თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ).
2. სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეჩერდეს:
ა) თუ საქართველოს პარლამენტმა/საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ/საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანხმობა არ მისცა გენერალური აუდიტორის/მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც აღნიშნულ პირს იმუნიტეტი იცავს;
ბ) თუ დაისვა უცხოელისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის საკითხი – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;
დ) თუ კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;
ე) თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხაობის გამო პროცესუუნარო გახდა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში გამოძიებისას პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლო მხარის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ.
4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა/სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს/განახლდეს.
5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებული წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2012 წლის
2
2
ივნისის
კანონი №6
550
– ვებგვერდი,29
.0
6
.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის
კანონი №2209
– ვებგვერდი, 08.04.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №
3276
–
ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის
5
სექტემბრის
კანონი №3373
–
ვებგვერდი, 21.09.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1339 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 9-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1339
- 17.12.2025 კანონი №1300
- 24.06.2025 კანონი №697
- 30.12.2021 კანონი №1314
- 08.05.2019 კანონი №4604
- 05.09.2018 კანონი №3373
- 21.07.2018 კანონი №3276
- 01.08.2014 კანონი №2634
- 04.04.2014 კანონი №2209
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 167. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის არდაწყება და შეჩერება 1. სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ). 2. სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეჩერდეს: ა) თუ საქართველოს პარლამენტმა, /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, /საქართველოს იუზენაესტიციის უმაღლესამა რთლოს თავმჯდბჭომარემ თანხმობა არ მისცა გეს შნესაბამისად საქართველოს სახალხო დამცველის, საქაურთველოს კონტროლი ს პალატის თავმჯუდიტომარის, /მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე იმ ვადით, რა ვადაშიც აღნიშნულ პირს იცავს იმუნიტეტი იცავს; ბ) თუ დაისვა უცხოელისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის საკითხი – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში; დ) თუ კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე; ე) თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხაობის გამო პროცესუუნარო გახდა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში გამოძიებისას პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლო მხარის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ. 4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა/სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს/განახლდეს. 5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის, საქართვგელოს კონტეროლის პალატური ს თავმჯუდიტომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, ასგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებული წესსი განისაზღვრება ვს საქართველოს კონსტიტუციაით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთ, ანხმებები, ეს კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2012 წლის 2 2 ივნისის კანონი №6 550 – ვებგვერდი, 29 .0 6 .2012წ.