გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/621-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე - ა--- გ-----------ი, ხ--------- გ-----------ი
წარმომადგენელი: ე--------------–--ე
მოპასუხე - ს------ გ-----------ი (დასწრების გარეშე)
მოპასუხე - ა---–-- გ-----------ი
დავის საგანი - მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღა მოეხსნას მოვალის ქონების აღწერისა და დაყადარების შესახებ აქტის საფუძველზე ყადაღადადებული ნივთებს: ,,ს-------ის’’ ფირმის პლაზმური ტელევიზორს, კომპიუტერის კომპლექტს, ,,ს-------ის’’ მონიტორი, პროცესორი, დინამიკები კლავიატურა და მაუსს, ტყვის სამეულს, ,,L-”-ის ფირმის სარეცხის მანქანას, ,,ბ--–-------ის’’ ფირმის პიანინოს.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეების შვილს ს------ გ-----------ს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------ის გადაწყვეტილებით დაეკისრა ალიმენტი. აღნიშნული დავალიანების გამო სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლების მიერ დაყადაღებულ იქნა მოსარჩელეთა კუთვნილი მოძრავი ნივთები: ,,ს-------ის’’ ფირმის პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერის კომპლექტი, ტყავის სამეული, ,,L-”-ის ფირმის სარეცხის მანქანა, ,,ბ--–-------ის’’ ფირმის პიანინო.
ა--- და ხ--------- გ-----------ები 1----–-–---------------დან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და ყველა ის ნივთი რაც არის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებული შეძენილი აქვს თანაცხოვრების პერიოდში. კერძოდ პლაზმური ტელევიზორი შევიძინეს განვადებით 2018 წლის 26 დეკემბერს კ------------ის მეშვეობით, ,,L-” –ის მაღაზიაში. ამავე მაღაზიაში შეიძინეს ,,L-’’ ფირმის სარეცხი მანქანა 7 კგ, ხოლო ტყავის სამეული და პიანინო ბ--–-------ი შევიძინეს ოც წელზე მეტია, ერთერთი პირისაგან რომელიც საქართველოდან მიდიოდა და ჰყიდდა მოძრავ ნივთებს, რადგან წაღება ბევრად ძვირი უჯდებოდა. კომპიუტერის კომპლექტი, ს-------ის მონიტორით, პროცესორი, დინამიკები და კლავიატურა შეძინილი იქნა დაახლოებით ხუთი წლის წინ.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ა---–-- გ-----------მა სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მის ყოფილ მეუღლეს ს------ გ-----------ს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიერ 2----–-–----------------ის სასამართლო გადაწყვეტილებით დაეკისრა ალიმენტის 100 ლარის გადახდა, არასრულწლოვანი შვილის ა--- გ-----------ის სასარგებლოდ. ს------ გ----------- დღემდე არ გადაუხდია სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმართა სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ყოფილი მეუღლის ს------ გ-----------ის მიმართ. ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მხრიდან ა--- გ-----------ის და ხ--------- გ-----------ის საცხოვრებელ მისამართზე არსებული ნივთების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, სარჩელში აღნუსხული დასახელებული დაყადაღებული ნივთები: ტყავის სამეული, პიანინო, ს------ გ-----------ის ოჯახში მისვლის დროს დახვდა, დანარჩენი ნივთები განქორწინების შემდეგ არის შეძენილი და ვის მიერ არ იცის.
2.2. მოპასუხე ს------ გ-----------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეები ა--- გ-----------ი და ხ--------- გ-----------ი არიან მოპასუხე ს------ გ-----------ის მშობლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა განმარტება;
3.1.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------ის გადაწყვეტილებით ს------ გ-----------ს ა---–-- გ-----------ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ალიმენტი, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------ის გადაწყვეტილება;
3.1.3. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–------------–ს ქ.ახალციხე, მ.კ------------------------- დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: ს-------ი ფირმის პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერის კომპლექტი, ს-------ის მონიტორით, პროცესორი, დინამიკები კლავიატურა და მაუსი, ტყავის სამეული, ,,L-”-ის ფირმის სარეცხი მანქანა, პიანინო ბ--–-------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2----–-–------------–ის მოვალის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
3.1.4. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–------------–ს ქ.ახალციხე მ.კ-------------------------, მოძრავი ნივთები დაყადაღებული იქნა მოვალე ს------ გ-----------ის დავალიანების გადახდევინების მიზნით, რომლიც გააჩნია ა---–-- გ-----------ის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–------------–ის მოვალის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. ს------ გ-----------ი 2011 წლიდან ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. სადავო მოძრავი ქონება იმყოფებოდა მოსარჩელე ა--- და ხ--------- გ-----------ების ფაქტობრივ მფლობელობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა განმარტება.
- 2----–-–------------–ის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი;
3.1.7. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გიორგი პარუნაშვილის მიერ 2----–-–------------–ს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, ქ.ახალციხე მ.კ------------------------- დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ ს-------ი ფირმის პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერის კომპლექტი, ს-------ის მონიტორით, პროცესორი, დინამიკები კლავიატურა და მაუსი, ტყავის სამეული, ,,L-”-ის ფირმის სარეცხი მანქანა, პიანინო ბ--–-------ი, წარმოადგენს მოსარჩელეების ა--- და ხ--------- გ-----------ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.12.2018წ. საკრედიტო ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელის არის საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი და დაადასტურა, რომ დაყადაღებული ნივთები არ არის მისი ყოფილი მეუღლის - მოვალის კუთვნილი ქონება, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად,. ,,მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში”. ამავე კანონის 44-ე მუხლის თანახმად, ,,ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის)”.
ზემოაღნიშნული ნორმიდან ირკვევა, რომ იმისათვის რათა მოვალეზე დაკისრებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოხდეს ქონების დაყადაღება შემდგომი რეალიზაციის მიზნით, საჭიროა სახეზე იყოს ორი გარემოება - აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება უნდა ეკუთვნოდეს მოვალეს, ასევე ეს ქონება აღმასრულებელმა უნდა აღწეროს და დააყადაღოს მოვალესთან ანუ მის საცხოვრებელ ადგილზე.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა.
6.3. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
მართალია მესამე პირის ვალდებულებას წარმოადგენს ამტკიცოს, რომ გააჩნია აღსრულების საგანზე უფლება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ყადაღადადებული ნივთები იმყოფება მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში, მის ფაქტობრივ მფლობელობაში და მოსარჩელე სადავოდ ხდის მათ კუთვნილებას, მოვალის მესაკუთრედ ყოფნის მტკიცებულების ტვირთი ეკისრება კრედიტორს (მოპასუხეს).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე“.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე. დადგენილია, რომ სადავო ნივთები აღწერილი და დაყადაღებული იქნა ა--- და ხ--------- გ-----------ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში და ნივთებს ფაქტობრივად ფლობს ა--- და ხ--------- გ-----------ი. ასევე დადგენილია, რომ მოვალე ს------ გ-----------ი 2011 წლიდან აღარ ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც სამოქალაქო კოდექსი 158-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მესაკუთრე ხ--------- გ-----------ის სადავო მოძრავი ნივთები ეკუთვნის ს------ გ-----------ს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც მოხდა სადავო ნივთების დაყადაღება ეკუთვნის ლიანა იველაშვილს. ასევე დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2----–-–------------–ს შედგენილი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, არ ეკუთვნის მოვალეს - ს------ გ-----------ს და მათი ადგილსამყოფელი არ ემთხვევა მოვალის საცხოვრებელ ადგილს. შესაბამისად, მითითებული აქტით ყადაღა დაედო მოძრავ ქონებას, რომელიც არ ეკუთვნოდა მოვალეს და ისინი არ იმყოფებოდნენ მოვალის საცხოვრებელ ადგილზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ახსნა განმარტებით და მოწმეთა ჩვენებით დადგენილია ა--- და ხ--------- გ-----------ის საკუთრების უფლება დაყადაღებულ ნივთებზე. მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ არის ის პირი, რომლმაც შესაძლებელია პასუხი აგოს ს------ გ-----------ის ვალდებულებებზე, ყადაღადადებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა და ამდენად, ამ ნივთების რეალიზაციით მოპასუხის - მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებელია. მოვალე ს------ გ-----------ის ვალდებულების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მისი ქონებიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გიორგი პარუნაშვილის მიერ 2----–-–------------–ს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, ქ.ახალციხე მ.კ------------------------- დაყადაღებული მოძრავი ნივთები არ წარმოადგენს ს------ გ-----------ის საკუთრებას და ისინი უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე ს------ გ-----------ს, მოსარჩელე ა--- და ხ--------- გ-----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა--- გ-----------ის და ხ--------- გ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------–ის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულ შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ,,ს-------ის’’ ფირმის პლაზმური ტელევიზორი, 2. კომპიუტერის კომპლექტი - ს-------ის მონიტორი, პროცესორი, დინამიკები კლავიატურა და მაუსი, 3. ტყავის სამეული, 4. ,,L-”-ის ფირმის სარეცხი მანქანა, 5. პიანინო ბ--–-------ი;
3. მოპასუხე ს------ გ-----------ს მოსარჩელე ა--- და ხ--------- გ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი