განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2798291-1/004-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
06 მაისი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – ე-–------------------–-–---–--
დაცვის მხარე: ბრალდებული – ზ------------–----.
ადვოკატი - ო--------------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ-ით.
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ 0--------- წელს დაბადებულ ზ------------–----მა განიზრახა საქართველოში მყოფი მიგრანტების უკანონოდ გადაყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ზ------------–----მა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ---–----------------- და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზ---–---------------- თურქეთის რესპუბლიკაში მოხვედრის მიზნით გარკვეული თანხის სანაცვლოდ მისივე სატვირთო ავტომანქანის სამალავით, რომლის სახელმწიფო ნომერია 3------, 2018 წლის 24 ოქტომბერს მიიყვანა საქართველო- თურქეთის სახელმწიფო საზღვართან და ავტომანქანის სამალავით გადაიყვანა თურქეთის რესპუბლიკაში, რის შემდეგადაც 2018 წლის 25 ოქტომბერს გ---–----------------- და ზ---–---------------- საქართველოს საზღვრამდე თურქეთის რესპუბლიკიდან მოცილებული იქნენ თურქი მესაზღვრე-კონტროლიორების მიერ, ვინაიდან, ზ------------–----ს ხსენებული მოქალაქები( მიგრანტები) თურქეთის რესპუბლიკაში გადაჰყავდა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის სამალავით, უკანონოდ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზ------------–----მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პ-ით.
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ზ------------–----მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პ-ით.
მოწმე გ----–-------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საზღვრის მართვისა და მთავარი კოორდინირების მე-8 განყოფილება ს------------ საიმიგაციო კონტროლირება ვ--–-ზე ცვლის უფროსის თანამდებობაზე, 2018 წლის 25 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვ--–-ობას ცვლის უფროსის თანამდებოდაზე, ღამის საათებში თანამშრომელმა ნ---------–-–---–მა პატრულ-ინსპექტორმა მომართა, რომ საქართველოში შემოდიოდა 2 ქალბატონი ერთი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და მეორე უზბეკეთის მოქალაქე და უთხრა, რომ აღნიშნულ ქალბატონებს საქართველოდან გასვლის კვეთა არ უფიქსირდებათ და ასევე არ ქონდათ პასპორტებში გასვლის თარიღი, მის მიერ გადამოწმებული იქნა მეორად ინსპექტირებაზე პასპორტები მართვის ცენტრში, შესაბამისად რადიოგრამა გაგზავნილი საზღვრის კვეთის თაობაზე და მათგან მიიღეს პასუხი, რომ აღნიშნულ ქალბატონებს შემოსვლა უფიქსირდებოდათ 23 ოქტომბერს ერთ წითელი ხიდიდან მეორეს ბათუმის აეროპორტიდან და საქართველოდან გასვლა არ უფიქსირდებოდათ 25 ოქტომბერს. გამოკითხეს აღნიშნული ქალბატონები რა მოხდა როგორ მოხდა რა იყო და მათ განუმარტეს, რომ მათ საქართველოში დაეხმარათ თურქეთის მოქალაქე მძღოლი, რომელმაც დამალა ეს ქალბატონები ტრაილერის ეგრეთწოდებული მისაბმელის ქვემოდან და ფარულად გადაიყვანა თურქეთის საზღვარზე საქართველოდან თურქეთის მიმართულებით. მათ მიერ ასევე კომუნიკაცია იქნა დამყარებული თურქეთის მესაზღვრე კოლეგებთან და მათთაც განუმარტეს, რომ თურქეთის მოქალაქე სატვირთო მანქანის მძღოლი იყო ჯ--–-უნ, რომელმაც დამალა მისაბმელის ქვემოდან სამალავში ეს ქალბატონები და ესე შეიყვანა თურქეთის მხარეს.
ზ------------–----თან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ, აღნიშნული სატვირთოს მძღოლი მივიდა საბაჟოზე და დარეგისტრირდა. მოწმეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა სატვირთო ავტომანქანასთან, გაიარა კონტროლი საბაჟო სამსახურის მიერ.
ეს ქალები დამალულები იყვნენ და გავიდნენ თურქეთში, რომლებიც უკან დააბრუნეს. რაც შეეხება მძღოლს ის არ გადასცეს იმიტომ, რომ თურქეთის მოქალაქე იყო, მანქანის და პიროვნების შესახებ მერე კითხეს თურქებს და მიაწოდეს მანქანის ნომერი სახელი გვარი ამ პიროვნების და ბაზებიდან ამოიღეს მონაცემები .
მოწმე ნ---------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს იყო სამსახურში და ახდენდა მანქანების და მოქალაქეების რეგისტრაციას საქართველოში შემოსვლის მხრიდან. ამ დროს ღამის საათებში თურქეთიდან საქართველოში შემოსვლის მხრიდან მიმართა ორმა ქალბატონმა ერთი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და უზბეკეთის მოქალაქე, მათ მიაწოდეს თავიანთი პასპორტები, მოწმემ განახორციელა მათი რეგისტრაცია და რეგისტრაციის დროს აღმოჩნდა, რომ მათ არ უფიქსირდებოდათ ქვეყნიდან გასვლა და ისე ცდილობდნენ ქვეყანაში შემოსვლას, აღნიშნული ფაქტი აცნობა ცვლის უფროსს. ამ ქალბატონებს ჰკითხეს რა გზით შეძლეს ქვეყნის დატოვება და რომლებმაც უთხრეს, რომ სატვირთოს მისაბმელში მალულად გადაკვეთეს ქვეყნის საზღვარი სატვირთოს მძღოლის დახმარებით, რომელიც თურქეთის ქვეყნის მოქალაქე იყო. ქალბატონებისგან გაიგო, რომ ამ მძღოლს ჯ--–-უნი ერქვა. ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა თარჯიმანი. მოწმეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა სატვირთო ავტომანქანასთან, არც დაუნახავს.
მოწმე გ---–-----------------ს ჩვენებით დადგენილია რომ ზ------------–----ი ბათუმში გაიცნო სასადილოში, რომ ნახა თურქი იყო. უთხრა რომ დეპორტირებული იყო და სტამბულში უნდოდა წასვლა და ჯ--–-უნმა შესთავაზა გადაყვანაში დახმარება. რისთვისაც 1000 დოლარი მისცა გ---–-----ამ, რომ გაპარვით გადაეყვანა საზღვარზე, დიდი სატვირთო მანქანით, სადღაც ქვეშ უნდა შემძვრალიყო, უთხრა ვერავინ დაინახავდა. კიდევ იყო იქ ზ---–----ა, რომელიც მის მერე მივიდა. სამალავში ერთად იყვნენ, ტრაილერი იყო, რაღაც რკინები და ამ რკინების ქვეშ იყვნენ, იმ კაცმა აუხსნა, როგორ უნდა შესულიყვნენ, სამალავში დაახლოებით საათნახევარი გაატარეს. მოწმე განმარტავს, რომ თურქმა პოლიციელებმა გამოიყვანეს და საქართველოში პოლიციელებს გადმოცეს. რაც შეეხება ზ-----იეს მას უთხრეს თურქეთის მოქალაქე ხარ აქ არაფერი გესაქმება და წადიო, მანქანასთან ერთად გაუშვეს.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა ზ---–----------------ს მიერ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენება, სადაც მოწმე განმარტავს, რომ გადასვლა უნდოდა თურქეთის ტერიტორიაზე, ჯ--–-უნის დახმარებით ტაქსი იქირავა, სადაც სატვირთო მანქანები იყვნენ იქ წავიდა, რომ სატვირთო მანქანებით გადასულიყვნენ თურქეთში, სატვირთო მანქანასთან მივიდა, მძღოლი იყო ჯ--–-უნი მას სთხოვა, რომ გადაეყვანა თურქეთში, ის დათანხმდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ. მოწმე განმარტავს რომ საქართველოს კანონის ან საზღვრის (გადაკვეთა) დარღვევა არ უნდოდა, მხოლოდ თურქეთში გადასვლა უნდოდა ამ საშუალებით. როცა მანქანაში ჩაჯდა, შეთანხმდნენ, როგორ უნდა გადაეყვანა, შეთანხმდნენ ფასზე, მაგ დროს კაბინაში კიდევ ვიღაც ქალბატონი იჯდა გ---–-----ა და ეს ქალბატონიც მიდიოდა, ანუ როცა შეთანხმდნენ, აუხსნა გეგმა როგორ უნდა გადაეყვანა, მანქანით როცა მივიდნენ საბაჟოსთან, გააჩერა მანქანა და უთხრა რომ გადმოსულიყვენენ და მანქანის ქვეშ შემძვრალიყვნენ, მერე დაქოქა მანქანა და წავიდა. თურქეთის საზღვართან, როცა მივიდნენ, პოლიციელებმა გამოიყვანეს მანქანის ქვეშიდან და დააკავეს. მერე გამოკითხეს და საქართველოს საზღვარზე გადმოვიდნენ. ზ-----იე თურქი, რომ იყო თურქეთის მხარეს წაიყვანეს.
გამომძიებელ ზ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს იყო მორიგე, რა დროსაც ვალის ს------------ გამშვებ პუნქტიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ ადგილი ქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტს. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ავიდა ვალის ს------------ გამშვებ პუნქტზე, სადაც მის მიერ დაკავებული იქნენ გ---–-----ა ნ--------- და ზ---–----------------, რომლებსაც უკანონოდ ქონდათ გადაკვეთილი სახელმწიფო საზღვარი. ამ პიროვნებებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა და შესახლებულები იქნენ დმი-ში. მათი გამოკითხვის შემდეგ დადგენილი იქნა რომ გ---–-----------------ს და ზ---–----------------ს თურქეთის მოქალაქე ზ------------–----ის დახმარებით უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი კერძოდ, კი ტრაილერის მისაბმელში იყვნენ დამალულები. მათთან ასევე ჩატარებული იქნა სატვირთო მანქანის ფოტოსურათებით დათვალიერება, სადაც მითითებული იქნა მათ მიერ თუ სატვირთო მანქანის მისაბმელში სად იყვნენ დამალულები და როგორ გადავიდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მალულად, ამასთანავე მის მიერ გამოკითხული იქნენ მოწმეები გ----–------ი და ნ---------–-–---–ი, გაგზავნილი იქნა შსს საინფორმაციო ცენტრში და ინფორმაცია ამოღებული იქნა ინფორმაცია ამ პიროვნებების საზღვრის კვეთის შესახებ, ასევე ზ------------–----ის შესახებ თურქეთის რესპუბლიკიდან ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი ამის შემდეგ გ---–-----------------ს და ზ---–----------------ს წაეყენათ ბრალი, ხოლო ზ-----ი ჯ--–-უნის მიმართ ცალკე იქნა საქმე გამოყოფილი ამ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა გ---–----------------- და ზ---–----------------, ასევე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ზ---–----------------, მათთან ასევე ჩატარდა ფოტო სურათებით ამოცნობა, სადაც ამოცნობილი იქნა ზ------------–----ი, სწორედ ის პიროვნება იყო, რომელმაც გადაიყვანა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოდან,გ-----------------–---–-- ჩვენებით დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
თარჯიმნებმა ხ-----------------, ა-–----------------ა, მ----------–---–-- და ლ----------------ა დაადასტურეს მათი თარგმანის სისწორე.
2018 წლის 25 ოქტომბრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით დადგენილია, რომ დაკავებულ იქნენ რუსეთის ფედერაციისა და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ზ---–---------------- და გ---–-----------------, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მეორე ,,ა" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
2018 წლის 25 ოქტომბრის შეტყობინების რეგისტრაციით N2607868 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს სგპ. ,,ვ--–-“-ზე შემოსავლის მიმართულებით შეჩერებული იქნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზ---–---------------- და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ---–-----------------, რომლებიც შსს მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში შემოვიდნენ 2018 წლის 23 ოქტომბერს და არ უფიქსირდებათ საქართველოდან გასვლა.
2018 წლის 25 ოქტომბრის რადიორგამა N9- და რადიოგრამა N9-- ით დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზ---–----------------ს და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ---–-----------------ს 2018 წლის 23 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უფიქსირდებათ.
2018 წლის 26 ოქტომბერის სატვირთო ავტომანქანის სურათების დათვალიერების ოქმებით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ბრალდებულ ზ---–----------------ს ინტერნეტ სივრციდან ამოღებული სატვირთო ავტომანქანის სურათები რა დროსაც ზ---–----------------მ და გ---–-----------------მ ფოტოზე მიუთითეს რომ სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის მარჯვენა მხრიდან მისაბმელის ბოლოში ორ საბურავს შორის შეძვრნენ მისაბმელის ქვემოთა მხარეს და ავიდნენ მისაბმელის შასზე და შეძვრნენ მის შიდა მხარეს.
ინტერპოლიდან მიღებული წერილის თანახმად 1966 წელს დაბადებული ზ------------–----ი გაემგზავრა თურქეთიდან ართვინი-სარფის ს------------ გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს მიმართულებით 2018 წლის 08 ოქტომბერს.
2018 წლის 14 ოქტომბერს შემოვიდა თურქეთში ართვინი-სარფის ს------------ გამშვები პუნქტის გავლით საქართველოდან.
2018 წლის 22 ოქტომბერს გაემგზავრა თურქეთიდან ართვინი-სარფის ს------------ გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს მიმართულებით.
2018 წლის 24 ოქტომბერს შემოვიდა თურქეთს არდაღანი-პოსოფი-თურკოზუს ს------------ გამშვები პუნქტის გავლით საქართველოდან.
2018 წლის 17 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ზ---–----------------მ წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო ზ------------–----ი, რომლის დახმარებითაც ს------------ გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ყოველგვარი რეგისტრაციის გავლის გარეშე გ---–-----------------მ და ზ---–----------------მ ზ------------–----ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის მისამბელში ჩამალულებმა უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
2018 წლის 18 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ გ---–-----------------მ წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო ზ------------–----ი, რომლის დახმარებითაც უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
2018 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ზ------------–----ს მის დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ.
2019 წლის 04 იანვრის ძებნის გამოცხადების შესახებ დადგენილებით ზ------------–----ის მიმართ გამოცხადდა ძებნა მისი დაკავების მიზნით.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პ-ით დანაშაულს წარმოადგენს-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად ზ------------–----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
პირის ქმედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთად შესაძლოა დაკვალიფიცირდეს, თუ პირი სახელმწიფო საზღვარს გადალახავს სათანადო ნებართვის ან დოკუმენტაციის გარეშე.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და ამ კანონის შესაბამისად. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი ადგენს პირისა და ტრანსპორტის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის და მათი შემოწმების წესს;
ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო, სამდინარო და საჰაერო მიმოსვლა ხდება იმ ს------------ გამტარი პუნქტების მეშვეობით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად. ხოლო მე-14 მუხლი ადგენს, რომ პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადის ს------------ და საბაჟო კონტროლს.
ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, კი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის, ტრანსპორტის, ტვირთის, ცხოველისა და სხვა ქონების გატარება ხდება ს------------ გამტარი პუნქტის მეშვეობით და გულისხმობს პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, სახელმწიფო საზღვარზე ტრანსპორტის გადაადგილების, ცხოველის გადაყვანის, ტვირთისა და სხვა ქონების გადატანის კანონიერების ცნობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოსამსახურეები პირს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაატარებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ტრანსპორტზე, ცხოველზე, ტვირთსა და სხვა ქონებაზე სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.
,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, საპასპორტო კონტროლი არის საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის მიზნით სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროცედურების განხორციელება. ხოლო საზღვრის გადაკვეთა გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ან გასვლას ს------------ გამტარი პუნქტის გავლით;
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები მიუთითებენ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კანონიერად გადაკვეთისათვის პირმა სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაკვეთოს შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სათანადო კონტროლის გავლის შემდეგ, რათა პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მიჩნეულ იქნეს კანონიერად. იმ შემთხვევაში, თუ პირმა დაარღვია საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პროცედურები, მის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უნდა იქნეს მიჩნეული უკანონოდ. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებული ზ------------–----მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოს გადაიყვანა რუსეთის ფედერაციისა და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ზ---–---------------- და გ---–-----ა ნ------- კანონმდებლობის წესების დარღვევით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო სათანადო კონტროლის აუცილებლობის შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ ზ------------–----მა ჩაიდინა, ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები: ზ------------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, რომ მიემალა გამოძიებას და სასამართლოს.
სასჯელის დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვ--–-ობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------------–----ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ------------–----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ასევე გასათვალისწინებელია, ის რომ ბრალდებული ძებნილია შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის მე-29--ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
ერთი ცალი CD დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 29--ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზ------------–----ი( დაბ. 0---------წ) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ზ------------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულის ზ------------–----ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
4. მსჯავრდებული დაკავების შემთხვევაში მოთავსებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
5. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
01 ცალი CD დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვოს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე გია ბერაია