გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №82653-2/086-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - ა--------------ე, ს--–-------------ძე
მოპასუხე - შ----------------ე
მოპასუხე - სს ს----------–---------
წარმომადგენელი - ი-----–--------–-ა (დასწრების გარეშე)
დავის საგანი - მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, აქტიდან დაყადაღებული მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ყადაღისაგან გათავისუფლდეს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 14 ივლისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულ შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ,,ორვიკას’’ ფირმის ტელევიზორი; 2. ,,ჰაინენსისი’’ ფირმის მაცივარი; 3. „ელჯის“ ფირმის სარეცხი მანქანა; 4. „ელჯის“ ფირმის კომპიუტერის კომპლექტი; 5. სამეული - დივანი, ორი სავარძლით; 6. მინის პატარა მაგიდა; 7. სმოლენსკოის ფიმრის პიანინო; 8. გალაქსის ფირმის მტვერსასრუტი;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ა--------------ის შვილის და მოსარჩელე ს--–-------------ძის მეუღლის - შ----------------ის მიმართ, სს ს----------–---------ს წინაშე არსებული დავალიანების გადაუხდელობის გამო დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, რის გამოც 2017 წლის 14 ივლისს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა დააყადაღა მოსარჩელეთა კუთვნილიმოძრავი ნივთები.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე შ----------------ემ სარჩელი ცნო.
2.2. მოპასუხე სს ,,ს----------–---------ს’’ წარმომადგენელი ი-----–--------–-ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა წარმოდგენილი განცხადებით სარჩელი ცნო სრულად და ითხოვა საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ა--------------ე არის მოპასუხე შ----------------ის დედა, ხოლო მოსარჩელე ს--–-------------ძე არის მოპასუხე შ----------------ის მეუღლე.
3.1.3. მოვალე შ----------------ეს კრედიტორის სს ,,ს----------–---------ს’’ მიმართ აქვს დავალიანება 9232.92 ლარი.
3.1.4. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს გ----------------–---–ის მიერ 2017 წლის 14 ივლისის აქტით ქ. ა---––---–ი, ე------ს ქ. N---ში დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ,,ორვიკას’’ ფირმის ტელევიზორი; 2. ,,ჰაინენსისი’’ ფირმის მაცივარი; 3. ელჯის ფირმის სარეცხი მანქანა; 4. ელჯის ფირმის კომპიუტერის კომპლექტი; 5. სამეული - დივანი, ორი სავარძლით; 6. მინის პატარა მაგიდა; 7. სმოლენსკოის ფიმრის პიანინო; 8. გალაქსის ფირმის მტვერსასრუტი;
3.1.5. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს გ----------------–---–ის მიერ 2017 წლის 14 ივლისის აქტით ქ. ა---––---–ი, ე------ს ქ. N---ში მოძრავი ნივთები დაყადაღებული იქნა მოვალე შ----------------ის დავალიანების გადახდევინების მიზნით, რომლიც გააჩნია სს ,,ს----------–---------ს’’ მიმართ.
3.1.6. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ----------------–---–ის მიერ 2017 წლის 14 ივლისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთები: ,,ორვიკას’’ ფირმის ტელევიზორი; ,,ჰაინენსისი’’ ფირმის მაცივარი; სამეული - დივანი, ორი სავარძლით; მინის პატარა მაგიდა; სმოლენსკოის ფიმრის პიანინო; გალაქსის ფირმის მტვერსასრუტი წარმოადგენს მოსარჩელე ა--------------ის საკუთრებას, ხოლო ელჯის ფირმის სარეცხი მანქანა და ელჯის ფირმის კომპიუტერის კომპლექტი მოსარჩელე ს--–-------------ძემ მიიღო ჩუქებით და შესაბამისად წარმოადგენს ს--–---- ნ---------- ინდივიდუალურ საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე ა--------------ის და ს--–-------------ძის ახსნა-განმარტება.
- მოპასუხე შ----------------ის ახსნა განმარტება.
- 01.05.2012წ. საკრედიტო ხელშეკრულება;
- ხელშეკრულება N--------------;
- 19.07.2016წ. ნასყიდობის გადახდის განვადების ხელშეკრულება;
- 2017 წლის 14 ივლისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს ფაქტობრივი გარემოებების სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელის არის საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 151-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი სრულად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში”. ამავე კანონის 44-ე მუხლის თანახმად, ,,ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის)”.
ზემოაღნიშნული ნორმიდან ირკვევა, რომ იმისათვის რათა მოვალეზე დაკისრებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოხდეს ქონების დაყადაღება შემდგომი რეალიზაციის მიზნით, საჭიროა სახეზე იყოს ორი გარემოება - აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება უნდა ეკუთვნოდეს მოვალეს, ასევე ეს ქონება აღმასრულებელმა უნდა აღწეროს და დააყადაღოს მოვალესთან ანუ მის საცხოვრებელ ადგილზე.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა.
მოსარჩელეები ა--------------ე და ს--–-------------ძე უთითებენ, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ----------------–---–ის მიერ 2017 წლის 14 ივლისის აქტით აღწერილი და დაყადაღებული ნივთები ეკუთვნით ა--------------ეს და ს--–-------------ძეს.
6.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
მესამე პირის, მოცემულ შემთხვევაში - ა--------------ის და ს--–-------------ძის ვალდებულებას წარმოადგენს ამტკიცონ, რომ გააჩნიათ აღსრულების საგანზე უფლება. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელეებისადმი კუთვნილების ფაქტი, უფრო მეტიც მოპასუხეებმა სრულად ცნეს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის ,,ბ'' ქ/პუნქტის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
ზემაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე შ--------------ის მეუღლის ს--–-------------ძის ნივთები, რომლებიც მან მიიღო ჩუქებით დედისგან, წარმოადგენს ს--–-------------ძის საკუთრებას, შესაბამისად აღნიშნული ნივთები ვერ ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად.
მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2017 წლის 14 ივლისის შედგენილი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, არ ეკუთვნის მოვალეს - შ----------------ე. შესაბამისად, მითითებული აქტით ყადაღა დაედო მოძრავ ქონებას, რომელიც არ ეკუთვნოდა მოვალეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარე არ არის ის პირი, რომლმაც შესაძლებელია პასუხი აგოს შ----------------ის ვალდებულებებზე, ყადაღადადებული ნივთები მოსარჩელეების საკუთრებაა და ამდენად, ამ ნივთების რეალიზაციით მოპასუხის - მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებელია. მოვალე შ----------------ის ვალდებულების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მისი ქონებიდან. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით რომ მოპასუხე მხარემ მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა--------------ის და ს--–-------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 14 ივლისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულ შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ,,ორვიკას’’ ფირმის ტელევიზორი; 2. ,,ჰაინენსისი’’ ფირმის მაცივარი; 3. ელჯის ფირმის სარეცხი მანქანა; 4. ელჯის ფირმის კომპიუტერის კომპლექტი; 5. სამეული - დივანი, ორი სავარძლით; 6. მინის პატარა მაგიდა; 7. სმოლენსკოის ფიმრის პიანინო; 8. გალაქსის ფირმის მტვერსასრუტი;
3. მოსარჩელეებს ა--------------ეს და ს--–-------------ძეს დაუბრუნდეთ 28.12.2017წ. ა--------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი