განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 060210117002072894
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1313-2017 15 მაისი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - დ----- ბ----–--ე, ლ---- ლ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ო---- ბ----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- მ----
წარმომადგენელი - გ-------–----------ე
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ----- ბ----–--ის, ლ---- ლ-------ის და ნ----- შ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ყადაღისაგან გათავისუფლდა იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 25 აგვისტოს აქტით აღწერილი და დაყადაღებული ნ----- შ------–--ის შემდეგი ნივთები: ე.წ ზალის კედელი ყავისფერი ე.წ დსპ მასალით - 1 ცალი, მაგიდა ოვალური ყავისფერი – 1 ცალი, სამეული რბილი ზედაპირით შავი და ნაცრისფერი ზედაპირით (დივანი და ორი სავარძელი) - 1 ცალი. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 25 აგვისტოს აქტით აღწერილი და დაყადაღებული დ----- ბ----–--ის შემდეგი ნივთები ტელევიზორი ძველი მოდელი საშუალო ზომის შავი ნაცრისფერი სქელი კანტით LG - 1 ცალი, სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით მწვანე (დივანი და ორი სავარძელი) -1 ცალი, დივანი მწვანე ნაჭრის ზედაპირით -1 ცალი. ყადაღისაგან გათავისუფლდა იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 25 აგვისტოს აქტით აღწერილი და დაყადაღებული დ----- ბ----–--ის და ლ---- ლ-------ის საერთო საკუთრებაში არსებული მაცივარი ორკამერიანი ნაცრისფერი TOSHIBA - 1 ცალი. უარი ეთქვათ მოსარჩელეებს დაყადაღებული ნივთების პერსონალური კომპიუტერი (მონიტორი შავი LG, პროცესორი ZOTAC შავი, კლავიატურა, ე.წ მაუსი დინამიკი 2ც და გაზის გამათბობელი Модуль М (მოდული M) თეთრი ფერის - 1 ცალის ყადაღისაგან გათავისუფლებაზე. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 25 აგვისტოს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელეების დ----- ბ----–--ის, ლ---- ლ-------ის, ასევე მოპასუხე ო---- ბ----–--ის საცხოვრებელ ადგილას, მისამართზე: ვანის რ-ნი, სოფ. შ---------. 2.2 2012 წლის 12 იანვარს დ----- ბ----–--ესა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება საქონლის შეძენის მიზნით, რომლითაც დ----- ბ----–--ემ შპს „უნიკომი“-სგან შეიძინა პერსონალური კომპიუტერი ASUS P 861 H. 2.3 2016 წლის 30 ნოემბერს ლ---- ლ-------ესა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება საქონლის შეძენის მიზნით, რომლითაც ლ---- ლ-------ემ შპს „ნოვატელ +“-გან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად შეიძინა გაზის გამათბობელი AOG15. 2.4. იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 25 აგვისტოს აქტით აღწერილი და დაყადაღებული იქნა შემდეგი ნივთები: 1) ტელევიზორი ძველი მოდელი საშუალო ზომის შავი ნაცრისფერი სქელი კანტით LG - 1 ცალი, 2) პერსონალური კომპიუტერი (მონიტორი შავი LG, პროცესორი ZOTAC შავი, კლავიატურა, ე.წ მაუსი დინამიკი 2ც 3) გაზის გამათბობელი Модуль М (მოდული M) თეთრი ფერის - 1 ცალი, 4. მაცივარი ორკამერიანი ნაცრისფერი TOSHIBA - 1 ცალი, 5) სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით მწვანე (დივანი და ორი სავარძელი) -1 ცალი, 6) დივანი მწვანე ნაჭრის ზედაპირით -1 ცალი, 7) ე.წ ზალის კედელი ყავისფერი ე.წ დსპ მასალით - 1 ცალი, 8)მაგიდა ოვალური ყავისფერი – 1 ცალი, 9) სამეული რბილი ზედაპირით შავი და ნაცრისფერი ზედაპირით (დივანი და ორი სავარძელი) - 1 ცალი. 2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნივთები ე.წ ზალის კედელი ყავისფერი ე.წ დსპ მასალით - 1 ცალი, მაგიდა ოვალური ყავისფერი – 1 ცალი, სამეული რბილი ზედაპირით შავი და ნაცრისფერი ზედაპირით (დივანი და ორი სავარძელი) - 1 ცალი წარმოადგენდა ნ----- შ------–--ის საკუთრებას. 2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონება მაცივარი ორკამერიანი ნაცრისფერი TOSHIBA - 1 ცალი, წარმოადგენდა დ----- ბ----–--ის და ლ---- ლ-------ის მიერ შეძენილ საერთო ქონებას. 2.7 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონება ტელევიზორი ძველი მოდელი საშუალო ზომის შავი ნაცრისფერი სქელი კანტით LG - 1 ცალი, სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით მწვანე (დივანი და ორი სავარძელი) -1 ცალი, დივანი მწვანე ნაჭრის ზედაპირით -1 ცალი წარმოადგენდა დ----- ბ----–--ის ინდივიდუალურ საკუთრებას, რადგან დასახელებული ნივთები მან მიიღო მშობლებისგან მემკვიდრეობით. 2.8. რაც შეეხება პერსონალურ კომპიუტერს (მონიტორი შავი LG, პროცესორი ZOTAC შავი, კლავიატურა, ე.წ მაუსი დინამიკი 2ც) და გაზის გამათბობელს Модуль М (მოდული M) თეთრი ფერის - 1 ცალი, ისინი არ წარმოადგენდა მოსარჩელეთა საკუთრებას, ვინაიდან მოსარჩელეების მიერ დასახლებულ ნივთებზე საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარდგენილა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. 210. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. 2.11. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის (ყადაღის საგანი) პირველი პუნქტის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი. ამდენად, ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მოვალის კუთვნილი ნივთების რეალიზაციის გზით. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე. 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. განსახილველ შემთხვევაში ყადაღადადებული ნივთები განთავსებულია იმ საცხოვრებელ სახლში, რომელიც წარმოადგენს დ----- ბ----–--ის, ლ---- ლ-------ის და შორენა შ------–--ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. ამდენად, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები) სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა სარწმუნოდ, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იყო. 2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გაასაჩივრეს დ----- ბ----–--ემ და ლ---- ლ-------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. საქონლის გაცემის ორდერებით, რომელიც გაცემულია დ----- ბ----–--ეზე 2012 წლის 12 იავარს დასტურდება, რომ მას ნასყიდობის განვადებით შეძენილი აქვს პერსონალური კომპიუტერი ASUS P861H. 1340 ლარად, ხოლო მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შედგენილი 2017 წლის 25 აგვისტოს, შეცდომიოთაა მითითებული, პერსონალური კომპიუტერის მონიტორი შავი LG, პროცესორი ZOTAC შავი, კლავიატურა, ე.წ. მაუსი დინამიკი 2ც. სასამართლომ არ შეისწავლა ფაქტობრივი გარემოებები და აღმასრულებლის მიერ დაშვებული შეცდომების გამო უსაფუძვლოდ თქვა უარი აპელანტის კუთვნილი ნივთის ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ. აღმასრულებელმა ისე მოახდინა ქონების დაყადაღება, არ განხორციელებულა ნივთების/საქონლის დასახელების, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის და ნომერის, გამოშვების დროის აღწერა და ნივთების შეფასება. დაყადაღების დროს აპელანტის მიერ მითითებული იქნა, რომ ეს ნივთები წარმოადგენდა მის საკუთრებას. 3.2. სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა მტკიცებულება საქონლის გაცემის ორდერის მონაცემები, რომლითაც დასტურდება, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს ლ---- ლ-------ეს განვადებით ნასყიდობით 400 ლარად შეძენილი აქვს გაზის გამათბელი AOCI5, ხოლო მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შედგენილი 2017 წლის 25 აგვისტოს შეცდომითაა მითითებულია модуль M. აღმასრულებელმა ისე მოადინა ქონების დაყადაღება, არ განხორციელებულა ნივთების/საქონლის დასახელების, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის და ნომერის, გამოშვების დროის აღწერა და ნივთების შეფასება. დაყადაღების დროს აპელანტის მიერ მითითებული იქნა, რომ ეს ნივთები წარმოადგენდა მის საკუთრებას. 3.3. სასამართლომ საქმის განხილვაში მესამე პირად არ მოიწვია აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი, რომელმაც თავისი უკანონო ქმედებებით არაწორად აღწერა და დააყადაღა ქონება, რითაც უშუალო ინდივიდუალური ზიანი მიაყენა მესაკუთრეებს. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, საქონლის გაცემის ორდერები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ო---- ბ----–--ეს ნ---- მ----ს სასარგებლოდ დაეკისრა 2461 ლარისა და 100 ლარის ანაზღაურება. 4.2. ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მის აღსასრულებლად, 2017 წლის 25 აგვისტოს აღმასრულებელმა ვანის რაიონის სოფ. შ---------ში მდებარე სახლში ყადაღა დაადო მოძრავ ნივთებს: 1) ტელევიზორს - ძველი მოდელი საშუალო ზომის შავი ნაცრისფერი სქელი კანტით LG - 1 ცალი; 2) პერსონალურ კომპიუტერს - (მონიტორი შავი LG, პროცესორი ZOTAC შავი, კლავიატურა, ე.წ მაუსი, დინამიკი 2ც; 3) გაზის გამათბობელს - Модуль М (მოდული M) თეთრი ფერის - 1 ცალი; 4) მაცივარს - ორკამერიანი ნაცრისფერი TOSHIBA - 1 ცალი; 5) სამეულს - რბილი ნაჭრის ზედაპირით მწვანე (დივანი და ორი სავარძელი) -1 ცალი; 6) დივანს - მწვანე ნაჭრის ზედაპირით -1 ცალი; 7) სარეცხ მანქანას - თეთრი gorenje; 8) სადარბაზოს ავეჯს - კედელი ყავისფერი - 1 ცალი; 9) მაგიდას - ოვალური ყავისფერი – 1 ცალი; 10) სამეულს - რბილი ზედაპირით შავი და ნაცრისფერი ზედაპირით (დივანი და ორი სავარძელი) - 1 ცალი. 4.3. დ----- ბ----–--ე არის ო---- ბ----–--ის მამა. 4.4. ყადაღის დადების პროცესში დ----- ბ----–--ემ აღმასრულებელს განუმარტა, რომ ყადაღადადებული ნივთები ეკუთვნოდა მას და არა ო---- ბ----–--ეს. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლ----დ ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ. 4.5.1. ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს ყველა სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. 4.5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს. 4.6. სარჩელით დგინდება, რომ მოსარჩელეებმა ყადაღისაგან სარეცხი მანქანის გათავისუფლებაც მოითხოვეს, თუმცა, ამ ნაწილში, რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია. 4.6.1. ამის შესაბამისად, ყადაღისაგან სარეცხი მანქანის გათავისუფლების ნაწილში გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს. 4.6.2. ამიტომ, ამ ნაწილში, საქმე განსახილველად რაიონულ სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. 4.7. პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ კომპიუტერი და გაზის გამათბობელი ყადაღისაგან შეცდომით არ გაათავისუფლა. 4.7.1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). 4.7.2. ამ ნორმიდან გამომდინარეობს, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს აღმასრულებელმა ყადაღა დაადო ყველა ნივთს, რომელიც აპელანტთა კუთვნილ სახლში იპოვა. 4.7.3. ეს კი ნიშნავს, რომ სახლში მხოლოდ ერთი გაზის გამათბობელი და ერთი პერსონალური კომპიუტერი იყო. 4.7.4. დ----- ბ----–--ესა და შპს მისო კრედოს შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ 2012 წლის 12 იანვარს პერსონალური კომპიუტერი ASUS P861H დ----- ბ----–--ემ შეიძინა. 4.7.5. ლ---- ლ-------ესა და შპს მისო კრედოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან კი ჩანს, რომ გამათბობელი AOGI5 2016 წლის 30 ნოემბერს შეიძინა ლ---- ლომთათიძემ. 4.7.6. მართალია, სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებებში ჩამოთვლილი ტექნიკის მონაცემები, ერთი შეხედვით, ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულ მონაცემებს არ შეესაბამება, თუმცა ნათელია, რომ აქტში მითითებული მონაცემები სრულყოფილი და ზუსტი არ არის. 4.7.7. ასე, მაგ: აქტის თანახმად, აღმასრულებელმა ყადაღა ZOTAC-ის წარმოების პროცესორს დაადო, თუმცა, პალატისათვის ცნობილი საჯარო ინფორმაციით ZOTAC International Ltd პერსონალურ კომპიუტერებს ან მათ პროცესორებს არ აწარმოებს და მისთვის სასაჭირო ვიდეო ბარათების, მყარი დისკების, დედაპლატებისა და, ასევე, მინი კომპიუტერების წარმოებით შემოიფარგლება. 4.7.9. ამის შესაბამისად, ყადაღადადებული კომპიუტერი ან მისი პროცესორი ZOTAC-ის მარკის ვერ იქნებოდა. 4.7.10. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, პალატის აზრით, პროცესორი კომპიუტერის არსებითი შემადგენელი ნაწილია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იგი ცალკე უფლების ობიექტი არ არის. 4.7.11. პალატის აზრით, სავსებით შესაძლებელია ASUS-ის მარკის კომპიუტერისათვის აპელანტს LG-ის მარკის მონიტორი შეეძინა. ამრიგად, აღნიშნული გარემოება სადავო ქონებაზე დ----- ბ----–--ის საკუთრებას არ გამორიცხავს. 4.7.12. პალატა, ასევე, აღნიშნავს, რომ AOG 5 კომპანია Модуль М-ის გაზის გამათბობლის დასახელებაა. 4.7.13. ამის შესაბამისად, ცხადია, რომ აღმასრულებლის აქტით ყადაღადადებული ნივთი სწორედ ის გამათბობელია, რომელიც 2016 წლის 30 ნოემბერს ლ---- ლომთათიძემ შეიძინა. 4.17.14. ამას ადასტურებს ისიც, რომ იმავე ხელშეკრულებით შეძენილი სხვა ნივთებს - გაზქურასა და წყლის გამაცხელებელს აღმასრულებელმა ასევე ყადაღა დაადო, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ისინი ყადაღისაგან გათავისუფლდა. 4.18. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, დადგენილია, რომ ყადაღადადებული კომპიუტერი და გაზის გამათბობელი აპელანტებს ეკუთვნით. 4.18.1. ნ---- მ----ს მიმართ ვალდებულება მათ არ გააჩნიათ და, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მათი კუთვნილი ნივთები ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დ----- ბ----–--ისა და ლ---- ლ-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება დ----- ბ----–--ისა და ლ---- ლ-------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. დ----- ბ----–--ისა და ლ---- ლ-------ის სარჩელი კომპიუტერისა და გაზის გამათბობლის ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 25 აგვისტოს აქტით ყადაღადადებული კომპიუტერი და გაზის გამათბობელი. დ----- ბ----–--ისა და ლ---- ლ-------ის სარჩელი ყადაღისაგან სარეცხი მანქანის გათავისუფლების თაობაზე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ნ---- მესხს დ----- ბ----–--ისა და ლ---- ლ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტების მიერ ორივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 200 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. დ----- ბ----–--ისა და ლ---- ლ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება დ----- ბ----–--ისა და ლ---- ლ-------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. დ----- ბ----–--ისა და ლ---- ლ-------ის სარჩელი კომპიუტერისა და გაზის გამათბობლის ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
4. გათავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 25 აგვისტოს აქტით ყადაღადადებული კომპიუტერი და გაზის გამათბობელი;
5. დ----- ბ----–--ისა და ლ---- ლ-------ის სარჩელი ყადაღისაგან სარეცხი მანქანის გათავისუფლების თაობაზე განსახილველად დაუბრუნდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს;
6. ნ---- მესხს დ----- ბ----–--ისა და ლ---- ლ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 200 ლარის გადახდა;
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
8. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
9. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე