განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002733445
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/599-18 27 მარტი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი მ--------------–---,1.2. პროკურორი დ----------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული დ--------------------------------------------–-------–-–----------------–--------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–------–------------------------------------------–--------------
2.1.1.ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება
2.1.2.ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი
ქმედების შემადგენლობა: განზრახ მკვლელობა
2.2. ადვოკატი ნ-----------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
I. განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი მძიმე დანაშაულისათვის - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ჩადენისთვის ნასამართლევი დ----------------- 2018 წლის 11----–--ს მ------ში, თ----------------------ში მდებარე სასტუმრო ,,ს-------’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ საკეც დანას, რაც 2018 წლის 25 ივლისს შსს სამეგრელო-ზემო ს-------ს პოლიციის დეპარტამენტის მუშაკების მიერ ძებნილის დაკავებისას ჩატარებული შემოწმების შედეგად იქნა ამოღებული სპორტული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან .
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ცივი იარაღის ტარება
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისთვის ცივი იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი - უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.
მოწმე ა--------–---------ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაკავების შემდეგ ბრალდებულმა თქვა, რომ ჰქონდა დანა, რაც ამოიღეს. დანა თვითონ მისცა, არ გაუჩხრეკიათ.
მოწმე რ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაკავებულ ბრალდებულს ზედაპირული შემოწმება ჩაუტარა. ბრალდებულმა თქვა, რომ დანა ჰქონდა, რაც ამოიღეს და დალუქეს. გამომძიებელმა მისგან ამოიღო დანა. დანა მასთან იყო 5 დღე და 30 ივლისს ამოიღეს მისგან.
მოწმე ს---------------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულთან ყოფნისას შეუნიშნავას დანა, რომელიც იყო საკეცი და ქამარში ჰქონდა ჩაჩრილი. იცის, რომ შავტარიან დანას ატარებდა ბრალდებული.
მოწმე ლ----------------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულს ხელში ეჭირა რაღაც და არ მომეკაროთო,- ამბობდა. ბრალდებულმა იმ დღეს ლუდის ბოთლი დანით გადაჭრა. შავტარიანი შავი ჯაყვა ჰქონდა ბრალდებულს.
მოწმე ნ-------------------ს ჩვენების მიხედვით, დ----------------მა ჯიბიდან ამოიღო პატარა ზომის შავტარიანი დანა, რომლითაც გადაჭრა პოლიეთილენის ბოთლები, რომლებიც შემდეგ გამოიყენეს ჭიქის ნაცვლად. ამის შემდეგ დ----------------მა ისევ ჩაიდო აღნიშნული დანა. დ----------------- ლ---------–---ს და გ---------ს აგინებდა გზიდან, ეს უკანასკნელებიც იგინებოდნენ. დ----------------ს ხელში ეჭირა იგივე დასაკეცი შავტარიანი დანა.
მოწმე ნ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ლ---------–---ს ეჩხუბებოდა დ-----------------. ამ დროს მას ხელში ეჭირა მცირე ზომის დანა.
მოწმე გ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ----------------ს ხელში დანა ეჭირა და დარტყმას უპირებდა.
ბრალდებულის ჩვენებით დადასტურებულია, რომ დანას მოიქნია შესაშინებლად, რომ ახლოს არ მოკარებოდა. დაკავების შემდეგ თვითონ მისცა დანა, არ გაუჩხრეკიათ. შავტარიანი დანა ჰქონდა ჯიბეში. იმ დღეს ეს დანა მიაწოდა ლუდის დალევისას. დანას ატარებს ხოლმე თავდაცვის მიზნით. დანა გადასცა პოლიციაში.
ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმის თანახმად, დაკავებული დ----------------- სპორტული შარვლის მარცხენა ჯიბეში ინახავდა სავარაუდოდ ცივ იარაღს - დანას. აღნიშნული დანა ჩამოერთვა, მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.
ამოღების ოქმის მიხედვით, შსს სამეგრელო-ზემო ს-------ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა ბ----------------–--მ რ----------------სგან ამოიღო დალუქულ მდგომარეობაში დ-----------------სგან პირადი გასინჯვით ამოღებული დასაკეცი დანა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ ლ---------------ის და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია ცივი იარაღი.
ცივი იარაღის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტში, რომლის მიხედვითაც, ცივი იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული ატარებდა დასაკეც დანას, რომელიც ცივ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება და რომელიც ბრალდებულის პირადი გასინჯვის შედეგად იქნა ამოღებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი ამ ტანსაცმლის ნაწილია. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვეთილა ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობა.
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 2381-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. ვინაიდან სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი ფორმალური დანაშაულია და ქმედების გარდა რაიმე შედეგის დადგომას არ ითხოვს, ეს გარემოება გავლენას ახდენს ასევე განზრახვის კომპონენტებზეც. კერძოდ, ამ დანაშაულის განზრახვის დასადასტურებლად საკმარისია ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებასთან ერთად მისი ჩადენის სურვილი ანდა შეგნებულად დაშვება ან გულგრილი დამოკიდებულება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცივი იარაღის ტარებით არღვევდა კანონს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას არ შეუწყვეტია ქმედება პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე. ამდენად, დადგენილია, რომ ბრალდებული ცივ იარაღს ატარებდა განზრახ.
2.2. განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტი არის პირი, ვინც ნასამართლევია განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არაა მოხსნილი ან გაქარწყლებული. საქართველოს სსსკ-ის 12-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით, ხოლო განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებული წერილების თანახმად, დ----------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით. 2009 წლის 27 მაისის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენით დ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა 2009 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. 2010 წლის 26 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით 2009 წლის 27 მაისის განაჩენით სასჯელის მოუხდელ ნაწილს მთლიანად დაემატა 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და თავის ნიგურიანს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 6 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა. დ----------------- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 29 მარტს.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების (2009 წლის 22 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) შემადგენლობა გულისხმობდა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას ან ტარებას. აღნიშნული სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების (2008 წლის 26 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) შემადგენლობა გულისხმობდა ძარცვას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. აღნიშნული სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნასამართლობა ქარწყლდება მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან 6 წლის შემდეგ.
საქართველოს სსსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა სასჯელი მოიხადა 2017 წლის 29 მარტს. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ვინაიდან ამ მომენტიდან არ გასულა 6 წელი, ბრალდებული ითვლება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირად.
3. სამართლებრივი შეფასება
ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ისჯება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით. დანაშაული დამთავრებულია ცივი იარაღის ტარების დაწყების მომენტიდან. დანაშაული დენადია. იგი ფორმალური შემადგენლობისაა და არაა აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა (აბსტრაქტული სფრთხის დელიქტია). ამიტომაც დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. მოცემული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ დ-----------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა, რის გამოც დ----------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებები საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
დ-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ სწორედ ეს ქმედება გახდა ერთ-ერთი პირობა მძიმე შედეგის გამოწვევის - ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა, რომელიც ამ ქმედების გარეშე ვერ განხორციელდებოდა; ასევე ბრალდებულის დამოკიდებულება დანის ტარებასთან - მისივე ჩვენებით, მას დანა ყველგან სულ თან დააქვს, აგროვებს დანებს, რადგან დანები მის გატაცებას წარმოადგენს.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (დანებით გატაცება), დანაშაულის მიზანს (საჭიროების შემთხვევაში მისი ნებისმიერი მიზნით გამოყენების მზაობა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ნასამართლობის გაქარწყლებამდე აკრძალული ნივთის ტარება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (ჯიბით დანის ტარება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ადმიანის სიცოცხლის მოსპობისთვის საჭირო პირობის შექმნა), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული მინიმალური სასჯელის ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. ამასთან, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამდენად, მსჯავრდებულისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს 500 ლარზე მეტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ჯარიმის დაკისრება არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ბუნებას, თანმხლები საფრთხის ხარისხს, გამოწვეულ შედეგს და ბრალდებულის პიროვნებას, რის გამოც სასჯელის სახედ განსაზღვრულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა.
აქვე სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლობა სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობის კონსტიტუციური ნიშანია, სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იგივე გარემოება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილება და სასჯელის ზომაზე ვერ იქონიებს გავლენას მისი დამძიმების კუთხით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მაქსიმალური სახისა და ზომის სასჯელის განსაზღვრა.
II. განზრახ მკვლელობა
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2018 წლის 11----–--ს, დაახლოებით 04:00 საათზე დაბა მ------ში, თ----------------------ში მდებარე სასტუმრო ,,ს-------’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დ----------------მა ურთიერთშელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, მოკვლის მიზნით გულმკერდის მარცხენა ნახევარში დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები ლ---------–---ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დ----------------- შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. მკვლელობა
მოწმეების: ვ----–---------ს, მ--–------–-–-------ს, ნ----------------ს, გ--------–----ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ოპერატიული ინფორმაცია შევიდა, რომ ბრალდებულმა დაჭრა დაზარალებული, რომ მოჩხუბრები ერთმანეთს ურეკავენ სასურველი ჩვენების მიცემაზე. პატაკში ეწერა, რომ ჩხუბის მონაწილეები აშინებდნენ თვითმხილველებს და მონაწილეებს. ლ-----, გი--------------------, ჯ--------- ტელეფონით საუბრობდნენ როგორ აერიდებინათ თავი გამოძიებისთვის. ბრალდებულის ნათესავები განიხილავდნენ, როგორ შეეყვანათ შეცდომაში გამოძიება, იკრიბებოდნენ ბრალდებულის სახლში და ამაზე საუბრობდნენ. გარეთ ამაზე არ ლაპარაკობდნენ.
მოწმე ა--------–---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული დააკავეს. იყო ხმაური, ამბობდნენ, რომ არ გააყოლებდნენ ბრალდებულს. ოქმი შედგა სამმართველოში. ბრალდებულმა თქვა, რომ ჰქონდა დანა, რაც ამოიღეს. საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. ბრალდებულის დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია დანა თვითონ მისცა, არ გაუჩხრეკიათ.
მოწმე რ----------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებული დააკავეს. ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ ქალები შეეწინააღმდეგნენ და ადგილზე ოქმი ვერ შეადგინეს. ისანი-სამგორის პოლიციის მე-8 განყოფილებაში შეადგინეს ოქმი. ბრალდებულს ზედაპირული შემოწმება ჩაუტარა. ბრალდებულმა თქვა, რომ დანა ჰქონდა. ამოიღეს, დალუქეს. გამომძიებელმა მისგან ამოიღო დანა. დანა მასთან იყო 5 დღე. 30 ივლისს ამოიღეს მისგან.
მოწმე ჯ---------–----ს ჩვენების თანახმად, როცა მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ლ---------–---ი იყო ძირს და წყალს ითხოვდა, მცივაო, ამბობდა. ხალხი იყო შეკრებილი. ხალხმა თქვა, ჩ--------------მა დაჭრა და გაიქცაო. ჩ---ს ეძახიან ბრალდებულს. სასტუმრო „ს-------ს“ მეპატრონე კაცმა ახსენა, ჩ---მ დაჭრაო.
მოწმე გ------------ს ჩვენების მიხედვით, ბრალდებულის მეტსახელია ჩ---. ადგილზე დახვდა დაჭრილი ლ---------–---ი, რომელიც მიწაზე იწვა. მოქალაქეებმა თქვეს, ჩ---მ მიაყენაო ჭრილობა დანით. ხალხმრავლობა იყო. დაჭრილი უგონოდ იყო.
მოწმე შ--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ძირს იწვა დაზარალებული, რაღაცა ჰქონდა გადაფარებული. ბევრი ხალხი იყო. ერთმა თქვა, ჩ--- და მეგობრები იყვნენ და ლიბერთი ბანკისკენ წავიდნენო. ჩ--- არის ბრალდებული.
მოწმე გ--------–------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნ---- ჯ---------მ დარეკა, კიოდა, დაჭრილია და ამოდიო. საავადმყოფოში როცა მივიდა, პაციენტი გადმოყავდათ მანქანიდან. 3 ადგილას ჰქონდა ჭრილობა მკერდის მარცხენა ნახევარში: ერთი იყო იღლიის მხარეს მე-7-მე-8 მალებთან; მეორე იყო ბეჭების ხაზზე; მესამე იყო ხერხემლის წინა ხაზზე. ის არ იყო შემავალი. მე-7 ნეკნი გადაჭრილი იყო, სისხლდენა ჰქონდა, იღლიის ჭრილობით ფილტვი იყო დაზიანებული. ბეჭის უკან ჭრილობაზეც ფილტვი იყო დაზიანებული. დაზარალებულმა წამოიხრიალა ვიხრჩობიო, მეტი არ უთქვამს არაფერი. ოპერაცია დაიწყო მოსვლიდან მალევე. მაისური სისხლში იყო ამოსვრილი ზურგიც და წინა მხარეც. ნეკნქვეშა არტერიებს საკმაო ინტენსივობის სისხლდენა აქვს, ცენტრალურ სისხლმდენად ითვლება.
მოწმე ბ----------------–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ ამოიღო ვიდეო ჩანაწერები, დივიარები, დაათვალიერა ჩანაწერები, ამოიღო დანა რ----------------სგან, რაც დალუქული იყო, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი.
მოწმე რ----------------–---–-ს ჩვენების თანახმად, ნახა, რომ ბრალდებულმა დაარტყა ლ----ს დანა. ლ---- დაეცა და პირიდან სისხლი წამოუვიდა. დიდი რაოდენობით სისხლი იღვრებოდა.
მოწმე ი-----–-----–---------ს ჩვენების მიხედვით, ესმოდა ქალების კივილი, ლ---------–---ი დაჭრილიაო. შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ და შეიკრიბნენ მესტიის დასახლების ზევით არსებულ დაბდერის საძოვრებზე, ხის ღობის ძირას, სადაც ძმას უთხრა, რა ქენი ეს, რატომ დაჭერი ლ---------–---იო, რაზეც ძმამ კატეგორიულად უპასუხა, შენ ხომ არ გაგიჟდი, მე მისთვის დანა არ დამირტყამს, ამას როგორ ვიზამდი, თუ დასარტყმელი იყო, დანას დავარტყამდი ნ--------------ო. ძმას ხელში ეჭირა პურის საჭრელი სამზარეულო დანა, რომელზეც ნახა, რომ სისხლი არ იყო.
მოწმე რ-----------–-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ ვერ გაარჩია ვინ ვინ იყო, დაიწყო ხელჩართული ბრძოლა, ანუ ფიზიკური დაპირისპირება. ვინ ვის ურტყამდა, არ იცის. ერთ-ერთმა ხელი მოკიდა, რაზეც უპასუხა, რომ არ ჩხუბობდა. ამ დროს გაიგო ქალის კივილი, დაჭრილი არისო, მაგრამ ვინ იყო დაჭრილი, არ იცის. დანამდვილებით იცის, რომ მას და მის ძმას ლ---------–---ი არ დაუჭრია. მისი ნამდვილი სახელი და გვარია რ------------–---------. 2015 წელს შეიცვალა გვარი და ამჟამად არის რ-----------–-----.
მოწმე რ-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ პირველად ლ---------–---ი და ი-----–-----–--------- დაეჯახნენ ერთმანეთს, ი-----–- დაეცა. გააგრძელეს ჩხუბი. კაცი იყო იქ ჯოხით და ეგ ჯოხი მოხვდა ი-----–-ს. უკან რ-----------–-----ს აკავებდა ვიღაც. ლ---- უკნიდან წამოვიდა, სისხლიანი იყო. დაჭრესო, ყვიროდნენ ქალები. მისთვის არ დაურტყამთ. ი-----–- რომ ადგა, უკან დაიწიეს. 10-15 წუთში მაისური ჰქონდა ლ----ს სისხლიანი. ლ---------–---ს თეთრი მაისური ეცვა. მაისური წითლდებოდა. გაქცევისას ბ-------–--------ს დანა ეჭირა. ი-----–-მ ჰკითხა, რა ქენიო. ბ--- გასისხლიანებული იყო, ცხვირიდან სდიოდა სისხლი, ხელიც სისხლიანი ჰქონდა, დანაც. ი-----–-მ წართვა დანა. ჩხუბის დროს როსტომი ამბობდა, არფერს ვიზამ, გამიშვიო. მარჯვენა თვალი შუშის აქვს და ამიტომ ცუდი ხედვა აქვს.
მოწმე ს---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 11----–--ს დილის დაახლოებით 05:00 საათზე გააღვიძა დ-----------------ს დედამ - მაია კახბერიძემ და თქვა, კამათი არისო ქვევით და ბრალდებული ხომ სახლშიაო? ბრალდებული სახლში არ იყო. დ----------------ს ტანთ ეცვა თეთრი ფერის ადიდასის ფირმის სპორტული ზედა. ბრალდებული მოვიდა გვიან, აღელვებული იყო, ჩხუბი მოხდაო.
მოწმე ლ----------------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულს ხელში ეჭირა რაღაც და არ მომეკაროთო, ამბობდა, დაარტყა ვიღაცამ და წაიქცა. სანამ ადგებოდა, იყვირეს, დაჭრილიაო. ბრალდებულს თეთრი სპორტული ზედა ეცვა.
მოწმე ა---------–--------–---ს ჩვენების მიხედვით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოიღეს ვიდეომასალა, დისკები, მეპატრონეების თანდასწრებით იქვე კონვერტები გახსნეს და დაათვალიერეს ჩანაწერები, დივიარიდან მეხსიერების ბარათზე ჩაწერეს, იქიდან - კომპიუტერში, იქიდან - დისკზე. რომელიღაც ჩანაწერზე დროებში ცდომილება იყო და ოქმში ჩაწერეს ეს. ჯერ გადმოწერეს დისკში და რამდენიმე დღის მერე თვითონ დივიაერებიც ამოიღეს. დათვალიერებას ბანკის და სასტუმროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოწმე ქ------------–-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში პაციენტი, შოკში იყო. გადაიყვანეს საოპერაციოში. ჭრილობები ჰქონდა 2 თუ 3, სისხლიანი იყო, კვნესოდა. მარცხენა გულმკერდის წინა და მარცხენა ზედაპირზე ჰქონდა ჭრილობა. ჭრილობები იყო გვერდით და უკან.
მოწმე ნ-------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნ---- ჯ---------მ დაიკივლა, დაჭრილიაო. დაჭრილიაო, ბრალდებულმაც თქვა. ლ---- მუშკუდიანებს ეჩხუბებოდა. ბრალდებული მათი მიმართულებით წავიდა და 2-3 წამში დაიძახეს, წავედითო. 2 მეტრი იქნებოდა ბრალდებულის წაქცევის ადგილიდან ლ----ს ჩხუბის ადგილამდე. ნოდარ ნაკანმა გვერდი აუარა და ი-----–-ს ჩაარტყა ფიცარი. მისი ძმა იდგა მასთან. ბრალდებული მაშინ ფეხზე იდგა.
მოწმე ა----------–-----ს ჩვენებით დასტურდება, რომ გზაზე იწვა ლ----, წითელი ლაქა ჰქონდა მაისურზე. დარეკა 112-ზე. იქ იყო საუბარი, რომ დ----------------მა დაჭრა. ლ---------–---ის ახლობლებისაგან, რომლებიც მოსულები იყვნენ საავადმყოფოში, გაიგეს, რომ ერთ-ერთი იყო დ-----------------.
მოწმე ნ--------------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული და მისი ძმა მიდიოდნენ გინებით, დანარჩენები მოშორებით მიდიოდნენ. ისინიც იგინებოდნენ. დანები ეკავათ. ლ---- გადახტა. არ გადახტე, დანები აქვთო, უთხრა; ფიცრის ნატეხი აიღო; წავიდა მათკენ. ლ----ს დაესივნენ. მოიქნია ფიცარი, წაართვეს, დაარტყეს. რომ გახედა, ლ---- მირბოდა, ლაქა ჰქონდა, ბრალდებული იძახდა, წავედითო და გაიქცნენ. ლ---- წაქცეული იყო, გონებას კარგავდა. თეთრმაისურიანმა მოუქნია ლ----ს დანა. ბრალდებულს ეცვა თეთრი მაისური და ლ----ს. ბრალდებულს ხელი აწეული ჰქონდა, დანა მოუქნია ზემოდან ლ----ს. ჩხუბის დროს ნახა, რომ საავტომობილო გზაზე წაიქცა ლ----, რომელსაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დ-----------------. მივიდა მასთან ახლოს და ნახა, რომ გულმკერდის არეში ჰქონდა დაზიანება ჭრილობის სახით. კონკრეტულად არ უნახავს დანის დარტყმის მომენტი, ვინაიდან იყო სიბნელე, თუმცა ხედავდა, რომ საავტომობილო გზაზე ლ---------–---ს ეჩხუბებოდა დ----------------- და ურტყამდა ხელს. ამ დროს მას ხელში ეჭირა მცირე ზომის დანა. დ----------------ს ტანზე ეცვა ყველასგან განსხვავებული თეთრი ფერის მკლავიანი სამოსი, სავარაუდოდ მაისური. პარალელურად ო---------------–--- და მისი შვილი გ---რგი გზის მეორე მხარეს ჩხუბობდნენ დანარჩენ პიროვნებებთან. საავტომობილო გზაზე არის გარე განათება. ე.წ ლამპიონები. გავარდა გარეთ. მასთან ერთად გამოვიდნენ ნ---- ჯ--------- და რ----------------–---–-. როცა მივიდა ახლოს, ნახა, რომ მის შვილს ეჩხუბებოდა ლ----------------. გ---სთან ერთად იყვნენ ო---------------–--- და ს----- ჯ---------. ნახა, რომ იქვე ცალკე ჩხუბობდნენ ლ---------–---ი და დ-----------------, დ----------------ს მარჯვენა ხელში ეჭირა საკეცი დანა და დანიან ხელს ურტყამდა ლ---------–---ს. ეს მოხდა წამებში. ამ დროს გზის მეორე მხრიდან გადმოდიან ნ------------------- და ორი უცნობი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთმა ერთხელ მსუბუქად დაარტყა ხელი სახეში და წაართვა ჯოხი, ლ----მ კი ამ დროს მოუარა გარე განათების ბოძს და წავიდა საავტომობილო გზის მიმართულებით, სადაც შემდეგ ჩაიკეცა. ლ----ს თეთრი ფერის მაისური უკანა მარცხენა მხარეს, სადაც დ----------------- დანიან ხელს ურტყამდა, დასისხლიანებული ჰქონდა. პარალელურად გაიგო ცოლის კივილი, დაჭრესო. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ერთი წუთი, რის შემდეგაც ექვსივე პიროვნება გაიქცა. ვიდეო ამოიღეს მისგან.
მოწმე რ----------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნახა, რომ ბრალდებულმა დაარტყა ლ----ს დანა. ლ---- დაეცა და პირიდან სისხლის წამოუვიდა. დიდი რაოდენობით სისხლი იღვრებოდა. საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. მუქი დანა ეჭირა ბრალდებულს. თავიდანვე ლ----ზე იყო აქცენტი ჩხუბისას. ი--------------- გარდაიცვალა. ღობესა და კარებს შორის იდგა, როცა ნახა დანის დარტყმა. 3-4 მეტრი აშორებდა ალბათ. ან ცოტა მეტი. თავიდანვე ლ----ზე იყო აგრესია, ლ----ს ლანძღავდნენ ძალიან იყო განერვიულებული და აშველებდნენ. როცა ჭიშკრიდან გამოვიდა ლ---- უკვე დაჭრილი იყო და გზაზე გადადიოდა. დაჭრის მერე კიდევ ჩხუბობდნენ ბრალდებული და ლ----. თეთრი მაისურებით მარტო ბრალდებული და ლ---- იყვნენ. ბრალდებულს ხელში რომ ეჭირა დანა ის ნახა, ამოღება არ უნახავს. დარტყმა ნახა. გზის სავალ ნაწილზე რომ გადადიოდა მაშინ, ჩაიკეცა მის ფეხებთან.
მოწმე ნ---- ჯ---------ს ჩვენების მიხედვით, თეთრმაისურიანი იყო ჩ--------------ი. ძირს იყო 2 თეთრმაისურიანი. მერე ფეხზე ადგნენ და მანქანებს შორის გავიდნენ. იქ იყო ბ-------–--------ი. სახე ჰქონდა წაშლილი, ეშინოდა, უკუსვლით მიდიოდა. ორგანიზებულად წავიდნენ. ბრალდებული ხელებს იქნევდა. რ----------------–---–მა იყვირა, ლ----აო დაჭრილი. გაიხედა, ლ---- იყო დაჩოქილი, სისხლიანი. 3 ჭრილობა ჰქონდა ლ----ს. დაცემულებიც ჩხუბობდნენ ძირს. ლ----ს მარჯვნივ გვერდზე ჰქონდა ლაქა.
მოწმე გ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ერთი მოჩხუბარი იყო მასთან, სხვები - ლ----სთან. ლ---- იყო მისგან 2-3 მეტრში. წინ მდგარი მოშორდა, დაპირისპირება გადავიდა ქუჩისკენ. იქით გადავიდა ყველა. მერე ისინი გაიქცნენ. ლ---- უკან ედგა. ლ----ს მკერდი სისხლიანი ჰქონდა. თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული იყო დ----------------- მეტსახელად ,,ჩ---“. ფიზიკურად დაუპირისპირდა დ-----------------ს ძმას - ლ----------------ს, რომელმაც გაუკავა ხელები. იქვე იყო მისი ძმა დ-----------------, რომელსაც ხელში დანა ეჭირა და დარტყმას უპირებდა რომ არა მისი დედაიშვილი ო---------------–---, რომელმაც ფეხი ჩაარტყა დ----------------ს, რაც გახდა საფუძველი იმის, რომ მან დანა ვერ ჩაარტყა და იგი მოშორდა, რის შემდეგაც ცოტა ხანში რესტორნის წინა მხარეს ელექტრო ბოძთან მოვიდა ზურგის მიდამოში მაისურდასისხლიანებული ლ---------–---ი, რომელმაც შემოუარა ელექტრო ბოძს, რის შემდეგაც რამდენიმე მეტრში ძალა დაკარგა და ასფალტზე წაიქცა. შუა ჩხუბის დროს ერთ-ერთმა ხელი დაარტყა მამამისს და იმის მხარეს გაიწია. ამ დროს გაიქცნენ, რაც გაუკვირდა. ლ----მ დაუძახა, ცუდად ვარო. ლ----ს მაისურზე ნახა, რომ სისხლი სდიოდა, მაგრამ კონკრეტულად რა ადგილას იყო დაჭრილი და რამდენი ჭრილობა ჰქონდა, არ უნახავს. ამასობაში ლ---- წაიქცა მიწაზე და თქვა, დაჭრილი ვარო. არ დაელოდნენ სასწრაფოს მოსვლას, ჩასვეს ავტომანქანის საბარგულში და წაიყვანეს მესტიის საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოწმე ო---------------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ფეხი დაარტყა უცნობს, მერე რამდენჯერმე ურტყამს სხვას და ისმის ხმა, დაჭრილიაო. მათ მოწინააღმდეგე მხარეს არსებული ბიჭებიდან ერთ-ერთს, რომელიც იყო საშუალო აღნაგობის, ხელში ეკავა შავი ფერის პატარა ზომის საკეცი დანა გაშლილ მდგომარეობაში, რომელიც მან დაარტყა მის მეგობარ ლ---------–---ს. ასევე, მასთან მყოფ მეორე პიროვნებას, რომელიც, როგორც ახსოვს, იმავე აღნაგობის იყო, ხელთ ეკავა მოლურჯო ფერის ტარის მქონე დანა. ის საკეცი დანა არ იყო და პირველ დანასთან შედარებით ოდნავ უფრო დიდი იყო, მაგრამ მას დაზიანებები არ მიუყენებია ლ---------–---ისთვის. ლ---------–---ს დაზიანება მიაყენა მხოლოდ იმ პიროვნებამ, რომელსაც ხელში ეკავა შავტარიანი საკეცი დანა. ლ---------–---ი მიყენებული დაზიანებების შედეგად წაიქცა, ხოლო უცნობი პირები, რომლებმაც მათ მიაყენეს დაზიანებები, ჭრილობის დანახვის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ლ---------–---ი წაიყვანეს სავადმყოფოში ავტომანქანით. მას გაეწია პირველადი დახმარება. ლ---- არაფერს ამბობდა. ის გარდაიცვალა სავადმყოფოში 2018 წლის 11ივლისს, რისი მიზეზიც იყო მასზე მიყენებული ჭრილობები. იმ პირის ამოცნობა, ვინც დანა დაარტყა მის მეგობარს, არ შეუძლია. ნახა, რომ დანა დაარტყა ვიღაცამ, მაგრამ ბრალდებულის ხელში დანა არ უნახავს. უცნობი პიროვნება იჭერს გ---------ს, მეორე პირი კი ცდილობს დაარტყას გ---ს. ამ დროს თვითონ ახტება მარჯვენა ფეხით და არ აძლევს დარტყმის საშუალებას. გვერდით დგას ს----- ჯ---------ც. ბრალდებული შემთხვევის ადგილზე არ უნახავს. ბრალდებულს დანა არ დაურტყამს ლ----სთვის. ვისაც ფეხი დაარტყა, ის არ იყო ის, ვინც ლ----ს დანა დაარტყა. როცა ფეხი დაარტყა, ლ---- 3 მეტრში იყო.
მოწმე კ----------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა.
მოწმე ნ---- კ--------ს ჩვენებისა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თვალხილული არ იყო ლაქები, რის გამოც ბრმად აიღო ანაწმენდები დანიდან. დანაზე ვლინდება ლ---------–---ისა და დ-----------------ს გენეტიკური პროფილების თანამონაწილეობა.
მოწმე ნ-----–---------–----ს ჩვენების მიხედვით, ლ---- იდგა შუა ტრასაზე, მარჯვენა ხელი ეკავა მუცელზე და იძახდა, ვაი, ფილტვიო, ძალა ეცლებოდა. ამირან გელენიძე იძახდა, დაჭრილია, სასწრაფო გამოიძახეთო. როცა ლ---- ფეხზე იდგა, მარტო იყო, ბერიაშვილი მასთან არ იდგა, გელენიძე მოშორებით იდგა.
მოწმე ს----- ჯ---------ს ჩვენებით ირკვევა, რომ აშველებდა მოჩხუბრებს. გაიგო, დაჭრილიაო. ნახა, ლ---- დაჭრილი იყო. დაჭრილი ლ---- დააწვინეს სავალ ნაწილზე. გ-------------ი იყო მასთან. ლ---- ბოლოს იდგა მოხრილი, გვერდით დაჭრილი იყო და მაისურზე სისხლის ლაქები ეტყობოდა. ლ---- მარტო დიგა. იქვე ბერიაშვილი არ უნახავს. ჭიშკრიდან ლ----ს ადგილსამყოფლამდე იქნებოდა 10-მდე მეტრი.
ბრალდებულის ჩვენებით დადგენილია, რომ ლ---- გვერდს უვლის და შორდება. თვითონ გ-------------ს ეჩხუბება. მათ ძმა ჩაუდგა შუაში. დანას იღებს შესაშინებლად, რომ ახლოს არ მოკარებოდა. მოხვდა ფეხი, ვარდება, ღებულობს დაზიანებას, გონებას კარგავს რამდენიმე წამი. წამოდგომა რომ დააპირა, იმის გარკვევა უნდოდა, ვინ დაარტყა ფეხი და რა მიზეზით. წამოდგა და გაიგო კივილი, დაჭრილიაო. ავიდა სახლში, ფეხზე გამოიცვალა, დაიბარა, მე არაფერ შუაში არ ვარ, ყველაფერი გაირკვევაო და წავიდა სახლიდან. მოწმედ დაიბარეს და არ მივიდა, გაერიდა. თანამშრომლებისგან ზეწოლა ჰქონდა, სახლში აკითხავდნენ. დედა ეუბნებოდა გიბარებენო, მიზეზის გაგებას სთხოვდა, თუ რატომ იბარებდნენ, მაგრამ არ ამბობდნენ. არ მივიდა. როცა არკვევდა, თუ რა მოხდა, თბილისში დააკავეს. თვითონ მისცა დანა. არ გაუჩხრეკიათ. დანა დარწმუნებული იყო, რომ სუფთა იყო. ჭიდაობასა და ძიუდოში ვარჯიშობდა, სპორტსმენი იყო. შავტარიანი დანა ჰქონდა ჯიბეში. ლ---- მის ხელმარჯვნივ წავიდა. თვითონ ცენტრისკენ უყურებდა. არ დაუძახია, დაჭრილიაო. ქალი კიოდა, დაჭრილიაო. თვითონ მარტო წავიდა. მეუღლე გააღვიძა, უთხრა, დაუჭრიათ, მე არ ჩამიდენია, გაირკვევაო და წავიდა. მისი დანა დეიდაშვილ ლევან ყიფიანს მისცა შესანახად. თბილისში დაკავებამდე 3-4 დღით ადრე შეიძინა სხვა დანა, რომელიც დაკავებისას მისცა პოლიციელს. ელოდებოდა, რომ დაიჭერდნენ. ცდილობდა თვითონ გარეკვია რა მოხდა. მუშკუდიანების ნახვაც უნდოდა, კითხვები ჰქონდა. მხოლოდ ნაკანთან ჰქონდა შეხება. წაიქცა და თავი დაარტყა. გონზე რომ მოვიდა, ფეხის დარტყმის ტკივილი იგრძნო. სხვები არ უნახავს, თვითონ წავიდა სახლში. ძმასთან ერთად არ გაქცეულა. დანაშაული რომ ჩაედინა, 2 კვირა იმავე დანით არ ივლიდა და იმავე დანას არ მისცემდა პოლიციას, როცა მეორე დანა ჰქონდა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს დაბა მ------ში, თ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე. ასფალტით დაფარულ საავტომობილო გაზაზე აღინიშნება მოწითალო-მოყავისფრო ფერის სისხლისმაგვარი 2 ლაქა. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს მოწითალო-მოყავისფრო სისხლისმაგვარი ლაქის 2 ნიმუში, რომელიც შეიფუთა 2 ფუთად ცალ-ცალკე და დაილუქა შსს საექსპერტო-კრიმინალისტკური დეპარტამენტის ლუქით.
ნიმუშის აღების ოქმით თანახმად, ლ---------–---ის გვამისგან აიღეს სისხლის ნიმუში 5მლ ერთჯერადი შპრიცით. ლ---------–---ის გვამიდან აღებული ნიმუშები წარედგინა მონაწილე პირებს და დაილუქა.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმების მიხედვით, დაბა მ------, თამარ მ----------------ში მდებარე სს „ბანკი კრედოს“ სერვისცენტრის მმართველ მ------------------–-სგან გამოითხოვეს ბანკის გარე ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები 2018 წლის 11----–--ის ღამის 02:30 საათიდან 2018 წლის 11----–--ის ღამის 05:00 საათის ჩათვლით; დაბა მ------, თამარ მ---------------ში მდებარე სასტუმრო და კაფე-ბარი „უ–-----ნ“ გამოითხოვეს ინფორმაცია ამავე სასტუმროსა და კაფე-ბარის გარე სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები 2018 წლის 11----–--ის ღამის 02:30 საათიდან 2018 წლის 11----–--ის ღამის 05:00 საათის ჩათვლით; დაბა მ------, თ----------------------ში მდებარე სასტუმრო ს-------ს დირექტორ გ---------ისგან გამოითხოვეს აღნიშნული სასტუმროს გარე პერიმეტრის ვიდეოსათვალთვალო კამერის 2018 წლის 11----–--ის 02:30 საათიდან 2018 წლის 11----–--ის 05:00 საათამდე განხორციელებული ვიდეოჩანაწერები. კერძოდ, შესაბამის მცოდნის მქონე პირის მეშვეობით გადმოიწერეს დივიარიდან მეხსიერების ბარათზე, რაც ნოუთბუქის მეშვეობით ჩაწერილ იქნა დისკზე. ასევე აღსანიშნავია, რომ რეალური დრო (საათი და წუთები) განსხვავდება ვიდეო ჩანაწერის მარჯვენა შიდა კუთხეში გამოსახული დროისგან. კერძოდ ვიდეოჩანაწერზე ასახული დრო წინ უსწრებს რეალურ დროს 2 საათით და 30 წუთით. შესაბამისად, 02:30 საათიდან 05:00 საათამდე რეალური პერიოდი ვიდეო ფაილზე ასახულია, როგორც 05:00 საათიდან 07:30 საათამდე პერიოდი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივლისის განჩინების საფუძველზე დაბა მ------, თ----------------------ში მდებარე სასტუმრო „ს-------დან“ ამოიღეს ამავე სასტუმროს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობა ე.წ, „დივიარი“.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით ირკვევა, რომ 03:38:40 საათზე სასტუმრო "ს-------"-ს წინ მოძრაობს გზაზე ადამიანის სილუეტები, რომლებიც გამორბიან რესტორან კაფე ბარ "უშბას" მიმართულებით. წინა მხარეს მორბის ორი პიროვნება, ერთს ზემოთ აცვია თეთრი ფერის, სავარაუდოდ მაისური, რომელიც მისდევს მეორე პიროვნებას, რომელიც ცდილობს გაბრუნდეს უკან სასტუმრო "ს-------სკენ’, რის შემდეგაც ყველანი სირბილით გამორბიან თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ლიბერთი ბანკის მიმართულებით. სასტუმრო "ს-------"-ს წინა მხარეს საავტომობილო გზის შუა ადგილას მოჩანს მოძრავი ადამიანების სილუეტები, სადაც ჩერდება ცენტრიდან მომავალი მაშუქებანთებული ორი ავტომანქანა და იხევენ უკან უკუსვლით, მაშუქებზე მოჩანს რამდენიმე სწრაფად მოძრავი ადამიანის სილუეტი. 06:28 საათზე ღობიდან ხტება ლ---------–---ი, რომელსაც ხელში უჭირავს სიგარეტი და აგდებს მიწაზე, მას აცვია თეთრი ფერის მაისური და გარბის. მას უკან მოყვება და ღობიდან ხტებიან მუქ ფერებში ჩაცმული გ---------ი, მუქ ფერებში ჩაცმული ო---------------–--- და ს----- ჯ---------. შემდეგ ჩანს, რომ ლ---------------- მარცხენა ხელზე ორივე ხელით იჭერს გ---------ს, ხოლო დ----------------ს მარჯვენა ხელში უჭირავს დანა და ცდილობს გ---------ისათვის დარტყმას. ამ დროს ო---------------–--- მარჯვენა ფეხს ურტყამს დ----------------ს და არ აძლევს დანის დარტყმის საშუალებას. იქვე დგას ს----- ჯ---------. ამ დროს იქ მიდის ნ--------------, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს ფიცრის ნაჭერი. იქვე ახლოს დგას ნ---- ჯ--------- და რ----------------–---–-. ამ დროს ჩნდება ლ---------–---ი, რომელსაც უკანა მარცხენა მხარეს ზურგზე ეტყობა ლაქები. იგი უვლის იქვე მდგარ ლამპიონის ბოძს და გადის გზის მხარეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივლისის განჩინების საფუძველზე დაბა მ------, თამარ მ---------------ში მდებარე სასტუმრო „უ–-----ნ“ ამოიღეს ამავე სასტუმროს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობა ე.წ, „დივიარი“.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დაბდერის საძოვრებზე ი-----–- მ--–---------- მიუთითა გამწვანებულ ბუჩქზე, რომელზეც აღნიშნა, რომ მის ძირში არის მისი ძმის - რ-----------–-----ს მიერ დამალული დანა. აღნიშნული ბუჩქების ძირას ბალახის საფარზე ჩანს პირით ჩარჭობილი ხისტარიანი დანა, რომელიც ამოიღეს და არის დასვრილი ტალახით.
ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით დასტურდება, რომ დაკავებული დ----------------- სპორტული შარვლის მარცხენა ჯიბეში ინახავდა სავარაუდოდ ცივ იარაღს დანას. აღნიშნული დანა ჩამოერთვა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.
ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ბ----------------–--მ რ----------------სგან ამოიღო დ-----------------ს დანა.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების მიხედვით, რ----------------–---–მა გამომძიებელს აჩვენა ადგილი, სადაც დ----------------მა დაარტყა დანა ლ---------–---ს და ასევე ის ადგილიც, სადაც დანის დარტყმის დროს თვითონ იმყოფებოდა. ნოდარ ნაკანმა მიუთითა ჩხუბის ადგილი და ის ადგილი, სადაც დ----------------მა დანა დარტყა ლ---------–---ს.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ლ---------–---ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული გულ-მკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული ფილტვიდან განვითარებული შინაგანი სისხლდენის შედეგად. ლ---------–---ის გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემღწევი სწორკიდეებიანი გაკერილი ჭრილობები: ჭრილობა პირობითად N1 გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ შუა მესამედში VII –VIII ნეკნთაშუა სივრცეში, გარდამავალი გულმკერდის მარცხენა გვერდითა და უკანა ზედაპირზე შუა მესამედში კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, VII ნეკნის, ნეკნთა შორის კუნთების და პარიესული პლევრის (პარიესულ პლევრაზე ძაფნაკერებით) დაზიანებით, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩქცევებით), მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ქვემოდან ზემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 7-8 სმ (ჭრილობის არხის სიღრმის უფრო ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია). ჭრილობის მარჯვენა ბოლო მახვილია, ხოლო მარცხენა - ბლაგვი. ჭრილობა პირობითად N2 გულმკერდის უკანა ზედაპირზე, სკაპულარულ ხაზზე, ტერფის ძირიდან 117-სმ-ის დაშორებით კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, IX ნეკნის, ნეკნთა შორის კუნთების და პარიესული პლევრის (პარიესულ პლევრაზე ძაფნაკერებით) დაზიანებით, შემავალია მარცხენა პლევრის ღრუში. (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით), მარცხენა ფილტვის ქვედა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 7,2-8,3 სმ, (ჭრილობის არხის სიღრმის უფრო ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან იგი შემავალია ღრუში). ჭრილობის ზედა ბოლო ბლაგვია, ხოლო ქვედა მახვილია - განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. ლ---------–---ის გვამზე ასევე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანება: ჭრილობა პირობითად N3 გულმკერდის უკანა ზედაპირზე, პარავერტებრალურ ხაზზე, ტერფის ძირიდან 122 სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების და კუნთების ნაწილობრივ დაზიანებით, კიდებსა და კედლებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით - განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ლ---------–---ის გვამზე ასევე აღინიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: მრავლობითი ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში. ნაკაწრი მუცლის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე. დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და მრავლობითი ნაჭდევების სახით განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
სასამართლო აფასებს გამოკვლეულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა პირდაპირი მტკიცებულებები: მოწმეების - ნ--------------ს და რ----------------–---–-ს ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის დანის დარტყმაზე. ასევე წარმოდგენილ იქნა დანაშაულის იარაღი - დანა, რომელსაც აღენიშნება სისხლის ლაქები. გამოკვლეულ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დანის პირზე არსებული სისხლი ეკუთვნის გარდაცვლილს, ხოლო დანის სახელურზე არის მხოლოდ ბრალდებულის ბიოლოგიური მასალის კვალი.
აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა დაარტყა დანა რამდენჯერმე დაზარალებულს.
სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დაჭრის შემდეგ ბრალდებულმა დაიძახა, წავედითო, მოუწოდა მის მეგობრებს წასვლისკენ და გაიქცა. მოჩხუბრებს შორის ბრალდებული პირველი იყო, ვინც ნახა ლ---------–---ი დაჭრილ მდგომარეობაში. სხვა მოჩხუბრებს ეს არ უნახავთ და ისინი ბრალდებულის მოწოდების შემდეგ გაიქცნენ, რაც ასევე მიუთითებს, რომ დაჭრა განახორციელა ბრალდებულმა. ამაზე მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებიც გამორიცხავენ სხვა პირის მიერ ლ---------–---ისთვის დანის დარტყმას, ვინაიდან ისინი ან არ ეჩხუბებოდნენ ლ---------–---ს და სხვა პირებთან იყვნენ დაპირისპირებაში, ან მათ აკავებდა სხვა პირი და უშუალო შეხება ლ---------–---თან არ ჰქონიათ, ან არ ეკავათ ხელში დანა და ვერ დაჭრიდნენ ლ---------–---ს.
სასამართლო შეფასებას აძლევს ო---------------–---ს ჩვენებასაც, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ ის ადასტურებს, რომ ლ---------–---ი დაჭრა სწორედ დასაკეცი დანის მქონე პირმა და არა პურის საჭრელი დანით შეიარაღებულმა პირმა, მეორე მხრივ ამბობს, რომ ბრალდებული მას საერთოდ არ უნახავს ჩხუბის დროს და ასკვნის, რომ ბრალდებულს არ დაუჭრია ლ---------–---ი. მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ თეთრმაისურიანი პირი მოჩხუბრებს შორის იყო მხოლოდ 2. ესენი იყვნენ ლ---------–---ი და ბრალდებული. სწორედ თეთრმაისურიანებს შორის დაპირისპირებასა და ერთის მიერ მეორის დანით დაჭრაზე მიუთითებენ მოწმეები. ასევე ირკვევა, რომ ბრალდებულმა, სანამ დაჭრიდა ლ---------–---ს, გ-------------ს მოუქნია დანა და სწორედ ო---------------–--მა ჩაარტყა ფეხი ამ დროს თეთრმაისურიან ბრალდებულს, თუმცა ო---------------–--- ბრალდებულის იქ ყოფნას გამორიცხავს. ამ ნაწილში ო---------------–---ს ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სხვა მტკიცებულებებთან - მოწმეთა ჩვენებებთან და ვიდეოფირთან, რის გამოც ამ ნაწილში ჩვენების გაზიარების საფუძველი არ არსებობს. ო---------------–---, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ იყო ჩართული ჩხუბში და უშუალოდ ჰქონდა ბრალდებულთან კონტაქტი, იქ ვერ იხსენებს ბრალდებულის ყოფნას. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, ვერ იქნება გაზიარებული მისი პოზიცია, რომ ბრალდებულს არ დაუჭრია ლ---------–---ი (მით უმეტეს, როცა საპირისპიროს ადასტურებენ პირდაპირი მოწმეები) და რომ ლ---------–---ის დამჭრელი პირი არ იყო ის, ვისაც ფეხი დაარტყა. საქმის მასალებით დადგინდა 2 პირი, რომლებსაც დანა ჰქონდათ, თუმცა ასევე გაირკვა, რომ მხოლოდ ბრალდებულს ჰქონდა დასაკეცი შავი დანა.
ბრალდებულმა სწორედ დაკავებისას თან ნაქონი დანით რომ განახორციელა ლ---------–---ის დაჭრა, ამას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დანაზე აღმოჩნდა თვალით უხილავი დნმ ლ---------–---ისა. აღნიშნული დანა არის შავი ლესილი პირის მქონე, რაც შეესაბამება მოწმეთა მიერ დასახელებულ შავ დანას. მართალია, აღნიშნულ დანას აქვს შავი პირი და არა ტარი, ხოლო ზოგი მოწმე მიუთითებს შავტარიან დანაზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დანის ხელში ჭერის დროს ღამის სიბნელეში და ლამპიონების განათებაზე მოქნეული დანის პირის ფერი უფრო აღიქმება, ვიდრე ტარის, რომელსაც ფარავს ხელის გული. სწორედ შავპირიანი დანით რომ მოხდა ლ---------–---ის დაჭრა, ამას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იყო, მასზე აღმოჩენილიყო ლ---------–---ის დეენემი. ამდენად, ბრალდებულისა და მისი ახლობლების ჩვენებები, თითქოს ბრალდებულს იმ დღეს ჰქონდა არა შავპირიანი, არამედ შავტარიანი დანა, არ დასტურდება საქმის მასალებით.
ასევე ყურადღების ღირსია დაცვის მხარის პოზიცია და მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ვერ დაჭრიდა ლ---------–---ს. ჯერ ერთი, ამ ვერსიას აქარწყლებს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ნებისმიერ პირს ჰქონდა ფაქტობრივი შესაძლებლობა, წაქცეულიყო, ამდგარიყო და სამი დარტყმა მიეყენებინა ადამიანისთვის დროის მცირე ინტერვალში - რამდენიმე წამში. მნიშვნელოვანია, რომ ამას გამორიცხავს დაცვის მხრის ექსპერტი, თუმცა გაუგებარია ამის მიზეზები, ვინაიდან ექსპერტს ექსპერიმენტი არ ჩაუტარებია. უფრო მეტიც, მას არანაირი გამოკვლევა არ ჩაუტარებია ამის გამოსარიცხად. ექსპერტმა ვერ მიუთითა ასევე მეთოდოლოგიაც, რომლითაც იხელმძღვანელა და ის გზაც, რომლითაც მივიდა ამ შედეგამდე. აღსანიშნავია ასევე, რომ ჩატარებულია ექსპერტიზა სამედიცინო ექსპერტის მიერ, რომელმაც დადო დასკვნა ვიდეომასალის გაშიფრვისა და იმის შესახებ, რომ ბრალდებული კონკრეტულ წამებში ვერ მოასწრებდა კონკრეტულ ქმედებებს, რაც არ არის სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია. ვიდეომასალის გაშიფრვა საერთოდ არ საჭიროებს რაიმე ექსპერტიზას და მოითხოვს მხოლოდ წამების მიმატება-გამოკლებას, რაც არაფერ კავშირში არ არის სამედიცინო ექსპერტთან, ხოლო ბრალდებულის მოქმედებების სისწრაფის დადგენა აუცილებლად მოითხოვდა კონკრეტული გარემოებების გამოკვლევას სპეციალური ცოდნის გამოყენებით. ამ შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტს რაიმე სპეციალური ცოდნა არ გამოუყენებია დასკვნის გაცემისას, რადგან მას რაიმე სპეციალური კვლევა არ ჩაუტარებია ბრალდებულთან დაკავშირებით, ხოლო ზოგადად ადამიანის რეაქციების შესახებ ექსპერტის მიერ გაკეთებული დასკვნები გაბათილებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტით, რომელიც ადასტურებს, რომ ზოგადად შესაძლებელი იყო დაცემულ ადამიანს მიეყენებინა ჭრილობები სხვა ადამიანისთვის რამდენიმე წამში. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა რეალურისგან განსხვავებულ ვითარებაში, თუმცა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ზოგადად ადამიანის შესაძლებლობები სამედიცინო ექსპერტის მიერ არ არის სწორად შეფასებული. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ექსპერტიზა ეყრდნობა ბრალდებულისა და მისი ძმის ჩვენებას, რომ ბრალდებული დაეცა, თავი დაარტყა და გონი დაკარგა. ამ პირობების არსებობის შემთხვევაში არ არის გასაკვირი, რამდენიმე წამში ვერ მომხდარიყო ლ---------–---ის დაჭრა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ბრალდებულის დაცემა, თავის დარტყმა და გონის დაკარგვა საქმის მასალებით არდასტურდება. ბრალდებული არის ყოფილი მოჭიდავე, ვისაც წლების განმავლობაში წვრთნიან, თუ როგორ უნდა შეიკავოს თავი ყველაზე რთულ ვითარებაში წაქცევისაგან, ხოლო წაქცევის შემთხვევაში როგორ დაეცეს მინიმალური დაზიანებებით. წლების წვრთა იწვევს ინსტინქტური რეაქციების გამომუშავებას, რის გამოც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მოჭიდავე ან ყოფილი მოჭიდავე უფრო ძნელად დაეცეს, ბოლომდე დაცემისგან თავი უფრო მეტად შეიკავოს ან დაცემის შემთხვევაში უფრო რბილად დაეცეს, ვიდრე ამაში გაუთვითცნობიერებელი და წვრთნაგაუვლელი ადამიანი. იმ პირობებში, როცა პირდაპირი მოწმეები მიუთითებენ ბრალდებულის მიერ ლ---------–---ისთვის დარტყმების დანხორციელებაზე, არ არის დამაჯერებელი ობიექტური მტკიცებულებებით გაუმყარებელი ვერსია, რომ ბრალდებული მძიმედ დაეცა, თავი დაარტყა და გონება დაკარგა. ამდენად, ექპსერტიზის დასკვნა ვერ იქნება გაზიარებული ამ მოტივითაც. ექსპერტიზის დასკვნა ვერ იქნება გაზიარებული ასევე სამედიცინო თვალსაზრისითაც. ექსპერტმა განაცხადა, რომ ნეკნქვეშა არტერიები იმდენად მცირე ზომის არის, რომ მცირე დროში მაისურის ასე დასვრას ვერ გამოიწვევდა, რაც ეწინააღმდეგება ექიმ გ--------–------ს ჩვენებას, რომლის მიხედვითაც ნეკნქვეშა არტერია ითვლება ცენტრალურ სისხლმდენად და ძლიერი სისხლდენა ახასიათებს. ესეც რომ არ იყოს, ექსპერტის თქმით, სისხლდენის სიჩქარის შესახებ რაიმე ფორმულა არ არსებობს, რადგან ის დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე, მათ შორის მოძრაობის სიჩქარეზე, გულისცემის სიჩქარეზე, ადამიანის პოზაზე და სხვა, რაც განსახილველ შემთხვევაში ექსპერტს დადგენილი არ აქვს, ხოლო საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაჭრა მოხდა ჩხუბში, მას შემდეგ, რაც ლ---------–---ი გამოიქცა, გადახტა ღობეზე, ჩაერთო ჩხუბში, გულისცემა აჩქარებული ჰქონდა, აქტიურობდა, ხელს იქნევდა. ამასთან, დაჭრის შემდეგ ის სხვადასხვა პოზაში იმყოფებოდა, იყო გამართულიც, ნახევრად მოხრილ მდგომარეობაშიც, სუნთქავდა ღრმად, გული და ფილტვი აქტიურად მუშაობდა, ბოძს შემოურბინა. მნიშვნელოვანია ასევე დაზიანებული კაპილარებისა და არტერიების რაოდენობაც. ამდენად, ყველა ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ სისხლდენა უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივზე უფრო სწრაფი და მეტი, ვიდრე მშვიდ ვითარებაში ერთ ადგილზე მდგარ პირს შეიძლებოდა ჰქონოდა. ვინაიდან ეს გარემოებები ექსპერტს მხედველობაში არ მიუღია, მისი დასკვნა სისხლდენის სიჩქარესთან დაკავშირებითაც არ შეესაბამება გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
დაცვის მხარის პოზიცია პირდაპირი მოწმეების ჩვენებების საქმის მასალებთან წინააღმდეგობის თაობაზე არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. მათ შორის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადვოკატის მითითებაზე, რომ ვიდეოკადრის მიხედვით, რ----------------–---–ს რეაქცია არ ჰქონია ლ---------–---ის დანახვაზე რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას არ დაუნახავს მისი დაჭრა. სინამდვილეში კადრში ჩანს ორი ქალბატონი, რომელთაგან პირველი არის სათვალეებით (რომელიც უნდა იყოს ნ---- ჯ---------) და სწორედ პირველს არ ჰქონია რეაქცია დაჭრილი ლ---------–---ის დანახვაზე, თუმცა მას მოჰყვება მეორე (რომელიც აღნაგობის მიხედვით უნდა იყოს რ----------------–---–-), რომელიც ხედავს დაჭრილ ლ---------–---ს და მიდის იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გადაადგილდება და შემდეგ დაეცემა ლ---------–---ი. ამ ქალბატონის რეაქცია და დაშორება ლ---------–---ისაგან, ასევე მისი კარებიდან გამოსვლის დრო და ლ---------–---ის დაჭრის დრო სრულ შესაბამისობაშია რ----------------–---–-ს ჩვენებასთან და არ ტოვებს ეჭვს მისი ჩვენების სისწორესთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია ადვოკატის პოზიცია, თითქოს ნ--------------ს ჩვენება წინააღმდეგობაშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რადგან ნ-------------- უთითებს ბრალდებულის მიერ დაზარალებულსიათვის ზევიდან დანის დარტყმაზე, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზა მიუთითებს ქვევიდან მიყენებულ ჭრილობაზე. სინამდვილეში ნ--------------ს ჩვენება სრულ შესაბამისობაშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, ვინაიდან, დასკვნის თანახმად, ლ---------–---ს 3 ჭრილობა აქვს მიყენებული, საიდანაც ერთი მიმართულია ზევიდან ქვევით, რაც სწორედ დანის ზევიდან მოქნევის დროს შეიძლებოდა მიეღო. ასევე უნდა ითქვას, რომ რ----------------–---–-სა და ნ--------------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებიც სრულ შესაბამისობაშია მათ ჩვენებებთან და ვიდეოკადრებში ასახულ სურათთან.
საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
გამოკვლეული ყველა მტკიცებულების, განსაკუთრებით კი მოწმეების: ნ--------------ს და რ----------------–---–-ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის, ამოღებული დანის, ბიოლოგიური ექსპერტიზისა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება - დანით ლ---------–---ისთვის ჭრილობის მიყენება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ლ---------–---ის სიკვდილთან, ვინაიდან ცივი იარაღის დარტყმა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც სიკვდილი ამჯერად ამ სახით არ დადგებოდა.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ-----------------ს მიერ მკვლელობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება.
2.2. განზრახვა
საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს.
ბრალდებულის მიერ განზრახ მოქმედებას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობა:
მოწმე რ----------------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ჩიხში ატყდა კამათი. შევარდა ჩიხში. იყო ჩხუბი. ამირან გელენიძეს გამოყავდა ლ---------–---ი. თეთრმაისურიანს ნ---- ჯ--------- ეხვეწებოდა, ხვალ გაარჩიეთო.
მოწმე ი-----–-----–---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11----–--ს, დაახლოებით ღამის 03 საათზე ნახა რ-----------–-----, რ-----------------, დ-----------------, მისი ძმა ლ---------------- და უცნობი ერთი პიროვნება ისხდნენ მამიდამის ვალია მუშკუდიანის ჯიხურის გვერდით ტერიტორიაზე ფაცხაში. რ-----------–-----მ უთხრა, პატარა შეკამათება მოხდა და გავაშველეო. წასვლისას უკანა მხრიდან შემოესმა ფეხების ხმა. როცა უკან მობრუნდა, ნახა ლ---------–---ი, რომელსაც ახლდა რამდენიმე პიროვნება, რომლებმაც შემოირბინეს მათ ჩიხში. მისი ძმა რ-----------–----- შეეგება ლ---------–---ს. ლ---------–---ი ყვიროდა, წეღან დედა ვინ მაგინა ბიჭოო. ძმამ უთხრა, დამშვიდდი, ხომ ვისაუბრეთ, ხვალ გვენახა ერთმანეთიო. გაბრაზებულმა ლ---------–---მა ძმას უთხრა, შენ რატომ უნდა მენახე ბიჭოო. ამ დროს ძმამ უთხრა, შენ ვინც შეგაგინა შენც ხომ იცი, ხომ ისაუბრეთო, შენც და ისიც ჩემი სისხლი და ხორცი ხართო. ქალები აწყნარებდნენ, ხომ დათქვით, ხვალ ვნახოთ ერთმანეთიო, დღეს ნასვამები ხართ და არ გვინდა შარიო, რის შემდეგ იგი უფრო აგრესიული გახდა, ძმას უთხრა, შენ ვის აწყნარებ, შენი ძმაკაცები დააწყნარეო. ლ---- ძმას ხელით უჯიკავებდა, ამასობაში ლ---------–---ის მეგობრებიდან წამოვიდა აგრესია მისი ძმის მისამართით, ძმა გალახულ იქნა ლ---------–---ის და მასთან მყოფი უცნობი პირების მიერ. დასისხლიანებულმა ძმამ - რ-----------–-----მ სახლში შეირბინა და თქვა: ლ---------–---ო, შე ხულიგანოო, ამას არ გაპატიებ, შენგან ეს მე არ მეკუთვნის, მთელი დღეა გეფერებიო. წავიდა სახლისკენ. მას უკან გაყვა, პირი დაიბანა, გამოსულზე უთხრა, ამაღამ რომ არ ვნახო ლ---------–---ი, ვერ დავისვენებო და წავიდა ქუჩის მიმართულებით. თვითონაც უკან გაყვა. ჩაუარეს სასტუმრო ,,სვანეთს“, საიდანაც ისმოდა სიცილ-კისკისი. მისი ძმა აგრესიული გახდა და დაუწყო გინება ნ-------------- დედის მისამართით.
მოწმე რ-----------–-----ს ჩვენებით დასტურდება, რომ ნახა, რომ ლ---------–---ი იწევდა ვიღაცის მიმართულებით. მას უთხრა, რომ დაწყნარებულიყო და დამშვიდებულიყო, რის შემდეგ ის და მასთან მყოფები წაიყვანეს ქალებმა, რომლებსაც არ იცნობს. მათ განარიდეს ლ---------–---ი და მასთან მყოფი ბიჭები. ლ----მ ხელი დაარტყა, რაზეც იჩხუბეს, მაგრამ რაიმე სერიოზული არ მომხდარა. შემდეგ წავიდა სახლში და აიღო დანა, რომელიც იყო პურის საჭრელი, ტარი ჰქონდა ხისფერი. როცა გავიდა ქუჩაში, იყვნენ ლ----ს მეგობრები, მაგრამ მათ არ იცნობს. მათ დაუწყო გინება, რაზეც გინებით უპასუხეს.
მოწმე რ-----------------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულთან, მის ძმასთან, რ-----------–-----სთან ერთად ლუდს სვამდა. გასული იყო და რომ დაბრუნდა, არეულობა დახვდა, ხმამაღალი ლაპარაკი იყო. 10-მდე კაცი იყო იქ. რ-----------–----- აშველებდა. თვითონაც აშველებდა. ბ-------–--------ი იყო უცნობების გარემოცვაში, დაძაბული ვითარება იყო. ბ--- ეუბნებოდა ლ---------–---ს, ნასვამები ვართ და ხვალ გავარკვიოთ, ნათესავები ვართ და ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთო. მათი წასვლის შემდეგ გააგრძელეს სმა. 2-3 წუთში ისევ მოვიდნენ ლ---------–---ი და სხვები. ლ---------–---ი მივიდა რ-----------–-----სთან, რომელიც ამბობდა, ერთი სისხლი და ხორცი ვართო და წამებში დააგდეს.
მოწმე ნ-------------------ს ჩვენების მიხედვით, ბრალდებულთან და სხვებთან ერთად სვამდა, რა დროსაც შელაპარაკება მოხდა. თავიდან ლ---------–---ი და დ----------------- გააშველა. მერე ისევ იჩხუბეს.
მოწმე ა----------–-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ თვითონ, ლ----, გ-------------ი, ნ--------------, რუსლან ძერიაშვილი კაფეში ისხდნენ. ეზოდან ვიღაცა კითხულობდა ვანოს. არ არისო, უთხრეს, მაგრამ ის არ გაჩერდა. გავიდა გარეთ. უცნობი პირი ნასვამი და ნაცემი იყო. თვითონ, გ---რგი, ნოდარი და ლ---------–---ი გავიდნენ. ჩიხში გაიგო ხმამაღალი საუბარი. ლ---- შევიდა ჩიხში და დაიწყო ჩხუბი, რის შემდეგაც განეიტრალდა სიტუაცია. ლ----ს ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
მოწმე ნ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ კაფეს მოადგა უცნობი, რომელიც მთვრალი იყო და ვიღაცას ეძებდა. გავიდა დასალაპარაკებლად. უცნობი არაადეკვატური იყო. მერე მივიდა ის, ვისაც ეძებდა. ორივე იყო ნაცემი. ერთი იძახდა, რა პატივისცემა იციან, თავში ჩამარტყესო. უკან სისხლი მოსდიოდა. სად ცხოვრობ, წაგიყვანო, უთხრა. უცნობი ვერ იხსენებდა, თუ სად ცხოვრობდა. ჩიხიდან გაისმა უწმაწური საუბარი. ლ---------–---ი და გ---------ი შევიდნენ. თვითონ და ნ---- ჯ--------- შეყვნენ. ჩიხში ბიჭები დაამშვიდეს და გამოიყვანეს. ბრალდებული ლ----ს ისე უწმაწურად ესაუბრებოდა, ლ----ს ჰკითხა, ძველი ხინჯი ხომ არ გაქვთ ერთმანეთშიო, რაზეც მიიღო უარყოფითი პასუხი. თუ ძველი ხინჯი არ გაქვს, ასეთი აგრესია არ უნდა გამოავლინო. მერე ისევ აგრესია ატყდა. ისევ შეყვნენ. მასაც მოხვდა ვიღაცის ხელი. ბრალდებული იგინებოდა, დადიოდა იქით-აქით, გამიშვი, მაგათი დედაო, იძახდა. მის ძმას სთხოვა, გაეყვანა, უთხრა, ხვალ ილაპარაკეთ, რა გაქვთო გასაყოფი. ასეთი ზიზღი და ღვარძლი არ უნახავს. ბიჭები შემოიყვანეს ეზოში. გ---ს ცხვირი ჰქონდა გატეხილი, ლ---- სახეზე ნაცემი იყო, ოთო თითს იტკიებდა. ამის შემდეგ გაიგო გინების ხმა, ნახა, რომ ბრალდებული და მისი ძმა მათკენ მიდიოდნენ გინებით, დანარჩენები მოშორებით მიდიოდნენ, ისინიც აგინებდნენ, დანები ეკავათ.
მოწმე ნ---- ჯ---------ს ჩვენებით დასტურდება, რომ რამდენჯერმე გავიდა სასტუმროდან ჩიხისკენ. იქიდან სულ იყო დაძაბული საუბრები. ამ დროს მათი ბიჭები შიგნით იყვნენ და გარეთ არ გასულან. ლ---------–---მა მიაქცია ყურადღება რეპლიკებს, რომელსაც თეთრმაისურიანი ჩიხში ამბობდა. თეთრმაისურიანმა ისეთი რაღაცეები თქვა, იფიქრა, რომ ლ----ს არ მოეწონებოდა და აწყენინებდა. ჩიხიდან გაიგო ხმაური. ნახა, რომ ლ---- მასთან არ იდგა. მიხვდა, რომ იქ იქნებოდა შესული. შევიდა ჩიხში და განმუხტეს ვითარება. ხელის შეხება არ ყოფილა, გინება იყო ლ----ს მიმართულებით, დედის გინებაზე უარესი. ვერავინ ვერ აიტანდა ამას. ლ---- შევიდა სასტუმროში. კიოდა, რომ გინება ლ----ს არ გაეგო. ჩიხში მყოფები ნასვამები იყვნენ. ისევ ჩიხიდან გაიგო საშინელი ხმაური. რომ გავიდა, ოთო იყო ძირს. ლ----ს ესმოდა, რასაც იძახდნენ მისი მისამართით. ამირან გელენიძეს ეჭირა ლ---------–---ი. გინება ლ----ს მიმართ იყო სახელდობრ. ლ---- შეიყვანა სასტუმროში. თეთრმაისურიანი ამოიცნო, რომ იყო ჩ--------------ი. ბრალდებულმა უთხრა, პატივს გცემთ და თქვენი ხათრით გავჩერდებიო. ჩიხიდან ბრალდებული გამოვიდა მის ძმასთან ერთად. ნ-------------- დაუძახა და უთხრა, ისევ გამოვიდნენო. უკან 4 კაცი მოყვებოდათ. ბრალდებულმა და სხვებმა გინება დაიწყეს.
მოწმე გ---------ის ჩვენების თანახმად, ჭიშკართან უცნობი მივიდა, ვიღაცას ეძებდა. გავიდა თვითონ, ამირან გელენიძე და ლ---------–---ი. უცნობი არაადეკვატური იყო. რეპლიკა წამოვიდა ჩიხიდან. მივიდნენ რეპლიკის ავტორთან, შელაპარაკება მოხდა. შემდეგ შებრუნდა ეზოში. მეორეჯერაც იყო რეპლიკა. ჩიხში ისევ დაპირისპირება მოხდა, ისევ შებრუნდნენ სასტუმროში. ამის შემდეგ გაიგო გინება.
მოწმე ო---------------–---ს ჩვენების მიხედვით, დაპირისპირების მეორე ეპიზოდიდან ჩაერთო. როგორც მივიდა, მალავე ჩხუბი დაიწყო. თითი დაიზიანა, რის შემდეგაც სასტუმროში შევიდა. 5 წუთში გინება გაისმა.
მოწმე ნ-------------–----ს ჩვენებით ირკვევა, რომ 10 ივლისს ლ---------–---ი, გ-------------ი და სხვები იყვნენ სასტუმრო სვანეთში. ფეხბურთის მერე ქუჩიდან შემოესმათ გინება და ჩხუბის ხმა. წინ არის ჩიხი. იქ ვიღაცეები ცემდნენ სვანეთში ჩამოსულ პირს. ცოტა ხანში მათთან შემოსვლას ცდილობდა უცნობი, რომელიც ეძებდა ვანოს. ლ---------–---ი, გ---------ი და სხვები მიდიან, რასაც ჩხუბი მოყვა ჩიხში ბიჭებთან. გავიდნენ ქალებიც და ჩაახშეს ჩხუბი. ცოტა ხანში ქუჩიდან გაისმა გინება ნ---- ჯ---------ს მიმართ, რასაც მოყვა ლ----ს და გ---რგის გაღიზიანება და ისინი გადახტნენ.
მოწმე ს----- ჯ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ლ---------–---ი ანერვიულებული იყო, ჩიხისკენ გაიწიეს ბიჭებმა, დაპირისპირება დაიწყო. მოჩხუბრები გააშველა, ლ----ს იჭერდა.
ამდენად, ირკვევა, რომ იმ ღამით ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა რამდენჯერმე. ამ ჯგუფში ერთ მხარეს იყო ლ---------–---ი, ხოლო მეორე მხარეს - დ-----------------. დადგენილია ასევე, რომ ჩიხში განვითარებულ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ ლ---------–---ი და დ-----------------ც. დ----------------- ლ---------–---ს აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ისინი გააშველეს. ჩიხში ფიზიკური დაპირისპირებაც იყო, რა დროსაც ორივე მხარეს იყვნენ დაზიანებული და ერთმანეთზე გაბრაზებული, გაღიზიანებული ადამიანები. დასტურდება ისიც, რომ ჯგუფებს შორის ორჯერ დაპირისპირების შემდეგ დ----------------- გამოდის ჩიხიდან და მიდის სასტუმროს მიმართულებით დემონსტარიცული ხმამაღალი შეძახილით უშუალოდ სასტუმროში მყოფი პირების მისამართით.
უშუალოდ ბოლო დაპირისპირებამდე განვითარებული მოვლენები ნათელყოფს, რომ ლ---------–---სა და ბრალდებულს, ისევე, როგორც სხვა პირებს შორის კონფლიქტი იყო რამდენიმე წუთის წინ. ამ კონფლიქტის შემდეგ ორივე მხარე იყო გაღიზიანებული, იწევდა ერთმანეთისკენ და მათი გაშველება მოხერხდა ქალბატონების ჩარევით და მათი პატივისცემის გამოხატვის შედეგად. უნდა ითქვას ისიც, რომ კონფლიქტის სათავე ყველა შემთხვევაში იყო ჩიხში მოქეიფე პირების, რომელთა შორის იყო ბრალდებულიც, მხრიდან წარმოთქმული რეპლიკები. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი განიმუხტა, როგორც მოწმეები და ვიდეოფირი ადასტურებენ, ბრალდებული გამიზნულად მიდის სასტუმროსკენ, ხმამაღლა მიზანმიმართულად იგინება სასტუმროში მყოფი პირების მისამართით და აგრძელებს გზას დანით ხელში. თავიდანვე დანით გამოსვლა ჩიხიდან, სპეციალურად შეგინება მიუთითებს იმაზე, რომ ბრალდებულს სურდა დაპირისპირებული ჯგუფის წევრების მწყობრიდან გამოყვანა და მათთან ჩხუბის გაგრძელება, რისთვისაც წინასწარ მომზადებული იყო დანით ხელში. ბრალდებულთან ერთად იმავე განწყობით იყვნენ სხვა პირებიც, რომლებიც ასევე იგინებოდნენ და რომლებიც ასევე დანით იყვნენ. ამ წინასწარი განწყობის არსებობის პირობებში განხორციელდა შემდგომი ქმედებები. კერძოდ, დ----------------- პირველად შეეჯახა გ-------------ს, რომელსაც დანა მოუქნია და ამ მომენტში დაარტყა მას ფეხი ო---------------–--მა, რის გამოც ბრალდებული წაბარბაცდა, თუმცა მისი დაცემა კადრში არ ჩანს. ამ მომენტიდან რამდენიმე წამში ხდება ლ---------–---ის დაჭრა ბრალდებულის მიერ იმ ადგილიდან 2-3 მეტრში. ბრალდებულის ჩვენებით, მან არ იცოდა, თუ ვინ დაარტყა ფეხი და სურდა ამის გარკვევა. ირკვევა, რომ ბრალდებულის წაბარბაცებიდან წამებში ის ჩნდება ლ---------–---თან. იყო რა გაბრაზებული იმ პირზე, ვინც მას ფეხი დაარტყა და სურდა მისთვის სამაგიეროს გადახდა, ჰქონდა რა ზოგადად აგრესიული განწყობა და მზად იყო დანა გამოეყენებინა, იყო რა დაპირისპირებული წინა ეპიზოდებში ლ---------–---თან, მან ლ---------–---თან აღმოჩენის დროს გამოიყენა მის ხელთ არსებული დანა და რამდენჯერმე დაარტყა მას. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ლ---------–---ს დანა დარტყმული აქვს უკნიდან სამჯერ. ამასთან, ერთი დარტყმა განხორციელდა ზემოდან, მეორე - გვერდიდან. განსახილველ შემთხვევაში გაბრაზებული, ნასვამი დ-----------------ს მიერ ლ---------–---ის სასიცოცხლო ორგანოებისა და ფუნქციების ხელყოფისთვის ყველაზე მოწყვლად ადგილას დანის გამოყენებით უკნიდან ფილტვის დაზიანებით ღრმა ჭრილობების მიყენება მიუთითებს, რომ ბრალდებული ითვალისწინებდა, რომ დაზიანების მიყენება წარმოადგენდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით აკრძალულ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას; აცნობიერებდა, რომ მის ქმედებას შეეძლო გამოეწვია სასიკვდილო შედეგი და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
აფასებს რა სასამართლო ამ გარემოებას, აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ----------------მა ლ---------–---ის სიცოცხლე მოუსპო განზრახ.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საერთაშორისო აქტებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცულია სიცოცხლის უფლება. სამართლის მიერ სიცოცხლის უფლების დაცვა ხდება სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. მათ შორის ერთ-ერთია სიცოცხლის მოსპობის დასჯად ქმედებად გამოცხადება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ისჯება განზრახ მკვლელობა. მართალია, აღნიშნული მუხლი საკანონმდებლო კონსტრუქციის თვალსაზრისით ე.წ. მარტივი შემადგენლობის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის მუხლების მოშველიებით შესაძლებელია ამ დანაშაულის ნიშნების გამოვლენა. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს სუბიექტური მხრივ, სხვისი სიცოცხლის მოსპობის (ნებისმიერი ფორმის) განზრახვა, ობიექტური მხრივ - აღნიშნულისკენ მიმართული (ნებისმიერი სახის) ქმედება, სასიკვდილო შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და სიკვდილს შორის. სსკ-ის 108-ე მუხლის ობიექტია სხვა ადამიანის სიცოცხლე. მისი ხელყოფა გამოიხატება თავის ტვინის ნერვული ელექტრონული აქტივობის უკუუბრუნებელ შეწყვეტაში. მკვლელობის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს როგორც მოქმედებას, ასევე უმოქმედობას. სსკ-ის 108-ე მუხლი მიეკუთვნება მატერიალურ დანაშაულებს, რის გამოც მის დამთავრებულად ცნობისთვის აუცილებელია შედეგი. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ქმედებასა და შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ სსკ-ის 108-ე მუხლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განზრახ. ამასთან, ის შეიძლება განხორციელდეს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი (ევენტუალური) განზრახვით. მკვლელობისთვის დამახასიათებელია როგორც წინასწარ მოფიქრებული, ასევე უეცრად წარმოშობილი განზრახვა. ამასთან, მნიშვნელოვანია უშუალოდ ქმედების ჩადენის დროს არსებული განზრახვა და არა წინმსწრები ან ქმედების შემდგომი სუბიექტური მდგომარეობა ქმედების სუბიექტისა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა რამდენჯერმე დაარტყა დანა ლ---------–---ს, რითაც განახორციელა აქტიური მოქმედება. ის აცნობიერებდა, რომ საკუთარი ქმედებით არღვევდა მისთვის დაკისრებულ, სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელშეუხებლობის დაცვის მოვალეობას და ამ მოვალეობის დარღვევით ჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას; აცნობიერებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ლ---------–---ის სიკვდილი და სურდა ეს, ე.ი. მოქმედებდა განზრახ.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ დ-----------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევაც მოხდა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც დ----------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
დ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
დ-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა, ასევე ჭრილობების მიყენების ვითარება - უკნიდან სიცოცხლისათვის სახიფათო არაერთი დარტყმის განხორციელება, ლ---------–---ის თავადვე გამოწვევა ჩხუბში მისთვის შეურაცხყოფის მიყენებით, განმუხტული ვითარების თავადვე გამწვავება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (განაწყენება), მიზანს (სიცოცხლის მოსპობა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (უმაღლესი ღირებულების - სიცოცხლის ხელყოფა მთვრალ მდგომარეობაში), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (დანის დარტყმა რამდენჯერმე უკნიდან სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოებში), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (სიცოცხლის მოსპობა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არის ნასამართლევი ძალადობრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას. მოცემული ნორმა ადგენს სასჯელის შეფარდებისას სახელმძღვანელო პრინციპს, რაც ვრცელდება სასჯელის ზომის განსაზღვრაზეც. აღნიშნული პრინციპის თანახმად, უპირველესად უნდა შეფასდეს, საკმარისია თუ არა სასჯელის მიზნების მისაღწევად სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი. სასჯელის გამკაცრების ყოველი შემთხვევა უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებით გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არარსებობის, დამამძიმებელი გარემოებების არსებობის და მის საფუძველზე სასჯელის დამძიმების აუცილებლობის თაობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია საქმის ყველა გარემოება: დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, დანაშაულამდე შექმნილი ვითარება და მასში ბრალდებულისა და დაზარალებულის მონაწილეობის ხარისხი, უშუალოდ ქმედების განხორციელების ხერხი, საშუალება, პირობები, პოსტდანაშაულებრივი ქცევა და სხვა. სასჯელის ზომის შერჩევისას სათანადოდ უნდა შეფასდეს როგორც შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა რაოდენობა, ასევე თითოეული მათგანის ხარისხი. ამ პროცესში აუცილებელია ასევე ზოგადად შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა სრული მოცულობის საორიენტაციო გაანალიზება და კონკრეტულ შემთხვევაში გამოკვეთილი გარემოებების მათთან შედარება, რათა დადგინდეს, რამდენად სრულად მოიცავს ბრალდებულის მიმართ დადგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები კანონმდებლის მიერ გათვალისწინებულ ყველაზე მსუბუქ ან ყველაზე მძიმე შემთხვევას და რამდენად უნდა აღემატებოდეს ბრალდებულისთვის შეფარდებული სასჯელი სანქციის მინიმუმს.
ყოველივე აღნიშნულის კომპლექსური გაანალიზების შედეგად, იღებს რა მხედველობაში საქმის ყველა გარემოებას, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია სასჯელის ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
ძირითადი სასჯელის დანიშვნასთან ერთად სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისთვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისთვის, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. სასამართლო, ჩადენილი ქმედების, მისი წინაპირობების, შედეგის გათვალისწინებით მიდის დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულს დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაეკისროს ქონების - დანაშაულის იარაღის - დანის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა, რადგან ეს აუცილებელია ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
ამასთან, ვინაიდან ჩადენილია 2 დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ქმედება და განსახილველ შემთხვევაში არის რეციდივი, საბოლოოდ სასჯელის ზომის განსაზღვრა უნდა მოხდეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. ამასთან, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ახალი დანაშაული არის წინა დანაშაულზე მძიმე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წლების განმავლობაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნამ ვერ მოახერხა ბრალდებულზე ზეგავლენა ახალი დანაშაულის ჩადენისგან თავის შეკავების კუთხით, პირიქით, მან ჩაიდინა უფრო მძიმე დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ. ყველა ამ გარემოების გათვალისწინების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა სრულად შეკრების პრინციპი.
ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება დ-----------------სთვის წინა განაჩენებით დაკისრებული ჯარიმის გადახდა, რის გამოც არსებობს განაჩენთა ერთობლიობაც. ამასთან, ვინაიდან დადასტურებით არ არის ცნობილი ჯარიმის აღსრულების საკითხი, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, რაც ბრალდების მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა, იმისათვის, რომ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში არ მოხდეს ორჯერ ერთი და იმავე სასჯელის აღსრულება და ამით არ დაირღვეს მსჯავრდებულის უფლებები, გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და ახლად დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ–ის 79–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართულია სისხლისმაგვარი ლაქები, მიკრონაწილაკები, ფრჩხილის, გამოსახულების ნიმუშები, ნერწყვის, თმის, სისხლის ნიმუშები, დანები, რასაც არ გააჩნია რაიმე მატერიალური ღირებულება, რის გამოც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ისინი უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საქმეზე ასევე დართულია ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები, ლ---------–---ისა და გ---------ის ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, რაც უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, საქმეზე დართული დისკები კი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----------------- საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - დანა.
საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები სრულად შეიკრიბოს და საბოლოოდ მოსახდელად დ----------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, დამატებითი სასჯელის სახით - დანაშაულის იარაღის ჩამორთმევა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენებით და განჩინებებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ----------------ს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, დამატებითი სასჯელის სახით - დანაშაულის იარაღის ჩამორთმევა.
დ----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 ივლისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: სისხლისმაგვარი ლაქები, მიკრონაწილაკები, ფრჩხილის, გამოსახულების ნიმუშები, ნერწყვის, თმის, სისხლის ნიმუშები, დანები განადგურდეს, ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები, ლ---------–---ისა და გ---------ის ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, საქმეზე დართული დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია