საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №38 |
|
2020 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები
1. საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები (შემდგომში ,,პროცედურა“) შემუშავებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) შესაბამისად.
2. ეს პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში “სააგენტო”) წარსადგენი საჩივრის ფორმას, მისი წარდგენის წესს, დასაშვებობის პროცედურებსა და ვადებს.
ა) სააგენტოში წარადგინოს საჩივარი ამ პროცედურით დამტკიცებული ფორმითა და წესით;
ბ) საჩივართან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს გამოთხოვილი დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულები.
5. მომჩივანი და მოპასუხე ვალდებულნი არიან სააგენტოს მიაწოდონ მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, ცალ-ცალკე ან ერთობლივად გამოცხადდნენ ახსნა-განმარტებაზე.
6. მომჩივანს და მოპასუხეს უფლება აქვთ:
ა) ჰყავდეთ ადვოკატი ან/და წარმომადგენელი;
ბ) გაეცნონ საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;
გ) მოითხოვონ ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება;
დ) განაცხადონ აცილება სააგენტოს თანამშრომლის მიმართ, საჩივრის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
7. მომჩივანს უფლება აქვს, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს სააგენტოში წარმოდგენილი საჩივარი. სააგენტო უფლებამოსილია საჩივრის გახმობამდე წარმოდგენილი ინფორმაცია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით მოკვლევის წარმოებისთვის.
8. მოპასუხეს უფლება აქვს:
ა) საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს მიაწოდოს საკუთარი მოსაზრებები და შესაბამისი მტკიცებულებები;
ბ) აიღოს პირობითი ვალდებულები კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედებების განხორციელების თაობაზე.
1. მხარეს უფლება აქვს, აცილება მისცეს სააგენტოს იმ თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.
2. აცილების საფუძველია კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის არსებობა.
3. კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით ან/და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის საქმეც იხილება, სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება ინტერესთა კონფლიქტის გამო.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება სააგენტოს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2.კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. კანონის მე-20 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, პირს მოსთხოვოს აღნიშნული დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის წარმოდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.
4. დოკუმენტის ვერსია ითვლება არაკონფიდენციალურად, თუ მასში სათანადო წესით დაფარულია პირის კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ყველა მონაცემი და მისი გაცემა შესაძლებელია სხვა დაინტერესებულ პირზე ადმინისტრაციული წარმოების მასალის სახით.
5. სააგენტო უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის არაკონფიდენციალურ ვერსიას და დამატებით მოსთხოვოს მას მონაცემების სხვა ფორმით დაფარვა ან თავად უზრუნველყოს დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის შექმნა და აცნობოს პირს ამის თაობაზე.
6. სააგენტოს თანამშრომლის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა, გავრცელება ან მისი გამოყენება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, გამოიწვევს სააგენტოს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ა) მომჩივანი (ვინაობა/დასახელება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);
ბ) მომჩივანის წარმომადგენელი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია);
გ) მოპასუხე (ვინაობა/დასახელება, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);
დ) საჩივრის სახე, სადაც უნდა მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი/მუხლები, რომლის სავარაუდო დარღვევასაც აქვს ადგილი;
ე) საქმის გარემოებების დეტალური აღწერა, სადაც უნდა მიეთითოს შესაბამისი ფაქტები, გარემოებები და მტკიცებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე. ასევე, მსჯელობა დამდგარ ან მოსალოდნელ ქონებრივ ზიანზე;
ვ) მტკიცებულებების ჩამონათვალი, რომლითაც დასტურდება წინა ქვეპუნქტში მოცემული გარემოებები;
ზ) მითითება სააგენტოს მიერ ცალკეული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) შენიშვნები და დამატებები;
ი) საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხა;
კ) მითითება საჩივრის მიხედვით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე;
ლ) მომჩივანის ან მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი/დასახელება, ხელმოწერა და საჩივრის წარდგენის თარიღი.
2. საჩივარი სააგენტოში წარდგენილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
2. თუ წარდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, სააგენტო მომჩივანს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
3. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომლის მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს სააგენტო.
4. თუ მომჩივანი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო უფლებამოსილია, გამოიტანოს გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
5. საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა იწყება სააგენტოში სრულყოფილი საჩივრის წარმოდგენის მომენტიდან.
6. თუ სააგენტოს წარედგინა საჩივარი ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე, იგი ამ საჩივარს 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, როგორც უფლებამოსილ ორგანოს, გარდა კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. თუ ცალსახად არ დგინდება საკითხის შესწავლაზე უფლებამოსილი ორგანო, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადა იზრდება 30 კალენდარულ დღემდე, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს შორის კონსულტაციები გაიმართოს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა იწყება საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოდ სააგენტოს განსაზღვრის შემდგომ.
2. სააგენტო ვალდებულია სრულყოფილი საჩივრის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოპასუხეს შემოსული საჩივრის შესახებ, გარდა კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე წარდგენილი საჩივრისა, და განუსაზღვროს ვადა მოსაზრებების/მტკიცებულებების წარმოდგენისათვის. მოპასუხე უფლებამოსილია, სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები/მტკიცებულებები საჩივრის თაობაზე, სააგენტოს მიერ მითითებულ ვადაში.
3. სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს მომჩივანს ან/და მოპასუხეს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ან ახსნა-განმარტებაზე გამოცხადება.
4. მომჩივანის მიერ დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარმოდგენამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება, ხოლო მომჩივანის მხრიდან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ხსენებული ვადის დინების განახლების საფუძველია.
5. კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე წარდგენილი საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესწავლის პროცესში, სააგენტო საჩივარს უგზავნის ეკონომიკის სფეროს მარეგულირებელ ორგანოს მოსაზრებებისათვის და იღებს შესაბამის კონსულტაციებს.
2. თუ ამ ინფორმაციის სააგენტოს მიერ მიღება დაკავშირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის ათვლასთან ან/და განახლებასთან, შესაბამისი ვადა აითვლება/განახლდება ინფორმაციის რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
3. პირი უფლებამოსილია, სააგენტოს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება.
4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით დადგენილი წესით.
ა) ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა;
ბ) არასწორი ინფორმაციის მიწოდება;
გ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება;
2 .ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება სააგენტოს მიიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.
2. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა ხუთი ათასი ლარის ოდენობით. ხოლო ფიზიკურ პირს - სამი ათასი ლარის ოდენობით.
3.ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.
4. მომჩივანის მიერ ინფორმაციის ან/და მტკიცებულების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობა, ჯარიმის დაკისრების პარალელურად, არის საჩივრის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველი.
5. კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტო დასვამს მოპასუხის უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.
2. ამ პროცედურის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დასაშვებად ცნობის და საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ;
ბ) საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.
3. სააგენტო უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ:
ა) საჩივარი არ წარმოუდგენია უფლებამოსილ პირს;
ბ) არ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;
გ) კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში არ არის წარმოდგენილი გამოთხოვილი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება;
დ) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ე) არსებობს საქმის მოკვლევის შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება;
ვ) არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებისა;
ზ) სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
თ) საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, სააგენტო თანხმობას განაცხადებს ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე.
საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
დანართი N1
საჩივარი
□ ვადასტურებ, რომ საჩივარში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.
მომჩივანი/მომჩივანის წარმომადგენელი ------------------------------------
ხელმოწერა ---------------
თარიღი: ---------------
|
საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის და 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
დამტკიცდეს თანდართული „საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები".
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების დამტკიცების თაობაზე"კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-1 ბრძანება.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე
საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 11. ინფორმაციის მიუწოდებლობა
საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
დანართი N1
საჩივარი
1. ზოგადი მონაცემები
მომჩივანი: 1.სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში): 2. მისამართი: 3 ტელეფონი: 4.ელ-ფოსტა: მომჩივანის წარმომადგენელი: 1.სახელი, გვარი, პირადი ნომერი: 2.მისამართი: 3.ტელეფონი: 4.ელ-ფოსტა: მოპასუხე: 1. სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში): 2. მისამართი: 3. საკონტაქტო მონაცემები: საჩივრის სახე (მითითება იმის თაობაზე, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის რომელი მუხლის/მუხლების სავარაუდო დარღვევას აქვს ადგილი) 2. საქმის გარემოებების დეტალური აღწერა (დეტალური ინფორმაცია კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისი ფაქტების, გარემოებებისა და მტკიცებულებების მითითებით, ასევე, მსჯელობა დამდგარ ან მოსალოდნელ ქონებრივ ზიანზე) 3. მტკიცებულებები 1. მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს (დანართი N ) 2. მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს (დანართი N ) 3. მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს (დანართი N ) 4. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (გთხოვთ, დაასახელოთ, კონკრეტულად რა სახის ინფორმაციის ცნობა გსურთ კომერციულ საიდუმლოებად - შესაბამისი დასაბუთების მითითებით) 5. შენიშვნები და დამატებები (ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლის შემთხვევაში) სხვა შენიშვნები და დამატებები: 6. საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხა დასახელება: დასახელება: დასახელება: დასახელება: დასახელება: □ ვადასტურებ, რომ საჩივარში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ. მომჩივანი/მომჩივანის წარმომადგენელი ------------------------------------ ხელმოწერა --------------- თარიღი: --------------- |