განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №---------
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივნები - რომეო ტყეშელაშვილი, თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------- ჭ-----ე
სტაჟიორ-პროკურორი - ს--–---- კ----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-------–-------------------–--ე (დაბადებული: 2----–-–----- ა-----–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ---------ი, ს------–- ჩ----–--------------------ში)
ადვოკატი - მ------ გ-------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნარკოტიკული საშაულების მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ---------ის რ-----ული სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით, ლ---------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
1.1.1. 2018 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, მა----------------------------------------–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---------------–--ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქე ს----- ტ------ს კუთვნილ ხელჩანთას, მასში მოთავსებული სხვადასხვა ნივთებით, ასევე, ფულით 1003 (ათას სამი) აშშ დოლარით, 300 (სამასი) ევროთი, 720 (შვიდას ოცი) ლარითა და 130 (ასოცდაათი) ა---------------–--------ით, რაც იმ დროს მოქმედი სავალუტო-გაცვლითი კურსის შესაბამისად, საერთო ჯამში შეადგენდა 4526 (ოთხიათას ხუთასოცდაექვსი) ლარს და 65 (სამოცდახუთი) თეთრს.
1.2. გ---------ის რ-----ული სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით, ლ---------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
1.2.1. 2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მ---–------------------ზე, ტ----------ისათვის განუთვნილი ბილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---------------–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა აშკარად დაუფლებოდა ნ----------------ს კუთვნილ ხელჩანთას, თუმცა ამ უკანასკნელის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რის შემდეგაც ლ---------------–--ე, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ----------------ს კუთვნილ „ს-------ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, საფულეს მასში მოთავსებული ფულით - 110 (ას ათი) აშშ დოლარისა და 500 (ხუთასი) ჰ------------ი დოლარის ოდენობით, რაც იმ დროს მოქმედი სავალუტო-გაცვლითი კურსის შესაბამისად, საერთო ჯამში შეადგენდა 1962 (ათას ცხრაას სამოცდაორი) ლარს და 33 (ოცდაცამეტი) თეთრს;
1.3. გ---------ის რ-----ული სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით, ლ---------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
1.3.1. 2018 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში მ---–-------------ში არსებულ ს---------–------–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---------------–--ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა აშკარად დაუფლებოდა ჩ-----ის მოქალაქის - ზ-----------–---ს კუთვნილ ზურგჩანთასა და მობილურ ტელეფონს, თუმცა ამ უკანასკნელისა და თანხმლები პირის - ე-------–-–-–-------–----–----–--ს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად ლ---------------–--ემ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რის შემდეგაც, ლ---------------–--ე, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ზ-----------–---ს ფულს, კერძოდ 20 (ოცი) ევროსა და 300 (სამასი) ჩ--------------ის ოდენობით, რაც იმ დროს მოქმედი სავალუტო-გაცვლითი კურსის შესაბამისად, საერთო ჯამში შეადგენდა 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) ლარსა და 63 (სამოცდასამი) თეთრს;
1.4. ლ---------------–--ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას საერთო წონით - 7,09 გრამი;
1.4.1. 2018 წლის 09 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, გ---------ის რ----- ს------– ვ-----ში, გ---------ი-ბ------–--ე-თბილისის დ------–-------–-–--------–-------------------–ო გზაზე - ს------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს გ---------ის რ-----ული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ლ---------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა გამომშრალი მარიხუანა საერთო წონით - 7,09 გრამი.
2.სასამართლომ დაადგინა:
2.1. გ---------ის რ-----ული სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) ნასამართლევი ლ---------------–--ე, 2018 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, მა----------------------------------------–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქე ს----- ტ------ს კუთვნილ ხელჩანთას, მასში მოთავსებული სხვადასხვა ნივთებს და ფულად თანხას საერთო ჯამში 4526 (ოთხი ათას ხუთას ოცდაექვსი) ლარის და 65 (სამოცდახუთი) თეთრის ოდენობით;
2.2. ლ---------------–--ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას საერთო წონით - 7,09 გრამი; კერძოდ, 2018 წლის 09 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, გ---------ის რ----- ს------– ვ-----ში, გ---------ი-ბ------–--ე-თბილისის დ------–-------–-–--------–-------------------–ო გზაზე - ს------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს გ---------ის რ-----ული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ლ---------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა გამომშრალი მარიხუანა საერთო წონით - 7,09 გრამი.
2.3. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, 2018 წლის 11 ოქტომბრის და 2018 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდებთან მიმართებით, არ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები -ლ---------------–--ის მიერ ბრალდების აღნიშნულ ნაწილებში საქართველოს სსკ-ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენის შესახებ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ლ---------------–--ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით (დაზარალებულ - ს----- ტ------ს ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის ეპიზოდში) და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად), რომელიც საკმარისია ლ---------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. ბრალდებულმა ლ---------------–--ემ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.
4.2. ლ---------------–--ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ ლ---------------–--ის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ - ს----- ტ------ს და მოწმეების: ჰ--------------ის, გ------- მ------–---–ის, ზ------ ბ-----–--ის, ო---- ბ-----–--ის, გ------- ბ----–----ის, შ--–-- ძ----–---–ის, ი--------------–---–ის და ლ---- ა--–------ის გამოკითხვის ოქმებს, ასევე, მოწმე - გ------- ე--------ს ჩვენებას; ადგილმდებარეობის დათვალიერების 2018 წლის 16 ოქტომბრის ოქმს; ბრალდებულის დაკავების 2018 წლის 16 ოქტომბრის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 17 ოქტომბრის ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2018 წლის 17 ოქტომბრის ოქმს; ვებგვერდის დათვალიერების 2018 წლის 19 ოქტომბრის ოქმს; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 18 ნოემბრის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 19 ნოემბრის ოქმს; გ---------ის რ-----ული სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენს; ვიდეოჩანაწერს; პირადი ჩხრეკის 2018 წლის 09 ოქტომბრის ოქმს; ს----------–----–------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------–----------------------ის ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ლ---------------–--ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება მას; თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
5.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.4. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ლ---------------–--ის ქმედება 2018 წლის 11 ოქტომბრის (დაზარალებულ ნ----------------ს) ეპიზოდთან მიმართებით ფორმულირებულია საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო 2018 წლის 15 ოქტომბრის (დაზარალებულ ზ-----------–---ს) ეპიზოდთან მიმართებით - საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ ორივე ეპიზოდში, ლ---------------–--ის მიმართ ინკრიმინირებული ქმედება აღწერილია როგორც დამთავრებული ძარცვა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ბრალის ფორმულირებასთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ ეპიზოდებში, ლ---------------–--ე დაეუფლა დაზარალებულების - ნ----------------სა და ზ-----------–---ს ნივთებსა და ფულად თანხებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს მხოლოდ პროკურორი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლო ვერ გასცდება ბრალდების ფორმულირებას და ვერ დაამძიმებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, ლ---------------–--ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ოქტომბრის - დაზარალებულ ნ----------------ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ოქტომბრის - დაზარალებულ ზ-----------–---ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. იგი ორობიექტიანი დანაშაულია და მისი დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთანავე, დამნაშავე აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად, იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
5.7. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაცია; კერძოდ, აუცილებელია დადგენდეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის აშკარა დაუფლება); და 3) აღნიშნული ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა).
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი წარმოადგენს ძარცვის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ---------------–--ის მიერ აშკარად დაუფლებული, დაზარალებულ ს----- ტ------ს კუთვნილი ფულადი თანხის ოდენობამ საერთო ჯამში შეადგინა 4526.65 ლარი, რაც აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ, მნიშვნელოვანი ზიანისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 150 ლარს.
5.9. ლ---------------–--ის ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ასევე ქმედების ჩადენა არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. განსახილველ შემთხვევაში, გ---------ის რ-----ული სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით, ლ---------------–--ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ; ამასთან, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე, მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
5.10. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა. მოცემულ შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია არა მოსახლეობა, არამედ კონკრეტული პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ლ---------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რომლის საერთო წონაა - 7,09 გრამი.
5.11. სასამართლო მიუთითებს ნარკოტიკული დანაშაულის საშიშროებაზე და განმარტავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ; კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს ნარკოტიკული საშუალების როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2012 წლის 22 მაისის საქართველოს კანონის თანახმად, დადგენილია უკანონო მფლობელობიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხა, რომლის თანახმად, გამომშრალი მარიხუანა წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, ხოლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობაა 5 გრამიდან.
5.12. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ლ---------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს გამომშრალი მარიხუანა საერთო წონით - 7,09 გრამი.
5.13. სასამართლო, ბრალდებულ ლ---------------–--ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულ - ს----- ტ------ს და მოწმეების: ჰ--------------ის, გ------- მ------–---–ის, ზ------ ბ-----–--ის, ო---- ბ-----–--ის, გ------- ბ----–----ის, შ--–-- ძ----–---–ის, ი--------------–---–ის და ლ---- ა--–------ის გამოკითხვის ოქმებით, ასევე, მოწმე - გ------- ე--------ს ჩვენებით; ადგილმდებარეობის დათვალიერების 2018 წლის 16 ოქტომბრის ოქმით; ბრალდებულის დაკავების 2018 წლის 16 ოქტომბრის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 17 ოქტომბრის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2018 წლის 17 ოქტომბრის ოქმით; ვებგვერდის დათვალიერების 2018 წლის 19 ოქტომბრის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 18 ნოემბრის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 19 ნოემბრის ოქმით; გ---------ის რ-----ული სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით; ვიდეოჩანაწერით; პირადი ჩხრეკის 2018 წლის 09 ოქტომბრის ოქმით; ს----------–----–------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------–----------------------ის ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნით, თავად ბრალდებულ - ლ---------------–--ის აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ---------ის რ-----ული სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) ნასამართლევი ლ---------------–--ე, 2018 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, მა----------------------------------------–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქე ს----- ტ------ს კუთვნილ ხელჩანთას, მასში მოთავსებული სხვადასხვა ნივთებს და ფულად თანხას საერთო ჯამში 4526.65 ლარის ოდენობით; ასევე, ლ---------------–--ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას საერთო წონით - 7,09 გრამი; კერძოდ, 2018 წლის 09 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, გ---------ის რ----- ს------– ვ-----ში, გ---------ი-ბ------–--ე-თბილისის დ------–-------–-–--------–-------------------–ო გზაზე - ს------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს გ---------ის რ-----ული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ლ---------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა გამომშრალი მარიხუანა საერთო წონით - 7,09 გრამი.
5.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---------------–--ემ ჩაიდინა - ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა, ნარკოტიკული საშაულების მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ---------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ხუთიდან რვა წლამდე. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა ლ---------------–--ემ ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, თუმცა, მისი წარსული ნასამართლობა განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს; შესაბამისად, მას სასჯელი არ განესაზღვრება რეციდივის წესით.
7.5. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებას - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, სასამართლო არ მსჯელობს სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ჯარიმის გამოყენებაზე, ვინაიდან სასამართლოსთვის წინასწარ განჭვრეტადია სასჯელის - ჯარიმის აღუსრულებლობის პერსპექტივა.
7.6. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ლ---------------–--ეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ლ---------------–--ეს უნდა დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
7.7. გ---------ის რ-----ული სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით, ლ---------------–--ე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუქნტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
7.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განსახილველ შემთხვევაში, ლ---------------–--ე იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, შესაბამისად, მან ჩაიდინა რა ახალი განზრახი დანაშაულები, მის მიმართ პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წლის ვადით უნდა გაუქმდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
7.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---------------–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამავე კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ხელჩანთა მასში მოთავსებული საფულითა და ნივთებით; ნ----------------სგან ამოღებული საფულე, ხელჩანთა და მობილური ტელეფონის ჩასადები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
8.2. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ს--------- „შ-------–-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ჰ--------------ოვის და ს----- ტ------ს სხდომის ოქმები 2 (ორი) ცალ ლაზერულ დისკზე; ნ----------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე; ს.ს „ს----------–---------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ელექტრონულ დისკზე; ი/მ ნ---------–----–---–ის ს----–---------------იდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ელექტრონულ დისკზე; ლ---------------–--ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე; ნ----------------ს დაკითხვის ელექტრონული ვერსია, ელექტრონულ დისკზე; ზ-----------–---სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
8.3. ლ---------------–--ის ნერწყვის ნიმუში და ლ---------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მარიხუანა - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 270-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---------------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
2. ლ---------------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
3. ლ---------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
4. ლ---------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გურჯაანის რ-----ული სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
7. ლ---------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ოქტომბრის 20:25 საათიდან.
8. მსჯავრდებულ ლ---------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
9. ლ---------------–--ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმ-----ლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 5 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
10. ლ---------------–--ეს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის მომენტიდან.
11. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ხელჩანთა მასში მოთავსებული საფულითა და ნივთებით; ნ----------------სგან ამოღებული საფულე, ხელჩანთა და მობილური ტელეფონის ჩასადები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ადგილმდებარეობის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ს--------- „შ-------–-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ჰ--------------ოვის და ს----- ტ------ს სხდომის ოქმები 2 (ორი) ცალ ლაზერულ დისკზე; ნ----------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე; ს.ს „ს----------–---------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ელექტრონულ დისკზე; ი/მ ნ---------–----–---–ის ს----–---------------იდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ელექტრონულ დისკზე; ლ---------------–--ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე; ნ----------------ს დაკითხვის ელექტრონული ვერსია, ელექტრონულ დისკზე; ზ-----------–---სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ლ---------------–--ის ნერწყვის ნიმუში და ლ---------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მარიხუანა - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე