განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
020100118002713311
დავის ტიპი
187 1
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002713311

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/587-18 27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი კ----------------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული გ-------–-----------------------------------–-------–-–-------------------------–----------–-----------------------------------–-----------–---------------------–--------------–------------------–--------------------------------------------------------–---–-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

201--–-–------------------ს, დაახლოებით 18 საათსა და 15 წუთზე ქ. ზუ------–--------------------------------–----------------ე, ყოფილი სასტუმრო ,------–ი’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს გ-------–-------მ ხელის დარტყმით დააზიანა კ---------ას საკუთრებაში არსებული ,-------------ს მარკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით E-------- ავტომობილის ძრავის სახურავი და წინა საქარე მინა, რითაც მიაყენა მას 1500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. სხვისი ნივთის დაზიანება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

სსკ-ის 187-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა მოითხოვს სხვისი ნივთის დაზიანებას. იმისათვის, რომ ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა არსებობდეს, უნდა დადგინდეს, რომ დანაშაულის საგანი არის ნივთი, ის არის სხვისი და ის დაზიანდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-149-ე მუხლების თანახმად, ავტომანქანა წარმოადგენს ნივთს. ის, რომ აღნიშნული არ ეკუთვნის ბრალდებულს და ის სხვისი საკუთრებაა, დასტურდება მოწმეების: კ---------ას, გ------------ას, გ------------------ას ჩვენებებით და ბრალდებულის ჩვენებებით. რაც შეეხება ნივთის დაზიანებას, ის გულისხმობს ქონების თვისობრიობის ისეთ შეცვლას, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. ნივთის განადგურებისგან განსხვავებით, როდესაც ნივთი ფაქტობრივად ისპობა, ნივთის დაზიანების შემთხვევაში, მართალია, ხდება მისი თვისებრივი გაუარესება, მაგრამ ნივთის აღდგენა შეიძლება. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ბრალდებულს ედავება ავტომანქანის დაზიანებას, რომლის შეკეთება შესაძლებელია, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მოხდა სხვისი ნივთის დაზიანება.

ბრალდებულ გ-------–-------ს მიერ ავტომანქანის ძრავის სახურავის და წინა საქარე მინის დაზიანების ფაქტი მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულ გ-------–-------ს ჩვენებით, დაზარალებულ კ---------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ს---------–----–----ას, მ---------–-ას, გ------------ას, გ------------------ას, მ-------------ას გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ-------–-------მ დააზიანა სხვისი ნივთი.

 

2.2. რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდაოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშნველოვანი ზიანის მიყენება. მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას კანონმდებელი განმარტავს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვან ზიან გამოხატავს განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.

იმისათვის, რომ დადგინდეს, ქონების დაზიანების შედეგად მის მესაკუთრეს მიადგა თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი, აუცილებელია ქონების შეფასება, რაც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და სასაქონლო ექსპერტიზას.

ბრალდებულის მიერ ქონების დაზიანების შედეგად დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ სასაქონლო-ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულ გ-------–-------ს ჩვენებით, დაზარალებულ კ---------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ს---------–----–----ას, მ---------–-ას, გ------------ას, გ------------------ას, მ-------------ას გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის დათვალიერების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის მიერ ავტომანქანის დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგა 1500 ლარის ოდენობით ზიანი, რაც აღემატება 150 ლარს და წარმოადგენს მნიშნველოვან ზიანს.

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ ხელის დარტყმით არღვევდა სხვისი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ უფლებას, აცნობიერებდა, რომ ჩადიოდა კანონით აკრძალულ - მართლსაწინააღმდეგო - ქმედებას და იმავდროულად ითვალისწინებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანი, თუმცა აქტიურად მოქმედებდა ამ შედეგის მისაღებად. ამდენად, დადგენილია, რომ ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლი აწესებს სასჯელს სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ გ-------–-------მ ჩაიდინა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ-------–-------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც გ-------–------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ-------–-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, დაზარალებულთან შერიგება.

გ-------–-------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულისთვის ზიანის მიყენება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (სხვისი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ხელის დარტყმით ავტომანქანის დაზიანება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (1500 ლარის ზიანის გამოწვევა), ბრალდებულების წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, აუნაზღაურა ზიანი), ბრალდებულის პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას. კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ასოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს და ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისათვის საკმარისია ყველაზე მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა. სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულების (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია ჯარიმის განსაზღვრა განსაზღვრა 3000 ლარის ოდენობით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

სსსკ–ის 79–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ერთი ცალი დისკი, რაც, სსსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-------–------- საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

ნივთმტკიცება: ერთი ცალი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია