განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.06.2019
საქმის ნომერი
330310018002365767
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002365767

საქმე №3ბ/1110-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - დ----- ა-----–--–-–---–ი;

წარმომადგენელი - მ--- გ-----–-–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა;

წარმომადგენელი - ნ------- ჯ----–--ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ------ გ------–--ე

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ----- ა-----–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დამაყოფილდა

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.2.1. 2----–-–----------- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შ------------–ისა და ს--–------------ის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №--------- საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. კერძოდ, 2----–-–----------- დაახლოებით 0---- საათზე თ----–. საავტომობილო გზის 48 კმ-ზე ცალმხრივად მოძრაობისთვის განკუთვნილ საავტომობილო გზაზე აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა ავტომობილი „----------------- სახელმწიფო ნომრით--------, რომელსაც მართავდა მძღოლი თ---------- მ------–---–ი. ეს უკანასკნელი თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მოძრაობდა მარცხენა სავალ ზოლში, რა დროსაც უკნიდან წამოეწია ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ დაუდგენელ სატვირთო ავტომობილს, რომელიც საავტომობილო გზის მარჯვენა სავალ ზოლში მოძრაობდა. როდესაც თ---------- მ------–---–ი თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მიუახლოვდა სატვირთო ავტომობილს დაახლოებით 20–30 მეტრში აღნიშნულმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მარცხნივ მოხვევის მაჩვენებლის ჩართვის გარეშე დაიწყო მარჯვენა სავალი ზოლიდან მარცხენა სავალ ზოლში გადასვლა თავის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებაზე გასწრების მიზნით. სატვირთო ავტომანქანის ზოლიდან ზოლში გადასვლის დაწყებისთანავე თ---------- მ------–---–მა დაიწყო მოძრაობის შენელება დამუხრუჭებით, მაგრამ აღმოჩნდა სატვირთო ავტომობილის მისაბმელის გვერდზე მარცხენა უკანა საბურავთან. რის გამოც იძულებული გახდა დამუხრუჭებულ მდგომარეობით გადასულიყო საავტომობილო გზის მარცხენა გვერდულზე სადაც ვეღარ დაიმორჩილა საჭე გადავარდა გზიდან და შეეჯახა საქარე ზოლში მდგარ ხეებს. საგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ავტომობილის მგზავრმა დ----- ა-----–--–-–---–მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–-----------ის დადგენილება (ს.ფ.18-19);

- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2----–-–---------------ის №-------- წერილი (ს.ფ.102);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შ------------–ისა და ს--–------------ის მთავარი სამმართველოს--- სამმართველოს საექსპერტო- კრიმინალისტიკური სამსახურის 2-----–-–------------------ის №----- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ.124-129).

 

2.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შ------------–ისა და ს--–------------ის მთავარი სამმართველოს--- სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2----–-–----------ის ექსპერტის დასკვნის თანახმად, ავტომობილის („-----------------, სახელმწიფო ნომრით--------) საჭით მართვის მექანიზმი, სავალი და სამუხრუჭე სისტემა შემთხვევამდე იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შ------------–ისა და ს--–------------ის მთავარი სამმართველოს--- სამმართველოს საექსპერტო- კრიმინალისტიკური სამსახურის 2----–-–----------ის №----- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ.113-116).

 

2.2.3. 2-----–-–-------------ის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის №--------- საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი დ----- ა-----–--–-–---–ი. დადგენილებას დ----- ა-----–--–-–---–ი გაეცნო 2----–-–----------–-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–-----------ის დადგენილება (ს.ფ.18-19).

 

2.2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-----------ის №------ ექსპერტის დასკვნის თანახმად, დ----- ა-----–--–-–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი - ხერხემლის დახურული ტრავმა, D-- მალის დამსხვრეული მოტეხილობა, ქვედა პარაპლეგია. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №------ ექსპერტის დასკვნა (ს.ფ.120-123).

 

2.2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შ------------–ისა და ს--–------------ის მთავარი სამმართველოს--- სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2----–-–----------------ის ექსპერტის დასკვნის თანახმად, ავტომობილის („ტ--------------- სახელმწიფო ნომრით S------) მძღოლის თ---------- მ------–---–ის ქმედებაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რასაც შეეძლო გამოეწვია მომხდარი შემთხვევა, არ შეინიშნება, ამასთან, მას არ შეეძლო მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შ------------–ისა და ს--–------------ის მთავარი სამმართველოს--- სამმართველოს საექსპერტო- კრიმინალისტიკური სამსახურის 2-----–-–------------------ის №----- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ.124-129).

 

2.2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს ს-----------------–-–-ის 2----–-–------------ის №------ ბრძანების საფუძველზე დ----- ა-----–--–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილ იქნა საქართველოს ს-----------------–-–------ და შს ორგანოებიდან 2----–-–------------იდან. ბრძანების საფუძველი გახდა სსიპ შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ც--------–------------------------------------ მიერ გაცემული დაავადების მოწმობა №-------------წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს ს-----------------–-–-ის 2----–-–------------ის №------ ბრძანება (ს.ფ.29).

 

2.2.7. დ----- ა-----–--–-–---–ი სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–------------ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან იღებს სახელმწიფო კომპენსაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, მკვეთრად გამოხატული შშმპ სტატუსით თვეში 475 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--–------------ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2----–-–------------ის №--------- წერილი (ს.ფ.27).

 

2.2.8. 2----–-–------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, დ----- ა-----–--–-–---–ის დიაგნოზად განისაზღვრა - მძიმე ტრავმისშემდგომი მდგომარეობა. T--- ლამინექტომია, დეკომპრესია, ტრანსპედიკულარული ფიქსაცია, ქვედა პარაპლეგია, პარაანესთეზია. S------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ.28).

 

2.2.9. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2----–-–---------------ის წერილის თანახმად, სისხლის სამართლის №--------- საქმეზე, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შ------------–ის მთავარი სამმართველო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები: დაიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ჩატარდა ტოქსიკოლოგიური, ავტოტრასოლოგიური, საქონელმცოდნეობითი, სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზები. 2------–-–--------------------ის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „----------ს“ მარკის ავტომობილის მძღოლის - თ---------- მ------–---–ის ქმედებაში არ შეინიშნება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რასაც შეეძლო გამოეწვია მომხდარი შემთხვევა, შესაბამისად, მისი თავიდან აცილება თ---------- მ------–---–ს არ შეეძლო. აღნიშულიდან გამომდინარე, მითითებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. 2----–-–----------------ს, საქმეზე დაინიშნა განმეორებითი ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დაევალა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ამასთან, მოცემული წერილით განიმარტა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2012 წლის 2 ოქტომბრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2----–-–---------------ის №-------- წერილი (ს.ფ.102).

 

2.2.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შ-------------–ის მთავარი სამმართველოს 2-----–-–-----------------–ის წერილის თანახმად, დ----- ა-----–--–-–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ ეტაპზე ჩატარებულია ყველა ძირითადი საგამოძიებო მოქმედება და მიმდინარეობს გამოძიება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შ------------–ის მთავარი სამმართველოს 2----–-–---------------–ის №-------------- წერილი (ს.ფ.34).

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

3.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტების თანახმად, „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულება და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი, ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია სახელმწიფო/სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მოცემული სამივე კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მოთხოვნაზე, კერძოდ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან სისხლის სამართლის №--------- საქმეზე არასათანადო და არაეფექტური გამოძიების განხორციელების მოტივით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავი დამოუკიდებლად არ ითვალისწინებს პირის უფლებას გამოძიების ჩატარების თაობაზე, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებისა და საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეულ პირს უფლება აქვს, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენისას მიმართოს შესაბამის ორგანოებს, მოითხოვოს მისი უფლებების დაცვა და სახელმწიფო ორგანოთა მიერ მოხდეს შესაბამისი გამოძიების წარმოება. სასამართლო მიუთითებს, რომ პირის ძირითადი უფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან მჭიდროდ არის დაკავშირებული დარღვევების პრევენციის, ჩახშობისა და დასჯის მიზნით განხორციელებულ პროცესებთან, ქმედითი გამოძიების ჩატარებასთან, რაც მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, დროულად და ეფექტურად მოახდინოს საქმის გარემოებების დადგენა, მათი სრულყოფილად გამოკვლევა და სამართლებრივი შეფასება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შეიძლება, შეექმნას განწყობა, რომ კანონი მის მიმართ არ არის გამოყენებული სამართლიანად და ადეკვატურად და ქმნის დაუცველობის განცდას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიების შედეგად დაინტერესებული პირისთვის სასურველი შედეგის მიუღწევლობა არ ნიშნავს, რომ გამოძიება არ ჩატარდა ან ჩატარდა კანონით დადგენილი წესების დარღვევით. ამდენად, აღნიშნული უნდა დადგინდეს ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით და არ შეიძლება შეფასდეს კონკრეტული პირის სუბიექტური მოსაზრებით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, გამოძიება არის უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს მხოლოდ პროკურორი. ამავე კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრულია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით.

 

სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ხოლო მე-15 მუხლის მიხედვით, პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას და შეუძლია განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–----------- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შ------------–ისა და ს--–------------ის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №--------- საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხებოდა 2----–-–----------- 0---- საათზე თ--– საავტომობილო გზის 4--- კილომეტრის მიმდებარედ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც დაზიანდა ავტომობილის მგზავრი დ----- ა-----–--–-–---–ი. საგამოძიებო ორგანოების მიერ სისხლის სამართლის №--------- საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები: დაიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ჩატარდა ტოქსიკოლოგიური, ავტოტრასოლოგიური, საქონელმცოდნეობითი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და დადგინდა, რომ „----------ს“ მარკის ავტომობილის მძღოლის - თ---------- მ------–---–ის ქმედებაში არ შეინიშნება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რასაც შეეძლო გამოეწვია მომხდარი შემთხვევა, შესაბამისად, მისი თავიდან აცილება თ---------- მ------–---–ს არ შეეძლო. აღნიშულიდან გამომდინარე, მითითებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შ-------------–ის მთავარი სამმართველოს 2-----–-–----------------–ის წერილის თანახმად, დ----- ა-----–--–-–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს გამოძიება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ფარგლებში, ადმინისტრაციული სასამართლოს კონტროლის უფლებამოსილება ვერ გავრცელდებოდა პროკურატურის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. სასამართლო ვერ შეაფასებდა ამ საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების კანონიერებას, რისი დადგენის გარეშეც ვერ იმსჯელებდა ზიანის ანაზღაურებაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებელი სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე ზიანის მიმყენებელ ქმედებად ასახელებდა პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოთა ქმედებებს საგამოძიებო საქმიანობის ფარგლებში, რომელთა კანონიერებასაც სასამართლო ვერ შეაფასებს განსახილველი დავის ფარგლებში. გამოძიების ფარგლებში მიღებული საპროცესო აქტების უკანონობა შეიძლება, დადასტურდეს მხოლოდ შესაბამისი წესით _ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურების დაცვით. ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია საპროცესო მოქმედების უკანონობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს განსახილველი დავის ფარგლებში საგამოძიებო ორგანოთა ქმედებების მართლზომიერების შეფასებას, რაც არ თავსდება ადმინისტრაციული სასამართლოს უფლებამოსილებაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საგამოძიებო ორგანოთა ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი ვერ დადგინდებოდა წინამდებარე დავის ფარგლებში. სარჩელს არ ერთვოდა მათი უკანონობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელეს ევალებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, რადგან შეჯიბრებითობის პრინციპის და მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტის მიხედვით, მოსარჩელეს ეკისრებოდა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რაზედაც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობა _ ქმედების მართლწინააღმდეგობა არ დგინდებოდა, რის გამოც არ არსებობდა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

3.3.2. სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლებთან დაკავშირებით დამატებით მიუთითა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნად დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების გარდა კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ წარმოშობდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებდა, რომ გამოძიების არასათანადოდ და არაეფექტურად წარმართვის გამო ვერ გაიხსნა დანაშაული და ვერ დადგინდა დამნაშავე, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო მიემართა სასამართლოსთვის სამოქალაქო სარჩელით და მოეთხოვა გზაზე უსაფრთხოების წესების დამრღვევი პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრება. დღემდე იმის გამო არის უნარშეზღუდულთა ეტლს მიჯაჭვული და განიცდის როგორც ფიზიკურ, ისე _ სულიერ ტკივილს, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ არ განხორციელდა ყველა სათანადო ქმედება და არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა (იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 5).

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებაში (საქმეზე №ას-1156-1176-2011) გაკეთებულ განმარტებაზე, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი“.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას. განსახილველი შემთხვევის გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება ვერ იქნება უშუალო მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არაეფექტური გამოძიების წარმართვასთან, თუნდაც ასეთი გარემოება იყოს დადასტურებული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას ადგილი არ ჰქონია, რასაც შეეძლო, მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოეწვია.

 

სასარჩელო განცხადების თანახმად, ცალსახაა, რომ მოსარჩელემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელშიც სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობაზე მოსარჩელე არ მიუთითებდა. თუმცა, მისი წარმომადგენლის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში ბრალეული პირის დადგენა მას შესაძლებლობას მისცემდა, სამოქალაქო წესით მოეთხოვა ბრალეული პირისგან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სარჩელში საუბარი იყო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა ბრალეულობაზე არა დ----- ა-----–--–-–---–ის ჯანმრთელობის დაზიანებაში, არამედ _ მისთვის სარჩელის წარდგენის შესაძლებლობის შეზღუდვაში. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ არასათანადო გამოძიებამ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გულგრილმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მეტად დაამძიმა მისი ისედაც მძიმე სულიერი მდგომარეობა და გატეხა მორალურად. სასამართლომ განმარტა, რომ სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარების ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებულის უფლების დარღვევის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს არ ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს უფლებათა ჩამონათვალს, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მე-4 წინადადების თანახმად, პირს უფლება აქვს, მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. გამოძიების ეფექტურად წარმართვასთან დაკავშირებული დაზარალებულის უფლებების ხელყოფა არ წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტი დამატებით ამყარებს სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შემდეგ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან არ დგინდებოდა ადმინისტრაციული ორგანოსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების აუცილებელი ელემენტის - ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა. ასევე არ დადასტურდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნეულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს _ მოსარჩელისათვის მიყენებულ მორალურ ზიანს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

4.1. აპელანტ დ----- ა-----–--–-–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

დ----- ა-----–--–-–---–ი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

აპელანტი, განმარტავს, რომ სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, არასწორი შეფასება მისცა გამოყენებულ კანონთა ნორმებს და არასწორად განმარტა ისინი.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

5.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

5.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §38-42).

 

5.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას საქართველოს მთავარი პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან, სისხლის სამართლის №--------- საქმეზე არასათანადო და არაეფექტური გამოძიების განხორციელების მოტივით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ განმარტებებს, იზიარებს გადაწყვეტილებაში მოხმობილ საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკასა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება გარანტირებულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით.

 

პალატა განმარტავს, რომ მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მარტებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“

 

გარდა ამისა, სწორად იქნა გამახვილებული ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომლის თანახმად, „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულება და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი, ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია სახელმწიფო/სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მოცემული სამივე კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებისა და საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეულ პირს უფლება აქვს, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენისას მიმართოს შესაბამის ორგანოებს, მოითხოვოს მისი უფლებების დაცვა და სახელმწიფო ორგანოთა მიერ მოხდეს შესაბამისი გამოძიების წარმოება. პირის ძირითადი უფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან მჭიდროდ არის დაკავშირებული დარღვევების პრევენციის, ჩახშობისა და დასჯის მიზნით განხორციელებულ პროცესებთან, ქმედითი გამოძიების ჩატარებასთან, რაც მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, დროულად და ეფექტურად მოახდინოს საქმის გარემოებების დადგენა, მათი სრულყოფილად გამოკვლევა და სამართლებრივი შეფასება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შეიძლება, შეექმნას განწყობა, რომ კანონი მის მიმართ არ არის გამოყენებული სამართლიანად და ადეკვატურად და ქმნის დაუცველობის განცდას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიების შედეგად დაინტერესებული პირისთვის სასურველი შედეგის მიუღწევლობა არ ნიშნავს, რომ გამოძიება არ ჩატარდა ან ჩატარდა კანონით დადგენილი წესების დარღვევით. ამდენად, აღნიშნული უნდა დადგინდეს ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით და არ შეიძლება შეფასდეს კონკრეტული პირის სუბიექტური მოსაზრებით.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, გამოძიება არის უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს მხოლოდ პროკურორი. ამავე კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრულია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით. სადავო პერიოდში მოქმედი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ხოლო მე-15 მუხლის მიხედვით, პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას და შეუძლია განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.

 

დადგენილია ის ფაქტი, რომ 2----–-–----------- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შ------------–ისა და ს--–------------ის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №--------- საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხებოდა 2----–-–----------- 0---- საათზე თ--– საავტომობილო გზის 4--- კილომეტრის მიმდებარედ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც დაზიანდა ავტომობილის მგზავრი დ----- ა-----–--–-–---–ი. საგამოძიებო ორგანოების მიერ სისხლის სამართლის №--------- საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები: დაიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ჩატარდა ტოქსიკოლოგიური, ავტოტრასოლოგიური, საქონელმცოდნეობითი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და დადგინდა, რომ „----------ს“ მარკის ავტომობილის მძღოლის - თ---------- მ------–---–ის ქმედებაში არ შეინიშნება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რასაც შეეძლო გამოეწვია მომხდარი შემთხვევა, შესაბამისად, მისი თავიდან აცილება თ---------- მ------–---–ს არ შეეძლო. აღნიშულიდან გამომდინარე, მითითებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შ-------------–ის მთავარი სამმართველოს 2-----–-–----------------–ის წერილის თანახმად, დ----- ა-----–--–-–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს გამოძიება.

 

პალატა იზიარებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ფარგლებში, ადმინისტრაციული სასამართლოს კონტროლის უფლებამოსილება ვერ გავრცელდებოდა პროკურატურის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. სასამართლო არ არის უფლებამოსილ შეაფასეოს ამ საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების კანონიერებას, რისი დადგენის გარეშეც ერ მოხდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე მსჯელობა.

 

პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებელი სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. აპელანტი ზიანის მიმყენებელ ქმედებად ასახელებს პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოთა ქმედებებს საგამოძიებო საქმიანობის ფარგლებში, რომელთა კანონიერებასაც ვერ შეფასდება განსახილველი დავის ფარგლებში. გამოძიების ფარგლებში მიღებული საპროცესო აქტების უკანონობა შეიძლება, დადასტურდეს მხოლოდ შესაბამისი წესით _ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურების დაცვით. ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია საპროცესო მოქმედების უკანონობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს განსახილველი დავის ფარგლებში საგამოძიებო ორგანოთა ქმედებების მართლზომიერების შეფასებას, რაც სცდება ადმინისტრაციული სასამართლოს უფლებამოსილებაში. გარდა ამისა, საგამოძიებო ორგანოთა ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი ვერ დადგინდება წინამდებარე დავის ფარგლებში, ვინაიდან სარჩელს არ ერთვის მათი უკანონობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების წინაპირობა _ ქმედების მართლწინააღმდეგობა არ დგინდება.

 

3.3.2. სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლებთან დაკავშირებით დამატებით მიუთითა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების გარდა კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ წარმოშობდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავასად, ყურადღებას მიაპყრობს მოსარჩელე მხარის პოზიციას მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლებთან მიმართებაში, რომელსაც უკავშირებს გამოძიების არასათანადოდ და არაეფექტურად წარმართვის გამო ვერ გაიხსნა დანაშაულის გაუხსნელობას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტება საქმეზე №ას-1156-1176-2011, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება ვერ იქნება უშუალო მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არაეფექტური გამოძიების წარმართვასთან, თუნდაც ასეთი გარემოება იყოს დადასტურებული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას ცალსახაა, რომ ადგილი არ ჰქონია, რასაც შეეძლო, მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოეწვია.

 

მოსარჩელემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელშიც სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობაზე მოსარჩელე არ მიუთითებს. ამასთან, მოსარჩელემ აპელირებს რომ არასათანადო გამოძიებაზე, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულების გამო მისი ისედაც მძიმე სულიერი მდგომარეობის დამძიმების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარების ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებულის უფლების დარღვევის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს არ ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შემდეგ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხები.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

6.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6.2. სასამართლო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- ა-----–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა