განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2018
საქმის ნომერი
120100118002441512
დავის ტიპი
344 1
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/196-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

10 დეკემბერი 2-18 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – ე-–------------------–-–---–ი;

დაცვის მხარე: ბრალდებული – ე---- კ--- დაბ.2-.0-.1--- წელს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის N2----------;

ადვოკატი - ტ------–----–-----–---–ი;

კვ--–-ფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე---- კ---ს ბრალი ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

დადგენილების თანახმად, 2-17 წლის 1- მ-----ს დაახლოებით 19:45 საათზე ,,პ-–--’’-ს მარკის ავტომანქანით თურქეთის რესპუბლიკის სანომრე ნიშნით 7-------ით მივიდა სასაზრვრო გამშვებ პუნქტ ,,ვ--–-ში" საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასვლის მიმართულებით, მისვლისას საბაჟო ორგანოს თანამშრომელმა ე---- კ--- შემოწმების მიზნით ფეხით წაიყვანა ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით, რა დროსაც შენობის შესასვლელ კიბეებთან მოულოდნელად ე---- კ--- გაიქცა სწრაფი სირბილით თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, ისე რომ არ გაჩერებულა არც კუთვნილი ავტომანქანის წასაყვანად, არც წარდგენილი პასპორტის დასაბრუნებლად და გადაკვეთა საქართველოს სახემწიფო საზღვარი უკანონოდ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ე---- კ--- ჩაიდინა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა დანაშაული გათვ--–-სწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

სამართლებრივი შეფასება:

ე---- კ---ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით:

მოწმე ი---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ვ--–-" მებაჟე კონტროლიორად. 2-17 წლის 1- მ-----ს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით საღამოს რვა საათზე თურქეთის მოქალაქე ,,პ-–--ს" მარკის ავტომანქანით გადიოდა საქართველოდან თურქეთის მიმართულებით. პასპორტების გადამოწმებით დადგინდა, რომ ავტომანქანას მართავდა ე---- კ---. მას თან ახლდა ორი მგზავრი ი----- ი-–-----ი და ო------ ო----–ი. მძღოლი დარეგისტრირდა, მისი ავტომანქანა უნდა დათვ--–-ერებულიყო სხვა მებაჟის მიერ სხვა ზონაში. ჯერ შეამოწმა ავტომანქანს მგზავრები, რომელთაც არ აღმოაჩნდათ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი. შემდეგ ადმინისტრაციულ შენობაში უნდა გადაეყვანა თავად მძღოლი ე---- კ---, რომელიც შენობამდე მისვლამდე გაექცა და ფეხით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მისი შეჩერება ვერ შესძლო.

ზოგადად, როდესაც მოქალაქე საქართველოდან გადის თურქეთის მიმართულებით იგი გადის ჯერ საბაჟო კონტროლს, ხოლო შემდეგ საპასპორტო კონტროლს. მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველად ე---- კ---მ წარუდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რითიც დადგინდა, რომ პიროვნება იყო ე---- კ---. მის მიმართ უნდა განხორციელებულიყო საბაჟო კონტროლი, ამ მიზნით მიჰყავდა იგი ადმინისტრაციულ შენობაში, როდესაც იგი გაიქცა სირბილით და გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის მიმართულებით. ავტომანქანიდან ამოღებული საბუთებიდან დაადგინეს, რომ გაქცეული პირი იყო ე---- კ---.

მოწმე პ---------–-------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ვ--–-" მებაჟე კონტროლიორად. 2-17 წლის 1- მ-----ს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. მას ევალებოდა ავტომობილების შემოწმება, აკონტროლებდა პერიმეტრს. ამ დროს საქართველოდან გადიოდა ავტომობილი, რომელიც უნდა შეემოწმებინათ. მისმა კოლეგებმა გადაიყვანეს ავტომანქანა და ამოწმებდნენ მას. ამ დროს მხოლოდ პ---------–-------–---–ი დარჩა ტერიტორიაზე. მიმდინარეობდა ავტომანქანის, მძღოლის და მისი თანმხლები პირების დათვ--–-ერება. მან დაინახა, რომ ი---------------ეს გადაჰყავდა პიროვნება ფიზიკური დათვ--–-ერებისათვის შენობაში. ამ დროს როგორ კი მიუახლოვდნენ შენობის კუთხეს შეამჩნია, რომ თურქეთის მოქალაქე გაიქცა თურქეთის მიმართულებით. მაშინვე გაეკიდა, შეეცადა მის შეჩერებას, მაგრამ ვერ დაეწია და გაასწრო თურქეთის ტერიტორიაზე და დაიმალა. ამავე დროს თურქეთის მებაჟემაც შეაჩერა. და ვეღარ შესძლო მისი დაბრუნება უკან. იყო საღამოს პერიოდი, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო და მისთვის გაუგებარია რატომ უნდა გაქცეულიყო, წყნარად მიჰყვებოდა და მოულოდნელად გაიქცა. მოგვიანებით თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ იყო თურქეთის მოქალაქე გვარად კ---.

მოწმე გ----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს სპდ სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს მესაზღვრე კონტროლიორად ვ--–-ს საბაჟო გამშვებ პუნქტზე ასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს. 2-17 წლის 1- მ-----ს დაახლოებით საღამოს საათებში ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას ე.წ. ,,გ----–ი", სადაც ხდებოდა ავტომანქანის და მძღოლის რეგისტრაცია. ამ დროისთვის მისთვის დაუდგენელი პირი, რომელის იქნებოდა დაახლოებით 40-50 წლის მამაკაცი, გაიქცა თურქეთის რესპუბკლიკის საზღვრის მიმართულებით, მისთვის უცნობია თუ რატომ გაიქცა იგი თურქეთის მიმართულებით. მაშინვე დაედევნა აღნიშნულ პიროვნებას, პ---------–-------–---–იც მას მისდევდა და მოუწოდებდა შეჩერებულიყო. ამ პიროვნებამ მოასწრო თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლა, სადაც შესვლის უფლება აღარ ჰქონდათ. იყო ჩვეულებრივი სამუშაო გარემო, გაქცევის მიზეზი მისთვის უცნობია.

2-17 წლის 1- მ-----ის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ მებაჟე-კონტროლიორის ი---------------ისაგან ამოღებულ იქნა ა/მანქანა ,,პ-–--" თურქეთის სანომრე ნიშნით 7------, ე---- კ---ს მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა თანდართული ფურცლით, ო------ ო----–ისა და ი----- ი-–-----ის პირადობის მოწმობები თანდართული ფურცლებით. ავტომანქანა განთავსდა შპს ,,ე-–----" ავტოსადგომზე დალუქულ მდგომარეობაში. ხოლო დოკუმენტები დაილუქა და დაერთო საქმეს. სასამართლოს მიერ 2-17 წლის 12 მ-----ის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის გამო სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება ანონიერად იქნა ცნობილი.

მოწმე კ----------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ექსპერტ-კრიმინალისტი. 2-17 წლის 1- მ-----ს გამომძიებლის ზ-------------ის მიერ ჩატარდა საგამოძიებო მოქმდება ,,ვ--–-ს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე. მან მიიღო მონაწილება საგამოძიებო მოქმედებაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა ავტომანქანა და დოკუმენტები. ამოღებული საგნები დაილუქა. ექსპერტმა გადაიღო ფოტოსურათები, რომელიც ერთვის ამოღების ოქმს.

შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის/მთავარი სამმართველოს მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოდან 2-17 წლის 12 მ-----ს მიღებული ინფორმაციით დგინდება 2-10 წლიდან ე---- კ---ს მიერ, საქართველო-თურქეთის მიმართულებით, საზღვრის კვეთის ხშირი ფაქტები. საბოლოოდ, იგი 2-17 წლის 1- მ-----ს 14:44 საათზე შემოვიდა საქართველოში. ამის შემდეგ ე---- კ---ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტი საბაჟო კონტროლის გავლით აღარ ფიქსირდება.

მოწმე ზ-------------ემ თავისი ჩვენებით დაადასტურა, რომ მუშაობს პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში. 2-17 წლის 1- მ-----ს იმყოფებოდა მორიგედ დანაყოფში, შევიდა შეტყობინება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საზღვრის უკანონო კვეთას. დაიწყო გამოძიება. ვ--–-ს საბაჟო პუნქტის ტერიტორიაზე გამოკითა მოწმე ი---------------ე, ამის შემდეგ მისგან ამოღებული იქნა ე---- კ---ს კუთვნილი ავტომანქანა ექსპერტის კ----------------------ის მონაწილეობით. ასევე ამოღებული იქნა ე---- კ---ს პირადი დოკუმენტები: მართვის მოწმობა, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და პირადობის მოწმობა და თანმხლები პირების პირადობის მოწმობები. გამოკითხა მოწმეები ი---------------ე, გ----------–-–---–ი და პ---------–-------–---–ი, რომლებიც საბაჟოს თამაშრომლები არიან და იქ შეესწრნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტს ე---- კ---ს მიერ. გამოითხოვა ე---- კ---ს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია. ე---- კ---მ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ და მას შემდგომ საქართველოში არ შემოსულა რის გამოც ვერ მოხდა მისი გამოკითხვა.

მოწმე ზ--------–----ემ თავისი ჩვენებით დაადასტურა, რომ 2-17 წლის მ-----ში მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების ვ--–-ს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის ცვლის უფროსის თანამდებობაზე. ამ დღეს იმყოფებოდა სამსახურში, დაასრულა მისი უფლება მოვალეობები. დაახლოებით 18:00 საათზე იმყოფებოდა თავის სამუშაო ოთახში რა დროსაც რაციის საშუალებით გაიგო, რომ გაიქცა თურქეთის მოქალაქე და საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ როდესაც მიჰყავდათ ადმინისტრაციულ შენობაში საბჟო პროცედურების გავლისათვის, იგი სირბილით გაიქცა პირდაპირ თურქეთის მიმართულებით. პატრულ-ინსპექტორმა ვერ მოასწრო ე---- კ---ს შეჩერება, იგი შევიდა თურქეთის ტერიტორიაზე. შემდეგ თურქეთის მესაზღვრეებს შესთავაზეს, რომ დაბრუნებულიყო და გაეარა რეგისტრაცია, მაგრამ იგი არ დაბრუნდა. თავად გაქცევის ფაქტს არ შესწრებია.

მოწმე ს----- კ------–---–მა თავისი ჩვენებით დაადასტურა, რომ ესწრებოდა ი----- ი-–-----ისა და ო------ ო----–ის გამოკითხვას. მათ უთარგმნიდა ქართულიდან თურქულ ელაზე, რომელიც მათთვის გასაგები იყო. გამომძიებელი იყო ზ-------------ე, რომელმაც გამოკითხა მოწმეები. გამოკითხვა მოხდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე.

2-18 წლის 1- აპრილის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ე---- კ---ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2-18 წლის 17 აპრილის ძებნის გამოცხადების შესახებ დადგენილებით ე---- კ---ს მიმართ გამოცხადდა ძებნა მისი დაკავების მიზნით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ე---- კ---მ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დანაშაული გათვ--–-სწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ე---- კ---ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სასამართლო განმ-----ავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

პირის ქმედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთად შესაძლოა დაკვ--–-ფიცირდეს, თუ პირი სახელმწიფო საზღვარს გადალახავს სათანადო ნებართვის ან დოკუმენტაციის გარეშე.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და ამ კანონის შესაბამისად. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვ--–-სწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი ადგენს პირისა და ტრანსპორტის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის და მათი შემოწმების წესს;

ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო, სამდინარო და საჰაერო მიმოსვლა ხდება იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად. ხოლო მე-14 მუხლი ადგენს, რომ პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადის სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს.

ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, კი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის, ტრანსპორტის, ტვირთის, ცხოველისა და სხვა ქონების გატარება ხდება სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით და გულისხმობს პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, სახელმწიფო საზღვარზე ტრანსპორტის გადაადგილების, ცხოველის გადაყვანის, ტვირთისა და სხვა ქონების გადატანის კანონიერების ცნობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავ--–- უფლებამოსილი ორგანოს მოსამსახურეები პირს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაატარებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ტრანსპორტზე, ცხოველზე, ტვირთსა და სხვა ქონებაზე სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2-10 წლის 31 დეკემბრის №9---№1-8- ერთობლივი ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, საპასპორტო კონტროლი არის საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის მიზნით სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროცედურების განხორციელება. ხოლო საზღვრის გადაკვეთა გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ან გასვლას სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით;

ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები მიუთითებენ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კანონიერად გადაკვეთისათვის პირმა სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაკვეთოს შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სათანადო კონტროლის გავლის შემდეგ, რათა პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მიჩნეულ იქნეს კანონიერად. იმ შემთხვევაში, თუ პირმა დაარღვია საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პროცედურები, მის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უნდა იქნეს მიჩნეული უკანონოდ. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულმა ე---- კ---მ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ფიზიკურად გადაკვეთა საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, მაგრამ გადაკვეთა დადგენილი წესებისა და პროცედურების სრული უგულვებელყოფით და დარღვევით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო სათანადო კონტროლის აუცილებლობის შესახებ. მან სასაზღვრო გამშვები პუნქტი დატოვა მიუხედავად უფლებამოსილი თანამშრომლების გაფრთხილების და მოწოდებისა შეჩერებულიყო. სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა ისე, რომ არ დაელოდა სათანადო პროცედურების გავლას, ხოლო, საბაჟო გამშვებ პუნქტში დატოვა კუთვნილი ავტომანქანა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, საქმის მანხილვის შედეგად არ დადგენილა, მებაჟე კონტროლიორების რაიმე უკანონო ქმედება, რის გამოც ბრალდებული ე---- კ--- იქნებოდა იძულებული საბაჟო გამშვები პუნქტი დაეტოვებინა ამგვარი გზით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ ე---- კ---მ ჩაიდინა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ანუ ქმედება გათვ--–-სწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით შესაბამისად, დასახელებული კვ--–-ფიკაციით ბრალდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები: ე---- კ---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვ--–-სწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე---- კ---ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვ--–-სწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ე---- კ---ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ასევე გასათვ--–-სწინებელია, ის რომ ბრალდებული ძებნილია შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის მე-292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე---- კ--- (დაბ.2-.0-.1--- წელს, პასპორტის N2----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვ--–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.

2. მსჯავრდებულ ე---- კ---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

3. მსჯავრდებულის ე---- კ---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

4. მსჯავრდებული დაკავების შემთხვევაში მოთავსებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

5. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები ავტომანქანა ,,პ-–--’’ თურქეთის რესპუბლიკის სანომრე ნიშნით 7------ რომელიც განთავსებულია ქ.ახალციხეში ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე საჯარიმო ავტოსადგომ ,,ე-–---’’-ს ტერიტორიაზე, ავტომანქანის საბუთები, ე---- კ---ს მართვის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ერთვის საქმეს დაუბრუნდეს ე---- კ---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ო------ ო----–ის პირადობის მოწმობა და თანდართული ფურცელი დაუბრუნდეს ო------ ო----–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ი----- ი-–-----ის პირადობის მოწმობა და თანდართული ფურცელი დაუბრუნდეს ი----- ი-–-----ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

8. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაცენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაცენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვოს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი