გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/625-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.02.2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელე - ც-–---- ჯ-------ე
მოპასუხეები - 1. მ--- ბ--------ე
წარმომადგენელი - ნ-----–---- კ------
2. თ-----ი კ--------
წარმომადგენელი - ი---- ა------------ე
დავის საგანი: მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 განთავისუფლებულ იქნეს ყადაღისაგან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებელ ირაკლი გორგაძის მიერ, 2017 წლის 02 მარტს შედგენილი აქტით აღწერილი და დაყადაღებული ქონება, კერძოდ, მოძრავი ნივთები: 1. ჭაღი, 6 ნათურიანი- ერთი ცალი; 2. ჭაღი 5 ნათურიანი- ერთი ცალი; 3. ჭაღი, 3 ნათურიანი, ,,ლატუნის’’ დეტალებით - ერთი ცალი; 4. ჭაღი 9 ნათურიანი- ერთი ცალი; 10. მაცივარი „ჰიტაჩი“, ვერცხლისფერი- ერთი ცალი; 11. გაზქურა „ზიმფერი“, ვერცხლის ფერი- ერთი ცალი; 12. სამზარეულო (გარნიტური) ყავისფერი- ერთი ცალი.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე ც-–---- ჯ-------ე მიუთითებს, რომ მისი ძმა, თ----- კ--------, ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე მ--- ბ--------ესთან, განქორწინების შემდეგ მ--- ბ--------ეს მიეკუთვნა ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთა დიდი ნაწილი უკვე წაღებული აქვს. მ--- ბ--------ეს, როგორც კრედიტორს, გააჩნია საალიმენტო მოთხოვნა თ----- კ--------ს მიმართ, რომლის დასაკმაყოფილებლადაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებულ იქნა შემდეგი ნივთები: 1) ჭაღი 6 ნათურიანი -1 ცალი; 2) ჭაღი 5 ნათურიანი- 1 ცალი; 3) ჭაღი 3 ნათურიანი, ლატუნის დეტალით - 1 ცალი 4) ჭაღი 9 ნათურიანი - 1 ცალი; 5) ყავის სერვისი 6 პერსონაზე, ოქროსფერი გულით, დაზიანებული - 1 ცალი; 6) ყავის სერვისი , 6 პერსონაზე ლურჯ-თეთრი, ოქროსფერი ყვავილებით - 1 ცალი; 7) ყავის სერვისი, 6 პერსონაზე ლურჯ-თეთრი ფერის , კობალტის - 1 ცალი; 8) სანაყინე , 6 პერსონაზე, ლურ-ოქროსფერი ლანგრით - 1 ცალი; 9) შამპანურის ბოკალი (ფუჟერი), 6 პერსონაზე, წითელი ფერის - 1 ცალი; 10) მაცივარი „ჰიტაჩი“ ვერცხლისფერი - 1 ცალი; 11) გაზქურა „ზიმფერი“ ვერცხლისფერი - 1 ცალი; 12) სამზარეულო კედელი (გარნიტური) ყავისფერი, 1 ცალი;
მოსარჩელის განმარტებით, 1) ჭაღი 6 ნათურიანი -1 ცალი; 2) ჭაღი 5 ნათურიანი- 1 ცალი; 3) ჭაღი 3 ნათურიანი, ლატუნის დეტალით - 1 ცალი 4) ჭაღი 9 ნათურიანი - 1 ცალი შეძენილია 1970-80-იან წლებში, მისი მშობლების მიერ, მისთვის როგორც ქალიშვილისთვის - საჩუქრად თ----- კ--------სა და მ--- ბ--------ის დაქორწინებამდე. დაყადაღებული ნივთებიდან 10) მაცივარი „ჰიტაჩი“ ვერცხლისფერი - 1 ცალი; 11) გაზქურა „ზიმფერი“ ვერცხლისფერი - 1 ცალი; 12) სამზარეულო კედელი (გარნიტური) ყავისფერი, 1 ცალი - კი ც-–---- ჯ-------ეს შეძენილი აქვს წლების წინ და წარმოადგენს მის პირად საკუთრებას.
რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს, კერძოდ: 5) ყავის სერვისი 6 პერსონაზე, ოქროსფერი გულით, დაზიანებული - 1 ცალი; 6) ყავის სერვისი , 6 პერსონაზე ლურჯ-თეთრი, ოქროსფერი ყვავილებით - 1 ცალი; 7) ყავის სერვისი, 6 პერსონაზე ლურჯ-თეთრი ფერის , კობალტის - 1 ცალი; 8) სანაყინე , 6 პერსონაზე, ლურ-ოქროსფერი ლანგრით - 1 ცალი; 9) შამპანურის ბოკალი (ფუჟერი), 6 პერსონაზე, წითელი ფერის - 1 ცალი წარმოადგენს ახლობლების მიერ ოჯახისთვის ნაჩუქარ ნივთებს, მათი ზუსტი წარმომავლობის მტკიცება მოსარჩელეს არ შეუძლია და თანახმაა გადაეცეს მოპასუხე მ--- ბ--------ეს.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-196-ე მუხლები და „აღსრულების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე და 192-ე მუხლები.
სარჩელთან ერთად მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა 02.03.2017წ.- აღწერა-დაყადაღების აქტში ჩამოთვლილი ზ/აღნიშნული მოძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, გ. ტ----ის ქ. №--- რეალიზაციის შეჩერების შესახებ (იძულებითი სააღსრულებო წარმოება A---------012/003 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე №2/2087-15 საქმეზე) საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განჩინებით ც-–---- ჯ-------ის განცხადება დაკმაყოფილდა. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სააღსრულებო საქმეზე ყადაღადადებული მოძრავი ნივთების რეალიზაცია.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა მოთხოვნას და განაცხადა, რომ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების ნაწილი არის მისი საკუთრება, განლაგებულია მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და მოვალე თ----- კ--------ს და მ--- ბ--------ეს მათთან არანაირი შეხება არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი (ს/ფ -2-16),-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ--- ბ--------ის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე დაეთანხმა მის წარმომადგენელს, რომელმაც სარჩელი არ ცნო, არ დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. არ სცნო სარჩელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ თ----- კ-------- რეგისტრირებულია იმ მისამართზე, სადაც მოხდა ქონების აღწერა-დაყადაღება. მას სწორედ მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე გააჩნია ის ნივთები, რომლებიც დაყადაღებულია. რაც შეეხება მაცივარი „ჰიტაჩი“ ვერცხლისფერი, გაზქურა „ზიმფერი“ ვერცხლისფერი და სამზარეულო კედელი (გარნიტური) ყავისფერი მეუღლეთა ქორწინების პერიოდში იქნა შეძენილი და მოპასუხე თ----- კ--------ს სახელზე დარჩა გაყოფისას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის განმარტება;
- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება;
2.2. მოპასუხე თ----- კ--------ს მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 02 მარტის აქტით დაყადაღებულ იქნა ქ. ქუთაისში, გ. ტ----ის ქ. №---ში, განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ჭაღი 6 ნათურიანი -1 ცალი; 2. ჭაღი 5 ნათურიანი - 1 ცალი; 3. ჭაღი 3 ნათურიანი, ლატუნის დეტალით - 1 ცალი 4. ჭაღი 9 ნათურიანი - 1 ცალი; 5. ყავის სერვისი 6 პერსონაზე, ოქროსფერი გულით, დაზიანებული - 1 ცალი; 6. ყავის სერვისი , 6 პერსონაზე ლურჯ-თეთრი, ოქროსფერი ყვავილებით - 1 ცალი; 7. ყავის სერვისი, 6 პერსონაზე ლურჯ-თეთრი ფერის , კობალტის - 1 ცალი; 8. სანაყინე , 6 პერსონაზე, ლურ-ოქროსფერი ლანგრით - 1 ცალი; 9. შამპანურის ბოკალი (ფუჟერი), 6 პერსონაზე, წითელი ფერის - 1 ცალი; 10. მაცივარი „ჰიტაჩი“ ვერცხლისფერი - 1 ცალი; 11. გაზქურა „ზიმფერი“ ვერცხლისფერი - 1 ცალი; 12. სამზარეულო კედელი (გარნიტური) ყავისფერი, 1 ცალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი ( ს/ ფ 2-16),-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი),-ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი ( ს/ფ 17-18);
3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ, ქუთაისი, გ. ტ----ის ქ. №-- (ყოფილი წ---–-----ის ქ. №--), მესაკუთრეა ც-–---- ჯ-------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს /ფ -2-16),- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს/ფ -34)
3.1.3. შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის’’ მიერ 2017 წლის 06 მარტს გაცემული #01/39 ცნობის თანახმად, ქ, ქუთაისი, გ. ტ----ის ქ. №---ში მდებარე შესაფასებლად წარდგენილი ნივთები შეფასებულია 1830 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-აუდიტის დასკვნა (ს/ფ -23-24)
3.1.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 27.01.2017 წ. №17/107/გ გადაწყვეტილების თანახმად, თ----- კ-------- მოხსნილია რეგისტრაციიდან შემდეგი მისამართიდან: ქ, ქუთაისი, გ. ტ----ის ქ. №-- (ყოფილი წ---–-----ის ქ. №--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილება (ს/ფ -26-27)
3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 17 მარტს გაცემული ცნობის # A---------012/003-ის მიხედვით, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე # A--------, რომლის თანახმადაც კრედიტორს წარმოადგენს მ--- ბ--------ე (პ/ნ 5----------), ხოლო თ-----ი კ-------- (პ/ნ 6----------), აღნიშნული წარმოების ფარგლებში, დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი გამოცხადებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობა (ს/ფ -22)
3.1.6. თ----- კ-------- არის მოსარჩელის ძმა, რომელიც უკვე აღარ ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად, რადგან 27.01.2017 წ. ამოეწერა შემდეგი მისამართიდან ქ, ქუთაისი, გ. ტ----ის ქ. №-- (ყოფილი წ---–-----ის ქ. №--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება,- მოწმის ჩვენება,- ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილება (ს/ფ -25-27)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოწმე ფ------ მ--------–---–ის ჩვენების მიხედვით, - არის ც-–---- ჯ-------ის მეზობელი. მოსარჩელე დიდი ხანია ცხოვრობს ამ მისამართზე. სახლში არსებული ნივთებიც შეძენილია ც-–---- ჯ-------ის და მისი მშობლების მიერ. კერძოდ, 4 ცალი ჭაღი შეძენილია შვილების სტუდენტობის პერიოდში და აჩუქეს ც-–----ს სხვა ნივთებთან ერთად. ხოლო მაცივარი, გაზქურა და სამზარეულო კედელი (გარნიტური) შეიძინა ც-–---- ჯ-------ემ პირადად.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენებით დასტურდება დაყადაღებული სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი, მისი ჩვენების მიხედვით თ----- კ--------ს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მათ შეძენაში და 3 წელია აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.
3.2.3. საქმის მასალებით, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 02 მარტის აქტით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელე ც-–---- ჯ-------ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ, ქუთაისი, გ. ტ----ის ქ. №-- (ყოფილი წ---–-----ის ქ. №--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი ( ს/ ფ -2-16),-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ -34-35),-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი),-მოწმის ჩვენება (სხდომის ოქმი)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავის განხილვისას, გასათვალისწინებელია როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტები, კერძოდ, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მხარეზეა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით გამოიკვეთა, რომ მოვალეს არ შეუძენია დაყადაღებული ქონება, ამიტომ დაუშვებელია კვლავ მოსარჩელის მხარეზე დარჩეს მტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელის არაუფლებამოსილება აღნიშნულ ნივთებზე და ამ ნივთების მოვალისადმი კუთვნილების ფაქტი. ასეთი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ისინი როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც დაყადაღებული მოძრავი ნივთები არა მოვალის, არამედ მოსარჩელის, ც-–---- ჯ-------ის საკუთრებად უნდა ჩაითვალოს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 02 მარტის აქტით დაყადაღებული და ქ, ქუთაისი, გ. ტ----ის ქ. №---ში განთავსებული მოძრავი ნივთების ნაწილი, კერძოდ, 1. ჭაღი, 6 ნათურიანი- ერთი ცალი; 2. ჭაღი 5 ნათურიანი- ერთი ცალი; 3. ჭაღი, 3 ნათურიანი, ლატუნის დეტალებით - ერთი ცალი; 4. ჭაღი 9 ნათურიანი- ერთი ცალი; 10. მაცივარი „ჰიტაჩი“, ვერცხლისფერი- ერთი ცალი; 11. გაზქურა „ზიმფერი“, ვერცხლის ფერი- ერთი ცალი; 12. სამზარეულო (გარნიტური) ყავისფერი- ერთი ცალი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და შესაბამისად, ც-–---- ჯ-------ის სასარჩელო მოთხოვნა უძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლები, 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო, განსახილველი საქმის დავის არსიდან გამომდინარე, თვლის, რომ მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია: ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, რომ ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მფლობელი მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, ე.ი. ის დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.
ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია ც-–---- ჯ-------ის საკუთრებად, შესაბამისად ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი არის მოსარჩელე. ამდენად, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფცია, რაც ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
სასამართლოს ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ .სუსგ 2013 წლის 10 ივლის საქმე#ას-26-24-2013 ; სუსგ 2012 წლის 25 ივნისი, საქმე #ას-262-253-2012; სუსგ 2012 წლის 4 ივნისი, საქმე #ას-1777-1755-2011; სუსგ 2013 წლის 1 ივლისი, საქმე #ას-204-197-2013).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის სასარგებლოდ ცალკეული ნივთების დაყადაღებით, მოსარჩელეს წაერთვა თავისი საკუთრების (მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების) ფლობისა და სარგებლობის უფლება. შესაბამისად, დაყადაღებული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების გამო მის მიერ გაღებული ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული თანხის, 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გაღებული თანხის, 50 ლარის გადახდა სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს: თ----- კ--------ს და მ--- ბ--------ეს, ხოლო ზედმეტად გადახდილი 50 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. იმის გათვალისწინებით, რომ ც-–---- ჯ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 17 მარტს მიღებული, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ც-–---- ჯ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 02 მარტს შედგენილი აქტით აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი დასახელების მოძრავი ნივთები: 1. ჭაღი, 6 ნათურიანი - 1 ცალი; 2. ჭაღი 5 ნათურიანი, ერთი ცალი; 3. ჭაღი 3 ნათურიანი, ,,ლატუნის’’ დეტალებით - 1 ცალი; 4. ჭაღი 9 ნათურიანი -1 ცალი; მაცივარი ,,ჰიტაჩი’’, ვერცხლისფერი -1 ცალი; 5. გაზქურა ,,ზიმფერი’’, ვერცხლისფერი - 1 ცალი; 6. სამზარეულო კედელი (გარნიტური) ყავისფერი -1 ცალი;
3. მოსარჩელე ც-–---- ჯ-------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გაღებული თანხის, 50 ლარის ანაზღაურება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დაეკისროს სოლიდარულად მოპასუხეებს - მ--- ბ--------ეს და თ-----ი კ--------ს;
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, დარჩეს უცვლელი წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან: სს ბანკი ,,რესპუბლიკა’’, გადამხდელი-ც-–---- ჯ-------ე, პ/ნ 6----------, გადახდის თარიღი: 06/03/2017, საგადახდო დავალება #2, ანგარიში: სახელმწიფო ხაზინა #3--------;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე