განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002432376
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/228-18 15 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი მ---------------
2.დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ზ---------------------------–---–---------------–-------–-–-----------------------------–----------–---------------------------------------–-------------------------------–-----–----–----------–--------–-------------------------------------------------------–-------–------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლი
ქმედების შემადგენლობა: ცეცხლსასროლი იარაღის - სანადირო გლუვლულიანი თოფის დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
ზ-------------–---–ი „И-----“ მოდელის გლუვლულიან, 16 კალიბრის სანადირო თოფს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ინახავდა ზუგდიდის რაიონის ს------–------–----–ი მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ოთახში არსებულ რკინის სეიფში, რკინის სეიფის გასაღებს კი პირადად თვითონ ინახავდა. 201--–-–-----------------ს ზ-------------–---–ს ზემოაღნიშნული რკინის სეიფის გასაღები შემთხვევით დარჩა საცხოვრებელი სახლის ოთახში მდგარ მაგიდაზე.
ზ-------------–---–ის დაუდევარი ქმედებით სანადირო გლუვლულიანი თოფი გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა ზ-------------–---–ის შვილის - ცო-------------–---–--თვის. კერძოდ: 201--–-–-----------------ს ცო-------------–---–მა აღნიშნული გასაღებით გააღო რკინის სეიფი, საიდანაც გამოიტანა სანადირო თოფი და ერთი ცალი ვაზნა, რის შემდგომაც გადაწყვიტა სანადიროდ წასულიყო ზუგდიდის რაიონის ს------–------–----–ი მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის უკანა მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც სანადიროდ მყოფმა ცო-------------–---–მა „И-----“ მოდელის გლუვლულიანი, 16 კალიბრის სანადირო თოფიდან განახორციელა გასროლა გარეული ფრინველის მიმართულებით. ცო-------------–---–-- მიერ სანადირო თოფიდან გასროლილი ვაზნა შემთხვევით მოხვდა დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით მყოფ ზ-----------ს, რის შედეგადაც ზ-----------მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება გაუფრთხილებლობით.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ზ-------------–---–ი „И-----“ მოდელის გლუვლულიან, 16 კალიბრის სანადირო თოფს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ინახავდა ზუგდიდის რაიონის ს------–------–----–ი მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ოთახში არსებულ რკინის სეიფში, რკინის სეიფის გასაღებს კი პირადად თვითონ ინახავდა. 201--–-–-----------------ს ზ-------------–---–ს ზემოაღნიშნული რკინის სეიფის გასაღები შემთხვევით დარჩა საცხოვრებელი სახლის ოთახში მდგარ მაგიდაზე. ზ-------------–---–ის დაუდევარი ქმედებით სანადირო გლუვლულიანი თოფი გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი გახდა სხვებისთვის. ზ-----------მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. სანადირო გლუვლულიანი თოფის ისე შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სანადირო გლუვლულიანი თოფის ისე შენახვაში, რომ შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის.
ის, რომ ბრალდებულ ზ-------------–---–ს სეიფში ჰქონდა მოთავსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და სეიფის გასაღები დატოვა მაგიდაზე, რითიც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების: გ---–--------------–---–-ს, ცო-------------–---–--, ამ----------–----–---ს, ო-----------ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ზ-----------ს გამოკითხვის ოქმით, ჩხრეკის ოქმით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018-–-–------------ის დადგენილებით სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების შესახებ და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულს ჰქონდა მოთავსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი სეიფში, ხოლო სეიფის გასაღები დარჩა მაგიდაზე, რითიც შექმნილი იყო პირობა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის.
3.2. დაუდევრობა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის სუბიექტური მხარე გამოიხატება დაუდევრობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
ის, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება (სეიფის გასაღების სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას დატოვება), არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას (რა სახითა და ფორმითაც არ უნდა დამდგარიყო ის), თუმცა მისი გათვალისწინება მას შეეძლო და ევალებოდა კიდეც, აღნიშნული წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში საქმის არსებით განხილვაზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების: გ---–--------------–---–-ს, ცო-------------–---–--, ამ----------–----–---ს, ო-----------ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ზ-----------ს გამოკითხვის ოქმით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018-–-–------------ის დადგენილებით სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების შესახებ და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება (სეიფის გასაღების სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას დატოვება), არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას (რა სახითა და ფორმითაც არ უნდა დამდგარიყო ის), თუმცა მისი გათვალისწინება მას შეეძლო და ევალებოდა კიდეც.
3.3. რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში, მძიმე შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და მძიმე შედეგს შორის. ამდენად, სსკ-ის 238-ე მუხლი არის მატერიალურ დანაშაული.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უდავოდ ცნობილი დაზარალებულის ჩვენებით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
სასამართლო განმარტავს, რომ მძიმე შედეგის დადგომა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ არსებობდეს საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მოცემულ შეთხვევაში აუცილებელია, რომ დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამისთვის აუცილებელია გაირკვეს, ბრალდებულის მიერ დაუდევრად შენახული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა თუ არა დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
წარმოდგენილი მასალების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი უტყუარად არ დასტურდება. კერძოდ, წარმოდგენილია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დამატებითი კვლევაა საჭირო რათა დადგინდეს, ამოღებული თოფიდან ნაწარმოებია თუ არა გასროლა ბოლო გაწმენდის შემდეგ. ასეთი კვლევის წარმოების შესახებ მონაცემები საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამდენად, მიზეზობრივი კავშირის უტყუარად დადგენა წარმოდგენილი მასალებით ვერ ხერხდება.
სასამართლო განმარტავს, რომ თუ იარაღის მესაკუთრე არღვევს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესს ისე, რომ ამას არ მოჰყოლია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ასეთი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს და პირს შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 180-181-ე მუხლების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებული ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესის დარღვევის გამო, კერძოდ იმისთვის, რომ ის უნებართვოდ ინახავდა სანადირო თოფს. იმისათვის, რომ აღნიშნული ქმედება გადაიზარდოს დანაშაულში, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა, ე.ი. ქმედებით კონკრეტული შედეგის გამოწვევა, რაც მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი სტანდარტით ვერ დადასტურდა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: სასამართლო ვალდებულია დაადგინოს ფაქტები, ხოლო მათ დასადგენად ის ვალდებულია დაეყრდნოს მტკიცებულებებს. სსსკ-ის 73-ე მუხლი არეგულირებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების, როგორც გარკვეული გარემოების შესახებ ინფორმაციის შემცველი მონაცემების პრეიუდიციულ ხასიათზე. სსსკ-ის 220-ე მუხლი მიუთითებს უდავო მტკიცებულებების ჩამონათვალზე.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია ბრალდებულის აღიარების და უდავო მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულმა აღიარა წარდგენილი ბრალდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულს ბრალდების მხარე ედავება ცო-------------–---–-- მიერ სეიფიდან თოფის აღებასა და ზ-----------ს გაუფრთხილებლად დაზიანებას, ბრალდებულის მიერ რის აღიარებასაც სასამართლო ვერ მიიღებს, ვინაიდან ბრალდებულს არ შეუძლია აღიაროს სხვისი ქმედება. მან შეიძლება აღიაროს მხოლოდ საკუთარი ქმედება, რაც განსახილველ შემთხვევაში შეიძლება იყოს გასაღების მაგიდაზე დატოვება, მაგრამ ამით სხვა პირის მიერ სარგებლობა და ამის შედეგად სხვა პირის ქმედებით გამოწვეული შედეგი ბრალდებულის აღიარების საგანი ვერ იქნება. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა სხვა პირის მიმართ გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, საქმისწარმოება ჯერ არ დასრულებულა. ამასთან, როგორც ირკვევა, სხვა პირი, რომელსაც ედავებიან თოფის სეიფიდან გამოტანას და ამ თოფით მესამე პირის დაზიანებას, არის არასრულწლოვანი, რომლის საუკეთესო ინტერესები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, დგას ყველა სხვა ინტერესზე მაღლა. ამდენად, შეუძლებელია ბრალდებულმა აღიაროს სხვა პირის - არასრულწოვნის მიერ განხორციელებული ქმედება. მას ამის უფლებამოსილება არ აქვს მინიჭებული საპროცესო კოდექსით.
მნიშვნელოვანია ასევე, რომ როგორც ბრალდებულს არ აქვს უფლება, აღიაროს სხვისი ქმედება, ასევე ბრალდების მხარესაც არ აქვს უფლებამოსილება, ერთ პირს წაუყენოს ბრალი მეორე პირის ქმედებისთვის. ბრალის შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ ბრალდებულს ბრალი ედება სხვა პირის მიერ ჩადენილ ქმედებაში. კერძოდ, იმაში, რომ სხვა პირმა ისარგებლა ბრალდებულის ქმედებით, აიღო თოფი და ესროლა მესამე პირს, რითიც დააზიანა ის.
სსსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის განსჯადობასაც კანონით ექვემდებარება მისი საქმის განხილვა. 25-ე მუხლის თანახმად, განაჩენის გამოტანამდე მოსამართლეს უფლება არა აქვს, აზრი გამოთქვას ბრალდებულის დამნაშავედ თუ უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებთან ერთად სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს გაცილებით ზემდგომი სამართლებრივი აქტების ნორმებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისი უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მე-2 ნაწილის მიხედვით, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. მე-3 ნაწილის მიხედვით, დაცვის უფლება გარანტირებულია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, უფლება, მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით ეცნობოს წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი; ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად; დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, დაიკითხოს ან დააკითხვინოს მოწმეები.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში საქმე განიხილება იმ პირის მიმართ, ვისაც წარედგინა ბრალდება და სასამართლოს არ აქვს უფლება გასცდეს აღნიშნულ ფარგლებს. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სამართლებრივი შეფასება მისცეს იმ პირთა ქმედებებს, რომლებსაც ბრალი არ წარდგენიათ და რომელთა მიმართ წარდგენილ ბრალდებასაც სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში არ იხილავს. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია უდანაშაულობის პრეზუმფციის ხელყოფა ისევე, როგორც კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციით, ასევე საპროცესო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ნორმებით პირისთვის მინიჭებული უფლებების უხეში ხელყოფა.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ბრალდებულს ბრალი ედება სხვა პირის - ცო-------------–---–-- მიერ მესამე პირის ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების გამოწვევაში. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში ცო-------------–---–ს ბრალდება არ წარდგენია და მის მიმართ საქმეს სასამართლო არ იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ ჩადენილ ქმედებებს სასამართლო სამართლებრივ შეფასებებს ვერ მისცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე, მისი უდანაშაულობის კონსტიტუციური პრინციპი და გამოვა, რომ სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს პირის მიმართ, რომლისთვისაც ბრალი არ წარუდგენიათ და რომელსაც არ მიეცა საკუთარი თავის დაცვის საშუალება სასამართლოში. პროკურორი წარმოდგენილი ბრალდების ფორმულირებით სწორედ აღნიშნულს ითხოვს: სამართლებრივი შეფასება მიეცეს და დადგინდეს იმ პირის დანაშაული, რომლის მიმართაც სასამართლო საქმეს არ იხილავს, რაც ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ პრინციპებს. მნიშვნელოვანია, რომ ზ-------------–---–ს ბრალი წარდგენილი აქვს იმაში, რომ მისმა ქმედებამ გამოიწვია ცო-------------–---–-- დანაშაულებრივი ქმედება მაშინ, როცა ცო-------------–---–-- მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან რაიმე სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილებით არ დასტურდება და ის არც ბრალდებულის სტატუსით სარგებლობს აღნიშნულ საქმეში. სწორედ ამ პირობებში ითხოვს ბრალდების მხარე ზ-------------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით იმავდროულად დადგინდეს ცო-------------–---–-- დანაშაული ისე, რომ ცო-------------–---–-- საქმე არც იქნეს განხილული, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელია.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს წარდგენილი ბრალდების სპეციფიკაზე. კერძოდ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის დასადგენად აუცილებელია ბრალდებულის ქმედებასა და დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ცო-------------–---–-- ქმედების დადგენას. ამდენად, ბრალდებულის ბრალეულობის დადგენა შეუძლებელია ცო-------------–---–-- მიერ განხორციელებული ქმედების, მის მიერ გამოწვეული შედეგისა და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენის გარეშე. წარმოდგენილი სახით ბრალდების დადგენილება მოითხოვს, ზ-------------–---–ის მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგინდეს ცო-------------–---–-- მიერ ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანება, რაც ამ საქმეზე ცო-------------–---–-- სტატუსს უთანაბრებს ბრალდებულის სტატუსს მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში მას ბრალი არ წარდგენია, ხოლო ზ-------------–---–ის დანაშაულის დადგენის შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ცო-------------–---–-- დანაშაულს, რაც შეიძლება არასრულწლოვან ცო-------------–---–-- მიმართ გამოყოფილ საქმეზე მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული ისე, რომ მას ამ განაჩენის გასაჩივრების უფლებაც კი არ ექნება. ეს ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციურ პრინციპს, სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებას, მათ შორის დაცვის უფლებას, საქმის მხოლოდ ბრალდებულის მიმართ განხილვის პრინციპს. არასრულწლოვან ცო-------------–---–-- ბრალდებულის სტატუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქმეში მოიპოვება მისი მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რასაც არ ესწრება დამცველი მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვენებაში გარკვეული გარემოებების აღიარებაზეა საუბარი. ამასთან, გამოკითხვის ოქმში არ არის ასევე მითითებული, რომ მან უარი განაცხადა ადვოკატზე. ამდენად, აღნიშნული ჩვენება ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მისი გაზიარება და მის საფუძველზე ფაქტების დადგენა არასრულწლოვნის საუარესოდ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის სულისკვეთებას, ასევე ზემოთ ჩამოთვლილ პრინციპებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, ფორმალურად ცო-------------–---–-- გამოკითხვის ოქმს ჰქვია მოწმის გამოკითხვის ოქმი, მაგრამ ვინაიდან იგი უთითებს საკუთარ ქმედებაზე, აღნიშნული ოქმი თავისი ბუნებით წარმოადგენს არასრუწლოვანი ბრალდებულის გამოკითხვის ოქმს, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს/გამართლებულს ადვოკატი არ ჰყავს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი დაუყოვნებლივ მიმართავს იურიდიული დახმარების სამსახურს მისთვის ადვოკატის დაუყოვნებლივ დანიშვნის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. ამდენად, სასამართლო მიჩნევს, რომ აღნიშული გამოკითხვის ოქმი ვერ დაედება საფუძვლად არასრულწლოვნის წინააღმდეგ ფაქტების დადგენას. აქვე გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება: ბრალდებულს აქვს უფლება, უარი თქვას გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნებასა და მის წინააღმდეგ გამოყენებაზე და ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება. ამდენად, ამ საქმეზე მის მიერ მიცემული ჩვენების მისსავე საწინააღმდეგოდ გამოყენებით ცოტნე ბ----ემაშვილს ასევე ერღვევა ზემოაღნიშნული უფლებებიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი ჩვენების გაზიარების შეუძლებლობაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შეთხვევაში, თუ ზ-------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდება ცო-------------–---–-- ქმედებები, მაშინ დაირღვევა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისი, ასევე არასრულწლვოანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ასევე საქართველოს კონტიტუცია და საერთაშორისო ხელშეკრულებებით არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის მინიჭებული და მისთვის გარანტირებული ფულებები. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონების მოთხოვნათა დაცვით. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ამდენად, ირკვევა, რომ ბრალდებულს ბრალი ედება სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის საკუთარი დაუდევარი ქმედებით განპირობებაში. ე.ი. ბრალდებულის ბრალეულობის დადგენა მოითხოვს სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედების დადგენას, რაც განსახილველი საქმის ფარგლებში სამართლებრივად შეუძლებელია, ხოლო ამის დადგენის გარეშე ბრალდებულის ბრალეულობა ვერ დადგინდება, ვინაიდან ის პირდაპირ უკავშირდება ბრალდებულის ქმედებასა და დაზარალებულის დაზიანებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენის საკითხს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის ქმედების მიერ მძიმე შედეგის გამოწვევას.
4. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ პირდაპირ სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის ქმედების მიერ მძიმე შედეგის გამოწვევას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. საქმის მასალებით არ იკვეთება ბრალდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების დარღვევა, რის გამოც გირაოს თანხა კანონით გათვალისწინებულ ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია სანადირო თოფი და ანაწმენდები. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული საქმე გამოყოფილია სხვა საქმიდან, სადაც ფიგურირებს იგივე ნივთმტკიცებები. ამდენად, იმ მიზნით, რომ მოხერხდეს სხვა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულად დადგენა, აუცილებელია აღნიშნული ნივთების ბედი გადაწყდეს N------------ საქმეზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268–ე, 270-ე, 271-272-ე, 275–276–ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
ნივთმტკიცებების: სანადირო თოფისა და ანაწმენდების ბედი გადაწყდეს N------------ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
გამართლებულ ზ-------------–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია