განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100117001886710
საქმე №1/ბ-437-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ----------–----------------–---–--------------------–---–------------------------------------–-----–---–--
ადვოკატ: გ--–--------–--–---–------------------------
მსჯავრდებულ: გ--------–---------
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ--------–--------- და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------–--------- მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------აქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-----------------------------–-------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით გ--------–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
გ--------–-------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
გ--------–-------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
გ--------–--------- მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ--------–-------ემ დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და 2017 წლის 7 მარტს, ასევე უკანონოდ ინახავდა. საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: გ--------–--------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ - საერთო წონით - 0,2656 გრამს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--------–-------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ-----------------ემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენის გაუქმება და გ--------–--------- მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტები, აღნიშნულის მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ--------–--------- ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ არც პირადი ჩხრეკა, არც ამოღება და არც ოქმების შედგენა და დალუქვა დაკავების ადგილზე არ მომხდარა, როგორც ამას ბრალდების მხარის მოწმეები უთითებენ. აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებენ ვ----–-------------–--ე, ა--------------- და თავად გ--------–-------ე. გ--------–--------- დაკავების დროსთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები დროში ვერ ემთხვევა ერთმანეთს და შესაბამისობაში ვერ მოდის ობიექტურ რეალობასთან, რადგან სინამდვილეში დაკავების შემდეგ გ--------–-------ე წაიყვანეს ფ------------–-ს ქუჩაზე, სადაც დაჰყვეს გარკვეული პერიოდი და ზემდგომიდან ინსტრუქციების მიღების შემდგომ, გ--------–-------ე გადაიყვანეს მეშვიდე განყოფილებაში. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა გ--------–--------- ჩხრეკა, რის შემდეგაც ვითომ ამოღებული ნივთმტკიცების დალუქვა მოხდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ არ იყო კატეგორიული, მაშინ როდესაც მოწმის სახით დაკითხული ა-----------ის ჩვენება სწორედაც რომ კატეგორიული იყო. დაცვის მხარის ორივე მოწმე განმარტავს, რომ გ--------–--------- დაკავებაში რამდენიმე პირი იღებდა მონაწილეობას, რომლებსაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, პირადი ჩხრეკის და ოქმის შედგენის ფაქტი კი არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია. დაცვის მხარე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გ--------–--------- მიერ მიცემული ჩვენება სასამართლოს მიერ არასწორად იქნა აღქმული. გ--------–--------- მიმართ ინტერესი მის დამკავებელ პოლიციის თანამშრომლებს არ ჰქონდათ, მისი ინტერესი ჰქონდა იმას ვინც დავალება გასცა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის, როგორც ქიმიური ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნაჭრის ჟილეტზე და ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღინიშნება. ბილოგოირი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი ბიოლოგიურ მასალასთან გ--–--------- თანამონაწილეობა არ ვლინდება. გარდა ზემოაღნიშნულისა, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციი სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არასწორად იმსჯელა გ--------–--------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე. აპელანტები მიიჩნევენ, რომ გ--------–--------- მიმართ დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სტანდარტი, 170-ე, 171-ე და 174-ე მუხლის მოთხოვნები. გ--------–--------- დაკავება მოხდა სასამართლოს განჩინების გარეშე. გ--------–--------- მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლი და საქართველოს კონსტიტუციის მეთვრამეტე მუხლის მეორე პუნქტი, მეორმოცე მუხლის მეორე პუნქტი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება გ--------–--------- მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
საქმის არსებითი განხილვისას, მოწმე მ-----------------მ განმარტა, რომ 2017 წლის 7 მარტს იგი მუშაობდა გამომძიებლად შსს ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებაში. დ-------------–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად გ--------–-------ე უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. იგი (მოწმე), კ--------------–---–თან ერთად გავიდა თბილისში, ა-----ს ქუჩაზე, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელის ამოსასვლელში შეაჩერეს გ--------–-------ე, რომელსაც წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. გ--------–-------ემ უარი განაცხადა უკანონო ნივთის წარმოდგენაზე და განმარტა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და იგი არ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. რის გამოც გ--------–-------ეს, იქვე, რამდენიმე მეტრში, ავტომანქანასთან ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. გ--------–--------- პირადი ჩხრეკა ზუსტად იმ ადგილას, სადაც იგი შეაჩერეს (მიწისქვეშა გადასასვლელის ამოსასვლელში) არ ჩატარდა, რადგან იქ ხალხი მოძრაობდა და ჩხრეკის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო პირის გაშიშვლება გამხდარიყო საჭირო, რის გამოც საგამოძიებო მოქმედება ხალხმრავალი ადგილიდან ოდნავ მოშორებით ჩატარდა. გ--------–-------ეს ქურთუკის (ჟილეტის) წინა ჯიბიდან მან (მოწმემ) ამოუღო თეთრი ფერის ქაღალდი, რომელშიც იყო შეხვეული რამდენიმე ქაღალდი, მათ შორის ფოლგა და პოლიეთილენი, მასში შეხვეული მოთეთრო-მოყვითალო ფერის ფხვიერი ნივთიერებით, რაც დეტალურად აღიწერა ჩხრეკის ოქმში. მან ასევე ამოიღო ჟილეტი, რომელიც გ--------–-------ეს ჩხრეკისას ეცვა. გ--------–-------ე ადგილზე დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გ--------–--------- ჩხრეკის და დაკავების ვიდეოგადაღება არ მომხდარა, რადგან ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გასვლისას, როგორც წესი, ვიდეოგადაღება არ ხდება. საგამოძიებო მოქმედებისას, კ--------------–---–-ს გარდა, თან ახლდა პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ ავტომანქანას მართავდა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მისი ვინაობა აღარ ახსოვს. მოწმემ აღნიშნა, რომ პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმები შედგა ადგილზე, რაც გააცნეს გ--------–-------ეს, თუმცა ხელის მოწერაზე მან უარი განაცხადა, რაც შენიშვნის სახით მიეთითა ოქმებში. დაკავების შემდეგ ისინი მივიდნენ პირდაპირ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, სადაც გ--------–--------- გაშიშვლება და განმეორებითი ჩხრეკა არ ჩატარებულა.
მოწმე კ--------------–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 7 მარტს იგი მუშაობდა გამომძიებლად შსს ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებაში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დ-------------–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში ა-----ს ქუჩაზე იმყოფებოდა გ--------–-------ე, რომელიც უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. იგი, მ-----------------სთან ერთად მივიდა ა-----ს ქუჩაზე, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელის ამოსასვლელში შეაჩერეს გ--------–-------ე, რომელსაც წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. გ--------–-------ემ უარი განაცხადა უკანონო ნივთის წარმოდგენაზე, რის გამოც, ოდნავ მოშორებით, დაახლოებით ათ მეტრში, ავტომანქანასთან ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. საგამოძიებო მოქმედებისას შესაძლებელია აუცილებელი გამხდარიყო პირისათვის ტანისამოსის გახდა, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ხალხმრავლობა კი უხერხულობას ქმნიდა. გ--------–-------ეს ჟილეტის წინა ჯიბიდან ამოუღეს თეთრი ფერის ქაღალდი, მასში მოთავსებული ქაღალდებით (მათ შორის ფოლგის), რომელშიც იყო ფხვიერი ნივთიერება. ასევე ამოიღეს ჟილეტი, რომელიც გ--------–-------ეს ეცვა ჩხრეკისას და დააკავეს იგი. გ--------–-------ეს ადგილზევე გააცნეს პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმები, რასაც მან ხელი არ მოაწერა. მოწმის განმარტებით, დაკავების შემდეგ ისინი მივიდნენ პირდაპირ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, სადაც გ--------–--------- გაშიშვლება და განმეორებითი ჩხრეკა არ ჩატარებულა. შემთხვევის ადგილზე მათ მესამე თანამშრომელი, რომლის ვინაობა არ ახსოვს, ელოდებოდათ ავტომანქანაში, რომელსაც ჩხრეკაში და დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე გ-------–---–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 7 მარტს იგი მუშაობდა გამომძიებლად შსს ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებაში. მან აწარმოა გამოძიება გ--------–--------- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. მან ნახა გ--------–-------ე, რომელიც დაკავების შემდეგ მიიყვანეს შსს ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებაში, რა დროსაც მას ჟილეტი არ ეცვა, რადგან ჟილეტი უკვე ამოღებული და დალუქული იყო.
მოწმე თ----------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 7 მარტს იგი მუშაობდა გამომძიებლად შსს ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებაში. მან აწარმოა გამოძიება გ--------–--------- ბრალდების სისხლს სამართლის საქმეზე. მან ნახა გ--------–-------ე, რომელიც დაკავების შემდეგ მიიყვანეს შსს ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებაში, სადაც არც მისი ჩხრეკა და არც დათვალიერება არ ჩატარებულა. გ--------–-------ეს პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას ,,ჟილეტი“ არ ეცვა, რადგან იგი შემთხვევის ადგილზე ამოიღეს პოლიციელებმა.
პირადი ჩხრეკის ოქმით (07.03.2017) დასტურდება, რომ 2017 წლის 7 მარტს 13:20-13:40 საათზე, თ---–--–----------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა გ--------–--------- პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მოლურჯო ფერის უმკლავო ნაჭრის ჟილეტის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ქაღალდი, მასში მოთავსებული: მოთეთრო ფერის ფურცელი, რომელშიც მოთავსებულია ფხვიერი მასა, ასევე მოლურჯო ფერის ფოლგისებური ქაღალდი, მასში არსებული ფხვიერი მასით, რუხი ფერის ფოლგისებური ქაღალდი, მასში არსებული ფხვიერი მასით, უჯრებიანი ფურცელი, მასში არსებული ფხვიერი მასით. ასევე უჯრებიანი ფურცელი, მასში არსებული ფხვიერი მასით, ასევე ქაღალდში მოთავსებული პოლიეთილენის სამი და თეთრი ფერის ქაღალდის ორი ფრაგმენტი. ასევე გ--------–--------- ჟილეტის მარცხენა წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და ერთი ცალი ასლარიანი და ასევე ამოღებული იქნა გ--------–--------- ,,ჟილეტი“. ამოღებული ნივთები დაილუქა. გ--------–-------ემ ლუქებზე ხელი არ მოაწერა.
ბრალდებულის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 7 მარტს 13:43 საათზე, თბილისში, ა-----ს ქ. N18ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებული იქნა გ--------–-------ე, მას შემდეგ, რაც მისი პირადი ჩხრეკისას მისი ჟილეტის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ქაღალდი, მასში მოთავსებული სავარაუდო ნარკოტიკული საშუალებებით.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N5-----------რ დასკვნით (08.03.2017) დასტურდება, რომ გ--------–---------გან ამოღებულ ორ ცალ უჯრედებიანი ქაღალდის ნაჭერში, ერთ ცალ თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში, ერთ ცალ, ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში და ერთ ცალ, ლურჯი ფერის ფოლგის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 1,85996 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ - საერთო წონით 0,2656 გრამს.
გ--------–---------გან ამოღებულ ლურჯი ფერის, ნაჭრის ჟილეტზე და ჯიბეებში არ აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ა-–----------------------მ და თ-------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნის სისწორე.
საქმის არსებითი განხილვისას, გ--------–--------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 7 მარტს დაახლოებით 14:00 საათზე, იგი კბილის ექიმთან უნდა წასულიყო საბურთალოზე. მანამდე მას სახლში ესტუმრა ვ----–-------------–--ე. ისინი სადარბაზოდან ერთად გავიდნენ. იგი წავიდა ჭავჭავაძის გამზირისკენ, სადაც ტაქსი უნდა გაეჩერებინა, ვასილი კი ა-----ს ქუჩის მიმართულებით, სადაც მანქანა ჰყავდა გაჩერებული. ჭავჭავაძის გამზირზე მან გადაწყვიტა, რომ ა-----ს ქუჩაზე დაბრუნებულიყო და ნაცნობი ტაქსით ემგზავრა. ჩავიდა მიწისქვეშა გადასასვლელში, რა დროსაც თითქმის გასასვლელში უკნიდან გაიგო ხმა, ,,მეგობარო შეჩერდი“-ო და დაინახა სამი-ოთხი პირი, რომლებიც სწარაფად მიემართებოდნენ მისკენ. გაუკეთეს ხელკავი და მიიყვანეს ა-----ს ქუჩაზე. მაღაზიასთან, სადაც რამდენიმე წუთი გააჩერეს, რის შემდეგ მათ მიუახლოვდა ,,ემელი“-ს ჯიპი, აღნიშნულ მანქანაში ჩასვეს და ფ------------–-ს ქუჩაზე წაიყვანეს, სადაც დაახლოებით ერთი საათი მანქანით იდგნენ. მერე მანქანაში ჩაჯდა ერთი პირი, რომელიც მას (გ--------–-------ეს) ეკითხებოდა, თუ რატომ არ დატოვა ქვეყანა, თუმცა კონკრეტულად ვისი სახელით ესაუბრებოდა, არ იცის. მასზე განხორციელებული მუქარის გამო, მან ერთხელ დატოვა საქართველო, თუმცა მერე უკან დაბრუნდა. მან (გ--------–-------ემ) აუხსნა, რომ გამგზავრება თანხებთან იყო დაკავშირებული და რამდენიმე დღეში დატოვებდა ქვეყანას. შემდეგ უთხრეს, რომ ზემდგომს უნდოდა მასთან გასაუბრება. მიიყვანეს გაგარინის პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეხვდა პოლიციის უფროსს, გვარად ქ--------ს, რომელიც დაინტერესდა გაჩხრიკეს თუ არა იგი და მოითხოვა მისი ხელმეორედ გაჩხრეკა. იგი ხელმეორედ გაჩხრიკეს, ამოუღეს ტელეფონი, ცხვირის წვეთები, ხელსახოცი და დაადეს ხელბორკილი. დაახლოებით ერთი საათი იყო ხელბორკილდადებული. მერე შეიყვანეს ისეთ ოთახში, სადაც, როგორც მიხვდა არ იყო კამერები, სადაც ისევ საფუძვლიანად გაჩხრიკეს. მერე მასთან მივიდა თ----------------–---–ი, რომელსაც ხელზე ე.წ. ,,ფოლდერი“ ჰქონდა გაკეთებული და მოსთხოვა ჟილეტის გახდა. ჯ-----–---–მა ხელი მოკიდა მის ჟილეტს, მერე მივიდა მ-----------------ესთან, რომელიც იჯდა კომპიუტერთან და ოქმს ბეჭდავდა (წერდა). მან გაიგო, როგორ უკარნახა თ----------------–---–მა მ-----------------ს, ,,ჟილეტის წინა ჯიბიდან ამოვიღეთ ყავისფერი ფხვიერი მასა“-ო. გ--------–-------ემ აღნიშნა, რომ ე.წ. ,,მასა“ არ დაუნახავს, რადგან თ----------------–---–ს მარტო მისი ჟილეტი ეკავა. ამის მერე ის კიდევ ერთხელ გაჩხრიკეს, შემდეგ გადაიყვანეს მცხეთაში ნარკოლოგიური გამოკვლევისთვის. მან ანალიზი ვერ ჩააბარა, თუმცა კლინიკურად იყო ფხიზელი. მართალია უშუალოდ ნარკოტიკის ჩადების ფაქტი არ დაუნახავს, მაგრამ მას ნარკოტიკი არ ჰქონია და არც მისგან ამოუღიათ პირადი ჩხრეკისას. მანვე აღნიშნა, რომ დაკავებამდე ერთი კვირით ადრე მის სახლში ვაკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ აღმოაჩინეს. იგი ამ დროს შინ არ იყო. მისმა ძმამ დატოვა ქვეყანა, რადგან ემუქრებოდნენ, რომ მასაც დაიჭერდნენ.
მოწმე ვ----–-------------–--ემ განმარტა, რომ იგი არის გ--------–--------- მეზობელი და მეგობარი. 2017 წლის 7 მარტს დაახლოებით 13:00 საათზე იგი იყო სტუმრად გ--------–-------ესთან. ისინი ერთად გამოვიდნენ სადარბაზოდან და დაშორდნენ ერთმანეთს. გ------- მიდიოდა კბილის ექიმთან, თავად კი მეუღლეს უნდა შეხვედროდა. გ------- წავიდა ჭავჭავაძის გამზირისკენ, ის კი ა-----ს ქუჩის მიმართულებით, სადაც მანქანა ჰყავდა გაჩერებული. გ------- მისი თვალთახედვის არედან გავიდა დაახლოებით ორი-სამი წუთი. მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა და რამდენიმე წუთში დაინახა, ორ პირს, რომლებსაც ეცვათ სამოქალაქო ტანისამოსი კიბეებზე ხელკავით მიყავდა დაკავებული გ------- (იგულისხმება გ--------–-------ე), ორიც უკან მოყვებოდა. გ-------ს ხელბორკილი არ ედო და არც იძულებით მიყავდა ვინმეს. მან დაინახა, როდესაც გ------- უკვე მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოიყვანეს, მანამდე ვერ ხედავდა. იგი მიუახლოვდა გ-------ს, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა უთხრა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ხელი არ შეეშალა, თორემ მასაც დააკავებდნენ. გ------- რამდენიმე წუთი გააჩერეს ა-----ს ქუჩაზე, მერე წაიყვანეს მანქანით, რომელიც მივიდა მათთან. არც ჩხრეკას და არც ოქმის შედგენას ა-----ს ქუჩაზე ადგილი არ ჰქონია. იგი 10-15 მეტრის მანძილიდან უყურებდა გ-------ს ჯერ მანქანიდან, მერე მიუახლოვდა და არ დაუკარგავს თვალთახედვის არედან სანამ მანქანაში ჩასვამდნენ. პოლიციელები იყვნენ ორი სამოქალაქო მანქანით, ემელის ჯიპით და ფორდის ავტომანქანით და მათ ფორმები არ ეცვათ. გ-------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. იგი ,,ემელი“-ს ჯიპში ჩასვეს და წაიყვანეს, მას უკან გაყვა ფორდის მარკის ავტომანქანა, რომელმაც მას გზა გადაუღობა, რათა უკან არ გაყოლოდა გ-------ს. მანქანაში ჯდომისას იგი მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეს ვერ ხედავდა და იქ ვინმეს გაჩერებული ჰყავდა თუ არა გ-------, ვერ დაინახავდა. მოწმემ განმარტა, რომ ა--------------- მისი და გ--------–--------- მეზობელია. გ-------ს დაკავებისას, სანამ გ-------ს წაიყვანდნენ, ა--------------- სულ მასთან ერთად იყო.
მოწმე ა---------------მ განმარტა, რომ გ--------–-------ე არის მისი მეზობელი. 2017 წლის 7 მარტს სამსახურიდან სახლში დაახლოებით 12:30 საათის შემდეგ დაბრუნდა. მოძრაობდა ჭავჭავაძის გამზირზე, გადადიოდა მიწისქვეშა გადასასვლელით, რა დროსაც უკნიდან მოესმა ხმა ,,ერთი წუთით მოქალაქე“-ო. მიიხედა და რამდენიმე კიბით მაღლა იდგა გ--------–-------ე, რომელსაც მიესალმა. ამ დროს გ-------ს მივარდა რამდენიმე პირი და დაუწყეს დაკავება და ხელკავგაყრილი კიბეზე ქვევით ჩაიყვანეს. მას არ ახსოვს, რომ გ-------სთვის ამ დროს ვინმეს ხელბორკილი დაედოს და არც ის ახსოვს გ-------ს წინააღმდეგობა გაეწია. გ-------ს გარშემო რამდენიმე ადამიანი იყო, თუმცა ხელკავი რამდენმა ადამიანმა გაუკეთა, არ ახსოვს. მას დარჩა შთაბეჭდილება რომ ეს ადამიანები ერთად იყვნენ, თუმცა ვერ გამორიცხავს, რომ ისინი უბრალო გამვლელები იყვნენ. იგი იმავე მიმართულებით წავიდა, საითაც გ------- მიყავდათ, თუმცა არ ახსოვს წინ გაუსწრო გ-------ს თუ უკან მისდევდა. იგი გ-------ს შეეკითხა, რა ხდებოდა, გ-------მ უკარნახა მობილურის ნომერი და მან დაიწყო ნომრის აკრეფა. ამ დროს მასთან მივიდა ერთი პირი და უთხრა, ხელს ნუ გვიშლი, თორე შენც დაგაკავებთო. იგი მივიდა ა-----ს ქუჩაზე მდებარე მაღაზიასთან, სადაც ყავდათ დაკავებული გ--------–-------ე, სადაც სამი-ოთხი წუთი გაჩერდა და მალევე დატოვა იქაურობა, რადგან არ უნდოდა ხელის შეშლა. იგი მოგვიანებით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და გაიგო, რომ გ--------–-------ე დააკავეს. გ-------ს დამკავებლებს პოლიციის ფორმა არ ეცვათ. მას გ--------–--------- პირადი ჩხრეკა ან რაიმე ოქმის შედგენა არ უნახავს. მაღაზიის მიმდებარედ, სადაც გ------- ჰყავდათ გაჩერებული, პოლიციის მანქანა, მას არ შეუნიშნავს, თუმცა შესაძლებელია სამოქალაქო მანქანა იქ ყოფილიყო.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N00------- დასკვნით (13.04.2017) დასტურდება, რომ გენეტიკური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,... გ--------–-------ეს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფხვიერი ნივთიერება...“ მოთავსებულ შეფუთვებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც არ ვლინდება გ--------–--------- გენეტიკური თანამონაწილეობა.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ--------------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.
ზემოაღნიშნული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფონზე დაცვის მხარის პოზიციას, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ--------–--------- ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ გ--------–-------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც მისი ჩხრეკისას იქნა ამოღებული სამართალდამცავთა მიერ.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტები აღნიშნავენ, რომ გ--------–--------- მიმართ დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სტანდარტი, ასევე საქართველოს სსსკ-ის 170-ე, 171-ე და 174-ე მუხლების მოთხოვნები. გ--------–--------- დაკავება მოხდა სასამართლოს განჩინების გარეშე. გ--------–--------- მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის მეთვრამეტე მუხლის მეორე პუნქტი, მეორმოცე მუხლის მეორე პუნქტი.
სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტებს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება, თუმცა აღნიშნული არ წარმოდგენს აბსოლუტურ უფლებას და კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილში მითითებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა აღნიშნული უფლება შეიზღუდოს. აღნიშნული უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ გარემოებად მითითებულია პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს განჩინების გარეშე პირის დაკავების სამართლებრივ საფუძველბს, რომელთა შორისაა პირის დაკავება თუ მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დანაშაულის აშკარა კვალი და თუ პირი შესაძლოა მიიმალოს. კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, - მოწმეების მ----------------ის და კ--------------–---–-ს ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით და ბრალდებულის დაკავების ოქმით უტყუარად დასტურდება, რომ გ--------–--------- დაკავება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით (სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება). საგულისხმოა ის გარემობა, რომ სამართლადამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გ--------–-------ეს უნდა ჰქონოდა ნარკოტიკულ საშუალება. მართალია, გ--------–--------- დაკავება განხორციელდა მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლების შემთხვევაში, თუმცა მისი დაკავების ოქმში მითითებულია და ცალსახად დგინდება იმ გარემოებების არსებობა, რომლის შემთხვევაშიც შესაძლებელია მოხდეს პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე. სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ--------–--------- მიმართ დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 174-ე მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო პალატა კვლავ უბრუნდება გ--------–--------- დაკავების ოქმს, რომლის თანხმადაც გ--------–-------ეს ფაქტობრივი დაკავების მომენტში განემარტა ყველა ძირითადი უფლების შესახებ, რის შემდგომაც იგი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი პოლიციის უახლოეს, - შსს ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილებაში. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ--------–--------- დაკავების დროს, არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები.
დაცვის მხარე სადავოდ ხდის გ--------–--------- პირადი ჩხერეკის ადგილს და მიიჩნევს, რომ არც პირადი ჩხრეკა, არც ამოღება და არც ოქმების შედგენა ადგილზე არ მომხდარა, როგორც ამას ბრალდების მხარის მოწმეები მიუთითებენ. დაცვის მახრე თავისი პოზიციის დასადასტურებლად ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებზე. სააპელაციო პალატა აპელანტების აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მსჯავრდებულის პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; სამართალდამცავებმა დეტალურად აღწერეს მათ მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღების, შემთხვევის ადგილზე გასვლის და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების პროცედურები. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, ისინი გ--------–--------- დაკავებასა და პირად ჩხრეკასთან, ასევე ოქმების შედგენასთან დაკავშირებით სულ სხვა გარემოებებზე მიუთითებენ. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მოწმეები გ--------–--------- დაკავებამდე და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს აღწერენ ფრაგმენტულად, რის გამოც მათი ჩვენებების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების რეალური და სრულყოფილი აღქმა შეუძლებელია. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თანაბარი მტკიცებითი ძალის მქონე ორ ერთგვაროვან მტკიცებულებებს (კონკრეტულ შემთხევაში ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელების და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს) შორის არსებითი ურთიერთწინააღმდეგობისას საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სხვა პირობითად მესამე მტკიცებულება, რომელსაც თავისი თვისობრიობიდან გამომდინარე ექნება მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე ეს აქვს სხვა დანარჩენ მტკიცებულებებს. პალატა ამ თვალსაზრისით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან, როგორიცაა მაგალითად პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმები. გ--------–--------- ბრალეულობის დამადასტურებელ ძირითად, წონად მტკიცებულებას წარმოადგენს პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებებთან და ექსპერტიზის დასკვნასთან. ასევე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მართალია საგამოძიებო მოქმედება პირადი ჩხრეკა ჩატარებული იქნა გადაუდებელი აუცილებელობის შემთხვევაში, თუმცა სასამართლოს მიერ შემოწმდა მისი კანონიერება და პირადი ჩხრეკა კანონიერად იქნა ცნობილი, შესაბამის პროცესუალურ ეტაპზე (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 8 მარტის განჩინება).
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას ბიოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულ მსჯელობას და მოიხმობს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ვ--------------ს განმარტებას, რომლის თანახმად ერთი გენეტიკური პროფილით მეორის გადაფარვა, ასევე ობიექტზე ბიოლოგიური პროფილის შენარჩუნება დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ გამოვლინდება გენეტიკური პროფილი, როგორი ზედაპირია და ა.შ. როგორია ალბათობა საგანზე გენეტიკური პროფილის დარჩენის, ზუსტი პასუხი არ არსებობს.
გარდა ამისა, დაცვის მხარე გ--------–--------- მიმართ ვინმე ,,ზემდგომი“-ს, - დავალების გამცემი პირის დაინტერესებაზე მიუთითებს ზოგადად და აცხადებს, თუმცა არ ასაბუთებს კონკრეტულად ვის და რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა გ--------–--------- მსჯავრდების მიმართ.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ--------–--------- მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ--------–--------- მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება სასჯელს, აპელანტები მიიჩნევენ, რომ მართალია გ--------–-------ე ნასამართლევია, მაგრამ არ იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ და არ არის ადმინისტრაციულსახდელდადებული, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არასწორად შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება. სააპელაციო პალატა ხსენებულ მსჯელობას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ის გარემოება, რომ გ--------–-------ე ნასამართლევია განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სავსებით სამართლიანად მიიღო მხედველობაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, მსჯავრდებულ გ--------–--------- და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი გ--------–--------- მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--------–--------- და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
გ--------–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
მსჯავრდებულ გ--------–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან, - 2018 წლის 27 თებერვლიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 7 მარტიდან 2017 წლის 13 მარტის ჩათვლით.
აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 11 მარტის განჩინებით ქ.-----–--–-----–-----–-----–-----–------------–-----------–------------------------–------------------–--------------------------------------–-–--------------------------------------------------------------, დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება:
ნარკოტიკული საშუალება, მოთეთრო ფერის ქაღალდი და მასში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფურცელი, ფოლგისებური ქაღალდები, უჯრებიანი ფურცლები, პოლიეთილენის სამი ცალი ფრაგმენტი თეთრი ფერის ქაღალდის ფრაგმენტები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ასლარიანი კუპიურა, ნაჭრის ჟილეტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი