განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
160100117001932434
ინსტანცია
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100117001932434

საქმე №1ბ/90-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თ---–--ი

 

თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ვეფხია ლომიძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-----------------ის

მსჯავრდებულის: ტ-------------------ის

ადვოკატის: ბ-----------------ს

თარჯიმნების: ა---------–--------ის, ზ---------------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ტ-------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ-----------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ტ-------------------ის, დაბადებულის 1----–-–----- ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: დმ------------------------–---------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ-------------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ტ-------------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 16.707513 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საიდანაც 0,4113 გრამს უკანონოდ ინახავდა თავისი სპორტული მოსაცმელის წინა მარცხენა ჯიბეში, როდესაც ავტომობილით გადაადგილდებოდა დ-------------------------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16.0954 გრამს - დმ------------------------–---------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ სამალავში, ხოლო 0.200813 გრამს - თავის საცხოვრებელ სახლში, რაც ამოღებული იქნა 2017 წლის 2--------–ს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:

 

ტ-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ტ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 2--------–იდან.

 

ტ-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმდა.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ტ-------------------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ-------------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ-----------------მ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ტ-------------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტი მხარე აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია და ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ტ-------------------ის მიმართ შერაცხული ბრალდება.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ტ-------------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ტ-------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში და პალატის სხდომაზე დაცვის მხარის შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ტ-------------------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება არ ჩაუდენია. დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება ტ-------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ვიდრე პალატა დეტალურად იმსჯელებს სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების თაობაზე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, განიხილოს და შეფასება მისცეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებს, ვინაიდან დაცვის მხარე მსჯავრდებულ ტ-------------------ის გამართლებას ითხოვს საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათი აზრით, კანონთან შეუსაბამობის, გაყალბებისა და ურთიერთწინააღმდეგობის გამო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ფ------------------–---–მა განმარტა, რომ დმანისის შს რაიონულ სამმართველოში შევიდა ინფორმაცია, რომ დმ------------------------–---------ში მცხოვრები ტ-------------------ი და ზ---–--------–---------ი გადაადგილდებოდნენ ტ-------------------ის კუთვნილი ავტომანქანა ვ---------ით, რა დროსაც ტ-------------------ს თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შესახებ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყებიდან მალევე შევიდა შეტყობინება, რომ უ-----------–---ის მიერ შეჩერებული იყო ტ-------------------ი. ის (მოწმე) და ბ----------------–---–ი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 2--------–ს, დაახლოებით პირველ საათზე, ჩაატარა ტ-------------------ის პირადი ჩხრეკა, მანქანის დათვალიერება - ამოღება და ტ-------------------ის დაკავება. ჩხრეკა მიმდინარეობდა დღისით, მშვიდ ვითარებაში, ტ-------------------ის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ტ-------------------ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მას წარედგინა დადგენილება ჩხრეკის შესახებ, დაიწყეს ტ-------------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ტ-------------------ის მიერ სპორტული პიჯაკის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის პარკში და იყო შეკრული. ცელოფანი როდესაც გახსნა, ტ-------------------მა განმარტა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, დამოკიდებული და ნარკოტიკული საშუალება უნდოდა პირადი მოხმარებისთვის. გახსნა ფუთა, რომელშიც იყო მოყავისფრო ფერის ფხვნილი და მასთან ერთად იყო პატარა ცელოფანი თავმოკრული იგივენაირი ნივთიერება, ანუ იყო სულ ორი ცალი. მოწმის განმარტებით, ნივთიერების დათვალიერების დროს ეკეთა სამედიცინო ხელთათმანები. ტ-------------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთიერება დაილუქა ერთ ფუთად. ამის შემდეგ საუბრისას ტ-------------------მა თქვა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას სახლშიც ინახავდა. შემდეგ დათვალიერდა მისი ავტომანქანაც, პარალელურად გაიჩხრიკა მასთან ერთად მყოფი პირიც სხვა გამომძიებლის მიერ, ამოიღეს ა/მანქანა. საგამოძიებო მოქმედებებს თარჯიმნები ესწრებოდნენ. მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა თარჯიმანი რ---–-------------------ი. მისი მისვლისას ტ-------------------ი იჯდა საჭესთან, ხოლო ზ---–--------–---------ი მის გვერდით, ავტომანქანის საბარგულზე რაიმე ნივთი არ შეუმჩნევია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა უ-----------–---მა განმარტა, რომ 2017 წლის 2--------–ს სამსახურეობრივი მანქანით იმყოფებოდა ეწ. ფანჩატურის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით პირველის ნახევარზე ხელმძღვანელობისგან ტელეფონით მიიღო დავალება, გაეჩერებინა ტ-------------------ის მართვის ქვეშ არსებული თეთრი ფერის 0--------- ავტომობილი. დავალებიდან დაახლოებით ნახევარ საათში გამოიარა აღნიშნულმა ავტო მანქანამ, რომელიც გააჩერა. ავტომობილში იყვნენ - მძღოლი ტ-------------------ი და მგზავრი ზ---–--------–---------ი, რომლებიც ავტომობილიდან გადმოვიდნენ. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ პირებს ჰკითხა, ქონდათ თუ არა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთები, რა დროსაც ტ-------------------მა უპასუხა, რომ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ამოიღო ჯიბიდან და დადო ა/მანქანის უკანა საბარგულზე. ტ-------------------ს მოუწოდა ჩამჯდარიყო ა/მანქანაში, რა დროსაც ტ-------------------მა მის მიერ მანქანის საბარგულზე დადებული ნარკოტიკული საშუალება ჩაიდო ჯიბეში. მის მიერ ტელეფონით ხელმძღვანელობაზე შეტყობინების შემდეგ მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც იგი წავიდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ბ----------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 2--------–ს იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში, ასრულებდა შემოვლას, რა დროსაც დაახლობით 12:50 საათზე შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც მოძრაობდა ა/მანქანა, რომლიც მიემართობოდა ფანჩატურის მიმართულებით და უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკები, აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, გავიდნენ ის (მოწმე), გამომძიებელი ფ------------------–---–ი და თარჯიმნები ე.წ. ფანჩატურის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისვლისას დაინახეს ჟ-----–ის მარკის თეთრი ფერის ა/მანქანა, მათი თანამშრომელი უ-----------–---ი. მანქანაში იმყოფებოდნენ ორი პიროვნება, რომლებსაც გაეცნენ და შესთავაზეს მანქანიდან გადასვლა. ერთი იყო ტ-------------------ი, ხოლო მეორე ზ---–--------–---------ი. ფ-------მა გაიყვანა ტ------ი, ხოლო მან (მოწმემ) ზულფიგარს უთხრა, თუ ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, წარედგინა, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, რის შემდეგაც თარჯიმანთან ერთად ჩაუტარა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად შარიფოვისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. როგორც შემდგომ გაიგო, ტ-------------------ისგან პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. მის (ბ----------------–---–ის) მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას თარჯიმნად მონაწილეობდა ა--------------–---–ი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ე------------------–---–მა, განმარტა, რომ 2017 წლის 2--------–ს დმანისის რაიონულ სამმართველოში შევიდა ინფორმაცია, რომ დმ------------------------–---------ში მცხოვრები ტ-------------------ი და ზ---–--------–---------ი გადაადგილდებოდნენ ტ-------------------ის კუთვნილი ვ-------- ავტომანქანით, რა დროსაც ტ-------------------ს თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რაც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. დაიწყო გამოძიება, გამოკითხა პატაკის ავტორი, რომელმაც დაადასტურა ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტები. სამმართველოში შევიდა ინსპექტორ-გამომძიებელ უ-----------–---ის შეტყობინება, რომ ხსენებული ავტომანქანა გაჩერებული იქნა დ-------------------------–---------------ში, ე.წ. ფანჩატურის მიმდებარედ. გამომძიებელი ფ------------------–---–ი გაემართა აღნიშნულ ადგილას და ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები: ტ-------------------ის პირადი ჩხრეკა, ავტომანქანის ჩხრეკა და ავტომანქანის ამოღება. მის მიერ გამოკითხული იქნა უ-----------–---ი, რის შემდეგაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ტ-------------------ს აღმოაჩნდა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. გაჩნდა საფუძველი, რომ გაჩხრეკილიყო ტ-------------------ის საცხოვრებელი სახლი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის განჩინების გარეშე, რაც განახორციელა. სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა ტ-------------------ის სახლში, სადაც დახვდა ტ------ის მეუღლე და დედა, გააცნო მათ დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ და განუმარტა უფლებები, რაც გადათარგმნა თარჯიმანმა, ჩხრეკას ასევე ესწრებოდა ექსპერტი, რის შემდეგაც ტ-------------------ის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკის დროს გაიჩხრიკა სახლის ოთახები, მათ შორის ტ-------------------ის საძინებელი, რა დროსაც ოთახში მდგარი მაგიდიდან ამოღებული იქნა პენიცილინის ბოთლი, რომელშიც იყო სველი ბამბისმაგვარი ნაჭერი, ამავე მაგიდიდან ამოღებული იქნა ერთჯერადი შპრიცი ყავისფერი სითხით, იმავე ოთახში მდგარ მოლურჯო ფერის საყვავილედან ამოღებული იქნა ერთჯერადი ერთგრამიანი შპრიცი, გამჭვირვალე პარკში მოთავსებული მწვანე ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა და ყავისფერი ფხვნილი. ორსაწოლიანი ლოგინის ქვეშიდან ამოღებული იქნა პატარა ზომის, მუყაოს ყუთში მოთავსებული ელექტრო სასწორი, ამავე ოთახში, დივან საწოლის ქვეშიდან ამოღებული იქნა პნევმატური იარაღი, სამი ცალი აირის ბალონი, ერთი ტუბი და პლასტმასის ბოთლში მოთავსებული გრანულები, საწოლის ლეიბის ქვეშიდან ამოღებული იქნა 20 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, სახლის უკან, ავტოფარეხის უკან შიფერის ნატეხის გადაწევისას ნანახი იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომლის გახნისას მასში აღმოჩნდა მინის ქილა, ქილაში მოთავსებული იყო ერთმანეთში ჩალაგებული პოლიეთილენის პარკები, რომელშიც აღმოჩნდა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვნილები, სულ 15 ცალი, ამავე ქილაში მოწითალო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული იყო ორი ნატეხი მოყავისფრო დაპრესილი ფხვნილი. ამოღებული ნივთები დაილუქა და ლუქებზე ჩხრეკის მონაწილე პირებმა დააფიქსირეს ხელმოწერები, რის შემდეგაც დასრულდა ჩხრეკა. მანვე განმარტა, რომ, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტ-------------------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფხვნილისებური ნივთიერება იყო ჰეროინი, ხოლო მომწვანო მასა იყო მარიხუანა. ტ-------------------ი და ზ---–--------–---------ი გადაყვანილი იქნენ ნარკოლოგიურში, სადაც ტ-------------------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. იმავე დღეს მან მოწმის სახით გამოკითხა ტ-------------------ის მეუღლე და დედა. მანვე განმარტა, რომ, ვინაიდან ტ-------------------ის პირადი ჩხრეკისა და სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ექსპერტიზის დასკვნით არის ერთგვაროვანი, მოცემულ საქმეზე მან არ ჩათვალა საჭიროდ დაენიშნა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე გენეტიკური ექსპერტიზა.

 

მოწმე ა--------------–მა და მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ფ----------------–---–მა დააადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მართებულობა და საგამოძიებო მოქმედებებისას მოპოვებულ ინფორმაცია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---–--------–---------მა განაცხადა, რომ მ--------–ში წასვლის მიზნით, 2017 წლის 2--------–ს, დილით, გამოვიდა სახლიდან, გაჩერდა სოფლის ცენტრში მაღაზიასთან. დაახლოებით ნახევარ საათში ა/მანქანით გამოიარა ტ------ამ, გააჩერა მანქანა და ჰკითხა, სად მიდიოდა. უპასუხა, რომ მიდიოდა მ--------–ში. ავტომანქანაში ტ------ი საჭესთან, ხოლო თვითონ (მოწმე) მის გვერდით იჯდა. დაახლოებით 13:00 საათზე, მ--------–ისკენ მიმავალ გზაზე, უღელტეხილზე, პოლიციელებმა გაააჩერეს მანქანა და ჰკითხეს, ხომ არაფერი ჰქონდათ კანონსაწინააღმდეგო. ტ------მა უპასუხა, რომ თან ჰქონდა ნარკოტიკი, რომელიც მათ წარუდგინა. პოლიციელებმა ისიც (მოწმე) შეამოწმეს და არაფერი აღმოაჩნდა, შემდეგ ტ------ი მანქანაში ჩასვეს, დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდა მეორე მანქანა, რომელშიც თარჯიმანი იჯდა. თარჯიმანმა დაუსვა შეკითხვები, სად მიდიხარ, რამე თუ გაქვსო, თარჯიმნის კითხვებს პასუხები გასცა. ტ------ს ესაუბრებოდა თარჯიმანი, ტ------მა ყველაფერი თავის თავზე აიღო და უთხრა, რომ მომხმარებელი იყო და ნარკოტიკი სახლშიც ჰქონდა. ამის შემდეგ პოლიციელებმა აქტი შეადგინეს, გადაუთარგმნეს, რაზეც მოაწერა ხელი. ორივენი წაიყვანეს თ---–--ში, ნარკოლოგიურში, სადაც ჯერ ტ------ი შეამოწმეს, შემდეგ კი - იგი (მოწმე). ტ------ს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედება დაუდგინდა, მას (მოწმეს) - არა. მოწმის განმარტებით, ტ------ი არის მისი თანასოფლელი და მეგობარი, თუმცა არ იცოდა, რომ ტ------ი არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. ტ------ის ავტომანქანაში ჩასხდომა-გამგზავრებიდან იმ დრომდე, სანამ ისინი პოლიციელებმა გააჩერეს, ტ------ს მანქანა არსად გაუჩერებია. პოლიციელების მეორე ა/მანქანა დაახლოებით 30 წუთში მივიდა. ის (მოწმე) ტ------ის ა/მანქანაში იჯდა, ტ------ი პოლიციელებს ქართულად და რუსულად ესაუბრებოდა. ტ------ი და პოლიციელები პოლიციის მანქანაში საუბრობდნენ, ის გადმოსული იყო და გაიგონა, როგორ უთხრა პოლიციელებს ტ------მა, რომ ნარკოტიკები სახლშიც ჰქონდა. მეორე მანქანით მოვიდა ორი პოლიციელი და ერთი ქართველი კაცი, თარჯიმანი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე რ---–-------------------მა აჩვენა, რომ პოლიციაში მუშაობს თარჯიმნად. 2017 წლის 2--------–ს, იმყოფებოდა სამსახურში, გამომძიებელმა ფ------------------–---–მა უთხრა, რომ უნდა გასულიყვნენ შემთხვევაზე დმანისის ტერიტორიაზე, ე.წ. ფანჩატურში. ადგილზე მივიდნენ დაახლოებით 13:00 საათზე. დაინახეს თეთრი ფერის 0--------- ა/მანქანა, რომელშიც იჯდა ტ-------------------ი და მისი თანასოფლელი. გამომძიებელმა ფ------------------–---–მა იგი (მოწმე) გააფრთხილა კანონის შესაბამისად, ასევე შეადგინა დოკუმენტები, რაც გააცნო ტ-------------------ს და დაიწყო ჩხრეკა. ჩხრეკისას ფ------------------–---–მა ტ-------------------ს ჯიბიდან რაღაც ნივთიერება ამოუღო, როდესაც ჰკითხა ტ-------------------ს, რა არისო, ტ------მა უთხრა - ჰეროინია, პირადი მოხმარებისთვის მინდა და სახლშიც მაქვსო. მეორე ადამიანთან საგამოძიებო მოქმედებას ატარებდა ბ----------------–---–ი სხვა თარჯიმანთან ერთად.

 

მოწმე რ----–-------------------მა განმარტა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე პოლიციაში მუშაობს თარჯიმნად. 2017 წლის 2--------–ს, სამის ნახევრიდან ოთხ საათამდე პერიოდში, გამომძიებელ ე------------------–---–თან, ექსპერტ ფ----------------–---–თან, ასევე ტ-------------------ის მეუღლესთან და დედასთან ერთად, როგორც თარჯიმანი, ესწრებოდა ტ-------------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას და ასრულებდა თავის მოვალეობას. მისთვის ცნობილია, რომ ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-ქიმიკოსმა თ-------------–---–მა დაადასტურა მისი მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნები და განმარტა, რომ პაკეტების მთლიანობა დარღვეული არ იყო. ექსპერტიზაზე წარდგენილი, ტ-------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი პაკეტი დალუქული სახით, მოთავსებული იყო ვარდისფერ პოლიეთილენის ნაჭერში, თავმოკრული შავი ფერის ძაფით, რომელშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ფერის ნივთიერება, გარე და შიდა წონაკი ისე იყო შემცხვარი ერმანეთთან, რომ ჩათვალა ერთ წონაკად, ეგონა, რომ გაჭრილი იყო პაკეტი და პაკეტიდან იყო ერთი გუნდა გაკეთებული, თითქოს, ეს იყო ერთი ნივთიერება და ამ ნივთიერებაში ჩამარხული კიდევ ერთი პაკეტი იყო ერთი მთლიანი მასა.

 

მანვე განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ტ-------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოყავისფრო ნივთიერება და ტ-------------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ობიექტები N1,4,5,6,7, ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ-------–--–---–--ემ ასევე დაადასტურა მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი, მიმდინარეობა და შედეგები.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, მსჯავრდებულ ტ-------------------ის დედამ რ------------------ამ განმარტა, რომ დმ------------------------–---------ში ცხოვრობს შვილთან ტ-------------------თან, რძალთან და პატარა შვილიშვილებთან ერთად. 2017 წლის 2--------–ს ტ------ი წავიდა მანქანის გასაკეთებლად, 11-12 საათი იყო, როცა მის სახლში მოვიდნენ პოლიციელები, კიდევ ნახევარი საათის შემდეგ მეორე მანქანით მოვიდნენ პოლიციელები, რის შემდეგაც დაიწყეს ჩხრეკა. ამ დროს სახლში ის (მოწმე) და მისი რძალი იმყოფებოდნენ. პოლიციელებმა განუმარტეს, რომ ტ------ი დაკავებული იყო და უნდა ჩაეტარებინათ მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. რასაც პოლიციელები ეუბნებოდნენ ა--------------–ი ეროვნების ბიჭი უთარგმნიდა. პოლიციელებმა უთხრეს, რომ არსად წასულიყვნენ, იგი არ დაასწრეს ჩხრეკის ჩატარებას, სახლის ჩხრეკის დროს, ის (მოწმე) და მისი რძალი თავიანთი სახლის აივანზე იმყოფებოდნენ, პოლიციელები სახლში იყვნენ და სახლს ჩხრეკდნენ. ჩხრეკის შემდეგ პოლიციელებმა მაგიდაზე დადეს რაღაც პატარა ზომის ცელოფანში შეფუთული ნივთი, რომელიც თან წაიღეს. ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები საიდან ამოიღეს, არ იცის. ამოღებული თანხა მას ეკუთვნოდა, ინახავდა მეუღლის წლისთავის აღსანიშნავად. ჩხრეკის ოქმი გააცნეს, რაღაც დოკუმენტებს ხელი მოაწერა, მაგრამ რა იყო, არ იცის. მოწმემ განმარტა, რომ მახსოვრობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და არ ახსოვს, რა ჩვენება მისცა გამოძებას. ხოლო ის ნივთები, რაც ამოიღო გამომძიებელმა, მისი ოჯახის წევრების არ არის.

 

იგივე გარემოებები დაადასტურა ჩვენებაში მოწმის სახით დაკითხულმა, ტ-------------------ის მეუღლემ ე-–-----------------მ და განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს დმ------------------------–---------ში. 2017 წლის 2--------–ს, დაახლოებით 10:00 საათზე, ტ------ი წავიდა მანქანის გასაკეთებლად, ტანთ ეცვა შავი ფერის სპორტული ზედა. შემდეგ მათთან სახლში 15-20 პოლიციელი მოვიდა, თარჯიმანიც იყო, პოლიციელებმა უთხრეს, რომ ტ------ი დააკავეს და სახლი უნდა გაეჩხრიკათ. პოლიციელმა უთხრა, რომ ჩხრეკისას მათ გვერდით ყოფილიყო. ჩხრეკა დაახლოებით სამ საათზე ჩატარდა, ჩხრეკის დროს ის (მოწმე) და მისი დედამთილი აივანზე იმყოფებოდნენ, ჩხრეკის შედეგად პოლიციელებმა რა ამოიღეს, არ იცის, ვინაიდან უგონოდ იყო. პოლიციელებმა რაღაც გამოიტანეს და მაგიდაზე დადეს, შემდეგ დოკუმენტებზე მოაწერინეს ხელი, რომლის შინაარსიც არ იცის. ჩვენების მიცემის დროს თავს ცუდად გრძნობდა, თარჯიმანი მას ყველეფერს უთარგმნიდა, მაგრამ ცუდად ყოფნის გამო, ვერ იგებდა. ჩხრეკისა და დაკითხვის ოქმში რა წერია, არ იცის. ის ნივთები, რაც ამოიღეს, მათი არ არის.

 

2017 წლის 2--------–ის 13:15-13:40 საათების შუალედში ჩატარებული, ტ-------------------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ტ-------------------ს პირადი ჩხრეკისას სპორტული პიჯაკის წინა მარცხენა ჯიბაში აღმოაჩნდა პოლიეთილენის ცელოფანში გახვეული ნივთიერება ერთი შეფუთვა, რომელშიც მოთავსებულია მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება და ერთი ცალი პოლიეთილენის პაკეტში დაფასოებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ამოღებული ნივთიერება მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა. ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი ფ------------------–---–ი, ტ-------------------ი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ინტიზამ ვეზიროვი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლევან ციხელაშვილი და თარჯიმანი რ---–-------------------ი.

 

2017 წლის 2--------–ის 14:20-15:50 საათების შუალედში ჩატარებული ტ-------------------ის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ტ-------------------ის და მისი მეუღლის ე-–-----------------ს საძინებელი ოთახში მდგარი ხის მაგიდიდან ამოღებული იქნა მინის მცირე ზომის სავარაუდოდ პენიცილინის ბოთლი, რომელსაც აქვს თავსახური, ბოთლში შიგნით აღინიშნება მუქი ყავისფერი დანაშრევები. ბოთლში გდია, სავარაუდოდ სველი ბამბის ან ნაჭრის ნაწილი. მოყავისფრო მინის ბოთლი დაილუქა სპეციალურ პაკეტში. მგიდის კუთხეში ნივთების უკან დევს ერთჯერადი შპრიცი ორ მლ-იანი, ნემსის მხარეს დამცავით, შპრიცში აღინიშნება დაახლოებით 0,3 მლ ოდენობის ყავისფერი სითხე, ერთჯერადი შპრიცი დაილუქა სპეციალურ პაკეტში. იმავე ოთახში აღმოსავლეთ კედელთან მდგარ მოლურჯო ფერის მინის საყვავილედან, სადაც მოთავსებული იყო ხელოვნური ყვავილები, ამოღებული იქნა ერთჯერადი ერთგრამიანი ცარიელი შპრიცი წითელი ფერის დამცავით და მოთეთრო სახურავით, ამავე საყვავილედან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში (გამჭვირვალე) მოთავსებული მწვანე ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა და გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ყავისფერი ფხვნილი. შპრიცი და პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერებები დაილუქა სპეციალურ პაკეტში. ოთახში არსებულ ორსაწოლიანი ტახტიდან, ლოგინის ქვეშიდან ამოღებული იქნა ელექტრო, ე.წ. ჯიბის სასწორი ვერცხლისფერი ღილაკებით, წარწერით ,,P----------E", რომელიც მოთავსებულია მუყაოს ყუთში, ელექტრო სასწორი დაილუქა სპეციალურ პაკეტში. დასავლეთის მხარეს მდებარე ოთახიდან, რომელშიც დგას შეშის ღუმელი, საწოლები, ხის მაგიდა და დივან ტახტი, დივან-ტახტში ნანახი და ამოღებული იქნა სავარუდოდ პნევმატური პისტოლეტი ყავისფერი სახელურით, ჩარჩოზე წარწერით N--------. C-----------. პისტოლეტი მოთავსებულია თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში, ამავე პარკში მოთავსებულია სამი ცალი აირის ბალონი, ერთი ტუბიკი და პლასტმასის ბოთლში მოთავსებული ბირთვები, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში. ამავე ოთახში სამხრეთის მხარეს მდებარე საწოლის ლეიბის ქვეშიდან ამოღებული იქნა 20 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, სულ 2000 აშშ დოლარი, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში. სახლის უკან, ავტოფერეხის ჩრდილოეთის კედლის ძირში დალაგებული ე.წ. შიფრის ნატეხების ზედა ნაწილის გადმოწევისას აღმოჩენილი იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომლის გახნისას მასში აღმოჩნდა მინის ქილა, პლასტმასისი წითელი ფერის ხრახნიანი სახურავით. ქილაში მოთავსებულია ერთმანეთში ჩალაგებული პოლიეთილენის პარკები, რომელშიც აღმოჩნდა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკებში მოთავსებილი, დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვნილები, სულ 15 ცალი, რომლებიც შეკრულია შავი ფერის ძაფით. ამავე ქილაში მოწითალო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებულია ორი ნატეხი მოყავისფრო, დაპრესილი ფხვნილი. ამოღებული ნივთები დაილუქა და მოთავსდა სპეციალურ პაკეტში. ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ: გამომძიებელი ე------------------–---–ი, ექსპერტი ფ----------------–---–ი, თარჯიმანი რ----–-------------------ი, ინსპექტორ-გამომძიებელი ა--------------–ი, ინსპექტორ-გამომძიებელი რაფიკ მაჯიდოვი, მოწმეები - ე-–----------------- და რ------------------ა.

 

შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N-------------- დასკვნით (22.04.2017) დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ტ-------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 1,9060 გრამი, შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,4113 გრამს.

 

შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N-------------- დასკვნით (24.04.2017) დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ტ-------------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული, გამჭვირვალე პოლიეთილენის ორმაგ ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0,8071 გრამი, შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,1802 გრამს.

 

გამჭვირვალე პოლიეთილენის ორმაგ ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო-მოყავისფრო ფერის მცენარეული მასა გამომშრალ მდგომარეობაში წონით 0,56 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრეჰიდროკანაბინოლს 0,000052 გრამს.

 

1 მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების ,,ინსულინის“ შპრიცში არ აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

 

მინის ფლაკონის შიდა კედლებზე და ბამბის ტამპონზე არსებული ყავისფერი დანაშრევები, შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,01417 გრამს.

 

2 მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე ყავისფერი მღვრიე სითხე 0,4 მლ ოდენობით შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,0064 გრამს.

 

გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, სხვადასხვა ზომის თხუთმეტ ცალ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით 21,9395 გრამი შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 6,0509 გრამს.

 

ვარდისფერ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ფერის ნივთიერების ორი წონაკი, საერთო წონით 36,053 გრამი, შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 10,0445 გრამს.

 

წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 16,29617 გრამს.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი ტ-------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოყავისფრო ნივთიერება და ტ-------------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ობიექტები N1,4,5,6,7, ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.

 

შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N-------------- დასკვნით (24.04.2017) დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ტ-------------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ელექტროსასწორის ზედაპირზე აღინიშნება კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი 0,000043 გრამის ოდენობით.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ტ-------------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ტ-------------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

საპელაციო საჩივარში მსჯავრდებულის ადვოკატი აპელირებს, რომ მხოლოდ პატაკი, რომელიც შეიცავს ზედაპირულ, მწირ მონაცემებს და მიუთითებს ოპერატიული ინფორმაციის არსებობაზე, - ტ-------------------ს თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, არ შეიძლება გამხდარიყო ტ-------------------ის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების - პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლო კონტროლის გვერდის ავლით, ჩატარების კანონიერი საფუძველი. წარმოდგენილ პატაკში და გამოკითხვის ოქმში არ არის მითითებული რაიმე ინფორმაციის შესახებ, რაც შექმნიდა ხსენებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაბუთებული ვარაუდის მინიმალურ სტანდარტს.

 

აპელანტის ხსენებულ არგუმენტებს პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო საქართველოს შს სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ალმა კატშანის მიერ 2017 წლის 2--------–ს შედგენილი პატაკის საფუძველზე. პატაკის მიხედვით, მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქ. დმანისიდან ქ. მ--------–ის მიმართულებით გადაადგილდება ვაზ 210--------- ავტომანქანა, სადაც იმყოფებიან ტ-------------------ი და ზ---–--------–---------ი, ავტომანქანის საჭესთან ზის ტ-------------------ი, რომელსაც სავარაუდოდ თან აქვს ნარკოტიკული საშუალება. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პატაკი, რომელშიც პირის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მითითებულია ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, თავისთავად არ აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, მაგრამ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის მტკიცებულებით სტანდარტს (დასაბუთებული ვარაუდი), ანუ პატაკში მითითებული გარემოებების (ოპერატიული ინფორმაციის) გადამოწმება ხდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი ტ-------------------ის მიმართ. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად: ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანებია დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, სჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ა.შ. (კანონის მე-3 მუხლი). ოპერატიული მუშაკი ფიზიკურ პირთან, რომელმაც რაიმე იცის გამოსაკვლევი შემთხვევის ან მასთან დაკავშირებულ პირთა შესახებ, პირადი გასაუბრების (გამოკითხვის) შემდეგ დადგენილი წესით ადგენს პატაკს (კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი). ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების დადგენილი წესით გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი საიდუმლო თანამშრომლის ან ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს გახმაურება-გამჟღავნება აკრძალულია გასული დროის მიუხედავად (კანონის მე-5 მუხლი). ცნობები იმ პირთა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მათი გაცემა შეიძლება მხოლოდ ამ პირთა ან მათი მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში (კანონის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი). საგულისხმოა ის გარემოება, რომ, მართალია საგამოძიებო მოქმედებები, - ტ-------------------ის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ჩატარებული იქნა გადაუდებელი აუცილებელობის შემთხვევაში, თუმცა სასამართლოს მიერ შემოწმდა მათი კანონიერება და ტ-------------------ის პირადი ჩხრეკა, ტ-------------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკა და ტ-------------------ის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკა კანონიერად იქნა ცნობილი, შესაბამის პროცესუალურ ეტაპზე (იხ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 აპრილის განჩინებები).

 

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებსაც, მათი აზრით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ჰქონდა ადგილი, კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატმა მიუთითა, რომ ტ-------------------ს ჯერ ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შეუზღუდეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. ადვოკატი განსაკუთრებით აპელირებს გამომძიებლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, რადგან ტ-------------------თან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც იყო ჩასატარებელი, ჩხრეკის დასრულებისთანავე საჭიროდ არ ჩათვალა მისი დაკავება. სააპელაციო პალატა განმარტავს, - ბუნებრივია, რომ ქუჩაში ფეხით მოსიარულე ან ტრანსპორტით გადაადგილებულ პირს შეუძლებელია, გადაადგილების პროცესში ჩაუტარდეს პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის, როგორც იძულებითი საპროცესო მოქმედების, ჩატარება შეუძლებელია, თუ პირი არ „შეაჩერეს“, არ „შეაკავეს“ ან სხვაგვარად არ შეუზღუდეს თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ უნდა ჩაითვალოს სისხლის საპროცესო-სამართლებრივ დაკავებად. პირის „შეჩერება“, „შეკავება“ (თავისუფალი გადაადგილებისა და მოქმედების თავისუფლების გარკვეული დროით შეზღუდვა) ამ შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობითაა განპირობებული. საქართველოს სსსკ-ის 121-ე მუხლის (პირადი ჩხრეკა) პირველი ნაწილის რეგულაცია აქცენტს არ აკეთებს დაკავებულზე, არამედ ზოგადად მიუთითებს პირზე, რომლის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთში ან სატრანსპორტო საშუალებაში, სხეულზე ან სხეულში აღმოჩენილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება და ა.შ. რომელთა პირადი ჩხრეკის წესით ამოღების უფლებამოსილება დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას გააჩნიათ პროკურორს, გამომძიებელს. კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქმეში არსებული პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ტ-------------------მა თანხმობა განაცხადა საგამოძიებო მოქმედების (მისი პირადი ჩხრეკის) ჩატარებაზე და ჩხრეკის სისწორე ოქმზე ხელმოწერითაც დაადასტურა.

 

რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით ტ-------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება რამდენ ცალად, წონაკად იყო დაფასოებული, იყო თუ არა ერთი მთლინობა და სხვ. ტ-------------------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მას სპორტული პიჯაკის წინა მარცხენა ჯიბეში აღმოაჩნდა პოლიეთილენის ცელოფანში გახვეული ნივთიერება ერთი შეფუთვა, რომელშიც მოთავსებულია მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება და ერთი ცალი პოლიეთილენის პაკეტში დაფასოებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება. ექსპერტ-ქიმიკოს თ-------------–---–ის განმარტებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა ტ-------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი პაკეტი დალუქული სახით, რომელიც მოთავსებული იყო ვარდისფერ პოლიეთილენის ნაჭერში, თავმოკრული შავი ფერის ძაფით, რომელშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ფერის ნივთიერება, გარე და შიდა წონაკი ისე იყო შემცხვარი ერმანეთთან, რომ ჩათვალა ერთ წონაკად, ეგონა, რომ გაჭრილი იყო პაკეტი და პაკეტიდან იყო ერთი გუნდა გაკეთებული, თითქოს ეს იყო ერთი ნივთიერება და ამ ნივთიერებაში ჩამარხული კიდევ ერთი პაკეტი იყო ერთი მთლიანი მასა. მითითებული მტკიცებულებების ანალიზით, ცალსახად დასტურდება, რომ ტ------ რამაზნაოვის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ერთი შეფუთვა, რომელშიც მოთავსებული იყო კიდევ ერთი პაკეტი და პაკეტის გარდა მოთავსებული იყო ნივთიერება შეფუთვის გარეშე.

 

დაცვის მხარე აპელირებს, რომ ტ-------------------ის დაკავების დროს დაირღვა მისი დაცვის უფლება, რადგან მან არ იცის სამართლაწარმოების ენა და დაკავების მომენტში არ ჰყავდა ადვოკატი. სააპელაციო პალატა აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის ,,ბ“ ქ/პუნქტის (რომელზეც დაცვა აპელირებს) თანახმად, სავალდებულოა ბრალდებულს ადვოკატი ჰყავდეს თუ მან არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბარლდებულად“. აღნიშნული ნორმების ანალიზით ნათლად იკვეთება, რომ პირი ბრალდებულის უფლებებს, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლებას იძენს მისი დაკავების შემდეგ ანუ ბრალდებულის სტატუსის შეძენის შემდეგ. შესაბამისად, დაკავებამდე ან/და დაკავების პროცესში ადვოკატის ყოლის ვალდებულებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც პირის დაკავება ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობაში. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ როგორც ტ-------------------ის დაკავების ოქმიდან ირკვევა, მას დაკავებისას განემარტა ბრალდებულის ყველა ძირითადი უფლება, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება. ტ-------------------მა შეთანხმებით ადვოკატი არ აიყვანა, რის გამოც დაკავებიდან მეორე დღესვე გამომძიებელ ე------------------–---–ის სათანადო მიმართვის საფუძველზე, ტ-------------------ის ინტერესების დაცვის განხორციელება დაიწყო ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა, ადვოკატმა ი--------------–---–მა და დაკავების შემდგომ, ტ-------------------ის მონაწილეობით ჩატარებულ ყველა საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა ტ-------------------ის ადვოკატი.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ტ-------------------ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ტ-------------------ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, ნარკოტიკული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ტ-------------------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ ტ-------------------ის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ტ-------------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ტ-------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ტ-------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბადრი პატარიას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენი ტ-------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ტ-------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

ტ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 2--------–იდან;

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ტ-------------------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის უწყებებს;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ტ-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ტ-------------------ის პირადი ჩხრეკისას, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი საერთო წონით 16.29617 გრამი, რაც ინახება დმანისის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

სასწორი და მასზე აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი წონით 0.000043 გრამი, რაც ინახება დმანისის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ბამბის ტამპონი, მინის ფლაკონი, ორი ცალი შპრიცი და 0,000052 გრამი მარიხუანა, რაც ინახება დმანისის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

პნევმატური პისტოლეტი მჭიდით და პლასტმასის გამჭვირვალე ქილა მასში მოთავსებული ჭურვებით, 4 ცალი ბალონით და ერთი ცალი ტუბით, რაც ინახება დმანისის შს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ავტომანქანა ვ-------- სახელმწიფო ნომრით E------, რაც ინახება დმანისის შს რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

,,ს-------ი“-ს ფირმის ორი ცალი მობილური ტელეფონი, 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი, ტ-------------------ის საფულე მასში მოთავსებული 2 (ორი) ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურით, 1 (ერთი) ცალი 100 ლარიანი, 1 (ერთი) ცალი 20 ლარიანი და 1 (ერთი) ცალი 5 ლარიანი კუპიურით, 7 ცალი ერთ თეთრიანი მონეტით, 5 ცალი სიმბარათით, ავტომობილის ტექნიკური პასპორტით, მართვის მოწმობით, ტ-------------------ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, ტახირ რამაზანოვის პირადობის მოწმობითა და საპენსიო ბარათით, რაც ინახება დმანისის შს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თ---–--ში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ვ. ლომიძე