1. დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა.
2. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი · რედაქცია 17.12.2025
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლი · სსსკ 170
თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა.
2. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულა
გ-ე დააკავეს – 2025 წლის 22 აპრილს, 23:00 საათზე, სასამართლოს განჩინების გარეშე, საქართველოს სსსკ-ის 170-ე, 171-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობით, ვინაიდან:,,იგი შესაძლოა მიიმალოს” (ტ.
მ-ე ფაქტობრივად 2012 წლის 18 მაისს, 21 საათზე, მიიყვანეს ხარაგაულის პოლიციაში და ამის შემდეგ მას შეზღუდული ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, რაც, საქართველოს სსსკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის დაკავებას ნიშნავს; კანონის თანახმად, დ. მ-ეს ბრალი უნდა წარდგენოდა 2012 წლის 20 მაისის 21 საათამდე,…
…ან დაკავებულის თუ დაპატიმრებულის გათავისუფლების უფლება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უკანონო დაკავებაში ან უკანონო დაპატიმრებაში. სუბიექტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა და პირი დაკავებულად ითვლება თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან.
აპელანტები მიიჩნევენ, რომ გ--------–--------- მიმართ დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სტანდარტი, 170-ე, 171-ე და 174-ე მუხლის მოთხოვნები. გ--------–--------- დაკავება მოხდა სასამართლოს განჩინების გარეშე. გ--------–--------- მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლი და საქართველოს კონსტიტუციის მეთვრამეტე მუხლის მეორე პუნქტი, მეორმოცე მუხლის მეორე პუნქტი.
…არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის,,ბ“ ქ/პუნქტის (რომელზეც დაცვა აპელირებს) თანახმად, სავალდებულოა ბრალდებულს ადვოკატი ჰყავდეს თუ მან არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად:,,დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბარლდებულად“. აღნიშნული ნორმების ანალიზით ნათლად იკვეთება, რომ პირი ბრალდებულის უფლებებს, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლებას იძენს მისი დაკავების შემდეგ ანუ ბრალდებულის სტატუსის შეძენის შემდეგ.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025. გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 170, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-170/