განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.01.2018
საქმის ნომერი
330310016001228261
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 3ბ/2153-16, 330310016001228261

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2018წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თამარ ონიანი

გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი _ ნათია ზანდუკელი

აპელანტი - ლ-–- გ--------ე

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

წარმომადგენელი - ც-----------–---–-

დავის საგანი - ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–---------------------- ბრძანება და საკითხი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ამავე სამინისტროს

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღბული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ოქტომბრის გადაწვეტილებით ლ-–- გ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ-1. ს.ფ.99-109).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. სასამართლომ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ვ------------------ სართულზე მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, 89.49 კვ.მ. ფართი, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–---------------–------------ ბრძანების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.

 

2.1.2 . სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2-----–-–------------------------- წერილობითი აქტით ა-------------------------–-------–---–--------–--–--- ეცნობა, რომ გლდანის რაიონის გამგეობის 2------–-–------------------------------------- წერილსა (შუამდგომლობა) და საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------------------- განკარგულებაში არ ფიქსირდებოდა ლ-–- გ--------ე და მისთვის გადასაცემი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია, ხოლო მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები გადაეცათ ნ--------------------------–-–---–----–-–---------–---–------------------–---. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, რაც შეეხება ლ-–- გ--------ისათვის ბინის პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემას, სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია ამ უძრავი ქონების განკარგვა ელექტრონული აუქციონის ფორმით. ამასთან, აღნიშნული წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ დაპირებას, შესაბამისად არ წარმოშობს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას.

 

2.1.3 . სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–- გ--------ის სახელითაც ა--------------------------–-------–---–------------------“ აღმასრულებელმა დირექტორმა მ-------------–--–---–-ა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა ქ. თბილისში, გ-–----------------–-----------------–----------–----------------------------–------–-------------–---------------------------------------------.) ლ-–- გ--------ისათვის პირდაპირი მიყიდვის გზით სიმბოლურ ფასად (1 ლარად) გადაცემა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–---------------------------- წერილით ააიპ „-------------------–-------–---–------------------- აღმასრულებელ დირექტორს მ----- რ-----–--–---–ს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს მოსთხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, 7 (შვიდი) დღის ვადაში დაეზუსტებინა მოთხოვნა - თუ რომელ ადმინისტრაციულ აქტს ან ქმედებას ასაჩივრებდა, ასევე, წარედგინა წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. ამავე გადაწყვეტილებით, განმცხადებელს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მისი მოთხოვნა დარჩებოდა განუხილველი.

 

ა--------------------------–-------–---–------------------“ აღმასრულებელმა დირექტორმა _ მ-------------–--–---–-ა 2----–-–---------------------------- განცხადებით წარადგინა სათანადო წესით დამოწმებული, 2015 წლის 26 ოქტომბერს ლ-–- გ--------ის მიერ გაცემული მინდობილობა N--------- და განცხადებაში მიუთითა, რომ ვინაიდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ლ-–- გ--------ე ასაჩივრებდა სააგენტოს ქმედებას მის მიერ დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, ხოლო გამოსწორების შედეგად ლ-–- გ--------ეს უსასყიდლოდ გადაეცემოდა მის დაინტერესებაში არსებული ფართი.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2------–-–---------------------- ბრძანების თანახმად, ა--------------------------–-------–---–------------------ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი გამოასწორა ნაწილობრივ, კერძოდ, წარადგინა ლ-–- გ--------ის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა, ამასთან, მიუთითა რომ ლ-–- გ--------ის სახელით ასაჩივრებდა არა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- გადაწყვეტილებას, არამედ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქმედებას.

 

ამავე ბრძანებით ა--------------------------–-------–---–------------------“ საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- გადაწყვეტილება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, რომლის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა მხარის მიერ გაშვებულია და ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი სრულად არ აღმოფხვრა საჩივრის ავტორმა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნებისმიერ პირს გააჩნია უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას, რაც განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

 

2.2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური თავით განსაზღვრული წესი და პროცედურა წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების იერარქიული კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას, რა დროსაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით შეამოწმოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა (უმოქმედობათა) კანონიერება და მიზანშეწონილობა, რაც დამატებითი საშუალებაა მმართველობის კანონიერების უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ სწორედ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავი აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციისა და საჩივრის განხილვის/გადაწყვეტის საკითხებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი ეს არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი ქმედება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მითითებული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და უპასუხებდეს ამ კოდექსის მოთხოვნებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის რეკვიზიტები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლით და მასში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ის სავალდებულო მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციული საჩივარი, კერძოდ, 181-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთვება მისი ასლი.

 

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ პირის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არ აკმაყოფილებს სავალდებულო მოთხოვნებს, კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს სამართლებრივი დახმარების გაწევას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი), რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა. აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების გაწევის ვალდებულება ასახვას ჰპოვებს ამავე კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრულ დანაწესში, რომლის მიხედვით იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- გადაწყვეტილებით (წერილით) განმცხადებელს უარი ეთქვა ლ-–- გ--------ისათვის ბინის პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემაზე და განემარტა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია ლ-–- გ--------ის საცხოვრებელი ფართი განეკარგა არა სიმბოლურ ფასად, არამედ ელექტრონული აუქციონის გზით. ამავე წერილით მას განემარტა, რომ აღნიშნული არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ დაპირებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემასთან დაკავშირებით.

 

ასევე დადგენილია, რომ მითითებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა განმცხადებელი და ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელმაც მიიჩნია, რომ წარდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლის მოთხოვნებს და მასში არ იყო ჩამოყალიბებული კონკრეტული მოთხოვნა, ასევე, არ იყო წარდგენილი განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2015 წლის 20 ოქტომბრის წერილით დაადგინა ხარვეზი და განმცხადებელს მის აღმოსაფხვრელად მისცა ვადა 7 (შვიდი) დღე.

 

საქმეში არსებული მასალებით, 2015 წლის 27 ოქტომბერს ა--------------------------–-------–---–------------------“ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი აღმოფხვრა ნაწილობრივ, კერძოდ, წარადგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და მიუთითა რომ ასაჩივრებდა ადმინისტრაციულ ორგანოს ქმედებას. აღნიშნული ხარვეზი სრულად გამოსწორებულად არ ჩათვალა ადმინისტრაციულმა ორგანომ და წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი დატოვა განუხილველი. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპრობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ’’ ქვეპუნქტის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებული წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, კერძოდ, ლ-–- გ--------ეს უარი უთხრა მის დაინტერესებაში არსებული ქონების მის მიერ მოთხოვნილი ფორმით გადაცემაზე და შესთავაზა ალტერნატივა - ქონების განკარგვა ელექტრონული აუქციონის ფორმით, თუმცა იქვე მიუთითა, რომ ეს წერილი (გადაწყვეტილება) არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ დაპირებას ელექტრონული აუქციონის გამართვის შემთხვევაში უძრავი ნივთის ლ-–- გ--------ისათვის უპირობოდ გადაცემის თაობაზე, რაც წარმოშობდა ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ პირის ინტერესებზე ზეგავლენას ახდენდა სწორედ აღნიშნული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და არა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ისეთი ქმედება, რომელიც არ გულისხმობდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ქონების პირდაპირი ფორმით მიყიდვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე შეუძლებელია.

 

მითითებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორმა სრულად არ აღმოფხვრა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი, ვინაიდან მან დაზუსტებულ მოთხოვნად მიუთითა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დაშვებული შეცდომების გასწორება, თუმცა ვერ დაასაბუთა რაში გამოიხატებოდა ეს შეცდომები ან/და როგორ უნდა მომხდარიყო მათი გამოსწორება. როგორც უკვე აღინიშნა, სააგენტომ კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი უთხრა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის პირის სასარგებლოდ გადაწყვეტაზე.

 

შესაბამისად, გაუგებარია მოსარჩელე მხარე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რა შეცდომის დაშვებას გულისხმობდა დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას, რაც ვერ დააკონკრეტა ასევე სასამართლო დავის განხილვისასაც. აქედან კი გამომდინარეობს, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ, საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ-–- გ--------ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ ქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2------–-–---------------------------- ბრძანება და საკითხი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ამავე სამინისტროს უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ უნდა დაკმაყოფილდა

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შუძლებელია.

 

აპელანტის განმარტებით, 2012 წელს პრეზიდენტის განკარგულებით ქონების მართვის სააგენტომ მერიის მუნიციპალიტეტის დახმარებით დაიწყო სახელმწიფო ქონების დარეგისტრირება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ სახელმწიფო ფართებში, რომლის საფუძველზეც მერიის მუნიციპალიტეტიდან, როგორც ყველგან, ასევე ყოფილი „კ---–---------–------–--------------------–-------–------------------------------ ჩატარდა აზომვითი ნახაზები ყველა ოჯახზე, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ და მათ შორის აპელანტის საცხოვრებელ ფართზეც, რომლის შემდეგ პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად უნდა გაფორმებულიყო მასზე.

 

აპელანტის განმარტებით, მერის მუნიციპალიტეტის მიერ მის საცხოვრებელ ფართზე ჩატარდა აზომვითი სამუშაოები, მიზეზად სახელდებოდა ტექნიკური ხარვეზი, თითქოს 89.49კვ. იყო შეცდომა. მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა თბილისის გლდანის გამგეობის ქონების მართვის სააგენტოსადმი, რათა კანონდმებლობის საფუძველზე გადასცემოდა დაკავებული ფართი საკუთრებაში, მაინც არ გადასცემია საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ 2----–-–-------------------------- წერილით მიმართა ქონების მართვის სააგენტოს დაკავებული ფართის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც 2----–-–---------------------------- მიიღო პასუხი, რომ დევნილთა და სოციალურად დაუცველთა, ასევე სხვა განსაკუთრებულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებზე უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის საკითხთან მიმართებაში, ისინი აწარმოებდნენ აქტიურ მუშაობას, რომლის დასრულების შემდეგ მათ მიერ მიღებული იქნებოდა შესაბამისი გადაწვეტილება. თუმცა, გავიდა წლები, მაგრამ მერიის მუნიციპალიტეტის მიერ აზომვით ნახაზზე, ტექნიკური ხარვეზი აპელანტის საცხოვრებელ ფართზე 89.49, არ გამოსწორებულა, იგივე კვადრატულობა დარჩა, არც ქონების ეროვნულ სააგენტოს მიუღია შესაბამისი გადაწყვეტილება. აპელანტის მითითებით, მისი საცხოვრებელი ფართი 89,49 კვ, 2013 წლის 07 მარტს საქ.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის N-------- ბრძანებით სახელმწიფომ თავის სახელზე დაარეგისტრირა. აღნიშნულ ფართზე აპელანტი ოჯახთან ერთად დღემდე რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს და აღნიშნავს რომ მოატყუეს, რადგან ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ მიზეზი იყო დროის გაჭიანურების მიზნისათვის.

 

აპელანტის განმარტებით, ქონების მართვის სააგენტოდან, 2015 წლის 11 ივნისს მიიღო წერილი N--------, ანუ, აპელანტს, რომელიც სოციალურად დაუცველია და 10 წლის (2006 წლიდან) განმავლობაში ცხოვრობს აღნიშნულ საცხოვრებელ ფართზე, შესთავაზეს, ელექტრონული აუქციონის ფორმით ბინის შესყიდვა. აპელანტს მიაჩნია, რომ პირდაპირი მიყიდვის გზით სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად უნდა გადასცემოდა აღნიშნული ფართი.

 

ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 11 ივნისის წერილში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული წერილი არ წარმოშობს ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას, სწორედ ამის გამო მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით, ამასთან ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს ქონების მართვის სააგენტოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც აპელანტმა მიუთითა, რომ 2015 წლის 11 ივნისის წერილი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ითხოვდა მისი, როგორც ზემდგომი ორგანოს მხრიდან შესწავლას, მომხდარიყო შეცდომების გამოსწორება და მათი ბრძანების საფუძველზე ქონების მართვის სააგენტოს მიერ მომხდარიყო ქონების სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად გადმოცემა. თუმცა, აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრომ 2----–-–---------------------- ბრძანებით 2015 წლის 11 ივნისის წერილი მიიჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და იმის გამო, რომ დარღვეული იყო გასაჩივრების ვადა, ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დატოვა. აპელანტმა ღნიშნული გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში, სადაც უარი ეთქვა აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობაზე, უსაფუძვლობის გამო. აპელანტი აღნიშნავს, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, რაზეც ყველა მტკიცებულება დართული აქვს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ლ---- გ--------ის სააპელაციო საჩივარი;

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ-–- გ--------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა:

 

- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–---------------------- ბრძანება და საკითხი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ამავე სამინისტროს (ტ-1; ს.ფ. 1-12).

 

4.1.2. პალატას ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქ. თბილისში, ვ------------------ სართულზე მდებარე, N----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, 89.49 კვ.მ. ფართი, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–---------------–------------ ბრძანების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე ( ტ.1; ს.ფ. 22-23).

 

4.1.3. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2-----–-–------------------------- წერილობითი აქტით ა-------------------------–-------–---–--------–--–--- ეცნობა, რომ გლდანის რაიონის გამგეობის 2------–-–------------------------------------- წერილსა (შუამდგომლობა) და საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------------------- განკარგულებაში არ ფიქსირდებოდა ლ-–- გ--------ე და მისთვის გადასაცემი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია, ხოლო მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები გადაეცათ ნ--------------------------–-–---–----–-–---------–---–------------------–---. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, რაც შეეხება ლ-–- გ--------ისათვის ბინის პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემას, სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია ამ უძრავი ქონების განკარგვა ელექტრონული აუქციონის ფორმით. ამასთან, აღნიშნული წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ დაპირებას, შესაბამისად არ წარმოშობს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას (ტ.1; ს.ფ. 20).

 

4.1.4 . ლ-–- გ--------ის სახელით ა(-------------------------------–-------–---–------------------- აღმასრულებელმა დირექტორმა მ-------------–--–---–-ა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა ქ. თბილისში, გ-–----------------–-----------------–----------–----------------------------–------–-------------–---------------------------------------------.) ლ-–- გ--------ისათვის პირდაპირი მიყიდვის გზით სიმბოლურ ფასად (1 ლარად) გადაცემა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–---------------------------- წერილით ააიპ „-------------------–-------–---–------------------- აღმასრულებელ დირექტორს მ----- რ-----–--–---–ს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს მოსთხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, 7 (შვიდი) დღის ვადაში დაეზუსტებინა მოთხოვნა - თუ რომელ ადმინისტრაციულ აქტს ან ქმედებას ასაჩივრებდა, ასევე, წარედგინა წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. ამავე გადაწყვეტილებით, განმცხადებელს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მისი მოთხოვნა დარჩებოდა განუხილველი.

 

ა----------------------------–-------–---–-------------------- აღმასრულებელმა დირექტორმა მ-------------–--–---–-ა 2----–-–---------------------------- განცხადებით წარადგინა სათანადო წესით დამოწმებული, 2015 წლის 26 ოქტომბერს ლ-–- გ--------ის მიერ გაცემული მინდობილობა N--------- და განცხადებაში მიუთითა, რომ ვინაიდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ლ-–- გ--------ე ასაჩივრებდა სააგენტოს ქმედებას მის მიერ დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, ხოლო გამოსწორების შედეგად ლ-–- გ--------ეს უსასყიდლოდ გადაეცემოდა მის დაინტერესებაში არსებული ფართი.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2------–-–---------------------- ბრძანების თანახმად, ა--------------------------–-------–---–------------------ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი გამოასწორა ნაწილობრივ, კერძოდ, წარადგინა ლ-–- გ--------ის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა, ამასთან, მიუთითა რომ ლ-–- გ--------ის სახელით ასაჩივრებდა არა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- გადაწყვეტილებას, არამედ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქმედებას.

 

ამავე ბრძანებით ა--------------------------–-------–---–------------------“ საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------- გადაწყვეტილება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, რომლის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა მხარის მიერ გაშვებულია და ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი სრულად არ აღმოფხვრა საჩივრის ავტორმა (ტ-1; ს.ფ. 15-17; ს.ფ. 33-34; ს.ფ. 64-67; ს.ფ. 13-14).

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. ლ-–- გ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ-–- გ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–---------------------- ბრძანება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს უნდა დაევალოს ადმინისტრაციული საჩივრის ხელახლა განხილვა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში,პალატა განმარტავს, რომ ლ-–- გ--------ის მიერ სადავოდ გამხდარი ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–---------------------- ბრძანება (ტ-1; ს.ფ. 13-14) წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის მე-4 თავით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება და გამოცემა საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად არის რეგლამენტირებული და ყოველ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია საჯარო ვალდებულება, ზედმიწევნით დაიცვას იგი, თავის მხრივ, აღნიშნული ვალდებულება განაპირობებს დაინტერესებულ პირთა კანონიერ მოლოდინს, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. სადავო აქტით საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული საჩივარი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, წარდგენილი იყო ვადის დარღვევით. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------------------- წერილი არ შეიცავს მითითებას გასაჩივრების წესისა და ვადის თაობაზე. ამდენად, ამ ვითარებაში, სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გასაჩივრების წესის განმარტების უგულვებელყოფა აქტის გამომცემი ორგანოს მხრიდან, რაც გავლენას ახდენს აქტის გასაჩივრების ვადის ათვლაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში გასაჩივრების უფლების განმარტების უგულვებელყოფა არსებითი ხასიათის შეცდომაა.

 

პალატა განმარტავს, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემმა ორგანომ დაუშვა სამართლებრივი შეცდომა აქტის გასაჩივრების უფლების განმარტებისას, ხოლო, დაინტერესებული პირი სარგებლობს, აღჭურვილი და დაცულია კანონიერი ნდობის ინსტიტუტით, იგი უფლებამოსილია აქტი გაასაჩივროს იმ წესით და ვადაში, როგორც ეს ადმინისტრაციულმა ორგანომ განუმარტა. საწინააღმდეგო განმარტების პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველთვის შეუძლია არასწორად განუმარტოს, ანუ შეცდომაში შეიყვანოს პირი, რაც სავსებით გამორიცხავს საჩივრის ან სარჩელის წარდგენის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოს მხრიდან დაშვებული სამართლებრივი შეცდომა არ უნდა გახდეს პირის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას და გასაჩივრების ვადის ათვლისას დამაბრკოლებელი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ დაცული არ ყოფილა და ამდენად, ამ ვითარებაში, სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გასაჩივრების წესის მიუთითებლობა აქტის გამომცემი ორგანოს მხრიდან, რაც გავლენას ახდენს აქტის გასაჩივრების ვადის ათვლაზე.

 

ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის №ბს-273-419-კ-04 განჩინებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ აქტში იმ ორგანოს მიუთითებლობა, რომელშიც შეიძლება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისი მისამართის და საჩივრის (ან სარჩელის) წარდგენის ვადის აღუნიშნავობა არის საჩივრის (სარჩელის) წარდგენის ვადის გაგრძელების, გასაჩივრების უფლების და წესის დაინტერესებული მხარისათვის გაცნობის მომენტიდან ხანდაზმულობის ათვლის და არა აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად საქმე სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული არ არის ამავე კოდექსის 52.2 მუხლით დადგენილი წესის დარღვევის სამართლებრივი შედეგი, რაც საკანონმდებლო ხარვეზით უნდა აიხსნას, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართლის დოქტრინის საფუძველზე შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით დადგენილი წესის გავრცელება, რომლის მიხედვით, თუ მხარეს არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადა და წესი, ან არასწორად განემარტა იგი, მაშინ გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესის განმარტების უგულვებელყოფა აქტის გამომცემი ორგანოს მხრიდან, რაც გავლენას ახდენს აქტის გასაჩივრების ვადის ათვლაზე.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების დასადგენად.

 

ამდენად, იმ პირობებში, როცა არ დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევა, შესაბამისად, ზემდგომი ადმინიტსრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი, განუხილველად დაეტოვებინა იგი, ვადის დარღვევის საფუძვლით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების, დასახელებული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.2..2. ლ-–- გ--------ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ-–- გ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ-–- გ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–---------------------- ბრძანება და დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრის ხელახლა განხილვა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. ?32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. ?7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

თავმჯდომარე ნათია ქუთათელაძე

 

მოსამართლეები თამარ ონიანი

 

გიორგი ტყავაძე