განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2019
საქმის ნომერი
330100116001371672
ინსტანცია
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100116001371672

საქმე №1ბ/482-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: გ--------------–---–ი და ლ-–-------------ე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ნ------–-----–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ლ-------------------------------------------------.

 

მსჯავრდებული: ა-----–-----------–---ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ამ------–-------------------------–------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ-----------------------------------------------------------------------.

 

ადვოკატი: ო-------------ი.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

ნ------–-----–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

ა-----–-----------–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:

ნ------–-----–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

ა-----–-----------–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სასჯელი:

ნ------–-----–---–ი - დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. 2 (ორი) წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

ა-----–-----------–---ი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. 2 (ორი) წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა - თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლ-–-------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა-----–-----------–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება. აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ა-----–-----------–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ა-----–-----------–---ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, ი------–---–-----მა განმარტა, რომ დაკავებისას წააქცია ა-----–-----------–---მა და დაადო ბორკილები. იგი იმყოფებოდა თხრილში, რა დროსაც ა-----–-----------–---მა ზურგის არეში ჩაარტყა ფეხი. ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე ლ-–------–---მაც. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ვ-–-------------–მაც და განმარტა, რომ ი------–---–-----ი დააკავა ა-----–-----------–---მა, რომელმაც ჯერ წააქცია იგი, შემდეგ დაადო ხელბორკილი და ჩაარტყა წიხლი. ა-----–-----------–---ის ქმედებამ გამოიწვია ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა ა-----–-----------–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ იქნა.

 

ზემოხსენებული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ნ------–-----–---–მა, ა-----–-----------–---მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო-------------მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ა-----–-----------–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბალდებაში გამართლების ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულთა მიერ მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობაშია გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, მათ შორის ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებთან და ვიდეო ჩანაწერებში დაფიქსირებულ ინფორმაციასთან. ამასთან, მოწმე ვ-–-------------–მა სასამართლოს მისცა გამოძიებაში მიცემული ჩვენების საწინააღმდეგო ჩვენება. მან გამოძიებაში ჩვენების მიცემისას დაადასტურა დაზარალებულების მიერ ბრალდებულებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, თუმცა სხდომაზე აღნიშნული უარყო. მოწმე მ------------–--–---–მა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ დაზარალებულთა დაკავების მომენტში ნ------–-----–---–ს გახეული ჰქონდა უნიფორმის პიჯაკი და შარვალი, რაც სასამართლო სხდომაზე უარყო. ბრალდების მხარეს არ დაუდგენია ხსენებულ მოწმეთა მიერ ჩვენებების შეცვლის მიზეზი და არ დაუწყია გამოძიება. აპელანტებმა ასევე განმარტეს, რომ ა-----–-----------–---ს და ნ--- ალ-----–--–ს დაზარალებულები არ დაუკავებიათ, ხსენებულ პირთა დაკავება მოხდა პატრულ-ინსპექტორების ო------------–-ს, ხ-------–--–---–ის და ა-----------–---–ის მიერ. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული სამედიცინო ცნობები, რომლის თანახმად ა-----–-----------–---ს და ნ------–-----–---–ს აღენიშნებოდათ დაზიანებები, რომელიც მიაყენეს დაზარალებულებმა. აპელანტთა განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ არსებობდა დაზარალებულების დაკავების კანონიერი საფუძველი, თუმცა ა-----–-----------–---მა და ნ------–-----–---–მა ვერ შეძლეს მათი დაკავება და გამოიძახეს დამხმარე ძალა, რომლებმაც დააკავეს დაზარალებულები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებმა მოითხოვეს ა-----–-----------–---ის და ნ------–-----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ იქნა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულებმა ა-----–-----------–---მა, ნ------–-----–---–მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო-------------მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ნ------–-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ უკანონო დაკავება. მანვე ჩაიდინა მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია. ა-----–-----------–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა განზრახ უკანონო დაკავება. მანვე ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–--------------დან 2015 წლის 18 მარტის ჩათვლით ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი მუშაობდნენ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე და შესაბამისად იყვნენ მოხელეები. 2015 წლის 26 იანვარს, ღამის საათებში თბილისში, ოქ--------ს გზაზე, ,,ბო-------ს“ პარკის გადასახვევთან, მათ მიერ მძღოლის სიმთვრალეზე შემოწმების მიზნით გაჩერებული იქნა ვ-–-------------–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ფორდის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით I------, რომელშიც ასევე ისხდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი მეგობრები - ლ-–-------–---ი, ი------–---–-----ი და გ------- წ---–-----ი. ი------–---–-----მა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოთხოვა გაჩერების მიზეზის ახსნა, რასაც მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება. ნ------–-----–---–მა და ა-----–-----------–---მა, მიუხედავად იმისა რომ სახეზე არ იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, ბრალდებულის სახით დააკავეს ი-------------------–---–-----ები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მაშინ როცა დაკავებული პირების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობით ან ძალადობის მუქარით პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს და შესაბამისად სახეზე საერთოდ არ იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება. აღნიშნულის შემდეგ, ა-----–-----------–---მა გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მიწაზე დაწოლილ ი------–---–-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ნ------–-----–---–მა მოახდინა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და გამომძიებელს წარუდგინა დაზიანებული სამსახურებრივი ფორმა, რომელიც თითქოსდა დაუზიანა გ--------–---–-----მა წინააღმდეგობის გაწევის დროს.

 

სასამართლომ დაადგინა:

ნ------–-----–---–მა ჩაიდინა განზრახ უკანონო დაკავება. მანვე ჩაიდინა მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია. ა-----–-----------–---მა კი ჩაიდინა განზრახ უკანონო დაკავება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–--------------დან 2015 წლის 18 მარტის ჩათვლით ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი მუშაობდნენ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე და შესაბამისად იყვნენ მოხელეები. 2015 წლის 26 იანვარს, ღამის საათებში თბილისში, ოქ--------ს გზაზე, ,,ბო-------ს“ პარკის გადასახვევთან, მათ მიერ მძღოლის სიმთვრალეზე შემოწმების მიზნით გაჩერებული იქნა ვ-–-------------–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ფორდის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით I------, რომელშიც ასევე ისხდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი მეგობრები - ლ-–-------–---ი, ი------–---–-----ი და გ------- წ---–-----ი. ი------–---–-----მა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოთხოვა გაჩერების მიზეზის ახსნა, რასაც მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება. ნ------–-----–---–მა და ა-----–-----------–---მა, მიუხედავად იმისა რომ სახეზე არ იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, ბრალდებულის სახით დააკავეს ი-------------------–---–-----ები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მაშინ როცა დაკავებული პირების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობით ან ძალადობის მუქარით პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს და შესაბამისად სახეზე საერთოდ არ იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება. აღნიშნულის შემდეგ ნ------–-----–---–მა მოახდინა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და გამომძიებელს წარუდგინა დაზიანებული სამსახურებრივი ფორმა, რომელიც თითქოსდა დაუზიანა გ--------–---–-----მა წინააღმდეგობის გაწევის დროს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენით ა-----–-----------–---ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ა-----–-----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

ნ------–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ------–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ბრალდებულმა ა-----–-----------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამანაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი 2015 წლის 26 იანვრის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მთ-–------ს მიმართულების მ------–---ლის პატრულ-ინსპექტორად. 2015 წლის 26 იანვარს, ღამის საათებში მეწყვილე ნ------–-----–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ,,ბო-------ს“ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტა------–-ს გადასახვევთან, არასწორი მანევრის გამო, სიმთვრალეზე გადამოწმების მიზნით გააჩერეს ,,ფორდის“ ფირმის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ვ-–-------------–ი. ხსენებული პირის გარდა ავტომანქანაში იმყოფებოდნენ ი------–---–-----ი, გ--------–---–-----ი და ლ-–------–---ი. ის და ნ------–-----–---–ი ავტომანქანიდან გადავიდნენ ერთდროულად, თუმცა თავად დარჩა ადგილზე, ხოლო ვ-–-------------–ის ავტომანქანასთან მივიდა ნ------–-----–---–ი, რომელსაც ი------–---–-----ი არ აძლევდა საშუალებას ალკოტესტით გადაემოწმებინა მძღოლი. ნ------–-----–---–ი მძღოლს თხოვდა გადასულიყო ავტომანქანიდან, თუმცა გ--------–---–-----ი ეუბნებოდა არ გადასულიყო. ამასთან, იძახდა ,,ბიჭო ამათმა მე როგორ გამაჩერესო“. შემდეგ გადავიდა ავტომანქანიდან და ჰკითხა იცოდა თუ არა ვინ გააჩერა. ვინაიდან მას არ ჰქონდა სამხრე კამერა, მას გვერდით დაუდგა ნ------–-----–---–ი. მან მოუწოდა მოქალაქეს - ი------–---–-----ს გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყო მეორე მხარეს და ესაუბრათ იქ სადაც არ იყო მოძრაობა. აღნიშნულზე მას ხსენებულმა პირმა უთხრა - ,,ხელი ჩაწიე ბიჭო, შენ იქ ხომ არ გაქვს“. მან ი------–---–-----ს განუმარტა, რომ კანონის ფარგლებში ჰქონდა უფლება ადმინისტრაციულად დაეკავებინა იგი და თხოვა არ მიეცა ამის საფუძველი, მოუწოდა სიმშვიდისკენ და აუხსნა, რომ მათი გაჩერების მიზეზი იყო მძღოლის გადამოწმება. ი------–---–-----მა განაგრძო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამიტომ ნ------–-----–---–მა დახმარება თხოვა დამატებით ეკიპაჟს, რაზეც ი------–---–-----მა იკითხა, რატომ იძახებდა დახმარებას და რატომ არ იყო ორი კაცი საკმარისი. ამის შემდეგ ავტომანქანიდან გადმოვიდა ყველა ვ-–-------------–ის გარდა და დაიწყეს ძალადობა. გ--------–---–-----ი ამბობდა, რომ მათ დაახევდნენ პაგონებს და გააგდებდნენ სამსახურიდან. იგი უხსნიდა, რომ მათ გააჩერეს მძღოლი გადასამოწმებლად და რომ დანარჩენებთან საქმე არ ჰქონდათ. ამასთან, მათ მოუწოდებდნენ სიმშვიდისკენ. ნ------–-----–---–მა კი, რაციით კიდევ ერთხელ ითხოვა დახმარება. ამ დროს გზად ჩაიარა ეკიპაჟმა, რომელიც არ შეჩერდა მათთან. ნ------–-----–---–მა რაციით იკითხა, რომელი ეკიპაჟი იყო. ამ დროს თავად ი------–---–-----ს უმეორებდა არ მიეცა მისთვის დაკავების საფუძველი. მიუხედავად ამისა ი------–---–-----მა შეაგინა, რის გამოც იგი წავიდა ი------–---–-----ისკენ, თუმცა მას წინ გადაუდგნენ გ--------–---–-----ი და ლ-–------–---ი, რომლებიც ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მისთვის. მან ხელი მოკიდა ი-----ს, რომელსაც შემოეხა ტყავის ქურთუკი. ამ დროს მას უკან, ფეხქვეშ გამოეცალა მიწა და იმის შიშით, რომ თავი არ დაერტყა, მთლიანად დაეკიდა ი------–---–-----ს, რომელმაც ვერ გაუძლო მის წონას და ორივე ეცემოდნენ ძირს. ამიტომ იგი შემოტრიალდა, რა დროსაც ხელი დაარტყა მიწას და ორივე მათგანი კოტრიალობდა ძირს. ამის შემდეგ მათთან მივიდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი, რომელმაც ვერ მოახერხა მათი წამოყენება. ი------–---–-----ი ურტყამდა მას. ოცმეთაურის ადგილზე მისვლისას იგი ისეთი დაღლილი იყო, რომ ვეღარაფერს ახერხებდა და ხელბორკილიც კი ვერ დაადო ი------–---–-----ს. მან ოცმეთაურის დახმარებით შეძლო ხელბორკილის დადება. ადგილზე მივიდა ასმეთაურიც, რომელსაც განუცხადა, რომ ი------–---–-----ი დაკავებული ჰყავდა ადმინისტრაციული წესით. მეორე დღეს კი, პროკურატურაში შეიტყო, რომ ხსენებული პირები დაკავებულნი იყვნენ სისხლის სამართლის წესით. მანვე განმარტა, რომ იმ დროს, როდესაც მივიდა დასაკავებლად, მას ი------–---–-----მა დაარტყა ხელი, ლ-–------–---ი და გ--------–---–-----ი კი, ხელს უშლიდნენ დაკავებაში. მათი დაკავების შემდეგ ის და ნ------–-----–---–ი წაიყვანეს საავადმყოფოში. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას გასიებული ჰქონდა ხელი და აღენიშნებოდა დაჟეჟილობა. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მას ი------–---–-----ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ბრალდებულმა ნ------–-----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამანაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 26 იანვრის ჩათვლით იგი მუშაობდა, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მთ-–------ს მიმართულების მ------–---ლის პატრულ-ინსპექტორად. ხსენებულ დღეს იგი ა-----–-----------–---თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც არასწორი მანევრირების გამო გააჩერა ვ-–-------------–ის ავტომანქანა. მათ მძღოლს რამდენჯერმე მოუწოდეს რაციით გაეჩერებინა ავტომანქანა, თუმცა ავტომანქანა აგრძელებდა მოძრაობას. მოგვიანებით მძღოლმა ავტომანქანა გააჩერა ,,ბო-------ს“ პარკის მიმდებარე ტერიტოირაზე. ვინაიდან ა-----–-----------–---ის სამხრე კამერა იყო დამჯდარი, ავტომანქანიდან პირველად გადავიდა თავად და მივიდა გაჩერებულ ავტომანქანასთან, რა დროსაც მძღოლის უკან მჯდომმა პირმა - ი------–---–-----მა უთხრა ,,თქვენ ვინ გააჩერეთო?!“, რაზეც უპასუხა, რომ ალკოჰოლზე გადაამოწმებდა მძღოლს და გაუშვებდნენ. ი------–---–-----მა მძღოლის გვერდით მჯდომ გ--------–---–-----ს თხოვა გაეღო მისთვის ავტომანქანის კარი, რათა გადასულიყო მანქანიდან. აღნიშნულზე მან ი------–---–-----ს უთხრა, რომ მანქანიდან მისი გადასვლა არ იყო საჭირო, მძღოლს შეამოწმებდა და გაუშვებდა. ამ დროს გ------- და ი------–---–-----ები ეძახდნენ ,,ვინ გააჩერეთ ბიჭოო“. შემდეგ ავტომანქანიდან გადავიდა გ--------–---–-----ი, ი------–---–-----ი კი ითხოვდა მისთვის კარის გაღებას. მან ხსენებულ პირებს უთხრა, რომ მანქანიდან გადასვლის შემთხვევაში არ დამდგარიყვნენ გზის სავალ ნაწილზე. ი-------------------–---–-----ების მანქანიდან გადასვლის შემდეგ, საუბარში ჩაერთო ლ-–------–---იც, რომელიც მხარს უჭერდა წ---–-----ებს. ხსენებული პირები საუბრობდნენ ქუჩური ტერმინებით. ი------–---–-----ი კი მანქანაზე იყო ჩამოყრდნობილი, იქნევდა ხელებს და იგინებოდა. მათ ა-----–-----------–---მა არაერთხელ მოუწოდა სიმშვიდისკენ და განუმარტა, რომ თუ არ დაწყნარდებოდნენ დააკავებდა ადმინისტრაციულად, რაზეც გ--------–---–-----მა უხეშად უპასუხა და დასძინა, რომ ანახებდა როგორ უნდოდა მათი გაჩერება. ი------–---–-----ის გინება იყო იმდენად გაუსაძლისი, რომ გადაწყვიტა დაეკავებინა, თუმცა მას გ--------–---–-----მა და ლ-–-------–---მა ჰკრეს ხელი, შემდეგ კი, სავარაუდოდ გ--------–---–-----ის მოქნეული ხელი მოხვდა წელში. მან რაციით ორჯერ გადასცა, რომ სჭირდბოდათ დახმარება. ი------–---–-----ი დაკავების დროსაც აგრძელებდა გინებას, შემდეგ განვითარებული მოვლენები არ ახსოვს, რადგან დაეწყო თავბრუსხვევა და გულისრევა. ამის შემდეგ ადგილზე მივიდნენ ძველი თბილისის განყოფილების ეკიპაჟები. პირადად მას არავინ დაუკავებია, მხოლოდ მეწყვილის დახმარებას ცდილობდა, რომელსაც ხსენებული პირები აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მანვე განმარტა, რომ ი------–---–-----ს დადებული ჰქონდა ხელბორკილი, ხოლო გ--------–---–-----ი და ლ-–------–---ი მანქანის ხუფზე ჰყავდათ დაწვენილი. მან ადგილზე მისულ დამხამრე ეკიპაჟებს უთხრა, რომ ერთი უნდა დაეკავებინათ ადმინისტრაციული წესით, ხოლო ორი სისხლის სამართლის წესით. მას გახეული ჰქონდა ქურთუკის სამხრე და შარვალი. აღნიშნული დაზიანებები მას სავარაუდოდ მიაყენა გ--------–---–-----მა. როგორც შემდეგ გაირკვა ი------–---–-----ი ყოფილა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც რაღაც მიზეზების გამო გაუშვიათ სამსახურიდან. მანვე განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერეს მხოლოდ იმიტომ, რომ სამმართველოს უფროსის მხრიდან ხორციელდებოდა მუქარა, რომ თუ არ წავიდოდნენ სამსახურიდან თავს დაიღუპავდნენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე გ--------–---–-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 25 იანვარს იმყოფებოდა მეგობართან. იქედან წამოვიდა ავტომანქანით, რომელსაც მართავდა ვ-–-------------–ი. იგი იჯდა მძღოლის გვერდით. ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ ნასვამი ი------–---–-----ი და ლ-–------–---ი. ,,მთ-–------ს“ პარკთან გააჩერეს პატრულ-ინსპექტორებმა და მძღოლს თხოვეს წარედგინა მათთვის საბუთები. ამ დროს იგი გადავიდა ავტომანქანიდან. კარის გაღება თხოვა ი------–---–-----მაც. პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა სხვა ეკიპაჟი. პატრულ-ინსპექტორების მისვლის შემდეგ, ამ უკანასკნელებსა და ი------–---–-----ს შორის დაიძაბა ურთიერთობა, ვინაიდან ი----- კითხულობდა რატომ გააჩერეს. პოლიციელებმა მოთხოვეს საბუთები, ამასთან, უხეშად ეუბნებოდნენ ი-----ს დამჯდარიყო და გაჩუმებულიყო. ავტომანქანიდან გადასვლისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაემუქრნენ, რომ დააკავებდნენ. შემდეგ მოხდა გაწევ-გამოწევა, რა დროსაც იგი დააგდეს ძირს, დაადეს ხელბორკილები და გვერდით დააწვინეს ლ-–------–---ი. შემდეგ კი, ჩაარტყეს, რაზეც მან უთხრა, რომ ჰქონდა გაჟონვა, შეიძლება რამე მოსვლოდა, ამიტომ თავში არ ჩაერტყათ მისთვის. საბოლოოდ იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იყო გაურკვეველი ვითარება, რა დროსაც მათთვის არაფერი აუხსნიათ. ამასთან, მათ დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებიათ პატრულის თანამშრომლებისთვის, პირიქით ნ------–-----–---–მა და ა-----–-----------–---მა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ი------–---–-----ს და ლ-–------–---ს. მოწმემ განმარტა, რომ მათ ტანსაცმელი არ დაუზიანებიათ პატრულის თანამშრომლებისთვის.

 

მოწმე ი------–---–-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ძმასთან - გ--------–---–-----თან და მეგობრებთან ლ-–------–---თან და ვ-–-------------–თან ერთად. ისინი ტა------–-დან მთ-–------ს პარკის მიმართულებით მოძრაობდნენ ვ-–-------------–ის ავტომანქანით, რა დროსაც გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მიმართეს უხეშად ,,ბიჭო, რომ გეძახი რატომ არ აჩერებ, არ გესმისო?“ ვ-–-------------–ი დაიბნა და უთხრა, რომ მოწოდება ვერ გაიგო. ამის შემდეგ პატრულ-ინსპექტორებმა დაიწყეს ალკოტესტზე შემოწმება. დაახლოებით 5-10 წუთში მათ გ--------–---–-----მა ჰკითხა შეიძლებოდა თუ არა ავტომანქანიდან გადასვლა. თავადაც იკითხა რა ხდებოდა და რატომ გააჩერეს, რაზეც პატრულის თანამშრომლებმა უპასუხეს, რომ მას არავინ ეკითხებოდა და გაჩერებულიყო. აღნიშნულის მიუხედავად იგი მაინც კითხულობდა გაჩერების მიზეზს. ასევე უხსნიდა მათ, რომ ვ-–-------------–ი წასასვლელი იყო დუშეთში. მას პატრულ-ინსპექტორმა უთხრა გაჩუმებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიჭერდა. ამის შემდეგ მან გ--------–---–-----ს თხოვა გაეღო მისთვის ავტომანქანის კარი, რომელიც არ იღებოდა შიგნიდან. პატრულ-ინსპექტორმა ა-----–-----------–---მა მას მოთხოვა საბუთები. მან საბუთების წარსადგენად გაიხსნა ქურთუკის ელვაშესაკრავი, თუმცა მას მოულოდნელად დაუწყეს ჭიდაობა, რა დროსაც ჩაეჭიდა კარს, რომ არ წაქცეულიყო. ამ დროს გამოჩნდა სხვა ეკიპაჟიც და იგი დააკავეს, დაადეს ხელბორკილები და უკან შეუკრეს ხელები, რა დროსაც ა-----–-----------–---მა დაარტყა ზურგში, რის გამოც იგრძნო ტკივილი. მანქანაში ჩასმისას კი 5-6-ჯერ მიარტყეს კარი ფეხზე. შემდეგ გაიგო, რომ ის და მისი ძმა დაკავებულნი იყვნენ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის. იზოლატორში მიყვანისას გამოიძახეს ექიმი და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. შემოწმებისას დადგინდა, რომ შარდში გადასული იყო სისხლი და ფეხზე ჰქონდა ბზარი. მეორე დღეს გამომძიებელმა მიუტანა დადგენილება დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მას არ უკითხავს უშუალოდ შეჩერების მიზეზი, მან იკითხა თუ რატომ აყოვნებდნენ. იგი ავტომანქანიდან გადავიდა იმიტომ, რომ მის ძმასა და პატრულ-ინსპექტორს შორის არ დაძაბულიყო ურთიერთობა. ის და მისი მეგობრები ფიზიკურად არ შეხებიან სამართალდამცავებს, ავტომობილს მართავდა ფხიზელი მძღოლი ვ-–-------------–ი და არ ჰქონდათ წინააღმდეგობის გაწევის მიზეზი.

 

მოწმე ლ-–------–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის იანვარში გ--------–---–-----თან, ი------–---–-----თან და ვ-–-------------–თან ერთად საერთო მეგობართან იმყოფებოდა სტუმრად ტა------–-–ი. უკან დაბრუნებისას მათი ავტომანქანა გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა - ნ------–-----–---–მა და ა-----–-----------–---მა და მოთხოვეს საბუთები. რადგან მძღოლი იყო ფხიზელი და არ დაურღვევია მოძრაობის წესები, თავიდან არ გაუმახვილებია გაჩერებაზე ყურადღება, მაგრამ ვინაიდან მათი შეჩერება გაგრძელდა დიდხანს, მან და ი------–---–-----მა იკითხეს რატომ გააჩერეს. ამ დროს გ--------–---–-----მა ითხოვა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ავტომანქანიდან გადასვლა და თან იკითხა რა ხდებოდა. ნ------–-----–---–ის და ა-----–-----------–---ის მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიას. მძღოლს ეუბნებოდნენ რატომ არ გააჩერა ავტომანქანა რომ ეძახდნენ, ხოლო ი------–---–-----ს ეუბნებოდნენ, რომ თუ არ გაჩერდებოდა დაიჭერდნენ. ამ დროს ი------–---–-----მა ავტომანქანიდან გადასულ გ------- წ---–-----ს თხოვა ავტომანქანის კარის გაღება, რომელიც შიგნიდან არ იღებოდა. ადგილზე განსაკუთრებული დაძაბულობა არ ყოფილა, უბრალოდ ითხოვეს მალე გაშვება. ი------–---–-----ი გადავიდა ავტომანქანიდან და ესაუბრებოდა პოლიციელს, თავად კი იდგა მათ შორის. პატრულის თანამშრომლებმა ი------–---–-----ს მოთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რა დროსაც ერთ-ერთმა პოლიციელმა მოულოდნელად ჩაარტყა თავში ხელი ი------–---–-----ს და ეჭიდავებოდა, მეორე პოლიციელმა კი მას მოკიდა ხელი, რის შემდეგაც დააწვინეს და დაადეს ხელბორკილი, მის გვერდით აღმოჩნდა გ--------–---–-----იც, რომელიც ყვიროდა რომ თავში არ დაერტყათ მისთვის, რადგან ჰქონდა გაჟონვა. ი------–---–-----ი კი, დაგდებული ჰყავდათ ძირს და ურტყამდნენ.

 

მოწმე ვ-–-------------–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 25 იანვარს ტა------–-დან ,,ბო-------ს“ პარკის მიმართულებით მოძრაობდა ,,ფორდის“ ფირმის ავტომანქანით, რა დროსაც გააჩერეს ნ------–-----–---–მა და ა-----–-----------–---მა და უთხრეს, რომ მოყვებოდნენ უკან და მოუწოდებდნენ გაეჩერებინა ავტომანქანა, თუმცა მას მოწოდება არ გაუგია და ავტომანქანა გააჩერა მას შემდეგ, რაც პატრულის თანაშრომლებმა აუნთეს ფარები. ამის შემდეგ იგი შეამოწმეს ალკოტესტით და გამოართვეს საბუთები. ამ დროს მის მანქანაში მყოფმა ი------–---–-----მა იკითხა რატომ გააჩერეს და იყო თუ არა მშვიდობა. ცოტა ხნის შემდეგ გ--------–---–-----მა ითხოვა ავტომანქანიდან გადასვლა, რისი ნებაც მისცეს ინსპექტორებმა. მანქანის კარის გაღება და გადასვლის ნებართვა ითხოვა ი------–---–-----მაც, ამასთან, კვლავ იკითხა რატომ აჩერებდნენ და როდის გაუშვებდნენ. ი------–---–-----ი გააჩუმა პატრულ-ინსპექტორმა და უთხრა, რომ დააკავებდა. ამ დროს ადგილზე მივიდა დამატებითი ეკიპაჟი და დააკავეს ბიჭები. დაკავების საფუძველი იყო ი------–---–-----სა და ა-----–-----------–---ს შორის მომხდარი შელაპარაკება. მოწმემ განმარტა, რომ დაკავება დაიწყეს საპატრულო ეკიპაჟის გამოჩენის პარალელურად, კერძოდ, ი------–---–-----ი დააგდეს ძირს და დაადეს ხელბორკილები. სხვა თანამშრომლებმა კი დააკავეს გ--------–---–-----ი და ლ-–------–---ი. იგი კარგად ხედავდა ი------–---–-----ის დაკავების პროცესს, რადგან ტერიტორიას ანათებდნენ საპატრულო პოლიციის ავტომანქანები და დაინახა, რომ ი------–---–-----ს ა-----–-----------–---მა დაარტყა წიხლი.

 

საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ, მოწმე ო------------–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი იყვნენ მისი თანამშრომლები. 2015 წლის 26 იანვარს, მეწყვილე ხ-------–--–---–თან ერთად მთ-–------ს პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც N-- ეკიპაჟის წევრებმა ნ------–-----–---–მა და ა-----–-----------–---მა 3-4-ჯერ ითხოვეს დახმარება. ისინი დაახლოებით ხუთ წუთში მივიდნენ ადგილზე და ნახეს, რომ ხსენებულ პირებს გაჩერებული ჰყავდათ ,,ფორდის“ ფირმის ავტომანქანა, რომლიდანაც გადმოსული იყო სამი პირი და ეძიძგილავებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ნ------–-----–---–მა უთხრა, რომ ორი მათგანი უნდა დაეკავებინათ სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ერთი მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. მან მეწყვილესთან ერთად ადმინისტრაციული წესით დააკავა ლ-–------–---ი, თუმცა საქმის განხილვისას მოსამართლემ შეწყვიტა წარმოება. ადგილზე მისვლისას ჩხუბს ან/და შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ შეუნიშნავს, ასევე არ დაუნახავს დახეული უნიფორმა. შემთხვევის ადგილზე ასევე მივიდნენ ოცმეთაური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, დაახლოებით 3-4 ეკიპაჟი. მოწმემ განმარტა, რომ ავტომანქანების წინა მხარეს დამონტაჟებულია კამერები, რომლებიც წესით ყოველთვის ჩართული უნდა იყოს. ამასთან, ავტომანქანიდან გადასვლისას მას ჩართული ჰქონდა სამხრე კამერა.

 

მოწმე ხ-------–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი იყვნენ მისი თანამშრომლები. 2015 წლის 26 იანვარს, მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ,,ბო-------ს“ პარკში მდებარე პარკირების ადგილთან, რა დროსაც ეკიპაჟმა რაციით ითხოვა დახმარება. მათთან მისასვლელად დასჭირდათ დაახლოებით ორი წუთი. მისვლისას ნახა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული ავტომანქანიდან გადმოსული იყო მძღოლის თანმხლები სამი პირი, რომლებიც კამათობდნენ და ძიძგილაობდნენ, ანუ ადგილი ჰქონდა გაწევ-გამოწევას, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დაუნახავს. ნ------–-----–---–მა მისვლისთანავე უთხრა, რომ ორი პირი უნდა დაეკავებინათ სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მესამე პირი ადმინისტრაციული წესით. მათ დააკავეს მითითებული პირები და ჩასვეს ავტომანქანაში. უშუალოდ მან და მისმა მეწყვილემ დააკავეს ლ-–------–---ი. ვინაიდან არ დადასტურდა ადმინისტრაციული გადაცდომა, მოსამართლემ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას ხსენებულ პირებს და პატრულის თანამშრომლებს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. შემთხვევის ადგილზე ასევე მივიდნენ ოცმეთაური ა------------–---–ი, მისი მეწყვილე დ---–-–---–- და რამდენიმე ეკიპაჟი. საპატრულო პოლიციის ავტომობილში სათვალთვალო კამერები განლაგებულია წინ, საქარე მინის შიდა მხარეს, შუა ადგილზე. იმ მომენტისთვის პატრულ-ინსპექტორებს ჰქონდათ სამხრე კამერები, თუმცა როგორც ახსოვს მას დასამუხტად ჰქონდა ჩართული ავტომანქანაში.

 

საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბ--–---------------------------–------–-------რის, მოწმე ა-----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი იყვნენ მის დაქვემდებარებაში მყოფი პატრულ-ინსპექტორები. 2015 წლის 25-26 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე რადიოსადგურის საშუალებით შეიტყო, რომ ხსენებული პირები ,,ბო-------ს“ პარკის გადასახვევთან ითხოვდნენ დახმარებას. მათ არ დაუკონკრეტებიათ მიზეზი, თუმცა ჰქონდათ ძალიან აღელვებული ტონი და რამდენჯერმე ითხოვეს დახმარება. მათ დასახმარებლად გაემართა რამდენიმე ეკიპაჟი. იგი თავადაც მივიდა ადგილზე და ნახა, რომ ნ------–-----–---–ს და ა-----–-----------–---ს გადასახვევთან, უფრო კო-----ს მხარეს, გაჩერებული ჰყავდათ ავტომანქანა, რომლის უკან იდგა მათი საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანა. დასახმარებლად მისულ პირველ ეკიპაჟს კი შებორკილი ჰყავდათ პიროვნებები. ა-----–-----------–---ი ერთ-ერთ დაკავებულს ვერ ადებდა ხელბორკილს, რაშიც დაეხმარა მას. შეჩერებული ავტომანქანის მძღოლი იჯდა თავის ავტომანქანაში და არ გადასულა. ნ------–-----–---–მა და ა-----–-----------–---მა უთხრეს, რომ ხსენებულმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ნ------–-----–---–მა ასევე უთხრა, რომ ი------–---–-----მა ა-----–-----------–---ს რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი კისრის არეში. მასვე ფიზიკურად გაუსწორდა გ--------–---–-----ი, ხოლო ლ-–------–---ი აგინებდა მათ. ნ------–-----–---–ის მითითებით ლ-–------–---ი დააკავეს ადმინისტრაციულად, ხოლო ი-------------------–---–-----ები დააკავეს სისხლის სამართლის წესით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას არ შეუნიშნავს ვიზუალურად ვინმეს თუ აღენიშნებოდა სხეულის დაზიანება. გზად შემთხვევით გაიარა სასწრაფო დახმარების მანქანამ, რომელიც შეაჩერა და მასთან შესამოწმებლად მივიდნენ ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი, რადგან როგორც თავად ამბობდნენ ა-----–-----------–---ს ნაღრძობი ჰქონდა თითი, ხოლო ნ------–-----–---–ს სახის არეში ჰქონდა დაზიანება. მოწმემ აღნიშნა, რომ საპატრულო ეკიპაჟის მანქანების სალონში, წინა მხარეს შუაში დამონტაჟებულია კამერა, ხოლო ყველა პატრულ-ინსპექტორს აქვს სამხრე კამერა, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში, სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ვერ მოახერხონ მისი ჩართვა.

 

მოწმე რ---------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ამჟამად მუშაობს ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციაში, ხოლო თბილისში მუშაობის პერიოდში ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი იყვნენ მისი თანამშრომლები. 2015 წლის 26 იანვარს, ხსენებულმა პირებმა ითხოვეს დახმარება. იგი მივიდა ოქ--------ს გზაზე მდებარე გადასახვევთან, სადაც რამდენიმე ეკიპაჟი უკვე მისული დახვდა. ადგილზე მოხდა სამი პირის დაკავება, კერძოდ ი------–---–-----ი და გ--------–---–-----ი დაკავებული იქნენ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხოლო ლ-–------–---ი დაკავებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. მან შეადგინა ი------–---–-----ის დაკავების ოქმი, თუმცა ეს უკანასკნელი მას არ დაუკავებია, ფაქტობრივი დამკავებლები იყვნენ ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი. ხსენებული პირები შეუძლოდ გრძნობდნენ თავს და წაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ამიტომ დაკავების ოქმის შედგენა მოუწიათ მას და მის მეწყვილეს - გ------- ნ-–--–-–---–ს. ლ-–------–---ი ადმინისტრაციული წესით დააკავა პატრულ-ინსპექტორმა ო------------–მა. ნ------–-----–---–ს და ა-----–-----------–---ს ფიზიკური დაზიანებები არ ეტყობოდათ, არც მათ ქურთუკზე ან ტანსაცმელზე შეუნიშნავს დაზიანებები. იგი არ შესწრებია მათ შორის შელაპარაკებას, თუმცა დაკავებულები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ დაკავებასთან დაკავშირებით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის ავტომობილებს ავტომანქანის სალონის შუაგულში აქვთ ვიდეო ჩამწერი, რომელიც უყურებს წინა მხარეს. მას შემთხვევის დროს ჰქონდა სამხრე კამერა, რომელიც მანქანაში ჩართული ჰქონდა დასამუხტად.

 

მოწმე გ------- ნ-–--–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 25-26 იანვარს მეწყვილე რ---------------–-–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც რადიო კავშირით მიიღო შეტყობინება, კერძოდ, ნ------–-----–---–ი ითხოვდა დახმარებას. ისინი მივიდნენ მითითებულ ადგილას, სადაც იმყოფებოდნენ ნ------–-----–---–ი, ა-----–-----------–---ი, ოცმეთაური ა-----------–---–ი, მისი მეწყვილე მ-------------–-–---–ი და სამი დაკავებული პირი. როგორც შემდგომ შეიტყო ერთი დაკავებული იყო ადმინისტრაციულ წესით. ეს პირი ჩასვეს იმ ავტომანქანში სადაც იჯდა თავად. მოგვიანებით კი, შეავსო გ--------–---–-----ის დაკავების ოქმი, რადგან ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი წაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ოქმი შეავსო იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიაწოდეს ნ------–-----–---–მა და ა-----–-----------–---მა, კერძოდ, მათ უთხრეს, რომ გ------- და ი------–---–-----ებმა მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც იკვეთებოდა, რომ ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს. მას ნ------–-----–---–ის და ა-----–-----------–---ის სხეულზე ან ტანსაცმელზე დაზიანებები არ შეუნიშნავს, რადგან ბნელოდა.

 

მოწმე მ------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში. ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი იყვნენ მისი თანამშრომლები. 2015 წლის 25 იანვარს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით 01:00 საათზე, ხსენებულმა პირებმა ,,ბო-------ს“ პარკთან ითხოვეს დახმარება. იგი მივიდა მითითებულ ადგილზე და ნახა, რომ იყვნენ დაკავებულები, ერთ-ერთს კი, აკავებდნენ ა-----–-----------–---ი და კა----------–---–ი. ლ-–------–---ი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით, ი-------------------–---–-----ები კი, სისხლის სამართლის წესით. მისი მისვლისას რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და რომელიმე პირის შებოჭვასა და დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია. მას დაზიანებები არავისთვის შეუნიშნავს, რადგან ბნელოდა და ხილვადობა არ იყო.

 

საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-4 გან-------–---------------ს, მოწმე შ-----------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის იანვარში, მუშაობდა იმავე გან-------–---------------ს მო------–-ს თანამდებობაზე. 2015 წლის 25 იანვარს, თანამშრომელთან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე, კერძოდ, სო-–---–---------------–---ს ქუჩაზე, რა დროსაც რაციით შეიტყო, რომ თანამშრომელი ითხოვდა დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ ოქ-------ა არ იყო მისი სამოქმედო ტერიტორია წავიდა დასახმარებლად. დაახლოებით 5-7 წუთში იგი მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაკავებული ორი პირი იწვა ავტომანქანაზე და ეკეთათ ხელბორკილები, ხოლო მესამე პირი იწვა თხრილში. ხსენებულ პირებს ახლდათ მეოთხე პირი, რომელიც იჯდა ავტომანქანაში, თუმცა რა ხდებოდა რთული გასაგები იყო. დაახლოებით ორ წუთში მივიდნენ სხვა ეკიპაჟები და ოცმეთაური. მას დაკავებულების და თანამშრომლების ტანსაცმელზე დაზიანება არ შეუნიშნავს.

 

თბილისის ძველი თბილისის მე-7 განყოფილების უბ-----------------ს, მოწმე ზ---–---------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 25-26 იანვარს, ღამის საათებში, ხელმძღვანელის მოადგილესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც რადიოსადგურიდან გაიგეს, რომ საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ,,ბო-------ს“ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ითხოვდა დახმარებას. აღნიშნულიდან 5-10 წუთში მივიდნენ მითითებულ ადგილზე, სადაც დახვდათ საპატრულო პოლიციის ორი მანქანა და ერთი სამოქალაქო მანქანა, რომელშიც იჯდა მძღოლი. ორი პირი იყო დაწვენილი, ეკეთათ ხელბორკილი და თავზე ედგა ორი თანამშრომელი, ხოლო ერთი პირი იწვა გზის მეორე მხარეს. აღნიშნული პირი ყვიროდა და იგინებოდა, მასთან იდგნენ ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი. მისი მისვლის შემდეგ სიტუაცია არ გართულებულა. ადგილზე მალევე მივიდა ოცმეთაური. მან შემთხვევის ადგილი დატოვა მალევე, დაახლოებით 5-10 წუთში. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულების სხეულზე ან ტანსაცმელზე დაზიანება არ შეუმჩნევია.

 

მოწმე შ--–------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში. 2015 წლის 25-26 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ეკიპაჟმა ითხოვა დახმარება. იგი დაახლოებით 10-15 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა სამი დაკავებული პიროვნება, მათ შორის ძმები წ---–-----ები, რომლებსაც ედოთ ხელბორკილები. ადგილზე იყო ოცმეთაურიც. მან ნ------–-----–---–ისაგან შეიტყო, რომ დაკავებულებმა მას და ა-----–-----------–---ს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხსენებულ პირთა დაკავების შემდეგ, ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი გაყვნენ სასწრაფო დახმარების მანქანას, რადგან მათი განმარტებით იყვნენ ცუდად, თუმცა მათთვის დაზიანება არ შეუმჩნევია.

 

მოწმე ზ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი გამომძიებლად მუშაობს საპატრულო პოლიციაში. განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით. მან დაკითხა მოწმეები, შეადგინა ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერების ოქმები, მოიძია სამხრე კამერების და საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები.

 

მოწმე გ------- მ--–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგობის ფაქტზე. მოცემული საქმის ძირითადი გამომძიებელი იყო ზ------------ე. მან მოწმის სახით დაკითხა ნ------–-----–---–ი და ამოიღო ავტომანქანის კამერის ჩანაწერი, რომელიც დათვალიერდა და დაილუქა სათანადო წესით.

 

მოწმე შ-------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს საპატრულო პოლიციაში უფ------------------–-დ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე იგი იყო დამხმარე გამომძიებელი. ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი იყვნენ მისი კოლეგები. ი------–---–-----ის და გ------- წ---–-----ის დაკავების ოქმები სამმართველოში მივიდა დასრულებული სახით. მან დაკითხა ნ------–-----–---–ი და დაათვალიერა მისი ტანსაცმელი, რომელიც ამ უკანსკნელის განმარტებით დაზიანდა წინააღმდეგობის გაწევის დროს. აღნიშნულზე მან დანიშნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა.

 

მოწმე ლ------–---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კა-–----------–---------------------------–----------------------------–---------------დ და მის უფლება-მოვალეობებში შედის ავტომანქანის კამერების ამოღება, გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ა.შ. მის მიერ ამოღებული იქნა ნ------–-----–---–ის და ა-----–-----------–---ის ავტომანქანის წინა კამერის ჩანაწერები.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2015 წლის 17 მარტის ექსპერტის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ წარმოდგენილია შპს ,,ნი-------------–-ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №8---ის ქსეაროასლები დამოწმებული სათანადო ბეჭდით, საიდანაც ირკვევა, რომ ა-----–-----------–---ს აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს 26.01.2015 წელს, სადაც დაესვა დიაგნოზი: მარცხენა მაჯის იოგოვანი აპარატის ღრძობა, დაჭიმულობა, გადაძაბვა. ღრძობა, როგორც დიაგნოზი დაუზუსტებელია, ამდენად ექსპერტიზა აღნიშნულ დიაგნოზს ვერ გაიზიარებს.

▪გამომდინარე აქედან, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში, ა-----–-----------–---ის სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------------–--–---–მა.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 28 იანვრის ექსპერტის №1------- დასკვნით ირკვევა, რომ:

▪ გამოკვლევაზე წარდგენილი ნ------–-----–---–ისგან ამოღებული პოლიციის ფორმის ქურთუკის ზედაპირზე არსებული დაზიანებები მარცხენა სამხრის და ჯიბის განცალკევების სახით ნაკერის განარღვევის შედეგად წარმოდგენილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

▪ გამოკვლევაზე წარდგენილი ნ------–-----–---–ისგან ამოღებული პოლიციის ფორმის შარვლის ზედაპირზე არსებული დაზიანებები მარჯვენა და მარცხენა გარეთა ნაკერების განარღვევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ------------------მა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2015 წლის 17 თებერვლის ექსპერტის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ შპს ,,ნი-------------–-ს“’ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N8---ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N2----ის ქსეროასლის ჩანაწერებიდან მოქ. ნ------–-----–---–ს მიუმართავს კლინიკისთვის 2015 წლის 26 იანვარს 01:43 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: თავის ზედაპირული ტრავმა. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მოქ. ნ------–-----–---–ს სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1---- დადგენილია, რომ 2015 წლის 26 იანვარს დაიწყო გამოძიება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

პატრულ ინსპექტორ რ.დ---–-–---–-ს 2015 წლის 26 იანვრის პატაკით ირკვევა, რომ ხსენებულ დღეს მეწყვილე გ------- ნ-–--–-–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ეკიპაჟ 7----ის ინსპექტორებმა ნ------–-----–---–მა და ა-----–-----------–---მა ითხოვეს დახმარება. ადგილზე მისვლისას ხსენებულმა პირებმა განუცხადეს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გ--------–---–-----მა და ი------–---–-----მა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ესაჭიროებოდათ სამედიცინო დახმარება. ამის შემდეგ, გ--------–---–-----ი და ი------–---–-----ი დაკავებული იქნენ ბრალდებულის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

2015 წლის 26 იანვრის N1----- შეტყობინებით დასტურდება, რომ ,,ბო-------ს“ პარკის გადასახვევთან დაკავებული იქნა ი----- წ---–-----ი და გ------- წ---–-----ი, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პატრულ-ინსპექტორებს ნ------–-----–---–ს და ა-----–-----------–---ს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმებით ირკვევა, რომ 2015 წლის 26 იანვარს შემოწმებისას ი------–---–-----ს და გ--------–---–-----ს დაუდგინდათ სიმთვრალე.

 

ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 26 იანვარს 05:50-06:05 საათზე, ამოღებული იქნა ნ------–-----–---–ის სამსახურებრივი უნიფორმის ქურთუკი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარცხენა სამხრე. ასევე ამოღებული იქნა იმავე უნიფორმის შარვალი, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა და მარცხენა ჯიბეები.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 27 იანვარს, დათვალიერდა სს N0----------- საქმეზე მოწმე ო------------–-სგან ამოღებული მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა ნომრით N---- და მეხსიერების ბარათზე არსებული სამი ვიდეო ჩანაწერი, რაც გადატანილი იქნა ,,DVD“ დისკზე.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 27 იანვარს 14:55-15:20 საათზე დათვალიერდა მოწმე ნ------–-----–---–ისგან ამოღებული სამსახურებრივი სამხრე კამერა (ნომრით N----) და მეხსიერების ბარათზე არსებული ერთი ვიდეო ჩანაწერი, რაც გადატანილ იქნა ,,DVD“ დისკზე.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 27 იანვარს, დათვალიერდა მოწმე შ--–-- გ-------ძისგან ამოღებული სამსახურებრივი სამხრე კამერა ნომრით N---- და მეხსიერების ბარათზე არსებული ხუთი ვიდეო ჩანაწერი, რაც გადატანილი იქნა ,,DVD“ დისკზე.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 16 მარტს 15:20-18:15 საათზე დათვალიერდა ,,DVD“ დისკზე არსებული ჩანაწერები.

 

ჩანაწერებით დასტურდება, რომ ეკიპაჟ N-----ის საპატრულო ავტომანქანა ჩერდება მის წინ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის გაჩერებისთანავე მის უკან. ნ------–-----–---–ი მიდის ავტომანქანის წინა მარცხენა კართან და მძღოლთან იწყებს საუბარს. იმავე ავტომანქანის უკანა მარჯვენა კართან მიდის ა-----–-----------–---ი, ბრუნდება და მიდის მარცხენა მხარეს ნ------–-----–---–თან. ავტომანქანის წინა მარჯვენა მხრიდან გადმოდის გ--------–---–-----ი, რომელიც ესაუბრება ავტომანქანის მეორე მხარეს მდგომ პატრულ ინსპექტორებს და პარალელურად გარედან აღებს უკანა მარჯვენა კარს, საიდანაც გადმოდის ი------–---–-----ი, რომლიც მიდის პატრულ ინსპექტორებთან და ესაუბრება. რამდენიმე წამის შემდეგ გ------- წ---–-----ი მიდის ი----- წ---–-----თან და მარჯვენა ხელს ადებს მხარზე, იმავდროულად ნ------–-----–---–ი ავტომანქანის სახურავზე დებს ალკოტესტს, გადადის მის გვერდით მდგომ ა-----–-----------–---ის მარცხენა მხარეს და ესაუბრება ი-------------------–---–-----ებს და თან მარჯვენა ხელით ცდილობს მათ უკან გაწევას. აღნიშნულის შემდგომ ავტომანქანიდან გადმოდის ლ-–------–---ი და მიდის ავტომანქანის მარცხენა მხარეს მოსაუბრე ოთხი მამაკაცთან. გ------- წ---–-----ი ი----- წ---–-----ს ქურთუკზე უკნიდან კიდებს ხელებს და გაჰყავს ავტომანქანის მარჯვენა მხარეს. ნ------–-----–---–ი რადიოსადგურის საშუალებით გადასცემს შეტყობინებას. საბარგულთან გ------- და ი------–---–-----ებს უერთდება ლ-–------–---ი და ისიც ცდილობს ი------–---–-----ის მიყვანას უკანა მარჯვენა კართან, თუმცა ეს უკანასკნელი არ ჯდება ავტომანქანაში, მათთან ერთად გადაადგილდებიან პატრულ ინსპექტორები, რომელთაც ესაუბრება ი------–---–-----ი. გ--------–---–-----ი და ლ-–------–---ი დგანან ი------–---–-----სა და პატრულ ინსპექტორებს შორის. ნ------–-----–---–ი ცდილობს მიუახლოვდეს ი------–---–-----ს, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევა მის წინ მდგომი ორი მამაკაცის გამო, ა-----–-----------–---ი ბრუნდება და მიდის ავტომანქანის წინა მარცხენა კართან და იღებს ალკოტესტის აპარატს. იმავე დროს მასსა და ი------–---–-----ს შორის იმართება საუბარი, რა დროსაც ხელით უთითებენ ერთმანეთზე. ი------–---–-----ის დამშვიდებას ცდილობს ლ-–-------–---ი, ხოლო გ------- წ---–-----ი ხელს უშლის ნ------–-----–---–ს მიუახლოვდეს ი------–---–-----ს. ეს უკანასკნელი ცდილობს დაუსხლტეს ლ-–------–---ს და მიუახლოვდეს ა-----–-----------–---ს, ლ-–------–---ი გ--------–---–-----ის დახმარებით ახერხებს შეჩერებას, ეს უკანასკნელი კი პარალელურად ნ------–-----–---–ს არ უშვებს ი------–---–-----თან. ნ------–-----–---–ი ცდილობს გ--------–---–-----ს აუაროს გვერდი, ასევე გაიყვანოს მარჯვენა მხარეს, რა დროსაც ორივე მათგანი ბორძიკდებიან და გადიან კადრიდან. გ--------–---–-----ს ხელს კრავს ა-----–-----------–---ი და შემდეგ ბრუნდება ი------–---–-----ისაკენ, თუმცა მათ შორის კვლავ დგას ლ-–------–---ი, რომელიც ა-----–-----------–---ს არ უშვებს ი------–---–-----ამდე. ნ---------–-----–---–ი კვლავ რადიოსადგურის საშუალებით გადასცემს შეტყობინებას. ლ-–------–---ს ავტომანქანის უკანა მარჯვენა კართან შეჩერებული ჰყავს ი------–---–-----ი და არ აძლევს პატრულ-ინსპექტორებისკენ გადაადგილების საშუალებას. ნი------–-----–---–ი კვლავ ცდილობს ი------–---–-----თან მიახლოებას. პატრულ ინსპექტორები აქტიურად ცდილობენ ი----- წ---–-----ამდე მისვლას, ფიზიკური ძალის გამოყენებით ლ-–------–---ი და გ--------–---–-----ი გაჰყავთ მარჯვენა მხარეს, რომლებიც ცდილობენ ი------–---–-----ს მოაშორონ პატრულ-ინსპექტორები. ძიძგილაობისას ლ-–------–---ი წაიქცა ავტომანქანის უკანა მხარეს, თუმცა მალევე ადგა და ცდილობს კვლავ მიუახლოვდეს ი------–---–-----ს, თუმცა ხელის ბიძგებით იშორებს ნ------–-----–---–ი. იმავე დროს გზის მეორე მხარეს ჩერდება საპატრულო პოლიციის N7--- ეკიპაჟის ავტომანქანა და ხ-------–--–---–ი და ო------------–- აკავებენ ლ-–------–---ს. ნ------–-----–---–ი ცდილობს გ--------–---–-----ის დაკავებას, ხოლო ა-----–-----------–---ი ი------–---–-----ის დაკავებას, თუმცა ვერ ახერხებენ. შემდეგ კადრიდან იკარგებიან. რამდენიმე ხანში ავტომანქანის ძრავის ხუფზე აწვენენ გ--------–---–-----ს. ლ-–------–---ს ხელბორკილს ადებს ო------------–-. კადრში ასევე ჩნდება ინსპექტორ-გამომძიებელი ზ---–---------–---–ი, რომელიც ხელებს უჭერს ხელბორკილ დადებულ ლ-–------–---ს.

 

კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ 2015 წლის 17 მარტის დადგენილებით ირკვევა, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ი-------------------–---–-----ების მხრიდან პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ასევე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. თუმცა იმავდროულად იკვეთება საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, ჩადენილი ძალადობით, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე უნდა შეიცვალოს კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 17 მარტის დადგენილებით დასტურდება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო, გ--------–---–-----ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 17 მარტის დადგენილებით დასტურდება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო, ი------–---–-----ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 თებერვლის N4/446-15 დადგენილებით ირკვევა, რომ ლ-–------–---ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა. იმავე დადგენილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი ბრალეული არ არის სამართალდარღვევის ჩადენაში. საქმის მასალებში წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რის გამოც ლ-–------–---ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

 

დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 23 მარტს 21:15-21:30 საათზე დათვალიერდა ნ------–-----–---–ის ქურთუკი, რომლის მარცხენა სამხრე არის დაზიანებული. ასევე დათვალიერდა შარვალი, რომელის მარცხენა და მარჯვენა ჯიბეებზე შეინიშნება დაზიანებები (რღვევის კვალი) და შიგნით მხარეს არ აქვს გამოკრული ქსოვილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის N4/2290-15 დადგენილებით დასტურდება, რომ ი------–---–-----ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და დაჯარიმდა 250 ლარით, ხოლო გ--------–---–-----ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წარმოება შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების ნ------–-----–---–ის და ა-----–-----------–---ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ნ------–-----–---–ის და ა-----–-----------–---ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

 

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობა. კერძოდ, კონსტიტუციის მე-18 მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის ამსრულებელია სამართალდამცავი ორგანოს მოხელე, პირი რომელსაც აქვს დაკავების, დაპატიმრების უფლება, ან დაკავებულის თუ დაპატიმრებულის გათავისუფლების უფლება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უკანონო დაკავებაში ან უკანონო დაპატიმრებაში. სუბიექტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა და პირი დაკავებულად ითვლება თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად. დაკავება როგორც წესი, ხორციელდება სასამართლოს განჩინებით, მაგრამ შესაძლებელია დაკავება განხორციელდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განჩინების გარეშე პირის დაკავება შესაძლებელია თუ: ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე; ბ) პირი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით; გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი; დ) პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო; ე) პირი შესაძლოა მიიმალოს; ვ) პირი ძებნილია; ზ) ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, დაკავების უფლება აქვს გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, აწარმოებს გამოძიებას ან ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

 

კანონის მოთხოვნათა დარღვევით პირის დაკავება ჩაითვლება უკანონო დაკავებად და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით. პირის დაკავება უკანონოდ ჩაითვლება, როცა არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დაკავების საფუძველი, ან როცა დაკავებიდან 48 საათის გასვლამდე შუამდგომლობას არ წარადგენენ სასამართლოში, ან დაკავებიდან გავიდა 72 საათი, ხოლო სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება მისი დაპატიმების შესახებ, მაგრამ ამის მიუხედავად პირი მაინც დაკავებულია. უკანონო დაკავებას ახორციელებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელიც იყენებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ამდენად, უკანონო დაკავება არის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების კერძო შემთხვევა.

 

მოცემული დანაშაული არის განზრახი, შესაბამისად, პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ახდენს ადამიანის დაკავებას ან დაპატიმრებას და სურს ეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ ნ------–-----–---–ი და ა-----–-----------–---ი 2----–-–--------------დან 2015 წლის 18 მარტის ჩათვლით მუშაობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე და იყვნენ მოხელეები.

 

სადავო გარემოებას არ წარმაოდგენს ასევე ის ფაქტი, რომ შემთხვევის დღეს, ღამის საათებში თბილისში, ოქ--------ს გზაზე, ,,ბო-------ს“ პარკის გადასახვევთან, ნ------–-----–---–ის და ა-----–-----------–---ის მიერ მძღოლის სიმთვრალეზე შემოწმების მიზნით გაჩერებული იქნა ვ-–-------------–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ფორდის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც ამ უკანასკნელის გარდა ისხდნენ ლ-–-------–---ი, ი------–---–-----ი და გ------- წ---–-----ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ--------–---–-----ის, ი------–---–-----ის, ლ-–------–---ის და ვ-–-------------–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ავტომანქანის გაჩერების შემდეგ მათ ნ------–-----–---–მა და ა-----–-----------–---მა უხეში ტონით უთხრეს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაციით მოითხოვდნენ ავტომანქანის გაჩერებას და ისინი კი არ აჩერებდნენ. რაზეც მძღოლმა უპასუხა, რომ მას მოწოდება არ გაუგია. ამის შემდეგ გ------- წ---–-----მა, ი------–---–-----მა და ლ-–------–---მა ჰკითხეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რატომ გააჩერეს, გ--------–---–-----ი მათივე ნებართვით გადავიდა ავტომანქანიდან, რომელსაც გადაჰყვა ი------–---–-----იც და კვლავ ჰკითხა გაჩერების მიზეზი. აღნიშნულის გამო მას ა-----–-----------–---მა უთხრა, რომ გაჩუმებულიყო თორემ დააკავებდა. ადგილზე დამხმარე საპატრულო ეკიპაჟების მისვლის პარალელურად კი, ნ------–-----–---–მა და ა-----–-----------–---მა დაიწყეს გ--------–---–-----ის, ი------–---–-----ის და ლ-–------–---ის დაკავება, ი------–---–-----სა და ა-----–-----------–---ს შორის არსებული შელაპარაკების გამო.

 

შემთხვევის ადგილზე მისულმა ო------------–მა და ხ-------–--–---–მა კი, დაადასტურეს, რომ ისინი დახმარების თხოვნიდან დაახლოებით 2-5 წუთში მივიდნენ მითითებულ ადგილზე, სადაც ნი------–-----–---–ს და არ---– და-------–---ს, გაჩერებული ჰყავდათ ,,ფორდის“ ფირმის ავტომანქანა, საიდანაც გადასული იყვნენ გ--------–---–-----ი, ი------–---–-----ი და ლ-–------–---ი. ხსენებული პირები ძიძგილაობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან, თუმცა მათი მხრიდან პოლიცილეების მიმართ ჩხუბს ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ნ------–-----–---–მა მათ უთხრა, რომ ხსენებულ პირთაგან ორი უნდა დაეკავებინათ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ერთი - ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათ ნ------–-----–---–ის მითითებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ლ-–------–---ი, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით მის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება. მოწმე ა-----------–---–მა კი დაადასტურა, რომ იმ დროს, როდესაც მივიდა შემთხვევის ადგილზე, დასახმარებლად მისულ პირველ ეკიპაჟს შებორკილი ჰყავდათ პიროვნება, ხოლო ა-----–-----------–---ი ხელბორკილს ვერ ადებდა იმ დროისთვის უკვე დაკავებულ ერთ-ერთ პირს, რაშიც დაეხმარა თავად. ამის შემდეგ კი ნ------–-----–---–მა უთხრა, რომ ი------–---–-----მა რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი კისრის არეში ა-----–-----------–---ს, გ--------–---–-----ი მას გაუსწორდა ფიზიკურად, ხოლო ლ-–------–---ი აგინებდათ. შესაბამისად ნ------–-----–---–ის მითითების საფუძველზე ადმინისტრაციულად დაკავდა ლ-–-------–---ი, ხოლო ი-------------------–---–-----ები დააკავეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის. შემდგომში შემთხვევის ადგილზე მისულმა ყველა პატრულ-ინსპექტორმა დაადასტურა, რომ ადგილზე მისვლისას სამივე პირი დახვდათ დაკავებული და მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს ნ------–-----–---–ისგან და ა-----–-----------–---ისგან. ამასთან, არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ მსჯავდებულებს აღენიშნებოდათ დაზიანებები ან შემოხეული ჰქონდათ სამსახურებრივი უნიფორმა. მართალია, მათმა ნაწილმა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილას იყო სიბნელე, თუმცა მოწმე ვ-–-------------–მა დაზუსტებით აღნიშნა, რომ ტერიტორიას ანათებდნენ საპატრულო პოლიციის ავტომანქანები. მოწმეების რ---------------–-–---–ის და გ------- ნ-–--–-–---–ის ჩვენებებით, დადგენილია, რომ მათ მხოლოდ დაკავების ოქმები შეავსეს და მასში შეიტანეს ის ინფორმაცია, რაც მიაწოდეს ნ------–-----–---–მა და ა-----–-----------–---მა, კერძოდ, ხსენებულმა პირებმა უთხრეს, რომ მათ გ------- და ი------–---–-----ებმა გაუწიეს წინააღმდეგობა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ------- და ი------–---–-----ების მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტს, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემეობაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო მათ მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, რის შემდეგაც ი------–---–-----ი დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით, ხოლო გ--------–---–-----ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეწყდა წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო.

 

გარდა ამისა, პალატა თვლის, რომ გამოკვლეული სამხრე ვიდეო კამერების და საპატრულო პოლიციის ავტომანქანის ბორტის ვიდეო კამერის ჩანაწერები ადასტურებს, რომ გ--------–---–-----ის და ი------–---–-----ის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, ჩანაწერებში დაფიქისრებული არ არის მათი მხრიდან პოლიციელებისთვის წინააღმდეობის გაწევის, ფიზიკური შეურაცხყოფის და ძალადობის ფაქტი. რაც იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ნ------–-----–---–მა და ა-----–-----------–---მა მომხდარის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს ადგილზე მისულ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს. გარდა ამისა, ხსენებულმა პირებმა თავად მოახდინეს გ------- და ი------–---–-----ების ფაქტობრივი დაკავება. ი------–---–-----სა და ა-----–-----------–---ს შორის მართლაც მოხდა სიტყვიერი შლაპარაკება, თუმცა ძალადობას და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ა-----–-----------–---ის და ნ------–-----–---–ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული წინააღმდეგობაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ, სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერებში გარკვევით ისმის ნ------–-----–---–ის ხმა, სადაც იგი თანამშრომლებს მიუთითებს, რომ ორი პირის სისხლის სამართალის კანონმდებლობით, ხოლო მესამის ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691 მუხლით კრმინალიზებულია დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია. რაც შეეხება ქმედების ობიექტურ შემადგენლობას, აქ იგულისხმება სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების, საგამოძიებო მოქმედების ოქმების გაყალბება, ან არარსებული დაკითხვის ოქმის შედგენა, ან ოქმში იმგვარი ცვლილების შეტანა, რაზეც პირს ჩვენება არ მიუცია და ა.შ. სამართალდამცველის მიერ მტკიცებულების ფალსიფიკაცია დამთავრებულია თვით ამ მოქმედების განხორციელების მომენტიდან და იგი შეიძლება, მხოლოდ პირდაპირი განზრახვით იქნეს ჩადენილი. დანაშაულის მოტივი კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს და იგი შეიძლება იყოს პირადი დაინტერესება, არასწორად გაგებული სახელმწიფო ინტერესი და ა.შ. აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელი არის სპეციალური და შეიძლება იყვნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებას, ასევე პროკურორი და დამცველი.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა, მათ შორის ნ------–-----–---–ის და ა-----–-----------–---ის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე ნ------–-----–---–ის სხეულზე ან უნიფორმაზე რაიმე დაზიანება არ შეუნიშნავთ. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო მასალაში კი ჩანს, რომ ლ-–------–---ის, გ--------–---–-----ის და ი------–---–-----ის დაკავების შემდეგ ნ------–-----–---–ის უნიფორმას დაზიანებები არ აღენიშნება. შესაბამისად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ ნ------–-----–---–ის სამსახურებრივ უნიფორმას დაზიანება მიყენებული ჰქონდა არა გ------- და ი----- წ---–-----ების დაკავებამდე ან დაკავებისას, არამედ მოგვიანებით, მათი დაკავების შემდგომ, რაც თავის მხრივ ადასტურებს, რომ ნ------–-----–---–ს და მის უნიფორმას დაზიანებები მიაყენეს არა დაკავებულებმა არამედ სხვა პირმა. ამის შემდეგ კი, ნ------–-----–---–მა, დაზიანებული უნიფორმა წარადგინა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დასართავად და იმის დასადასტურებლად თითქოსდა ი-------------------–---–-----ებმა მის მიმართ განახორციელებული მუქარა მოიყვანეს სისრულეში და დაახიეს ე.წ. ,,პაგონები“. ნ------–-----–---–მა სწორედ მათ მიერ განხორციელებული განზრახ უკანონო დაკავების შესანიღბად მოახდინა მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, კერძოდ, უნიფორმაზე ნახევების წარმოქმნა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. ამასთან, მოწმეთა ნაწილმა გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს, რაც არ უნდა დადებოდა საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციის თანამშრომელთა და დაზარალებულთა ჩვენებებში, რადგან მსჯავრდებულების მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა დაზარალებულების და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა და დაზარალებულთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

ამასთან, პალატა თვლის, რომ შესაძლოა მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო შეფასებას აძლევს სწორედ სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს.

 

პალატას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი ა-----–-----------–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის 333-ე მუხლით კრიმინალიზებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. მოცემული დანაშაულის ამსრულებელია მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. სამოხელეო დანაშაული ხელყოფს სახელმწიფო აპარატის ნორმალურ საქმიანობას, ჩადენილია როგორც წესი, სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. სამოხელეო დანაშაულის ობიექტია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული კონსტიტუციური წყობილებისა და საჯარო სამართლის სფეროში წარმოშობილი საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო აპარატისა და მისი ცალკეული რგოლის სწორ ფუნქციონირებასთან. ყველა სამოხელეო დანაშაული ხელყოფს სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრესტიჟსა და ავტორიტეტს. იგი ზიანს აყენებს ან საფრთხეს უქმნის კონკრეტული პირების უფლებებს, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს.

 

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას, დამნაშავის მოქმედება დაკავშირებული უნდა იყოს მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან, მისგან უნდა გამომდინარეობდეს და ჩადენილ უნდა იქნეს მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში და მასთან დაკავშირებით. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას პასუხისმგებლობისათვის აუცილებელია, რომ მოხელეს სამსახურებრივი უფლებამოსილება გააჩნდეს იმ პირისა ან ორგანოს მიმართ, რომელთაც მოხელის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგათ ზიანი. ობიექტური მხრივ სამსახურებრივი უფლებოსილების გადამეტება როგორც წესი, ხდება აქტიური მოქმედებით, თუმცა იშვიათ შემთხვევაში არ არის გამორიცხული მისი ჩადენა უმოქმედობითაც. ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, რაც გამოიხატება ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერსების არსებით დარღვევაში. დამდგარი შედეგი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს მოხელის იმ მოქმედებასთან რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების სუბიექტური მხარე ხასიათდება, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით, რამდენადაც მოხელეს გაცნობიერებული აქვს როგორც მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ისე მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა ან გარდაუვალობა და სურს მისი დადგომა ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა, ან საზოგადოებისა და სახელმწიფის კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევის სახით, ან არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს, ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი არ წარმოადგენს ამ დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს და არსებით ზეგავლენას არ ახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა, რომ 2015 წლის 26 იანვარს, ა-----–-----------–---მა გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მიწაზე დაწოლილ ი------–---–-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მხოლოდ დაზარალებულთა მითითება, რომ ა-----–-----------–---მა დაკავების შემდეგ წიხლი ჩაარტყა ი------–---–-----ს, ვერ დაედება საფუძვლად, ამ ნაწილში გამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ვინაიდან მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ იმ დროს, როდესაც არ---–-----------–---ი ცდილობდა ხელბორკილი დაედო ი------–---–-----ისთვის, შესაბამისად დაზარალებულთა მიერ გაჟღერებული ფაქტი უნდა დაენახათ პოლიციის თანამშრომლებსაც, თუმცა მათ კატეგორიულად უარყვეს ადგილზე მისვლის შემდეგ რაიმე სახის ძალადობის ფაქტი. გარდა ამისა, არც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერებშია ასახული ა-----–-----------–---ის ან ნ------–-----–---–ის მიერ დაკავებულების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-----–-----------–---ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ნ------–-----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო ა-----–-----------–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ------–-----–---–მა ჩაიდინა, განზრახ უკანონო დაკავება. მანვე ჩაიდინა მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, ხოლო ა-----–-----------–---მა ჩაიდინა განზრახ უკანონო დაკავება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ნ------–-----–---–ს და ა-----–-----------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ ნ------–-----–---–ს და ა-----–-----------–---ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ-–-------------ის, ასევე მსჯავრდებულების ნ------–-----–---–ის, ა-----–-----------–---ის და მათი ინტერესების დაცმველი ადვოკატის ო-------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

DVD-R, CD-R და DVD-RW დისკები მათზე განთავსებული ჩანაწერებით, სასამართლო სხდომის ოქმი ხუთ ფურცლად და ერთ ცალ CD დისკზე, ასევე ა-----–-----------–---ის რენტგენოფირი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ნ------–-----–---–ის სამსახურებრივი, საპატრულო პოლიციის უნიფორმის ქურთუკი და შარვალი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ-–-------------ის, ასევე მსჯავრდებულების ნ------–-----–---–ის, ა-----–-----------–---ის და მათი ინტერესების დაცმველი ადვოკატის ო-------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა-----–-----------–---ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა-----–-----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ა-----–-----------–---ს 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.

 

ა-----–-----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 მარტიდან.

 

ა-----–-----------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

 

ნ------–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ნ------–-----–---–ს 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691 მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ნ------–-----–---–ს 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ------–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.

 

ნ------–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 მარტიდან.

 

ნ------–-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

DVD-R, CD-R და DVD-RW დისკები მათზე განთავსებული ჩანაწერებით, სასამართლო სხდომის ოქმი ხუთ ფურცლად და ერთ ცალ CD დისკზე, ასევე ა-----–-----------–---ის რენტგენოფირი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ნ------–-----–---–ის სამსახურებრივი, საპატრულო პოლიციის უნიფორმის ქურთუკი და შარვალი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე