გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7277-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - ვ-–-------- ს----------–-–---–ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
წარმომადგენელი - ლ---- ყ---–---ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 29 ოქტომბრის N-------- განკარგულება ვ-–-------- ს----------–-–---–ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ვ-–-------- ს----------–-–---–ის დაჯარიმების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 04 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–--- I---------------------–---------------–--- (----–----------–------ უ-------------------–-- ვ-–-------- ს----------–-–---–მა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების თანახმად, ვ-–-------- ს----------–-–---–ის ოჯახის წევრად მითითებულია მეუღლე - ნ--- ს------ე, ხოლო ვ-–-------- ს----------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებად ფიქსირდება:1) მიწის ნაკვეთი, მდებარე: გ------ სოფელი ფ------ი, 17000 კვ.მ, შეძენის ფორმა - მემკვიდრეობა; 2) საცხოვრებელი სახლი, მდებარე: გ------ სოფელი ფ------ი, 100 კვ.მ, შეძენის ფორმა - მემკვიდრეობა და 3) საცხოვრებელი სახლი, მდებარე: თბილისი, ვ---------–--------- ზ----------------------ის მ----- ბ. N--, 45 კვ.მ. ასევე ვ-–-------- ს----------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებად ფიქსირდება მსუბუქი ავტომანქანა გ---–----- გამოშვების თარიღი 1998წ, შეძენის ფორმა - ნასყიდობა.
დეკლარაციაში ვ-–-------- ს----------–-–---–ს მითითებული აქვს ,-------------–-- არსებული საკრედიტო ანგარიში, მასზე არსებული ნაშთით 8---------–----------- და საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა 1----------------. ასევე, 2016 წელს მიღებული საკუთარი სახელფასო შემოსავალი 2-------–-----
დეკლარაციის თანახმად, ვ-–-------- ს----------–-–---–ის და მისი ოჯახის წევრის მიერ არ ფიქსირდება მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს. ასევე არ არის ინფორმაცია ფასიანი ქაღალდის ფლობის შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია (ს.ფ. 51-62);
3.1.2. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–--- I---------------------–---------------–--- (----–----------–------ უ-------------------–-- ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ 2017 წლის 04 ოქტომბერს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რაზეც სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 31 აგვისტოს N------ ბრძანების საფუძველზე, წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 31 აგვისტოს N------ ბრძანება (ს.ფ. 68);
3.1.3. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 04 სექტემბრის N----- წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–--- I---------------------–---------------–--- (----–----------–------ უ-------------------–-- ვ-–-------- ს----------–-–---–ს ეცნობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, მის მიერ წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.
ამავე წერილით, ვ-–-------- ს----------–-–---–ს ეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადა წარედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციის შემცველი შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ, 1) ინფორმაცია საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში მისი და მისი ოჯახის წევრების არსებული ყველა ანგარიშის ან/და შენატანის შესახებ (კომერციულ ბანკებში ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული მისი და მისი ოჯახის წევრების პირადი ანგარიშების ამონაწერები და ინფორმაცია საკრედიტო ვალდებულებების შესახებ საანგარიშო პერიოდში - 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით); 2) ვ-–-------- ს----------–-–---–ის და მისი ოჯახის წევრების მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 4 ოქტომბრამდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულებები, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3000 ლარს. მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებები შესაბამის დანართებთან ერთად (გადახდის გრაფიკი); 3) ცნობა საჯარო დაწესებულებიდან ვ-–-------- ს----------–-–---–ის ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ.
ვ-–-------- ს----------–-–---–ს განემარტა, რომ ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარსადგენად განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლიდან 3 სამუშაო დღეში, ბიურო აღნიშნულის შესახებ მოამზადებდა დასკვნას და მიიღებდა გადაწყვეტილებას დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 04 სექტემბრის N----- წერილი (ს.ფ. 69);
3.1.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 04 სექტემბრის N----- წერილის საფუძველზე, 2017 წლის 13 სექტემბერს ვ-–-------- ს----------–-–---–მა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა ცნობა საჯარო დაწესებულებიდან ვ-–-------- ს----------–-–---–ის ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, ამონაწერები ვ-–-------- ს----------–-–---–ის საკრედიტო, სახელფასო და პირადი სავალუტო ანგარიშებიდან. ასევე, 2018 წლის 13 სექტემბერს გაცემული განქორწინების მოწმობა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს უ-------------------–-- მიერ 2018 წლის 12 სექტემბერს გაცემული ცნობა N------- (ს.ფ. 90);
-ამონაწერები ანგარიშებიდან (ს.ფ. 91-110, 112-118);
-განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 111);
3.1.5. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 01 ოქტომბრის N----- წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–--- I---------------------–---------------–--- (----–----------–------ უ-------------------–-- ვ-–-------- ს----------–-–---–ს ეცნობა მის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გარკვეული შეუსაბამობების შესახებ, კერძოდ:
1) უძრავ ქონებასთან დაკავშირებული შეუსაბამობები:
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახულია, რომ ვ-–-------- ს----------–-–---–ის საკუთრებაშია უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი, მდებარე გ------ სოფელი ფ------ი 17000 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი 100 კვ.მ. იმავე მისამართზე, ასევე საცხოვრებელი სახლი 45 კვ.მ, მდებარე თბილისი, ვ---------- ზ----------------------ის მ----- ბ. N--. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზაში;
2) საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული შეუსაბამობები:
წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ არის შეტანილი ვ-–-------- ს----------–-–---–ის სს ,-------------–-- არსებული N---------------------- (GEL) სახელფასო და იმავე ბანკში არსებული N---------------------- (EUR), N---------------------- (USD), N---------------------- (USD) სავალუტო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის მიუხედავად არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია დეკლარაციაში ასახული ვ-–-------- ს----------–-–---–ის სს ,-------------–-- არსებული ანგარიშის (ნაშთი 8-------(-)) შესახებ 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.
3) ანაზღაურებად სამუშაოსთან დაკავშირებული შეუსაბამობები:
დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის საშუალებით მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების შესაბამისად, ვ-–-------- ს----------–-–---–ს საანგარიშო პერიოდში, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან ხელფასის სახით მიღებული აქვს 3------–----, ნაცვლად დეკლარაციაში ასახული 2-------–------- ოჯახის წევრის ნ--- ს------ის შ--------–-----------------------–-------------------- (ს/კ 4--------) ხელფასის სახით მიღებული 9----–----- შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.
4) ხელშეკრულებებთან დაკავშირებული შეუსაბამობები:
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის მიუხედავად, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ვ-–-------- ს----------–-–---–სა და ს------------------ შორის დადებული სესხის ხელშეკრულებების შესახებ. საბანკო ამონაწერების შესწავლის შესაბამისად გამოირკვა, რომ წარმოსადგენია N------------------------------------------------------------------------ N------------ N--------------- ხელშეკრულებები და გადახდის გრაფიკები.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 01 ოქტომბრის N----- წერილით მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ აღნიშნული შეუსაბამობები შესაძლებელია გამხდარიყო ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელეს მიეცა შესაძლებლობა 5 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროში წარედგინა წერილობითი განმარტებები/დოკუმენტაცია ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 01 ოქტომბრის N----- წერილი (ს.ფ. 120-121);
3.1.6. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 01 ოქტომბრის N----- წერილის საფუძველზე, 2018 წლის 05 ოქტომბერს ვ-–-------- ს----------–-–---–მა ბიუროში დამატებით წარადგინა კრედიტის დაფარვის გრაფიკები და საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ხოლო 2018 წლის 08 ოქტომბერს წერილით მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს და მიუთითა, რომ 2017 წელს მის მიერ წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არსებული შეუსაბამობები გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მისთვის, როგორც სახელმწიფო მოხელისთვის, აღნიშნული ქონებრივი დეკლარაცია შევსებული იქნა პირველად და შესაბამისად მოხდა გარკვეული დეტალების შეუსაბამობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული შეუსაბამობა გამოწვეული იყო იმით, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი, მდებარე გ---------------, სოფელ ფ------ში, 1700 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლი 100 კვ.მ. ამავე მისამართზე, ეკუთვნით მის გარდაცვლილ მშობლებს და ვ-–-------- ს----------–-–---–ის გადაეცა მემკვიდრეობით, რაც მითითებული იქნა ქონებრივ დეკლარაციაში. ასევე საცხოვრებელი სახლი 45 კვ.მ, მდებარე ვ---------–---------, ზ----------------------ის მიმდებარედ, სადაც იგი ცხოვრობს, ამჟამად არის მშენებარე ბინა, რომლის ღირებულების ნაწილი გადასახდელი აქვს და შესაბამისად, ვერ ახერხებს მის დარეგისტრირებას. რაც შეეხება, საბანკო ანგარიშებსა და ვალდებულებებს, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ნომრები, რომლებიც ბიუროს მიერ არის მითითებული მიეკუთვნება 2014 წლის განვადებებსა და სახელფასო ოვერდრაფტის ანგარიშს.
ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვ-–-------- ს----------–-–---–ი განმარტავს, რომ 4 წლის წინ განქორწინდა მის ყოფილ მეუღლესთან, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ 2 თვის წინ მოხერხდა კანონიერად განქორწინება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას არანაირი ურთიერთობა არ ქონია ყოფილ მეუღლესთან და შესაბამისად, არ მოეპოვებოდა ინფორმაცია მისი სახელფასო შემოსავლის შესახებ.
ხელფასის ცდომილებასთან დაკავშირებით ვ-–-------- ს----------–-–---–ი მიუთითებს, რომ დეკლარაციის შესაბამის ველში არ იყო აღნიშნული, რომ უნდა მომხდარიყო დაუბეგრავი ხელფასის ოდენობის შეტანა, შესაბამისად, მას არ მიუმართავს მისი სამსახურის ბუღალტრისთვის, რათა მისი ხელფასი დაეთვალა სრულად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან დეკლარაციაში მიუთითა ინფორმაცია დარიცხული ხელფასის ოდენობის შესახებ.
2018 წლის 16 ოქტომბერს ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში დამატებით იქნა წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს უ-------------------–-- მიერ 2018 წლის 11 ოქტომბერს გაცემული ცნობა N-------- მისი თანამდებობრივი სარგოს შესახებ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კრედიტის დაფარვის გრაფიკები და საბანკო ანგარიშების ამონაწერები (ს.ფ. 122-150);
- ვ-–-------- ს----------–-–---–ის 2018 წლის 08 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 151-152);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს უ-------------------–-- მიერ 2018 წლის 11 ოქტომბერს გაცემული ცნობა N------- (ს.ფ. 153);
3.1.7. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 ოქტომბრის N--- დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–--- I---------------------–---------------–--- (----–----------–------ უ-------------------–-- ვ---------------------------------------–----------–------------- მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის საფუძველზე შემოწმების შედეგად გამოვლინდა დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების არსებობის ფაქტები, რაც მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შეფასებული იქნა არსებით დარღვევებად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 ოქტომბრის N--- დასკვნა (ს.ფ. 154-157);
3.1.8. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 29 ოქტომბრის N-------- განკარგულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–--- I---------------------–---------------–--- (----–----------–------ უ-------------------–-- ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ 2017 წლის 04 ოქტომბერს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და არასწორი მონაცემების შეტანისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელების საფუძველზე, ამავე დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვ-–-------- ს----------–-–---–ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ და ვ-–-------- ს----------–-–---–ი დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარით (თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 29 ოქტომბრის N-------- განკარგულება (ს.ფ. 158).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ-–-------- ს----------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.
მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 29 ოქტომბრის N-------- განკარგულება ვ-–-------- ს----------–-–---–ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ვ-–-------- ს----------–-–---–ის დაჯარიმების შესახებ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ ასევე იგულისხმება - საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოსარჩელე ვ-–-------- ს----------–-–---–ი დანიშნული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–--- I---------------------–---------------–--- (----–----------–------ უ-------------------–---- ამდენად, მოსარჩელე „საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის წარმოადგენს „თანამდებობის პირს“ და შესაბამისად ამავე კანონის სუბიექტს. დადგენილია ისიც, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–--- I---------------------–---------------–--- (----–----------–------ უ-------------------–-- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
6.3. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს ბიურო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია: ა) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადება, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას უზრუნველყოფს დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, ბიუროს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით, რის შესახებაც შედგება ოქმი, ხოლო მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბიუროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება იწყება ამ ინსტრუქციის მე-11-მე-13 მუხლებით გათვალისწინებული წესით გამოვლენილი დეკლარაციების შემოწმების დაწყების თაობაზე ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახური ბიუროში დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–--- I---------------------–---------------–--- (----–----------–------ უ-------------------–-- ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ 2017 წლის 04 ოქტომბერს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რაზეც შემოწმების მიზნით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 31 აგვისტოს N------ ბრძანების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
6.4. სასამართლო მიუთითებს ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-16 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული სხვა წერილობითი ინფორმაციის სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ბიურო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული წესით, დახმარების თხოვნით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.
მითითებული ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ თანამდებობის პირის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებისათვის საჭირო მონაცემების მოძიებას სისტემა უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზებიდან, კერძოდ: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით იდენტიფიცირდება თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი – სახელის, გვარის, პირადი თერთმეტნიშნა ნომრის, დაბადების თარიღის მეშვეობით, ასევე მონაცემები მის მიერ დეკლარაციაში მითითებული რეგისტრაციისა და ფაქტობრივ მისამართებზე რეგისტრირებული პირების შესახებ; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით ელექტრონული სისტემა ადგენს ინფორმაციას: ბ.ა) იმ უძრავი ქონების შესახებ, რომელზეც რეგისტრირებულია თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრების უფლება; ბ.ბ) იმ საწარმოს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია თანამდებობის პირის/მისი ოჯახის წევრის წილობრივი მონაწილეობით ან/და რომლის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს/მართვის ორგანოს წევრს წარმოადგენს თანამდებობის პირი/მისი ოჯახის წევრი; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით სისტემა ადგენს ინფორმაციას თანამდებობის პირის/ოჯახის წევრის მიერ დეკლარირების პერიოდში დადებული გარიგებების შესახებ; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით – იმ სატრანსპორტო საშუალებისა და იარაღის შესახებ, რომლებზეც რეგისტრირებულია თანამდებობის პირის/მისი ოჯახის წევრის საკუთრების უფლება; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით – გადასახადის გადამხდელთა განაცემების შესახებ ინფორმაციის, ასევე წლიური საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით თანამდებობის პირის/მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ფინანსური სარგებლის/შემოსავლის შესახებ; ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით – იმ საწარმოთა შესახებ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან თანამდებობის პირთან/მის ახლო ნათესავთან/ოჯახის წევრთან დეკლარაციის წარდგენის კალენდარული წლის პერიოდისათვის.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წარმოების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში, ბიურო აცნობებს დაინტერესებულ მხარეს – იმ თანამდებობის პირს, რომლის დეკლარაციაც ექვემდებარება შემოწმებას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობასთან ერთად, ბიურო თანამდებობის პირს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას, მონიტორინგისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარსადგენად, გარდა ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა. აღნიშნული ვადა, თანამდებობის პირის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის დასაბუთების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთხელ, 10 სამუშაო დღის ვადით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების გამოვლენისას, ბიურო უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს თანამდებობის პირს მისი წარდგენის მოთხოვნით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრის წესი გამოიყენება აგრეთვე ინფორმაციის/დოკუმენტაციის განმეორებით მოთხოვნისას, თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი დასაბუთების წარდგენის საფუძველზე, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, მონიტორინგის პროცესში თანამდებობის პირის დეკლარაციაში უზუსტობის, ინფორმაციის არასრულად წარდგენის ან/და სხვა სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ბიურო აცნობებს შესაბამის პირს დარღვევისა და მისი შინაარსის შესახებ და განუსაზღვრავს მას საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 04 სექტემბრის N----- წერილით ვ-–-------- ს----------–-–---–ს ეცნობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, მის მიერ წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და მასვე ეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადა წარედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციის შემცვლელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ ვ-–-------- ს----------–-–---–ს 2018 წლის 01 ოქტომბრის N----- წერილით აცნობა მის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გარკვეული შეუსაბამობების შესახებ.
6.5. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის შედეგების თაობაზე დასკვნას ამზადებს და ბიუროს უფროსს წარუდგენს მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ; თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ, ხოლო მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მონიტორინგის დეპარტამენტმა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახული მონაცემების, საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსათვის წარდგენილი დოკუმენტებისა და განმარტებების საფუძველზე, შეადგინა დასკვნა, რომლის თანახმად, დეკლარაცია შედგენილი იყო არსებითი ხასიათის დარღვევებით.
დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას საფუძვლად დაედო დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითება. კერძოდ, დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის ფაქტად მიჩნეულ იქნა ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ზ’’, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ზ’’, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ: ,,ზ“) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, – ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი); ,,კ“) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა – სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა, სამსახური, რომელშიც პირს უკავია/ეკავა თანამდებობა ან ასრულებს/ასრულებდა სამუშაოს, თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს შინაარსი, საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; ,,ლ“) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3 000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება, ღირებულების მიუხედავად) – ხელშეკრულების სახეობა, ხელშეკრულებაში მონაწილე პირის ვინაობა, ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა, ორგანო, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება, საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი.
სასამართლო მიუთითებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლის მე-131 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბიურო იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შემდეგი ცდომილებების არსებობისას: ბ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა; საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, დეკლარირებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მასზე ბრუნვა არ დაფიქსირებულა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა; დ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა; ე) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაანგარიშებისას აღმოჩენილი ცდომილებაა არაუმეტეს 1000 ლარისა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიუთითებს, რომ ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ 2017 წლის 04 ოქტომბერს წარდგენილ დეკლარაციაში არსებული დარღვევები, მათ შორის: 2016 წლის განმავლობაში მიღებული სახელფასო შემოსავლის ოდენობად 3------–----ს ნაცვლად 2------–----- ასახვა, ოჯახის წევრის წლიური შემოსავლის 9----–-----ა და ს--------------------- დადებული 1------––------–----- ღირებულების საკრედიტო ხელშეკრულების დეკლარაციაში მიუთითებლობა, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლის მე-131 პუნქტის თანახმად, წარმოადგენენ არსებით დარღვევებს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის მის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროში 2017 წლის 04 ოქტომბერს წარდგენილ დეკლარაციაში შეუსაბამობების არსებობის ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ აღნიშნული შეუსაბამობები გამოწვეული იყო იმ გარემოებებით, რომ იგი პირველად ავსებდა დეკლარაციას, არ იცოდა რომ შემოსავალში უნდა მიეთითებინა დაუბეგრავი ხელფასის ოდენობა, საკრედიტო და ოვერდრაფტის ანგარიშები გახსნილი ჰქონდა 2014 წელს და არ ჩათვალა საჭიროდ მათი 2016 წლის შესახებ დეკლარაციაში მითითება. ასევე, აღნიშნავს, რომ მეუღლესთან ფაქტობრივად განქორწინებული იყო და არ ჰქონდა ინფორმაცია მისი შემოსავლის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის აღნიშნული არგუმენტაცია სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული თანამდებობის პირის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არასწორი და არასრული ინფორმაციის მითითების გამამართლებელ, საპირწონე არგუმენტაციად. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია შეავსოს სრული, სწორი და ზუსტი მონაცემებით, რამეთუ მის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და თანამდებობის პირის მიერ შედგენილ დეკლარაციაში ასახული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. ამდენად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასწორი ან არასრული მონაცემების ასახვა ზიანს აყენებს საზოგადოების ინტერესებს მიიღოს სრული და სწორი ინფორმაცია სახელმწიფო სამსახურში მყოფი თანამდებობის პირების ქონების შესახებ, რომლებიც თავის მხრივ, სწორედ საზოგადოების, ხალხის წინაშე არიან ანგარიშვალდებული.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ 2016 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისას გამოვლენილი იქნა არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ მან პირველად შეავსო დეკლარაცია, სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული მისაღებ და გასაზიარებელ არგუმენტაციად. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის არცოდნა, ვერ გახდება პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, მითუმეტეს, რომ ვ-–-------- ს----------–-–---–ი წარმოადგენს თანამდებობის პირს, რომელსაც სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, როგორც საზოგადოების, ასევე კანონის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტი, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ), გარდა საჯარიმო სანქციისა (თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა), სხვა ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა არსებობდა მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნა, ვ-–-------- ს----------–-–---–ის მიერ 2017 წლის 4 ოქტომბერს წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არსებული არაერთი არსებითი დარღვევის შესახებ, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო ეხელმძღვანელა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტით და მიეღო განკარგულება ვ-–-------- ს----------–-–---–ის დაჯარიმების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ ადმინისტრაციული წარმოება განახორციელა მოქმედი კანონმდებლობის ნორმათა სრული დაცვით და საქმის გარემოებათა სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, 2018 წლის 29 ოქტომბერს მიიღო N-------- განკარგულება ვ-–-------- ს----------–-–---–ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ვ-–-------- ს----------–-–---–ის დაჯარიმების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-–-------- ს----------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე