განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001460361 (3ბ/2439-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო
წარმომადგენელი - ზ--------–------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,სა-----–----------------–---------’’
წარმომადგენელი - მ-------–--–-----ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,სა-----–----------------–---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 26 ივლისის N---------- ბრძანება სს ,,სა-----–----------------–---------ს’’ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,სა-----–----------------–---------’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულ იქნა 2014 წლის 31 ივლისს. საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გენერალური დირექტორი ნ-----–-------------–--ე.
2.2. სს ,,სა-----–----------------–---------ს“ ტ-----------–--------მა ჰო-------–-ა 2016 წლის 8 ივლისს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში წარადგინა საჩივარი, რომელიც ეხებოდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის რევიზიის აქტის (N-----) ბათილად ცნობას. საჩივარი ხელმოწერილ იქნა მ-----–------–--ის მიერ.
2.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილით სს ,,ს------–----------------–--------ს’’ ეცნობა, რომ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 83-ე და 181-ე მუხლების შესაბამისად, 5 დღის ვადაში სააგენტოში უნდა წარედგინა მტკიცებულებები და მოსაზრებები, რომელსაც ემყარებოდა საზოგადოების ადმინისტრაციული საჩივარი. კერძოდ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (განახლებული) და ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
2.4. სს ,,სა-----–----------------–---------ს’’ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის დირექტორის მიერ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილის პასუხად წარდგენილ იქნა 2016 წლის 22 ივნისით დათარიღებული N224 წერილი, რომლის თანახმად, საზოგადოების მიერ წარდგენილ იქნა განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, დირექტორ მ-----–------–--ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების პირადობის მოწმობები.
2.5. სს ,,სა-----–----------------–---------ს“ (ს/კ 4--------) გენერალური დირექტორის ნ-----–-------------–--ის 2016 წლის 29 თებერვლის N----------------- ბრძანებით განისაზღვრა სს ,,სა-----–----------------–---------“ - ტ-----------–--------ი ჰ---------–ის დირექტორის უფლებამოსილება. კერძოდ, ბრძანების თანახმად, კლინიკის დირექტორი მ-----–------–--ე უფლებამოსილია, ამავე ბრძანებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, განახორციელოს სხვა ისეთი ქმედება/მმართველობითი საქმიანობა, რაც არ არის მითითებული ბრძანებაში, მაგრამ საჭიროა კლინიკის ეფექტური და ხარისხიანი ყოველდღიური საქმიანობისათვის, მიმართულია კლინიკის ინტერესების უზრუნველყოფისაკენ/დაცვისაკენ და არ ეწინააღმდეგება კლინიკის, კორპორაციის და კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასევე, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ შეზღუდვებს. ბრძანების გამოცემის მომენტიდან კლინიკის დირექტორს ენიჭება აღნიშნულ ბრძანებაში მითითებული ყველა უფლებამოსილება და მასზე დამატებითი მინდობილობის/რწმუნებულების გაცემა საჭირო არ არის.
2.6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 26 ივლისის N---------- ბრძანებით განუხილველად იქნა დატოვებული სს ,,სა-----–----------------–---------ს“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის საჩივარი (მ. დ---–--ე)(N-----, 08.07.16წ.). ბრძანების საფუძვლად მიეთითა: სს ,,სა-----–----------------–---------ს“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის საჩივარი (მ. დ---–--ე) (N-----, 08.07.16წ; N7----, 22.07.16წ.); საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი; სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ლ--------–--ას წერილი (N0-------, 14.07.16წ.).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
2.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ხოლო იმავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 26 ივლისის N---------- ბრძანება სს ,,სა-----–----------------–---------ს’’ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.
2.9. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. მოცემული ნორმატიული აქტის მე-13 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. ამავე აქტის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს უფლებამოსილებას გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, ამავე კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში; ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და უპასუხებდეს ამ კოდექსის მოთხოვნებს. მითითებული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტით განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი იმ საფუძვლით, რომ საჩივარი არ იქნა წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ.
2.10. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა თუ არა უფლებამოსილი პირის მიერ, საჩივარზე ხელმომწერი პირი წარმოადგენდა თუ არა აღნიშნულზე უფლებამოსილ პირს, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრის განხილვის ფარგლებში სრულად უზრუნველყო თუ არა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენა/გამოკვლევა და ჯეროვნად განახორციელა თუ არა მასზედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაკისრებული ვალდებულებანი, არსებობდა თუ არა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად ირკვევა, რომ სს ,,სა-----–----------------–---------ს’’ ტ-----------–--------მა ჰო-------–-ა 2016 წლის 8 ივლისს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში წარადგინა საჩივარი, რომელიც ხელმოწერილი იყო მ-----– დ---–--ის მიერ. ამასთან, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილით სს ,,ს------–----------------–--------ს’’ ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე და 181-ე მუხლების შესაბამისად 5 დღის ვადაში სააგენტოში უნდა წარედგინა მტკიცებულებები და მოსაზრებები, რომელსაც ემყარებოდა საზოგადოების ადმინისტრაციული საჩივარი. კერძოდ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (განახლებული) და ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და სს ,,სა-----–----------------–---------ს’’ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის დირექტორის მიერ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილით ირკვევა, მოსარჩელის მიერ 2016 წლის 22 ივნისს წარდგენილ იქნა N224 წერილი, სადაც აღინიშნა, რომ სააგენტოს ეგზავნებოდა განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, დირექტორ მ-----–------–--ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების პირადობის მოწმობები. ამდენად, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად ირკვევა, რომ სს ,,ს------–-----------------–---------ის’’ მიერ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილის პასუხად გაგზავნილ იქნა დირექტორ მ-----–------–--ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი სახის დოკუმენტს წარმოადგენს სს ,,სა-----–----------------–---------ს“ გენერალური დირექტორის ნ-----–-------------–--ის 2016 წლის 29 თებერვლის N T---------------- ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა სს ,,სა-----–----------------–---------“-ტ-----------–--------ი ჰ---------–ის დირექტორის უფლებამოსილება, თუმცა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2016 წლის 26 ივლისის N---------- ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვა სს ,,სა-----–----------------–---------ს’’ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის საჩივარი. აღნიშნული ბრძანებიდან არ ირკვევა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილის პასუხად მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა თუ არა საჩივრის განუხილველად დატოვების საკმარის საფუძველს, აღნიშნულს ვერც სასამართლო დაადგენს, ვინაიდან მიუხედავად სასამართლოს მოთხოვნისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალა სრულად.
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ, თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის მე-6 თავით (ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) გათვალისწინებული დებულებანი (185-ე მუხლი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა. მოცემული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ, თუკი ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების/საჩივრის წარდგენისათვის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები დარღვეულია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ითქვას ან იგი განუხილველად იქნეს დატოვებული. ამ დროს ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განმცხადებელს ზუსტად აუხსნას, თუ რა ხარვეზი აქვს განცხადებას/საჩივარს და მისცეს ამ ხარვეზის გამოსწორების ვადა. ეს ვადა არ უნდა იყოს ხუთ დღეზე ნაკლები. თუმცა, შესაძლოა განმცხადებელი/საჩივრის ავტორი ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებულ ვადაში ვერ ჩაეტიოს, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ეს ვადა გააგრძელოს კიდევ 15 დღით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე მოსთხოვა დამატებითი ინფორმაცია, ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილით მოთხოვნილ იქნა არა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, არამედ განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ხარვეზის დადგენის ეტაპზე ნათლად არ განუმარტა დაინტერესებულ მხარეს, რომ საჩივარი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და საჭიროებდა საჩივარზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია სს ,,სა-----–----------------–---------ს“ (ს/კ 4--------) გენერალური დირექტორის ნ-----–-------------–--ის 2016 წლის 29 თებერვლის N T---------------- ბრძანებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ კლინიკის დირექტორი მ-----–------–--ე უფლებამოსილია, ამავე ბრძანებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, განახორციელოს სხვა ისეთი ქმედება/მმართველობით საქმიანობა, რაც არ არის მითითებული ბრძანებაში, მაგრამ საჭიროა კლინიკის ეფექტური და ხარისხიანი ყოველდღიური საქმიანობისათვის, მიმართულია კლინიკის ინტერესების უზრუნველყოფისაკენ/დაცვისაკენ და არ ეწინააღმდეგება კლინიკის, კორპორაციის და კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასევე, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ შეზღუდვებს. ბრძანების გამოცემის მომენტიდან კლინიკის დირექტორს ენიჭება აღნიშნულ ბრძნებაში მითითებული ყველა უფლებამოსილება და მასზე დამატებითი მინდობილობის /რწმუნებულების გაცემა საჭირო არ არის.
2.12. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალა სრულად სადავო აქტთან დაკავშირებით, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა სასამართლოს მიერ დასკვნის გაკეთების საშუალებას, სწორად იქნა თუ არა მიღებული სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 26 ივლისის N---------- ბრძანება სს ,,სა-----–----------------–---------ს’’ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს მასზედ, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ სადავო აქტის გამოცემისას არ შეისწავლა, არ გამოიკვლია საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ მოიცავს აღნიშნული დოკუმენტი მ-----–------–--ისათვის ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილების მინიჭებას, არ დაუდგენია და არ განუმარტავს მხარისთვის, თუ რა სახის ხარვეზს შეიცავდა ადმინისტრაციული საჩივარი, ამასთან სადავო აქტი საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას, რაც ერთმნიშვნელოვნად აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათზე მიუთითებს.
2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ზემოაღნიშნული გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 26 ივლისის N---------- ბრძანება სს ,,სა-----–----------------–---------ს’’ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის ხელახლა განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაიცვას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, სადავო საკითხი გადაწყვიტოს მხოლოდ საქმის გარემოებებისა და არსებული მასალების სათანადო გამოკვლევის შედეგად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკველეული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის არის მოცემულ შემთხვევაში. ამასთან, მხარის მიერ გაშვებულ იქნა გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. ამდენად, სასამართლოს აღნიშნული სარჩელი დაუშვებლად უნდა ეცნო. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად (საქმე N3--------) სასამართლო განმარტავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, ხარვეზიანი დოკუმენტის (განცხადება, საჩვარი) არსებობის შემთხვევაში მისცეს მხარეს საშუალება გამოასწოროს აღნიშნული. სასამართლოს ამგვარი განმარტებით, ნათელი ხდება, რომ სასამართლო არც კი გაეცნო საქმეზე თანდართულ დოკუმენტალურ მტკიცებულებებს, რომელთაგანაც ერთ-ერთს წარმოადგენს რეგულირების სააგენტოს წერილი, სადაც მითითებულია მოწინააღმდეგე მხარის საჩივარში არსებულ ხარვეზთან დაკავშირებით და მიცემულია დრო, რომლის განმავლობაშიც სს „სა-----–----------------–---------“ ვალდებული იყო გამოესწორებინა აღნიშნული ხარვეზი. აპელანტი მტკიცებულებად უთითებს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს N0--------- ბრძანებას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსს, რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილს.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა სს „სა-----–----------------–---------ს“ მიერ წარმოდგენილი მინდობილობა, რომელიც გაცემულ იქნა ბატონ მ-----–------–--ეზე. აღნიშნული წარმოადგენს გენერალურ მინდობილობას და მისი ძალით პირს არ ენიჭება უფლებამოსილება წარმოადგინოს საწარმო სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან ურთიერთობაში, რამდენადაც უმეტესად მინდობილობა ეხება სამედიცინო დაწესებულებასა და მასთან სახელშკერულებო ურთიერთობაში მყოფ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს შორის არსებულ ურთიერთობას. რეგულირების სააგენტოსთან კი სს „ს------–----------------–--------ს“ არავითარი მსგავსი ურთიერთობა არ გააჩნია. ამდენად, სრულიად სამართლიანად სააგენტომ დაახარვეზა აღნიშნული დოკუმენტი და მხარეს დროც განუსაზღვრა ხარვეზის გამოსასწორებლად. საქალაქო სასამართლომ კი აღნიშნული უკანონოდ ცნო და სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა დაავალა, რაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის არასწორი განმარტებაა.
3.3. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის (საქმე N3--------) გადაწყვეტილებაზე. კერძოდ კი, სასამართლოს თქმით, სასამართლოს არაერთი დავალების მიუხედავად, თითქოს რეგულირების სააგენტომ არ წარადგინა სასამართლოში საქმის სრული მასალები, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. სასამართლოში როგორც მოსარჩელე მხარე სს“ სა-----–----------------–---------ს“ ასევე მოპასუხე რეგულირების სააგენტოს მიერ წარდგენილ იყო საქმის სრული მასალები. აღნიშნული მასალები კი აპელანტს მიაჩნია, რომ ობიექტურად იყო სავსებით საკმარისი საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის, რაც არ მომხდარა. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას, რეგულირების სააგენტოს მიერ საკითხის გამოკვლევის გარეშე დატოვებასთან დაკავშირებით. სააგენტომ არამხოლოდ გამოიკვლია საკითხი, არამედ ჩაატარა რევიზია, შემდგომ ადმინისტრაციული წარმოება და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ,,სა-----–----------------–---------’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულ იქნა 2014 წლის 31 ივლისს. საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გენერალური დირექტორი ნ-----–-------------–--ე.
4.3. სს ,,სა-----–----------------–---------ს“ ტ-----------–--------მა ჰო-------–-ა 2016 წლის 8 ივლისს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში წარადგინა საჩივარი, რომელიც ეხებოდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის რევიზიის აქტის (N-----) ბათილად ცნობას. საჩივარი ხელმოწერილ იქნა მ-----–------–--ის მიერ.
4.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილით სს ,,ს------–----------------–--------ს’’ ეცნობა, რომ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 83-ე და 181-ე მუხლების შესაბამისად, 5 დღის ვადაში სააგენტოში უნდა წარედგინა მტკიცებულებები და მოსაზრებები, რომელსაც ემყარებოდა საზოგადოების ადმინისტრაციული საჩივარი. კერძოდ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (განახლებული) და ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
4.5. სს ,,სა-----–----------------–---------ს’’ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის დირექტორის მიერ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილის პასუხად წარდგენილ იქნა 2016 წლის 22 ივნისით დათარიღებული N224 წერილი, რომლის თანახმად, საზოგადოების მიერ წარდგენილ იქნა განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, დირექტორ მ-----–------–--ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების პირადობის მოწმობები.
4.6. სს ,,სა-----–----------------–---------ს“ (ს/კ 4--------) გენერალური დირექტორის ნ-----–-------------–--ის 2016 წლის 29 თებერვლის N----------------- ბრძანებით განისაზღვრა სს ,,სა-----–----------------–---------“ - ტ-----------–--------ი ჰ---------–ის დირექტორის უფლებამოსილება. კერძოდ, ბრძანების თანახმად, კლინიკის დირექტორი მ-----–------–--ე უფლებამოსილია, ამავე ბრძანებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, განახორციელოს სხვა ისეთი ქმედება/მმართველობითი საქმიანობა, რაც არ არის მითითებული ბრძანებაში, მაგრამ საჭიროა კლინიკის ეფექტური და ხარისხიანი ყოველდღიური საქმიანობისათვის, მიმართულია კლინიკის ინტერესების უზრუნველყოფისაკენ/დაცვისაკენ და არ ეწინააღმდეგება კლინიკის, კორპორაციის და კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასევე, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ შეზღუდვებს. ბრძანების გამოცემის მომენტიდან კლინიკის დირექტორს ენიჭება აღნიშნულ ბრძანებაში მითითებული ყველა უფლებამოსილება და მასზე დამატებითი მინდობილობის/რწმუნებულების გაცემა საჭირო არ არის.
4.7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 26 ივლისის N---------- ბრძანებით განუხილველად იქნა დატოვებული სს ,,სა-----–----------------–---------ს“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის საჩივარი (მ. დ---–--ე)(N-----, 08.07.16წ.). ბრძანების საფუძვლად მიეთითა: სს ,,სა-----–----------------–---------ს“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის საჩივარი (მ. დ---–--ე) (N-----, 08.07.16წ; N7----, 22.07.16წ.); საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი; სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ლ--------–--ას წერილი (N0-------, 14.07.16წ.).
სამართლებრივი დასაბუთება
4.8. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო იგი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4.11. საპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. მოცემული ნორმატიული აქტის მე-13 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. ამავე აქტის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს უფლებამოსილებას გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, ამავე კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში; ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და უპასუხებდეს ამ კოდექსის მოთხოვნებს. მითითებული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტით განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი იმ საფუძვლით, რომ საჩივარი არ იქნა წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ.
4.12. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა თუ არა უფლებამოსილი პირის მიერ, საჩივარზე ხელმომწერი პირი წარმოადგენდა თუ არა აღნიშნულზე უფლებამოსილ პირს, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრის განხილვის ფარგლებში სრულად უზრუნველყო თუ არა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენა/გამოკვლევა და ჯეროვნად განახორციელა თუ არა მასზედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაკისრებული ვალდებულებანი, არსებობდა თუ არა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად ირკვევა, რომ სს ,,სა-----–----------------–---------ს’’ ტ-----------–--------მა ჰო-------–-ა 2016 წლის 8 ივლისს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში წარადგინა საჩივარი, რომელიც ხელმოწერილი იყო მ-----– დ---–--ის მიერ. ამასთან, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილით სს ,,ს------–----------------–--------ს’’ ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე და 181-ე მუხლების შესაბამისად 5 დღის ვადაში სააგენტოში უნდა წარედგინა მტკიცებულებები და მოსაზრებები, რომელსაც ემყარებოდა საზოგადოების ადმინისტრაციული საჩივარი. კერძოდ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (განახლებული) და ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. საქალაქო სასამართლომ ყურადღება სწორად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და სს ,,სა-----–----------------–---------ს’’ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის დირექტორის მიერ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილით ირკვევა, მოსარჩელის მიერ 2016 წლის 22 ივნისს წარდგენილ იქნა N224 წერილი, სადაც აღინიშნა, რომ სააგენტოს ეგზავნებოდა განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, დირექტორ მ-----–------–--ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების პირადობის მოწმობები. ამდენად, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად ირკვევა, რომ სს ,,ს------–-----------------–---------ის’’ მიერ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილის პასუხად გაგზავნილ იქნა დირექტორ მ-----–------–--ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი სახის დოკუმენტს წარმოადგენს სს ,,სა-----–----------------–---------ს“ გენერალური დირექტორის ნ-----–-------------–--ის 2016 წლის 29 თებერვლის N T---------------- ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა სს ,,სა-----–----------------–---------“-ტ-----------–--------ი ჰ---------–ის დირექტორის უფლებამოსილება, თუმცა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2016 წლის 26 ივლისის N---------- ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვა სს ,,სა-----–----------------–---------ს’’ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის საჩივარი. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, აღნიშნული ბრძანებიდან არ ირკვევა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილის პასუხად მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა თუ არა საჩივრის განუხილველად დატოვების საკმარის საფუძველს, აღნიშნულს ვერც სასამართლო დაადგენს, ვინაიდან მიუხედავად სასამართლოს მოთხოვნისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალა სრულად.
4.13. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული დებულებანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა. მოცემული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ თუკი ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების/საჩივრის წარდგენისათვის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები დარღვეულია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ითქვას ან იგი განუხილველად იქნეს დატოვებული. ამ დროს ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განმცხადებელს ზუსტად აუხსნას, თუ რა ხარვეზი აქვს განცხადებას/საჩივარს და მისცეს ამ ხარვეზის გამოსწორების ვადა. ეს ვადა არ უნდა იყოს ხუთ დღეზე ნაკლები. თუმცა, შესაძლოა განმცხადებელი/საჩივრის ავტორი ინფორმაციის წარდგენისათვის დაწესებულ ვადაში ვერ ჩაეტიოს, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ეს ვადა გააგრძელოს კიდევ 15 დღით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე მოსთხოვა დამატებითი ინფორმაცია, ამასთან, საქალაქო სასამართლომ ყურადღება სწორად მიაქცია იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან 2016 წლის 14 ივლისის N0------- წერილით მოთხოვნილ იქნა არა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, არამედ განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ხარვეზის დადგენის ეტაპზე ნათლად არ განუმარტა დაინტერესებულ მხარეს, რომ საჩივარი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და საჭიროებდა საჩივარზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს. საქალაქო სასამართლომ ყურადღება ასევე მართებულად მიაქცია სს ,,სა-----–----------------–---------ს“ (ს/კ 4--------) გენერალური დირექტორის ნ-----–-------------–--ის 2016 წლის 29 თებერვლის N----------------- ბრძანებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ კლინიკის დირექტორი მ-----–------–--ე უფლებამოსილია, ამავე ბრძანებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, განახორციელოს სხვა ისეთი ქმედება/მმართველობით საქმიანობა, რაც არ არის მითითებული ბრძანებაში, მაგრამ საჭიროა კლინიკის ეფექტური და ხარისხიანი ყოველდღიური საქმიანობისათვის, მიმართულია კლინიკის ინტერესების უზრუნველყოფისაკენ/დაცვისაკენ და არ ეწინააღმდეგება კლინიკის, კორპორაციის და კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასევე, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ შეზღუდვებს. ბრძანების გამოცემის მომენტიდან კლინიკის დირექტორს ენიჭება აღნიშნულ ბრძნებაში მითითებული ყველა უფლებამოსილება და მასზე დამატებითი მინდობილობის /რწმუნებულების გაცემა საჭირო არ არის.
4.14. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალა სრულად სადავო აქტთან დაკავშირებით, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა სასამართლოს მიერ დასკვნის გაკეთების საშუალებას, სწორად იქნა თუ არა მიღებული სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 26 ივლისის N---------- ბრძანება სს ,,სა-----–----------------–---------ს’’ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
4.15. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს მასზედ, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ სადავო აქტის გამოცემისას არ შეისწავლა, არ გამოიკვლია საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ მოიცავს აღნიშნული დოკუმენტი მ-----–------–--ისათვის ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილების მინიჭებას, არ დაუდგენია და არ განუმარტავს მხარისთვის, თუ რა სახის ხარვეზს შეიცავდა ადმინისტრაციული საჩივარი, ამასთან სადავო აქტი საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას, რაც ერთმნიშვნელოვნად აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათზე მიუთითებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე