საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1982-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
040000000.05.001.020648
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 70. გარიგებაზე ხელის მოწერის სხვისთვის მინდობა   

იმ პირს, რომელიც გარიგებას ხელს თვითონ ვერ მოაწერს წერა-კითხვის არცოდნის ან ხანგრძლივი ან შეუქცევი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელმოწერა ოფიციალურად უნდა დამოწმდეს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა პირმა გარიგებას ხელი ვერ მოაწერა.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 701 მუხლი:

„მუხლი 701.  წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მიერ გარიგების დადება

1. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგების წერილობითი ფორმით დადების შემთხვევაში გარიგებას ხელს აწერს დამოუკიდებლად, გარიგებაზე ხელის მოწერის სხვისთვის მინდობის გარეშე, ან გარიგებაზე ხელის მოწერას სხვას მიანდობს ამ კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარიგებას ხელს დამოუკიდებლად აწერს მექანიკური ხელმოწერის, ფაქსიმილეს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სათანადო ტექნიკური საშუალების გამოყენებით. გარიგებაზე ხელის ფაქსიმილეს გამოყენებით მოწერისას ხელმომწერმა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი ფაქსიმილეს ნამდვილობის შესახებ.

3. გარიგების წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მონაწილეობით, ბრაილის შრიფტის გამოყენებით, მხარეთა შეთანხმებით დადების შემთხვევაში ბრაილის შრიფტის გამოყენებით დადებული გარიგება უნდა დაერთოს ბრტყელი შრიფტის გამოყენებით დადებულ გარიგებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ნოემბერი 2022 წ.

N1982-IXმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.11.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 02.11.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1982-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 040000000.05.001.020648.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.11.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1982-IXმს-Xმპ, 02.11.2022, სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.020648 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5601055/