განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 192949280-1/098-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
14 მაისი 2019 წელი ქ. ა---––--ე
ა---––--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – ე-–------------------–-–---–-;
დაცვის მხარე: ბრალდებული – კ--------------------
ადვოკატი - კა--------------ე
თარჯიმანი-ხ---------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
საქართველოს მოქალაქემ 2--------- წელს დაბადებულმა კ------------------ვმა განიზრახა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2019 წლის 1- მარტს კ-------------------- მივიდა სასაზღვრო პოლიციიის N2 სამმართველოს N3 სექტორის ,,------–ი“ დასაცავი მონაკვეთის N23- სასაზღვრო ნიშნის რაიონში გამავალ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვართან და გადმოკვეთა GPSN 3-9802/46039-- კოორდინატებში გამავალი საქართველო-თურქეთის სახელმწიოფო საზღვარი თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით და უკანონოდ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
კა------------------მა ჩაიდინა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (გადმოკვეთა), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა N1; შეტყობინება; მოწმე ა-–-------------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე რ------------------------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ბ------------------ის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ კ--------------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; შუამდგომლობა კ--------------------ს პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, ოქმი კ--------------------ს დაკავების შეტყობინების შესახებ, მიმართვის წერილი შსს საინფორმაციო ცენტრის სახელზე და პასუხი ბრალდებულის კ--------------------ს საზღვრის კვეთის შესახებ, ბრალდებულ კ--------------------ს ნასამართლობისა და ადმინისტრაციულად სახდელდადების შესახებ ცნობები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მიმართვის წერილი შსს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადემილიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს სახელზე და პასუხი თანდართული რუკით, ბრალდებულ კ--------------------ს გამოკითხვის ოქმი, კ--------------------ს პასპორტის ასლი, მიმართვები დროებით მოთავსების იზოლატორს ბრალდებულ კ--------------------ს შესახლებისა და მასთან შეხვედრის შესახებ, მიმართვა იურიდიული დახმარების სამსახურს ადვოკატის გამოყოფის შესახებ, ადვოკატ კა--------------ის ორდერი, შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა კა------------------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
მოწმე ბ--------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N10 სამმართველოს (ზემო აფ-------ი) N1 სასაზღვრო სექტორის (ს----ი) უფროსის თანამდებობაზე, ხოლო ამჟამად სამსახურებრივად მივლინებულია შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის N2 სამმართველოს (ა---––--ე) N3 სასაზღვრო სექტორზე. 2019 წლის 1- მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვ--–-ობას, რა დროსაც საღამოს საათებში N3 სასაზღვრო სექტორის (------–-- დასაცავი მონაკვეთის მარცხენა ფლანგზე, N23- სასაზღვრო ნიშნის რაიონში კერძოდ, გ------------ის ხიდის ზემოთ, დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მიერ დაფიქსირებული იქნა ერთი პიროვნება, რაზედაც სექტორზე გამოცხადდა განგაში და ორი ჯგუფი გავიდა აღნიშნული ადგილის მიმართულებით, ერთი ჯგუფი მოძრაობდა სამსახურებრივი ა/მანქანით, ხოლო მეორე ჯგუფი, რომელშიც იმყოფებოდა ბ-------------------ი მოძრაობდა ფეხით, მაგრამ ფოტოხაფანგის მიერ დაფიქსირებული პიროვნება ძებნის შედეგად ვერ იქნა ნანახი, დაახლოებით ნახევარი სააათის ძებნის შემდეგ აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს N2 სასაზღვრო სექტორს (ვ--–-) და გარკვეული დროის ძებნის შემდეგ მისი და N2 სასაზღვრო სექტორის თანამშრომლის მიერ ერთობლივი ძალებით ფოტოხაფანგის მიერ დაფიქსირებული პიროვნება შეჩერებული იქნა N23- სასაზღვრო ნიშნის რაიონში, რომელიც აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე კ------------------ვ, აღნიშნულმა პიროვნებამ უკანონოს გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზი და შემოვიდა საქართველოში საბაჟო პუნქტის გევრდის გავლით. კ-------------------- შეჩერებული იქნა უშუალოდ ბ--------------------- მიერ და ასევე სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N2 სამმართველოს (ა---––--ე) N2 სასაზღვრო სექტორზე (ვ--–-) ასევე მივლინებით მყოფი ა-–-------------ს მიერ ერთობლივად, რა დროსაც შეჩერებისას კ-------------------- ფერდობზე იყო დაწოლილი და ცდილობდა რომ დამალულიყო. კ-------------------- შეჩერებული იქნა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის 500 მეტრიან ზოლში დაახლოებით 200-250 მეტრში თურქეთის საზღვრიდან. შეჩერების შემდეგ გადაყვანილი იქნა სექტორზე. შეჩერების დროს კა------------------ს წინაღმდეგობა არ გაუწევია(იხ.სფ.16-18).
მოწმე ა-–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N10 სამმართველოს (ზემო აფ-------ი) N1 სასაზღვრო სექტორის (ს----ი) უფროსი მესაზღვრის თანამდებობაზე, ხოლო ამჟამად სამსახურებრივად მივლინებულია შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის N2 სამმართველოს (ა---––--ე) N2 სასაზღვრო სექტორზე (ვ--–-). 2019 წლის 1- მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვ--–-ობას, რა დროსაც საღამოს საათებში N3 სასაზღვრო სექტორმა გადმოსცა, რომ მათი დასაცავი მონაკვეთის მარცხენა ფლანგზე, N23- სასაზღვრო ნიშნის რაიონში კერძოდ, გ------------ის ხიდის ზემოთ, დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მიერ დაფიქსირებული იქნა ერთი პიროვნება და შესაძლებელი იყო, რომ ყოფილიყო N2 სექტორის დასაცავ მონაკვეთზე. აღნიშნულზე სექტორზე გამოცხადდა განგაში და დასახმარებლად ჯგუფთან ერთად გავიდა სექტორის დასაცავი მონაკვეთის მარჯვენა ფლანგზე, N3 სასაზღვრო სექტორის ტერიტორიაზე და გარკვეული დროის ძებნის შემდეგ მისი და N3 სასაზღვრო სექტორის თანამშრომლის მიერ ერთობლივი ძალებით ფოტოხაფანგის მიერ დაფიქსირებული პიროვნება შეჩერებული იქნა N23- სასაზღვრო ნიშნის რაიონში, რომელიც აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე კ------------------ვი, აღნიშნულმა პიროვნებამ უკანონოს გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზი და შემოვიდა საქართველოში საბაჟო პუნქტის გევრდის გავლით. კ-------------------- შეჩერებული იქნა უშუალოდ ა-–-------------ს მიერ და ასევე სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N2 სამმართველოს (ა---––--ე) N2 სასაზღვრო სექტორზე (ვ--–-) ასევე მივლინებით მყოფი ბ---------- გ---------- მიერ ერთობლივად, რა დროსაც შეჩერებისას კ-------------------- ფერდობზე იყო დაწოლილი და ცდილობდა რომ დამალულიყო. კ-------------------- შეჩერებული იქნა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის 500 მეტრიან ზოლში დაახლოებით 200-250 მეტრში თურქეთის საზღვრიდან. შეჩერების შემდეგ გადაყვანილი იქნა სექტორზე. შეჩერების დროს კა------------------ს წინაღმდეგობა არ გაუწევია(იხ.სფ.19-21).
მოწმე რ------------------------ს ჩვენებით დადგენილია რომ 2018 წლიდან დღემდე მუშაობს შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N2 სამმართველოს (ა---––--ე) N3 სასაზღვრო სექტორი (------–-- უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2019 წლის 1- მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვ--–-ობას, რა დროსაც საღამოს საათებში N3 სასაზღვრო სექტორის (------–-- დასაცავი მონაკვეთის მარცხენა ფლანგზე, N23- სასაზღვრო ნიშნის რაიონში სექტორიდან დაახლოებით ორ კილომეტრში დამონტაჟებულმა N COVERT_N2SEQ3C8 ფოტოხაფანგმა 20:04 საათზე დაააფიქსირა ადამიანის სილუეტი, რომელიც შევიდა მორიგესთან 20:09 საათზე, რომელმაც მოახსენა მას აღნიშნულის შესახებ, რომ N23- ნიშნის რაიონში ფოტოხაფანგმა დაააფიქსირა ადამიანის მოძრავი სილუეტი, რომელიც მოძრაობდა გზაზე სექტორის მიმართულებით, აღნიშნულის შემდეგ მან გამოაცხადა სექტორზე განგაში, რის შემდეგაც ის და ჯგუფებიც დაახლოებით 1 წუთში გავიდნენ პერიმეტრზე, სადაც შემდგომ გადაკეტეს პერიმეტრები ზურგის და საზღვრის ხაზის მიმართულებებეი, რის შემდეგაც დაიწყეს აღნიშნული პიროვნების ძებნა, და მოითხოვეს N2-ე სექტორიდან დახმარება როგორც თანამშრომლების, ასევე თერმული კამერებით და დაახლოებით საათნახევრის შემდეგ N3-ე სექტორზე მივლინებულმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ბ------------------მა და N2-ე სექტორის თანამშრომელმა ა-–-------------ა, რომელიც გადასული იყო დასახმარებლად, ფოტოხაფანგის მიერ დაფიქსირებული პიროვნება მათ მიერ შეჩერებული იქნა N23- სასაზღვრო ნიშნის რაიონში, რომელიც აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე კა------------------, აღნიშნულმა პიროვნებამ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზი და შემოვიდა საქართველოში საბაჟო პუნქტის გვერდის გავლით. კ-------------------- შეჩერებული იქნა უშუალოდ N3-ე სექტორზე მივლინებულ ბ------------------ის მიერ და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N2 სამმართველოს (ა---––--ე) N2 სასაზღვრო სექტორზე (ვ--–-) ასევე მივლინებით მყოფი ა-–-- გ---------- მიერ ერთობლივად, რა დროსაც შეჩერებისას კ-------------------- ფერდობზე იყო დაწოლილი და ცდილობდა რომ დამალულიყო. კ-------------------- შეჩერებული იქნა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის 500 მეტრიან ზოლში დაახლოებით 200-250 მეტრში თურქეთის საზღვრიდან. შეჩერების შემდეგ გადაყვანილი იქნა სექტორზე. ფოტოხაფანგის დაფიქსირების ადგილიდან დაახლოებით 1000 მეტრის მოშორებით საქართველოს სიღრმეში სასაზღვრო ზონაში ხმელ ბალახებსა და ხე-ბუჩქნარში შეჩერებული იქნა საქართველოს მოქალაქე კ--------------------, რომელიც ცდილობდა მიმალვას, რადგან მან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ საბაჟო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით. კ--------------------. შეჩერების შემდეგ გადაყვანილი იქნა სექტორის ადმინისტრაციაში. შეჩერების დროს კა------------------ს წინაღმდეგობა არ გაუწევია(იხ.სფ.33-35).
2019 წლის 12 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ა---––--ის რაიონის ტერიტორიაზე და წარმოდგენს შსს სასაზღვრო პოლიციის N2-ე სანნართველოს (ა---––--ე) N3-ე სასაზღვრო სექტორის (ჭ-----–--) დასაცავი მონაკვეთის მარცხენა ფლანგის N23- სასაზღვრო ნიშნის რაიონში. შემთხვევის ადგილის რელიეფი არის მთაგორიანი, ხე-ბუჩქნარიანი და გამხმარი ერთწლოვანი ბალახით დაფარული, სადაც მივდივართ N3-ე სექტორიდან სააცტომობილო გზით და დაახლოებით 2 კილომეტრის გავლის შემდეგ ვჩერდებით საავტომობილო გზაზე, სადაც N3-ე სექტორის უფროსის მოადგილე რ---------------------ძე მიგვითითებს გზის მარცხენა მხარეს ფერდობზე არსებულ ხე-ბუჩქნარზე დაომონტაჟებული N COVERT N 25EQ308, ფოტოხაფანგზე და განმარტავს, რომ როდესაც კა------------------მა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მიემართებოდა საქართველოს სიღრმისკენ, მისი რელიეფი დააფიქსირა სწორედ აღნიშნულმა ფოტოხაფანგმა. შემდეგ მიგვითითა გზის მარჯვენა მხარეს, სადაც ჩაუყვება 30 მეტრი ფერდობი, შემდეგ კი არის ძველი კოროზია მოდებული და დაზიანებული მავთუხლართები, მავთულხლართულებიდან დაახლოებით 20 მეტრში ჩამოედინება მდინარე ფოცხოვი, სადაც არის ქვის კონსტრუქციით აგებული ძველი დაზიანებული საავტომობილო ხიდი, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მოიხსენიებენ გ----------------------დ, სადაც მიგვითითა რ---------------------ძემ და განმარტა, რომ კა------------------მა სწორედ იქიდან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგ მან მარცხენა ფლანგზე ფერდობზე განაგრძო მოძრაობა საქართველოს სიღრმისკენ, რომელიც შემდგომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა N3-ე სექტორიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მარცხენა ფლანგზე N23--ე ნიშნის რაონში, ფერდობზე არსებულ ერთწლოვან ხმელ ბალახებში და ხე-ბუჩქნარში ზურგზე დაწოლილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას N3-ე სექტორის (ჭ-----–--) დასაცავი მონაკვეთის მარცხენა ფლანგის N23--ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, სადაც 2019 წლის 1- მარტს შეჩერებული იქნა საქართველოს მოქალაქე კა------------------მა, რომელიც მოძრაობდა თურქეთის სახელმწიფოდან საქართველოს სიღრმისკენ, მოხდა ჯიპიესით კოორდიანტების აღება, რომლის კოორდინატებია N3-9802/46039--. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული კოორდიანტების მიხედვით საქართველო თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზი მდებარეობს 460 მეტრში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული ვერ იქნა, ასევე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე კვლები, რადგან ადგილი არის დაფარული ხმელი ერთწლოვანი ბალახით. შემთხვევის ადგილზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა მითითება და ექსპერტიზის მიერ გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომლებიც თან ერთვის ოქმს(იხ.სფ.36-47).
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი დანაშაულს წარმოადგენს - საქართველოს სახელმწიფო საზღვარის უკანონოდ გადაკვეთა.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად კ--------------------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-3- მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
პირის ქმედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთად შესაძლოა დაკვალიფიცირდეს, თუ პირი სახელმწიფო საზღვარს გადალახავს სათანადო ნებართვის ან დოკუმენტაციის გარეშე.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და ამ კანონის შესაბამისად. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი ადგენს პირისა და ტრანსპორტის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის და მათი შემოწმების წესს;
ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო, სამდინარო და საჰაერო მიმოსვლა ხდება იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად. ხოლო მე-14 მუხლი ადგენს, რომ პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადის სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს.
ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, კი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის, ტრანსპორტის, ტვირთის, ცხოველისა და სხვა ქონების გატარება ხდება სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით და გულისხმობს პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, სახელმწიფო საზღვარზე ტრანსპორტის გადაადგილების, ცხოველის გადაყვანის, ტვირთისა და სხვა ქონების გადატანის კანონიერების ცნობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოსამსახურეები პირს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაატარებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ტრანსპორტზე, ცხოველზე, ტვირთსა და სხვა ქონებაზე სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.
,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 3- დეკემბრის №985-№1-87 ერთობლივი ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, საპასპორტო კონტროლი არის საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის მიზნით სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროცედურების განხორციელება. ხოლო საზღვრის გადაკვეთა გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ან გასვლას სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით;
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები მიუთითებენ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კანონიერად გადაკვეთისათვის პირმა სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაკვეთოს შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სათანადო კონტროლის გავლის შემდეგ, რათა პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მიჩნეულ იქნეს კანონიერად. იმ შემთხვევაში, თუ პირმა დაარღვია საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პროცედურები, მის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უნდა იქნეს მიჩნეული უკანონოდ. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულმა კა------------------მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო სათანადო კონტროლის აუცილებლობის შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ კა------------------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები: კ--------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი გულწრფელი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, რომ არის ნასამართლევი, კერძოდ 2002 წლის 12 სექტემბრის საქართველოს უზენაესი სასმართლოს განაჩენით კ-------------------- ცნობილი იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის,,გ" ქ/პ-ით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით,ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ..ვ" და ,,დ" პუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ კა------------------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. 2002 წლის 26 ნოემბრის საქართველოს უზენასი სასამართლოს განჩინების თანახმად უცვლელი დარჩა 2002 წლის 12 სექტემბრის საქართველოს უზენაესი სასმართლოს განაჩენი, ხოლო 2015 წლის 21 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით კ-------------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის და ბოლნისის სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით განსაზღვრული სასაჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 წლის 04 თვისა და 14 დღის ვადით და საბოლოოდ კა------------------ს საჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის 04 თვისა და 14 დღის ვადით.
სასჯელის დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვ--–-ობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კა------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ--------------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
კ--------------------ს სახელზე გაცემული პასპორტი და მობილური ტელეფონი საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ-------------------- (დაბ. 2---------წ) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ კ--------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულის კა------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 12 მარტიდან.
4. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
კ--------------------ს სახელზე გაცემული პასპორტი და მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––--ის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ა---––--ე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით;
მოსამართლე გია ბერაია