დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 23.03.2026
საქმის ნომერი
ბს-450(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-450 (კ-25) 23 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ.ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის ...ის რაიონის გამგეობა, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექცია; მესამე პირები (ა.ს.კ 16.1) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; (ა.ს.კ 16.2) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო; (ა.ს.კ 16.2) - შპს „...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 11 სექტემბერს ლ.ი-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის ...ის რაიონის გამგეობის, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 27 იანვრის N47 ბრძანების, ქ. თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის N13/3-116 დადგენილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 აგვისტოს N405 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის N12.25.277 დადგენილების და მის საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით, თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის N13/3-116 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში თანამოპასუხედ მიეთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექცია. ამავე საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინებითა ლ.ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედი რედაქციით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311.1 და 312.1. მუხლები, “მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის №2635 კანონით) პირველი, მე-7 მუხლები, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (ძალადაკარგულია 16.12.2005 წლის N2305-რ საქართველოს ორგანული კანონით) 1.1. მუხლი, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 05.02.2014, N1958) მე-4, 29-ე მუხლები, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის N685 ბრძანებულებით დამტკიცებული (ძალადაკარულია საქართველოს პრეზიდენტის 01.03.2005 წლის N120 ბრძანებულებით) საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების 5.1 მუხლი, ამავე ნორმის მე-2 ნაწილი, მე-40 მუხლი, “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლი (ამოღებულია საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №905 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3215 – ვებგვერდი, 13.08.2018წ), ამავე ნორმის მე-6 ნაწილი, მე-17 მუხლი, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების მომზადების ან გამოცემის წესის ისეთი არსებითი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მიუთითა, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე დავის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, მხარის მიერ არ წარდგენილა მტკიცებულებები იმ გარემოებების დასადგენად, რომ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. პალატამ ყურადღება გაამახვილა აქტის აღმჭურველ ხასიათზე და განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის N12.25.277 დადგენილება, ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 27 იანვრის N47 ბრძანება, ქალაქ თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის N13/3-116 დადგენილება, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - 2018 წლის 13 აგვისტოს N405 ბრძანება არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანოშესაბამისი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ.ი-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ.ი-ის საკასაციო საჩივარი.

კასატორი არ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა გამოყენებული სამართლის ნორმები. ასევე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა - შეფასების გარეშე, რითაც დარღვევულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.

წარმომადგენლის განმარტებით, ლ.ი-ი წარმოადგენს ქ. თბილისში, საქართველოს ..., ...სა და ...ის ქუჩებს შორის მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5055 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. მისივე მსჯელობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის ... გადაწყვეტილებით, ლ.ი-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო მონაცემებში გაუქმდა შენობა - ნაგებობებზე არსებული ჩანაწერი და მოტივად მიეთითა, რომ აღნიშნულ შენობა - ნაგებობაზე არსებული დოკუმენტაცია შპს „....“-ს სახელზეა გაცემული, ხოლო მიწის ნაკვეთის საზღვრები უცვლელად დატოვა იმ არგუმენტზე მითითებით, რომ იგი ლ.ი-ის საკუთრებას წარმოადგენს.

კასატორის მსჯელობით, საჯარო რეესტრში დაცული სარეგისტრაციო მონაცემებით დგინდება, რომ შპს „....“-ს საკუთრების უფლება რეგისტრირებულია N... და N... საკადასტრო კოდებით სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში მდებარე შენობა - ნაგებობებზე, სადაც უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია ქ. თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის N13/3-116 დადგენილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 7 აპრილის N07.22.223 დადგენილება და 1997 წლის 29 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება. მისივე მსჯელობით, რეესტრის ამონაწერებით არ ირკვევა შპს „....“-ს საკუთრებად რეგისტრირებული შენობა - ნაგებობების ფართის ოდენობა, ამდენად, გაუგებრად მიიჩნევს რამდენად წარმოადგენს შპს „....“-ს საკუთრების საგანს უშუალოდ ის შენობა - ნაგებობები, რომლებიც ლ.ი-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფარგლებშია მოქცეული. ასევე გაურკვევლად მიიჩნევს უფლების დამადასტურებელი თუ რომელი დოკუმენტით დადგინდა შენობა - ნაგებობებზე საკუთრების უფლების წარმოშობა და იმ პირობებში, როდესაც რეგისტრირებულ მონაცემებში საფუძვლად მითითებულია სწორედ ქ. თბილისის ...- ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის N13/3-116 დადგენილება, აღნიშნულის მოტივით სადავო გახადა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე დაზუსტების ფარგლებში ასევე მოითხოვა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 27 იანვრის N47 ბრძანების ბათილობა, რომლითაც შეთანხმდა ზემოაღნიშნული შენობა - ნაგებობების არქიტექტურული პროექტი. აკონკრეტებს, რომ ქ. თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის N13/3-116 დადგენილებით, შპს „....“-ს სახელზე ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 153.9 კვ.მ. შენობა - ნაგებობები, ფაქტობრივი მდგომარეობით კი, მათი მოცულობა 295.8 კვ.მ.-ს შეადგენს, რაც მისივე მსჯელობით აშკარად აღემატება ექსპლუატაციადაქვემდებარებული ობიექტის მოცულობას. მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 13 აგვისტოს N405 ბრძანებით არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 27 იანვრის N47 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო ქ. თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის N13/3-116 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 07 აპრილის N07.22.223 დადგენილებით ირკვევა, რომ მიღებულ იქნა მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება/1995 წლის 6 აპრილის სხდომის N39 ოქმი და ორგანიზაცია დაწესებულებების, ფირმებისა და მოქალაქეების პირადი თხოვნების გათვალისწინებით, საწვავ - საპოხი მასალებისა და სხვა საქონლის სარეალიზაციო ობიექტების მოსაწყობად, დაუმაგრდათ დროებით მიწის ნაკვეთები, მათ შორის მრავალდარგოვან ფირმა “...“ ფაქტიურად მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე - “...ის რაიონი“, ...ის დასაწყისში, მგზავრთა მოსაცდელი პავილიონის მიმდებარედ.

დადგენილია, რომ 1996 წლის 20 ივნისს ქალაქ თბილისის მერიასა და მრავალდარგოვან ფირმა „...“ შორის გაფორმდა №882 იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მრავალდარგოვან ფირმა „...“-ს ...ის მოსაწყობად იჯარით გადაეცა 340 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე, ქ. თბილისში, ...ის დასაწყისში, მგზავრთა მოსაცდელი პავილიონის მიმდებარე.

თბილისში ...ოსა და მინიავტოსერვისის ობიექტების განთავსების სქემის/დისლოკაციის/ დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის N12.25.277 დადგენილებით, მიღებული იქნა ქ. თბილისის მიწათსარგებლობისა და ქალაქთმშენებლობის საქმეთა საქალაქო კომისიის წინადადება /1998 წლის 29 მაისის ოქმი N137/ და დამტკიცდა ქალაქ თბილისის არქიტექტურისა და ქალაქი პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ...ოების სქემა (დისლოკაცია N1 არსებული, N2 ვიზირებული, N3 ...ისა და სხვა ობიექტებთან ერთად კომპლექსში N4 ახლი სარეზერვო/დანართების შესაბამისად) და განისაზღვრა სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის №12.25.277 დადგენილების საფუძველზე, თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული 1998 წლის 19 ნოემბრის მიწის ნაკვეთის გეგმის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის რაიონში საქართველოს ...ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ...“...“ ერთ კომპლექსში ...ოს მოსაწყობად დამატებით, დროებით დამაგრებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი კომპიუტერული გამოთვლის საფუძველზე შეადგენდა 855 კვ.მ-ს.

დადგენილია, რომ თბილისის არქიტექტურის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ, 1999 წლის 1 აპრილს გაცემული იქნა №225 სამშენებლო პასპორტი ზემოაღნიშნულ მისამართზე ...ოს პროექტის დამუშავებისათვის.

ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 27 იანვრის N47 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში ...ის რაიონში საქართველოს ...ზე ...ს ქუჩის მიმდებარედ ...“...“ ერთ კომპლექსში დროებითი ...ოს მოწყობის პროექტი. მიეთითა, რომ სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს არქიტექტორულსამშენებლო კონტროლის ინსპექციის არსებული წესით მშენებლობის დაწყებაზე ნებართვის გაცემის შედეგად და ინსპექციის მიერვე იქნეს მიღებული ობიექტი ექსპლუატაციაში. შინაარსში მითითებულია, რომ ქ. თბილისში ...ის რაიონში საქართველოს ...ზე ...ს ქუჩის მიმდებარედ ...“...“ ერთ კომპლექსში დროებითი ...ოს მოწყობის პროექტის შეთანხმების შესახებ დამკვეთი არის ფირმა “...“, ხოლო საფუძვლად მითითებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის დადგენილება N12.25.277. მიწის ნაკვეთის ფართი - 798.0მ2 მიშენების ფართი 171,6მ2 , საამშ. მოცულობა - 598.0მ2 , საერთო ფართი 153.9.მ2 .

სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე სახელმწიფო მიმღები კომისიის 2005 წლის 21 ივლისის აქტით, დამაკმაყოფილებლად შეფასდა შპს „....-ს“ მიერ ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილი ... - ...ის რაიონში, საქართველოს ...ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ მოწყობილი ...ები.

ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის N13/3116 დადგენილებით დამტკიცდა 2005 წლის 21 ივლისის ექსპლუატაციაში მიმღები კომისიის აქტი, ... - ...ის რაიონში, საქართველოს ...ზე ...ის ქუჩის მიმდებარედ შპს “...-ს“ ...ოს (საერთო ფართით 153.9 კვ.მ) ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. დადგენილია, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა არსებული ტექ.დოკუმენტაციის რეგისტრაცია რეესტრში. დადგენილებაში ასევე აღინიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის N12.25.277 დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 24 თებერვლის N47 ბრძანებით, საქართველოს ...ზე ...ის ქუჩის მიმდებარედ შპს “...-ს“ შეუთანხმდა ...ოს მოწყობის პროექტი - საერთო ფართით 153.9 კვ.მ. ამჟამად, ობიექტის მშენებლობა დამთავრებულია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 12 აგვისტოს N336 განკარგულების შესაბამისად ითხოვენ ექსპლუატაციაში მიღებას.

სსიპ საჯარო რეესტრის 2006 წლის 20 იანვრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაციის №...) ქ. თბილისში, საქართველოს ...ზე ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებული №22/120 (შემდგომში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, მიწის ნაკვეთის ფართობი - 855 კვ.მ, ხოლო მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობის მესაკუთრეა შპს „...“. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 ოქტომბრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის №...) თანახმად, 2003 წლის 30 ივნისიდან ქ. თბილისში, საქართველოს ...ზე, ...სა და ...ას ქუჩებს შორის (ნაკვ ...) მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობით 5055.00 კვ.მ) წარმოადგენს ლ.ი-ის საკუთრებას.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 19 ოქტომბრის №006230615 ექსპერტის დასკვნის თანახმად: 1. 1998, 2006 და 2011 წლების გეგმების 2006 და 2011 წლის გეგმებზე დატანილი კოორდინატების გაორიენტირების შედეგად ირკვევა, რომ 1998, 2006 და 2011 წლების გეგმები ერთმანეთის იდენტურია, როგორც კონფიგურაციაში და ზომებში, ასევე მდებარეობაში. მათი მონაცემებისა და №... ს/კ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ ხდება გადაფარვა №... ს/კ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან 291 კვ.მ. ფართის ოდენობით; 2. ადგილზე აზომვების შედეგად დადგინდა, რომ ფაქტიურად არსებული სიტუაცია ძირითადად შეესაბამება ზემოაღწერილ გეგმებზე მოცემულ სიტუაციას, არსებითი სხვაობა გამოიხატება №2 შენობა - ნაგებობის კონფიგურაციაში. კერძოდ, 2006 და 2011 წლის გეგმების მიხედვით №2 შენობა - ნაგებობის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლები მომრგვალებულია, ხოლო ფაქტიურად კი სწორკუთხოვანია. აღინიშნა, რომ გეგმებზე მოცემული ...ის შენობა (2006 და 2011 წლების გეგმაზე ასახული №1 შენობა - ნაგებობა) ძირითადად მოცემულია იმ სახით რაც ასახულია 1998, 2006 და 2011 წლების გეგმებზე). აზომვების შედეგად დადგინდა, რომ შეინიშნება წანაცვლება მდებარეობაში, კერძოდ №1 შენობა - ნაგებობა წანაცვლებულია სამხრეთ აღმოსავლეთ მიმართულებით, საშუალოდ 0.8-0.9 მეტრით, ხოლო №2 შენობა - ნაგებობა წანაცვლებულია სამხრეთ - დასავლეთის მიმართულებით, საშუალოთ 1.4-1.6 მეტრით. აღნიშნული სხვაობა სავარაუდოდ გამოწვეულია კოორდინატებში პირველადი არასათანადო აზომვების შედეგად, ვინაიდან 2005 წლის ორთოფოტოსა და 2014 წლის ორთოფოტოს მონაცემების ურთიერთშედარებისას დგინდება, რომ 2005 წლიდან დღემდე შენობა - ნაგებობებს მდებარეობა არ შეუცვლია და მოცემულია იმ სახით რაც ფიქსირდება 2005 წლის ორთოფოტოს მდგომარეობით; 3. 1998, 2006 და 2011 წლების გეგმები ფაქტიურად არსებული შენობა - ნაგებობების მდებარეობის მიხედვით გაორიენტირების შემთხვევაში ხდება გადაფარვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან 289 კვ.მ. ფართის ოდენობით.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის 2017 წლის 23 ოქტომბრის №006188117 დასკვნის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტაციისა და ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობების ფაქტობრივი ფართი შეადგენს 7,9 კვ.მ-ს, ხოლო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობის ფაქტობრივი ფართი შეადგენს 98,9 კვ.მ-ს იხ. დანართი №1, ასევე აღინიშნა, რომ რეგისტრირებული შენობა ნაგებობის მდებარეობა და ფაქტობრივად არსებული შენობა - ნაგებობების მდებარეობა (ორივე მიწის ნაკვეთზე) ერთმანეთის შეუსაბამოა. საინვენტარიზაციო გეგმა და 1998 წლის გეგმა გაორიენტირებული იქნა ...ეზიურ კოორდინატთა სისტემაში ფაქტობრივად არსებული შენობა - ნაგებობების მიხედვით.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 დეკემბრის №007285317 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...სა და ...ის გადაკვეთაზე №... საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა - ნაგებობის განაშენიანების ფართი შეადგენს 172 კვ.მ-ს (იხ. დანართი №2). ქ. თბილისში, ...სა და ...ის გადაკვეთაზე №... საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა - ნაგებობის ნაწილი მოიცავს (გადაფარვას) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილს. კერძოდ გადაფარვის ფართი შეადგენს 60,0 კვ.მ-ს (დეტალურად იხ. დანართი N3).

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 დეკემბრის №007431917 ექსპერტის დასკვნის თანახმად: 1. ... მიწის ნაკვეთის 2005 წლის 31 აგვისტოს საკადასტრო რუკის (და მანამდე არსებული საკადასტრო რუკების) მონაცემების თანახმად, ნაკვეთის დასავლეთით, ნაკვეთსა და გზას შორის სქემატურად ასახულია ორი ერთეული ნაგებობა (ფარდული), რომელთა აღმოსავლეთ კედლებზე გადის ... მიწის ნაკვეთის დასავლეთ საზღვარი. რუკებზე ასახული ნაგებობები (ფარდულები) სავარაუდოდ წარმოადგენენ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობის (კაფის) ფარდულსა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ...ის შენობა - ნაგებობებს. შესაბამისად, შესაძლებელია ვიმსჯელოთ, რომ ... მიწის ნაკვეთის დასავლეთი საზღვარი გადიოდა ... და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა - ნაგებობის აღმოსავლეთ საზღვარზე, რა დროსაც გადაფარვა შენობა - ნაგებობასთან არ დაფიქსირდებოდა; 2. ფაქტობრივად არსებული შენობა - ნაგებობების მდებარეობისა და 2005, 2006, 2010, 2014 წლების აეროგადაღების (ორთოფოტოების) მონაცემების ურთიერთშედარებისას დგინდება, რომ ფაქტიურად არსებულ შენობა - ნაგებობებს 2005 წლიდან დღემდე მდებარეობა არ შეუცვლია. შესაბამისად, არ შეცვლილა მათი მდებარეობა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმართულებით; 3. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად ფორმირებული მიწის ნაკვეთებიდან (..., ...; ...; ...; ...) ...ოს ნაწილი განთავსებულია ... მიწის ნაკვეთზე, ...ისა და მიწისქვეშა ავზების ნაწილი განთავსებულია ... მიწის ნაკვეთზე; 4. ფაქტიურად არსებული სიტუაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ექსპერტს გამოთქმული აქვს ვარაუდი, რომ საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული ლიტერ „ა“ შენობა - ნაგებობა განთავსებულია ... საკადასტრო კოდით რეგსტრირებულ მიწის ნაკვეთზე (დაყოფის შემდეგ ...) განთავსებულ შენობა - ნაგებობა №1-ს, თუმცა აღსანიშნავია, რომ გეგმაზე ასახული №1 შენობა - ნაგებობა წარმოადგენს ლიტერ „ა“-ს მხოლოდ მცირე ნაწილს, ხოლო უმეტესი ნაწილი განთავსებულია დღეის მდგომარეობით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე; 5. ვინაიდან წარდგენილ საკადასტრო რუკების ქაღალდის ვერსიებზე არ არის დატანილი სახელმწიფო ...ეზიური სისტემის კოორდინატები, იმის დადგენა შეესაბამება თუ არა შპს „...ის“ მიერ მომზადებული საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას და მოძრაობდა თუ არა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის მიმართულებით, შეუძლებელია; 6. 28.10.2016 წ. მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე ასახულ მიწის ნაკვეთს (ს/კ...) ადგილმდებარეობა (კოორდინატები) დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ მონაცემებთან მიმართებაში არ შეუცვლია. არსებული მდგომარეობით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოიცავს ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ ფაქტიურ შენობა - ნაგებობებს, თუმცა საკადასტრო გეგმაზე აღნიშნული არ არის დატანილი. აღსანიშნავია, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 2016 წლის 22 თებერვლის საკადასტრო რუკაზე შენობა - ნაგებობები ფიქსირდებოდა, თუმცა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მოქცეული იყო ნაკვეთის საზღვრებს შიგნით; 7. ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ, 1998 წლის 19 ნოემბერს გაცემულ მიწის ნაკვეთზე ასახული ...ის შენობა შეესაბამება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე ასახულ №1 შენობას; 8. იმ შემთხვევაში თუ 855.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: ... შპს ....-ს კუთვნილი ...ის შენობას და 223.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ....) განთავსებულ შენობას ავიღებთ მყარ ორიენტირად, 1998 წლიდან 2005 წლამდე მომზადებულ საკადასტრო რუკებზე ასახული 5055.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) დასავლეთ საზღვარი უნდა გადიოდეს ისე, როგორც ეს დანართ №9-ზეა ნაჩვენები.

სსიპ საჯარო რეესტრის 2018 წლის 11 იანვრის (განცხადების რეგისტრაციის №...) და 2016 წლის 26 აპრილის ამონაწერებით (განცხადება რეგისტრაციის №...) დადგენილი იქნა, რომ №... და №.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს წარმოადგენს სახელმწიფო, ხოლო მასზე განლაგებული შენობა - ნაგებობის მესაკუთრედ კი, ფიქსირდება - შპს „....“

დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მარტს, ლ.ი-ის წარმომადგენელმა №19/01180802080-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ... ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის №13/3-116 დადგენილების ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა დააზუსტა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა ქ. თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის №13/3-116 დადგენილების, სახელმწიფო მიმღები კომისიის 2005 წლის 21 ივლისის აქტისა და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 24 თებერვლის №47 ბრძანების ბათილად ცნობა.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 13 აგვისტოს N405 ბრძანებით, ლ.ი-ის საჩივარი ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 24 თებერვლის №47 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ხოლო 2005 წლის 28 დეკემბრის №13/3-116 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველი. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ლ.ი-მა 2015 წლის 19 თებერვალს №33931-17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ამავე სამსახურის 2015 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომელსაც დანართი 9-ის სახით დართული ჰქონდა ქალაქ თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის №13/3-116 დადგენილება.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 აგვისტოს N405 ბრძანებით, არ დაკმაყოფლდა ლ.ი-ის წარმომადგენლის 2018 წლის 21 მარტის N19/01180802080-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 24 თებერვლის N47 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. ამავე ბრძანებით, ძალაში დარჩა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 24 თებერვლის N47 ბრძანება და განუხილველად დარჩა ლ.ი-ის წარმომადგენლის 2018 წლის 21 მარტის N19/01180802080-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის N13/3-116 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.

უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის N12.25.277 დადგენილების, ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 27 იანვრის N47 ბრძანების, ქალაქ თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის N13/3-116 დადგენილების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 აგვისტოს N405 ბრძანების კანონირება. შესაბამისად, პალატა შეამოწმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მართლზომიერებას, ქრონოლოგიურად შეაფასებს სადავო აქტების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

სადავო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის N12.25.277 დადგენილების, მის საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 27 იანვრის N47 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე მსჯელობის ნაწილში საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედ „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონს (ძალადაკარგულია 05.02.2014, N1958) რომელიც განსაზღვრავდა თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსს, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს და საფინანსო - ეკონომიკურ საფუძვლებს (ძალადაკარგულია 05.02.2014, N1958). მითითებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისში თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, კანონი და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტები; ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს - ქალაქ თბილისის საკრებულოს მეშვეობით; ქალაქ თბილისში ადგილობრივი მმართველობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის მეშვეობით; ადგილობრივი მმართველობის ორგანო – ქალაქ თბილისის მერია, ამ კანონითა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში იმავდროულად ასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებს; ქალაქ თბილისის მერია (თბილისის მთავრობა, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგეობები, რაიონებში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ორგანოები) წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ - განმკარგულებელ საქმიანობას. აქვე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე (სადავო პერიოდში მოქმედი), სადაც მითითებულია, რომ არქიტექტურული ობიექტის შესაქმნელად დამკვეთს უნდა ჰქონდეს არქიტექტურულ - გეგმარებითი დავალების საფუძველზე შედგენილი პროექტი და მშენებლობის ნებართვა. არქიტექტურულ - გეგმარებით დავალებას დამკვეთის განაცხადის საფუძველზე გასცემს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის არქიტექტურის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1999 წლის 1 აპრილს გაცემულია N225 სამშენებლო პასპორტი, რომელიც წარმოადგენს არქიტექტურულ - გეგმარებით დავალებას. მოცემულ ეტაპზე ხდებოდა არქიტექტურული ობიექტის დანიშნულების, მისი პარამეტრების, ტერიტორიული ფარგლების, მიწის ნაკვეთზე განთავსების, აგრეთვე, მისი დაპროექტებისა და მშენებლობის ეკოლოგიური, ტექნიკური, ორგანიზაციული და კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების განსაზღვრა. როგორც ,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში არის მითითებული, არქიტექტურულ პროექტს შეითანხმებს და ობიექტის მშენებლობის ნებართვას გასცემს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს ხელმძღვანელობს მთავარი არქიტექტორი. მითითებულ სამართლებრივ ნორმებზე, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ და შეფასებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტების გამოცემის დროისთვის, ქალაქ თბილისის ტერიტორიის საზღვრებში არქიტექტურულ - ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვის საჯარო ხელისუფლებას ახორციელებდა არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ადგილობრივი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მთავარი არქიტექტორი. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მოსაზრება, რომ ქ. თბილისში, ...ის რაიონში, საქართველოს ...ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ ... ,,...“ ერთ კომპლექსში დროებითი ...ოს მოწყობის პროექტი ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ შეთანხმებულ იქნა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

რაც შეეხება კასატორის წარმომადგენლის იმ მსჯელობას, საჯარო რეესტრის ამონაწერებით არ ირკვევა შპს „....“-ს საკუთრებად რეგისტრირებული შენობა - ნაგებობების ფართის ოდენობა და გაუგებარია რამდენად წარმოადგენს შპს „....“-ს საკუთრების საგანს უშუალოდ ის შენობა - ნაგებობები რომლებიც ლ.ი-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფარგლებშია მოქცეული, ასევე იმ მსჯელობაზე, რომ არ ირკვევა, უშუალოდ აღნიშნულ შენობა - ნაგებობებზე უფლების დამადასტურებელი რომელი დოკუმენტით დადგინდა საკუთრების უფლების წარმოშობა, საკასაციო პალატა მიუთითებს სსიპ საჯარო რეესტრის 2018 წლის 11 იანვრის და 2016 წლის 26 აპრილის ამონაწერებზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ N... და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს წარმოადგენს სახელმწიფო, ხოლო მასზე განლაგებული შენობა - ნაგებობის მესაკუთრედ ფიქსირდება შპს „...“. საკასაციო პალატა გასათვალისწინებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 24 თებერვლის N47 ბრძანების მიღების საფუძველს წარმოადგენს სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის N12.25.277 დადგენილება, რომლის შესაბამისად, თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა მიწის ნაკვეთის გეგმა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული გეგმის თანახმად, საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობმა შეადგინა 855 კვ.მ; ამასთან, თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1999 წლის 01 აპრილს გაცემული N2525 სამშენებლო პასპორტით დადგინდა ...ის მიმდებარედ, ერთ კომპლექსში ...ოს დროებითი ნაგებობის განთავსება წითელი ხაზების ფარგლებში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გასაზიარებელია სასამართლოს ის მსჯელობა, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო ბრძანებით ...ოს პროექტის შეთანხმება განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 798 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის (მოცემულ ეტაპზე კასატორის) მხრიდან არც ადმინისიტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში არ წარდგენილა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებულია ის შედავება, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 2000 წლის 24 თებერვლის N47 ბრძანებით პროექტის შეთანხმება განხორციელდა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს ლ.ი-ის 2017 წლის 03 იანვრის სარჩელზე რომლითაც მხარე ითხოვდა ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ ქ. თბილისში, საქართველოს ...ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებული შენობა - ნაგებობების შპს „...“-ს სახელზე აღრიცხვის შესახებ 1997 წლის 14 მაისს განხორციელებული №593 ჩანაწერის, ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ 1997 წლის 16 მაისს გაცემული №ქ-198 სარეგისტრაციო მოწმობის, ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში განხორციელებული ჩანაწერის (ქ. თბილისში, საქართველოს ...ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ (ადრინდელი მისამართი: ... არსებული შენობა - ნაგებობების შპს „...“-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის პირველი დეკემბრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №.. .გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა - ნაგებობების ნაწილში), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 აპრილის №... გადაწყვეტილების (... და ... საკადასტრო კოდის მქონეს მიწის ნაკვეთებზე მდებარე შენობა - ნაგებობების ნაწილში) ბათილად ცნობას. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფარგლებში (30.03.2018 წელი №3/22-17) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის პირველი დეკემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დღეის მდგომარეობით აღნიშნული გადაწყვეტილება დაუშვებლობის ფარგლებით შესულია კანონიერ ძალაში (სუს 30.09.2021 წელი Nბს-184(2კ-19)). მითითებულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: "მხოლოდ ის გარემოება, რომ ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ასახული შენობების ნაწილი ფაქტობრივად ექცევა ლ.ი-ის საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, არ ასაბუთებს სადავო აქტების შენობა - ნაგებობების რეგისტრაციის ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობას. ლ.ი-ის საკუთრების უფლება რაიმე კონკრეტულ შენობა - ნაგებობებზე მისი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტებით დადასტურებული არ არის. ამასთან, ის გარემოება, რომ შპს „....“-ს კუთვნილი შენობების დღევანდელი ფართობი განსხვავდება უფლების დამდგენ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებთან, ვერ დაადასტურებს ლ.ი-ის უფლებას მათთან მიმართებით". მოცემულ დავაში საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარი არ იყო წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ასევე მიუთითა, რომ "განსახილველი დავის საგანს შეადგენს 1997 წელს ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ჩანაწერებისა და სარეგისტრაციო მოწმობის კანონიერება, რომელიც შეეხება ქ. თბილისში, ...ში მდებარე 340 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განლაგებულ 55 კვ.მ. შენობა - ნაგებობაზე შპს „...ის“ და შპს „....“-ს უფლების აღრიცხვას. საგულისხმოდ იქნა მიჩნეული საქმის მასალებში დაცული ლ.ი-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და კასაციამ მიიჩნია, რომ სადავო ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ჩანაწერის განხორციელების დროისათვის, კერძოდ, 1997 წლის მდგომარეობით ვერ დადგინდა ქ. თბილისში, ...ში მდებარე 340 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განლაგებულ 55 კვ.მ. შენობა - ნაგებობაზე ლ.ი-ის ან იმ პირების უფლება, ვისგანაც უძრავი ნივთი საკუთრებაში კასატორს გადაეცა". პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ტექნიკური ინვენტარიზაციის ჩანაწერების გაუქმების მიმართ არ იკვეთებოდა ლ.ი-ის კანონიერი ინტერესი ან უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო პალატის მიერ მოხსენიებული საქმის (Nბს-184(2კ-19)) და მიმდინარე საქმის დავის საგნები არ არის იდენტური, მნიშვნელოვანია კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით 20.01.2006 წ. ქ. თბილისში, ...ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ 855 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრების უფლება, ხოლო ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობა - ნაგებობებზე შპს „....“-ს საკუთრების უფლება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.03.2015წ. №... გადაწყვეტილებით 20.01.2006წ. გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე ბათილად იქნა ცნობილი. სააგენტომ მიიჩნია, რომ 20.01.2006წ. საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებით შპს „....“-ს წარმომადგენელმა ისეთ უძრავ ნივთზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელზეც უკვე რეგისტრირებული იყო ლ.ი-ის საკუთრების უფლება, აღნიშნული განცხადების განხილვისას სარეგისტრაციო სამსახურს არ უნდა მიეღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ლ.ი-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაზუსტებულ საკადასტრო მონაცემებთან ზედდების მოტივით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.03.2015წ. №... გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრაციის შესახებ 25.03.2015წ. №... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მითითებულ უძრავ ნივთზე რეგისტრაცია გაუქმდა. 23.12.2015წ. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადებით შპს „....“-ს წარმომადგენელმა ქ. თბილისში, ...ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა შემცირებულ 564 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა - ნაგებობებზე, ამასთანავე, მიუთითა, რომ დანარჩენ ფართზე მიმდინარეობს დავა ზედდების გამო. აღნიშნული სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 25.12.2015წ. №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 564 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობა - ნაგებობებზე - შპს „....“-ს საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). საკასაციო სასამართლოს (30.09.2021წ. Nბს-184(2-კ19)) მსჯელობით საქმის მასალებში დაცული მასალებით ლ.ი-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ 25.12.2015წ. №... გადაწყვეტილებით, რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდების არსებობა არ დადგინდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 177-ე მუხლებზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, რომ მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი. პალატა განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული დანაწესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე პრინციპს განამტკიცებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება კონსტიტუციითა გარანტირებული, მხარის მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენისას სასამართლო ვალდებულია პირველ რიგში დაადგინოს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა. თავის მხრივ, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა, ამასთანავე, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს. სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე ან უკანონოდ უნდა იზღუდებოდეს პირის უფლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2022წ. განჩინება საქმეზე №ბს-463(კ-19)). მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები: უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება, ინტერესების შელახვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ბს-764-764(2კს-18) განჩინება)“.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის დასაბუთება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის N12.25.277 დადგენილება, მის საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 24 თებერვლის N247 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო მოსარჩელემ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგავარი გადაწყვეტილების მიღება. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველ მუხლს, რომლის თანახმად, კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე მითითებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. პალატის მოსაზრებით, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს კანონიერი ნდობის დაცვას, თუკი დაინტერესებულმა მხარემ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება.

კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით, პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომელიც შეიძლება არსებობდეს როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით ამ უფლების მატარებელს უფლება აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. ამასთანავე, კანონმდებლობით გათვალისწინებულია კანონიერი ნდობის არსებობის გამომრიცხველი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 25 ივნისის N12.25.277 დადგენილება, ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 27 იანვრის N47 ბრძანება, ქალაქ თბილისის ... - ...ის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბრის N13/3-116 დადგენილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ და ,,ვ“ პუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს და დავის შემთხვევაში შესაბამისად შემოწმდა ფაქტობრივ - სამართლებრივი თვალსაზრისითი სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება სადავო აქტის გამოცემაზე და უფლებამოსილების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან.

რაც შეეხება მოთხოვნას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 აგვისტოს N405 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილად ცნობის ნაწილში, საკასაციო პალატა მოცემულ ნაწილშიც იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე, 185-ე, 201-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ.

მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, ამდენად ლ.ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ლ.ი-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს პ.კ-ის (პ/ნ...) მიერ 2025 წლის 27 მაისს საკასაციო საჩივარზე სს „...ში“ გადახდილი (საგადასახადო დავალება N...) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;

3. ლ.ი-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს პ.კ-ის (პ/ნ...) მიერ 2025 წლის 27 მაისს საკასაციო საჩივარზე სს „...ში“ გადახდილი (საგადასახადო დავალება N...) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე