გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს--------------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3-.0-.2--- წელი ქ.რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე: ს----–------------ნი
მოსარჩელის წარმომადგენელი: გ-----------------ნი
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოპასუხის წარმომადგენელი: თ--------–---–ი
მესამე პირი: გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 12 იანვრის #--------------2 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 ამრტის #----8 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3 დაევალოს მოპასუხეებს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ გარდაბნის რაიონის სოფელ კაპანაჩხში მდებარე #--- მიწის ნაკვეთის (ფართით 2000 კვ.მ) მშენებარე სახლით, ს----–------------ნის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარჩელს არ ცნობს, ეთანხმება მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტავს, რომ არ არსებობს სადაო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ეთანხმება მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მშენებარე საცხოვრებელი სახლი, ამასთან დაინტერესებულ პირს მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი 2000 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი) მოქალაქე ს----–------------ნის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (სააგენტოში რეგისტრირებული განცხადება #-----------3) ,, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2016 წლის 8 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №-----------3 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ს----–------------ნის წარმომადგენელმა გ-----------------ნმა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გარდაბნის რაიონში, სოფელ კაპანაჩხში მდებარე 2000 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 სექტემბრის განცხადების მიღების ბარათი 1------1;
4.1.2. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას შესახებ №-----------3-03 (13.09.2016) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სააგენტომ 2016 წლის 13 სექტემბერს №-----3 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან. შესაბამისად, სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება№-----------3-03;
4.1.3 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2016 წლის 23 დეკემბერს მიიღო განკარგულება #1---------6 სადაც აღნიშნულია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მშენებარე საცხოვრებელი სახლი, ამასთან დაინტერესებულ პირს მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი 2000 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი) მოქალაქე ს----–------------ნის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (სააგენტოში რეგისტრირებული განცხადება #-----------3) ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განკარგულება #1---------6 (ს.ფ. 23)
4.1.4 ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000 წლის 28 ივნისის #147 დადგენილების თანახმად,(ოქმი #13 პარგ.13) დაკმაყოფილდა ს----–------------ნის თხოვნა და მას გაუფორმდა ქ.გარდაბანში /სოფ. კაპანახჩში/ 206-ე სამოსახლო მიწის ნაკვეთზე მშენებარე საცხოვრებელი სახლი (აღნიშნული დადგენილების ასლი თანდართულია)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2017 წლის 24 თებერვლის A-------------3 საარქივო ცნობა. (ს.ფ.14)
4.1.5 გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000 წლის 28 ივნისის #147 დადგენილების თანახმად,(ოქმი #13 პარგ.13) დგინდა, რომ გამგეობამ განიხილა ს----–------------ნის განცხადება ქ.გარდაბანში /სოფ. კაპანახჩში/ 206-ე სამოსახლო მიწის ნაკვეთზე მშენებარე საცხოვრებელი სახლის გაფორმების შესახებ. განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა ლენტეხის რაიონის 1998 წლის 02 აგვისტოს #42 გადაწყვეტილება და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან შეთანხმებული ანკეტა-განცხადება. გამგეობამ დაადგინა: დაკმაყოფილდეს თხოვნა და ს----–------------ნს გაუფორმდეს ქ.გარდაბანში /სოფ. კაპანახჩში/ 206-ე სამოსახლო მიწის ნაკვეთზე მშენებარე საცხოვრებელი სახლი.
დადგენილებით გარდაბნის რაიონის შს განყოფილებას და გარდაბნის მერიას დაევალათ უზრუნველეყოთ ს----–------------ნის სამსალიანი ოჯახის რეგისტრაცია ქ.გარდაბანში, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. თვითონ -ს----–------------ნი დაბადებული 193-წ. ცოლი - ვ--–-------------ი დაბადებული 1940წ. შვილი - ა--- მ---------ი დაბადებული 1965წ.
დადგენილება დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000 წლის 28 ივნისის #147 დადგენილება. (ს.ფ.15, 19)
4.1.6. საქმეში წარმოდგენილია ლენტეხის რაიონის გამგეობის 1998 წლის 02 აგვისტოს #42 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ს----–------------ნის თხოვნა.
ლენტეხის რაიონის გამგეობაში შესული იყო ს----–-------------ის განცხადება, რომელშიც მითითებული იყო, რომ იგი არის სტიქიით და---რალებული, ჰქონდა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ. განცხადებაში მ---------ი უთითებდა, რომ იგი დარჩენილი იყო ჩასახლების გარეშე. გარდაბნის რაიონ სოფ. კაპანაჩხში გამოინახა სამოსახლო მიწის ნაკვეთზე აშენებული გადაუხურავი სახლი, რომელიც არავიზე არ არის გაპიროვნებული და ითხოვდა სამოსახლოს დადგენას.
1996 წლის 02 აგვისტოს ლენტეხის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება #42 ს----–-----------–----- მ---------ის განცხადებასთან დაკავშირებით.
ლენტეხის რაიონის გამგეობის მიერ დაკმაყოფილდა ს----–------------ნის თხოვნა და გაშვებულ იქნა გეგმიურ ჩასახლებაში, გარდაბნის რაიონ სოფ. კაპანაჩხში, სამოსახლო მიწის ნაკვეთზე აშენებულ 3 ოთახიან გადაუხურავ სახლში, სამი სულით, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე.
იმავე გადაწყვეტილებით, საქართველოს ლტოლვითა და განსახლების სამინსიტროს და გარდაბნის გამგეობას დაევალათ ს----–------------ნის აღრიცხვაზე აყვანა. ამასთან, გამგებლის მთავარ მრჩეველს დემოგრაფიის საკითებში დაევალა განმცხადებელ მ---------ისთვის ჩასახლებაში გაშვებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და მისთვის ჩაბარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლენტეხის რაიონის გამგეობის მიმართვა გარდაბნის რაიონის გამგეობისათვის ს----–------------ნის ოჯახის გარდაბნის რაიონ სოფელ კაპანაჩხში ჩასახლების თაობაზე;
- ს----–------------ნის ანკეტა-განცხადება გარდაბნის რაიონ სოფ. კაპანაჩხში გადასახლების თაობაზე;
- 1996 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება #42
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №-----------3-07 (22.10.2016) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ვინაიდან არ დგინდებოდა მართლზომიერი მფლობელობა ან საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, წარდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარება აღიარების კომისიაში გადაგზავნას, რის გამოც 2016 წლის 22 ოქტომბრის №2850-4/17 სამსახურებრივი ბარათით გამოითხოვა ინფორმაცია აღიარების კომისიაში გადასაგზავნი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების შემდეგ კი, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ№-----------3-10 (11.11.2016) გადაწყვეტილებით საქმე განსახილველად გადაეგზავნა აღიარების კომისიას. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 დეკემბრის №1---------6 განკარგულების საფუძველზე, რომლითაც უარის თქმის შესახებ №-----------3-12 (12.02.2017) გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №-----------3-12 (12.02.2017) გადაწყვეტილება
4.2.2. მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №-----------3-12 (12.01.2017) გადაწყვეტილება, რომელიც 2017 წლის 15 მარტის #----8 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება №-----------3-12 (12.01.2017) (ს.ფ.24)
-2017 წლის 03 თებერვლის საჩივარი
4.2.3. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 15 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის უფლება; ამასთან, ვერ იქნება განხილული უფლების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ კანონიერად იქნა მიღებული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილება წარდგენილი დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება #----8; (ს.ფ.25-3-)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
7.2 აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მარტის (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილება N85548 და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულება - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.3 სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 8 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №-----------3 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ს----–------------ნის წარმომადგენელმა გ-----------------ნმა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გარდაბნის რაიონში, სოფელ კაპანაჩხში მდებარე 2000 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო შემდეგი დოკუმენტაცია: გარდაბნის რაიონის გამგეობის სხდომის 2000 წლის 28 ივნისის ოქმის №13 პარაგრაფი 13, ს----–------------ნის განცხადება მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელიო დოკუმენტი.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო ასევე მოიხმობს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაცია არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ - კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას შესახებ №-----------3-03 (13.09.2016) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სააგენტომ 2016 წლის 13 სექტემბერს №-----3 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან. შესაბამისად, სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №-----------3-07 (22.10.2016) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ვინაიდან არ დგინდებოდა მართლზომიერი მფლობელობა ან საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, წარდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარება აღიარების კომისიაში გადაგზავნას, რის გამოც 2016 წლის 22 ოქტომბრის №2850-4/17 სამსახურებრივი ბარათით გამოითხოვა ინფორმაცია აღიარების კომისიაში გადასაგზავნი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების შემდეგ კი, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ№-----------3-10 ( 11.11.2016) გადაწყვეტილებით საქმე განსახილველად გადაეგზავნა აღიარების კომისიას. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 დეკემბრის №1---------6 განკარგულების საფუძველზე, რომლითაც უარის თქმის შესახებ №-----------3-12 (12.02.2017) გადაწყვეტილება.
7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ)გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით(72-ე-102-ე მუხლები) განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. კერძოდ- 72.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთი სახეა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. ხოლო ამავე კოდექსის 96.3 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
7.7.საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
7.8. "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს- ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის– ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს(სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის;
გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;
დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
თავის მხრივ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო(აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
7.9 სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც,- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მერიის შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
7.10 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ- მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ– დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ,- ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
მოცემულ შემთხვევაში, კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტით.
თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ აღნიშნულის მითითება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი ან/და სხვა რამე წერილობითი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 23 დეკემბრის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის #13 ოქმი. რომლის თანახმად, სხდომაზე განხილულ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი 2000 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი ) მოქალაქე ს----–------------ნის (პ/ნ 27001005170) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (სააგენტოში რეგისტრირებული განცხადება #-----------3) ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს გააცნო საქმის მასალები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ფართობს. კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს წარუდგინა კომისიის წევრის მიერ ადგილზე გადაღებული ფოტოსურათებიც.
მიწის ნაკვეთებზე დგას დაუმთავრებელი შენობა და ასეთ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება შეუძლებელია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტის საფუძველზე;
დაინტერესებული პირი არის ე.წ. ,,ეკომიგრანტი’’ და მისი აზრით ს----–------------ნს მართლზომიერ მფლობელობაში აქვს მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტის, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა განკარგულება: იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მშენებარე საცხოვრებელი სახლი, ამასთან დაინტერსებულ პირს მართლზომიერ მფლობელობაში აქვს მიწის ნაკვეთი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი 2000 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი) მოქალაქე ს----–------------ნის (პ/ნ 27001005170) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (სააგენტოში რეგისტრირებული განცხადება #-----------3) ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა (წერილი #299413 11/11/2016 წ) არ დაკმაყოფილდა.
2017 წლის 28 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობისადმი მიმართვაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მ---------ის ( პირადი ნომერი 27001005170) წარმომადგენლის გ-----------------ნის (პირადი ნომერი 27001007849) 2017 წლის 3 თებერვლის №49566/17 ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №-----------3-12 (12.01.2017) გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
დაინტერესებულ პირს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №-----------3-12 (12.01.2017) გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ,, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით უარის თქმის თაობაზე’’ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 დეკემბრის №1---------6 განკარგულების საფუძველზე. აღნიშნული განკარგულების თანახმად, სააგენტოს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მშენებარე საცხოვრებელი სახლი, ამასთან, დაინტერსებულ პირს მართლზომიერ მფლობელობაში აქვს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ნივთი ( მიწის ნაკვეთი 2000 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი).
დაინტერესებულმა პირმა ადმინისტრაციულ საჩივარზე დამატებით 2017 წლის 27 თებერვალს წარმოდგენილ №-------7 განცხადებას დაურთო ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2017 წლის 24 თებერვლის საარქივო ცნობა №A-------------3 , საიდანაც ირკვევა, რომ გარდაბნის გამგეობის 2000 წლის 28 ივნისის №147 დადგენილების თანახმად (ოქმი №13, პარაგრაფი 13) დაკმაყოფილდა ს----–-----------–----- მ---------ის თხოვნა და მას გაუფორმდა ქ. გარდაბანში/სოფელ კაპანახჩში /206 -ე სამოსახლო მიწის ნაკვეთებზე მშენებარე საცხოვრებელი სახლი, (ამასთან, აღნიშნულ დადგენილებას სხვა დოკუმენტაცია არ აქვს თანდართული).
ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, წარმოდგენილია აღნიშნული საარქივო ცნობა და თანდართული დადგენილება, შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ითხოვს აღნიშნული დადგენილების საფუძვლად არსებულ დოკუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე, ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომელიც დაადასტურებს 206-ე სამოსახლო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში ს----–------------ნის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
7.11 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში:
ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას;
ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის;
გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას;
დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს;
ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას;
ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
7.12 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლო აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
7.13 სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, კერძოდ- უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15მარტის #----8 გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ ამ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს ასევე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც.
7.14 სასამართლო განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.
სზაკ-ის ამ ფორმულირებიდან გამომდინარე, საკმარისი არ არის დაინტერესებული მხარის ნდობა ამ აქტის მიმართ, ანუ იმედი იმისა, რომ აქტი არ გაუქმდება. დაცვის ღირსია არა აქტის ხელშეუხებლობის რწმენა, არამედ რწმენა მისი კანონიერებისა. აქტის კანონიერებისადმი რწმენა გამორიცხულია, თუკი მის გამოცემას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ადმინისტრაციული ორგანოს მოტყუებით, მუქარით ან მოქრთამვით, ყალბი დოკუმენტების წარდგენით. კანონიერი ნდობის მნიშვნელოვანი ელემენტია ის, რომ აქტის საფუძველზე უნდა განხორციელდეს იურიდიული ძალის მოქმედება. ეს გულისხმობს, რომ დაინტერესებული მხარე აქტით მიღებულ მატერიალურ სიკეთეს უნდა იყენებდეს ან განკარგავდეს და მისი უკან დაბრუნების მოთხოვნა დაინტერესებულ მხარეს უნდა აყენებდეს ზიანს. შესაძლებელია, გაუგებარი იყოს, თუ რატომ ენიჭება პრივილეგია მიღებული სარგებლის გამოყენებას და რატომ ხდება ის კანონიერი ნდობის საფუძველი, ეს ხომ არ უბიძგებს დაინტერესებულ მხარეს, რაც შეიძლება სწრაფად მოიხმაროს მიღებული სიკეთე. რა თქმა უნდა, არა. კანონის ნორმის ამ ჩანაწერს სხვა დატვირთვა აქვს. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი სახის ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები: აქტები, რომლებიც ხდება მატერიალური სარგებლის მიღების (ფულის ან ნივთის) საფუძველი და უფლების მიმნიჭებელი აქტები. მატერიალური სარგებელი, რომელიც ემსახურება დაინტერესებული მხარის საარსებო გარემოს შენარჩუნებას, მიიჩნევა როგორც გამოყენებული და შეუძლებელია მისი უკან დაბრუნების მოთხოვნა. უკანონო აქტის ბათილად ცნობა გულისხმობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას. აზრს კარგავს მიღებული მატერიალური სიკეთის (მაგალითად, ფულადი დახმარების: პენსიის, სტიპენდიის) უკან დაბრუნების მოთხოვნა და ზიანის ანაზღაურება ისევ ფულადი კომპენსაციით. უფლების მიმნიჭებელი აქტების (მაგალითად, მშენებლობის ნებართვა) ბათილად ცნობის შემთხვევაში კი შესაძლებელია ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციის გაცემის გზით. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ უპირატესობა ენიჭება არა მიღებული სარგებლის განკარგვას, არამედ მიღებული მატერიალური სარგებლის დაცვას, რომლის კომპენსირებაც შეუძლებელი ხდება სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-6 ნაწილით.
სზაკ-ის მე-601 მუხლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ამ აქტის მიმართ. კოდექსი იცავს დაინტერესებული მხარის კანონიერ ინტერესს. ამავდროულად, ითვალისწინებს კანონიერების პრინციპის კონსტიტუციურსამართლებრივ რანგს და მიუხედავად კანონიერი ნდობის არსებობისა, სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების, ან ინტერესის დაცვის მიზნით, უშვებს აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას. როგორც ვხედავთ, კანონმდებელი ერთმანეთს უპირისპირებს ორ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პრინციპს, რომელთა კონსტიტუციურ -სამართლებრივი რანგი გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოითხოვს თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას. სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე განსაკუთრებულ მოთხოვნას აყენებს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაუქმების გადაწყვეტილებაში დაასაბუთოს, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა კანონიერების დაცვის პრინციპს. ნათლად უნდა იყოს წარმოჩენილი ის არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა კანონიერი ნდობის პრინციპის საწინააღმდეგოდ აქტის გაუქმების უპირატესობას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უპირატესობა ენიჭება კანონიერების პრინციპს, კანონიერი ინტერესი არ კარგავს თავის უფლებადამცავ ფუნქციას, არამედ ის ხდება აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი ინიციატივით აქტის გაუქმებასთან დაკავშირებულ დავებში ადმინისტრაციულმა სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაში არის თუ არა ამ ორი კონსტიტუციური რანგის პრინციპის – კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის პრინციპის – შეპირისპირება და რამდენად არის არგუმენტირებული კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. აქვე უნდა გაესვას ხაზი, რომ აქტის ბათილად ცნობის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მინიჭება არ ამართლებს აქტის ბათილად ცნობას. კანონიერი ნდობის პრინციპი არ გულისხმობს მხოლოდ მატერიალური ინტერესების დაცვას, არამედ მისი მიზანია სამართლებრივი სტატუსის შენარჩუნება, შესაბამისად, სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფა. ზიანის ანაზღაურება მხოლოდ მაშინ არის ლეგიტიმური, როდესაც აღნიშნული ორი პრინციპის ურთიერთშეპირისპირების შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს კანონიერების პრინციპს, ანუ სახელმწიფო, საზოგადოებრივ, ან სხვა პირის კანონიერ უფლებასა თუ ინტერესს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სადაო გადაწყვეტილების - რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (#--------------2), მიღების საფუძველს წარმოადგენდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 დეკემბრის №1---------6 განკარგულება.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ს----–------------ნის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე)დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 12 იანვრის #--------------2 გადაწყვეტილება რეგსტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ასევე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მარტის #----8 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი გარდაბნის რაიონის სოფელ კაპანაჩხში მდებარე #--- მიწის ნაკვეთის მშენებარე სახლით, ს----–------------ნის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
8. საპროცესო ხარჯები
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----–------------ნის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 12 იანვრის #--------------2 გადაწყვეტილება რეგსტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
3. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მარტის #----8 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი გარდაბნის რაიონის სოფელ კაპანაჩხში მდებარე #--- მიწის ნაკვეთის მშენებარე სახლით, ს----–------------ნის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი