განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100116001412562
№1/179-16
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
27 ივნისი, 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორები -ქ----------–----ე და შ------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი-–-----------–---–ი
ბრალდებული: ჯ------- ბ--------ე
მამის სახელი: ჰ---–----
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი კ-------ი
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი კ-------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანა და კულტივირება.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. ჯ------- ბ--------ემ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში თელავის რაიონის სოფელ კ-------ში უკანონოდ მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დამაძინებელი ყაყაჩო და 2016 წლის 25 მაისამდე ეწეოდა მის კულტივირებას.
2. 2016 წლის 25 მაისს, შსს თ--–---------------–--------------–--ს თანამშრომლებმა კჯ------- ბ--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ჩხრეკისას ამოიღეს მწვანე ფერის 20 ძირი ნედლი მცენარე, საერთო წონით 1212 გრამი, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - დამაძინებელ ყაყაჩოს.
სასამარლომ დაადგინა.
3. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულს - ჯ------- ბ--------ეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება. იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4. ბრალდებულმა ჯ------- ბ--------ემ სასამართლო სხდომაზე თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა შემდეგი: მის მეუღლეს და დედას ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ. ამ ურთიერთობის გამო, იგი სამჯერ იყო სახლიდან წასული, ერთხელ ხუთი წლით, ერთხელ სამით. ბოლოს როდესაც ოჯახით უკან დაბრუნდა, მას და მშობლებს ყველაფერი გაყოფილი აქვთ. ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მეორე სართულზე, მშობლები კი პირველზე, დედამისს ეკუთვნის ასევე ეზოც.
5. 2016 წლის 25 მაისს შესვენებაზე მივიდა სახლში, რა დროსაც მათთან მივიდა ორი თანამშრომელი, შ--–----–-–---–ი და ა------–---–ი, რომლებმაც უთხრეს, რომ მას შეძენილი ჰქონდა მოპარული სარები და ეზოს დაათვალიერებდნენ. მან პოლიციელებს ნება დართო, რომ შესულიყვნენ და ენახათ. მათ ნახეს ეზოში, რომ არ იყო სარები და დარეკეს სხვა პოლიციელებთან. ცოტა ხნის შემდეგ სხვა პოლიციელი მივიდა და მცენარეებზე მიუთითეს, თუ რა იყო ეს. პოლიციელებმა მას უთხრეს, ეთქვა, რომ ყვავილები მისი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დედას და მეუღლესაც დაიჭერდნენ. შემდეგ ორდერი მოიტანეს და მთლიანი ბინა და ეზო გაჩხრიკეს. მან უთხრა, რომ დედ-მამის ოთახში შესვლის უფლება არ ქონდათ, მაგრამ მაინც გაჩხრიკეს. ამის შემდეგ ის დააკავეს, ნარკოლოგიურში შეამოწმეს, არაფერი აღმოაჩნდა.
6. მანვე აჩვენა, რომ მას იმ ბაღთან შემხებლობა არ აქვს, ყვავილები არ დაურგავს, ბაღი ეკუთვნის დედამისს და ბაღში შესვლის უფლება არ აქვს არც მას და არც მის მეუღლეს.
7. მოწმის თ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–------------------------------------------------–-------------------------ის მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. მან მონაწილეობა მიიღო 2016 წლის 25 მაისს ჯ------- ბ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხვეკაში, რომელიც მდებარეობს თელავის რაიონის სოფელ კ-------ში. სახლში მას დახვდა პოლიციის თანამშრომლები და სახლის მეპატრონეები ქალი და მამაკაცი. გამომძიებელმა ჰკითხა მათ, ხომ არ გააჩნდათ მცენარეული მასა, რაც შესაძლოა ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავდეს. მეპატრონეებმა მიუთითეს ორ ადგილზე, ერთი იყო ყვავილებთან დათესილი და ამოსული, ერთი ცალი კი საცხოვრებელი სახლის უკან ღობის ძირში. მან დანომრა მცენარეული მასა, ფოტო გადაუღო, ამოიღო, დალუქა და გამომძიებელს გადასცა. ამ მცენარეების გარდა სხვა არაფერი ამოუღიათ. 19 ძირი მცენარე, დარგული იყო, ამოსული, მოვლილი, ძირზე ბალახი მოცლილი ქონდა. ცალკე რომელი მცენარეც იყო, ისიც მოვლილი იყო. იგი გაეცნო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს და მოაწერა ხელი.
8. ადვოკატის შეკითხვებზე, განმარტა, რომ მცენარეებზე სახლის მეპატრონე მამაკაცმა მიუთითა, რაიმე დამადასტურებელი, რომ ნამდვილად სახლის მეპატრონე იყო არ წარმოუდგენიათ. მისი აღქმით ის მამაკაცი იმ სახლში მაცხოვრებელი პირი იყო.
9. მოწმის ი------------–---–ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თ--–---------------–--------------–--ს გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 25 მაისს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჯ------- ბ--------ის საცხოვრებელ სახლი და ეზო გაჩხრიკა. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ა-–------------–----ე და ნ------- ა------–---–ი გამომძიებლები და ექსპერტი თ----------------–---–ი. ჯ------- ბ--------ეს წარუდგინა ჩხრეკის დადგენილება, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. მან დაიწყო ჩხრეკა და თან ოქმს ავსებდა. ჯ------- ბ--------ემ მათ მიუთითა საცხოვრებელ სახლის ეზოს სამხრეთ ნაწილზე ყვავილების ბაღში 19 ძირ მცენარეზე, რომელსაც გარშემო მიწა ჰქონდა მოფხვიერებული და ფოთლები ქონდა შემოცლილი. ჯ------- ბ--------ემ ასევე მიუთითა ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში ერთ ძირ მცენარეზე, რომელსაც ასევე ფოთლები ქონდა შემოცლილი და მოფხვიერებული იყო მიწა. ექსპერტმა 19 ძირი მცენარე და 1 ძირი მცენარე შეფუთა და დალუქა. მათ გააგრძელეს ჩხრეკა, თუმცა სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.
10. მისივე განმარტებით ჩხრეკის დროს იქვე იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები, თუმცა, ეზოში არ შესულან და ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩხრეკაში ჯ------- ბ--------ის ოჯახის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩხრეკის დამთავრების შემდეგ ჯ------- ბ--------ემ განმარტა, რომ ეს მცენარეების მისი იყო და ამიტომ დააკავეს იგი. დაკავება მოხდა, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. მანვე შეადგინა დაკავების ოქმი და დაკავებული წაიყვანეს შსს თ--–---------------–-------------–--ში.
(იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი - ს.ფ. 6-32, ბრალდებულის დაკავების ოქმი - 32-37).
11. მოწმის შ--–-- შ--–----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–--ს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 25 მაისს შეხვდა პიროვნებას, რომელმაც შეატყობინა, რომ თელავის რაიონის სოფელ კ-------ში მცხოვრებ ჯ------- ბ--------ეს სახლში ქონდა ნარკოტიკული საშუალება და აპირებდა მოხმარებას. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
12. მისივე განმარტებით იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ჯ------- ბ--------ის სახლი აჩვენა ხელმძღვანელს ა----------------ეს. შემდეგ წავიდა და იქ რა მოხდა არ იცის.
13. მოწმის ნ------- ა------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–--ს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 25 მაისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდა თელავის რაიონის სოფელ კ-------ში ჯ------- ბ--------ის საცხოვრებელ სახლში. ინფორმაციის საფუძველზე ჯ------- ბ--------ეს სახლში დათესილი უნდა ქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მისვლისას, გამომძიებელმა ი------------–---–მა ჯ------- ბ--------ეს გააცნო ინფორმაციის შინაარსი, ასევე დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. ამის შემდეგ ჯ------- ბ--------ემ თვითონ მიუთითა სახლის სამხრეთით ყვავილების ბაღში მომწვანო ფერის მცენარეებზე, მათ გაჩხრიკეს და ამოიღეს 19 ძირი მცენარე. მცენარეები მოვლილი იყო, მიწა გაფხვიერებული ქონდა და ფოთლები შემოცლილი. ამის შემდეგ ჯ------- ბ--------ემ მათ ასევე მიუთითა იმავე ეზოში აღმოსავლეთ მხარეს მავთულბადის ღობესთან მსგავს მცენარეზე, რაც ასევე ამოიღეს. ექსპერტებმა დალუქეს მცენარეები და მონაწილეებმა ხელი მოაწერეს. ჯ------- ბ--------ემ განაცხადა, რომ ეს მცენარეები იყო ნარკოტიკული საშუალების შემცველი და იყო მისი საკუთრება, ამიტომ დააკავეს იგი. დაკავებისას გააცნეს უფლებები და წაიყვანეს შსს თ--–---------------–--------------–--ს შენობაში.
14. მოწმის ა-–------------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ადრე მუშაობდა შსს თ--–---------------–-------------–--ში. 2016 წლის 25 მაისს სოფელ კ-------ში თანამშრომლებთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამომძიებელ ი------------–---–თან და ექსპერტებთან ერთად გაჩხრიკა საცხოვრებელი სახლი და ბაღიდან ჯ------- ბ--------ის მითითებით ამოიღეს მცენარეები. შემდგომ, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამოღებული მცენარე იყო ნარკოტიკული საშუალება. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ ჯ------- ბ--------ის დაკავებაში, დაკავებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ის მცენარეები იყო სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების შემცვლელი და მოვლილი იყო. ჩხრეკის ჩატარებისას, როგორც ახსოვს იმყოფებოდა ჯ------- ბ--------ის მეუღლეც. მან მოაწერა ჩხრეკისა და დაკავების ოქმებზე ხელი.
15. ადვოკატის შეკითხვაზე, ჯერ დაადასტურა, ხოლო შემდგომ უარყო, რომ ჩხრეკის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის უფროსის მოადგილე, შეიძლება განყოფილების უფროსიც, ასევე პოლიციელი შ--–----–-–---–ი და ხელმძღვანელობდნენ საგამოძიებო მოქმედებას. საგამოძიებო მოქმედება მათ ჩაატარეს. მას ახსოვს, რომ ჯ------- ბ--------ემ განაცხადა, რომ ბაღი იყო თავისი და უვლიდა თვითონ.
16. მოსამართლის შეკითხვაზე, განმარტა, მტკიცებულება, რომ ჯ------- ბ--------ე ეწეოდა კულტივირებას, აფხვიერებდა და წყალს უსხამდა მცენარეს, არ არსებობს, კონკრეტულად არ ახსოვს არის თუ არა, ერთი შეხედვით ჩანდა ასე.
17. მოწმის მ--------–---–ის ჩვენებითა და 2016 წლის 25 მაისის N7---- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------------------–---------------------ში. მან 2016 წლის 25 მაისს ჩაატარა ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: სპეციფიკური სუნის მქონე მწვანე ფერის ოცი (20) ძირი ნედლი მცენარე, საერთო წონით 1212 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - დამაძინებელ ყაყაჩოს. კვლევის შემდეგ დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება, ფუთა და ფესვები დალუქა, მოათავსა ერთ პაკეტში და დასკვნასთან ერთად გამოძიებას გაუგზავნა. იგი ეთანხმება დასკვნის სისწორეს. (იხ. ექსპერტიზის დასკვნა - ს.ფ.58-61)
18. მოწმის ქ----- ბ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ კ-------ში, შვილთან ჯ------- ბ--------ესთან, რძალთან ე---------- ბ--------ესთან და შვილიშვილებთან ერთად. სახლი ორსართულიანია და პირველ სართულზე თვითონ ცხოვრობს და მეორე სართულზე ჯ------- ბ--------ე თავის ცოლ-შვილთან ერთად. მას შვილთან კარგი ურთიერთობა აქვს. რძალთან ქონდა კონფლიქტი. ადრე ხუთი წლის განმავლობაში, მისი შვილი ოჯახით იმავე სოფელში ცალკე ცხოვრობდა. 2016 წლის 25 მაისს როდესაც სახლში დაბრუნდა, გაიგო, რომ პოლიცია იყო მისული და ჯ------- ბ--------ე წაიყვანეს.
19. სახლის ეზოში არსებული ყვავილების ბაღი ეკუთვნის მას. ბაღში ხუთი წელი არაფერი გაუკეთებია და არაფერი დაუთესია, ყვავილები თვითონ ამოვიდა, თუმცა ადრე თესავდა მინდვრის ყვავილებს. როდესაც ეზოში მაღაზია გახსნეს, ყვავილები დაასუფთავა, რადგან მაღაზიის კლიენტების თვალის დასანახად მოწესრიგებული ყოფილიყო. მან რამდენჯერმე დაასუფთავა ყვავილები, რამდენიმე მცენარე გადარგო, მოაცილა ზედმეტი ბალახი და ფოთლები. დასუფთავების შემდეგ დატოვა რამდენიმე ყვავილი და კონკრეტულად რომელი იყო აკრძალული, არ იცის. არც ჯ------- ბ--------ე და არც მისი რძალი არასდროს შესულან მის მიწაზე, ყვავილების დასამუშავებლად. მან ახლა გაიგო, თუ რა ყვავილები იყო. შვილის დაკავების შემდეგ ის მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ ყვავილები მას ეკუთვნოდა.
20. მისივე განმარტებით, ჯ------- ბ--------ე საცხოვრებლად უკან დაბრუნდა დაახლოებით ექვსი თვიდან ერთი წლის წინ.
21. მოწმის ე---------- ბ--------ის ჩვენებით დადგენილი, რომ ჯ------- ბ--------ე მისი მეუღლეა. იგი 1990 წლიდან ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ კ-------ში მეუღლესთან ერთად. სახლში ასევე ცხოვრობს დედამთილი, რომელთანაც არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. 10 წლის განმავლობაში, რამდენჯერმე მოუწია მის ოჯახს სახლიდან წასვლა და სხვადასხვა სახლში ზრდიდა შვილებს. ამჟამად დაბრუნდა უკან და მისი დედამთილი პირველ სართულზე ცხოვრობს, ხოლო მეორე სართულზე, თვითონ ჯ------- ბ--------ესთან ერთად ცხოვრობს. გაყოფილი აქვთ ყველაფერი, ცალცალკე სადილობენ, დედამთილს არც ელაპარაკება. რაც შეეხება ეზოს, ეზო ეკუთვნის დედამთილს და ეზოსთან მათ შეხება არ აქვთ.
22. 2016 წლის 25 მაისს მათ სახლში პოლიცია მივიდა. მის მეუღლეს, ჯ------- ბ--------ეს პოლიციელმა უთხრა, რომ სარები იყო დაკარგული და უნდა ენახათ. მისმა მეუღლემ პოლიციელებს შესვლის ნება დართო, არანაირი სარები არ ჰქონდათ. ისინი მისი დედამთილის ეზოში შევიდნენ და ჯ.ბ--------ეს მცენარეებზე მიუთითეს ვისი იყო. მანაც უთხრა, რომ მათი არ იყო ეს მცენარეები, პოლიციამ იგი გააჩუმა. პოლიციელებმა უთხრეს ჯ------- ბ--------ეს, რომ ეთქვა, რომ მისი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დედასაც და ცოლსაც დააკავებდნენ. შემდეგ სახლიც გაჩხრიკეს, ამავდროულად სხვა მანქანით კიდევ მივიდნენ პოლიციელები. კერძოდ, ჯერ ორი პოლიციელი მივიდა, მერე კიდევ ოთხი და ბოლოს 12-13 პოლიციელი მივიდა.
23. მანვე აჩვენა, რომ ერთი წელი ის ბაღი მიუხედავი იყო, რადგან მისი მამამთილი ცუდად იყო. შემდეგ როდესაც მამამთილი მომჯობინდა, დედამთილი უვლიდა ყვავილებს. მას და მის მეუღლეს დედამთილის მიწის ნაკვეთში შესვლის უფლება არ აქვთ. მათ ცალკე აქვთ მიწა და ვენახი, რასაც თვითონ უვლიან.
სამართლებრივი შეფასება:
24. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯ------- ბ--------ის ბრალეულობას. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.
25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, პასუხისმგებლობას აწესებს ნარკოტიკული საშუალების მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა კულტივირებისთვის.
26. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, ნარკოტიკული საშუალების მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა კულტივირებაში.
27. დათესვა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს თუ ვის ეკუთვნის მიწის ნაკვეთი, მთავარია დადგინდეს, რომ ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულმა დათესა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადგენილა. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკის შემცველი „დამაძინებელი ყაყაჩო“ ჯ------- ბ--------ემ დათესა.
28. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში, როგორიცაა მაგალითად, სარეველა მცენარეებისგან გათავისუფლება, მორწყვა, სასუქით განოყიერება. სასამართლო სხდომაზე არც ასეთი მტკიცებულება არ გამოკვლეულა. არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ჯ------- ბ--------ემ მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, ასევე არ დასტურდება კულტივაციის ფაქტი, რომ ჯ.ბ--------ემ მცენარის დამუშავების გზით გამოიყვანა ახალი სახეობა, ან აამაღლა მოსავლიანობის მოყვანის პირობები, ან მცენარეს შეუქმნა ისეთი პირობები, რომ არახელსაყრელ გარემოსადმი გამძლე და მოსავლიანი გახდა.
29. კულტივირება უფრო ფართე ცნებაა, რაც უფრო მრალვისმომცველი პროცესია და თავისთავში მოიცავს დათესვა, მოვლა, მოყვანასაც.
30. სასამართლო სხდომაზე მხოლოდ ის დადასტურდა, რომ ჯ------- ბ--------ის და მისი მშობლების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ეზოდან ამოღებული იყო 20 ძირი ნედლი მცენარე, საერთო წონით 1212 გრამი, რაც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - „დამაძინებელ ყაყაჩოს.“
31. ჩხრეკის ჩამტარებელმა პოლიციელებმა სასამართლოს უჩვენეს, რომ ჩხრეკის დაწყებამდე ჯ------- ბ--------ემ პოლიციელებს მიუთითა ყაყაჩოს შესახებ, რაც ასახულია ჩხრეკის ოქმში. აღნიშნულ გარემოებას არ ადასტურებენ ბრალდებული ჯ------- ბ--------ე და მისი მეუღლე ე---------- ბ--------ე. ისინი აღნიშნულ გარემოებას განსხვავებულად განმარტავენ, კერძოდ პოლიციელებმა ჯ------- ბ--------ეს უთხრეს, ეღიარებინა, რომ მცენარეები მას ეკუთვნოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დანაშაული ჯგუფური იქნებოდა და ოჯახის სხვა წევრებსაც დააკავებდნენ. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს ჩხრეკაში მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელის ა.ლაბაძის იმ განმარტებას, რაც მან სასამართლოს შეკითხვაზე უპასუხა. სახელდობრ, რომ ჯ------- ბ--------ე ეწეოდა კულტივირებას, აფხვიერებდა და წყალს უსხამდა მცენარეს, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს, ეს ერთი შეხედვით ჩანდა ასე.
32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
33. სასამართლომ კიდეც რომ გაიზიაროს პოლიციელების ჩვენება, რომ ჩხრეკის დაწყებამდე მათ ჯ.ბ--------ემ სიტყვიერად განუმარტა და მიუთითა ყაყაჩოს შესახებ, ეს არ ადასტურებს ჯ.ბ--------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა და კულტივირების ფაქტს. აღნიშნულით მხოლოდ დასტურდება ის, რომ ჯ.ბ--------ის მითითებით პოლიციელებმა ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. თუმცა, ვინ დათესა და მოიყვანა ეს მცენარეები, უცნობია. ამასთან ყურადღებამისაქცევია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, როდესაც მოწმის ჩვენება ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ირიბია და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს არ წარმოადგენს. მითუმეტეს, როდესაც ბრალდებული ჯ.ბ--------ე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ ადასტურებს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა და კულტივირების ფაქტს. ასევე არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პოლიციელებმა მისი მითითებით ამოიღეს ყაყაჩო.
34. ბრალდებულის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ და იგი შეზღუდული არ არის გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით.
35. სასამართლოში მიცემული ჩვენების გარდა, საქმის მასალებით, კერძოდ კი ჯ.ბ--------ის დედის ქეთევან ბ--------ის განცხადებით, (ს.ფ 87 და 90) დგინდება, რომ გამოძიების დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, 2016 წლის 27 მაისს, მან პროცესის მწარმოებელ ორგანოს მიმართა განცხადებებით, რომლებშიც მიუთითა, რომ ნარკოტიკის შემცველი მცენარე ეკუთვნის მას და უვლიდა თვითონ, თუმცა არ იცოდა, რომ ეს მცენარე ნარკოტიკული იყო.
36. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს მხოლოდ პროკურორი. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი არ არის დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოება და ამ გზით შეასრულოს სახელმწიფო ბრალმდებლის ფუნქცია. სასამართლო, აფასებს მხოლოდ ჯ------- ბ--------ის ქმედებას.
37. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ჯ------- ბ--------ე შემოწმებული იყო ნარკოლოგიურ სამსახურში და მას არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. (ს.ფ.48) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანისა და კულტივირების საზოგადოებრივი საშიშროება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ეს ქმედება მიმართულია აღნიშნული მცენარის ან გადამუშავების შედეგად მიღებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისაკენ. რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა, მითუმეტეს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპერატიული ინფორმაცია, ვითომდა ჯ.ბ--------ე იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და იმ დღეს აპირებდა მოხმარებას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
38. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმედი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ------- ბ--------ე, მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
40. გამართლებულ ჯ------- ბ--------ეს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 269-ე 270-274-ე, 277-278-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ------- ბ--------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
2. ჯ------- ბ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ჯ------- ბ--------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განჩინებით დაყადაღებულ ი--- ბ--------ის (პირადი N2----------) უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N0----------------------.
3. ნივთიერი მტკიცებულებები - ოცი ძირი დამაძინებელი ყაყაჩოს მცენარე, რაც ინახება ც--------–---------------–----------–-–-------------------ის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს
4. ერთი ცალი სი დი დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
5. ჯ------- ბ--------ეს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური