აღნიშნული უნაგირა საწევარა ავტომანქანა და წაიღებს კონტეინერს. ამის შემდეგ ამწის ქვეშ დადგება მეორე თეთრი ფერის უნაგირა საწევარა ავტომანქანა, 12:11:52 საათზე ამწე მეოთხე მწკრივში მეორე იარუსიდან აიღებს თხილის გულით დატვირთულ ნომერ E---------- მაცივარ კონტეინერს და წაიღებს მარჯვნივ, სადაც დადებს ამწის ქვეშ გაჩერებულ უნაგირა საწევარას მისაბმელზე. 12:17:00 საათზე დაიძრება უნაგირა საწევარა ავტომანქანა და წაიღებს აღნიშნულ მაცივარ კონტეინერს.
მოწმე ა--------------იას ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს გადამზიდავ კომპანია შპს ,,--–-----–---------ა-ში ექსპედიტორად. მოვალეობაში შედის ტვირთის გაფორმება, ინსპექტირება, დოკუმენტაციის შემოწმება, კონტეინერის დათვალიერება და აშ. კომპანია ეწევა ტვირთების საერთაშორისო და შიდა გადაზიდვებს. 201--–-–-ს 31 ოქტომბერს ა---------------–--------------------’’-ს მოთხოვნით ქ. ფ----–ი, ლ------ას ქუჩაზე მდებარე საბაჟო ტერმინალ ,,კ-----------------“-დან კომპანიის კუთვნილი უნაგირა საწევარა ავტომანქანებით, საზღვაო ხაზ ,,E--------“-ის კუთვნილი, ორი ცალი ნომერ E---------- და E---------- ცარიელი მაცივარ კონტეინერი გააგზავნეს ა-------------ს ქალაქ ზ-------–-ში, სადაც ორივე კონტეინერი დაიტვირთა კომპანია ,,a------’’-ს კუთვნილი 48 ტონა დარჩეული თხილის გულით. აღნიშნული კონტეინერები კომპანიის მძღოლებმა ქ. ფ----–ი ჩამოიტანეს 201--–-–-ს 4 ნოემბერს და შეიტანეს ქ. ფ----–ი, ლ------ას ქუჩაზე მდებარე ,,კ-----------------“-ის საბაჟო ტერმინალში. იმავე დღეს, ტვირთის მიმღები ი----–-ური კომპანია ,,F-----“-ს შვილობილი კომპანია შპს ,,ა--------------ს“ მოთხოვნით მოხდა ,,კ-----------------“-ს ტერმინალზე კონტეინერების გახსნა, ტვირთის დათვალიერება და სინჯის აღება. აღნიშნულ პროცედურას ესწრებოდა თვითონ, მებაჟე ოფიცერი ზ-------------ა, შპს ,,ა--------------“-ს წარმომადგენელი ა-–-----------------, რომელსაც მოყვებოდა ორი უცნობი პირი და ასევე იქ იყვნენ უნაგირა-საწევარა ავტომანქანის მძღოლები. ორივე კონტეინერი თანმიმდევრულად გახსნილ იქნა სპეციალიურ ადგილზე, სადაც მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კონტეინერებში მოთავსებული იყო ტონიანი ტომრებით დარჩეული თხილის გული. თითო კონტეინერში იყო 24 ტონა დარჩეული თხილის გული. ა-–----------------თან მყოფმა პირებმა ორივე კონტეინერიდან აიღეს ტვირთის სინჯი, კერძოდ, თითო კონტეინერიდან აიღეს 6-6 კილოგრამი დარჩეული თხილის გული, რომელიც მოათავსეს პატარა ტომრებში, რის შემდეგ მოხდა ორივე კონტეინერის ხელახლა გადალუქვა მის და ზ-------------ას მიერ. კონტეინერებს დაადო ხაზის ლუქი, ხოლო ზ-------------ამ დაადო საბაჟო ლუქი. აღნიშნული საბაჟო პროცედურის ჩატარებაზე შედგა აქტი. ამის შემდეგ ორივე კონტეინერი გადატანილ და დასაწყობებულ იქნა შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალზე ოცდაოთხსაათიანი ვიდეოკონტროლის ზონაში. კომპანია ,,E--------“-ს უნდა მოეხდინა შემდეგ ზემოაღნიშნული კონტეინერების გადაზიდვა ტერმინალ ,,კ-----------------“-დან ფ-----ს საზღვაო ნავსადგურის მ-–----ე ნავმისადგომამდე, საიდანაც თავისი კონტეინერმზიდი გემით ტვირთი უნდა გადაეზიდა ი----–-ის ქალაქ ტ---------აში. 201--–-–-ს 24 ნოემბერს ი----–-იდან დაუკავშირდა კომპანია ,,F-----“-ს წარმომადგენელი და აცნობა, რომ გახსნისას ზემოაღნიშნული კონტეინერებიდან ერთერთი - ნომერი E---------- კონტეინერი იყო სრულიად ცარიელი, ხოლო მეორე იყო დაზიანებული. მოძიებულ იქნა ინფორმაცია და დაადგინეს, რომ ზემოაღნიშნული კონტეინერები 201--–-–-ს 6----------ს დაქირავებული უნაგირა-საწევარა ავტომანქანებით 00:13 საათზე 00:21 საათზე გატანილ იქნა ტერმინალ ,,კ-----------------“-დან და ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანილია 201--–-–-ს 6----------ს, დაახლოებით ორი საათის დაგვიანებით, რაც არის საეჭვო, რადგან ფ----–ი განთავსებული ნებისმიერი ტერმინალიდან კონტეინერის ფ-----ს საზღვაო ნავსადგურამდე გადაზიდვას სჭირდება მაქსიმუმ 15-20 წუთი. ნომერ E---------- კონტეინერიდან მოპარულია 24 ტონა დარჩეული თხილის გული, რომლის თვითღირებულება შეადგენს 211 200 აშშ დოლარს. გახსნა კონტეინერი, აიღეს ნიმუში, დაილუქა და ჩაიდგა განთავსების ადგილზე.
ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 201--–-–-ს 4 ნოემბერს შპს კ---------ფ-----ს საწყობში შევიდა ა-------------დან მომავალი, კომპანია ა--------ს თხილით დატვირთული კონტეინერი N E----------, რომელიც 6----------ს გაიხსნა ტერმინალის ტერიტორიაზე, აღებულ იქნა სინჯები, რა დროსაც გაირკვა, რომ კონტეინერში მოთავსებული იყო 24 თხილის გულით სავსე 1 ტონიანი ტომარა. 201--–-–-ს 8 ნოემბერს იმავე საწყობში შევიდა კონტეინერი N E----------, რომელიც 9 ნოემბერს გაიხსნა ტერმინალის ტერიტორიაზე, აღებულ იქნა სინჯები, რა დროსაც გაირკვა, რომ კონტეინერში მოთავსებული იყო 24 თხილის გულით სავსე 1 ტონიანი ტომარა. ორივე კონტეინერი სინჯების აღების შემდეგ ხელახლა დაილუქა და განთავსდა ტერმინალის ტერიტორიაზე, სადაც დალუქულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ტერმინალიდან მათ გატანამდე. ტერმინალის ტერიტორიაზე კონტეინერების დალუქულ მდგომარეობაში დატოვება დასტურდება ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, დასაწყობებული კონტეინერების მეთვალყურე 24 საათიან რეჟიმში მომუშავე ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეომასალით.
I. ბრალდებულ ი-----–---------------თვის წარდგენილი ბრალდება
1. 201--–-–-ს 1------------ ქმედება
I.1. წარდგენილი ბრალდების არსი
20-- წლის ნ--------- თვეში შპს ,,--–-----–---------“-ს, საზღვაო ხაზი ,,E--------“-ის კუთვნილი კონტეინერით ა------------------------–---დან საქართველოს გავლით ი----–-ის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 24 ტონა დარჩეული თხილის გული. 201--–-–-ს 8 ნოემბერს აღნიშნული კონტეინერები შეტანილ იქნა ქ. ფ----–ი, ლ------ას ქუჩაზე მდებარე შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალზე, რაც ცნობილი გახდა ი-----–---------------თვის, რომელმაც განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა კონტეინერში მოთავსებულ თხილის გულს.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 201--–-–-ს 1-----------ს, ღამის საათებში, ზემოხსენებული თხილის გულის შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალიდან ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანამდე, ი-----–-------------- სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად, მ-------------ის მართვის ქვეშ მყოფი „მ----“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანაზე მოთავსებული ნომერ E---------- კონტეინერიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით - 211200 აშშ დოლარის, ანუ 525 655.68 ლარის ღირებულების 24 ტონა დარჩეული თხილის გულს.
I.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტები ვერ დადგინდა.
I.3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
I.3.1. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება
ბრალდებულ მ-------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ი-----–-------------- იჯდა სხვა პირებთან ერთად ბ------ მარკის ავტომობილში, რომელიც მივიდა მასთან. ი-----–-------------- ჩამოვიდა ავტომანქანიდან და უთხრა, რომ მას გაყვებოდნენ. აღნიშნული ავტომანქანა გაყვა მას უკან. რკინიგზის შლაგბაუმი რომ გადაიარეს, აღნიშნული ავტომანქანა შეყოვნდა, რათა უკან მომავალი ავტომანქანები შეეჩერებინა, რომ მათ მისთვის ხელი არ შეეშალათ. შემდეგ ეს ავტომანქანა ნახა ერთ-ერთ ჩიხში თავის სატვირთო ავტომანქანასთან.
მ-------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია ის ადგილი, სადაც შეხვდა ბ------ მარკის ავტომობილი მ--------------ს, სადაც გაჩერდა ის შლაგბაუმთან და სადაც ნახა ბოლოს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ლ--–-------მ.
ეს არის იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგინა ბრალდების მხარემ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით ბრალდებულ ი-----–--------------- წინააღმდეგ. ამ მტკიცებლებების შეფასებისას პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თავად ბრალდებულმა მ--------------მ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ბ------ მარკის ავტომანქანის შეყოვნებით სხვა ავტომანქანებს რეალურად ხელი არ ეშლებოდათ იმ შემთხვევაში, თუ გადავიდოდნენ საპირისპირო მოძრაობის ზოლში. ასეთ ვითარებაში მათ შეეძლოთ გზის გაგრძელება. ამასთან, მას არ უთქვამს, რომ ბ------ შეყოვნებით რომელიმე ავტომობილს რაიმე დაბრკოლება შეექმნა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბრალდებულმა განაცხადა, რომ მან ამ შინაარსის ჩვენება მისცა, რადგან ცუდად იყო, მანვე დაადასტურა, რომ მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს. ამასთან, დასკვნით სიტყვაში მ--------------მ სასამართლოს სთხოვა, არ მიეღო მხედველობაში მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რადგან ის სიმართლეს არ შეესაბამება. ამ კუთხით აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ იმ ჩიხის მაცხოვრებლები, სადაც, მ-------------ის მითითებით, დაიცალა მისი კონტეინერი, თუმცა ყველა მაცხოვრებელი: ლ----------------, ე----------------, მ--------------, ნ------------, ა--------------ია ადასტურებენ, რომ ასეთ ფაქტი მათ ქუჩაზე არ მომხდარა. ამდენად, ამ ნაწილში მ-------------ის ჩვენების არასარწმუნოობა დადასტურებულია დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით. თავად მ-------------ის ჩვენებიდანვე ირკვევა, რომ ის, როცა იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, ცუდად იყო, ჰქონდა ოჯახური და ჯანმრთელობის პრობლემები, მას ბრალდების მხარემ შესთავაზა შეღავათების გაწევა თანამშრომლობის სანაცვლოდ, რამაც გამოიწვია მისი ჩვენების ამ სახით ფორმირება, თუმცა დასკვნით სიტყვაში ის აღნიშნავს, რომ მისი ჩვენება არ ასახავს სინამდვილეს. ამდენად, აღნიშნული ჩვენება, თუ ის არ იქნება შესაბამისობაში სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, ვერ იქნება მიღებული მხედველობაში ბრალდებულ ი-----–--------------- წინააღმდეგ. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ იმავე მ-------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სადაც მითითებულია კონკრეტული ადგილები, მათ შორის კონტეინერის დაცლის ადგილი, სხვა მტკიცებულებებით უარყოფილია, ხოლო სხვა ნაწილში ამ მტკიცებულების სისწორე არაფრით დასტურდება, ამასთან, ეს მტკიცებულება მოპოვებულია იმავე წყაროდან - მ-------------ისგან და ეყრდნობა მის ჩვენებას - წარმოადგენს ამ ჩვენების გადამოწმებას. ამდენად, ამ მტკიცებულებას ი-----–---------------თან მიმართებით არ აქვს დამოუკიდებელი მტკიცებულების ძალა, რადგან ის წარმოადგენს მ-------------ის ჩვენების ე.წ. „გაგრძელებას“ და მის ნაწილად შეიძლება იქნეს მოაზრებული, ვინაიდან ჩვენების გარეშე ის დამოუკიდებელ მნიშვნელობას კარგავს. რაც შეეხება მოწმე ლ--–-------ს ჩვენებას, ის მხოლოდ ექსპერიმენტის მსვლელობას ადასტურებს, რის გამოც ამ ჩვენებასაც არ გააჩნია დამოუკიდებელი მნიშვნელობა. მით უმეტეს, ის არ არის პირდაპირი მტკიცებულება იმის შესახებ, რასაც მ-------------- უთითებდა ექსპერიმენტში. ამდენად, ერთმანეთთან გადაჯაჭვული მ-------------ის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და მოწმე ლ--–-------ს ჩვენებები ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ისინი ეყრდნობა მ-------------ის ჩვენებას, რომლის სისწორეც მანვე თავად უარყო.
ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული მტკიცებულებები გაზიარებული იქნებოდა, ერთი მხრივ, ეს მაინც არ იქნებოდა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დასაკმაყოფილებლად თავად წარმოდგენილი მტკიცებულებების რაოდენობისა და ხარისხის თვალსაზრისით, რის გამოც, პროცესუალური სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის მოტივითაც ვერ დადგინდება ი-----–--------------- მიერ ნივთის დაუფლება. მეორე - იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაოდენობრივი სტანდარტიც დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, ეს მტკიცებულებები მაინც არ ადასტურებს წარდგენილ ბრალდებას, ვინაიდან ამ მტკიცებულებებით არ იკვეთება ი-----–--------------- მიერ არათუ ქურდობის, არამედ საერთოდ რაიმე კანონდარღვევის ჩადენა. ისინი მხოლოდ იმას უთითებენ, რომ ი-----–-------------- იჯდა ავტომანქანაში, მივიდა მ--------------სთან და უთხრა, რომ უკან გაყვებოდნენ, შემდეგ ეს ავტომანქანა, სადაც ი-----–--------------- გარდა სხვა პირიც იჯდა, შეყოვნდა, ხოლო შემდეგ ის დაინახა მის ავტომანქანასთან ერთად. აღსანიშნავია ასევე, რომ ი-----–--------------- კარგი ურთერთობა აქვს მ----------------თან, რომელიც, მ-------------ის ჩვენების მიხედვით, ასევე იჯდა ავტომანქანაში, გადაჯდა შემდეგ მ--------------სთან და სატვირთო ავტომანქანით გააგრძელა გზა. ამდენად, მ-------------ის ჩვენებით უცნობია, ი-----–-------------- რატომ გაყვა ჯერ მას, ხოლო შემდეგ კი მ---------------- - მ---------------- ან ავტომანქანაში მჯდომი მეორე პირის მეგობრული თხოვნით თუ რაიმე პირადი დაინტერესებით. უცნობია ასევე ამ ავტომანქანის საჭესთან ვინ იჯდა, როცა ავტომანქანა გაჩერდა შლაგბაუმთან და გაჩერება ვისი იდეა იყო. უცნობია ისიც, ი-----–--------------მ იცოდა თუ არა, რომ ის დანაშაულებრივ ქმედებაში იყო ჩართული, რომ კონტეინერი სინამდვილეში სხვა მიმართულებით უნდა წასულიყო, რომ მისი დაცლის უფლება არ ჰქონდა არავის და ა.შ. ასევე უცნობია, ჩიხში ი-----–-------------- რას აკეთებდა, უყურებდა თუ არა დაცლის პროცესს თუ სადმე იყო გასული, ავტომანქანა კონტეინერის რომელ მხარეს იდგა და ჩანდა თუ არა იქიდან კონტეინერის კარის გაღების პროცესი. ვინაიდან თავად კონტეინერი არ დათვალიერებულა და მასზე ექპსრიმენტი არ ჩატარებულა, საქმის მასალებით გაურკვეველი დარჩა კონტეინერის დაცლის მექანიზმი, ანუ როგორ მოხდა კონტეინერის გახსნა ლუქის დაუზიანებლად. ამდენად, გაუგებარია ისიც, ი-----–--------------, თუ ის დარჩებოდა იქ და უყურებდა კონტეინერის დაცლის პროცესს, მიხვდებოდა თუ არა, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში აღმოჩნდა ჩართული. არ იკვეთება ასევე ისიც, რომ ი-----–-------------- წინასწარ შეთანხმებოდა ვინმეს რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაზე. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ ადასტურებს ი-----–--------------- გაცნობიერებულ მონაწილეობას ქურდობაში. ის ასევე ვერ ადასტურებს მის მიერ სხვა უფრო მსუბუქი დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ, უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----–--------------- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
I.3.2. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც მიუთითებდა, რომ ი-----–-------------- მოქმედებდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. წარმოდგენილი მტკიცებულებები იმასაც არ ადასტურებს, რომ ი-----–--------------მ იცოდა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ რამე. ამდენად, ი-----–--------------- მიერ ქურდობის სუბიექტური შემადგენლობის განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში არ გამოკვლეულა.
I.4. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - იმას, თუ რა ოდენობით და რა ხარისხის მტკიცებულებებია აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად რაოდენობრივი სტანდარტი - მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა და ხარისხობრივი სტანდარტი - მტკიცებულებების უტყუარობა.
ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთი ირიბი მოწმის ჩვენებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულ ი-----–--------------- ბრალდების ირგვლივ არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მიერ დადგენილ სტანდარტს, რის გამოც ი-----–-------------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
2. 201--–-–-ს 8----------- ქმედება
2.1. წარდგენილი ბრალდების არსი
201--–-–-ს ნ--------- თვეში შპს ,,--–-----–---------“-ს საზღვაო ხაზი ,,E--------“-ის კუთვნილი ორი ცალი კონტეინერით ა------------------------–---დან საქართველოს გავლით ი----–-ის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 48 ტონა დარჩეული თხილის გული. 201--–-–-ს 4 ნოემბერს აღნიშნული კონტეინერები შეტანილ იქნა ქ. ფ----–ი, ლ------ას ქუჩაზე მდებარე შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალზე, რაც ცნობილი გახდა მ----------------თვის, ი-----–---------------თვის და მ-----------------თვის.
ზემოაღნიშნულმა პირებმა განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ კონტეინერში მოთავსებულ თხილის გულს.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 201--–-–-ს 6----------ს, ღამის საათებში ზემოხსენებული თხილის გულის შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალიდან ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანამდე მ--------------- წინასწარი შეთანხმებით ი-----–---------------თან, მ---------------სთან და სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად, მისი მართვის ქვეშ მყოფი „ს-----“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანაზე მოთავსებული ნომერ E----------- კონტეინერიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით - 211200 აშშ დოლარის, ანუ 517 287 ლარის ღირებულების 24 ტონა დარჩეულ თხილის გულს.
რამდენიმე დღის შემდეგ, ი-----–--------------- დავალებით მ---------------ამ რ-------–-----–--ას მართვის ქვეშ მყოფი „მ----------“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანით 12 ტონა თხილის გული გადაიტანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯ---–----ში და 168 000 ლარად მიჰყიდა ვ--–--------------ას.
2.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტები ვერ დადგინდა.
2.3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.3.1. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება
მოწმე რ-------–-----–--ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ქართული კარგად არ იცის, გამომძიებელთან საუბრობდა მეგრულად და რუსულად, თარჯიმანი არ შეუთავაზებიათ. პოლიციის სამმართველოში მას დაემუქრნენ შვილის დაჭერით, აჩვენეს უცხო პირთა სურათები და მოსთხოვეს, ამოეცნო ისინი. ზეწოლის შედეგად რომელიღაცა მიამსგავსა, აიძულეს, თავის ჩვენებაში დაესახელებინა პირები, რომლებსაც არ იცნობს, ხელი მოაწერინეს. ზეწოლა ხორციელდებოდა გამოკითხვამდე. გამოკითხვისას ზეწოლა არ ყოფილა. ქართულად მინაწერი მან გააკეთა. კერძოდ, დაუწერეს ტექსტი, რაც მან გადმოწერა. საგამოძიებო ექსპერიმეტის დროსაც მეგრულად საუბრობდნენ, პოლიციელმა თვითონ დაუხატა გზები და უთხრა, აქ იყავიო. წინ პოლიციელი მიდიოდა, რომელიც უჩვენებდა გზებს, არ იცოდა სად მიყავდათ. მართალია გამოქვეყნდა მოწმის გამოკითხვის ოქმი, თუმცა მისი სისწორე მოწმემ არ დაადასტურა, აღნიშნა, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული გვარები მას არ ეცნობა, ბრალდებულებს არ იცნობს.
რაც შეეხება მოწმის გამოქვეყნებულ გამოკითხვის ოქმს, მის თანახმად, რ-------–-----–--ასთან მივიდა ი-----–--------------, რომელმაც უთხრა, რომ ტვირთი ჰქონდა გადასატანი და მისთვის ეთხოვებინა ავტომანქანა, რის სანაცვლოდ გადაუხდიდა ხუთას ლარს. უარი უთხრა ავტომანქანის თხოვებაზე და შესთავაზა გაყოლა, რაზეც უთხრა, რომ არ იყო საჭირო და როცა დაიტვირთებოდა ავტომანქანა, შემდეგ დაუკავშირდებოდა. დათანხმდა და ათხოვა მას ავტომანქანა, რომელიც წაიყვანა და ერთი დღე არ გამოჩენილა, არც დაკავშირებია. 201--–-–-ს 2-----------ს შებინდებულზე დაურეკა მობილურ ტელეფონზე ი-----–--------------მ და უთხრა, რომ ელოდებოდა ბინის ქვემოთ და გამოსულიყო. ჩავიდა ქვემოთ, სადაც შეხვდა ი-----–--------------, რომელიც იყო თეთრი ფერის მსუბუქი ავტომანქანით და უთხრა, რომ ჩამჯდარიყო ავტომანქანში და წაიყვანდა მის ავტომანქანასთან, რომლითაც ტვირთი უნდა გადაეზიდა. ჩაუჯდა მას ავტომანქანაში, სადაც ირაკლის გარდა იჯდა სამი უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი. მან მიიყვანა ქ. ფ----–ი, კ-----ას ხეივანზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ს------“-ს გვერდით არსებულ ჩიხში, სადაც ეყენა მისი კუთვნილი ზემოაღნიშნული ავტომანქანა, რომლის ძარაზე იდო მოწითალო ფერის ოცფუთიანი კონტეინერი. ი-----–--------------მ უთხრა, რომ ავტომანქანაში მოთავსებული იყო სიმინდი და წასულიყო ქ. ზუგდიდში, სადაც ავტოსადგურში დახვდებოდა კაცი, რომელიც მიატანინებდა ტვირთს დანიშნულების ადგილზე. დაახლოებით საათნახევარში დაცალეს კონტეინერი, საიდანაც გადმოტვირთეს თეთრი ფერის ტომრები და ნახა, რომ ტომრებში მოთავსებული იყო თხილის გული. გზაში დაურეკა ი-----–--------------მ, რომელმაც უთხრა, რომ პატარა ფ----–ი გაჩერებულიყო, სადაც მოვიდოდა ამწე კრანი და ჩამოიღებდა კონტეინერს.
ამდენად, ირკვევა, რომ გამოკითხვის ოქმში მოწმე ასახელებს ი-----–---------------, თუმცა სასამართლო სხდომაზე ამბობს, რომ მას არ იცნობს. გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმებისთვის აუცილებელია დარწმუნება იმაში, 201--–-–-ს 2-----------ს შებინდებისას მართლა დაურეკა თუ არა ი-----–--------------მ რ-------–-----–--ას, მართლა იყო თუ არა ის მისული მასთან სახლში, იმავე ღამით ისევ დაუკავშირდა თუ არა ის მას. როგორც რ-------–-----–--ას, ასევე ი-----–--------------- მობილური ტელეფონის ნომრიდან ამონაწერის თანახმად, ი-----–--------------- კუთვნილი ნომრიდან რ-------–-----–--ას ნომერზე 2-----------ს განხორციელებული ზარები არ ფიქსირდება. ირკვევა, რომ რ-------–-----–--ას დღის ბოლოსთვის უკავშირდებიან აბონენტები ნომრებით 5-------------------, რომელიც ეკუთვნის ვინმე თ---------------ს, 5-------------------, რომელთა მფლობელებიც სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან, 5--------, რომელიც ეკუთვნის მ-----------------. ამდენად, მართლა დაუკავშირდა თუ არა ი-----–-------------- რ-------–-----–--ას თუ სხვა პირი ესაუბრა მას ტელეფონით, ან ესაუბრა თუ არა ამ თემაზე ვინმე, მისი ჩვენების გარდა სხვა მასალით არ დასტურდება. ყოველივე აქედან გამომდინარე, რ-------–-----–--ას გამოკითხვის ოქმის ის ნაწილი, რომელიც ეხება ი-----–---------------, იმ პირობებში, როცა თავად მოწმემ უარყო მისი სისწორე, გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან სხვა არც ერთი მტკიცებულებით ის არ დასტურდება.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 04 იანვარს შსს ქ. ფ-----ს საქალაქო სამმართველოში ხმამაღლა წაკითხულ იქნა რ-------–-----–--ას ჩვენება და მიეცა წინადადება მოქმედების დემონსტრირებით დააზუსტოს და დაადასტუროს მის მიერ 201--–-–-ს 02 დეკემბერს სისხლის სამართლის N 0----------- საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოს წინ ჩასხდნენ ,,ტ-------------–------“ მარკის, სახ. ნომრით F------ ავტომანქანაში და რ-------–-----–--ას მითითებით წავიდნენ, რომელმაც მიიყვანა ქ. ფ-----, ჯ-----–---–-- ქუჩაზე, სადაც მისი საცხოვრებელი კორპუსის უკანა მხარეს მინი სტადიონის გვერდით ხელით მიუთითა ღია ტერიტორიაზე და განაცხადა, რომ სწორედ იმ ადგილზე ათხოვა ი-----–--------------- მისი სატვირთო ავტომანქანა. ამის შემდეგ რ-------–-----–--ამ იქვე ახლოს მისი საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს საავტომობილო გზაზე მიუთითა ხელით ადგილი და განაცხადა, რომ 201--–-–-ს 2-----------ს სწორედ იმ ადგილზე ჩაუჯდა მსუბუქ ავტომანქანაში ი-----–---------------. შემდეგ მან წაიყვანა ქ. ფ----–ი, კ-----ას ხეივანზე და ბენზინგასამართ სადგურ „ს------“-ს გვერდით მარჯვნივ ჩიხში მიუთითა გზის კუთხეში ხელით და განაცხადა, რომ იქ ეყენა მისი სატვირთო ავტომანქანა, რომელზეც იდო კონტეინერი და სწორედ იქიდან წაიღო კონტეინერი ი-----–--------------- მითითებით ზუგდიდის მიმართულებით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმეებმა: ლ--–-------მ და თ------------მ.
საგამოძიებო ექსპერიმენტს სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს, ვინაიდან მოწმე რ-------–-----–--ამ განმარტა, თუ რა ვითარებაში გამოიკითხა ის, რომლის სისწორის შესამოწმებლადაც ჩატარდა ექსპერიმენტი. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მიმართულებები მას პოლიციის თანამშრომელმა დაუხატა, რასაც მიჰყვებოდა. ამასთან, ამ მიმართულებების ჩვენება უშუალოდ ი-----–--------------- ქმედებაზე არ მიუთითებს. ექსპერიმენტის დროს ი-----–--------------- ხსენება გამომდინარეობს გამოკითხვის ოქმიდან, რომლის სისწორე თავად მოწმემ უარყო. ამასთან, ბრალდების მხარეს არ გადაუმოწმებია სატელეფონო კომპანიების ანძები, რათა დაედგინა, მართლა იმყოფებოდა თუ არა ი-----–-------------- მოწმის მიერ მითითებულ ადგილებზე მის მიერ მითითებულ დროს, არ მოუპოვებია რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ გარემოებას, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტი და გამოკითხვის ოქმი ერთი და იგივე წყაროდან არის მიღებული და ისინი ერთმანეთის გაგრძელებას წარმოადგენს, რის გამოც ვერ იქნება მხედველობაში მიღებული, როგორც ორი დამოუკიდებელი და, მით უმეტეს, სარწმუნო მტკიცებულება.
რაც შეეხება მოწმეების: ლ--–-------ს და თ------------ს ჩვენებებს, ისინი მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობას ადასტურებენ, რის გამოც თავად რ-------–-----–--ას მიერ გადმოცემული ინფორმაციის შინაარსთან დაკავშირებით ისინი ირიბი მოწმეები არიან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანამხად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამდენად, თ------------ს და ლ---–-------ს ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რომელთა შინაარსი არც ერთი სხვა ისეთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. თ------------მ და ლ---–-------მ ინფორმაციის წყაროდ მიუთითეს რ-------–-----–--ა, რომელმაც არ დაადასტურა, მეტიც უარყო მისი სისწორე და განმარტა, რომ აიძულეს აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება. იმ პირობებში, როცა პირდაპირი მოწმე უარყოფს მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს, მხოლოდ ირიბ მოწმეთა ჩვენებები ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული მტკიცებულებები გაზიარებული იქნებოდა, ერთი მხრივ, ეს მაინც არ იქნებოდა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დასაკმაყოფილებლად თავად წარმოდგენილი მტკიცებულებების რაოდენობისა და ხარისხის თვალსაზრისით, რის გამოც, პროცესუალური სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის მოტივითაც ვერ დადგინდება ი-----–--------------- მიერ ნივთის დაუფლება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ, უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----–--------------- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
2.3.2. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც მიუთითებდა, რომ ი-----–-------------- მოქმედებდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2.4. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - იმას, თუ რა ოდენობით და რა ხარისხის მტკიცებულებებია აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად რაოდენობრივი სტანდარტი - მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა და ხარისხობრივი სტანდარტი - მტკიცებულებების უტყუარობა.
ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთი ირიბი მოწმის ჩვენებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულ ი-----–--------------- ბრალდების ირგვლივ არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მიერ დადგენილ სტანდარტს, რის გამოც ი-----–-------------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
II. ბრალდებულ მ----------------თვის წარდგენილი ბრალდება
1. 201--–-–-ს 1------------ ქმედება
1.1. წარდგენილი ბრალდების არსი
20-- წლის ნ--------- თვეში შპს ,,--–-----–---------“-ს, საზღვაო ხაზი ,,E--------“-ის კუთვნილი კონტეინერით ა------------------------–---დან საქართველოს გავლით ი----–-ის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 24 ტონა დარჩეული თხილის გული. 201--–-–-ს 8 ნოემბერს აღნიშნული კონტეინერები შეტანილ იქნა ქ. ფ----–ი, ლ------ას ქუჩაზე მდებარე შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალზე, რაც ცნობილი გახდა მ----------------თვის, რომელმაც განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა კონტეინერში მოთავსებულ თხილის გულს.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 201--–-–-ს 1-----------ს, ღამის საათებში, ზემოხსენებული თხილის გულის შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალიდან ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანამდე, მ--------------- სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად, მ-------------ის მართვის ქვეშ მყოფი „მ----“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანაზე მოთავსებული ნომერ E---------- კონტეინერიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით - 211200 აშშ დოლარის, ანუ 525 655.68 ლარის ღირებულების 24 ტონა დარჩეული თხილის გულს.
1.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტები ვერ დადგინდა.
1.3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
1.3.1. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება
ბრალდებულ მ-------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მ--------------- მასთან ერთად მუშაობს კონტეინერების გადაზიდვაზე. 201--–-–-ს ნ--------- შუა რიცხვებში მ---------------- შეუთანხმდა, რომ ავტომანქანა უნდა დაეტვირთა, მიეცა მ----------------თვის, ის წაიყვანდა და მოიყვანდა დაცლილს, რაც უნდა მიეყვანა პორტში. ნახევარს დავცლიო თქვა მ---------------მ. დატვირთა მანქანა. მოვიდა მ--------------- ბმვ მარკის ავტომანქანით ღამის 10-11 საათზე ი-----–---------------თან და ზ-----------–---თან ერთად, ჩაუჯდა ავტომანქანაში და გაემართნენ. ეკლესიასთან გადაუხვიეს და მ---------------- მისცა მანქანა. თვითონ იქ დარჩა, იცდიდა. მერე ფეხით წავიდა მ----------------კენ. ხმაური გაიგო მესამე ჩიხთან. ბნელოდა. ნახა თავისი მანქანა და ბმვ, რომელიც მოყვებოდა. უკან დაბრუნდა და დაიცადა იქ, სადაც მანამდე იდგა. მ---------------მ იქ მიუყვანა მანქანა. დატვირთული მანქანა მისცა და ცარიელი მოუყვანა მ---------------მ დაახლოებით 40 წუთში. კონტეინერი ტერმინალში როცა მისცეს, ლუქი ედო. როცა ავტომანქანა მოუყვანა მ---------------მ, დაზიანებული არ იყო ლუქი. ლუქი არ დაზიანდებაო უთხრა მ---------------მ თავიდანვე. მჩატედ მიჰქონდა დაბრუნებული კონტეინერი, როგორც ცარიელი დაჰქონდა ადრე. მ---------------მ უთხრა, რომ მესამე ჩიხში დაცლიდნენ კონტეინერს. ჩიხთან მაღაზიაა. მას გაცდა 20 მეტრით. მარცხნივ შესახვევში ნახა თავისი მანქანა თეთრი კონტეინერით. მას გზა ჰქონდა გადაკეტილი. ხალხის ლაპარაკი ესმოდა. ირგვლივ მოსახლეობაა. ამ ჩვენების მიცემა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ცუდად იყო.
მ-------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია ის ადგილი, სადაც შეხვდა ბ------ მარკის ავტომობილი მ--------------ს, სადაც ჩამოვიდა ავტომობილიდან თვითონ და სადაც ნახა ბოლოს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ლ--–-------მ.
ეს არის იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგინა ბრალდების მხარემ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით ბრალდებულ მ---------------- წინააღმდეგ. ამ მტკიცებლებების შეფასებისას პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თავად ბრალდებულმა მ--------------მ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მან ამ შინაარსის ჩვენება მისცა, რადგან ცუდად იყო, მანვე დაადასტურა, რომ მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს. ამასთან, დასკვნით სიტყვაში მ--------------მ სასამართლოს სთხოვა, არ მიეღო მხედველობაში მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რადგან ის სიმართლეს არ შეესაბამება. ამ კუთხით აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ იმ ჩიხის მაცხოვრებლები, სადაც, მ-------------ის მითითებით, დაიცალა მისი კონტეინერი, თუმცა ყველა მაცხოვრებელი ადასტურებს, რომ ასეთი ფაქტი მათ ქუჩაზე არ მომხდარა. ამდენად, ამ ნაწილში მ-------------ის ჩვენების არასარწმუნოობა დადასტურებულია დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით. თავად მ-------------ის ჩვენებიდანვე ირკვევა, რომ როცა ის იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, ცუდად იყო, ჰქონდა ოჯახური და ჯანმრთელობის პრობლემები, ბრალდების მხარემ შესთავაზა შეღავათების გაწევა თანამშრომლობის სანაცვლოდ, რამაც გამოიწვია მისი ჩვენების ამ სახით ფორმირება, თუმცა დასკვნით სიტყვაში ის აღნიშნავს, რომ მისი ჩვენება არ ასახავს სინამდვილეს. ამდენად, აღნიშნული ჩვენება, თუ ის არ იქნება შესაბამისობაში სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, ვერ იქნება მიღებული მხედველობაში ბრალდებულ მ---------------- წინააღმდეგ. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ იმავე მ-------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სადაც მითითებულია კონკრეტული ადგილები და სადაც მითითებული კონტეინერის დაცლის ადგილი სხვა მტკიცებულებებით უარყოფილია, ხოლო სხვა ნაწილში ამ მტკიცებულების სისწორე არაფრით დასტურდება, ამასთან, ეს მტკიცებულება მოპოვებულია იმავე წყაროდან - მ-------------ისგან და ეყრდნობა მის ჩვენებას - წარმოადგენს ამ ჩვენების გადამოწმებას. ამდენად, ამ მტკიცებულებას მ----------------თან მიმართებით არ აქვს დამოუკიდებელი მტკიცებულების ძალა, რადგან ის წარმოადგენს მ-------------ის ჩვენების ე.წ. „გაგრძელებას“ და მის ნაწილად შეიძლება იქნეს მოაზრებული, ვინაიდან ჩვენების გარეშე ის დამოუკიდებელ მნიშვნელობას კარგავს. რაც შეეხება მოწმე ლ--–-------ს ჩვენებას, ის მხოლოდ ექსპერიმენტის მსვლელობას ადასტურებს, რის გამოც ამ ჩვენებასაც არ გააჩნია დამოუკიდებელი მნიშვნელობა. მით უმეტეს, ის არ არის პირდაპირი მტკიცებულება იმის შესახებ, რასაც მ-------------- უთითებდა ექსპერიმენტში. ამდენად, ერთმანეთთან გადაჯაჭვული მ-------------ის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და მოწმე ლ--–-------ს ჩვენებები ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ისინი ეყრდნობა მ-------------ის ჩვენებას, რომლის სისწორეც მანვე თავად უარყო.
ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული მტკიცებულებები გაზიარებული იქნებოდა, ეს მაინც არ იქნებოდა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დასაკმაყოფილებლად თავად წარმოდგენილი მტკიცებულებების რაოდენობისა და ხარისხის თვალსაზრისით, რის გამოც, პროცესუალური სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის მოტივითაც ვერ დადგინდება მ---------------- მიერ ნივთის დაუფლება. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ ადასტურებს მ---------------- მონაწილეობას ქურდობაში.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სატელეფონო ნომრიდან ამონაწერზე, საიდანაც ირკვევა, რომ მ--------------ს და მ---------------- ერთანეთთან კონტაქტი აქვთ 201--–-–-ს 11----------დან იმავე წლის 1----------ის ჩათვლით სხვადასხვა დროს. ამასთან, 201--–-–-ს 1-----------ს 16:38 საათის შემდეგ იმავე დღეს მათ კონტაქტი ერთმანეთთან არ ჰქონიათ. სხვადასხვა დროს მათ შორის არსებული კონტაქტები არ არის გასაკვირი, ვინაიდან ისინი ერთად მუშაობენ და თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ. ამდენად, მათ შორის არსებული კონტაქტები 201--–-–-ს 1-----------ს ღამით მათ შეხვედრაზე არ მიუთითებს. ამასთან დაკავშირებით ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ, მართალია, ბრალდების მხარემ წარმოადგინა ამონაწერები, თუმცა არ წარმოუდგენია მონაცემები ანძების შესახებ, რის გამოც გაუგებარია რა ადგილას იმყოფებოდნენ მოსაუბრეები, უცნობია, საიდან ესაუბრებოდა მ--------------- მ--------------ს. ბრალდების მხარეს არ გამოუკვლევია ასევე მ-------------ის ავტომობილში მ---------------- ყოფნის ფაქტიც, არ არის აღებული ნიმუშები, არ არის ჩატარებული ექსპერტიზა იმის გასარკვევად, ოდესმე მ--------------- მჯდარა თუ არა მ-------------ის ავტომანქანის საჭესთან. დაცვის მხარის მტკიცებულებებმა საეჭვო გახადეს ატომობილის დაცლის ადგილი, ვინაიდან არც ერთ მეზობელს უნახავს მათ ჩიხში სატვირთო ავტომობილი და არც გაუგიათ სხვისგან ამაზე რამე მაშინ, როცა მ-------------- მიუთითებს, რომ იქ ხმაური იყო. საეჭვოა ასევე, იმ ადგილიდან, რომელიც მ--------------მ მიუთითა, ჩანს თუ არა ის ადგილი, სადაც, მისივე განცხადებით, მდებარეობს ჩიხი. ასეთ ვითარებაში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ მიიჩნევა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ, უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ---------------- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
1.3.2. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც მიუთითებდა, რომ მ--------------- მოქმედებდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
1.4. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - იმას, თუ რა ოდენობით და რა ხარისხის მტკიცებულებებია აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად რაოდენობრივი სტანდარტი - მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა და ხარისხობრივი სტანდარტი - მტკიცებულებების უტყუარობა.
ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთი ირიბი მოწმის ჩვენებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულ მ---------------- ბრალდების ირგვლივ არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მიერ დადგენილ სტანდარტს, რის გამოც მ--------------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
2.2016 წლის 8----------- ქმედება
II.1. წარდგენილი ბრალდების არსი
201--–-–-ს ნ--------- თვეში შპს ,,--–-----–---------“-ს საზღვაო ხაზი ,,E--------“-ის კუთვნილი ორი ცალი კონტეინერით ა------------------------–---დან საქართველოს გავლით ი----–-ის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 48 ტონა დარჩეული თხილის გული. 201--–-–-ს 4 ნოემბერს აღნიშნული კონტეინერები შეტანილ იქნა ქ. ფ----–ი, ლ------ას ქუჩაზე მდებარე შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალზე, რაც ცნობილი გახდა მ----------------თვის, ი-----–---------------თვის და მ-----------------თვის.
ზემოაღნიშნულმა პირებმა განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ კონტეინერში მოთავსებულ თხილის გულს.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 201--–-–-ს 6----------ს, ღამის საათებში ზემოხსენებული თხილის გულის შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალიდან ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანამდე მ--------------- წინასწარი შეთანხმებით ი-----–---------------თან, მ---------------სთან და სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად, მისი მართვის ქვეშ მყოფი „ს-----“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანაზე მოთავსებული ნომერ E----------- კონტეინერიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით - 211200 აშშ დოლარის, ანუ 517 287 ლარის ღირებულების 24 ტონა დარჩეულ თხილის გულს.
II.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
201--–-–-ს 8 ნოემბერს მ---------------მ „ს-----ს“ მარკის სატვირთო ავტომანქანით კონტეინერი N E----------- 00:13 საათზე გაიტანა ტერმინალიდან და 02:15 საათზე - ნავსადგურში არსებული შესვენების დასრულებისა და მისი რიგის მოსვლის შემდეგ - შეიტანა ნავსადგურში, სადაც ის დაიტვირთა საზღვაო კონტეინერმზიდ M------ზე. აღნიშნული კონტეინერმზიდი გავიდა ნავსადგურიდან ს----------ის მიმართულებით, სადაც უნდა მომხდარიყო ტვირთის გადატანა სხვა ტვირთმზიდზე, რომლის მეშვეობითაც კონტეინერი უნდა ჩასულიყო ი----–-ის ქალაქ გ-----ში, ხოლო გ----ის პორტიდან უნდა გადატანილიყო ქალაქ ტ---------აში. გადაზიდვის დასრულების შემდეგ კომპანია „ფ--------დან“ მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ კონტეინერი მათთან მივიდა ცარიელი.
II.3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
II.3.1. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეომასალის თანახმად, 201--–-–-ს 6----------ს 12:04:48 საათზე ამწე მეოთხე მწკრივში მესამე იარუსიდან აიღებს ნომერ E---------- თხილის გულით დატვირთულ მაცივარ კონტეინერს და დადებს უნაგირა საწევარას მისაბმელზე, 12:08:55 საათზე დაიძრება აღნიშნული უნაგირა საწევარა ავტომანქანა და წაიღებს კონტეინერს. ამის შემდეგ ამწის ქვეშ დადგება მეორე თეთრი ფერის უნაგირა საწევარა ავტომანქანა, 12:11:52 საათზე ამწე მეოთხე მწკრივში მეორე იარუსიდან აიღებს თხილის გულით დატვირთულ ნომერ E---------- მაცივარ კონტეინერს და წაიღებს მარჯვნივ, სადაც დადებს ამწის ქვეშ გაჩერებულ უნაგირა საწევარას მისაბმელზე. 12:17:00 საათზე დაიძრება უნაგირა საწევარა ავტომანქანა და წაიღებს აღნიშნულ მაცივარ კონტეინერს.
კონტეინერების ელექტრონული აღრიცხვის ფორმის მიხედვით, კონტეინერის N - E----------, გამოცხადება - 0--------- 02:15:36, მიმართულება- გასვლა, წონა - 24060, დანიშნულების ადგილი - კ-----------------, ლუქის N - G-------, E---------, ავტომანქანის N - K------------.
30.09.201--–-–-ს N3/1 ხელშეკრულების თანახმად, „დამკვეთი“ უხდის „შემსრულებელს“ ერთი კონტეინერის გადაზიდვისთვის წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით ფ-----ს სასაზღვრო ნავსადგურის მ------ ნავმისადგომიდან საკონტეინერო ტერმინალებამდე ან პირიქით. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების ვადის დამთავრებამდე, ერთი თვით ადრე, ხელშეკრულების დამდები ერთი მხარე, წერილობით აცნობებს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება ყოველ შემდგომ კალენდარულ წელზე. ხელშეკრულების დამკვეთია შპს „ ე-–---------“-ს დირექტორი ვ----–-----–--, შემსრულებელია ლ--–- ზ-------.
სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულის თანახმად, ტვირთის გამგზავნია შპს „ე-–---------“, ტვირთის მიმღებია ფ-----ს პორტი, მძღოლია ზ-------. ა/მ სახ. N---------------, კონტეინერის ნომერია E----------, დამღის ნომერი - 1----------- გასვლა 0--------- წელი, გემის სახელწოდება - M-----.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 201--–-–-ს 06----------ს 12:04:48 საათზე ამწე მეოთხე მწკრივში მესამე იარუსიდან აიღებს ნომერ E---------- მაცივარ კონტეინერს, რომელსაც წაიღებს მარჯვნივ და დადებს უნაგირა საწევარას მისაბმელზე, 12:08:55 საათზე დაიძრება აღნიშნული უნაგირა საწევარა ავტომანქანა და წაიღებს კონტეინერს. ამის შემდეგ ამწის ქვეშ დადგება მეორე თეთრი ფერის უნაგირა საწევარა ავტომანქანა, 12:11:52 საათზე ამწე მეოთხე მწკრივში მეორე იარუსიდან აიღებს თხილის გულით დატვირთულ ნომერ E---------- მაცივარ კონტეინერს და წაიღებს მარჯვნივ, სადაც დადებს ამწის ქვეშ გაჩერებულ უნაგირა საწევარას მისაბმელზე. 12:17:00 საათზე დაიძრება უნაგირა საწევარა ავტომანქანა და წაიღებს აღნიშნულ მაცივარ კონტეინერს. 201--–-–-ს 06----------ს 12:08 საათზე ამწემ დადო კონტეინერი და ავტომანქანა დაიძრა 12:08:55 საათზე, რომელიც წამოვიდა რამოდენიმე მეტრი და გაჩერდა. ავტომანქანის მისაბმელზე დევს ,,E--------“-ის, თეთრი ფერის ნომერ E---------- მაცივარ კონტეინერი. ავტომანქანიდან გადმოვიდა მძღოლი, რომელიც წამოვა გამშვები პუნქტის მიმართულებით და რამოდენიმე წუთში დაცვის პოლიციელთან ერთად დაბრუნდება, რომლებიც მივლენ ,,ს-----“-ს მარკის ავტომანქანის მისაბმელზე დადებული კონტეინერის უკან, სადაც სავარაუდოდ დაცვის პოლიციელი სეამოწმებს კონტეინერის ლუქებს და შემდეგ ბრუნდებიან ორივე გამშვები პუნქტისკენ. დაცვის პოლიციელს ხელში უჭირავს დოკუმენტი და ფანარი. ცოტა ხანში მძღოლი გაემართება ავტომანქანისკენ, რომელსაც ხელში უჭირავს დოკუმენტი, ის ჩაჯდება ავტომანქანაში, რომელსაც 12:14:47 საათზე დაძრავს და გავა ტერმინალიდან. 12:15 საათზე ამწემ ,,დ---“-ის მარკის, სახ ნომრით A------ უნაგირა საწევარა ავტომანქანის მისაბმელზე დადო კონტეინერი და ავტომანქანა დაიძრა, რომელიც გამშვებ პუნქტს მოადგება 12:17:30 საათზე, მის მისაბმელზე დევს ,,E--------“-ის, თეთრი ფერის ნომერ E---------- მაცივარ კონტეინერი. ავტომანქანიდან გადმოვა მძღოლი, რომელიც რამოდენიმე წუთში ისევ ჩაჯდება და 12:22:34 საათზე დაძრავს ავტომანქანას და გავა ტერმინალიდან.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 201--–-–-ს 6----------ს 02:12:48 საათზე საკონტროლო გამშვებ პუნქტს მოადგა და გაჩერდა ,,S-----’’-ს მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით K------ უნაგირა საწევარა ავტომანქანა, რომელიც არის თეთრი ფერის და ძარაზე ზემოთ უყენია მოწითალო სპოილერი და ჩართული აქვს ნარინჯისფერი ციმციმა. ავტომანქანის მისაბმელზე დევს საზღვაო ხაზ ,,E--------“-ის თეთრი ფერის მაცივარ-კონტეინერი, რომელზეც იკითხება ნომერი E-----------. ავტომანქანის მარცხენა კარს აღებს დაცვის პოლიციელი, იქვე ავტომანქანის გვერდით დგას მებაჟის უნიფორმაში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც აკეთებს ჩანაწერს, ასევე ავტომანქანის მარჯვენა მხარეს დგას სამუშაო ჟილეტში ჩაცმული ნავსადგურის თანამშრომელი, რომელსაც ახურავს ჩაფხუტი და ხელში უჭირავს დოკუმენტი. მძღოლი დაცვის პოლიციელს მიაწვდის დოკუმენტს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს უჩვენებს მებაჟეს და ისევ უბრუნებს მძღოლს, რის შემდეგ ავტომანქანა დაიძრება და შემოდის ნავსადგურში.
კორპორაცია ფ-----ს საზღვაო ნავსადგურის სატვირთო ავტოტრანსპორტის საშვის ყუის თანახმად, ყუა N1------- გაცემულია მ---------------- სახელზე, ა/მ მარკა - მ---- ა/მ ნომერი K-------, ტ/პ ნომ. D--------, მისაბმელის ნომ. E-----, ობიექტი მე-14 ნ/მ „ჰ---------“ ტვირთი; დაცლა დატვირთა, პასპ. ნომერი 2----------, გაცემის თარიღი 0----.1-- მოქმედბის ვადაა 3 დღე, ოპერატორი ა------.
შპს „ე-–---------ს“ დირექტორის N3---- წერილის მიხედვით, იგი ითხოვს, ნება დაერთოს ფ-----ს პორტის მ--- ნავმისადგომზე შევიდეს შემდეგი სატვირტო ამანქანები: თბომავალ „B---------”-ზე, რეისი 0--------- წელი, საკონტეინერო ტერმინალებამდე და პირიქით ტვირთების გადასაზიდად(დასაცლ--–-დ დასატვირთად): მ---------------, მ----ს მარკის K------, ნომერი E----- ავტომანქანა. მ------ ზ------- დ---ის მარკის A------ ნომერი A----- ავტომანქანა.
კონტეინერების ელექტრონული აღრიცხვის ფორმის მიხედვით კონტეინერის N E----------, გემის ვიზიტის N B-------. გაშვება 0---------, 00:21:27, გამოცხადება 0---------, 02:16:16, მიმართულება - გასვლა, წონა 24060, დანიშნულების ადგილი კ----------------- ღია საბ. საწყ, სტატუსი დახურული, ლუქის N G-------, E---------, ავტომანქანის N A-------------
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, სატელეფონო ნომერი 5-------- რეგისტრირებულია მ---------------- სახელზე, დაბ. 2--------- წ. მის. ფ-----, მისამართის გარეშე, პ/ნ 2----------.
მოწმე ა--------------იას ჩვენებით ირკვევა, რომ კომპანია ,,E--------“-ს უნდა მოეხდინა შემდეგ ზემოაღნიშნული კონტეინერების გადაზიდვა ტერმინალ ,,კ-----------------“-დან ფ-----ს საზღვაო ნავსადგურის მ-–----ე ნავმისადგომამდე, საიდანაც თავისი კონტეინერმზიდი გემით ტვირთი უნდა გადაეზიდა ი----–-ის ქალაქ ტ---------აში. 201--–-–-ს 24 ნოემბერს ი----–-იდან დაუკავშირდა კომპანია ,,F-----“-ს წარმომადგენელი და აცნობა, რომ გახსნისას ზემოაღნიშნული კონტეინერებიდან ერთერთი - ნომერი E---------- კონტეინერი იყო სრულიად ცარიელი, ხოლო მეორე იყო დაზიანებული. მოძიებულ იქნა ინფორმაცია და დაადგინეს, რომ ზემოაღნიშნული კონტეინერები 201--–-–-ს 6----------ს დაქირავებული უნაგირა-საწევარა ავტომანქანებით 00:13 საათზე 00:21 საათზე გატანილ იქნა ტერმინალ ,,კ-----------------“-დან და ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანილია 201--–-–-ს 6----------ს, დაახლოებით ორი საათის დაგვიანებით, რაც არის საეჭვო, რადგან ფ----–ი განთავსებული ნებისმიერი ტერმინალიდან კონტეინერის ფ-----ს საზღვაო ნავსადგურამდე გადაზიდვას სჭირდება მაქსიმუმ 15-20 წუთი.
201--–-–-ს 2 დეკემბრის მომართვის თანახმად, კონტეინერი N E----------- დატვირთული გარჩეული თხილით გავიდა შპს ,,კ---------ფ-----’’-ს საბაჟო ტერმინალიდან 0--------- 00:13:31, ავტომანქანის N K------------, დალუქულ მდგომარეობაში, ლუქის N G-------, E---------, ხოლო მეორე კონტეინერი E----------- დატვირთული გარჩეული თხილით გავიდა შპს ,,კ---------ფ-----’’-ს საბაჟო ტერმინალიდან 0--------- 00:21:27 ავტომანქანის N------------ დალუქულ მდგომარეობაში ლუქის NG-------, E---------.
მოწმე ნ----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ შესვენებისას, 02:45 საათზე დისპეჩერმა მისცა დავალება, გადაეტანა კონტეინერი გემზე. მივიდა კონტეინერმზიდი, ასწია კონტეინერი, რაც მოეჩვენა მჩატედ. ცარიელი თუ არის კონტეინერი, ქანაობს. მეორე კონტეინერი რომ აწია, იგრძნო, რომ მოტორს დატვირთვა მისცა, მძიმე იყო. კადრების დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა თარჯიმანთან ერთად. მოწმის დაკითხვის პროცესში მას წარედგინა ვიდეოჩანაწერი, რა დროსაც მოწმემ თქვა, რომ კონტეინერი აწევისას და გემზე გადატანისას ქანაობს, გაუჭირდა დადგმა ქანაობის გამო. მისივე თქმით, მეორე კონტეინერი არ ქანაობს, შემოტრიალებისას დაიწყო ქანაობა სიმძიმის გამო, რადგან თვითონ ამწე ქანაობს სიმძიმისგან. პირველი კონტეინერი სხვა კონტეინერთან შეჯახების დროს იმიტომ შეირხა, რომ ცარიელი იყო. დისპეჩერმა უთხრა, რომ კონტეინერი ცარიელი იყო და მიუთითა, თუ სად დაედო ცარიელი კონტეინერი. როცა კონტეინერი დატვირთულია, დახრილია. იდეალურად სწორი კონტეინერი არ არსებობს. შეიძლება აქანავდეს, თუ დახრილი ზედაპირიდან ასწევ, თუ ფიტინგი არ უშვებს, ძალას ატან, ჰაერში გააჩერებ და ისევ დაძრავ.
მოწმე ს--------–-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ შიდა გადაზიდვებს ასრულებენ მისი კომპანიის დაქირავებული მძღოლები, მათ შორის მ---------------. მ---------------- მეუღლესთან აქვს მის კომპანიას დადებული ხელშეკრულება, მაგრამ მძღოლი იყო მ---------------. ზედდებულის მიხედვით, მ---------------მ გადაზიდა 6----------ს კონტეინერი. გემის მოსვლამდე საშვთა ბიუროში მძღოლების სიას აგზავნის. მაქსიმუმ 40 წუთი სჭირდება ნავსადგურამდე ტერმინალიდან მისვლას. თუ 1 საათი დაიგვიანა მძღოლმა, შეტყობინების ვალდებულება არ აქვს.
მოწმე თ------------–---ის ჩვენებით დასტურდება, რომ შეკვეთა მიიღო თხილის გადაზიდვაზე. ტერმინალიდან ნავსადგურში უნდა წაეღო ის ავტომანქანას, სადაც გემზე უნდა დატვირთულიყო. ფ-----დან ს----------ში პირეის ნავსადგურში მიდიოდა ტვირთი, საიდანაც გადატვირთულიყო სხვა გემზე და გ----ის ნავსადგურში უნდა გადასულიყო, ხოლო იქიდან - ტ---------აში. ტვირთი მ---------------მ გადაზიდა ტერმინალიდან ნავსადგურში. ი----–-იდან მისი კომპანიის წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ კონტეინერი ცარიელი მიიღეს. ლუქი დაზიანებული არ იყო. ე----------- დაიქირავა კომპანია, რომელმაც დაადგინა, რომ ლუქის ადგილას წინასწარ მომზადებული ხრახნიანი რაღაც იყო გაკეთებული, რომ მერე ადვილად გახსნილიყო. ფიქრობს, რომ ფ-----ს ნავსადგურში მისვლამდე გაიხსნა კონტეინერი, რადგან ტრანსპორტირება გაგრძელდა უჩვეულოდ დიდხანს. ევერგრინს შიდა მოკვლევის განყოფილება აქვს, რომლებმაც დაადგინეს, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა მომხდარიყო რამე, იყო ფ-----. საბუთებში ეწერა, რომ კონტეინერი სავსე იყო.
მოწმე პ--------–-----------ს ჩვენების თანახმად, ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, რომ მ--------------- იყო ქურდობაში მონაწილე. ტერმინალსა და ნავსადგურს შორის 2-3 კილომეტრია მანძილი და 15 წუთი სჭირდება მის გავლას.
მოწმე ვ----–-----–--ს ჩვენების მიხედვით, ავტომანქანა, რომლის მძღოლის იყო მ---------------, 2,5 საათის დაგვიანებით მივიდა ნავსადგურში. 3-4 კმ. იქნება ნავსადგურსა და ტერმინალს შორის, რის გავლასაც 15 წუთი უნდა. თუ ნავსადგურში შესვენება იყო, იქ ამ დროს ავტომანქანის მისვლა არ დ---იქსირდებოდა. 01-დან 02 საათამდე შესვენებაა ნავსადგურში როგორც ღამით, ისე დღისით.
მოწმე ლ--------–------ს ჩვენებით ირკვევა, რომ, როგორც საბაჟო მოწმობით ირკვევა, მ---------------მ გაიტანა ტვირთი ტერმინალიდან ნავსადგურში.
მოწმე ლ--–- ზ-------ს ჩვენების მიხედვით, ტრაილერის მფლობელი თვითონ არის, ხოლო მძღოლი - მ---------------.
ბრალდებულ მ---------------- ჩვენებით დადგნილია, რომ ავტომანქანას სიჩქარის გადაცემის კოლოფი ჰქონდა გაფუჭებული, რის გამოც დაბალი სიჩქარიდან მაღალზე გადართვა შეუძლებელი იყო და ავტომანქანა იძულებული იყო, ნელა ევლო. მან იცოდა, რომ შესვენება ახლოვდებოდა, მის წინ სხვა ავტომანქანები გავიდნენ, რის გამოც ნავსადგურთან რიგი დახვდებოდა. ამიტომ ის შესვენებამდე ნავსადგურში შესვლას ვერ მოასწრებდა, რის გამოც არ ჩქარობდა და ნელა მიდიოდა. გზაზე ის შეჩერდა, საკვები იყიდა და მერე მივიდა ნავსადგურში. მისვლიდან 40 წუთის შემდეგ შეუშვეს ნავსადგურში. მეორე დღეს გააკეთებინა ავტომანქანა. მან არ იცის, რა გადააქვს, რადგან ეს საბუთებში არ უწერია. გაფუჭებული ავტომანქანით 10-15 კმ/სთ. სიჩქარით დადიოდა. შესვენებამდე 5 წუთით ადრე კეტავენ ნავსადგურის შესასვლელს. შიგნით 10-15 ავტომანქანაზე მეტს არ უშვებენ. მათი დაცლის შემდეგ უშვებენ სხვებს.
მოწმე ჯ------–---------ს ჩვენებით დასტურდება, რომ მ---------------- ავტომანქანის გადაცემის კოლოფი მან შეაკეთა. არ ახსოვს ნელი სვლის სიჩქარე იყო გაფუჭებული თუ ჩქარი სვლის. როგორც ახსოვს, ნელი სვლის სიჩქარე იყო გაფუჭებული, რა დროსაც ავტომანქანას ვერ დაძრავ. ავტომანქანა თავისი სვლით მივიდა მასთან.
მოწმე მ------ ზ-------ს ჩვენების თანახმად, მ---------------- ხშირად უფუჭდებოდა ავტომანქანა. ტერმინალიდან ნავსადგურამდე გზაშიც ნახა, რომ მ---------------- ავტომანქანა გაფუჭებული იყო. შესვენების დროს ის და მ--------------- რიგში იდგნენ.
ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ 201--–-–-ს 8 ნოემბერს მ---------------მ „ს-----ს“ მარკის სატვირთო ავტომანქანით კონტეინერი N E----------- 00:13 საათზე გაიტანა ტერმინალიდან და 02:15 საათზე - ნავსადგურში 01:00-დან 02:00 საათამდე არსებული შესვენების დასრულებისა და მისი რიგის მოსვლის შემდეგ - შეიტანა ნავსადგურში, სადაც ის დაიტვირთა საზღვაო ტვირთმზიდ გემზე. აღნიშნული ტვირთმზიდი გავიდა ნავსადგურიდან ს----------ის მიმართულებით, სადაც უნდა მომხდარიყო ტვირთის გადატანა სხვა ტვირთმზიდზე, რომლის მეშვეობითაც კონტეინერი უნდა ჩასულიყო ი----–-ის ქალაქ გ-----ში, ხოლო გ----ის პორტიდან უნდა გადატანილიყო ქალაქ ტ---------აში. გადაზიდვის დასრულების შემდეგ მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ კონტეინერი იყო ცარიელი.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მ---------------- მიერ სავსე კონტეინერის გამოტანა ტერმინალიდან მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა და ამას ადასტურებს წარმოდგენილი სადავო და უდავო მტკიცებულებების ერთობლიობაც. დავის საგანს წარმოადგენს ის, მ---------------მ ნავსადგურში სავსე კონტეინერი მიიტანა თუ - ცარიელი. ამ საკითხში ეჭვს აჩენს მ---------------- შესვლა ნავსადგურში ტერმინალის დატოვებიდან 2 საათის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით მ---------------მ განმარტა, რომ, ერთი მხრივ, ავტომანქანას სიჩქარეთა გადამრთველი კოლოფი ჰქონდა გაფუჭებული, რის გამოც ნელა დადიოდა. მეორე მხრივ, ვინაიდან იცოდა, რომ ნავსადგურის შესასვლელთან რიგი დახვდებოდა, მალე შესვენება იწყებოდა და მაინც ვერ მიასწრებდა, გზაზე გაჩერდა, საკვები იყიდა და შემდეგ მივიდა ნავსადგურში. ავტომანქანის გაფუჭება, ასევე პირველიდან ორ საათამდე შესვენების არსებობა დაადასტურეს მოწმეებმაც. ამდენად, ირკვევა, რომ მ---------------- დაახლოებით 40 წუთამდე ჰქონდა იმისათვის, რომ მოესწრო შესვენებამდე ნავსადგურში მისვლა, მაგრამ თუ იქ რიგი დახვდებოდა, მაშინ გაცილებით ადრე უნდა მისულიყო, ხოლო მისი ავტომანქანა ამის საშუალებას არ იძლეოდა. თუ ჩვეულებრივ რეჟიმში ავტომანქანით ნავსადგურში მისვლას 15-20 წუთი სჭირდება, ორჯერ ნელი სვლის შემთხვევაში არ არის გასაკვირი, იმავე მანძილის გავლას 30-40 წუთი დასჭირვებოდა. მით უფრო, თუ მ--------------- გზაზე შეჩერდებოდა საკვების მისაღებად.
ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ მძღოლი ვალდებული იყო კომპანიისთვის შეეტყობინებინა ავტომანქანის გაფუჭების შემთხვევაში და ვინაიდან მ---------------მ არ შეატყობინა კომპანიას მისი ავტომანქანის გაფუჭება, ავტომანქანის გაფუჭების ვერსიაც არ უნდა იქნეს გაზიარებული. ჯერ ერთი, ავტომანქანის გაფუჭება არაერთი მოწმის ჩვენებით არის დადასტურებული, მეორეც - მ---------------მ განმარტა, რომ დაზიანებული ავტომანქანითაც უნდა გადაეზიდა ტვირთი თუ უნდოდა შემოსავლის მიღება, რადგან თუ ის არ გადაზიდავდა, ამას სხვა გააკეთებდა და ის უშემოსავლოდ დარჩებოდა, რასაც ვერ დაუშვებდა. მესამეც - მ---------------- თქმით, კომპანიას თავისი წარმომადგენლები ტერმინალში ჰყავს და მათ იცოდნენ მისი ავტომანქანის გაფუჭების შესახებ, რის გამოც ვინმესთვის დამატებით შეტყობინების აუცილებლობა არ არსებობდა, მეოთხე - კომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ თუ ტვირთი დანიშნულების ადგილას თუნდაც 1 საათის დაგვიანებით ჩავიდოდა, შეტყობინების ვალდებულება მძღოლს არ ჰქონდა. მეხუთე - იმ შემთხვევაშიც კი, თუ მ---------------მ დაარღვია ხელშეკრულების რაიმე პირობა, ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ ის ცრუობს. მით უფრო, თუ მის ჩვენებას ადასტურებს სხვა პირთა ჩენებებიც.
ბრალდების მხარე ასევე აღნიშნავს, რომ მ---------------- შემდეგ გატვირთული ავტომანქანები მასზე ადრე მივიდნენ ნავსადგურში, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. საქმეში არ არის წარმოდგენილი იმ ავტომანქანების მონაცემები, რომლებიც მ---------------- შემდეგ გაიტვირთნენ და მასზე ადრე მივიდნენ ნავსადგურში. წარმოდგენილია მ---------------- ძმის ავტომანქანის მონაცემები, რომელიც მ---------------- შემდეგ დაიტვირთა და მის შემდეგ შევიდა ნავსადგურში.
ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ, ვინაიდან მ---------------მ 2 საათი მოანდომა ტერმინალიდან ნავსადგურამდე მისვლას, ამიტომაც ამ პერიოდში იქნებოდა კონტეინერი დაცლილი, ვერ იქნა გამყარებული წარმოდგენილი მტკიცებულებებით. პირიქით, დადასტურდა, რომ 01 საათიდან ნავსადგურში შესვენება იწყებოდა. შესაძლებელია 5 წუთით ადრე შესასვლელი მართლაც დაეკეტათ, როგორც ამას ბრალდებული ამბობს. ამდენად, 30-40 წუთი იყო ბრალდებულის განკარგულებაში ნავსადგურამდე მისასვლ--–-დ, მაგრამ თუ იქ რიგი დახვდებოდა და ნავსადგურში არ შეუშვებდნენ, მისი იქ მისვლა არ დ---იქსირდებოდა. შესაბამისად, მტკიცებულებებით არ დასტურდება ბრალდების მხარის ვერსია, რომ ბრალდებულმა 30-40 წუთზე მეტი დრო მოანდომა ნავსადგურში მისვლას. ამ დროის მონდომებაც ბრალდებულმა ახსნა საკვების გამო შეჩერებით და ავტომანქანის გაფუჭებით, რის გამოც მოძრაობდა ნელა. ეს ვითარება კი ეჭვქვეშ აყენებს ვერსიას, რომ ტერმინალიდან ნავსადგურამდე გზაზე დაიცალა კონტეინერი და ის დამატებითი მტკიცებულებებით გამყარებას საჭიროებს, თუმცა დამატებითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. პირიქით, საქმის მასალებში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, გემზე 24 ტონა კონტეინერი დაიტვირთა.
ბრალდების მხარეს შეეძლო წარმოედგინა მასალები, რომლებიც გამორიცხავდა ნავსადგურში მისვლის შემდეგ კონტეინერის დაცლის შესაძლებლობას. ბრალდების მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა, გამოერიცხა კონტეინერის დაცლის შესაძლებლობა მისი ფ-----დან გასვლის შემდეგ. ამისათვის აუცილებელი იყო, წარმოდგენილიყო ს----------ში კონტეინერის მისვლისას მისი მდგომარეობის შესახებ მონაცემები, მისი წონა, იქ კონტეინერის დაყოვნების დროის მაჩვენებლები, ფ-----დან ს----------ამდე გემის მგზავრობის დრო, გემთან სხვა გემების კონტაქტის შესახებ ინფორმაცია, ს----------იდან ი----–-აში მისვლის დრო, გ----ის ნავსადგურში კონტეინერის წონა, იქიდან ტ---------აში მისვლის დრო და ა.შ. სამწუხაროდ, ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია მტკიცებულებები საზღვარგარეთიდან, არ უთხოვია ს----------ისა და ი----–-ისათვის სამართლებრივი დახმარება, არ გაურკვევია, არის თუ არა გამოძიება დაწყებული ამ ქვეყნებში იმავე ფაქტზე და რა ინფორმაცია მიიღეს მათ ამ გამოძიების შედეგად. უფრო მეტიც, აღნიშნული ინფორმაცია ბრალდების მხარეს არ მიუღია არც საერთაშორისო გადამზიდველი კომპანიის წარმომადგენლებიდან საქართველოში. შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა, თუ სად დაიცალა კონტეინერი.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია მოწმე ნ----------------ის ჩვენების შეფასება. ის თავიდან მიუთითებს, რომ ახსოვს, რომ როცა ასწია კონტეინერი, მოეჩვენა მჩატედ, მეორე კონტეინერი რომ აწია, იგრძნო, რომ ძრავს დატვირთვა მისცა, მძიმე იყო, თუმცა ჯვარედინი დაკითხვის დროს მოწმემ განმარტა, რომ არ შეიძლება ახსოვდეს როდის რომელი კონტეინერი იყო ცარიელი და რომელი სავსე, რადგან დიდი რაოდენობით ტვირთის გადატანა უწევს ხოლმე გემზე, რომელთაგან ზოგი ცარიელია, ზოგი - სავსე. ამასთან, ფაქტიდან დიდი დროა გასული. ამდენად, ის, თითქოს მან დატვირთვის დროს გაამახვილა ყურადღება, რომ კონტეინერი მჩატე იყო, მისივე განმარტებებიდან გამომდინარე, არ არის დამაჯერებელი. მით უმეტეს, რომ, მოწმის ჩვენების მიხედვით, დისპეჩერმა უთხრა, რომ კონტეინერი ცარიელი იყო და მიუთითა, თუ სად დაედო ცარიელი კონტეინერი, თუმცა ეს ფაქტი სხვა მოწმეების მიერ არ ყოფილა დადასტურებული. პირიქით, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დისპეჩერმა თ----------------------მ განმარტა, რომ თუ კონტეინერს ლუქი ადევს, ე.ი. ის სავსეა, რადგან ცარიელი კონტეინერები დაულუქ--ი მოდის. მას წინასწარ აწვდიან გეგმას, სადაც წერია თუ რომელი კონტეინერი არის სავსე და რომელი ცარიელი და ამის მიხედვით ეუბნებიან, თუ რომელი სად უნდა დაიდოს. ნავსადგურში 2 ამწე კრანი აქვთ. ორივეს აქვს სასწორი. კონტეინერს ლუქი ჰქონდა, რის გამოც ის დაიდებოდა, როგორც სავსე. ამდენად, თავად თ----------------------მ არ დაადასტურა, თითქოს მას ეთქვას, რომ კონტეინერი ცარიელი იყო და ამიტომ ცარიელ კონტეინერებში უნდა დაედო. პირიქით, მისი ჩვენების მიხედვით, მან არ იცოდა, რომ კონტეინერი ცარიელი იყო, რადგან ის დალუქული მივიდა. ამდენად ამ ნაწილშიც ნ----------------ის ჩვენება არ არის სარწმუნო და არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით. ნ----------------მა ასევე განმარტა, რომ ცარიელი თუ არის კონტეინერი, ქანაობს. მოწმის დაკითხვის პროცესში მას წარედგინა ვიდეოჩანაწერი, რა დროსაც მოწმემ თქვა, რომ კონტეინერი აწევისას და გემზე გადატანისას ქანაობს, გაუჭირდა დადგმა ქანაობის გამო. მისივე თქმით, მეორე კონტეინერი არ ქანაობს, შემოტრიალებისას დაიწყო ქანაობა სიმძიმის გამო, რადგან თვითონ ამწე ქანაობს სიმძიმისგან. პირველი კონტეინერი სხვა კონტეინერთან შეჯახების დროს იმიტომ შეირხა, რომ ცარიელი იყო. ამდენად, ამ ნაწილშიც მოწმის ჩვენება არ არის თანმიმდევრული. ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ სავსე კონტეინერი არ ქანაობს, მეორე მხრივ, ამბობს, რომ სავსე კონტეინერიც აქანავდა. მოწმის ჩვენება მხოლოდ ცარიელი კონტეინერის ქანაობის შესახებ მაშინ იქნებოდა დამაჯერებელი და სარწმუნო, თუ ის დადასტურებული იქნებოდა სხვა მტკიცებულებით. მაგალითად, ვიდეოჩანაწერით. ვიდეოჩანაწერში კი არ ჩანს, რომ პირველი კონტეინერი მეორეზე მეტად ქანაობს. ვიდეოჩანაწერის მიხედვით ობიექტური დამკვირვებელი ვერ დაასკვნის, რომ ორი კონტეინერიდან რომელიმე განსხვავებულად ქანაობს და რომელიმე მათგანი ცარიელია. ამდენად, მხოლოდ მოწმე ნ----------------ის განმარტებაღა მიუთითებს, რომ კონტეინერი განსხვავებულად ქანაობს და რომ ეს მის სიცარიელეზე მიუთითებს, რაც უტყუარად არ დასტურდება თავად ჩანაწერით. ამ ვიდეოჩანაწერზე არ ჩატარებულა რაიმე სახის ექსპერტიზა და კომპეტენტურ ექსპერტებს არ დაუდიათ თავიანთი დასკვნა იმის შესახებ, კონკრეტული კონტეინერის მოძრაობის ტრაექტორია რაიმე კავშირში არის თუ არა იმასთან, ის ცარიელია თუ სავსე. ამდენად, მხოლოდ ერთი პირის დაუდასტურებელი და არასარწმუნო განმარტება ვერ გახდება საფუძველი, კონტეინერის სიცარიელე დადასტურებულ იქნეს.
ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს მოწმე თ------------–---ის ჩვენებაზე, რომლის მიხედვით, კომპანია ევერგრინს შიდა მოკვლევის განყოფილება აქვს, რომელმაც დაადგინა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა მომხდარიყო რამე, იყო ფ-----. საქმე ის არის, რომ ეს არის ამ საქმეში სასამართლოს მიერ დასადგენი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტი. ამიტომ თუ რამე მტკიცებულება არსებობდა ამაზე მიმანიშნებელი, ბრალდების მხარე, რომლის ვალდებლებაცაა ამტკიცოს ბრალი, ვალდებული იყო მოეპოვებინა ის კანონის დაცვით და წარმოედგინა სასამართლოში, რათა სასამართლოს მისცემოდა შესაძლებლობა, შეეფასებინა ამ მტკიცებულების შინაარსი და მისულიყო დასკვნამდე მათი სისწორე/მცდარობის შესახებ. ვინაიდან კონტეინერის წონის შესახებ ინფორმაცია გადამწყვეტია მ---------------- ბრალის დადასტურების საქმეში, შეუძლებელია ეს საკითხი სასამართლომ უშუალოდ არ გამოიკვლიოს და სიტყვაზე ენდოს მოწმეს, რომ კერძო კომპანიის განყოფილებამ შეისწავლა საკითხი და ასეთი დასკვნა დადო. ეს გამოძიების მოვალეობა იყო და სწორედ პროკურორს უნდა ემტკიცებინა ამ ფაქტის სისწორე, რაც კანონით დადგენილი სტანდარტით არ განხორციელდა. შესაბამისად, რადგან ფაქტის დადგენა ბრალდების მხარის მოვალეობაა, ხოლო ბრალდების მხარემ მის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, უნდა გაკეთდეს დასკვნა, რომ ამ ფაქტის დადგენა სასამართლოში შეუძლებელია მიუხედავად იმისა, თუ რა მოკვლევა ჩაატარა კერძო ორგანიზაციამ, ვინაიდან ამ მოკვლევის მასალები სასამართლოსთვის უცნობია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა თავად კონტეინერის დათვალიერება/გამოკვლევა/ექსპერტიზაზე გაგზავნა, რათა დადგენილიყო ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნის შესაძლებლობა/შეუძლებლობა და მისი მექანიზმი. ამდენად, გაურკვეველი დარჩა სად, როდის, ვის მიერ, როგორ მოხდა კონტეინერის დაცარიელება: ეს მოხდა საქართველოში, ს----------ში თუ ი----–-აში, ლუქის საბოლოოდ გახსნამდე თუ მას შემდეგ. ბრალდების მხარეს იმის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არ წარმოუდგენია, რომ ი----–-აში კონტეინერის ლუქის გახსნისას ის ცარიელი აღმოჩნდა. ამის დასადასტურებლად მხოლოდ ერთი წერილი საკმარისი არ არის და ეს ფაქტიც საჭიროებდა მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებას, რაც არ განხორციელებულა.
ყურადღებას იმსახურებს ისიც, რომ, ექსელის ფაილის ,,nomreb”-ის დათვალიერების ოქმის მიხედვით, სატელეფონო ნომერზე 5-------- მ---------------- კავშირი აქვს ვინმე შუ----------------თან სატელეფონო ნომერ 5---------ზე 201--–-–-ს 5----------ს 21:17 საათზე, 21:35 საათზე, 21:43 საათზე, 201--–-–-ს 06----------ს 2:16 საათზე, 2:17 საათზე, 2:18 საათზე, 2.20 საათზე, ანუ კონტეინერის ნავსადგურში მიტანამდე და მის შემდეგ, თუმცა ეს პირი სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა და არ გარკვეულა, თუ რა საკითხებზე ისაუბრეს მათ. იმავე ოქმის მიხედვით, სატელეფონო ნომერზე 5-------- მ--------------- უკავშირდება სატელეფონო ნომერზე 5-------- მის ძმას - მ------ ზ-------ს 201--–-–-ს 6----------ს 0:20 საათზე, 0:26 საათზე, 0:27 საათზე, 1:28 საათზე, 3:13 საათზე, 3:43 საათზე, 3:44 საათზე, 5:18 საათზე. მნიშვნელოვანია, რომ მ--------------- და მისი ძმა ამ დროს ტერიმალსა და ნავსადგურში უნდა ყოფილიყვნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 01:28 საათზე მათ შორის განხორციელებული ზარი, თუმცა, თავისთავად ეს ზარი არაფერზე მიუთითებს. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, თუ სად იმყოფებოდნენ ამ ზარის განხორციელებისას მოსაუბრე პირები: იდგნენ ნავსადგურის შესასვლელთან რიგში თუ იყვნენ მისგან მოშორებით. ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი ანძები მოემსახურნენ სატელეფონო ზარებს და რომელ ტერიტორიას ფარავს ეს ანძები, რის გამოც შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ სად იმყოფებოდნენ მოსაუბრეები 01:28 საათზე, ანუ იმ დროს, როცა, ბრალდების მხარის მტკიცებით, მ--------------- ცლიდა კონტეინერს, ხოლო დაცვის მხარის მტკიცებით, მ--------------- იმყოფებოდა ნავსადგურის შესასვლელთან. ვინაიდან ეს საკითხის გაურკვეველი დარჩა, ამდენად, ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევებში, ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ, უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ---------------- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
II.3.2. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც მიუთითებდა, რომ მ--------------- მოქმედებდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
II.4. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - იმას, თუ რა ოდენობით და რა ხარისხის მტკიცებულებებია აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად რაოდენობრივი სტანდარტი - მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა და ხარისხობრივი სტანდარტი - მტკიცებულებების უტყუარობა.
ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთი ირიბი მოწმის ჩვენებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულ მ---------------- ბრალდების ირგვლივ არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მიერ დადგენილ სტანდარტს, რის გამოც მ--------------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
III. ბრალდებულ მ-----------------თვის წარდგენილი ბრალდება
1. წარდგენილი ბრალდების არსი
201--–-–-ს ნ--------- თვეში შპს ,,--–-----–---------“-ს საზღვაო ხაზი ,,E--------“-ის კუთვნილი ორი ცალი კონტეინერით ა------------------------–---დან საქართველოს გავლით ი----–-ის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 48 ტონა დარჩეული თხილის გული. 201--–-–-ს 4 ნოემბერს აღნიშნული კონტეინერები შეტანილ იქნა ქ. ფ----–ი, ლ------ას ქუჩაზე მდებარე შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალზე, რაც ცნობილი გახდა მ----------------თვის, ი-----–---------------თვის და მ-----------------თვის.
ზემოაღნიშნულმა პირებმა განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ კონტეინერში მოთავსებულ თხილის გულს.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 201--–-–-ს 6----------ს, ღამის საათებში ზემოხსენებული თხილის გულის შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალიდან ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანამდე მ--------------- წინასწარი შეთანხმებით ი-----–---------------თან, მ---------------სთან და სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად, მისი მართვის ქვეშ მყოფი „ს-----“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანაზე მოთავსებული ნომერ E----------- კონტეინერიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით - 211200 აშშ დოლარის, ანუ 517 287 ლარის ღირებულების 24 ტონა დარჩეულ თხილის გულს.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
მ---------------ამ, იცოდა რა, რომ თხილის გული იყო დანაშაულებრივად მოპოვებული, 201--–-–-ს 2-----------ს სატვირთო ავტომანქანით მიატანინა 11536 კგ. თხილის გული და გაასაღა ვ--–--------------იაზე 130000 ლარად.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
III.1. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება
ბრალდების მხარეს სასამართლო სხდომაზე არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა მ----------------- მონაწილეობას თხილის გულის დაუფლებაში.
გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ, უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ----------------- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
III.2. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც მიუთითებდა, რომ მ---------------ა მოქმედებდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
III.3. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღება
სასამართლო სხდომაზე გამოკლვეული მტკიცებულებებით, მართალია, არ დადგინდა ბრალდებულ მ----------------- მიერ ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება, თუმცა, როგორც გამოკვლეული მტკიცებულბებით ირკვევა, იკვეთება ბრალდებულის მიერ სხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ნიშნები. ქმედების გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.
მოწმე ე-–----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ამოიღო ჯ---------------ას და ვ--–--------------იას მიერ ჩაბარებული თხილის გულით სავსე 364 ტომარა, დაათვალიერა სამუშაო წიგნაკი, რომელიც ბ------------–---მა ნებაყოფლობით წარმოადგინა და სადაც მითითებული იყო, რომ 12,5 ტონა 13 და 15 კალიბრის თხილის გული იყო მიღებული ორას ათას ლარად, საიდანაც მისაცემია ასი ათასზე მეტი, ბ------------–---მა ნებაყოფლობით წარმოადგინა წიგნაკი, საიდანაც 3 ფურცლის ასლი გადაიღო და დაურთო საქმეს.
მოწმე მ--–----------–----ას ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ----მ და ბ-----მ მიიტანეს მასათან თხილი, რომელზეც შემდეგ პოლიციელმა უთხრა, რომ მოპარული იყო. პირველ დღეს 2 რეისით მიიტანეს ის თხილი მათთან, მეორე დღესაც - 2 რეისით. ეს თხილი მეგრული თხილი არ იყო. მეგრულ თხილში ერკვევა, მაგრამ სხვა თხილში ვერ ერკვევა. სამასზე მეტი ტომარა იყო - 12300 კილო, როგორც ახსოვს. მეორედ პოლიციელები მივიდნენ ექსპერტთან ერთად. ექპსერტმა შეხედა თხილს, გასინჯა და თქვა, რომ თხილი ა---------------–- წარმოშობის იყო. ვინც ჩააბარა თხილი, იმათ უთხრეს, რომ თხილი აჭარიდან მოჰქონდათ. ასეთი თხილი მანამდე არ მიუტანიათ მასთან, მანამდე მეგრული თხილი მოჰქონდათ.
მოწმე ვ--–--------------იას ჩვენებით დასტურდება, რომ მ---------------ამ უთხრა, გ------- თხილის გაყიდვა ჭირს და დამეხმარეო გაყიდვაში. გ------- თხილს ყველა არ იბარებს. ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯ---–----ში გახსნილი აქვს თხილის მიმღები ქარხანა, სადაც ახდენს, როგორც გარჩეული თხილის, ასევე გასატეხი თხილის მიღება-გადამუშავებას. ქარხანაში მომმარაგებლად მუშაობს ჯ---------------ა. ქარხანაში დასაქმებული ყავს ოცამდე მუშა, ხოლო თხილის გადამამუშავებელ ქარხანაში მძღოლად მუშაობს მისი ძმა ვ--------------------, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია თეთრი ფერის ,,ფ-------“-ს მარკის მიკროავტობუსი, სახ.ნომრით M------, რომელი მიკროავტობუსითაც ეხმარება თხილის შემოტანაში. ღამის საათებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯ---–----ში თხილის გადამამუშავებელ ქარხანაში სატვირთო კონტეინერის მსგავსი ა/მანქანით მივიდა მ---------------ა. აღნიშნულ სატვირთო ა/მანქანას მართავდა მისთვის უცნობი შუახნის მამაკაცი. მოლაპარაკებას აწარმოებდა მ-----------------თან, რომელმაც მოიტანა და ჩააბარა 12 ტონა გაურჩეველი კაკალი, რომელიც ჩამოცლილ იქნა მისი მუშების: ზ--–------------–-ას, ა-------------ს და დ------–----ას მიერ. დაცლაში ეხმარებოდა თვითონაც. როგორც ახსოვს 201--–-–-ს 2------------ მ----------------- გადასცა 50000 ლარი, რის შემდგომ ჯ---------------ამ 201--–-–-ს 1 დეკემბერს მ----------------- გადასცა 80000 ლარი - ასლარიანი კუპიურები. მთლიანობაში მ-----------------თვის მიცემული აქვს 130000 ლარი, ხოლო მისაცემი დარჩა 38000 ლარი. აღნიშნული თხილი მიღებიდან მეორე დღეს მისი ძმის - ვ------------------ას კუთვნილი მიკროავტობუსით, სახ.ნომრით M------, ჩააბარა ქ.ზუგდიდში, ფ------------------–---–ი მდებარე თხილის გადამამუშავებელ ქარხანაში ბ-----ის 2 რეისად. თხილი რომელიც მ---------------ამ მიუტანა, იყო საშუალო ზომის, თეთრ ტომრებში მოთავსებული. ერთი წლის უკან ჩააბარა გარჩეული თხილის გული მ---------------ამ, ოღონდ მცირე რაოდენობთ. სანამ თხილის გულს მიიღებდა, მ----------------- ჰკითხა, თუ საიდან მოიტანა თხილის გული, რაზედაც უპასუხა, რომ ვანში გახსნილი აქვს თხილის მიმღები ქარხანა და იქიდან ჩამოიტანა. საკუთრებაში გააჩნია ,,N-------------“-ს მარკის, სახ. ნომრით B--------, ჯიპის მოდელის ავტომანქანა, რომელიც არის რუხი ფერის. 201--–-–-ს 24 ნოემბერს ქ. ზუგდიდში, მ---–---------------ს ქუჩაზე მდებარე თხილის მიმღებ პუნქტში მივიდა მ---------------ა, რომელმაც უთხა, რომ მას 12 ტონამდე დარჩეული თხილის გული ჰქონდა გასაყიდად, შეთანხმდნენ რომ იყიდდა მისგან აღნიშნულ თხილის გულს, რომელიც სოფელ ჯ---–----ში მდებარე მის ქარხანაში უნდა ჩამოეტანა. მ---------------ამ ჩაიწერა მობილური ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ მეორე დღეს დაურეკავდა. 201--–-–-ს 2-----------ს მ---------------ამ დაურეკა მობილურზე და უთხრა, რომ მას მასთან მოჰქონდა თხილის გული და თხოვდა, დახვედროდა მას სადმე ქალაქში, რადგან სოფელ ჯ---–----ის გზა არ იცოდა. შეთანხმდნენ, რომ დახვდებოდა მას ზუგდიდში, ს-------ს ქუჩის თავში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე. საღამოს დაახლოებით 20 საათზე ,,N-------------“-ს მარკის, სახ. ნომრით B-------- ავტომანქანაში ჩაისვა ჯ---------------ა და სოფ. ჯ---–----იდან წავიდა მ-----------------თან შესახვედრად. ზ---------------------------ს ტერიტორიაზე მივიდა დაახლოებით 20 წუთში, სადაც დაარტყა წრიულზე წრე და ავტომანქანა გააჩერა გზის კუთხეში წინა მხრით სოფ. ჯ---–----ის მიმართულებით. ცოტა ხანში მარჯვიდან გააჩერა ,,ო---–--------“-ს მარკის, მწვანე ფერის მსუბუქმა ავტომანქანამ, საიდანაც გადმოვიდა მ---------------ა, რომელმაც უკნიდან შემოუარა ავტომანქანას და მივიდა მასთან. ამ დროს მაცხნიდან ნელი სვლით ჩაურა ,,მ----------ს“ მარკის სატვირთო ავტომანქანამ, რომელზეც მოთავსებული იყო ექვსმეტრიანი კონტეინერი და გააჩერა ავტომანქანის წინ. მ---------------ამ უთხრა, რომ აღნიშნულ ავტომანქანაში იყო მოთავსებული თხილის გული, რის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ წავიდოდა წინ და გაყვებოდა ორივე ავტომანქანა. დაძრა ავტომანქანა და გაემართა წინ, უკან მიყვა მ---------------ა ,,ო---–-“-თ, ხოლო მას მოყვებოდა სატვირთო ავტომანქანა. სოფელ ყ---–-–----ში გააჩერა ავტომანქანა და დაიცადა ცოტა ხანი, მაგრამ აღარ გამოჩნდა მ---------------ა, რის გამოც მიბრუნდა უკან და სოფელ გ-------–-–-- გადასახვევთან შეხვდა მ---------------ა მისი ავტომანქანით, რომელმაც უთხრა, რომ თვითონაც დაეკარგა ზემოაღნიშნული სატვირთო. მას უთხრა, რომ დაერეკა მძღოლისთვის, რაზეც უპასუხა, რომ მას არ გააჩნდა მძღოლის ტელეფონის ნომერი, რის შემდეგ ვიღაცას დაურეკა მ---------------ამ და გამოართვა სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ტელეფონის ნომერი და დაუკავშირდა ზემოაღნიშნული სატვირთო ავტომანქანის მძღოლს და მასთან საუბრის შემდეგ მიხვდა, რომ ის წასული იყო სოფელ გ-------–-–-- გზაზე და წავიდნენ იმ მიმართულებით, მაგრამ მძღოლს მოუბრუნებია სატვირთო და შეხვდა გზაზე. ამის შემდეგ დაბრუნდნენ და გამოვიდნენ გ-------–-–-- გადასახვევამდე, სადაც სოფელ ჯ---–----ისკენ გადახვევის დროს ზემოაღნიშნული სატვირთო ჩავარდა ორმოში, რომელიც ვერ ამოიყვანა მძღოლმა. ამის შემდეგ მიიყვანა იმ ადგილზე,,ფ-------“-ს მარკის ორი მიკროავტობუსი, ასევე მოიყვანა მუშები და სატვირთო ავტომანქანის კონტეინერიდან ჩამოცალეს თხილის გული, რომელიც ჩატვირთეს მიკროავტობუსებში და სამი რეისით წაიღეს სოფ. ჯ---–----ში ქარხანაში. კონტეინერის დაცლის შემდეგ მძღოლმა ორმოდან ამოიყვანა ავტომანქანა და ის დაბრუნდა უკან. მ----------------- ,,ო---–- ა------“-ს მარკის ავტომანქანა იყო ფურგონის სტილის, რომელიც მარჯვენა მხარეს იყო გაშპაკული. მიღებული თხილი 11 ტონა ბ------------–---ს ჩააბარა სრულად. მას დაუმატა ასევე 970 კილო მისი თხილი. მისი თხილი იყო მეგრული. მ----------------- თხილი სხვა იყო. ისეთი თხილი ბათუმშიც იყიდება, „ვერასუმას“ ეძახიან და იმას გავდა, გ------- თხილსაც ჰგავდა. თხილის მიღების დოკუმენტაცია არ შეუდგენია, გაყიდვის დოკუმენტაცია შეადგინა.
მოწმე ზ--------–-------ს ჩვენების თანახმად, დააკავა მ---------------ა, გაჩხრიკა მისი ავტომანქანა, საიდანაც ამოიღო 80 ათასი ლარი, ტელეფონი, შემავალ-გამავალი ზარები გამოითხოვა და დაათვალიერა.
მოწმე ბ------------–---ის ჩვენების მიხედვით, 201--–-–-ს 26-27 ნოემბერს ჯ---- ჯ------ს და ბ----- (ვ--–----) ზ----------გან იყიდა 12 ტონა დარჩეული თხილის გული. მე-2, მე-3 დღეს გასცა თანხები. ერთხელ 50 ათასი ლარი გასცა, მეორეჯერ - 80 ათასი. კიდევ დარჩა მისაცემი თანხა. თხილი კარგი ხარისხის აღმოჩნდა. დაილუქა მისი ქარხანა, ამოიღეს თხილი, დაასაწყობეს, დალუქეს ის ადგილი. ის ქართული თხილი არ იყო. არც კახურს გავდა, არც აჭარისას და სხვა. 13 წელია თხილის სფეროში მუშაობს და იცის თხილის ცნობა. მეორე ჯერზე მოვიდა ექსპერტი გამომძიებელთან ერთად. ექსპერტმა თქვა, ეს არისო ა-------- ჯიშის ა---------------–- თხილი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საზღვარგარეთული თხილი მიიღო. თანხები ჯ----ს და ვ--–---- გადასცა. ასიანი კუპიურები მისცა ორივე შემთხვევაში. ჯერ იყო 5 შეკვრა, მერე - 8 შეკვრა. მანვე წარუდგინა გამომძიებელს რვეულის ასლი. ჯ------მ და ზ---------მ ზედნადებები ელექტრონულად გამოუგზავნეს, რომ თხილი მიიღო. ჯ------ს და ზ---------- თანხა ხელზე მისცა. მესხეთის თხილი არ იცის, გ------- თხილს გარედან აქვს ბუსუსები, მეორე ჯიშსს - უშიშურას ხაზები აქვს. მეგრული თხილი წითელია. კახეთში მრგვალი, მსხვილი თხილია, კანი ეცლება, მარნეულში უფრო წვრილია, მცხეთაში - წვრილი და თეთრი. მის მიერ მიღებული თხილი უფრო თეთრი იყო, უფრო მრგვალი. მეგრული თხილი უფრო მოგრძოა. ასეთი მრგვალი და თეთრი თხილი აქ არ არის. ადრე ასეთი თხილი არ ჩაუბარებია. თხილი ნახა და მიხვდა, რომ ის არ იყო ქართული. ეს იყო 13-15 კალიბრის თხილი. 50 და 80 ათასი იყო ამ 12 ტონის ფული. შეკვრები ლენტით იყო შეკრული.
მოწმე ჯ---------------ას ჩვენებით ირკვევა, რომ ვ--–--------------იას და მ----------------- ჰქონდა მოლაპარაკება 25-26----------ს ზუგდიდში თხილის გულის შესყიდვასთან დაკავშირებით. ამის მერე ის, ვ--–--------------ია და მ---------------ა შეხვდნენ ერთმანეთს, მივიდა სატვირთო მანქანა კონტეინერით. ისინი წინ წავიდნენ, უკან მ---------------ა და სატვირთო მანქანა მიყვებოდა. მ---------------ა მწვანე ფერის ო---–-ს ფურგონით იყო. სოფელ ყ---–-–----თან აღმოაჩინა, რომ სატვირთო არ მოყვებოდა. ვ--–--------------ია და მ---------------ა წავიდნენ სატვირთოს მოსაყვანად. უკანა გზაზე სატვირთო ჩავარდა ორმოში. კონტეინერი დაცალეს 2 ფ-------თ და ჯ---–----ში წავიდნენ. სატვირთო დაბრუნდა უკან. თხილი აწონეს და აღმოჩნდა 11536 კილო. თხილი მიყიდეს ბ------------–---ს 26----------ს. მ---------------ა ურეკავდა და კითხულობდა, როდის იქნებოდა ფული. ქართულ - გ------- და აჭარის თხილს გავდა მ----------------- მიერ მოტანილი თხილი. საღამოს ვ--–--------------იას ზემოაღნიშნულ ქარხანაში მასთან მივიდა მ---------------ა და მასთან ერთად მყოფი სატვირთო ა/მანქანის მძღოლი. თხილი მოთავსებული იყო თეთრი ფერის ტომრებში, რომელიც ქარხანაში დაცალეს მუშებმა: ზ--–-------------–-ამ, ა-------------მ და დ------–----ამ. შეთანხმების მიხედვით, ანაზღაურების სახით უნდა გადაეხადა 130000 ლარი. მ----------------- გადასცა პირველ ჯერზე მხოლოდ 50000 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხის გადახდაზე შეთანხმდნენ რამდენიმე დღეში. 201--–-–-ს 1 დეკემბერს ვ--–--------------იამ უთხრა, რომ უნდა მოსულიყო დარჩენილი თხილის თანხის ასაღებად მ---------------ა და რადგან თვითონ ოჯახური პირობების გამო ვერ ახერხებდა მის ნახვას, თვითონ ადაეცა მისთვის 80000 ლარი. მითითებისამებრ, ქ.ზუგიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მ----------------- და რვა შეკვრად გადასცა 80000 ლარი, რომელიც ასლარიანი კუპიურებით იყო წარმოდგენილი. რაც თხილს, ის ორ ნაწილად იქნა ჩაბარებული ქ.ზუგდიდში, ფაიფურის ტერიტორიაზე მდებარე თხილის მიმღებ ქარხანაში. სახლში რაც ჰქონდა, ის თხილიც ჩააბარა მ----------------- მიერ ჩაბარებულ თხილთან ერთად. 900 კილოზე მეტი იყო უშუალოდ მისი თხილი, რომელიც მეგრული თხილი იყო - მრგვალი. გ------- და აჭარის თხილი უფრო წვრილია. მას გავდა ის, რაც იყიდა.
მოწმე დ-----------–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 201--–-–-ს 1 დეკემბერს კ---------------–--მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ--------------- გადაადგილდება ფ----–ი და თან ქონდა თხილის საფასური 80 ათასი ლარი. დაკითხა კ---------------–--ი. ფ----–ი რკალზე, ტაძრის მიმდებარედ ნახეს მ---------------ა, განუმარტეს, თუ რაზე იყვნენ მისულები, წარუდინეს დადგენილება, ჩაატარეს ჩხრეკა. სავარძლის ქვემოდან ამოიღეს პარკში გახვეული ფული. აღმოჩნდა 100 ლარიანებით 80 ათასი ლარი. დაილუქა, შედგა ოქმი, რის შემდეგაც დააკავეს მ---------------ა. მუქი მწვანე ო---–-ს მარკის ავტომანქანა ამოიღეს. მეორე დღეს ნივთმტკიცება გახსნეს და დაათვალიერეს. მ---------------ა ესწრებოდა ჩხრეკას.
მოწმე ა-–-----------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ არ არსებობს აპარატი, რომელიც დაადგენს თხილის ჯიშს. ეს შეიძლება მხოლოდ ადამიანის განათლებით და გამოცდილებით. ფ-------- ყიდულობს მხოლოდ ა----–----- და ა-------- ჯიშს. პირველი არის მეგრული, მეორე - ა---------------–-. ეს ორი თხილი იცის, სხვა თხილები არ იცის, მაგრამ ა---------------–-ს გარჩევა შეუძლია ქართულისგან. აზრებაიჯანული არის პატარა კალიბრის, თხელი კანით, კანის ფერით, გაჭრისას სავსეა. ქართულს გაჭრისას ჩაღრმავება აქვს. ა---------------–- არ არის დაზიანებული მწერის მიერ. გემოც სხვანაირი აქვს. კანი აზერბაიჯანულს არ სცილდება მარტივად, ნაკლები ცხიმიანია. თხილის დარგში ექსპერტია, დიდი განათლება და გამოცდილება აქვს მიღებული. თხილის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა დ-------ას ქუჩაზე. ადგილი დალუქული იყო. გაიხსნა ლუქები, შევიდნენ. აიღეს თხილის ნაწილი. 100 % -ით ა---------------–- თხილი იყო. დაათვალიერა გარედან, გატეხა, გასინჯა და დარწმუნდა რომ ა---------------–- თხილი იყო. თხილის ხარისხის გარკვევაში უხდიან ხელფასს. ა------- ჯიშის თხილი საქართველოშიც შეიძლება დარგო, კახეთში მოჰყავთ ის. სხვა კუთხის თხილი არ იცის და შეიძლება გავდეს კიდეც ა-------- თხილს. გამომძიებელს არ უთქვამს, დალუქული თხილი მოპარული თხილიაო, თორემ შეამოწმებდა ლაბორატორიაში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ დ------–-----ს ჩვენების თანახმად, მუშაობს სოფელ ჯ---–----ში ვ--–--------------იას კუთვნილ თხილის ქარხანაში მუშად. 201--–-–-ს ნ--------- ბოლოს, დაახლოებით 22 საათზე მასთან სახლში ჯიპით მოვიდა ვ--–--------------ია, რომელმაც უთხრა, რომ სოფელ ყ---–-–----ში სატვირთო ავტომანქანის კონტეინერიდან გადმოსაცლელი იყო თხილის გული. ასევე წაიყვანა ჯ---- ჯ------, ზ--–-------------–-ა და ა---------–--------. წაყვანილი ყავდათ ვ--–--------------იას კუთვნილი ,,ფ-------“-ს მარკის ორი მიკროავტობუსი, რომლებშიც უნდა ჩაეტვირთათ თხილის გული. ვ--–--------------იამ მიიყვანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ყ---–-–----ში სოფელ გ-------–-–-- გადასახვევთან, სადაც ნახა, რომ წითელი ფერის სატვირთო ავტომანქანა ჩავარდნილი იყო ორმოში, რომელზეც მოთავსებული იყო ექვსმეტრიანი კონტეინერი და გზაზე გაჩერებული იყო ,,ო---–--------“-ს მარკის, მწვანე ფერის, ფურგონის ტიპის ავტომანქანა. იქვე იმყოფებოდნენ აღნიშნული ავტომანქანის მძღოლები. მძღოლმა გახსნა კონტეინერის კარი და ნახა, რომ შიგნით მოთავსებული იყო ორმოცდაათკილოგრამიანი ფქვილის თეთრი ფერის ტომრებით დარჩეული თხილის გული. ყველამ ერთად ჩამოცალა კონტეინერიდან აღნიშნული თხილის გული და ჩატვირთეს მიკროავტობუსებში. თხილის გულის დაცლაში ეხმარებოდა ,,ო---–--------“-ს მარკის ავტომანქანის მძღოლიც. აღნიშნული თხილის გული ჩატვირთეს მიკროავტობუსებში და მათი მეშვეობით სამი რეისით წაიღეს სოფელ ჯ---–----ში ვ--–--------------იას თხილის ქარხანაში. კონტეინერის დაცლის შემდეგ სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ორმოდან ამოიყვანა ავტომანქანა და წავიდა ქალაქ ზუგდიდის მიმართულებით, ხოლო ,,ო---–--------“-ს მარკის ავტომანქანის მძღოლი ვ--–--------------ია წამოყვა თხილის ქარხანაში. მივხვდა, რომ ,,ო---–--------“-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა მიყიდა ვ--–--------------იას აღნიშნული თხილის გული.
მოწმე ზ--------------–-ას ჩვენების მიხედვით, ნოემბერში სამუშაო საათების მერე ვ--–--------------იამ ყ---–-–----ში წაიყვანა. 5 ტონიანი მანქანა იყო, საიდანაც გადმოტვირთეს ტომრებით თხილი. ვ--–--------------იას მანქანაც იყო და ო---–- იდგა კიდევ. თხილი ვ--–--------------იას ქარხანაში წაიღეს. თხილი ფორდებზე დატვირთეს.
201--–-–-ს 1----------ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ----------------- მართვის ქვეშ არსებული ,,ო---–--------’’-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად მძღოლის სავარძლის ქვემოთა ნაწილიდან ამოღებულ იქნა შავი ფერი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა 80 000 ლარი.
მოწმე ა---------–--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ჯ---- ჯ------ს და ვ--–--------------იას თხილის ქარხანაში მუშაობდა. გვიანი იყო. თხილი უნდა ჩამოეტვირთათ მანქანიდან. კამ---- იყო ორმოში ჩავარდნილი გ-------–-–-- გადასახვევთან, ჩიხიდან გამოდიოდა, ვერ გაეტია, გვერდით ორმო იყო და უკანა ბორბალი ჩავარდა. ფორდებში გადმოცალეს და ჯ---–----ში წაიღეს თხილის გული. ჯ---- ჯ------მ და ვ--–--------------იამ იყიდეს ეს თხილი. ასეთი სხვა შემთხვევა არ ყოფილა.
201--–-–-ს 2 დეკემბერის დათვალიერების ოქმის თანახმად, თვალიერებულ იქნა შპს ,,ჯ-------–---’’-ს სამუშაო წიგნაკი, სადაც იკითხება, რომ 26----------ს ჯ----სგან (------ აიღო 15 კალიბრის ერთხელ 3096 კილოგრამი, მეორედ 3069 კგ. - ერთად 6138 კგ. თხილი, 27 ნოემბერს ჯ---- ჯ------სგან აიღო 13-15 კალიბრის 2969 კგ., 2762 კგ და 649 კგ. - ყველა ერთად - 6380 კგ. თხილი. 26 და 27 ნოემბერს ერთად 6138+6380=12518 კგ., 12518+201540 ლ -70600 ლ =130940 ლ.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, მ----------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის N--------------- იმეი კოდში გააქტიურებული იყო სატელეფონო ნომერი 5------------ მ----------------- ტელეფონში მოთავსებული სატელეფონო ნომერი 5----------- რეგისტრირებულია მისი მეუღლის - ე--------------------- სახელზე, მცხოვრები ქ. ფ-----, ა-----------------ში. 201--–-–-ს 2-----------ს 12:20 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:21 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:21 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 12:22 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 12:22 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:23 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 12:57 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 13:45 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 13:59 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 14:10 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 14:58 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 16:16 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 17:43 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 17:44 საათზე მ----------------- უკავშირდება ვ--–--------------ია ტელეფონის ნომრით 5-----------, 18:52 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 19:52 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 20:21 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 20:38 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 20:38 საათზე მ----------------- უკავშირდება ვ--–--------------ია ტელეფონის ნომრით 5-----------, 20:42 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 20:45 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 20:46 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 20:46 საათზე მ----------------- უკავშირდება ვ--–--------------ია ტელეფონის ნომრით 5-----------, 20:47 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 20:48 საათზე მ---------------ა უკავშირდება რ-------–-----–--ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 20:49 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 20:49 საათზე მ----------------- უკავშირდება თ--------------- ტელეფონის ნომრით 5------------ 20:50 საათზე მ----------------- უკავშირდება ვ--–--------------ია ტელეფონის ნომრით 5-----------, 20:50 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 20:51 საათზე მ----------------- უკავშირდება ვ--–--------------ია ტელეფონის ნომრით 5-----------, 20:53 საათზე მ---------------ა უკავშირდება რ-------–-----–--ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 20:54 საათზე მ----------------- უკავშირდება თ--------------- ტელეფონის ნომრით 5------------ 20:54 საათზე მ---------------ა უკავშირდება რ-------–-----–--ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 20:54 საათზე მ----------------- უკავშირდება თ--------------- ტელეფონის ნომრით 5------------ 20:57 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 21:01 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 21:07 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 21:07 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 21:09 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 21:18 საათზე მ----------------- უკავშირდება თ--------------- ტელეფონის ნომრით 5------------ 21:20 საათზე მ----------------- უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 21:22 საათზე მ----------------- უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 21:22 საათზე მ---------------ა უკავშირდება სატელეფონო ნომერს 5-----------, 21:26 საათზე მ----------------- უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 21:33 საათზე მ----------------- უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 21:46 საათზე მ----------------- უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 21:50 საათზე მ----------------- უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 21:56 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 21:59 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 22:13 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 22:14 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 22:15 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 22:24 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომრერზე 5------------ 22:33 საათზე მ----------------- უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 22:34 საათზე მ----------------- უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 23:17 საათზე მ----------------- უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 23:35 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 23:57 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 23:58 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომრერზე 5------------ 26----------ს 1:37 საათზე მ---------------ა უკავშირდება თ---------------ს ტელეფონის ნომერზე 5------------ 1:37 საათზე მ----------------- უკავშირდება თ--------------- ტელეფონის ნომრით 5------------ 2:04 საათზე მ----------------- უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 3:01 საათზე მ----------------- უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 3:39 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 12:40 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:47 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 13:04 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 15:34 საათზე მ----------------- უკავშირდება ვ--–--------------ია ტელეფონის ნომრით 5-----------, 15:34 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 15:35 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 15:49 საათზე მ----------------- უკავშირდება ჯ---------------ა ტელეფონის ნომრით 5------------ 16:48 საათზე მ----------------- უკავშირდება ვ--–--------------ია ტელეფონის ნომრით 5-----------, 17:09 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 2------------ 15:17 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 29 ნოემბერს 11:01 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 13:13 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 15:11 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 15:12 საათზე მ---------------ა უკავშირდება ვ--–--------------იას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 15:13 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 16:58 საათზე მ---------------ა უკავშირდება ჯ---------------ას ტელეფონის ნომერზე 5------------ 17:10 საათზე მ----------------- უკავშირდება ვ--–--------------ია ტელეფონის ნომრით 5-----------.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა დადათვალიერების ოქმის თანახმად, შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზ--------–-------მ 2017 წლის 07 თებერვალს სისხლის სამართლის N-0----------- საქმეზე, შსს ქ.ფ-----ს საქალაქო სამმართველოში ჩაატარა, 201--–-–-ს 01 დეკემბერს მ----------------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონის ლუქის გახსნა და დათვალიერება, რაც დალუქულია გამჭვირვალე პაკეტში 36/2 ლუქის ბეჭდით, ფირნიშზე იკითხება განმარტებითი ტექსტი ,,სს N0----------- საქმე, 201--–-–-ს 01 დეკემბერს ქ. ფ----–ი, რუსთაველის რკალზე მ----------------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,ნოკიას“ ფირმის ორბარათიანი მობილური ტელეფონის აპარატი იმეი კოდებით 3----------------------------------------“, იკითხება ასევე ხელმოწერები ,,მ.კ-----ა, დ------–-----------------–-------------–-----------–-------- და თარიღი ,, 0-------16 წ.“ ლუქზე იკითხება ფირნიშზე გარდამავალი ხელმოწერები. ლუქის გახსნამდე მისი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, ლუქის გახსნისას დადგინდა, რომ პაკეტში მოთავსებულია შავი ფერის „ნოკია“-ს ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, რომელშიც მოთავსებულია ორი სიმბარათი, რომელთაგან ერთი არის „ჯეოსელი“-ს ქსელის, ზოლო მეორეს აწერია „ბილაიანი“. ჩართულ იქნა აღნიშნული მობილური ტელეფონი და მოხდა მასში ჩაწერილი სატელეფონო ნომრების დათვალიერება, რითაც დადგინდა შემდეგი: ტელეწიგნში წერია ჯ---------------ას სატელეფონო ნომერი 5--------, რომელსაც ქვია ,,J---------”.
ბრალდებულ მ----------------- ჩვენების მიხედვით, ის დააკავეს ჭ--–------ში და არა ფ----–ი, შეურაცხყოფა მიაყენეს, მისი თანდასწრებით ავტომანქანა არ გაუჩხრეკიათ, ხელი არაფერზე მოუწერია, გარდა ავტომანქანის ჩხრეკისა, თუმცა ჩხრეკის ოქმი არ წაუკითხავს, რადგან ცემდნენ და აიძულებდნენ ხელის მოწერას. ფული ავტომანქანაში არ ედო, ნომერი 5----------- ეკუთვნის მას. ამ ტელეფონით მხოლოდ ის სარგებლობს. ვ--–--------------იას და ჯ---- ჯ------ს არ იცნობს, მათ არ შეხვედრია, მათთვის არ დაურეკია. მას ჰყავს ფურგონის ტიპის მწვანე ო---–--------, რომელსაც შპაკი ადევს. მან დაადასტურა, რომ დათვალიერების ოქმში სურათზე ასახულია მისი ავტომანქანის მსგავსი ავტომანქანა, რომელსაც მისი ავტომანქანის ნომერი აქვს. საღამოს ზუგდიდში სიარული არ უწევს.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ---------------ამ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გაასაღა 12 ტონაზე მეტი ოდენობით მეგრული თხილისგან განსხვავებული, ა---------------–- თხილის მსგავსი 13-15 კალიბრის დარჩეული თხილის გული ვ--–--------------იაზე და ჯ---- ჯ------ზე. აღნიშნული თხილი რომ დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული, ამას ადასტურებს აღნიშნული თხილის გასაღების ფორმა - კონსპირაციულად, ღამის საათებში, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მისი გასაღება. მიუხედავად იმისა, რომ გასაღებულია დიდი ოდენობით - 12 ტონაზე მეტი დარჩეული თხილი, არ არსებობს დოკუმენტაცია ამ თხილის წარმოშობის შესახებ. ირკვევა, რომ თხილი არ არის მეგრული წარმოშობის, რაც მიუთითებს მის ჩამოტანაზე. მით უფრო, რომ, როგორც ირკვევა, ის დიდი ალბათბით უცხოური წარმოშობის თხილია. თხილის წარმოშობის ადგილად მ---------------ამ თხილის მყიდველებთან დაასახელა ვანში არსებული მისი ქარხანა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამდენად, დაცვის მხარეს არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა დიდი ოდენობით დარჩეული თხილის წარმოშობაზე. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ, არ არის მოპოვებული კანონიერი გზით თხილი, რომელიც დიდი ალბათობით უცხოური წარმოშობის შეიძლება იყოს. თხილის უცხოურ წარმოშობაზე ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ მის გასაღებამდე რამდენიმე დღით ადრე იმავე რეგიონში უფრო დიდი ოდენობით ანალოგიური მონაცემების ა---------------–- წარმოების 13-15 კალიბრის დარჩეული თხილი იქნა ადამიანთა ჯგუფის მიერ დანაშაულებრივად დაუფლებული.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მ----------------- განმარტებას, რომ ის არ იცნობს ვ--–--------------იას და ჯ---- ჯ------ს, ვინაიდან საწინააღმდეგოს ადასტურებს მისი ტელეფონის ნომრიდან ამონაწერი, თავად ჯ---- ჯ------ს და ვ--–--------------იას, ასევე მათთან მომუშავე პირების ჩვენებები, ასევე ვიდეომასალა, სადაც ასახული ავტომანქანა რომ მისია, ამას თავად ბრალდებულიც მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ტელეფონის ნომრის მ-----------------ადმი კუთვნილებას ადასტურებს ასევე თავად ბრალდებულიც, რომელიც აღნიშნავს, რომ მხოლოდ თავად სარგებლობს მისით. ამ პირებთან ბრალდებულის კავშირს ადასტურებს ასევე მისი ავტომანქანის ჩხრეკიდან ზუსტად იმ ოდენობით თანხის ამოღება, რაც მას გადაუხადეს ჯ---- ჯ------მ და ვ--–--------------იამ. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩხრეკის ოქმის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ბრალდებულიც. მართალია, ის მიუთითებს, რომ ხელი მოაწერა ცემის გამო, რომ დაკავება მოხდა სხვაგან, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან შეთანხმებული და თანმიმდევრულია.
ამდენად გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ მ---------------ამ გაასაღა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 11 ტონაზე მეტი ოდენობით დარჩეული თხილის გული, რომლის წარმოშობის შესახებ რაიმე დოკუმენტი ბრალდებულს არ გააჩნია.
III.4. წინასწარი შეცნობა
მოწმე მ--–----------–----ას ჩვენებით ირკვევა, რომ ჯ----მ და ბ-----მ უთხრეს, რომ აჭარიდან მოჰქონდათ თხილი.
მოწმე ვ--–--------------იას ჩვენებით დადგენილია, რომ მ---------------ამ უთხრა, რომ გ------- თხილის გაყიდვა ჭირს და დახმარება სთხოვა გაყიდვაში. 14 ლარზე შეთანხმდნენ. გ------- თხილს ყველა არ იბარებს. მ---------------ა ზუგდიდის ავტოსადგურთან მივიდა თავისი ო---–-თ, რომელსაც კარი ქონდა დაშპაკული. მას მოყვა სატვირთო მანქანა. ეს ხდება ზამთარში ღამის 9 სთ-თვის.
მოწმე ჯ---------------ას ჩვენების თანახმად, საღამო ხანს მასთან მივიდა მ---------------ა და მასთან ერთად მყოფი სატვირთო ა/მანქანის მძღოლი.
მოწმე დ------–-----ს ჩვენების მიხედვით, 201--–-–-ს ნ--------- თვის ბოლოს (ზუსტი რიცხვი არ მახსოვს) ღამით დაახლოებით 22 საათზე მასთან სახლში ჯიპით მოვიდა ვ--–--------------ია, რომელმაც წაიყვანა სამუშაოდ, კერძოდ უთხრა, რომ სოფელ ყ---–-–----ში სატვირთო ავტომანქანის კონტეინერიდან გადმოსაცლელი იყო თხილის გული. ასევე წაიყვანა ჯ---- ჯ------, ზ--–-------------–-ა და ა---------–--------. წაყვანილი ყავდათ ვ--–--------------იას კუთვნილი ,,ფ-------“-ს მარკის ორი მიკროავტობუსი, რომლებშიც უნდა ჩაეტვირთათ თხილის გული. ვ--–--------------იამ მიიყვანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ყ---–-–----ში სოფელ გ-------–-–-- გადასახვევთან, სადაც ნახა, რომ წითელი ფერის სატვირთო ავტომანქანა ჩავარდნილი იყო ორმოში, რომელზეც მოთავსებული იყო ექვსმეტრიანი კონტეინერი და გზაზე გაჩერებული იყო ,,ო---–--------“-ს მარკის, მწვანე ფერის, ფურგუნის ტიპის ავტომანქანა. იქვე იმყოფებოდნენ აღნიშნული ავტომანქანის მძღოლები, რომელთა ვინაობა არ იცის. მივხვდა, რომ ზემოაღნიშნული ,,ო---–--------“-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა მიყიდა მას აღნიშნული თხილის გული.
მოწმე ზ--------------–-ას ჩვენებით ირკვევა, რომ ნოემბერში სამუშაო საათების მერე გამოიძახეს და ვ--–--------------იამ ყ---–-–----ში წაიყვანა. 5 ტონიანი მანქანა იყო. გადმოტვირთეს ტომრებით თხილი. ვ--–----ს მანქანაც იყო და ო---–- იდგა კიდევ.
მოწმე ა---------–--------ს ჩვენების თანახმად, ჯ---- ჯიგანის და ვ--–--------------იას თხილის ქარხანაში მუშაობდა. გვიანი იყო. თხილი უნდა ჩამოეტანათ კამ----დან, ორმოში იყო ჩავარდნილი და უნდა დავცალოთო. გ-------–-–-- გადასახვევთან იყო ჩავარდნილი. ჩიხიდან გამოდიოდა. ვერ გაეტია, გვერდით ორმო იყო და უკანა ბორბალი ჩავარდა. ფორდებში გადმოცალეს და ჯ---–----ში წაიღეს. თხილის გული იყო. თეთრი ტომრები იყო ჯ---- და ვ--–----მ იყიდეს ეგ თხილი. ესეთი სხვა შემთხვევა არ ყოფილა.
სასამართლო განმარტავს, რომ წინასწარი შეცნობა ნიშნავს იმ ფაქტის შეგნებას, რომ ნივთი მოპოვებულია დანაშაულის შედეგად. აღნიშნულს შეიძლება მოწმობდეს სხვადასხვა გარემოება: საქონლის რაოდენობა, მისი წარმოშობის დოკუმენტაციის ფლობა, მისი გაყიდვისთვის შერჩეული დრო და ვითარება და ა.შ. ამასთან, არ არის აუციელებელი იმის ცოდნა, თუ რა დანაშაულებრივი ქმედების შედეგადაა მოპოვებული აღნიშნული ნივთი.
წინასწარი შეცნობა, როგორც ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტი, პირის ცნობიერებაში არსებულ სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს, რის გამოც მისი დადგენა შეუძლებელია მანამ, სანამ ობიექტურად არ გამოიხატება რაიმე ქმედებაში. მოცემულ შემთხვევაშიც მისი არსებობა-არარსებობა უნდა დადგინდეს ჩადენილი ქმედების დეტალების მიხედვით. ირკვევა, რომ მ---------------ა ზოგადად არ არის ჩართული დარჩეული თხილის გულის დიდი ოდენობით მიღება-ჩაბარების საქმეში. მიუხედავად ამისა, ის დიდი ოდენობით არამეგრული წარმოშობის დარჩეული თხილის გულს აბარებს მისი წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე კონსპირაციულად - ღამის საათებში ისეთი მძღოლის დახმარებით, რომელსაც არც კი იცნობს. ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრალდებული უარყოფს იმ პირებთან ნაცნობობას, რომლებსაც ჩააბარა თხილის გული.
ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ მ---------------ამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება გაასაღა წინასწარი შეცნობით.
3.5. დიდი ოდენობა
საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის დამამძიმებელ გარმოებას წარმოადგენს ქედების ჩადენა დიდი ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ მითითებულია, თუ რა ითვლება დიდ ოდენობად. დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული.
მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით, სამუშაო წიგნაკის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ მ---------------ამ გაასაღა 11 ტონაზე მეტი თხილის გული, ხოლო თითო კილოგრამის ღირებულება აღემატებოდა 10 ლარს. ამდენად, დადგენილია, რომ მ---------------ამ წინასწარი შეცნობით გაასაღა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით თხილის გული.
4. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 177-ე მუხლი მოითხოვს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლებას, ხოლო მისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის გასაღებას დიდი ოდენობით. ობიექტური მხრივ ქმედების შემადგენლობა გამოიხატება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებაში. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ის ასაღებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ამ შედეგის დადგომა.
სუბიექტური შემადგენლობის მხრივ სსკ-ის 186-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა მ----------------- რაიმე ფორმით მონაწილეობა ქურდობაში, თუმცა დადგენილია, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება გაასაღა წინასწარი შეცნობით.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ----------------- მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მ----------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
მ----------------- პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედებით გამოწვეული შედეგი - დიდი ოდენობით ზიანისთვის აუცილებელზე ბევრად მეტი ზიანის გამოწვევა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვის არსებობა), მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას (დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (ღამის საათებში 100 ათას ლარზე მეტი ღირებულების ქონების გასაღება კონსპირაციულად), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (მესაკუთრისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია პირველი ქმედებისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალურთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა.
IV. ბრალდებულ მ-------------ისთვის წარდგენილი ბრალდება
1. წარდგენილი ბრალდების არსი
20-- წლის ნ--------- თვეში შპს ,,--–-----–---------“-ს, საზღვაო ხაზი ,,E--------“-ის კუთვნილი კონტეინერით ა------------------------–---დან საქართველოს გავლით ი----–-ის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 24 ტონა დარჩეული თხილის გული. 201--–-–-ს 8 ნოემბერს აღნიშნული კონტეინერები შეტანილ იქნა ქ. ფ----–ი, ლ------ას ქუჩაზე მდებარე შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალზე, რაც ცნობილი გახდა მ-------------ისთვის, რომელმაც განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა კონტეინერში მოთავსებულ თხილის გულს.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 201--–-–-ს 1-----------ს, ღამის საათებში, ზემოხსენებული თხილის გულის შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალიდან ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანამდე, მ-------------- სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად, მ-------------ის მართვის ქვეშ მყოფი „მ----“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანაზე მოთავსებული ნომერ E---------- კონტეინერიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით - 211200 აშშ დოლარის, ანუ 525 655.68 ლარის ღირებულების 24 ტონა დარჩეული თხილის გულს.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
20-- წლის ნ--------- თვეში შპს ,,--–-----–---------“-ს, საზღვაო ხაზი ,,E--------“-ის კუთვნილი კონტეინერით ა------------------------–---დან საქართველოს გავლით ი----–-ის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 24 ტონა დარჩეული თხილის გული. 201--–-–-ს 8 ნოემბერს აღნიშნული კონტეინერი შეტანილ იქნა ქ. ფ----–ი, ლ------ას ქუჩაზე მდებარე შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალზე.
ი----–-აში გადასაზიდი თხილის გულის შესახებ ინფორმაცია მიიღეს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდნენ მას და დახმარება სთხოვეს მძღოლ მ--------------ს. კერძოდ, მ--------------ს, რომელსაც ხელშეკრულებით ევალებოდა, სატვირთო ავტომანქანით თხილის გულით სავსე კონტეინერი ტერმინალიდან პირდაპირ ნავსადგურში მიეტანა, დანაშაულებრივი შეთანხმების მიხედვით, კონტეინერი უნდა გადაეტანა სხვა მიმართულებით და ავტომანქანა გადაეცა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებისთვის, რომლებიც ლუქის დაუზიანებლად დაცლიდნენ კონტეინერს და მალევე ცარიელ მდგომარეობაში დაუბრუნებდნენ მ--------------ს, რომელსაც ცარიელი კონტეინერი უნდა მიეტანა ნავსადგურში, სადაც ის მოთავსდებოდა საზღვაო ტვირთმზიდზე. მ--------------ს დაპირდნენ დახმარების სანაცვლოდ ფულად თანხას.
201--–-–-ს 1-----------ს მ--------------მ „მ----“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანით კონტეინერი N E-----------ში მოთავსებული 24 ტონა თხილის გული 21:51 საათზე გაიტანა ტერმინალიდან წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, სადაც ავტომანქანა გარკვეული პერიოდით გადასცა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს - წინასწარი შეთანხმებისამებრ, დაეხმარა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს 211200 აშშ დოლარის, ანუ 525 655.68 ლარის ღირებულების 24 ტონა დარჩეული თხილის გულის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებაში. მ-------------ის მონაწილეობის გარეშე მოხდა ლუქის დაუზიანებლად კონტეინერის გახსნა, თხილის გულისგან მისი დაცლა და კონტეინერის დაუზიანებლად კვლავ მ-------------ისთვის დაბრუნება. ცარიელი კონტეინერი მ--------------მ 23:13 საათზე მიიტანა ნავსადგურში, სადაც ტვირთის წონის მზომი ამწის მეშვეობით თითქმის ცარიელი კონტეინერი დატვირთულ იქნა საზღვაო კონტეინერმზიდ ,,E---------“-ზე ი----–-აში გადაზიდვის მიზნით. ტვირთის ი----–-აში ჩასვლის შემდეგ კომპანია ფ--------დან მოვიდა ცნობა, რომ კონტეინერი ი----–-აში ჩავიდა ცარიელი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება
ბრალდებულ მ-------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ კონტეინერები გადააქვს. 201--–-–-ს ნოემბერის შუა რიცხვებში მ----------------თან შეთანხმდა, რომ მანქანა უნდა დაეტვირთა, მიეცა მ----------------თვის. ის წაიყვანა და მოიყვანდა დაცლილს, რაც უნდა მიეყვანა ნავსადგურში. კონტეინერში 30 ტონა თხილი ეტევა. გემი მოვიდა 1-----------ს. შევიდა ტერმინალზე, დატვირთა მანქანა. მოვიდა მ--------------- ბმვ-ის მარკის ავტომანქანით. ღამის 10-11 სთ. იყო. მ--------------- ჩაუჯდა მანქანაში და გაემართნენ ნავსადგურისკენ. გზაზე მ---------------- მისცა ავტომანქანა. თვითონ იქ იცდიდა. მერე ფეხით წავიდა მ----------------კენ. ხმაური გაიგო მესამე ჩიხთან, ნახა თავისი ავტომანქანა და ბმვ-ს მარკის ავტომანქანა, რომელიც მოყვებოდა. უკან დაბრუნდა და დაიცადა იქ, სადაც მანამდე იდგა. ზ-------მ იქ მიუყვანა მანქანა. გააგრძელა გზა ნავსადგურისკენ. დატვირთული მანქანა მისცა მ---------------- და ცარიელი მოუყვანა. თხილი იყო კონტეინერში. მ---------------- მანქანა უნდა წაეყვანა და 10 ათასი ლარი უნდა მიეცა, როცა რეალიზაციას გააკეთებდნენ. კონტეინერის პორტამდე მისვლას 20 წუთი უნდა. დაახლოებით 40 წუთში მოუყვანა ზ-------მ მანქანა. მჩატედ მიჰქონდა დაბრუნებული კონტეინერი. როგორც ცარიელი დაჰქონდა ადრე, ისეთი იყო.
მოწმე ზ-------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 201--–-–-ს 4 ნოემბერს ტერმინალში სინჯის აღების დროს ტომრებში თხილი იყო და არ აკლდა თხილი. ბიჭები ზემო ტომრებზე დადიოდნენ. მერე ხელახალა ლუქები დაადეს. კონტეინერი ა-------------დან ი----–-აში მიდიოდა. კ-----------დან პორტამდე მაქსიმუმ 1 სთ. შეიძლება დასჭირდეს, თუ მანქანას რაიმე მოუვიდა. პირდაპირ თუ წავიდა, 15-20 წუთი სჭირდება მაქსიმუმ. პორტში გადატანამდე შეიძლება რამდენიმე დღე იდგა იქ კონტეინერი.
მოწმე გ-------–-–----ას ჩვენებით დასტურდება, რომ 9 ნოემბერს აიღეს სინჯები. 40 ფუთიანი ევ---------ს კონტეინერ-მაცივარ იყო. თხილი არ აკლდა. სინჯები ამოიღეს ყველა ტომრიდან. ი-–------------–--მ ევ---------ს ხაზის ლუქი დაადო. სათვალთვალო კამერის წინ დაათვალიერეს კონტეინერი. ა-------------დან იყო კონტეინერი, ი----–-აში მიდიოდა. პორტიდან ტერმინალამდე 5-6 კმ იქნება.
მოწმე დ------------ს ჩვენების თანახმად, ტერმინალში სინჯის აღებისას კონტეინერში ყველა ტომარა სავსე იყო.
მოწმე ი-–------------–--ს ჩვენების მიხედვით, 201--–-–-ს 8 ნოემბერს შპს ,,--–-----–---------“-მ ა------------------------–---დან ქ.ფ----–ი გადმოზიდა და იმავე დღეს შპს „კ-----------------“-ს ტერმინალზე დაასაწყობა საზღვაო ხაზ ,,E--------“-ის კუთვნილი ერთი ცალი E---------- ნომრის მქონე კონტეინერი, რომელშიც დოკუმენტაციის მიხედვით ჩატვირთული იყო ა---------------–--------------------’’-ს კუთვნილი 24 ტონა თხილის გული. 201--–-–-ს 09 ნოემბერს კომპანიაში გამოცხადდა ზემოთაღნიშნული ტვირთის მიმღები ი----–-ური კომპანია ,,F-----“-ს შვილობილი კომპანია შპს „ა--------------“-ს წარმომადგენელი ა-–-----------------, რათა შპს „კ-----------------“-ს ტერმინალზე მოეხდინა ზემოთაღნიშნული კონტეინერის გახსნა და თხილის გულის სინჯის აღება. ვინაიდან ტვირთის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი იყო შპს „გლ-----–---------“, როგორც ამ კომპანიის წარმომადგენელი ხელმძღვანელების დავალებით წავიდა შპს „კ-----------------“-ს ტერმინალზე, რათა მონაწილეობა მიეღო კონტეინერის გახსნაში და შემდეგ დაედო ახალი ლუქი. შპს „კ-----------------“-ს წარმომადგენლის რ----- მ----–---–ის მითითებით ზემოთაღნიშნული კონტეინერი ამწე კრანის მეშვეობით დადეს ლურჯი ფერის, მისაბმელიან სატვირთო ავტომანქანაზე და დააყენეს შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალის ტერიტორიაზე მოწყობილ სპეციალურ ადგილას, ვიდეოკონტროლის ზონაში. კონტეინერის გახსნას მასთან ერთად ასევე ესწრებოდა შპს „კ-----------------“-ს წარმომადგენლი რ----- მ----–---–ი, შპს „ა--------------“-ს წარმომადგენელი ა-–----------------- ორ მუშასთან ერთად და მებაჟე ოფიცერი გ------------–--–-----. კონტეინერების გახსნამდე გაამოწმა ლუქები, რომელთა მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ასევე შევამოწმე ლუქებისა და კონტეინერის ნომრები და ისინი შეესაბამებოდნენ დოკუმენტაციაში მითითებულ ნომრებს. ამის შემდეგ ზემოთჩამოთვლილი პირების თანდასწრებით მოხდა კონტეინერის გახსნა, სადაც მოთავსებული იყო დარჩეული თხილის გულით სავსე თითოეული 1 ტონიანი 24 ცალი თეთრი ფერის ტომარა, რაც საერთო ჯამში დოკუმენტაციის მიხედვით შეადგენდა 24 ტონას. ა-–-----------------ს მითითებით კონტეინერში შევიდა მის მიერ მოყვანილი ორი მუშა, რომლებმაც ტომრებიდან ამოიღეს საერთო ჯამში 6 კგ. თხილის სინჯი. შემდეგ დაკეტეს ზემოთაღნიშნული კონტეინერის კარი და დაადეს შპს „E--------“ ლუქი, ხოლო მებაჟე ოფიცერმა დაადო საბაჟოს ლუქი, რაზეც შპს ,,კ-----------------“-ს წარმომადგენლის რ----- მ----–---–ის მიერ შედგენილ იქნა სათანადო აქტი და კონტეინერი ისევ დასაწყობებულ იქნა ტერმინალის ტერიტორიაზე. 201--–-–-ს 1-----------ს ფ-----ს საზღვაო ნავსადგურის მე-14 ნავმისადგომთან ჩამოდგა საზღვაო ხაზ ,,E--------“-ის კუთვნილი კონტეინერმზიდი გემი სახელწოდებით ,,E---------“. შპს „გლ-----–---------“-მ ქვეკონტრაქტორ კომპანია შპს ,,ე-–---------“-ს შეუკვეთა უნაგირა საწევარა ავტომანქანები, რათა სხვადასხვა ტერმინალებიდან მოეხდინა ფ-----ს საზღვაო ნავსადგურის მე-14 ნავმისადგომამდე კონტეინერების გადაზიდვა. იმავე დღეს დარჩეული თხილის გულით სავსე ზემოთაღნიშნული კონტეინერი შპს ,,ე-–---------“-ს მიერ დაქირავებული უნაგირა საწევარა ავტომანქანით რომლის სახ. ნომერია T------, ხოლო მისაბმელის ნიმერი D----, 21:51 საათზე გატანილ იქნა საბაჟო ტერმინალ შპს ,,კ-----------------“-ს ტერიტორიიდან და ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანილია 23:13 საათზე, საიდანაც შემდეგ საზღვაო ხაზ ,,E--------“-ის კუთვნილი ტვირთმზიდ გემით გადაზიდულ იქნა ი----–-ის ქალაქ ტ---------ამდე. 201--–-–-ს 12 ნოემბერს ი----–-იდან დაუკავშირდნენ შპს „გლ-----–---------“-ს ხელმძღვანელობას და შეატყობინეს, რომ ი----–-ის ქალაქ ტ---------აში გახსნილ იქნა მათ მიერ გაგზავნილი დარჩეული თხილის გულით დატვირთული ზემოთაღნიშნული კონტეინერი, რომელიც აღმოჩნდა ცარიელი. ტვირთი მოპარულია საბაჟო ტერმინალ ,,კ-----------------“-დან გატანის შემდეგ ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში მიტანამდე. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საბაჟო ტერმინალ ,,კ-----------------“-დან ფ-----ს საზღვაო ნავსადგურამდე ტვირთის გადაზიდვასათვის საჭიროა დაახლოებით 15-20 წუთი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კონტეინერი ფ-----ს საზღვაო ნავსადგურში შეტანილია 1 საათსა და 22 წუთში. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ 201--–-–-ს 1-----------ს E---------- ნომრის მქონე კონტეინერითან ერთად იმავე პერიოდში, იმავე გემზე დასატვირთად უნაგირა საწევარა ავტომანქანებით ტერმინალ „კ-----------------“-დან „ფ-----ს საზღვაო ნავსადგურამდე“ გადაზიდულ იქნა სხვა კონტეინერებიც, რომლებთა შორის იყო ისეთი კონტეინერი, რომელიც ტერმინალიდან გატანილ იქნა თხილის გულით დატვირთულ E---------- ნომრის მქონე კონტეინერის გატანის შემდეგ და ფ-----ს საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე შეტანილია ზემოთაღნიშნული კონტეინერის შეტანამდე. 201--–-–-ს 09 ნოემბერს შპს ,,კ-----------------“-ს საბაჟო ტერმინალის ტერიტორიაზე E---------- ნომრის მქონე კონტეინერის გახსნისას შიგნით მოთავსებული იყო დარჩეული თხილის გულით სავსე 24 ცალი, თეთრი ფერის 1 ტონიანი ტომარა, რომელიც დოკუმენტაციის მიხედვით შეადგენდა 24 ტონას, ხოლო თხილის გულის სინჯის აღების შემდეგ ზემოთაღნიშნული კონტეინერი მის და მებაჟის მიერ, ზემოთჩამოთვლილი პირების თანდასწრებით დალუქულ იქნა ხელახლა. დაადასტურა. იმ დღეს მათი ყველა კონტეინერი გადაამოწმეს. ზოგი 10 წუთში იყო მისული, ზოგი ნახევარ საათში. ყველაზე დიდი დრო - 1 სთ და 22 წთ დასჭირდა ამ კონტეინერის გადაზიდვას.
მოწმე ს--------–-----–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ მ-------------- არის მისი დაქირავებული მძღოლი. მ-------------- 1-----------ს იყო გადამზიდავი. მძღოლებს კონტეინერები ტერმინალიდან პორტში და პორტიდან უკან უნდა გადაეზიდათ. გემის დადგომამდე სამუშაო ბიუროში სიას აგზავნის მძღოლების.
მოწმე რ-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დათვალიერდა კონტეინერი და დაილუქა, ინახებოდა გემზე გასვლამდე. დათვალიერებისას ტვირთი იდო. 3-5 კილომეტრში არის პორტის შესასვლელი. მაქსიმუმ ნახევარი საათი სჭირდება იქ მისვლას.
მოწმე ზ------------–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ არის მე-14 ნავსადგომის მეამწე. აქვთ გოტვილდის და იფხერის ამწეები. გოტვილდის ამწეზე მუშაობს, რომელსაც სასწორი აქვს. ამწეს კომპიუტერი აქვს, რაც ინახავს მონაცემებს.
მოწმე კ-----–-----ას ჩვენების თანახმად, კონტეინერზე ლუქებს ამოწმებს ტერმინალზე. ტერმინალიდან დაუზიანებელი ლუქით გავიდა კონტეინერი.
მოწმე რ----- მ----–---–ის ჩვენების მიხედვით, 201--–-–-ს 8 ნოემბერსაა შემოსული ტვირთი. 9-შია გახსნილი წარმომადგენლებთან ერთად, რის შემდეგაც ხელახლა დალუქეს. ლუქები საღი იყო. ლუქი ადევს ქვევიდან 1/3-ში. 2 ლუქი ადევს. ხაზის ლუქი მწვანეა. კონტეინერში თხილი იყო. მეორე არის საბაჟო ლუქი. გამართული მანქანა 15-20 წუთში მივა ტერმინალიდან, თუ რიგები არ არის პორტში.
მოწმე თ------------–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ კონტეინერში 24 ტონა თხილი იყო. ტრანზიტის დოკუმენტში ეწერა, რომ ა-------------დან მოდიოდა ტვირთი. ტერმინალში კვარტრექსში მიიღეს ტვირთი. ტერმინალიდან ნავსადგურში მიდის მანქანა, იტვირთება. მ--------------მ გაიტანა კონტეინერი ნავსადგურამდე. ი----–-იდან აცნობეს წარმომადგენლებმა, რომ კონტეინერი ცარიელია. რა ლუქითაც მიიღეს, იმავე ლუქით ჩავიდა. ფიქრობს, რომ ფ----–ი ნავსადგურში მისვლამდე გაიხსნა კონტეინერი იმიტომ, რომ ტრანსპორტირება გაგრძელდა დიდხანს უჩვეულოდ. მეორე მიზეზი - მე-14 ნავმისადგომზე დაიტვირთა ტვირთი, სადაც ტვირთის წონის დადგენა შეიძლება. იქიდან მივიდა ინფორმაცია, რომ ტვირთი არის კონტეინერის წონა, ე.ი. კონტეინერი დაიტვირთა გემზე ცარიელი. ევერგრინს შიდა მოკვლევის განყოფილება აქვს. მათ დაიწყეს მოკვლევა და დაადგინეს, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა მომხდარიყო რამე, იყო ფ-----.
მოწმე პ--------–-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნავსადგურიდან ტერიმანალმდე 2-3 კილომეტრი მანძილია და 15 წუთი სჭირდება მის გავლას.
მოწმე ვ----–-----–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ მ-------------- იყო გადამზიდველი. 3-4 კილომეტრი იქნება ტერმინალიდან ნავსადგურამდე. 15 წუთი უნდა მისვლას. მანქანა 1 საათი და 20 წუთი დაგვიანებით მივიდა.
მოწმე ლ--------–------ს ჩვენების თანახმად, არის 211200 დოლარის იყო თითო კონტეინერი. მათ კონტრაქტორ ხაზს კვარტრექსთან ჰქონდა ხელშეკრულება და მისი ტერმინალიდან უნდა გასულიყო. მ--------------მ გაიტანა ტვირთი ტერმინალიდან. ეს წერია საბაჟო მოწმობაში.
სს კორპორაცია „ფ-----ს საზღვაო ნავსადგური“-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 14.12.201--–-–-ს წერილით ირკვევა, რომ N E---------- რეფ. კონტეინერის ფ-----ს საზღვრო ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე შემოსვლის დროა 1---------წ 23:13 სთ. N E---------- რეფ. კონტეინერი შემოტანილი იქნა ნავსადგურში შემდეგი ავტომანქანით - ა/მ „ ს-------მ----“ სახ ნომერი T------, მისაბმელის ნომერი D-----, მძღოლი მ--------------. N E---------- რეფ. კონტეინერი დაიტვირთა გემზე E-----------------------), 201--–-–-ს 1-----------ს 23:17 საათზე. N E---------- რეფ. კონტეინერის საერთო წონა ,კონტეინერის ოპერატორისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შეადგენდა 28 810 კგ-ს, ამწის მონაცემების გადამოწმებით კი აღმოჩნდა, რომ კონტეინერის წონა გემზე დატვირთვისას შეადგენდა 5 660 კგ-ს. ნავსადგურის მეამწე - ზ------------–---.
შპს „ბ--------------------“ დირექტორის წერილით დადგენილია, რომ ცარიელი მაცივარ-კონტეინერი N E---------- წონა შეადგენს 4750 კილოგრამს.
კონტეინერის ელექტრონული აღრიცხვის ფორმით დასტურდება, რომ იკითხება შემდეგი მონაცემები: კონტეინერი N E----------, კონტეინერის ტიპი 4---, გემის ვიზიტის N H-------. მიმართულება - გასვლა, წონა 24060, დანიშნულების ადგილი კ----------------- ღია, სტატუსი დახურული, ლუქის N G--------------------, ავტომანქანის N -T------/D----, რეგისტრაცია 1---------; 11:39:25 , გაშვება 1---------- 21:51:59, გამოცხადება 1--------- 23:13:20.
შპს სსს კომპანია „--–--–--“ დირექტორის წერილის მიხედვით, მ----ს მარკის სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით T------ ირიცხება შპს სამშენებლო სამონტაჟო კომპანია „მ-–--–-“-ს ბალანსზე. 2014 წლის 10 ნოემბრიდან ეს ავტომანქანა მინდობილობით არის გაცემული მ--------------ზე, რასაც ადასტურებს სანოტარო აქტი.
პირველი რაიონის საკონტროლო გამშვები პუნქტის სათვალთვალო კამერის ვიდეომასალით ირკვევა, რომ ის დათარიღებულია 201--–-–-ს 19 ნოემბრით და კადრი იწყება 23:09:54 საათზე. კადრის დაწყებისთანავე საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით, ფ-----ს საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე შედის მ----ს მარკის, მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა სახ. ნომრით F------, რომელსაც უკან მიყვება და რამოდენიმე წამიანი შეყოვნების შემდეგ მ----ს მარკის, მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით T------, რომელსაც ფ-----ს საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე შეაქვს E----------- ნომრის მქონე მოთეთრო ფერის მაცივარ კონტეინერი წარწერით ,,E--------. აღნიშნულ ავტომანქანას უკან მიყვება „M--“-ის მამრკის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა და აფაილში ამით სრულდება ვიდეოკადრი.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს მ-------------ის მიერ ტერმინალიდან თხილის გულით სავსე კონტეინერის გამოტანას, ხოლო ნავსადგურში ცარიელი კონტეინერის დაგვიანებით შეტანას. ამასვე ადასტურებს მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია, რომ ტერმინალის ტერიტორიაზე კონტეინერი არ დაცლილა.
აქვე უნდა ითქვას, რომ მ--------------მ დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა თავის ჩვენებაზე, აღნიშნა, რომ ის არ შეესაბამება სინამდვილეს და სასამართლომ ის არ უნდა გაიზიაროს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ამ ჩვენებას დამაჯერებლობის და სარწმუნოობის ნაკლები ხარისხი ახასიათებს სხვა ბრალდებულებთან დაკავშირებით, ვინაიდან გადმოცემული ინფორმაცია არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება კიდეც მათ. ამასთან, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს პოზიცია და უარყოს აღიარება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში შეიქმნა ვითარება, როცა ბრალდებულის ჩვენება მისივე სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს. ასეთ ვითარებაში სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დაეყრდნოს ბრალდებულის ჩვენების ამ ნაწილს. კერძოდ, დადგენილია, რომ ტვირთი ტერმინალიდან გაიტანა მ--------------მ და ნავსადგურამდე ის არ მიიტანა. დადგენილია ასევე, რომ მ--------------მ გზაში დაჰყო უჩვეულოდ დიდი ხანი. ეს გარემოება ახსნილია თავად ბრალდებულის ჩვენებაში, სადაც ის ამბობს, რომ სხვა პირს გადასცა ავტომანქანა, რომელსაც უცდიდა, ხოლო იმ პირმა ეს ავტომანქანა უკვე დაცლილ მდგომარეობაში დაუბრუნა მას. მისივე ჩვენებით, ამაზე ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები. მართალია, იმ პირის ვინაობის დადგენა სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდა მიუხედავად ბრალდებულის მიერ კონკრეტული პირის დასახელებისა, რადგან არ წარმოდგენილა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე კონკრეტული ადგილი, თუ სად მოხდა ავტომანქანის დაცლა, ვერ დადასტურდა სხვა მტკიცებულებებთან წინააღმდეგობის გამო, თუმცა ჩვენების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც მან სხვას გადასცა ავტომანქანა და მას ელოდებოდა, შეიძლება გაზიარებულ იქნეს. მით უმეტეს, ქურდობაში დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩართულობაზე მიუთითებს დროის მოკლე მონაკვეთში 24 ტონიანი კონტეინერის ლუქის დაუზიანებლად გახსნა, მისი დაცლა და დაბრუნება. ამის გაკეთება შეუძლებელი იყო ერთი ადამიანის მიერ. ამდენად, კონტეინერი დასაცლ--–-დ ბრალდებულმა სხვებს რომ გადასცა, ამ ნაწილში ჩვენება გასაზიარებელია. მით უფრო, რომ ჩვენების ეს ნაწილი ბრალდებულის სასარგებლოც არის, ვინაიდან მიუთითებს, რომ ის კი არ დაუფლებია ტვირთს, არამედ მას დაეუფლნენ სხვა პირები, რომლებსაც ბრალდებული დაეხმარა მის დაუფლებაში ტვირთის მიტანით. ასევე გასაზიარებელია ჩვენების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს დახმარების სანაცვლოდ შეპირდნენ ფულად ანაზღაურებას, თუმცა პირობა არ შეასრულეს. ეს გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მ-------------- თავიდანვე მოქმედება, რათა დახმარებოდა დანაშაულებრივ დაჯგუფებას სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებაში, რაც შეასრულა კიდეც ისე, რომ ის თავად არ დაუფლებია ამ ნივთს, მხოლოდ დაეხმარა სხვებს მის დაუფლებაში.
3.2. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
მიზანი, როგორც ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტი, პირის ცნობიერებაში არსებულ სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს, რის გამოც მისი დადგენა შეუძლებელია მანამ, სანამ ობიექტურად არ გამოიხატება რაიმე ქმედებაში. მოცემულ შემთხვევაშიც მიზნის არსებობა-არარსებობა უნდა დადგინდეს ჩადენილი ქმედების დეტალების დადგენით.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, ი----–-იდან მიღებული ცნობებით, საქმეში ჩართული კომპანიების წარმოამდგენლების ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ მიიღეს ზარალი. დადგენილია, რომ მ-------------- მოქმედებდა არა უშუალოდ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არამედ იმისათვის, რომ სხვა პირებს დახმარებოდა, ისინი დაუფლებოდნენ ნივთს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დანაშაულებრივ დაჯგუფებას რომ მართლა ამოძრავებდა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ ნივთი მესაკუთრეებისათვის მათ არ დაუბრუნებიათ და არც რაიმე მონაცემი არსებობს იმის შესახებ, რომ მათ ეს ნივთი კი არ მიისაკუთრეს, არამედ მოახმარეს რაიმე მართლზომიერ მიზნებს.
ამდენად, წარმოდგენილი მასალებით, თავად ბრალდებულის ჩვენებით და დაუფლებული ნივთის გაუჩინარებით დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ არა თავად მ--------------, არამედ დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელსაც ბრალდებული ეხმარებოდა, მოქმედებდა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
3.3 საცავში შეღწევა, დიდი ოდენობა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის დამამძიმებელ გარმოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა საცავში უკანონო შეღწევით.
სასამართლო განმარტავს, რომ საცავი ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულია ფასეულობათა განსათავსლებლად.
მოცემულ შემთხვევაში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით და ვიდეოჩანაწერებით დადგენილია, რომ თხილის გული, რომლის დაუფლებაშიც დაეხმარა მ-------------- სხვა პირებს, მოთავსებული იყო კონტეინერში, რომელიც იყო დალუქული სპეციალური პლომბით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული მ-------------- დაეხმარა დაუდგენელ პირებს კონტეინერში (ე.ი. საცავში) შეღწევაში.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რიმ თხილის გულები იყო მოთავსებული კონტეინერში, რომელიც იყო დალუქული. ასევე დადგენილია, რომ კონტეინერი წარმოადგენს საცავს. დადგენილია, რომ მაშინ, როცა მ--------------მ კონტეინერი წამოიღო ტერმინალიდან, კონტეინერი იყო სავსე, ხოლო მიტანისას კონტეინერი აღმოჩნდა ცარიელი.
ამდენად ირკვევა, რომ მოხდა დალუქული კონტიენერიდან - საცავიდან თხილის გულების გადმოტანა, რაც თავის მხრივ გულისხმობს აღნიშნულ საცავში შეღწევას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ლ--------–------ს ჩვენების თანახმად, 211200 დოლარის ღირებულების იყო თითო კონტეინერი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ კონტეინერში განთავსებული იყო 24 ტონა დარჩეული თხილის გული. ასევე დადგენილია, რომ მსგავსი თხილის გული, როგორც ძნელად გასასაღებელი, გაყიდულ იქნა ერთი კილო 14 ლარად.
საქართველოს ეროვნული ბანკის 1--------- წლის ოფიციალური კურსის თანახმად, ლართან მიმართებაში 1 აშშ დოლარია 2.4889 ლარი.
ამდენად, ეს მონაცემები ერთმანეთთან შესაბამისობაშია. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ მითითებულია დიდი ოდენობა. დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულის ქმედებამ გამოიწვია დიდი ოდენობით ზიანი.
4. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად აცხადებს ქურდობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაში, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, დახმარებას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის ფარულად დაუფლებაში დახმარებას. ობიექტური მხრივ ქურდობა აქტიური მოქმედებით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ის ეხმარება ქონების ფარულად დაუფლებაში, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ამ შედეგის დადგომა.
სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მატერიალურ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას.
სუბიექტური შემადგენლობის მხრივ სსკ-ის 177-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას.
საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას. იმისათვის, რომ ბრალდებული ცნობილ იქნეს დანაშაულში დამხმარედ, არ არის საკმარისი მხოლოდ ამსრულებლის მოქმედების დადასტურება, არამედ აუცილებელია ამსრულებლის ქმედებასთან ბრალდებულის კავშირის, კერძოდ - ხელის შეწყობის დადგენა.
ქმედების გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული დაეხმარა სხვა პირებს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სხვისი თხილის გულების სხვისთვის მიცემით ეხმარებოდა სხვა პირებს ქურდობის ჩადენაში.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ-------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მძიმე ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მ-------------ის პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ქმედებით გამოწვეული შედეგი, რაც ბევრად აღემატება დიდი ოდენობისთვის საკმარის მინიმალურ ოდენობას.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვის არსებობა), მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას (დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (ქურდობაში დახმარება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (მესაკუთრისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 10 წლამდე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალურთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა.
7. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სსსკ–ის 79–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, საქმეზე ნივთმტკიცებებად ცნობილი 80000 ლარი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს; მობილური ტელეფონის აპარატი, ,,ო---–--------’’-ს მარკის ავტომანქანა, ,,მ----’’-ს მარკის სატვირთო ავტომანქანა, ,,ს-----’’-ს მარკის უნაგირა საწევარა და მისაბმელი, ,,მ----------’’-ს მარკის ავტომანქანა, პირადობის მოწმობა და პასპორტი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; CD-R და DVD-R დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თხილის გული დაუბრუნდა დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-
274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–-------------- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა’’, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (201--–-–-ს 6 ნ--------- ქმედება) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა’’, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (201--–-–-ს 1------------ ქმედება) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი-----–---------------თვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------------------- განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ფ--------–--------------------ში (საკადასტრო კოდი 0------------------), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
გამართლებულ ი-----–--------------- განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
მ--------------- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა’’, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (201--–-–-ს 6 ნ--------- ქმედება) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა’’, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (201--–-–-ს 1------------ ქმედება) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მ----------------თვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------------------- განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე მ--------–--------–----–----------------–------------ში (საკადასტრო კოდით 4-----------), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
გამართლებულ მ---------------- განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
მ----------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა’’, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
მ---------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
მ----------------- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 201--–-–-ს 1----------იდან 2017 წლის 22 ივნისის ჩათვლით.
მ-----------------თვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------------------- განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ფ-----, ა-----------------ში (საკადასტრო კოდით 0-----------), მოეხსნას ყადაღა და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
მ-------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა’’, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 25, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა’’, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე.
მ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა’’, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
მ--------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 201--–-–-ს 2----------------------–-–---------------–-ს ჩათვლით.
მ-------------ისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ფ-----ს საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------------------------- (1-------17) განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე წ---–--------------------------–-----------------------------------------–-----------------------------------------------), მოეხსნას ყადაღა და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: 80000 ლარი დაუბრუნდეს დაზარალებულს; მობილური ტელეფონის აპარატი, ,,ო---–--------’’-ს მარკის ავტომანქანა, ,,მ----’’-ს მარკის სატვირთო ავტომანქანა, ,,ს-----’’-ს მარკის უნაგირა საწევარა და მისაბმელი, ,,მ----------’’-ს მარკის ავტომანქანა, პირადობის მოწმობა და პასპორტი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; CD-R და DVD-R დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თხილის გული დაუბრუნდა დაზარალებულს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია