გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.04.2019
საქმის ნომერი
120210119002845761
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2845761-2/065-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

02 აპრილი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

ახ--––---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე -გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

მოსარჩელე - ლი-----------ძე

წარმომადგენელი: ლა------–--–----ე

მოპასუხე - თე---------------–ი

მოპასუხე - სს ,,სა---------–-------კი’’

მესამე პირი- აღსრულების ეროვნული ბიურო, სა-–------------ის სააღსრულებლო ბიურო.

წარმომადგენელი - მა-–-----–----–---–ი

 

დავის საგანი - ნივთების ყადაღისაგან ამორიცხვა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 22 თებერვალს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული შემდეგი მოძრავი ნივთები:

- ტელევიზორი „JVC“-ის ფირმის 1 ც.

- ტელევიზორის მაგიდა 1 ცალი.

- სარეცხის მანქანა „LG“-ის ფირმის.

- მაცივარი ერთკარიანი 1 ცალი.

- სამზარეულოს კედელი რვა ნაჭრად 1 ცალი.

- სამეული ნაჭრის (დივანი ორი სავარძლით) 1ცალი.

- კომპიუტერის მაგიდა სამი უჯრით 1 ცალი.

- კომპიუტერის პროცესორი „SP“-ის ფირმის 1 ცალი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ახ--––---ს რაიონის სოფელ ურ----––- მდებარე საცხოვრებელი სახლი, წარმოადგენს ლი-----------ძის და მისი მეუღლის ვა-–--------------ძის თანასაკუთრებას და მასში განთავსებული ავეჯი:

სამზარეულოს კედელი ღირებულებით 270 ლარი და სამეული ნაჭრის (დივანი ორი სავარძლით) ღირებულებით 120 ლარი, ლი-----------ძის დანაზოგით არის შეძენილი 2011 წელს, კერძოდ: სამზარეულოს კედელი 700 ლარად შეიძინა ქ.ახ--––---–ი ემბავუდის მაღაზიაში, ხოლო ნაჭრის სამეული 250 ლარად ასევე ქ.ახ--––---–ი და წარმოადგენს ლი-----------ძის საკუთრებას.

ტელევიზორი ,,JVC’’ ფირმის 1ც, ღირებულებით 70 ლარი და ტელევიზორის მაგიდა 1 ცალი ღირებულებით 80 ლარი შეიძინა 2007 წელს ქ. ახ--––---–ი, ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიაში ტელევიზორი 450 ლარად, ხოლო მაგიდა 120 ლარად, სარეცხი მანქანა ,,ლჯ’’ ფირმის 1ც, ღირებულებით 350 ლარი, ლი-----------ძემ შეიძინა განვადებით შპს ,,დაგი-ის მაღაზიაში 998,00 ლარად, მაცივარი სსრკ-ს დროინდელი 1ც ღირებულებით 120 ლარი და კომპიუტერის პროცესორი ღირებულებით 150 ლარი შეიძინა 2009 წელს ქ. ახ--––---–ი, კერძო მაღაზიაში. მაგიდაში გადაიხადა 250 ლარი, ხოლო პროცესორში 1080 ლარი, ყველა ზემოთ აღნიშნული ნივთი შეძენილია ლი-----------ძის სახსრებით და წარმოადგენს მის საკუთრებას.

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ლი-----------ძე არის მოპასუხე თე---------------–ის დედამთილი.

3.1.2. მოვალე თე---------------–ს სს „სა---------–-------კის“ მიმართ აქვს დავალიანება 12473.75 ლარი.

3.1.3. სა-–------------ის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 22 თებერვალს ახ--––---ს რაიონი, სოფელ ურ----––- დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: - ტელევიზორი „JVC“-ის ფირმის 1 ც. ტელევიზორის მაგიდა 1 ცალი. სარეცხის მანქანა „LG“-ის ფირმის. მაცივარი ერთკარიანი 1 ცალი. სამზარეულოს კედელი რვა ნაჭრად 1 ცალი. სამეული ნაჭრის (დივანი ორი სავარძლით) 1ცალი. კომპიუტერის მაგიდა სამი უჯრით 1 ცალი. კომპიუტერის პროცესორი „SP“-ის ფირმის 1 ცალი.

 

3.1.4. სა-–------------ის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 22 თებერვალს ახ--––---ს რაიონი, სოფელ ურ----––-, მოძრავი ნივთები დაყადაღებული იქნა მოვალე თე---------------–ის დავალიანების გადახდევინების მიზნით, რომლიც გააჩნია სს „სა---------–-------კის“ მიმართ.

3.1.5. სადავო მოძრავი ქონება იმყოფებოდა მოსარჩელე ლი-----------ძის ფაქტობრივ მფლობელობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი.

- მოსარჩელე ლი-----------ძის ახსნა განმარტება.

- 2018 წლის 22 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.

 

საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ თე---------------–ი გახლავთ მოსარჩელე ლი-----------ძის რძალი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გო-- და გი-----------------ბმა დაადასტურეს, რომ დაყადაღებული ნივთები შეძენილია ლი-----------ძის მიერ და მის რძალს თე---------------–ს მონაწილეობა არ მიუღია სადავო ნივთების შეძენაში. თე---------------–ი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქ. თბ--–--–ი.

 

სასამართლომ შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 22 თებერვალს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, რომელთა ამორიცხვაასაც ითხოვს მოსარჩელე, არ წარმოადგენს თე---------------–ის საკუთრებას. ლი-----------ძის საოჯახო მეურნეობის განვითარებაში მას წვლილი არ მიუძღვის, რაც იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ახ--––---ს რაიონი, სოფელ ურ----––- მდებარე სახლში არსებული მოძრავი ქონება ეკუთვნის მოსარჩელე ლი-----------ძეს. აღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია მათი რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფილი იქნეს თე---------------–ის ფულადი ვალდებულება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს ჩამოუყალიბდა რწმენა, რომ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები, მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი არის საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად,. ,,მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში”. ამავე კანონის 44-ე მუხლის თანახმად, ,,ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის)”.

 

ზემოაღნიშნული ნორმიდან ირკვევა, რომ იმისათვის რათა მოვალეზე დაკისრებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოხდეს ქონების დაყადაღება შემდგომი რეალიზაციის მიზნით, საჭიროა სახეზე იყოს ორი გარემოება - აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება უნდა ეკუთვნოდეს მოვალეს, ასევე ეს ქონება აღმასრულებელმა უნდა აღწეროს და დააყადაღოს მოვალესთან ანუ მის საცხოვრებელ ადგილზე.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა.

 

6.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.

 

მართალია მესამე პირის ვალდებულებას წარმოადგენს ამტკიცოს, რომ გააჩნია აღსრულების საგანზე უფლება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ყადაღადადებული ნივთები იმყოფება მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში, მის ფაქტობრივ მფლობელობაში და მოსარჩელე სადავოდ ხდის მათ კუთვნილებას, მოვალის მესაკუთრედ ყოფნის მტკიცებულების ტვირთი ეკისრება კრედიტორს (მოპასუხეს).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე“.

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე. დადგენილია, რომ სადავო ნივთები აღწერილი და დაყადაღებული იქნა ლი-----------ძის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში და ნივთებს ფაქტობრივად ფლობს ლი-----------ძე. ასევე დადგენილია რომ მოვალე თე---------------–ი აღარ ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც სამოქალაქო კოდექსი 158-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მესაკუთრე ლი-----------ძის სადავო მოძრავი ნივთები ეკუთვნის თე---------------–ს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც მოხდა სადავო ნივთების დაყადაღება ეკუთვნის ლი-----------ძეს. ასევე დადგენილია, რომ სა-–------------ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2018 წლის 22 თებერვალს შედგენილი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, არ ეკუთვნის მოვალეს - თე---------------–ს და მათი ადგილსამყოფელი არ ემთხვევა მოვალის საცხოვრებელ ადგილს. შესაბამისად, მითითებული აქტით ყადაღა დაედო მოძრავ ქონებას, რომელიც არ ეკუთვნოდა მოვალეს და ისინი არ იმყოფებოდნენ მოვალის საცხოვრებელ ადგილზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებით და მოწმეთა ჩვენებით დადგენილია ლი-----------ძის საკუთრების უფლება დაყადაღებულ ნივთებზე. მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ არის ის პირი, რომლმაც შესაძლებელია პასუხი აგოს თე---------------–ის ვალდებულებებზე, ყადაღადადებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა და ამდენად, ამ ნივთების რეალიზაციით მოპასუხის - მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებელია. მოვალე თე---------------–ი ვალდებულების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მისი ქონებიდან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სა-–------------ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გი---------------–---–ის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, ახ--––---ს რაიონი, სოფელ ურ----––- დაყადაღებული მოძრავი ნივთები კერძოდ ტელევიზორი „JVC“-ის ფირმის 1 ც. ტელევიზორის მაგიდა 1 ცალი, სარეცხის მანქანა „LG“-ის ფირმის, მაცივარი ერთკარიანი 1 ცალი, სამზარეულოს კედელი რვა ნაჭრად 1 ცალი, სამეული ნაჭრის (დივანი ორი სავარძლით) 1ცალი, კომპიუტერის მაგიდა სამი უჯრით 1 ცალი, კომპიუტერის პროცესორი „SP“-ის ფირმის 1 ცალი არ წარმოადგენს თე---------------–ის საკუთრებას და ისინი უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სარჩელი სცნო საქმის მომზადების ეტაპზე, რის გამოც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ახ--––---ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის #2845761-065-19წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სააღსრულებო წარმოება და სა-–------------ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის მიერ 2018 წლის 22 თებერვლის აქტში მითითებული მოძრავი ქონების რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს ახ--––---ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ლი-----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სა-–------------ის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 22 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულ შემდეგი მოძრავი ნივთები:

- ტელევიზორი „JVC“-ის ფირმის 1 ც.

- ტელევიზორის მაგიდა 1 ცალი.

- სარეცხის მანქანა „LG“-ის ფირმის.

- მაცივარი ერთკარიანი 1 ცალი.

- სამზარეულოს კედელი რვა ნაჭრად 1 ცალი.

- სამეული ნაჭრის (დივანი ორი სავარძლით) 1ცალი.

- კომპიუტერის მაგიდა სამი უჯრით 1 ცალი.

- კომპიუტერის პროცესორი „SP“-ის ფირმის 1 ცალი.

3. მოსარჩელე ლი-----------ძეს დაუბრუნდეს ლა------–--–----ის მიერ 12.02.2019წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახ--––---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახ--––---ს რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე