განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.06.2019
საქმის ნომერი
190310018002336568
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით , ადმინისტრაციული
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N190310018002336568 (3ბ/2889-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ჯ----–--------–---–ი

წარმომადგენელი - კ---------–------–---–ი, დ------------–---–ი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ------------------ა

 

მესამე პირი - ი------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტ ჯ----–--------–---–ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

1.2. აპელანტ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ----–--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 იანვრის N----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების მიხედვით, ქალაქ რუსთავში, მ---------------------------–------------–-------------------), საცხოვრებელ ფართს, 22.36 კვ.მ ფართის ოდენობით ფლობს რ-----------ა, N------ პრივატიზაციის ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი:13/11/1992, ნოტარიუსი: ყ--–-----–---–ი) თანახმად.

 

2.2. 2017 წლის 30 აგვისტოს ჯ----–--------–---–ის მიერ, როგორც ი------------ას მინდობილმა პირმა N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქალაქ რუსთავში, მ--------------------------------------–--------------------ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზედაც მიღებულ იქნა 07.11.2017 წლის N--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

 

2.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა 24.10.2017 წლის N--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომლის დაკმაყოფილებაზეც ეთქვა უარი 2018 წლის 15 იანვრის N----- გადაწყვეტილებით.~

 

2.4. 1994 წლის 06 იანვრის მინდობილობაში მითითებულია ი------–-----------------–----------ს საიდენტიფიკაციო მონაცენები - პასპორტი X-----------------------, მოსარჩელის განმარტებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით იგი შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებასა და N------ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში (დამოწმების თარიღი:13/11/1992, ნოტარიუსი: ყ--–-----–---–ი) ასახულ ი------------ას საიდენტიფიკაციო მონაცენებს, რაც სადავო გახადა მოპასუხე მხარემ. ასევე, 1994 წლის 06 იანვრის მინდობილობაში მითითებულია ჯ----–------------------–---–ის საიდენტიფიკაციო მონაცემები - პასპორტი X----------------------), რომლის შესაბამისობა ჯ----–--------–---–ის (პირადი ნომერი 1----------) საიდენტიფიკაციო მონაცემებთან, ასევე სადავო გახადა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს ჯ----–--------–---–ის მიერ, როგორც ი------------ას მინდობილმა პირმა N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქალაქ რუსთავში, მ--------------------------------------–--------------------ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ N------ პრივატიზაციის ხელშეკრულებით (დამოწმების თარიღი: 13/11/1992, ნოტარიუსი: ყ--–-----–---–ი) რ-----------ა ალექსანდრეს ასულმა პირად საკუთრებაში მიიღო საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქალაქ რუსთავში მ--------------------------. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1994 წლის 06 იანვარს ი------–-----------------–-----------ს მიერ გაცემულია მინდობილობა, რომლითაც ჯ----–------------------–---–ს მიენიჭა უფლება განეკარგა და ემართა მარწმუნებლის მთელი ქონება. ამასთანავე მინდობილობა გაცემულია უვადოდ. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მასალებით დასტურდება ის ფაქტი, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაცულია ნოტარიუს ე. ყ--–-----–---–ის მიერ 1994 წელს ნაწარმოებ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში გატარებულია 6 იანვარს რეგისტრირებული ჩანაწერი (-----). ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მინდობილობა გაუქმებულია.

 

2.8. 2017 წლის 07 დეკემბრის N--------- ადმინისტრაციული საჩივარით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა 04.10.2017 წლის N--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომლის დაკმაყოფილებაზეც ეთქვა უარი 2018 წლის 15 იანვრის N----- გადაწყვეტილებით. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. თავის მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით (72-ე-102-ე მუხლები) განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. კერძოდ - 72.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთი სახეა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. ხოლო ამავე კოდექსის 96.3 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები. ამასთანავე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომა არ ჩატარებულა, რაც თავის თავის მხრივ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ არ იქნა გათვალისწინებული კანონმდებლობის მოთხოვნები ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პირობებშიც კი. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

2.10. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, უპირველეს ყოვლისა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული. ამდენად, გასაჩივრებული აქტების კანონიერად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ ამ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს ასევე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ N------------ სარეგისტრაციო განაცხადზე საქმის წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა ყველა გარემოება გამოკვლეული, ამასთან, არ ჩატარებულა ზეპირი მოსმენა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირები. შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმების შედეგად დგინდება, რომ სააგენტოს მიერ არ იქნა შესრულებულ მისთვის, როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. იმავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, 1994 წლის 06 იანვრის მინდობილობაში მითითებულია ი------–-----------------–----------ს საიდენტიფიკაციო მონაცენები - პასპორტი X-----------------------, მოსარჩელის განმარტებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით იგი შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათებასა და N------ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში (დამოწმების თარიღი:13/11/1992, ნოტარიუსი: ყ--–-----–---–ი) ასახულ ი------------ას საიდენტიფიკაციო მონაცენებს, რაც სადავო გახადა მოპასუხე მხარემ. ასევე 1994 წლის 06 იანვრის მინდობილობაში მითითებულია ჯ----–------------------–---–ის საიდენტიფიკაციო მონაცემები - პასპორტი X----------------------), რომლის შესაბამისობა ჯ----–--------–---–ის (პირადი ნომერი 1----------) საიდენტიფიკაციო მონაცემებთან, ასევე სადავო გახადა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ჯ----–--------–---–ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 იანვრის N----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე", “ე1" პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჯ----–--------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 7 ნოემბრის №--------------- და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 იანვრის №----- გადაწყვეტილებები და სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად იქნა გამოყენებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რამაც განაპირობა სადავო გადაწყვეტილების მიღება. ჯ----–--------–---–მა, როგორც ი------------ას მინდობილმა პირმა, №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ქ. რუსთავში, მ--------------------------------------–--------------------ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო პრივატიზაციის ხელშეკრულება და მინდობილობა. პრივატიზაციის ხელშეკრულების (№------- თარიღი: 13.11.1992, ნოტარიუსი: ე. ყ--–-----–---–ი) საფუძველზე, ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხულია ი------------ას უფლება. 1994 წლის 6 იანვარს გაცემული №---- მინდობილობის თანახმად, ი------–-----------------–------------მ (მის.: ქ. რუსთავი, ხ-------------------------------------------------, პასპორტი №---------------------------------, გაცემული: რუსთავის საქალაქო აღმასკომის შსგ-ის მიერ 10.6.1989) ჯ----–-------------------–---–ს (პასპორტი №---------------- გაცემული რუსთავის საქალაქო აღმასკომის მიერ 05.07.1983) მიანიჭა სხვა უფლებებთან ერთად ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №-------- (03.10.2017) წერილის თანახმად, ნოტარიუს ე. ყ--–-----–---–ის მიერ ნაწარმოებ სანოტარო დოკუმენტებში 1994 წლის 6 იანვარს დამოწმებული მინდობილობა (რეესტრი №----) არ მოიძებნა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა ნოტარიუს ე. ყ--–-----–---–ის მიერ 1994 წელს ნაწარმოებ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში 6 იანვარს რეგისტრირებული ჩანაწერის (რეესტრი №----) ელექტრონული ასლი. 1994 წელს ნაწარმოებ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში 6 იანვარს რეგისტრირებული ჩანაწერის (რეესტრი №----) ელექტრონული ასლის თანახმად, მინდობილობაზე დამოწმებულია ი------–-----------------–----------ს ხელმოწერის ნამდვილობა. ამდენად, წარდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 1994 წლის 6 იანვარს დამოწმებული მინდობილობა (რეესტრი №----) არ მოიძებნა. ამასთან, ვერ დგინდება აღნიშნული მინდობილობა წარმოადგენს თუ არა ძალაში არსებულ დოკუმენტს. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №-------------08 (04.10.2017) გადაწყვეტილებით, ვინაიდან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცულ ნოტარიუს ე. ყ--–-----–---–ის მიერ ნაწარმოებ სანოტარო დოკუმენტებში 1994 წლის 6 იანვარს დამოწმებული მინდობილობა (რეესტრი №----) არ მოიძებნა, მოთხოვნილ იქნა ი------------ას მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმად, ჯ----–--------–---–ს მინიჭებული ექნებოდა შესაბამისი უფლებამოსილება, თუმცა სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა ვინაიდან სააგენტოში არ ყოფილა წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტი. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისში წარდგენილი მინდობილობით ვერ ხდება მიმნდობის (მარწმუნებლის) და მინდობილი პირის იდენტიფიცირება, შესაბამისად, ვერ ხდება სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მესაკუთრის იდენტიფიცირებაც. ჯ----–--------–---–ის მიერ წარდგენილ სსგს საინფორმაციო ბარათში სსრკ-ის პასპორტის მონაცემები დაცული არ არის, შესაბამისად, ვერ ხდება მინდობილობაში მითითებული ჯ----–------------------–---–ის პასპორტის იდენტიფიცირება.

 

3.2. აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №------- (08.01.2018) წერილის თანახმად, ი------–-----------------–----------ს პირადი ნომრის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო–სამისამართო ბიუროს კარტოთეკასა და ერთიან მონაცემთა ბაზაში არ მოიძებნა, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 11 იანვრის №-------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საინფორმაციო–სამისამართო ბიუროს კართოტეკის ინფორმაციით ირიცხება ი------–-----------------–---------- (დაბ.13.01.1973წ.) ამოწერილია ქ. რუსთავის ხ--–-----------------------------------------დან და წასულია როსტოვის ოლქში 06.01.1994 წელს. პირადობის მოწმობის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არ მოიძებნა. შესაბამისად, მოძიებული ინფორმაციით ვერ ხდება ი------–-----------------–----------ს იდენტიფიცირებაც (არ დგინდება პირადი ნომერი, მოქალაქეობრივი კუთვნილება, პირის მოქმედი სტატუსი). აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არ შეუფასებია წარმოების ფარგლებში გამოთხოვილი ზემოაღნიშნული ინფორმაციის კავშირი მოცემულ საქმესთან. სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრს არ გამოუკვლევია სრულყოფილად საქმის გარემოებები და არ ჩატარებულა ზეპირი მოსმენა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ ყველა ის დოკუმენტაცია იქნა გამოთხოვილი რაც მოცემული საქმის სრულყოფილი გამოკვლევისთვის იყო საჭირო, ხოლო ზეპირი მოსმენის ჩატარებით აღნიშნული გარემოებებისაგან განსხვავებული გარემოებები ვერ დადგინდებოდა ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ ი------–-----------------–----------- ამოწერილია ქ. რუსთავი, ხ--–-----------------------------------------დან და წასულია როსტოვის ოლქში 06.01.1994 წელს, ხოლო მისი პირადობის მოწმობის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არ არის დაცული. შესაბამისად, მოძიებული ინფორმაციით ვერ ხდება ი------–-----------------–----------ს იდენტიფიცირება (არ დგინდება პირადი ნომერი, მოქალაქეობრივი კუთვნილება, პირის მოქმედი სტატუსი), ხოლო სსგს საინფორმაციო ბარათში სსრკ-ის პასპორტის მონაცემები დაცული არ არის, შესაბამისად, ვერ ხდება მინდობილობაში მითითებული ჯ----–------------------–---–ის პასპორტის იდენტიფიცირება. სასამართლომ არც იმ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ 1994 წლის 6 იანვარს დამოწმებული მინდობილობა (რეესტრი №----) ნოტარიუსთა პალატაში დაცული არ არის, ამასთან, ვერ დგინდება, აღნიშნული მინდობილობა ძალაშია თუ არა.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მარეგისტრირებელ ორგანოს დაავალა ახალი აქტის გამოცემა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. სადავო გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული, თუ რა მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით ცნო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ არის დადგენილი რა დამატებითი გარემოებები უნდა გამოიკვლიოს სააგენტომ საკითხის სწორად გადასაწყვეტად.

 

3.4. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ფორმულირება ამგვარია: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. მოცემულ მუხლთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 2 ივლისის №ბს-30-30 (2კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: „საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მითითებული მუხლით რეგლამენტირებული, სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“. ამასთან, უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-351-336(კ-09)) მიეთითა შემდეგი: ,,ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დავის არსებით გადაწყვეტაზე ანუ მართლმსაჯულების ფუნქციაზე უარის ტოლფასია. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კი შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა".

 

3.5. აპელანტის მოსაზრებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოსთვის ყველა ფაქტობრივი გარემოება იყო ცხადი და მას არაფერი უშლიდა ხელს, მიეღო არსებითი გადაწყვეტილება. ასეთ პირობებში, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დაუშვებელია საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით უკან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. ვინაიდან, რუსთავის სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენა და სათანადო შეფასება, აპელანტი მიიჩნევს, რომ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები და გამოტანილ იქნა არასწორი გადაწყვეტილება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად გამოიყენა და არასწორად განმარტა კანონი, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა შედეგად, შესაბამისად სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

 

3. ჯ----–--------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.6. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ფაქტობრივი გარემოებები, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, სრულად შეესაბამება არსებულ რეალობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილებაში მითითებული რეგისტრაციაზე უარის თქმის ყველა საფუძველი გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე. საჯარო რეესტრი ეჭქვეშ აყენებდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილ მინდობილობის ნამდვილობას. გადაწყვეტილების მე-5 გვერდის პირველ აბზაცში სასამართლო მიუთითებს: „საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ N------ პრივატიზაციის ხელშეკრულებით (დამოწმების თარიღი 13/11/1992, ნოტარიუსი: ყ--–-----–---–ი) რ-----------ა ალექსანდრეს ასულმა პირად საკუთრებაში მიიღო საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქალაქ რუსთავში, მ-------------------------ში. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1994 წლის 26 იანვარს ი------–-----------------–-----------ს მიერ გაცემულია მინდობილობა, რომლითაც ჯ----–--------–---–ს მიენიჭა უფლება განეკარგა და ემართა მარწმუნებელის მთელი ქონება. ამასთანავე მინდობილობა გაცემულია უვადოდ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაცულია ნოტარიუსს ე. ყ--–-----–---–ის მიერ 1994 წელს ნაწარმოები სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალი, რომელშიც გატარებულია 6 იანვარს რეგისტრირებული ჩანაწერი (N---), ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მინდობილობა გაუქმებულია". რეესტრისთვის უარის თქმის კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენდა ი------------ას და ჯ----–--------–---–ის იდენტიფიცირება. გადაწყვეტილების 4.2-ე პუნქტში ვკითხულობთ : "1994 წლის 06 იანვრის მინდობილობაში მითითებული ი------–-----------------–----------ს საიდენტიფიკაციო მონაცემები - პასპორტი X-----------------, მოსარჩელის განმარტებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დასახასიათებასა და N------ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში (დამოწმების თარიღი 13/11/1992, ნოტარიუსი: ყ--–-----–---–ი) ასახულ ი------------ას მონაცემებს, რაც სადავო გახადა მოპასუხე მხარემ". ანალოგიურად სადავოდ და დაუსაბუთებლად რეესტრმა სადავოდ გახადა ჯ----–--------–---–ის პიროვნების იდენტურობა, მინდობილობაში მითითებულ რწმუნებულთან. ზემოთ ხსენებული უტყუარად მოწმობს, რომ სასარჩელო წარმოების ფარგლებში გამოკვლეულ იქნა ყველა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, ასევე ის ფაქტი, რომ ჯ----–--------–---–ი დღესაც ცხოვრობს ქალაქ რუსთავში, მ---------------------------ში, რაც სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას, ეხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33.1 მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 32.4 მუხლისა და მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების მიხედვით, ქალაქ რუსთავში, მ---------------------------–------------–-------------------), საცხოვრებელ ფართს, 22.36 კვ.მ ფართის ოდენობით ფლობს რ-----------ა, N------ პრივატიზაციის ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი:13/11/1992, ნოტარიუსი: ყ--–-----–---–ი) თანახმად.

 

4.3. 2017 წლის 30 აგვისტოს ჯ----–--------–---–ის მიერ, როგორც ი------------ას მინდობილმა პირმა N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქალაქ რუსთავში, მ--------------------------------------–--------------------ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზედაც მიღებულ იქნა 07.11.2017 წლის N--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

 

4.4. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა 24.10.2017 წლის N--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომლის დაკმაყოფილებაზეც ეთქვა უარი 2018 წლის 15 იანვრის N----- გადაწყვეტილებით.~

 

4.5. 1994 წლის 06 იანვრის მინდობილობაში მითითებულია ი------–-----------------–----------ს საიდენტიფიკაციო მონაცენები - პასპორტი X-----------------------, მოსარჩელის განმარტებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით იგი შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებასა და N------ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში (დამოწმების თარიღი:13/11/1992, ნოტარიუსი: ყ--–-----–---–ი) ასახულ ი------------ას საიდენტიფიკაციო მონაცენებს, რაც სადავო გახადა მოპასუხე მხარემ. ასევე, 1994 წლის 06 იანვრის მინდობილობაში მითითებულია ჯ----–------------------–---–ის საიდენტიფიკაციო მონაცემები - პასპორტი X----------------------), რომლის შესაბამისობა ჯ----–--------–---–ის (პირადი ნომერი 1----------) საიდენტიფიკაციო მონაცემებთან, ასევე სადავო გახადა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო იგი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4.9. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს ჯ----–--------–---–ის მიერ, როგორც ი------------ას მინდობილმა პირმა N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქალაქ რუსთავში, მ--------------------------------------–--------------------ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ N------ პრივატიზაციის ხელშეკრულებით (დამოწმების თარიღი: 13/11/1992, ნოტარიუსი: ყ--–-----–---–ი) რ-----------ა ალექსანდრეს ასულმა პირად საკუთრებაში მიიღო საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქალაქ რუსთავში მ--------------------------. განსახილველ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ 1994 წლის 06 იანვარს ი------–-----------------–-----------ს მიერ გაცემულია მინდობილობა, რომლითაც ჯ----–------------------–---–ს მიენიჭა უფლება განეკარგა და ემართა მარწმუნებლის მთელი ქონება. ამასთან, მინდობილობა გაცემულია უვადოდ. საქალაქო სასამართლომ ყურადღება სწორად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაცულია ნოტარიუს ე. ყ--–-----–---–ის მიერ 1994 წელს ნაწარმოებ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში გატარებულია 6 იანვარს რეგისტრირებული ჩანაწერი (-----). ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მინდობილობა გაუქმებულია.

 

4.10. 2017 წლის 07 დეკემბრის N--------- ადმინისტრაციული საჩივარით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა 04.10.2017 წლის N--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომლის დაკმაყოფილებაზეც ეთქვა უარი 2018 წლის 15 იანვრის N----- გადაწყვეტილებით. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. თავის მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით (72-ე-102-ე მუხლები) განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. კერძოდ - 72.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთი სახეა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

 

4.11. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. ხოლო ამავე კოდექსის 96.3 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები. ამასთანავე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომა არ ჩატარებულა, რაც თავის მხრივ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ არ იქნა გათვალისწინებული კანონმდებლობის მოთხოვნები ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პირობებშიც კი. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, უპირველეს ყოვლისა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული. ამდენად, გასაჩივრებული აქტების კანონიერად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ ამ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს ასევე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ N------------ სარეგისტრაციო განაცხადზე საქმის წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა ყველა გარემოება გამოკვლეული, ამასთან, არ ჩატარებულა ზეპირი მოსმენა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირები. შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმების შედეგად დგინდება, რომ სააგენტოს მიერ არ იქნა შესრულებულ მისთვის, როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება. 1994 წლის 06 იანვრის მინდობილობაში მითითებულია ი------–-----------------–----------ს საიდენტიფიკაციო მონაცენები - პასპორტი X-----------------------, მოსარჩელის განმარტებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით იგი შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათებასა და N------ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში (დამოწმების თარიღი:13/11/1992, ნოტარიუსი: ყ--–-----–---–ი) ასახულ ი------------ას საიდენტიფიკაციო მონაცენებს, რაც სადავო გახადა მოპასუხე მხარემ. ასევე 1994 წლის 06 იანვრის მინდობილობაში მითითებულია ჯ----–------------------–---–ის საიდენტიფიკაციო მონაცემები - პასპორტი X----------------------), რომლის შესაბამისობა ჯ----–--------–---–ის (პირადი ნომერი 1----------) საიდენტიფიკაციო მონაცემებთან, ასევე სადავო გახადა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ჯ----–--------–---–ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტ ჯ----–--------–---–ის მიერ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი, ასევე აპელანტ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ----–--------–---–ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდა გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე