განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.01.2019
საქმის ნომერი
010330118900018880
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#010330118900018880

საქმე #სსდ-11-18 25 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი - მ--- გ-----ა

საჩივრის ავტორი _ ს----------–-------------ი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - თ----- ი-–--–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით იმ დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დისციპლინური დევნა აღიძრა ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის მიმართ, რისი საფუძველიც გახდა მოსამართლის მიერ ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვა-–-სწინებულ დისციპლინურ გადაცდომათა ჩადენა - საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევა და მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა ვ------- ყ------ის სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 498-ე და 501-ე მუხლების მოთხოვნათა უხეშ დარღვევაში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მითითებული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის მიერ 2005 წლის 27 აპრილის სხდომაზე სასამართლო გამოძიება გამოცხადდა დამთავრებულად, მოსამართლე გავიდა სათათბირო ოთახში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 2005 წლის 11 მაისის განჩინებით სასამართლო კოლეგიამ მოცემულ საქმეზე განაახლა სასამართლო გამოძიება იმ დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 498-ე მუხლზე მითითებით და იმავე რიცხვით დათარიღებული განჩინებით, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ვ------- ყ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას. აღნიშნული ქმედებით უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 501-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სასამართლო გამოძიების განახლების საფუძველი მხოლოდ დამატებითი სასამართლო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობაა, რათა დადგინდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 498-ე მუხლში მითითებული საკითხები.

მითითებული დარღვევებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მოსამართლე თ----- ი-–--–---–ი მიცემულ იქნა დისციპლინურ პასუხისგებაში ამავე კანონის 2.2. მუხლის `ა~ და `ე~ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომების ჩადენისათვის - საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევისა და საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებისათვის.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის მიმართ აღიძრა კიდევ ერთი დისციპლინური დევნა, რის საფუძველიც გახდა ზემოაღნიშნული კანონის 2.2 მუხლის `ა~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა _ საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 21 მაისის განაჩენით (სხდომას თავმჯდომარეობდა თ----- ი-–--–---–ი) განსასჯელების: ჯ--–--- რ---------–---–ის, ზ---- ქ-–--–-–---–ის, რ---- გ--------–---–ის, ე------ ს------–--ის, ლ---- დ---–--ის, რ----- მ-----–---ის და ა-–- ა-–---ის სისხლის სამართლის საქმეზე უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-60 და 62-ე მუხლების, ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 161-ე და 509-ე მუხლების მოთხოვნები.

სისხლის სამართლის კანონმდებლობით, განაჩენის დადგენისას, მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის ვადის ათვლა იწყება პირის დაკავების ან დაპატიმრების მომენტიდან. მოსამართლე თ. ი-–--–---–მა განაჩენით გ--------–---–ისა და ს------–--ისათვის შეფარდებული სასჯელის ვადის ათვლის თარიღად განსაზღვრა მათ მიერ ჩადენილი წინა დანაშაულისთვის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ბოლო დღე. შედეგად, გამოვიდა, რომ ორ მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიება არ შეფარდებიათ, მიუხედავად ამისა, ისინი საპყრობილეში იმყოფებოდნენ როგორც მსჯავრდებულები. თუმცა რომელი სამართლებრივი საფუძვლით _ გაუგებარია.

ამასთან, სასამართლო კოლეგიის მიერ დარღვეულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 62.3 მუხლის მოთხოვნა მსჯავრდებულების _ გ--------–---–ის, ს------–--ის, რ---------–---–ის, ქ-–--–-–---–ის, მ-----–---ის, ა-–---ისა და დ---–--ის მიმართ. კერძოდ: აღნიშნული პირები მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის 2000 წლის 11 ივლისს #7 საპყრობილიდან ეტაპირებულ იქნენ #5 საპყრობილეში. 2000 წლის 28 ივლისს ისინი ბრალდებულების სახით მიეცნენ პასუხისგებაში, შესაბამისად, შეიცვალა მათი საპროცესო მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, 2003 წლის 21 მაისის განაჩენით მათთვის შეფარდებული სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო არა მათი საპროცესო მდგომარეობის შეცვლის დღიდან, არამედ განაჩენის გამოცხადების მომენტიდან.

მითითებული დარღვევებისთვის მოსამართლე თ----- ი-–--–---–ი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიცემულ იქნა დისციპლინურ პასუხისგებაში `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ კანონის 2.2 მუხლის `ა~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის _ საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევისათვის.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიაში ზემოაღნიშნული დისციპლინური საქმეების გაერთიანებისა და ერთობლივად განხილვის შედეგად 2005 წლის 6 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც სადისციპლინო კოლეგიამ სრულად გაიზიარა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებში გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლე თ----- ი-–--–---–ი ცნობილ იქნა ბრალეულად ზემოაღნიშნული კანონის 2.2 მუხლის `ა~ და `ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომებისათვის, რისთვისაც მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი _ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

მითითებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში გაასაჩივრა მოსამართლე თ----- ი-–--–---–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

სადისციპლინო საბჭომ დადასტურებულად მიიჩნია მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის მიერ გადაცდომების ჩადენის ფაქტები. ამასთან, გაიზიარა სადისციპლინო კოლეგიის მიერ გაკეთებული იურიდიული კვალიფიკაცია, გაითვალისწინა ჩადენილი გადაცდომების სიმძიმე და დამდგარი შედეგი, დაკისრებული დისციპლინური სახდელი მიიჩნია კანონიერად და სამართლიანად, რის გამოც 2005 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

მითითებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში გაასაჩივრა მოსამართლე თ----- ი-–--–---–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს.

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში 2006 წლის 19 აპრილს ამავე სასამართლოს მისაღებიდან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 17 აპრილის #1/1 მომართვის საფუძველზე გადმოგზავნილ იქნა თ----- ი-–--–---–ის დისციპლინური საქმე.

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 62-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, ვინაიდან, დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღარ აკმაყოფილებდა ამავე კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში განსახილველი საჩივარი არ იყო მოყვანილი ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ’’ კანონის 61-ე მუხლთან შესაბამისობაში, რის გამოც, საჩივრის ავტორს დაევალა ზემოაღნიშნული კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, წარმოედგინა დასაბუთებული საჩივარი.

2006 წლის 11 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში ზემოაღნიშნული ხარვეზის შევსების მიზნით თ----- ი-–--–---–ის მიერ წარმოდგენილ იქნა საჩივარი საქართველოს საერთო სასამართლების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება.

საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება იყო უკანონო და უსამართლო, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო აქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ სამართლებრივ პრინციპებს. კერძოდ: _ საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5, მე-8 პუნქტებითა და სსსკ-ის მე-8 მუხლის მე-3, მე-5, მე-7, მე-8 პუნქტებით აღიარებულ პრინციპს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შესახებ; სსსკ-ის მე-19 და 132-ე მუხლებით აღიარებულ პრინციპს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით შეფასების შესახებ; `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ კანონის მე-2 მუხლის შენიშვნისა და 45-ე მუხლით აღიარებულ ბრალეულობის პრინციპს, რომლის თანახმად, კანონის უხეშ დარღვევად არ ჩაითვლებოდა კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად ედო მოსამართლის შინაგანი რწმენა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ განმარტა, რომ ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის დისციპლინურ საქმეში არ მოიპოვებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარისა და წევრების მიერ ხელმოწერილი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ხელმოწერილი გადაწყვეტილების დედანი).

სადისციპლინო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოადგენდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების, `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ კანონის 73-ე მუხლის `ე~ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფუძველს.

მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე თ----- ი-–--–---–ის დისციპლინური საქმის სადისციპლინო კოლეგიაში ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული საქმე გაერთიანდა თ----- ი-–--–---–ის მიმართ მის წარმოებაში არსებულ სხვა დისციპლინურ საქმესთან (დისციპლინური საქმე: ჭ------ დ--–---–---–ის, გ-------– ჟ-–--–---–ისა და ა-–------ ა-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე ჩადენილ გადაცდომათა გამო).

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლე თ----- ი-–--–---–ი გამართლებულ იქნა დისციპლინური ბრალდების ეპიზოდში ჭ. დ--–---–---–ის, გრ. ჟ-–--–---–ისა და ა. ა-----–---–ის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხიმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის `ზ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის _ დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან მისადმი უპატივცემულობა _ ჩადენაში, ხოლო ამავე კანონის 2.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების ჩადენაში ცნობილ იქნა ბრალეულად, ის ასევე, ბრალეულად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული კანონის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაცდომათა ჩადენაში ვ. ყ------ის, რ---------–---–ის, ქ-–--–-–---–ის, გ--------–---–ის, ს------–--ის, დ---–--ის, მ-----–---ისა და ა-–---ის სისხლის სამართლის საქმეთა გამო, რისთვისაც მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი _ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა მოსამართლე თ----- ი-–--–---–მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლე თ----- ი-–--–---–ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება შეიცვალა ნაწილობრივ; მოსამართლე თ----- ი-–--–---–ი გამართლდა `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის _ საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში დარღვევა _ ჩადენისათვის ჯ--–--- რ---------–---–ისა და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დისციპლინური ბრალდების ეპიზოდის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა მსჯავრდებულებისათვის თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვადის ათვლას (რ---- გ--------–---–სა და ე------ ს------–--ესთან დაკავშირებული დისციპლინური ბრალდების ეპიზოდის გარდა); გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების ნაწილში, დარჩა უცვლელად.

თ----- ი-–--–---–მა 2018 წლის 4 დეკემბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

თ----- ი-–--–---–მა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დაადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა საქართველოს მხრიდან. აღნიშნულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მან 2015 წლის 6 ოქტომბერს შეტყობინება გაუგზავნა საქართველოს მთავრობას ევროკონვენციის 6.1 და მე-7 მუხლების, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით დარღვევის თაობაზე. თუმცა საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 15 სექტემბრისა და 2017 წლის 17 იანვრის წერილებით ევროსასამართლოს აცნობა, რომ ის სთავაზობდა ცალმხრივი განაცხადის გაკეთებას მიმართვის შესაბამის ნაწილში, კერძოდ, საქართველოს მთავრობამ ცნო ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა სამოქალაქო მიმართულებით მომჩივნის წინააღმდეგ ჩადენილ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ იტვირთა 5000 ევროს გადახდა მატერიალური და არამატერიალური ზარალის, სასამართლო და არასასამართლო ხარჯების დაფარვისა და ნებისმიერი ბაჟისათვის. მიმართვის დანარჩენ ნაწილებთან დაკავშირებით, კერძოდ, სისხლის სამართლის მიმართულებით ევროკონვენციის მე-7 და 6.1 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საჩივრები შეუსაბამო იყო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით მოყვანილ დებულებებთან. ამდენად, ევროკონვენციის 37.1(c) მუხლის შესაბამისად, განაცხადი ამოღებულ იქნა ევროსასამართლოს საქმეების სიიდან. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 8 ნოემბერს.

განცხადების ავტორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებების გაუქმება და დისციპლინური სამართალწარმოების კანონით დადგენილი ვადების ამოწურვის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით თ----- ი-–--–---–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით ს----------–-------------ი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ი-–--–---–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სადისციპლინო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადისციპლინო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ს----------–-------------ი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ი-–--–---–ის მიმართ 2005 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ რამდენიმე დისციპლინური საქმის აღძვრის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიაში მითითებული დისციპლინური საქმეების გაერთიანებისა და ერთობლივად განხილვის, ასევე იმ დროს მოქმედ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ 2006 წლის 4 აგვისტოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლე თ----- ი-–--–---–ი გამართლებულ იქნა დისციპლინური ბრალდების ეპიზოდში ჭ. დ--–---–---–ის, გრ. ჟ-–--–---–ისა და ა. ა-----–---–ის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხიმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის 2.2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის - დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან მისადმი უპატივცემულობა - ჩადენაში, ხოლო ამავე კანონის 2.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების ჩადენაში ცნობილ იქნა ბრალულად. მოსამართლე ასევე, ბრალეულად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული კანონის 2.2 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაცდომათა ჩადენაში ვ. ყ------ის, რ---------–---–ის, ქ-–--–-–---–ის, გ--------–---–ის, ს------–--ის, დ---–--ის, მ-----–---ისა და ა-–---ის სისხლის სამართლის საქმეთა გამო, რისთვისაც მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა მოსამართლე თ----- ი-–--–---–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს----------–-------------ი სასამართლოს მოსამართლე - თ----- ი-–--–---–ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება შეიცვალა ნაწილობრივ; მოსამართლე თ----- ი-–--–---–ი გამართლდა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის _ საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში დარღვევა - ჩადენისათვის ჯ. რ---------–---–ისა და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დისციპლინური ბრალდების ეპიზოდის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა მსჯავრდებულებისათვის თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვადის ათვლას (რ---- გ--------–---–სა და ე------ ს------–--ესთან დაკავშირებული დისციპლინური ბრალდების ეპიზოდის გარდა); გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების ნაწილში, დარჩა უცვლელად.

საქმის მასალებით, დადგენილია, რომ ს----------–-------------ი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ - თ----- ი-–--–---–მა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დაადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა საქართველოს მხრიდან, რის გამოც საქართველოს მთავრობას დაეკისრა ზიანის ანაზღაურება.

განცხადების ავტორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებების გაუქმება და დისციპლინური სამართალწარმოების კანონით დადგენილი ვადების ამოწურვის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

2019 წლის 25 იანვრის სადისციპლინო პალატის სხდომაზე ს----------–-------------ი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ - თ----- ი-–--–---–მა დააზუსტა მოთხოვნა და სადისციპლინო პალატის მიერ საქმის არსებითი განხილვის შედეგად საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ბრალეული ქმედების არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ თ----- ი-–--–---–მა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმ მოტივით, რომ მის წინააღმდეგ მიმართული დისციპლინური სამართალწარმოება იყო უსამართლო, რადგან მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს აკლდა აუცილებელი მკაფიოობა, სიზუსტე და განჭვრეტადობა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, თავის მხრივ, 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დაადგინა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული ცალმხრივი განაცხადის თანახმად, მთავრობამ ცნო ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა სამოქალაქო მიმართულებით მომჩივნის წინააღმდეგ ჩადენილ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით და მატერიალური თუ არამატერიალური ზიანის, სასამართლო და არასასამართლო ხარჯების, ასევე ნებისმიერი ბაჟისათვის იტვირთა ყოფილი მოსამართლისათვის 5000 ევროს გადახდა.

სადისციპლინო პალატა იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას და ადასტურებს, რომ მოცემული დისციპლინური საქმე, რომელიც განახლდა ევროსასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველზე, არ არის იდენტური სადისციპლინო პალატის მიერ ადრე განხილული საქმეებისა, ვინაიდან წინა საქმეებისგან განსხვავებით, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ აღიარა ევროკონვენციის 6.1 მუხლის (სამართლიანი სასამართლო) დარღვევა, მომჩივანისათვის იტვირთა 5000 ევროს გადახდა. ამასთან, მიუთითა, რომ მომჩივნის დისციპლინური სანქციის სამართლებრივი საფუძველი - „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 2.2. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (კანონის უხეში დარღვევა) 2012 წლის 27 მარტის კანონით გაუქმდა და მომჩივანს 2014 წლის 1 აგვისტოდან მიენიჭა ქვეყნის სხვა სასამართლო პოზიციაზე თავისი კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილება. ამდენად, მომჩივნისთვის ჯერ კიდევ ღია იყო შიდა დონეზე სასამართლო დაცვის დამატებითი საშუალებები, რომელიც მიზნად ისახავდა ყოფილი მოსამართლის უფლებების სრულყოფილ აღდგენას. აქედან გამომდინარე, მთავრობამ თხოვნით მიმართა სასამართლოს კონვენციის 37-ე მუხლის შესაბამისად, ამოეღო საჩივარი განხილვის სიიდან. ევროსასამართლომ თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული აღიარებითი ხასიათის ცალმხრივი განაცხადი, ასევე შეთავაზებული კომპენსაცია შეესაბამებოდა მსგავს საქმეებზე დაკისრებული თანხის ოდენობას, რის გამოც აღარ იყო გამართლებული განაცხადის შესაბამის ნაწილში განხილვის გაგრძელება.

სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოს 04.20.2018წ. #2194 ორგანული კანონით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონი. მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოება მოწესრიგებულ იქნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმებით. ამდენად, დღეს მოქმედი რედაქციით, კერძოდ, მითითებული კანონის 7563 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაუქმდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 4 აგვისტოს გადაწყვეტილება. ამასთან, სადისციპლინო პალატას მართებულად მიაჩნია მოცემული დისციპლინური საქმის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ ხელახლა განხილვა, ვინაიდან კოლეგია პირველი ინსტანციის წესით არსებითად იხილავს დისციპლინურ საქმეებს და ამავდროულად, სწორედ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა გასაჩივრებული სადისციპლინო პალატაში. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ს----------–-------------ი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ი-–--–---–ის დისციპლინური საქმე ხელახლა უნდა განიხილოს მითითებულმა კოლეგიამ, რითაც დაცული იქნება საქმის სასამართლო წარმოების ინსტანციურობის პრინციპი და საჩივრის ავტორს შესაძლებლობა მიეცემა სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლოში, კერძოდ, სადისციპლინო პალატაში.

რაც შეეხება დავის არსებით მხარეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით განიმარტა, რომ სისხლის სამართლის მიმართულებით ევროკონვენციის მე-7 და 6.1 მუხლების დარღვევასთან წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ უარყო განაცხადში მითითებული გარემოებების შეფასება და განაცხადა, რომ აღნიშნული საჩივარი შეუსაბამო იყო მოყვანილ დებულებებსა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან. ევროსასამართლო მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ადრე მიღებული დასკვნების შესაბამისად, განმეორდა და აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში დისციპლინური წარმოებები სისხლის სამართლის მიმართულებით არ განაპირობებდა ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევას, რის გამოც საჩივრის აღნიშნული ნაწილი ამოიღო საკუთარი საქმეების სიიდან.

სადიციპლინო პალატა ასევე მიუთითებს, რომ მოცემული დისციპლინური საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დაშვებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა. ამ შემთხვევაში, ევროპის სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი აღიარებითი ხასიათის განაცხადის შესაბამისად, დისციპლინურ საქმეზე დაადგინა ევროკონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა, რის გამოც თ----- ი-–--–---–ის დისციპლინურ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ თ----- ი-–--–---–ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დავა განსახილველად დაუბრუნდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 7562 მუხლით, 7563 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. უ-------ი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - თ----- ი-–--–---–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას;

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: /მაია ვაჩაძე/

 

მოსამართლეები: /ვასილ როინიშვილი/

 

/ეკატერინე გასიტაშვილი/