გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/6739-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - ზ-----------ე
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ----------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №01/2-----/გ გადაწყვეტილება ზ-----------ის 2018 წლის 25 ივლისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ზ-----------ემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ცაგერის რაიონის ნ--------–-–ის სასოფლო საბჭოს მიერ 1944 წლის 13 მაისს ზ-----------ის მიმართ რეგისტრირებული №4 დაბადების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის №0----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 112-114).
3.1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის №0----------- გადაწყვეტილებით ზ-----------ეს უარი ეთქვა ცაგერის რაიონის ნ--------–-–ის სასოფლო საბჭოს მიერ 1944 წლის 13 მაისს ზ-----------ის მიმართ რეგისტრირებული დაბადების აქტის ბათილად ცნობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის №0----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 112-114).
3.1.3. 2016 წლის 11 მაისს ზ-----------ემ №7---- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და 2016 წლის 14 აპრილის №0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 09 ივნისის №01/1-----/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 108-111).
3.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 09 ივნისის №01/1-----/გ გადაწყვეტილებით ზ---- (ზ----კო) ს-----ეს უარი ეთქვა 2016 წლის 11 მაისის №7---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიიჩნია, რომ „ზ---- (ზ----კო) ს-----ის დაბადების აქტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ“ სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის №0----------- გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 09 ივნისის №01/1-----/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 108-111).
3.1.5. ზ-----------ემ სარჩელით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 09 ივნისის №01/1-----/გ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის №0----------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის ზ-----------ის სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ცაგერის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით ზ-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 123-128);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინება (ს.ფ. 119-121).
3.1.6. ზ-----------ემ №1----- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია: „დაბადების სააქტო ჩანაწერი არის თუ არა ქრონოლოგიური, სწორი და არსებობს თუ არა აქტში ტექნიკურად შესრულების ნიშნები.“ აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, განმცხადებელმა ასევე მოითხოვა აქტის ბათილად ცნობა ახალ გარემოებათა გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის №14/2----- წერილი (ს.ფ. 100-101).
3.1.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №14/2----- წერილით ზ-----------ეს ეცნობა, რომ მისი დაბადების აქტის №4 ჩანაწერი კანონშესაბამისი იყო. ამდენად, ზ-----------ეს უარი ეთქვა მისი დაბადების აქტის ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან არ არსებობდა აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის პროცედურა ახალ გარემოებათა გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №14/2----- წერილი (ს.ფ. 100-101).
3.1.8. 2018 წლის 25 ივლისს ზ-----------ემ №1----- განცხადებით (საჩივრით) მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო, „მოთხოვნილი“ აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებას (საჩივარს) ერთვოდა სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №14/2----- წერილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ზ-----------ის 2018 წლის 25 ივლისის №1----- განცხადება (საჩივარი) და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 99-101).
3.1.9. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიიჩნია, რომ ზ-----------ის 2018 წლის 25 ივლისის №1----- განცხადება (საჩივარი) არ შეიცავდა მითითებას სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №14/2----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობასა და მისი გაბათილების თაობაზე. ამასთან, საჩივარში დაყენებულ მეორე საკითხზე - ცაგერის რაიონის ნ--------–-–ის სასოფლო საბჭოს მიერ 1944 წლის 13 მაისს რეგისტრირებული დაბადების აქტის №4 ჩანაწერის ბათილად ცნობა - უკვე გამოტანილი იყო საბოლოო გადაწყვეტილებები: სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის №0----------- და სააგენტოს 2016 წლის 9 ივნისის №01/1-----/გ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიიჩნია, რომ იმისთვის, რომ დაწყებულიყო ზ-----------ის 2018 წლის 25 ივლისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით წარმოება, მას უნდა დაეზუსტებინა მოთხოვნა და განემარტა, წარმოადგენდა თუ არა მის სურვილს სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №14/2----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 30 ივლისის №01/2----- და 2018 წლის 7 აგვისტოს №01/2----- წერილებით მოითხოვა 2018 წლის 25 ივლისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება, თუმცა აღნიშნული კორესპონდენცია ადრესატს ვერ ჩაბარდა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 აგვისტოს „ზ-----------ის 2018 წლის 25 ივლისის №1----- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული სატელეფონო შეტყობინების ოქმის“ თანახმად, 2018 წლის 14 აგვისტოს, სატელეფონო საუბარი შედგა ზ-----------ესა და სააგენტოს იურიდიული სამსახურის მთავარ სპეციალისტს - მ-----------–--–-–--ლს შორის. საჩივრის ავტორმა განაცხადა, რომ არ იმყოფებოდა თბილისში, ტ----–---–ის ქუჩაზე და არც ვინმე სხვა, ვისაც ჩაბარდებოდა კორესპონდენცია. ზ-----------ემ მიუთითა, რომ ვერ შეძლებდა წერილის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლში ჩაბარებას, ვინაიდან იმყოფებოდა ალპურ ზონაში და უახლოეს მომავალში ვერ მოხდებოდა მასთან კომუნიკაცია. საჩივრის ავტორის განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე დადგინდა ხარვეზი, ვინაიდან მასში მითითებული არ იყო ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების შესახებ და იგი არ ასაჩივრებდა სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამასთან, მ-----------–--–-–--ლმა ზ-----------ეს აცნობა, რომ მასთან წარმართული სატელეფონო საუბრის შესახებ შედგებოდა ოქმი და მას 7 (შვიდი) სამუშაო დღე ექნებოდა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. საჩივრის ავტორმა განაცხადა, რომ ვერ მოახერხებდა დამატებითი განცხადების წარდგენას ან ხარვეზის აღმოფხვრას და არ ჰყავდა წარმომადგენელი, ვინაიდან, მინდობილობის გასაცემად პირადობის მოწმობა სჭირდებოდა. ზ-----------ემ განმარტა, რომ მიიღებდა ნებისმიერ შედეგს, ვინაიდან, სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ხერხდებოდა მისთვის წერილის ჩაბარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 აგვისტოს „ზ-----------ის 2018 წლის 25 ივლისის №1----- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული სატელეფონო შეტყობინების ოქმი“ (ს.ფ. 105-106).
3.1.10. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №01/2-----/გ გადაწყვეტილებით ზ-----------ეს უარი ეთქვა 2018 წლის 25 ივლისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ზ-----------ის 2018 წლის 25 ივლისის №1----- ადმინისტრაციულ საჩივარში დაყენებული იყო დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნა, რაც განხილული იყო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისა და სააგენტოს მიერ და ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების თაობაზე მითითებას საჩივარი არ შეიცავდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №01/2-----/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 96-98).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ-----------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №01/2-----/გ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტის 76-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი ადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებს, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება - გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ზ-----------ემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ცაგერის რაიონის ნ--------–-–ის სასოფლო საბჭოს მიერ 1944 წლის 13 მაისს ზ-----------ის მიმართ რეგისტრირებული №4 დაბადების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის №0----------- გადაწყვეტილებითარ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა. ასევე, დადგენილია, რომ ცაგერის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით კანონიერად იქნა მიჩნეული მითითებული გადაწყვეტილება და ზ-----------ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
დადგენილია ასევე, რომ ზ-----------ემ №1----- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია: „დაბადების სააქტო ჩანაწერი არის თუ არა ქრონოლოგიური, სწორი და არსებობს თუ არა აქტში ტექნიკურად შესრულების ნიშნები.“ აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, განმცხადებელმა ასევე მოითხოვა აქტის ბათილად ცნობა ახალ გარემოებათა გამო.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №14/2----- წერილით ზ-----------ეს ეცნობა, რომ მისი დაბადების აქტის №4 ჩანაწერი კანონშესაბამისი იყო. ამდენად, ზ-----------ეს უარი ეთქვა მისი დაბადების აქტის ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან არ არსებობდა აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის პროცედურა ახალ გარემოებათა გამო.
6.3. სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე საკანონმდებლო აქტის 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და უპასუხებდეს ამ კოდექსის მოთხოვნებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც კანონმდებელი დეტალურად განსაზღვრავს ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსს, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის. ამავე საკანონმდებლო აქტის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივლისს ზ-----------ემ №1----- განცხადებით (საჩივრით) მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო, „მოთხოვნილი“ აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებას (საჩივარს) ერთვოდა სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №14/2----- წერილი.
განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №01/2----- და 2018 წლის 7 აგვისტოს №01/2----- წერილები მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე ადრესატს ვერ ჩაბარდა, 2018 წლის 25 ივლისის №1----- განცხადებაში (საჩივარში) მითითებული მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, 2018 წლის 14 აგვისტოს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ტელეფონით დაუკავშირდა ზ-----------ეს და განუმარტა, რომ მის მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, მასში მითითებული არ იყო ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების შესახებ და იგი არ ასაჩივრებდა სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუმცა, ზ-----------ემ განმარტა, რომ ვერ მოახერხებდა დამატებითი განცხადების წარდგენას ან ხარვეზის აღმოფხვრას და მიიღებდა ნებისმიერ შედეგს, ვინაიდან, სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ხერხდებოდა მისთვის წერილის ჩაბარება.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №01/2-----/გ გადაწყვეტილებით ზ-----------ეს უარი ეთქვა 2018 წლის 25 ივლისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლითაც კანონმდებელი დეტალურად ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე; დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ზ-----------ის 2018 წლის 25 ივლისის №1----- განცხადების (საჩივრის) შინაარსზე, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას (საჩივარს) თან ერთვოდა ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №14/2----- წერილი, აღსანიშნავია, რომ ზ-----------ის ადმინისტრაციული საჩივარი მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნას არ ითვალისწინებდა და ზ-----------ის მიერ არც მოგვიანებით იქნა დაზუსტებული მოთხოვნა მითითებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტთან მიმართებით.
რაც შეეხება ცაგერის რაიონის ნ--------–-–ის სასოფლო საბჭოს მიერ 1944 წლის 13 მაისს რეგისტრირებული №4 დაბადების აქტის ბათილად ცნობის საკითხს, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საკითხზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისა და სააგენტოს მიერ მიღებულია „ზ---- (ზ----კო) ს-----ის დაბადების აქტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ“ სააგენტოს ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის №0----------- და „ზ---- (ზ----კო) ს-----ის 2016 წლის 11 მაისის №7---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სააგენტოს 2016 წლის 9 ივნისის №01/1-----/გ გადაწყვეტილებები. ამასთან, საქმეში ასევე წარმოდგენილია ცაგერის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ირკვევა, რომ ზ-----------ის სარჩელი ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხზე არსებობდა როგორც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისა და სააგენტოს გადაწყვეტილებები, ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, არსებობდა 2018 წლის 25 ივლისის №1----- ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე 2018 წლის 25 ივლისის №1----- განცხადების (საჩივრის) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოებაში მიღებას ასევე ითხოვდა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძველზე, თუმცა, როგორც მითითებული საჩივრის შინაარსით ირკვევა, იგი არ შეიცავდა მითითებას კონკრეტულ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებაზე და აღნიშნული საკითხი არც მოგვიანებით იქნა დაზუსტებული მოსარჩელის მიერ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ მიუთითებდა გარემოებებზე, რომელიც მისი შეფასებით წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე არ არსებობდა ზემოაღნიშნული საფუძვლით განცხადების განხილვის საფუძველი.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №01/2-----/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ზ-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია