საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1922-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.020635
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას იქნა გამოყენებული.“.

2. 181-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ადმინისტრაციულ საჩივარში შესაძლებელია აღინიშნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ კანონთან შეუსაბამობის შესახებ, რომელსაც ემყარება ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა. ადმინისტრაციულ საჩივარში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებთან შეუსაბამობასაც შეიძლება ემყარებოდეს ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 ოქტომბერი 2022 წ.

N1922-IXმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.10.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 18.10.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1922-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.020635.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.10.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1922-IXმს-Xმპ, 18.10.2022, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020635 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5591439/